You are on page 1of 2

გრიგოლ ხანძთელი ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე და მწერალია

საქართველოს ისტორიაში. სწორედ მისი დასამახსოვრებელი მხატვრული სახე შექმნა თავის


ცხოვრების ჟანრის თხზულებაში გიორგი მერჩულემ.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ასახულია მერვე-მეცხრე საუკუნეებში სამხრეთ-


დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ტაო-კლარჯეთში გაშლილი დიდი სამონასტრო
მშენებლობა და მისი ორგანიზატორის – გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი.ეს ის პერიოდია
როდესაც,დასავლეთ საქართველო ბერძნების ხელში იყო. აფხაზეთს ჰყავდა მეფე, რომელიც
ბიზანტიის იმპერატორის მფარველობის ქვეშ იყო. აღმოსავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი
არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. მხოლოდ ტაო- კლარჯეთი იყო მტრებისგან თავისუფალი,
ამიტომ, ბუნებრივია, რომ სწორედ აქედან – აქაური მამფალებისა და კურაპალატების
თაოსნობით დაიწყო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში მათ
გვერდით იდგა როგორც „თეთრი“, ისე „შავი“ სამღვდელოება. საერონი – ხმლით, ხოლო
სასულიერო პირები – ჯვრით ხელში ერთი დიადი მიზნის აღსასრულებლად: ქვეყნის
გაერთიანება- აღორძინებისათვის იღვწოდნენ. სწორედ ამ იდეის გამომხატველია სიტყვები,
რომელსაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი
აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი
აღესრულების“, ანუ საქართველო დახასიათებულია ქართული ენისა და ქრისტიანობის
მიხედვით. სწორედ ეს ორი ფაქტორი – ენა და სარწმუნოება – განაპირობებდა სამეფო-
სამთავროებად დანაწილებული ქვეყნის ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამიტომ
იყო დიდ ეროვნულ საქმედ მიჩნეული საქართველოში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
ისინი წარმოადგენდა კულტურისა და განათლების კერებს, უფრო მეტი, მათ ირგვლივ
სოფლები და ქალაქები შენდებოდა, ამიტომაცაა გიორგი მერჩულეს ნაწარმოების მთავარი
პერსონაჟი – გრიგოლ ხანძთელი – ეროვნული საქმისათვის თავდადებული პიროვნება.

გრიგოლ ხანძთელი იყო ქართლის წარჩინებული ოჯახის შვილი. ის იზრდებოდა


მამიდის ხელმძღვანელობით, ნერსე ერისთავის სასახლეში. გრიგოლი გარეგნობით
იყო: მაღალი, ახოვანი, გამხდარი. ფიზიკურად ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიც
ჰქონდა: „ხოლო იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოლად
კეთილ სრულიად, გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.“ ის იყო თავმდაბალი,
თავშეკავებული, მოკრძალებული, შემწყნარებელი. ასაკთან ერთად გრიგოლს
ხასიათის საუკეთესო თვისებებიც: სიკეთე, სათნოება, სიმშვიდე ემატებოდა.
მიუხედავად ამისა, ის სხვა ახალგაზრდების მსგავსად არ იყო ამპარტავანი,
ქედმაღალი.

გრიგოლმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა სწავლისა და შრომის სიყვარული: „ხოლო


გულისხმიერობაი სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად.“ მან იოლად დაისწავლა
„დავითნი“, ყველა ის სასულიერო წიგნი, რომლებიც ქართულ ენაზე მოიპოვებოდა.
გარდა ამისა, მან კარგად შეისწავლა უცხო ენები, ფილოსოფია. ამასთან ერთად, რაც
მოსწონდა, იმას სწავლობდა, მიუღებელს კი – იშორებდა, უფრო მეტი,
არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა. გრიგოლი დიდებული მჭევრმეტყველი იყო:
„სიტყუაი მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაითა.“ მისი ნიჭიერება,
განათლება, მაღალი ზნეობა ყველას აღაფრთოვანებდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს
გრიგოლის აღმზრდელებმა მისი მღვდლად კურთხევა. რა თქმა უნდა, ამისკენ გული
გრიგოლსაც მიუწევდა, მაგრამ თან აშინებდა უდიდესი პასუხისმგებლობა – ის ხომ
ძალიან ახალგაზრდა იყო. ამაზე მეტყველებს მისი სიტყვები: „და აწ პატივსა ვხედავ
და პატიჟისაგან მეშინისო! “ გრიგოლის აღმზრდელებმა კიდევ მეტი მოინდომეს,
გადაწყვიტეს მისი ეპისკოპოსად კურთხევა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო
გრიგოლისთვის, რადგან მისი მოწოდება იყო დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში
ეკლესია- მონასტრების მშენებლობა, მათი გაცოცხლება-აღორძინება. ამ მიზნით მან
თანამოაზრეებიც გაიჩინა: საბა, თეოდორე და ქრისტეფორე. ის მათთან ერთად
გაიპარა ტაო-კლარჯეთში. ამ კუთხის არჩევაც სამონასტრო მშენებლობისთვის
გრიგოლის სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობაზე მიგვითითებს. როგორც უკვე
ვთქვით, ეს მხარე დამპყრობთაგან თავისუფალი იყო, ამდენად, ხელისშემშლელი
არავინ ეყოლებოდა, მეორე, აქედან შეიძლებოდა სტარტი აეღო ქვეყნის აღორძინება
გაერთიანებისათვის ბრძოლას და, მესამე, იქ კარგი პირობები იყო ბერ- მონაზონთა
ცხოვრებისათვის.

You might also like