You are on page 1of 2

გოგჩა

ვრცელი ტბა, გოგჩა, როცა ზვირთებს მრისხანედ ააქაფებს, ხმით ჰგავს ზღვას. ზოგჯერ
ის, ბროლივით გულუბრყვილო, წმინდა, უძრავი, ცის სილაჟვარდესა და მთების
სიმწვანეს ირეკლავს

სამგლოვიარო სამოსით შემოსილი ტბის კიდეებზე საერო შენობათა ნაშთებია. აქ


ოდესღაც დიდებული ქალაქები ყვაოდა, მათ ადგილზე ახლა მხოლოდ ბუებია და
ნანგრევებია.

უდაბურება, სიჩუმე და არარაობა მნახველებსაც უზიარებენ თავიანთ ჭმუნვას.


ადამიანის თვალსა და გულს სევდით ავსებენ, უნებლიედ წარმოიქმნება ასეთი გრძნობა:
აი, დიდებული სასახლეების ნანგრევები. აი, ჩინებული ქალაქების ხვედრი. აი, ჩვენი
მომავლის სურათიც! მხოლოდ ახლანდელობაზე რატომ მიჯაჭვულხარ, დაბრმავებული!

ძლივს გასარჩევი ეს კამარა ყოფილი ტაძარია. მასში მეფეები მოწიწებით იდრეკდნენ


მუხლს. იქ ღვთის დიდება მორწმუნეებს ტკბილად ესმოდათ და ზეცის მიმართ
გრგვინავდა ხმა ფსალმუნისა.

დღეს ეს ნანგრევი, საჩრდილობლად რომ ქცეულა, უყურებს თავის შიგნით მხოლოდ


პირუტყვს, ზოგჯერ ნადირ-მხეცებსა და გზად გამვლელების მიერ შეფარებულ, შორიდან
მოზიდულ საქონელს.

ოთხკუთხედად დაშლილი ეს ქვათა გროვა ის ადგილია, სადაც სავაჭრო მდიდრული


საქონელი ეწყო; სომხები, მომგებლობის ოსტატები, ამ საქმით ადრიდანვე იყვნენ
ცნობილნი.

მათ შორის ბევრი ყოფილა არა მარტო ვერცხლით მდიდარნი, არამედ ნდობითაც. დღეს
ეს ყველაფერი მტვრადაა ქცეული. სახელგანთქმულთა შეძლების კვალიც გამქრალია.

შეხედე ახ ვრცელ ქვაყრილ ვაკეს, ასპარეზი რომ იყო და მასზე ტაიჭები დარბოდნენ,
ჭაბუკი მხედრები გამოიცდებოდნენ ჩოგნით ტაცებაში, შუბთა ტრიალში, ჯირითის
ტყორცნასა და ისრის სროლაში.

ერთ დროს ეს შავი, დახავსებული ქვები, ერთმანეთთან დაკავშირებით იყო


ამაღლებული (აგებული იყო შენობები). მათი მკუთვნელები იყვნენ ბედნიერები და
კმაყოფილნი. ისინი განცხრომითა და შვებით ცხოვრობდნენ აქ.
აქაც ყოფილა ტახტზე მჯდომი ძალაუფალი, წყალობისა და რისხვის ხალხზე
მფრქვეველი. აქაც ყოფილა გულების ხარბად მღრღნელი შური და მტრობა, ყოფილა
ტრფიალებით გამსჭვალვაც.

რამდენი ახალგაზრდა მშვენიერი ბანოვანი მიუზიდავს ამ ტბის ნაპირებს. ვარდი,


ზამბახი, მიხაკი და გიშერი (მეტაფორებია ბანოვანთა სილამაზის აღმნიშვნელი)
აუსარკავს წყალს.

თავმომწონე მთვარეს ბევრჯერ ჩაუხედავს ტბაში, დაჩაგრულად უგრძვნია თავი და


ღრუბლით შებურულა. მაგრამ რა? დროს, ყოველივეს მომცელავს, ყოველივეს
წარმწყმედელს, ყველა მშვენიერება გაუნადგურებია.

საზეპირო:

აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.


აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო
აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო

You might also like