You are on page 1of 9

საკანონმდებლო აქტებისა და სავალდებულო

გადაწყვეტილებების მიღების ასპექტები


ევროკავშირის საბჭოში

ეკატერინე ქარდავა
2023
ევროკავშირის საბჭოს (EU Council) იგივე საბჭოს (Council) ფუნქციები

•საბჭო წარმოადგენს ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს. ის


წარმოადგენს ძირითად საკანონმდებლო ორგანოს. ღებულობს კანონებს ევროპულ პარლამენტთან
ერთად (დირექტივები, რეგლამენტები, გადაწყვეტილებები). ის მეორეული კანონმდებლობის მთავარი
შემოქმედია.

•საბჭო განიხილავს და ამტკიცებს შესასრულებლად სავალდებულო საკანონმდებლო აქტების გარდა,


დასკვნებს, რეზოლუციებს, განცხადებებს, რომლებსაც არ აქვთ სავალდებულო ძალა - პოლიტიკური
პოზიციები, დამოკიდებულებები, სამომავლო სურვილები.
•კოორდინირებას უწევს წევრი ქვეყნების პოლიტიკას სხვადასხვა სფეროში, მაგ: ეკონომიკა და
ფისკალური პოლიტიკა; განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; დასაქმების პოლიტიკა.
•ავითარებს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
•საბჭო განსაზღვრავს და ახდენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტირებას ევროპული
საბჭოს გაიდლაინების საფუძველზე, რაც ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებებს, თავდაცვას და
ვაჭრობას.
•დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
•იგი ევროპულ კომისიას აძლევს მანდატს განახორციელოს მოლაპარაკებები ევროკავშირსა და
ევროკავშირის არა-წევრს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.
შემადგენლობა

საბჭო შედგება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან მინისტრების


დონეზე (ეროვნული მინისტრებისგან). წევრთა რაოდენობა - 27

•საბჭო იკრიბება სხვადასხვა კონფიგურაციით


1.სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა
2.კონკურენცია
3.ეკონომიკური და ფინანსური საკითხები
4.განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი
5.დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, ჯანმრთელობა და მომხმარებელთა
უფლებები
6.გარემოს დაცვა
7.საგარეო საქმეები
8.ზოგადი საკითხები
9.მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები
10.ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები და ენერგეტიკა
გადაწყვეტილების მიღება

•საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს უბრალო უმრავლესობით,


კვალიფიციური უმრავლესობით და ერთხმად.

•ევროკავშირის ხელშეკრულებებში განსაზღვრულია საკითხები, რომლებიც


ექვემდებარებიან გადაწყვეტილების მიღების ამა თუ იმ მეთოდს.

•პროცედურული საკითხები მიიღება უბრალო უმრავლესობით. ამ დროს


თითოეული ქვეყნის ხმა წარმოადგენს ერთ ხმას და გადაწყვეტილების
მისაღებად საჭიროა 27-დან 14 ქვეყნის ანუ 14 ხმის თანხმობა. ეს არ
გამოიყენება კანონების (მეორეული სამართლის) და სავალდებულო
გადაწყვეტილებების მიღების დროს.

•საბჭო კანონებს იღებს ერთხმად ან კვალიფიციური უმრავლესობით.


ძირითადად, კი საკანონმდებლო აქტების 80% მიიღება კვალიფიციური
უმრავლესობის კენჭისყრის მეთოდით.
• ერთხმად გადაწყვეტილების მიღების პროცედურისას მოითხოვება,
რომ ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს მომხრე. არც ერთი წევრი არ უნდა
იყოს წინააღმდეგი.

• გადაწყვეტილების მიღების ეს ფორმა გამოიყენება:


- ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კავშირის წევრი
ქვეყნებისთვის განსაკუთრებული ინტერესებისა და აღმატებული
მნიშვნელობის საგანია;
- ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპული კავშირის
ექსკლუზიური კომპეტენციების სფეროს არ მიეკუთვნება. მაგალითად:
მოქალაქეობა, გადასახადები, გაწევრიანება, საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკის საკითხები...

• ერთხმად გადაწყვეტილების მიღებისას წინა პლანზე წამოწეულია


წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესების პრიმატი ევროკავშირის
საერთო ინტერესებზე. ერთი ქვეყნის უარსაც კი შეუძლია ჩააგდოს
საკითხი. ასეთ დროს წევრი ქვეყანა ერთგვარად „მძლავრობს“
ევროკავშირზე.

• სხვაგვარად არის საქმე, როცა გადაწყვეტილება მიიღება კვალიფიციური


უმრავლესობით. ევროკავშირი ამ დროს, არ არის დამოკიდებული
კავშირის ერთი წევრი ხმაზე (ქვეყნის „ერთ ხმაზე“).
კვალიფიციური უმრავლესობას ორმაგი უმრავლესობა/ Double
majority ეწოდება.

საბჭომ რომ საკითხი დადებითად გადაწყვიტოს/მიიღოს


საკანონმდებლო აქტი, ამისთვის საჭიროა:

1.მომხრე იყოს საბჭოს წევრების 55% (მინიმუმ 14 წევრი 27-


დან)
2.მომხრე საბჭოს წევრების ქვეყნებში ერთობლივად უნდა
ცხოვრობდეს ევროკავშირის სრული მოსახლეობის 65%
(მაგალითად: თუ 14 ქვეყანამ 27-დან დადებითად უყარა კენჭი
საკითხს, ამ 14 მომხრე ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს
ევროკავშირის მოსახლეობის 65 %).

ორივე პირობა კუმულაციურია.


ხშირად ამ მეთოდს აკრიტიკებენ სპეციალისტები
მცირერიცხოვანი ქვეყნების ინტერესების გამო. თუმცა
ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცედურაში
დაცულია:
1.უმრავლესობის პრინციპი წევრ ქვეყნებს შორის
(ქვეყნების რაოდენობა)
2.უმრავლეობის პრინციპი ევროკავშირის მოქალაქეებს
შორის (მოსახლეობის სიდიდე და რაოდენობა).

-----------------------------------------------

გადაწყვეტილების/საკანონმდებლო აქტის მიღება


შეუძლია დაბლოკოს მინიმუმ 4 ქვეყნის უარმა, სადაც
წარმოდგენილია ევროპული კავშირის მთელი
მოსახლეობის 35 პროცენტი. = Blocking Minority.
ლიტერატურა:

- ლექტორის პრეზენტაცია
- ქარდავა ე., ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება
და სამართლებრივი აპროქსიმაცია, გვ. 24-26,
https://gu.edu.ge/uploads/other/14/14341.pdf

You might also like