You are on page 1of 5

Lia Shakarishvili

24 September at 10:21 ·
ბოშათა თემი ქობულეთში ...
მინდა ჩემი გულწრფელი ემოციები გაგიზიაროთ, გუშინდელი საღამოდან, რომ
გამომყვა ბოშა ქალებთან შეხვედრისა და მათთან საუბრის შემდეგ.
უნდობლობის მიღმა, რომელსაც თავიდან ამჟღავნებენ (ამაში კი ჩვენი ჯერ კიდევ
შეუსრულებელი ვალდებულებაა "დამნაშავე"), საოცარი ადამიანები დგანან-
ოცნებებით, ტკივილით, იმედგაცრუებითა თუ წვრილმანებში დანახული
ბედნიერებით, განათლების მიღების შეუსრულებელი სურვილებით...
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ გულმზიანი, ალალი, ჯადოსნური საიდუმლოს
მატარებელი ხალხი . დიახ, საიდუმლოს და ეს საიდუმლო ის საოცარად
პოზიტიური, სასიცოცხლო ენერგიაა, რომლითაც გავსებენ მათთან ურთიერთობისას.
მხოლოდ ერთი რამაა საჭირო-გული გაუხსნათ და ისინიც უშურველად აგავსებენ
სიყვარულის სუფთა ენერგიით .
ქალბატონი Tamila Dolidze დიდი ხანია, რაც ქალთა უფლებებზე მუშაობს და ბოშათა
თემის მიმართ მისი ინტერესი დიდია. საარჩევნო თემატიკა და ქალის ხმის როლი
არჩევნებში, უშუალო და მეგობრულ ატმოსფეროში, საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი
ბოშა ქალებისთვის. Guranda Dolidze-ის, ამ მრავამხრივ ნიჭიერი ადამიანის, რომელიც
ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრი, კომისიის თავმჯდომარე და მიმდინარე
არჩევნებში პროპორციული სიის მე-3 ნომერია, უბადლოდ შესრულებულმა
"ბოშურმა" ცრემლი მოჰგვარა ჩვენს მასპინძლებს ...
ქობულეთის ბოშათა თემი ყველაზე მოწესრიგებული ჯგუფია და ამაში ქალბატონ
ნარგიზ ჯინჭარაძე -ს უზომოდ ემადლიერებიან. რომ არა ნარგიზი, როგორც
სიყვარულით უწოდებენ "ჩვენი ბარონესა " , საბუთები წესრიგში არ გვექნებოდაო.
ნარგიზ ჯინჭარაძე უკვე მრავალი წელია ყველა პლატფორმას-ადგილობრივსა თუ
საერთაშორისოს აქტიურად იყენებს ბოშათა თემის გაძლიერებისთვის. ახლა კი ის
ეტაპია, რომ მისი საქმიანობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, უფრო
ინტენსიურ, ქმედით თანამშრომლობაში გადაიზარდოს და ერთად მეტი შევძლოთ ამ
საოცარი ადამიანებისთვის .
#USAID
#IFES
Tamila Dolidze added 27 new photos to the album ქობულეთი, გელაური,
ბოშები — with Guranda Dolidze and Lia Shakarishvili at Gelauri.გელაური.
23 September at 22:58 · Kobuleti ·
ა(ა)იპ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ((USAID) და საარჩევნო სისტემების
საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, საინფორმაციო ხასიათის პროექტს
„ქალის ხმა არჩევნებში“ ახორციელდებს.
პროექტის ფარგლებში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ქალი
ამომრჩევლის გააქტიურებასა და მათთვის არჩევნების თემაზე სხვადასხვა სახის
ინფორმაციის მიწოდებაა
დღეს შეხვედრა და დისკუსია ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრებ
ბოშებთან გაიმართა. მოდერატორის კითხვები თვითმმართველობის არჩევნებზე მათ
ჩართულობასა და დასახლებაში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობას შეეხო.
დასახლებაში მცხოვრებმა ქალებმა საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე, ასევე,
პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს.
დიდი მადლობა ქობულეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე Lia
Shakarishvili-ს.
71Fati Chagalidze and 70 others
13 comments
Like
Comment
Share

You might also like