You are on page 1of 1

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრს

ბატონ ვახტანგ მეგრელიშვილს

ბატონო ვახტანგ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენ მოგმართავთ იმიტომ ,რომ თქვენში


ვხედავ ყველაზე მეტად ხალხისთვის ზრუნვას, იქნებ ჩემმა მდგომარეობამ
დაგაინტერესოთ და დაგვეხმაროთ, რომ ჩვენნაირი დედებისთვის რამე
შეიცვალოს,ჩვენგან რაც იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ და თუ თქვენ ამას
მიაღწევთ მერწმუნეთ უდიდესს სიკეთეს გააკეთებთ. ვარ შშმ პირის დედა , ბავშვი არის 23
წლის ,გონებრივი ღრმა ჩამორჩენით, დიაგნოზი ისეთი აქვს რომ შეიცვალოს
ჯანმრთელობის მხრივ უკეთესობისკენ არ არის არანაირი იმედი. არის სიცოცხლის
ბოლომდე ინვალიდი,რომელსაც ესაჭიროება მუდმივი ყურადღება.ეკონომიური
მდგომარეობაც დართული ამ ყველაფერს და მეც ძალა და ჯანმრთელობაც აღარ
მიწყობს ხელს, ვარ უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში, ვიცი სახელმწიფოსგან
გარკვეულ დახმარებებს ვიღებთ, ამაზეც მადლობელი ვარ,მაგრამ უმეტესი
შეთავაზებები რაც სახელმწიფოს ფარგლებშია აღარ გვეკუთვნის ,არადა ბავშვი
განვითარების მხრივ პატარა ბავშვის ასაკთან შეფარდებით არის,მოძრაობაც
შეზღუდული აქვს.

გთხოვთ,აღრიცხოთ ასეთი ბავშვების რაოდენობა,მერწმუნეთ ბევრნი არ ვართ ,ჩვენც ხომ


ამ ქვეყნის შვილები ვართ,ცხოვრებამ განსაცდელი მოგვივლინა და ტკივილისთვის
გაგვწირა,არც ერთ ადამიანს არ ვუსურვებ ამ ტკივილის განცდას,შვილის ცუდად ყოფნას
და უიმედო მდგომარეობას. თხოვნა მაქვს ,იქნებ გამოიყოს თანხები და ჩვენც ასეთი
ბავშვის მშობლებს დაგვინიშნოთ პენსია,რადგანაც ჩვენც უფუნქციო მდგომარეობაში
ვიმყოფებით,ან ჩემი მდგომარეობა შეისწავლოთ და გამიწიოთ დახმარება ,ამ ყოფით
მდგომარეობას ვეღარ ვუძლებ ,პლიუს დამატებული ჩემი ჯანმრთელობის
მდგომარეობაც და მე რომ რამე მომივიდეს შვილს რა ეშველება არ ვიცი.გთხოვთ,
გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი პრობლემა. თუ დაინტერესება იქნება მოგაწვდით ყველა
ცნობას და დიაგნოზს.

ნინო წერეთელი მობ; 597103707

You might also like