You are on page 1of 1

ააიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის

საბავშვო ბაღების გაერთიანების


მმართველს
ქ-ნ თათია ბროლიძეს

ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე


ტეზრის მე-17 საბავშვო ბაღის
აღმზრდელის
ნინო გელაშვილის

მოხსენებითი ბარათი

ქ-ნ თათია,
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში შექმნილი ეპიდვითარების გამო
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეწყდა სასწავლო პროცესი
(უმაღლეს, პროფესიულ, სასკოლო და სააღმზრდელი) დაწესებულებებში.
დაიგეგმა დისტანციური სწავლების მეთოდი. ჩვენს ბაღში სასწავლო პროცესი
შეწყდა 25 ნოემბერს და ონლაინ ფორმატით გავაგრძელეთ 3 დეკემბრიდან და
ვაგრძელებთ დღემდე, სასწავლო პროცესის განახლებამდე. რაც შეეხება ბავშვთა
დასწრებას - არის თავისუფალი. ჯგუფში მყავს 21 აღსაზრდელი. აქედან 15 ბავშვი
აქტიურადაა ჩართული, მაგრამ აქაც არის პრობლემები. კერძოდ, (ინტერნეტი,
ტექნიკური, F-გვერდის არქონა და სხვა), რაც შეეხება თემებს გავიარეთ: ჯანსაღი
კვება, ზამთარი, ახალი წელი, დედამიწა და კოსმოსი, თავისუფალი თემა (კორონა
ვირუსი - ბრაზიანი ვირუსი), დინოზავრები.
მეცადინეობას ვატარებ კვირაში ორჯერ. ხანგრძლივობა 15-20 წუთი.

პატისცემით,
ნინო გელაშვილი

დირექტორი მარეხი ღონღაძე

You might also like