You are on page 1of 4

გრიგოლ ხანძთელი

-1-
ქართველი ერი გამუდმებით იბრძოდა ფიზიკური და
სულიერი გადარჩენისათვის ათასი ჯურის მომხდურთან.
დაუსრულებელ ომს მხოლოდ ხმალი ვერ გასწვდებოდა,
საჭირო იყო ეროვნული კონცეფცია, რომელშიც გააზრებული
იქნებოდა მოქმედების გეგმა. გრ.ხანძთელის ცხოვრებაში ჩანს
ქვეყნის სულიერი განწმედისა და ხსნის გზა. გრ.ხანძთელის
სახე ქართული სულისა და ენერგიის გამოვლინებაა. მასში
აღწერილია იმ დიდი ეროვნული მოძრაობის ისტორია,
რომელიც წმ. გრიგოლ ხანძთელმა წამოიწყო. მის მიერ
შემუშავებული ეროვნული აღორძინების კონცეფცია
სამოქმედო პროგრამად იქცა.
ივ.ჯავახიშვილი VIII საუკუნის ბოლო მეოთხედს ასე
ახასიათებს: ეს-ეს იყო, დროებით მიბნედილი ეროვნული
თავმოყვარეობა და მიმართულება იღვიძებდაო. აქედან იწყება
ეროვნულ ძალთა გაერთიანება, ამ დიდ საქმეში სასულიერო
და საერო პირები ერთად მოქმედებდნენ. უმძიმესმა
პოლიტიკურმა ვითარებამ ქართველი ხალხი ეროვნული
გადარჩენის პრობლემის წინაშე დააყენა. შუა საუკუნეებისათვის
დამახასიათებელ შინააშლილობის ფონზე, როცა დიდებულები
პირველობისთვის იბრძოდნენ, საქართველოს პოლიტიკურ
ცხოვრებაში შეიმჩნევა ქვეყნის ინტერესების პირად
სურვილებზე მაღლა დაყენება. გ.მერჩულე აღნიშნავს, რომ
აშოტის შვილებმა ტახტი ბაგრატს დაუთმეს, რადგან ის
სიბრძნითა და კეთილგონიერებით გამორჩეული იყო. თვითონ
აშოტიც ქვეყნის კეთილდღეობას შეეწირა. არაბების
წინააღმდეგ მებრძოლი აშოტი ქართლიდან ტაო-კლარჯეთში
გამაგრდა, აღადგინა არტანუჯი, რომელიც საქართველოს ერთ-
ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად იქცა.
საქართველოს სულიერი გაერთიანებისთვის დაიწყო
ბრძოლა გრიგოლმა. ქართლიდან გაიპარა და გავერიანებულ
ტაო-კლარჯეთში ცხოვრება ააღორძინა. ააშენა ეკლესია-
მონასტრები,

-2-
რომლებიც კულტურის ცენტრებად იქცა. გრიგოლმა სწორედ
აშოტი მიიჩნია წამოწყებული საქმის მატერიალურ
წინამძღოლად. გრიგოლი პირველი იყო, ვინც ბაგრატიონთა
გვარი დავით წინასწარმეტყველს დაუკავშირა. საქართველოს
ერთიანობისთვის ბრძოლაში ქართული ეკლესია ბაგრატიონთა
გვარის შემწე გახდა. VIII საუკუნეში საქართველო რამდენიმე
პოლიტიკურ ერთეულად იყო დაქუცმაცებული. ისინი
ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისთვის. ერთმანეთს
უპირისპირდებოდნენ სხვადასხვა გვარის წარმომადგნელები .
ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო, ვის მხარეს დაუჭერდა
ეკლესია. გრიგოლმა საბოლოო არჩევანი აშოტსა და მის
შთამომავლობაზე შეაჩერა.
VIII-IX საუკუნეებში საქართველოს ცალკეულ მხარეთა
სწრაფვა ერთიანობისაკენ მტკიცე ნიადაგს ამზადებდა ერთიანი
პოლიტიკური სახელმწიფოს შესაქმნელად. გრ.ხანძთელი
ხედავდა, რომ ქვეყანაში სასიკეთო ძვრები ჩანდა, ერი საკუთარ
რწმენას იბრუნებდა. ამ დროს ყოველგვარი ზნეობრივი
კომპრომისი ხელმწიფის მხრიდან დამღუპველი იქნებოდა,
ამიტომ ამხილა გრძნობასა და მოვალეობას შორის ჭიდილში
გაორებული აშოტ მეფე. აშოტი ხედავდა თვითონაც, რომ
ზნეობის დარღვევით საქვეყნო საქმეს ღალატობდა, იმ
ურთიერთობას არღვევდა, რომლის მასა და გრიგოლს,
საქართველოს სულიერ მამას, შორის არსებობდა. აშოტის
სიკვდილის შემდეგ ბაგრატმა მნიშვნელოვან წარმატებებს
მიაღწია არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის თავის ძმებთან
ერთად იბრძოდა. მეფედ გახდომის შემდეგ იგი დიდ
ყურადღებას აქცევდა მონასტრებს. მისი უშუალო
შეწირულობით აშენდა შატბერდი. ბაგრატიც კარგად
აცნობიერებს სასულიერო წოდების როლს სახელმწიფოს
განმტკიცების საქმეში, ამიტომ არ საყვედურობს საბას. საბამ
განუცხადა მეფეს სასულიერო პირთა პოზიცია. გრიგოლი
კატეგორიულად ახადებს: „სარწმუნონი და ჭეშმარიტნი
მონაზონნი ქუეყანა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქუეშე
არიან.“

-3-
ეკლესიის მძლავ ორგანიზაციად ჩამოყალიბება
პროგრესული მოვლენა იყო, რამაც გადამწყვეტი როლი
შეასრულა საქართველოს ისტორიაში. სამეფო-სამთავროებს
შორის პირველობისათვის ბრძოლაში ქართული ეკლესია
აქტიურად იბრძოდა ყოველგვარი გათიშულობის წინააღმდეგ
და, ფაქტობრივად, ერთადერთი ძალა იყო, რომელიც
სრულიად საქართველოს ინტერესებს იცავდა და
გამთლიანებას იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიდა. სწორედ
გრიგოლის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ
დაქუცმაცებულობისა და გარეშე მტერთა თარეშის მიუხედავად,
საქართველომ სულიერი და კულტურული მთლიანობა
შეინარჩუნა.
ქართული ეკლესიის გეზს განსაზღვრავენ მეუდაბნო
ბერები, რომლებიც თავიანთი მაღალი ზნეობით, სიბრძნით
ბოროტებასთან შეურიგებლობით სიკეთის რწმენას
უბრუნებდნენ ერს.
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულება
ჰარმონიულია. ერისკაცებმს ეკლესიის მხარდაჭერა
სჭირდებათ არა მარტო არსებული საზოგადოებრივი
მდგომარეობის შესანარჩუნებლად, არამედ სულიერ
მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.სახელმწიფოს
სამსახურში ჩამდგარი ეკლესია მეფის ღვთიურ
წარმომავლობას ქადაგებდა, ეკლესიის მსახურთ კარგად აქვთ
შედგნებული, თუ რა სამსახურს უწევენ ისინი სახელმწიფოს,
ამიტომაც ფიქრობენ, რომ ერისკაცები ეკლესიებისთვის
გაღებულ შეწირულობას რვთის ჩაგონებით ახორციელებენ.
ეკლესიის წიაღში იმ დროს დასმული ყოფილა საკითი თეთრი
და შავი სამღვდელოების შესახებ. გრიგოლი მედიდურად
უყურებს სამრევლო ეკლესიის მსახურთ, უპირატესობას
ბერებს ანიჭებს, რადგან მათ საკუთარი სურვილის უარი
თქვეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და ხორციელი ტანჯვითა და
გვემით მიაღწიეს სულიერ სრულყოფილებას.

You might also like