You are on page 1of 3

1) თქვენი აზრით, რატომ არ დაანგრია ფარნავაზმა კერპები და რატომ დადგა არმაზის

კერპი?

კერპების დანგრევა შიდაარეულობას გამოიწვევდა.

არმაზის, როგორც მთავარი კულტის შემოღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა


ახლად ჩამოყალიბებული ქართლის სამეფოში მეფის ძალაუფლებისა და
ავტორიტეტის განმტკიცებისათვის.

2) თქვენი აზრით, ქრისტიანობის საქართველოში მიღება რას შეცვლიდა საგარეო


პოლიტიკაში და რატომ ფიქრობთ ასე?

ქრისტიანობის მიღება არა მარტო რელიგიური, არამედ პოლიტიკური


გადაწყვეტილება იყო, რომელიც საქართველოს ავტომატურად აკავშირებდა
დასავლეთ ქვეყნებთან და წინააღმდეგობას უწევდა აღმოსავლეთით მომძლავრებულ
ირანს.

3) ლეონ 2-ემ ტახტი სად გადაიტანა და რატომ?

აფხაზეთის მეფე ლეონ II-მ პოლიტიკური და სამხედრო ვითარების გამო ტახტი


ქუთაისში გადაიტანა.

ქუთაისი უფრო უსაფრთხო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი იყო,


რაც მას საშუალებას აძლევდა უკეთ გაეკონტროლებინა თავისი ქონება და დაეცვა თავი
გარე საფრთხეებისგან.

4) ვახტანგ გორგასალმა ირანელები მაინც ვერ გააძევა და რატომ იყო მაინც კარგი
მეფე...ორი არგუმენტით დაასაბუთეთ..

შეიძლება ვახტანგ გორგასალმა სრულიად ვერ აღკვეთა ირანელთა ექსპანსია,


თუმცა მან ორმხრივ პოლიტიკას მიმართა, როდესაც იმავე ირანელების დახმარებით
ცდილობდა ჩრდილოეთით ლაშქრობების მოწყობას.

ამავე დროს, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის მხრივაც


მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა სახელმწიფოს განმტკიცებისათვის.
საერისთაოები და ციხეები ააგო.
5) გიორგი პირველს ვინ დაეხმარა ბიზანტიასთან ბრძოლაში და რა სახის დახმარება
იყო?

გიორგი I-ს ბიზანტიასთან ბრძოლაში დაეხმარა კახეთ-ჰერეთი, ასევე სომხური


სახელმწიფოები. გაუწია სამხედრო დახმარება. დაეხმარა ჯარით.

6) ფეოდალი რო იყო ბაგრატს მიემხრობოდი თუ ლიპრიტს დაუჭერდი მხარს და


რატომ?

მართალია, ლიპარიტს ფეოდალებიც უჭერდნენ მხარს თუმცა ყველანაირ


შემთხვევაში ვისურვებდი ხელისუფლება კვლავ მეფის ხელში დარჩენილიყო და არა
ძალაუფლების პრეტენზიის მქონე ერისთავში. ძალიან რთული საგარეო ვითარება იყო
და ქვეყნის შიგნით არეულობა უფრო გაართულებდა სიტუაციას და ჯობდა მეფესთან
ერთად გაერთიანებულიყვნენ.

7) ემხრობით თუ არა ბაგრატის მიერ ბაგრატიონების დაპატიმრებას არტანუჯის ციხეში


და დაასაბუთეთ თქვენი პასუხი რატომ ფიქრობთ ასე?

ბაგრატის მიერ თავისი ნათესავი ბაგრატიონების განადგურება მართალია


მორალურად უარყოფითად ფასდება, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მას ეს მოქმედება
ერთიანი ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის სჭირდებოდა, რომელსაც სწორედ მის დროს
ჩაეყარა საფუძველი.

8) გიორგი 2-ის რომელი გაკეთებული საქმე არ მოგწონთ და რომელი მოგწონთ?

გიორგი II-ის ერთ-ერთი უარყოფითი მოქმედება, ჩემი აზრით, იყო ის, რომ იგი
ატარებდა დათმობების პოლიტიკას ერისთავთა მიმართ, რომლებიც უფრო და უფრო
ზრდიდნენ მოთხოვნებს და ხელს უშლიდნენ ქვეყნის ერთიან განმტკიცებას მტრის
წინააღმდეგ, რამაც საკადრისი პასუხიც გამოიღო.

ამის შემდეგ კი უკვე გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს მის მიერ ხარკის


კისრება და თავისი შვილის გამეფება, რამაც ქვეყანა იხსნა სრულიად განადგურებისგან.

9) თქვენი აზრით, ვინ დაგეგმა აშოტის მკვლელობა და რა იყო მიზეზი კლარჯი


თავადის მოშორების?

ყველას შეეძლო აშოტის მკვლელობის დაგეგმვა, მაგრამ ჩემი აზრით, არაბებმა


დაგეგმეს, რადგან ყველას ებრძოდა და არ აწყობდათ ასეთი ძლიერი მთავარი.

10)რომელი პოლიტიკური ერთეულების შემოერთებას აპირებდა ბაგრატ 4 ლიპარიტის


შეპყრობის შემდგომ და რატომ ვერ მოხერხდა?

კახეთ-ჰერეთის შემოერთებას აპირებდა. ვერ მოხერხდა შემოერთება რადგან


სელჩუკიანი თურქები შემოესივნენ საქართველოს.

You might also like