You are on page 1of 10

ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

მუხლი 865. გადახდა ჩეკის საფუძველზე

სათანადო შეთანხმებისას საკრედიტო დაწესებულება მოვალეა აქტივის ფარგლებში


აანაზღაუროს ანგარიშის მფლობელის მიერ ხელმოწერილი ჩეკი ჩეკის შესახებ კანონის
შესაბამისად. ამ დროს გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეკრულების წესები.

I. შესავალი................................................................................................................................................... 1
II. ნორმის მიზანი......................................................................................................................................... 2
III. ნორმის შინაარსი ..................................................................................................................................... 2
IV. ჩეკის შესახებ კანონის უმნიშვნელოვანესი დებულებები ................................................................. 3

I. შესავალი
ჩეკი საბანკო მომსახურების ტრადიცული ინსტრუმენტია. ზოგიერთი მკვლევარი 1
მიიჩნევს, რომ საბანკო ჩეკის ადრეული ფორმა ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკაში, ძ.წ.
აღრიცხვით 352 წ. გაჩნდა.1 თანამედროვე ფორმის, დაბეჭდილი საბანკო ჩეკი დასაბამს
მე-18 საუკუნის ინგლისში იღებს.2 დროთა ვითარებაში ჩეკი საბანკო საქმიანობის ერთ-
ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად იქცა და ამ სტატუსს მეოცე საუკუნის
მიწურულამდე ინარჩუნებდა. ელექტრონული საბანკო სერვისების სწრაფმა
განვითარებამ, პირველ რიგში ისეთების როგორიც იყო პლასტიკური ბარათები და
შემდგომ ინტერნეტბანკინგი, საბანკო ჩეკის გამოყენება მნიშვნელოვნად შეზღუდა. ეს
არცაა გასაკვირი, რადგან საბანკო მომსახურების ნახსენები ელექტორნული ფორმების
გამოყენებით იმავე შედეგების მიღწევაა შესაძლებელი, რისიც საბანკო ჩეკით
სარგებლობისას, ამავდროულად ელექტორნული სერვისების მეშვეობით ეს გაცილებით
მოსახერხებელი ფორმით, სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება. ზემოაღნიშნული
განსაკუთრებით აქტუალურია ქართული საბანკო პრაქტიკის ჭრილში, რადგან მეოცე
საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში საბანკო ჩეკების გამოყენება ჩვენში არსებითად
შეზღუდული იყო. ამის მიზეზი კომუნისტურ იდეოლოგიას უკავშირდება, რომელიც
ყოველგვარ კერძო-სამართლებრივთან ერთად უარყოფდა კერძო საბანკო სამართალს და
ბუნებრივია, რომ არც ამ ფორმის ფასიანი ქაღალდების ბრუნვისთვის რჩებოდა
ასპარეზი.

მას შემდეგ რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და 2


კერძო საბანკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები შექმნა, მათ შორის 1995 წ.
კანონი „ჩეკის შესახებ“, მალევე დაიწყო ელექტრონული კომუნიკაციებისა და

1 შეად. Geva, From Commodity to Currency in Ancient History--On Commerce, Tyranny, and the Modern Law of
Money, Osgoode Hall Law Journal, Vol. 25, Issue 1 (Spring 1987), 133.
2 შეად. Quinn, Roberds, The Evolution of the Check as a Means of Payment: A Historical Survey, Economic

Review, Vol. 93, No. 4, 2008, p. 7.


1
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

სერვისების ფართოდ გამოყენება საბანკო საქმიანობაში და საბანკო ჩეკების


ფართომასშტაბიან ბრუნვას საქართველოში ადგილი აღარ ჰქონია. დღესდღეობით
კომერციული ბანკის კლიენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს საბანკო ჩეკებით.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სფეროში ტექნოლოგიური
რევოლუცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში გაცილებით ადრე დაიწყო, იქ არ
ყოფილა საბანკო ჩეკების გამოყენების ხელოვნური წყვეტა. შესაბამისად, საბანკო
ჩეკებით იქ დღესაც გაცილებით მეტი ანგარიშის მფლობელი სარგებლობს ვიდრე
ჩვენში. ტრადიციულად, საზღვარგარეთის რიგ ქვეყნებში საბანკო საჩეკო წიგნაკით
სარგებლობა ერთგვარ რესპექტაბელურობასთან ასოცირდება, ამიტომ კლიენტთა
ნაწილი განაგრძობს ამ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას მიუხედავად იმისა, რომ
ანალოგიური საბანკო ტრანზაქციის განხორციელება ბევრად უფრო სწრაფი,
კომფორტული და უსაფრთხო ელექტრონული ანალოგით იქნებოდა შესაძლებელი.

II. ნორმის მიზანი


3 სამოქლაქო კოდექსის მიღებისას საბანკო ჩეკი ფინანსური საქმიანობის მნიშვნელოვან
ინსტრუმენტად განიხილებოდა და არც არის გასაკვირი, რომ კანონმდებელმა მის
ბრუნვასთან დაკავშირებული ფუძემდებლური ქცევის წესები (865-ე და 866-ე მუხლები)
სწორედ ამ ნორმატიულ აქტში დაარეგულირა. 865-ე მუხლის მიზანი პრაქტიკულად
არც არის საბანკო ჩეკის ლეგალური დეფინიციის განსაზღვრა. ეს ნორმა უფრო
მითითებითი ხასიათის მატარებელია და მიგვანიშნებს, რომ საბანკო ჩეკის
გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითად დეტალებს ჩეკის შესახებ კანონში უნდა
მივაკვლიოთ. ამავდროულად, ნახსენები ნორმატიული აქტის პარალელურად, ამ
ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევის მიზნებისთვის უნაღდო ანგარიშსწორების
ხელშეკრულების წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. როგორც ნორმის კომენტარის
შინაარსი დაგვარწმუნებს, 865-ე მუხლის არსებული რედაქცია საბანკო-
საანგარიშსწორებო მომსახურების თანამედროვე მოთხოვნებს აღარ პასუხობს და
ვგონებ საბანკო ჩეკის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება დღესდღეობით
სამოქალაქო კოდექსის მიღმაც არის შესაძლებელი.

III. ნორმის შინაარსი


4 ყურადსაღებია, რომ კანონმდებელი ჩეკით სარგებლობის შემთხვევაში ცალკე
შეთანხმების არსებობას ითვალისწინებს. ამირიგად, იმისთვის რომ საბანკო ჩეკი
კლიენტის სასარგებლოდ ბრუნვაში იქნას გაშვებული, საჭიროა ბანკსა და კლინეტს
შორის ჩეკის გამოყენების თაობაზე ცალკე ხელშეკრულების გაფორმება. ამგვარი
მოთხოვნა კანონზომიერია, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ქართულ
საბანკო სამართალში, რიგ შემთხვევებში, იმპერატიულად მოითხოვება ამა თუ იმ

2
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

საკითხზე ცალკე შეთანხმების გაფორმება, განსაკუთრებით თუ მომსახურება საბანკო


ანგარიშით სარგებლობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, პლასტიკური ბარათებით
სარგებლობისას ასევე აუცილებელია ცალკე შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის,
რომელიც ანგარიშის გახსნის ხელშეკრულებაში ინტეგრირებული ვერ იქნება და
თვითმყოფადი დოკუმენტის ფორმით უნდა არსებობდეს. დღესდღეობით ერთგვარ
ბუნდოვანებას იწვევს 865-ე მუხლის ბოლო წინანდადება უნაღდო ანგარიშსწორების
ხელშეკრულების წესების გამოყენებასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ 1996-2010
წლებში მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ბანკის 1996 წლის 5 სექტემბრის
ბრძანება N 32 „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების
შესახებ“, რომელიც ჩეკებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმად განსაზღვრავდა და
ჩეკით ანგარიშსწორებას ცალკე თავს უძღვნიდა. 2010 წლის შემდეგ აღნიშნული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გაუქმდა, რამაც საბანკო ჩეკების მიმოქცევასთან
დაკავშირებული რიგი საკითხები ღიად დატოვა. ამავდროულად, სამოქალაქო
კოდექსში დარჩა ჩანაწერი, რომელიც გაუქმებულ უნაღდო ანგარიშსწორების წესებზე
აკეთებს გადამისამართებას. ვგონებ, სამოქალაქო კოდექსის საბანკო მომსახურების
ნორმების სრულფასოვან რევიზიამდე, უპრიანი იქნება 865-ე მუხლის შინაარსი სულ
მინიმუმ შესაბამისობაში მოვიდეს არსებულ სამართლებრივ სინამდვილესთან და
ტექსტში აღნიშნული უზუსტობა გასწორდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების 5


დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გაუქმების შემდეგ, ერთადერთი არსებითი
სამართლებრივი წყარო, რომელიც საქართველოში საბანკო ჩეკების მიმოქცევის
საკითხებს ეხება, არის „ჩეკის შესახებ“ საქართველოს 1995 წ. 19 აპრილის კანონი. ის
საბანკო ჩეკების ბრუნვასთან დაკავშირებულ უმთავრეს დეტალებს აწესრიგებს, თუმცა
ნიშნადობლივია, რომ მისი ტექსტი მნიშვნელოვნად მოძველდა, ხშირად არ შეესაბამება
საბანკო ურთიერთობებში დამკვიდრებულ თანამედროვე განსაზღვრებებს და
დებულებებს. შესაბამისად რეკომენდებულია ამ ნორმატიული აქტის არსებითი
რევიზია. ვეცდებით მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ „ჩეკის შესახებ“ კანონის
უმნიშვნელოვანეს დებულებებზე.

IV. ჩეკის შესახებ კანონის უმნიშვნელოვანესი დებულებები


ჩეკი შეიძლება გამოწერილ იქნეს მხოლოდ იმ საბანკო დაწესებულებაზე, რომელშიც 6
ინახება ჩეკის გამომწერის სახსრები, რაც მას უფლებას აძლევს საერთო წესით
განკარგოს ეს სახსრები ჩეკის საშუალებით. დოკუმენტი, გამოწერილი არასაბანკო
დაწესებულებაზე, თუნდაც მას ჰქონდეს ჩეკის სახელწოდება, ჩეკად არ ჩაითვლება. ჩეკი
არ საჭიროებს თანხმობას განაღდების შესახებ (აქცეპტს). ჩანაწერს ჩეკზე აქცეპტის
შესახებ არავითარი ძალა არ აქვს. ჩეკი შეიძლება გამოიწეროს გასანაღდებლად: ა)
3
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

კონკრეტული პირის სახელზე „განკარგულებით" ან მითითების გარეშე (საორდერო


ჩეკი); ბ) კონკრეტული პირის სახელზე „არა განკარგულებით" ან სხვა თანაბარი
მითითებით (სახელობითი ჩეკი); გ) წარმდგენზე. ჩეკს, რომელიც გამოწერილია
კონკრეტული პირის სახელზე ან წარწერით "ან წარმდგენზე" ან სხვა
თანაბარმნიშვნელოვანი წარწერით, აქვს წარმდგენზე გამოწერილი ჩეკის ძალა.

7 ჩეკი, რომელშიც არ არის მითითებული თანხის მიმღები პირი, ითვლება ჩეკად


წარმომდგენზე. ჩეკი შეიძლება გამოიწეროს ჩეკის გამცემის განკარგულებით, ის
შეიძლება გამოიწეროს მესამე პირზე. ჩეკი არ შეიძლება გამოიწეროს თვით ჩეკის
გამცემის სახელზე, გარდა შემთხვევისა, როდესაც ჩეკის გამოწერა ხდება თვით ჩეკის
გამცემის ერთი ორგანიზაციიდან მეორე ორგანიზაციაზე. ასეთი ჩეკი არ შეიძლება
გამოიწეროს წარმდგენის სახელზე. ჩეკზე ნებისმიერი წარწერა პროცენტის გადახდის
შესახებ ბათილად ითვლება. თუ ჩეკში თანხა აღნიშნულია სიტყვიერად და რიცხვით,
მათ შორის განსხვავებისას ძალაშია სიტყვიერად აღნიშნული თანხა. თუ ჩეკში თანხა
აღნიშნულია რამდენჯერმე, მათ შორის განსხვავებისას ძალაშია სიტყვიერად
აღნიშნული უმცირესი თანხა. თუ ჩეკს აქვს პირის ხელმოწერა, რომელსაც არ შეუძლია
იკისროს ჩეკიდან გამომდინარე ვალდებულებები, ან ყალბი ხელმოწერა, ეს გავლენას არ
იქონიებს სხვა დანარჩენი ხელმოწერების ნამდვილობაზე. პირი, რომელიც სათანადო
უფლებამოსილების გარეშე აწერს ხელს ჩეკს, როგორც სხვისი წარმომადგენელი,
თვითონ აგებს პასუხს ჩეკისთვის და ჩეკის განაღდების შემთხვევაში აქვს ისეთივე
უფლებები, როგორიც თავისი უფლებამოსილების გადაჭარბებისას. ჩეკის გამცემი
პასუხისმგებელია ჩეკის განაღდებისათვის. ყოველგვარი პირობა, რომლითაც ჩეკის
გამცემი იხსნის პასუხისმგებლობას, ბათილია.

8 კონკრეტულ პირზე გამოწერილი ჩეკი მითითებით - „განკარგულებით" ან უამისოდ,


შეიძლება გადაიცეს ინდოსამენტის3 მეშვეობით. კონკრეტულ პირზე გასანაღდებლად
გამოწერილი ჩეკი მითითებით - „განკარგულების გარეშე", ან სხვა
თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით, შეიძლება გადაიცეს მხოლოდ ჩვეულებრივი
ცესიის ანუ მოთხოვნის დათმობის ფორმით. ინდოსამენტი შეიძლება შესრულდეს ჩეკის
გაცემის ან ჩეკით ვალდებული სხვა პირის სასარგებლოდაც. ამ პირებს თავის მხრივ
შეუძლიათ ჩეკის შემდგომი ინდოსირება ანუ ჩეკზე გადაცემის შესახებ წარწერის
გაკეთება. ინდოსირება უპირობო უნდა იყოს. მისი შემზღუდავი ნებისმიერი პირობა
ბათილია. ნაწილობრივი ინდოსირება ბათილია. ასევე ბათილია გადამხდელის
ინდოსამენტი. ჩეკის მფლობელისათვის შესრულებული ინდოსამენტი საბლანკო
ინდოსამენტის ტოლფასია. ინდოსამენტი შესრულდება ჩეკზე ან დანართზე (ჩეკზე

3„ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი განმარტებების მუხლის თანახმად, ინდოსამენტი არის
ჩეკზე წარწერა გადაცემის შესახებ.
4
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

დართული ფურცელი). იგი ხელმოწერილი უნდა იყოს. ინდოსამენტში შეიძლება


თანხის მიმღები არ აღინიშნოს, ან შეიძლება იყოს მხოლოდ ინდოსამენტის ხელმოწერა
(საბლანკო ინდოსამენტი). ამ უკანასკნელის შემთხვევაში ინდოსამენტის
ნამდვილობისათვის იგი უნდა წაეწეროს ჩეკის მეორე გვერდს ან პირველ ფურცელს.
ინდოსამენტის ჩეკიდან გამომდინარე ყველა უფლება გადაიცემა. თუ ინდოსამენტი
საბლანკოა, ჩეკის მფლობელს შეუძლია: ა) შეავსოს იგი თავისი ან სხვა პირის სახელით;
ბ) მოახდინოს ჩეკის შემდგომი ინდოსირება საბლანკო ინდოსამენტით ან რომელიმე
კონკრეტულ პირზე; გ) გადასცეს ჩეკი მესამე პირს ბლანკის შეუვსებლად და ჩეკის
ინდოსირების გარეშე.

ინდოსანტი4 პასუხს აგებს ჩეკის განაღდებისათვის იმ შემთხვევაში, თუ არ არის ამის 9


საწინააღმდეგო წარწერა. ინდოსანტს შეუძლია აკრძალოს ჩეკის შემდგომი ინდოსირება.
ასეთ შემთხვევაში ის არის პასუხისმგებელი იმათ წინაშე, ვის სასარგებლოდაც მოხდება
ჩეკის შემდგომი ინდოსირება. პირი, რომელსაც ხელთ აქვს ინდოსირებული ჩეკი,
ითვლება ჩეკის კანონიერ მფლობელად, თუ იგი დაამტკიცებს თავის უფლებას
ინდოსამენტთა უწყვეტი რიგით. ამ შემთხვევაში გადახაზულ ინდოსამენტებს ძალა არა
აქვს. „წარმდგენზე" გამოწერილი ჩეკის ინდოსანტი პასუხს აგებს რეგრესის წესით. თუ
პირმა რაიმე მიზეზის გამო დაკარგა ჩეკი, ახალი მფლობელი, იმისაგან
დამოუკიდებლად, ჩეკი წარმდგენზეა თუ ინდოსირებულია, ამტკიცებს ჩეკზე თავის
უფლებას „ჩეკის შესახებ“ კანონის იმ დებულების ძალით, რომლის მიხედვითაც
ინდოსირებული ჩეკის მფლობელი ინდოსამენტთა უწყვეტი რიგის არსებობისას მის
კანონიერ მფლობელად ითვლება და შესაბამისად და მხოლოდ მაშინ არის ვალდებული
დააბრუნოს ჩეკი, თუ იგი შეიძინა უპატიოსნო გზით, ან არ იცოდა, მაგრამ შეეძლო
სცოდნოდა, რომ წინა მფლობელს არ ჰქონდა უფლება ეს ჩეკი სხვისთვის დაეთმო.
პირებს, რომელთაც წარედგინათ ჩეკიდან გამომდინარე სარჩელი, არ შეუძლიათ
წარუდგინონ მფლობელს პრეტენზია, დაფუძნებული პირად ურთიერთობაზე ჩეკის
მფლობელთან ან წინა მფლობელთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მფლობელი
ჩეკის შეძენისას განზრახ მოქმედებდა დებიტორთა საზიანოდ.

თუ ჩეკზე არის წარწერა: „თანხა გადასახდელად" , „ინკასო", „მინდობილობით" ან სხვა 10


სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ უბრალო დავალებებს, რაც ჩეკის გადაცემად არ
ჩაითვლება, ჩეკის წარმდგენს შეუძლია განახორციელოს ჩეკიდან გამომდინარე ყველა
უფლება, მაგრამ მისი ინდოსირება შეუძლია მხოლოდ როგორც რწმუნებულ პირს. ასეთ
შემთხვევაში, ჩეკით ვალდებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ ჩეკის წარმდგენს
მხოლოდ ის პრეტენზია, რომელიც ინდოსანტის მიმართ შეიძლებოდა ჰქონოდათ.

4 „ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი განმარტებების მუხლის თანახმად, ინდოსანტი არის
პირი, რომელმაც ჩეკზე წარწერა გააკეთა.
5
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

ინდოსამენტი, პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების


განხორციელების შემდეგ, ან წარდგენის ვადის დადგომისას, ითვლება უბრალო
გადაცემად (ცესიად). ინდოსამენტის დაუთარიღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ
იგი შესრულებულია პროტესტამდე ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების
განხორციელებამდე, დადგომამდე, სანამ სხვა რამე არ არის დამტკიცებული.

11 უფლებამოსილი პირის ინდოსამენტი არ კარგავს ძალას არც თავდების გარდაცვალების


და არც სასამართლოს მიერ მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში. ჩეკის
განაღდება შეიძლება გარანტირებული იქნეს თავდებობის (ავალის)5 საშუალებით, ჩეკის
მთელ თანხაზე ან თანხის ნაწილზე. თავდებობას აფორმებს მესამე პირი ან თვით ჩეკზე
ხელმომწერი პირი, გარდა გადამხდელისა. თავდებობა აღინიშნება ჩეკზე ან მის
დანართზე. ის გამოიხატება სიტყვებით „მიცემულია თავდებობა", ან სხვა
თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით. მას ხელს აწერს თავდები. პირი, რომელიც ხელს
აწერს ჩეკის წინაპირზე ითვლება თავდებად, თუ ის ჩეკის გამცემი არ არის.
თავდებობაში ნაჩვენები უნდა იყოს, ვის უდგებიან თავდებად. ასეთი აღნიშვნის
უქონლობისას ითვლება, რომ თავდებობა მიცემული აქვს ჩეკის გამცემს. ჩეკისთვის
თავდები ისევე აგებს პასუხს, როგორც ის, ვისაც იგი თავდებად დაუდგა. თავდებობა
მოქმედია მაშინაც, როცა ის ძალის არმქონე ჩანს რაიმე სხვა მიზეზით, გარდა
გაფორმებისას დაშვებული დეფექტისა. ჩეკის განაღდება ხდება წარდგენისთანავე.
ნებისმიერი დათქმა (წარწერა), რომელიც ამას ეწინააღმდეგება, ბათილია.

12 ჩეკი, წარდგენილი გასანაღდებლად იმ დღემდე, რომელიც ჩეკში ნაჩვენებია როგორც


გაცემის დღე, განაღდდება წარდგენის დღეს. გაცემული ჩეკი ძალაში რჩება როგორც
ჩეკის გამცემის გარდაცვალების, ისე სასამართლოს მიერ მისი მხარდაჭერის მიმღებად
ცნობის შემთხვევაში. ჩეკის განაღდებისას გადამხდელს ჩეკის დაბრუნების შემთხვევაში
შეუძლია მოითხოვოს მფლობელის ხელწერილი თანხის მიღების შესახებ. გადამხდელი,
რომელიც ახდენს გადაცემული ჩეკის განაღდებას, ვალდებულია შეამოწმოს
ინდოსამენტთა რიგის თანმიმდევრობის სისწორე, მაგრამ არა ინდოსატთა ხელმოწერის
ნამდვილობა. ჩეკის შესაძლო გამოყენების შეზღუდვის მიზნით ჩეკის გამცემს ან
მფლობელს უფლება აქვს ჩეკი მონიშნოს (ნიშანი დაადოს) ორი პარალელური
დიაგონალური ხაზით ჩეკის წინა პირზე. იმ შემთხვევაში, როცა ორ პარალელურ ხაზს
შორის არ არის რაიმე ჩანაწერი ან სიტყვა „ბანკი" კონკრეტული დასახელებით, ან სხვა
თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები, ჩეკი ითვლება უბრალო განსხვავებულ ჩეკად. თუ
პარალელურ ხაზებს შორის ჩაწერილია საბანკო დაწესებულებების ზუსტი დასახელება,
ჩეკი ითვლება სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად. უბრალო განსხვავებული ჩეკი

5„ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგადი განმარტებების მუხლის თანახმად, ავალი არის საჩეკო
თავდებობა.
6
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

შეიძლება გადაიქცეს სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად. სპეციალური განსხვავებული


ჩეკი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიქცეს უბრალო განსხვავებულ ჩეკად.
პარალელური ხაზების ან საბანკო დაწესებულების დასახელების გადახაზვა ბათილად
ითვლება. უბრალო განსხვავებულ ჩეკს გადამხდელი უნაღდებს მხოლოდ საბანკო
დაწესებულებას ან გადამხდელის კლიენტს. სპეციალურ განსხვავებულ ჩეკს
გადამხდელი უნაღდებს მხოლოდ ჩეკში მითითებულ საბანკო დაწესებულებას, თუ ეს
უკანასკნელი თვითონ არის გადამხდელი, მაშინ - მხოლოდ თავის კლიენტს.
განსხვავებული ჩეკი ბანკმა შეიძლება შეიძინოს მხოლოდ თავისი კლიენტისაგან ან სხვა
ბანკისაგან, ამასთან ბანკს შეუძლია ჩეკის ინკასოთი გადაცემა მხოლოდ
ზემოაღნიშნული პირებისათვის. სპეციალურ განსხვავებულ ჩეკში მითითებული თანხა,
რომელშიც ჩაწერილია არამუმეტეს ორი ბანკის დაწესებულების დასახელება,
გადამხდელს შეუძლია გაანაღდოს მხოლოდ მაშინ, თუ ერთი მათგანი იძლევა
მითითებას საანგარიშსწორებო დაწესებულებაზე ჩეკის ინკასოთი გადაცემის შესახებ.
გადამხდელი ან ბანკის დაწესებულება ზემოაღნიშნული წესების დარღვევისას პასუხს
აგებს მიყენებული ზარალისავთის ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში.

ჩეკის გამცემს, აგრეთვე მის მფლობელს შეუძლიათ აკრძალონ ჩეკის ნაღდი ფულით 13
განაღდება, ჩეკის წინა პირზე დიაგონალური წარწერით „ანგარიშსწორებისათვის" ან
სხვა თანაბარმნიშვნელობვანი დამოწმებით. ასეთი ჩეკის თანხა ჩამოიწერება
გადამხდელის ანგარიშიდან და შეიტანება ჩეკის წარმდგენის ანგარიშზე. გადახაზულ
სიტყვას „ანგარიშსწორებისათვის" არავითარი გავლენა ჩეკის მოქმედებაზე არა აქვს.
გადამხდელი ზემოღნიშნული წესის დარღვევისათვის პასუხს აგებს მიყენებული
ზარალის გამო ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში.

ჩეკის მფლობელს შეუძლია პრეტენზია წარუდგინოს ინდოსანტს, ჩეკის გამცემს ან 14


ჩეკით ვალდებულ სხვა პირებს, თუ დროულად წარდგენილი ჩეკი არ განაღდებულა და
განაღდებაზე უარი დადასტურებულია: ა) ოფიციალური აქტით (პროტესტით); ბ)
გადამხდელის დათარიღებული წარწერით იმ ჩეკზე, რომელშიც მითითებულია ჩეკის
წარდგენის თარიღი; გ) საანგარიშსწორებო დაწესებულების დათარიღებული
განცხადებით იმის შესახებ, რომ ჩეკი დროულად იყო წარდგენილი, მაგრამ არ
განაღდებულა. პროტესტი ან სხვა დამოწმება უნდა გაფორმდეს ჩეკის წარდგენის ვადის
გასვლამდე. თუ ჩეკი წარდგენილია წარდგენის ვადის ბოლო დღეს, პროტესტი ან სხვა
დამოწმება შეიძლება გაფორმდეს ვადის დადგომის მომდევნო სამუშაო დღეს. ჩეკის
მფლობელი ვალდებულია ჩეკის გაუნაღდებლობის შესახებ შეატყობინოს თავის
ინდოსანტსა და ჩეკის გამცემს პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების
განხორციელების დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში, ან შენიშვნის

7
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

„დაბრუნდეს ხარჯების გარეშე" არსებობის შემთხვევაში - ჩეკის წარდგენის მომდევნო


დღიდან ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში.

15 ყოველი ინდოსანტი შეტყობინების მიღებისას მოვალეა ორი სამუშაო დღის


განმავლობაში აცნობოს ეს თავის ინდოსანტს, მათი დასახელების (გვარი) და
მისამართის ჩვენებით, ვისაც ასეთი შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს გრძელდება ჩეკის
გამცემის შეტყობინებამდე. ეს ვადა გამოიანგარიშება შეტყობინების მიღების პირველი
დღიდან. ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით ჩეკის გამოცემისათვის შეტყობინებისას
ამავე ვადაში უნდა ეცნობოს ეს მის თავდებსაც. თუ ინდოსანტს არა აქვს მითითებული
თავისი მისამართი ან ჩანაწერი გაურკვეველია, საკმარისია ეცნობოს მის წინა
ხელმომწერ ინდოსანტს. შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით,
მათ შორის ჩეკის უბრალო დაბრუნების ფორმითაც. შეტყობინების გამგზავნი
ვალდებულია ამტკიცოს, რომ მან შეტყობინება გაგზავნა დადგენილ ვადაში. ითვლება,
რომ ვადა არ არის დარღვეული, თუ შეტყობინება ჩაბარდა დადგენილ ვადაში საფოსტო
განყოფილებას. პირი, რომელმაც შეტყობინება დადგენილ ვადაში ვერ გაგზავნა, არ
კარგავს თავის უფლებებს. იგი პასუხისმგებელია თავისი დაუდევრობით მიყენებული
ზარალისათვის, მაგრამ მხოლოდ ჩეკზე აღნიშნული თანხის ფარგლებში. ჩეკის გამცემს,
ინდოსანტს ან თავდებ პირს, წააწერენ რა ჩეკზე სიტყვას „დაბრუნდეს ხარჯების
გარეშე", ან „პროტესტის გარეშე", ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებას და
მოაწერენ მას ხელს, შეუძლიათ გაათავისუფლონ ჩეკის მფლობელი პროტესტის
გაფორმებისაგან ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებისაგან, წამოყენებულ
მოთხოვნებზე მისი უფლებების დაცვით. ეს ჩანაწერი არ ათავისუფლებს ჩეკის
მფლობელს ჩეკის დაწესებულ ვადაში წარდგენისა და აუცილებელი შეტყობინების
გაგზავნის მოვალეობისაგან. ვადების დაუცველობის მტკიცების მოვალეობა ეკისრება
იმას, ვინც დაინტერესებულია ისარგებლოს ამ გარემოებით ჩეკის მფლობელის მიმართ.

16 თუ შენიშვნა ჩეკის გამომწერის ჩაწერილია, იგი მოქმედია ყველა ხელმომწერისათვის,


ხოლო თუ იგი შესრულებულია ინდოსანტის ან თავდების მიერ, შენიშვნა
სავალდებულოა მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის. თუ ჩეკის გამცემის შენიშვნის
მიუხედავად, მფლობელი აფორმებს პროტესტს ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან
დამოწმებას, მასვე ეკისრება გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. თუ
შენიშვნა ჩაწერილია ინდოსანტის ან თავდების მიერ, პროტესტის გაფორმების ან სხვა
თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების გაფორმების ყველა ხარჯი ეკისრება ჩეკის ყველა
ხელმომწერს. ჩეკით ვალდებული ყველა პირი სოლიდარულად აგებს პასუხს ჩეკის
მფლობელის წინაშე. მფლობელი უფლებამოსილია წარედგინოს სარჩელი როგორც
ყველა ამ პირს, ასევე ერთ მათგანს, ან რამდენიმეს ერთდროულად, მიუხედავად იმ
თანმიმდევრობისა, რომლითაც მათ ვალდებულება იკისრეს. იგივე უფლებით

8
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

სარგებლობა შეუძლია ჩეკის ხელმომწერ ყველა პირს, რომელმაც ჩეკი გაანაღდა. ჩეკით
ვალდებული ერთ-ერთი პირის მიმართ სარჩელი არ წარმოადგენს დაბრკოლებას სხვა
პირებისაგან სახდელის გადახდევინებისათვის, მაშინაც კი, თუ თვითონ იკისრეს
ვალდებულია იმ პირის შემდეგ, რომელსაც სარჩელი უკვე წარედგინა. ჩეკის
მფლობელს სარჩელის წარდგენით შეუძლია მოითხოვოს განაღდება: ა) ჩეკის
გადაუხდელი თანხისა; ბ) სარგებლისა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობით
ჩეკის გასანაღდებლად წარდგენის დღიდან; გ) ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია
პროტესტთან ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებასთან, ასევე შეტყობინების
გაგზავნასთან. ჩეკის გადამხდელ პირს უფლება აქვს წინამორბედ ინდოსანტს
მოსთხოვოს: ა) მის მიერ განაღდებული ყველა თანხა; ბ) სარგებელი ექვსი პროცენტის
ოდენობით ჩეკის გასანაღდებლად წარდგენის დღიდან; გ) მის მიერ გაწეული ხარჯები.
ჩეკით ვალებულ ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც შეიძლება წარდგენილ იქნეს
სარჩელი, ჩეკის განაღდების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს ჩეკის დაბრუნება
პროტესტით ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებასთან ერთად და ხელწერილი
ჩეკის შესახებ (ბათილობა).

ნებისმიერ ინდოსანტს, ჩეკის განაღდების შემდეგ, უფლება აქვს ამოშალოს როგორც 17


თავისი, ასევე მისი მომდევნო ინდოსანტების ინდოსამენტი. თუ დაუძლეველი
დაბრკოლების გამო (მაგ. რომელიმე სახელმწიფოს კანონი ან სტიქიური უბედურება)
შეუძლებელი იყო დადგენილ ვადაში წარდგენილიყო ჩეკი ან გაფორმებულიყო
პროტესტი ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება, მაშინ დადგენილი ვადა
შეიძლება გაგრძელდეს. ჩეკის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს თავის
ინდოსანტს ზემოაღნიშნული დაბრკოლების შესახებ და აღნიშნოს იგი ჩეკში ან მის
დანართში, მიუთითოს თარიღი და ხელი მოაწეროს. დაუძლეველი ძალის მოქმედების
შეწყვეტის შემდეგ, ჩეკის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ჩეკი
გასანაღდებლად და თუ საჭირო იქნება გააფორმოს პროტესტის ან განახორციელოს სხვა
თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმება. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება
თოთხმეტ დღეზე მეტ ხანს იმ დღიდან, როცა თვითონ ჩეკის მფლობელმა წარდგენის
ვადის გასვლამდე აცნობა თავის ინდოსანტს ამ დაბრკოლების შესახებ, სარჩელი
შეიძლება წარდგენილ იქნეს მაშინაც, თუ პროტესტი ან თანაბარმნიშვნელოვანი
დამოწმება არ იყოს გაფორმებული. დაუძლეველ ძალად არ ითვლება გარემოებები,
რომლებიც ეხება პირადად ჩეკის მფლობელს ან იმ პირებს, რომლებსაც მან მიანდო
ჩეკის წარდგენა ან პროტესტის განცხადება ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების
განხორციელება.

ნებისმიერი ჩეკი, გარდა ჩეკისა „წარდგენაზე", რომლის გამოწერისა და განაღდების 18


ადგილები სხვადასხვა ქვეყანაში ან სხვადასხვა კონტინენტზე, ანდა ერთსა და იმავე

9
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

ქვეყანაში, მაგრამ სხვადასხვა კონტინენტზე მდებარეობენ, შეიძლება გამოიწეროს


რამდენიმე ერთნაირ ეგზემპლიარად. ამ ეგზემპლიარზე უნდა დაისვას
თანმიმდევრობით ნომერი თითოეული ჩეკის ტექსტსში, წინააღმდეგ შემთხვევაში
ყოველი ეგზემპლიარი დამოუკიდებელ ჩეკად მიიჩნევა. ერთი ეგზემპლიარის
განაღდება ძალას უკარგავს დანარჩენ ეგზემპლიარებს მაშინაც, როცა ასეთი დათქმა არ
ყოფილა. თუ ინდოსანტმა ეგზემპლიარები გადასცა სხვადასხვა პირებს, ისიც და
მომდევნო ინდოსანტებიც პასუხს აგებენ მათ მიერ ხელმოწერილი ყველა
ეგზემპლიარისათვის, რომლებიც არ იყო დაბრუნებული. ჩეკის ტექსტში ცვლილების
შეტანის შემთხვევაში ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ ხელმომწერი პირები პასუხს
აგებენ შეცვლილი ტექსტის შინაარსის შესაბამისად, ხოლო ის პირები, რომელთაც ხელი
მოაწერეს ცვლილებების შეტანამდე, პასუხს აგებენ პირველადი ტექსტის
შინაარსისათვის.

19 მფლობელის მიერ სარჩელის შეტანის ვადა ინდოსამენტის, ჩეკის გამომწერის და ჩეკით


ვალდებულ სხვა პითა მიმართ გასულად ითვლება წარდგენის დღიდან ექვსი თვის
შემდეგ. სარჩელი ჩეკით ურთიერთვალდებულ პირთა შორის დაფარულად ითვლება
ექვსი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა ვალდებულმა პირმა გაანაღდა ჩეკი, ან მის მიმართ
სარჩელის წარდგენის დღიდან. ჩეკის გამომწერი, რომლის სარეგრესო ვალდებულება
გასანაღდებლად ჩეკის დაგვიანებით წარდგენის ან ხანდაზმულობის გამო
შეწყვეტილია, მანამდე რჩება ჩეკის მფლობელის წინაშე ვალდებულად, ვიდრე მისი
ზარალით უკანონო სარგებელს იღებს. პრეტენზია ხანდაზმულობის გამო ძალას კარგავს
ჩეკის გამოწერიდან ერთ წელიწადში. დაკარგული ან განადგურებული ჩეკი
გამოცხადების გზით შეიძლება ძალადაკარგულად ცნონ. გამოცხადების ვადა შეადგენს
სულ ცოტა ორ თვეს. ამ მოქმედების დაწყების შემდეგ უფლებამოსილ პირს, თუ ჩეკი
დროულად არის გასანაღდებლად წარდგენილი, მაგრამ გადამხდელს არ გაუნაღდებია,
შეუძლია განაღდება მოსთხოვოს ჩეკის გამომწერს, თუ ის ძალადაკარგულად ცნობამდე
იძლევა გარანტიას. დაკარგული ან განადგურებული პროტესტის აქტი შეიძლება
ჩაითვალოს მოწმობით პროტესტის განცხადების შესახებ, რომელსაც გასცემს
დოკუმენტის დამოწმებული ასლის შემნახავი დაწესებულება. მოწმობაში შეტანილი
უნდა იყოს პროტესტის შინაარსი.

10
ლევან გოთუა

You might also like