You are on page 1of 1

საქართველო VI საუკუნეში იყო სასანიდურ ირანსა და ბიზანტიურ

იმპერიას შორის დაპირისპირების არეალი. ორივ იმპერიამ VI


საუკუნეში მიაღწია საკუთარი სიძლიერის ზენიტს. ირანმა VI
საუკუნეში გააუქმა ქართლის სამეფო და იბრძოდა ეგრისის სამეფოს
დასაკავებლად. დასავლეთ საქართველოში განცდილმა მარცხებმა
შეასუსტა ირანელთა პოზიციები აღმოსავლეთ საქართველოში.
თავის დროზე ქართლში მეფობის გაუქმებას ხელი დიდად შეუწყო
დიდაზნაურთა პოზიციამ, რომლებსაც სურდათ სამუდამოდ
დაუფლებოდნენ იმ მიწებს, რომლებიც მეფისგან დროებით მიიღეს.
ამიტომ დიდაზნაურებმა ირანს დაუჭირეს მხარი. ქართლში მეფობის
გაუქმების შემდეგ დიდაზნაურებმა ხელში ჩაიგდეს მიწების
ძირითადი ნაწილი და უკვე მზად იყვნენ დაპირისპირებოდნენ
ირანს. ქართლისგან განსხვავებულად უყურებდნენ ირანს ეგრისის
სამეფოში. ლაზიკაში ირანს ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და მათ
მოკავშირედ აღიქვამდნენ. სწორედ ამ მოსაზრებით ლაზიკის მეფის
შვილმა წათე I -მა ზოროასტრიზმი მიიღო. 523 წელს წათე მეფე
გახდა. ის მიხვდა რომ ქრისტიანული ქვეყანა წარმართ მეფეს ვერ
მიიღებდა, ამიტომ კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. წათეს
პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ, ირანის შაჰის აღშფოთება
გამოიწვია და ლაზიკის დასასჯელად სამხედრო ძალა გაგზავნა.
წათემ დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. ამ დროს ბიზანტიის
იმპერატორი იყო იუსტიანე I. ლაზებმა და ბიზანტიელებმა
ირანელები დაამარცხეს.

You might also like