You are on page 1of 2

კონსტანტინე გამსახურდიას რომანის მთავარი პერსონაჟი გახლავთ გიორგი I.

თუ რომანს
გულდასმით წავიკითხავთ ბუნებრივად მოგვეჩენება, რომ წამყვანი ფიგურა სწორედ არის
გიორგი პირველი, მას რომანი პროგოლოგში ექვთიმე, როგორც მიჩქამალულ პერსონაჟს
წარმოვიდგენს, რომლის წინ წამოწევას აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ რომანის
დაწერის ეპოქას მთავარი გმირები სწორედ რომ მიჩქმალულნი, ჩაწიხლულნი იყვნენ.გიორგი
მეფე არის არა მხოლოდ გმირი მე 11 საუკუნისა, არამედ მე20 საუკუნისაც, იდეალი
რომელსისკენაც გეზი უნდა აიღოს ქართველმა საზოგადოებამ, ახლაგაზრდობამ.
სანამ დავახასიათებ გიორგის პერსონაჟს აუცილებელია გავიხსენოტ მისი ლიტერეტურული
პროტორიპი, ეს გახლავთ გრიგოლ ხანძტელის ცხოვრებიდან მეფე აშოტ კურაპალატი. ჩვენტვის
ცნობილია აშოტის უიღბლო სიყვარულის ისტორია, როცა შეყვარებული მეფე გულის თქმას
იმდენად დაემონა, რომ მეფემ ვეღარ აღასრულა გრიგოლ ხანძთელისთვის მიცემული სიტყვა,
საბოლოოდ კი იძულებული გახდა დედა ფებრონიას და გრიგოლის ჩარევით უარი ეთქვა
სიყვარულზე.პირველად გიორგი მერჩულემ გადმოსცა, როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მეფე
მოვალეობისა და შინაგანი, ადამიანური მოთხოვნილებების ზღვარზე და როგორ შეიძლება ამ
ზღვარმა მასში ტრაგიზმი დაბადოს.სწორედ ეს ტრაგიკული დაპირისპირება მეფეში- მეფისა და
კაცისა, კონასტატინე გამსახურდიამ არაჩვეულებრივად გარდასახა გიორგი პირველის
უბედურებად, გვაჩვენებს მეფის შინაგან ბუნებას, ვნებებს, განცდებს და ბრძოლას
საუკუთარ თავთან.
გიორგი პირველი 12 წლის იყო როდესაც ტახტზე აიყვანეს, აქვე ყურადსაღებია ფაქტი რომ
ის გარდაიცვალა სულ რაღაც 26 წლის ასაკში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, გირგის სახე
რომანში დახატულია მსგავსად ხნიერი ადამიანისა, რომელიც ტვირთისგან და ჯაფისგან არის
გათანგული, დაბერებული.მეფის ვალდებულებებმა მას ხელიდან გამოაცალა ბავშვური
გულუპრყვილობა და უდარდელობა.სრულიად ახალგაზრდას ცოლი შერთეს უსიყვარულოდ. მისი
პეროვნებად ჩამოყალიბების გზაზე ეს გახლდათ ერთგვარი "დარტყმა", ვინაიდან დედოფალი
მასზე უფროსი იყო და ქორწინება პოლიტიკურ ანგარიშებს ეფუძნებოდა. ამ ყველაფერს
ემატებოდა მელქისედეკ კათალიკოსის შეგონებანი - "მეფე ხარ და ხამს."
ამ ყოველივეს ფონზე გიორგის მობეზრდა მეფური ვალდებულებების, ტრადიციების შესრულება,
მკაცრად განსაზღვრული სამფო ეტიკეტის დაცვა. მეფობა თავისთავად ნიშნავს საზოგადოების
ცენტრში ყოფნას, მუდმივ კრიტიკისა და განხილვის ობიექტად ყოფნას, ბუნებრივია ასეთ
დროს ადამიანის ქცევა ოითხოვს დიდ სიფრთხილეს, წინდახედულობას. აქედან გამომდინარე
გიორგის მოეძალა სულით ობლობის გნაცდა. სულიერად ობოლი ფიზიკურადაც ობოლი იყო.
საყვარელი დედა მცირე ასაკში გამოეცალა ხელიდან.
პოლიტიკური და სასახლისეური ინრიგების წიაღსი მყოფი გიორგი მეფე, მონატრებული
ჩვეულებრივ ყოფას წელიდაში ორჯერ-ირმების მყვირალობისას და წეროების გადაფრენისას
გადაიცვამდა გლახურ სამოსელს და აიყოლიებდა ბავშვობის მეგობრებს და სანადიროდ
მიდიოდა. ამ დროს ის სახელად ირქმევდა გლახუნა ავშანისძეს. გიორგი პირველი საკუთარ
თავს არ აძლევს თავაშვებულობის უფლებას, ამიტომაც არ აწყობს სასახლეში ბოჰემურ
ცხოვრებას, არამედ გლეხურად გადაცმული მიდის ტყეში და ამით იკლავს სულიერ
მარტოობას.ამ წუთებში გიორგი მეფე სიცოცხლით ტკბება, რავ მისი ბუნებრივი
მოთხოვნილებაა.
სიცოცხლით ტკბობის ერთ-ერთი გამოვლინებაა სიყვარული. ადამიანის კმაყფილება იმით რომ
მას უყვარს და ისიც საყვარელი არსებაა ვინმესთვის. რომანში აშკარად იკითხება ნიუანსი,
რომ გიორგის არ აკლდა თაყვანისმცემელ ქალთა გარემოცვა, თუმცაღა ნამდვილი, ჭეშმარიტი
სიყვარულით მას მხოლოდ შორენა უყვარდა. თავისი მეტოქის თალაგვა კოლონკელიძის
ასული.შორენას მიმართ გიორგის აქვს სრულიად ჯანსაღი დამოკიდებულება, მასთან ცხოვრების
სურვილი, მაგრამ ამის შესაძლებლობა ქვეყნის ცხოვრების გამო არ ეძლევა. ცხადია,
ქვეყნის საჭეთმპრობელი გიორგი პირველი იყო შეყვარებული ბიჭივით "ყმა" შორენას
სილამიზის, ბუნების მიმართ.ის მზად იყო ყველა მეტოქე გაენადგურებინა. შორენასდამი
სიყვარულის გამო მან სასიკვდილოდ გაიმეტა გირშეილი ქორსატეველას ციხეში ბრძოლის დროს
და შემდგომ უკვე კონსტანტინე არსაკიძე, რომლის მიმართაც ეჭვ შეპყრობილმა სრულიად
უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და ბრძანა რომ სვეტიცხოვლის ცუდად აგებისათვის მკლავი
არსაკიძისთვის მკლავი მოეკვეთათ. ორივეს მიმართ ჩადენილ დანაშაულს ცოდად აღიქვამს
მეფე და ინანიებს მას სიკვდილის წინა მონოლოგში.
გენიალურია როდესაც მეფე ქვეყნის ინტერესებს აყენებს თავის პიროვნულ მოთხოვნილებებზე
წინ, სრული სტოიკურობით. სწორეთ ამით არის საკუთარ თავთან. გრძნობებთან გამარჯვებული
და ამაღლებული პიროვნება, ამიტომაცაა რომ ის ჩვენში დიდ აღფრთოვანებას იწვეს.
ხაზი უნდა გავუსვათ გიორგის რელიგიის მიმართ დამოკიდებულებას, ის არ არის
ბრმადმორწმუნე, თუმცაღა სრულიად ჯანსაღად აღიქვამს რელიგიას როგორც სახელმწიფო
პოლიტიკას, იდეოლოგიას, კულტურის საფუძველს.რომანს წითელ ზოლად გასდევს ოთისის
გადამწვარი მონასტერი, მონასტრის გამო როგორც კარგ ქრისიტიანს მეფეს აწუხებს სინდისის
ქენჯნა.გიორგის სიკვდილის წინა მისტერიაშიც სწორედ ეს მონასტერი იწვის.
საბოლოო ჯამში გიორგი იყო ქვეყნის ღირსეული, დიდსულოვანი მეფე, რომლის პიროვნებასაც
ამაღლებდა ის სიყვარლის არაამქვეყნიური უნარი, შინაგანი მშვენიერება.

You might also like