You are on page 1of 2

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე იყო გიორგიმე-8,ალექსანდრე დიდის

შვილი,რომელსაც აუჯანყდა პირველად სამცხის მთავარი ყვარყვარე,შემდეგ


სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი.1463 წელს ჩიხორთან ბრძოლაში დაამარცხა მეფე
ბაგრატმა.1465 წელს გიორგი VIII-მ სამცხეში ყვარყვარეს დასამორჩილებლად
გაილაშქრა,თუმცა ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ მეფეს თავს ყვარყვარე დაესხა და
დაატყვევა,სამცხე საბოლოოდ გამოეყო ამის შემდეგ ერთიან საქართველოს და
დამოუკიდებელ სამთავროდ იქცა.ბაგრატმა ისარგებლა არსებული ვითარებით
დაიკავა ქართლი და საქართველოს მეფედ გამოაცხადა თავი,ყვარყვარე,
გაანთავისუფლა მეფე,ვინაიდან მისმა დაკავებამ სარგებელი არ მოუტანა და მიზნად
დაისახა ესარგებლა გიორგისა და ბაგრატს შორის არსებული
დაპირისპირებით.გიორგი კი მხარდაჭერის გარეშე დარჩა ქართლის თავადებისგან
და გადავიდა კახეთში. მანდ შეძლო იქაური ძლიერი ფეოდალების დამარცხება და იქ
გამეფება,ამდენად ერთიანი საქართველოს მეფეს მხოლოდ კახეთი დარჩა სამეფოდ
1466-1476წ.ქართლსა და იმერეთში კი ბაგრატ VI მეფობდა 1466-1478წ,მისი
გარდაცვალების შემდგომ კონსტანტინეII დიმიტრის ძე,1478-1505 რომელმაც სათავე
დაუდო ქართლის ცალკე სამეფო დინასტიას. ალექსანდრე ბაგრატის ძემ იმერეთის
ტახტი დაიკავა,რომელიც არის იმერეთის სამეფო დინასტიის ფუძემდებელი 1484-
1510წ,პარალელურად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერდნენ
სამეგრელო-აფხაზეთისა და გურიის სამთავროები,რომლებიც იმერეთის მეფეს
ნაკლებად ემორჩილებოდნენ.რაც შეეხება სამცხის სამთავროს იგი ამ პერიოდისათვის
სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო, ამ დროიდან ჯაყელების
ამ სამფლობელოს სამცხე-საათაბაგო, ხოლო ჯაყელებს ათაბაგები
ეწოდებოდათ.საათაბაგო კი ბორჯომის ხეობიდან ჭოროხის ხეობამდე იყო
გადაჭიმული. ქართლის ცხოვრების გაგრძელება გვაძლევს ინფორმაციას XV ს-ის
საქართველოს საშინაო მდგომარეობაზე, რომ ამ დროს აღარ იცვლებოდნენ
ერისთავები და თავადები, თითოეულს გადაცემული ჰქონდა სამემკვიდრეოდ
საქართველოს თემების,ხევების და სხვა ადგილების მფლობელობა.ვისაც მეფე
მისცემდა მამულს,იგი სამემკვიდრეოდ ითვლებოდა. ამით, რა თქმა უნდა,
გაძლიერდნენ მთავარნი,ერისთავნი და თავადები. ამ მდგომარეობის შედეგად. XVს-
ის ბოლოსთვის ერთიანი საქართველოს ნაცვლად სამი
სამეფო:ქართლის,იმერეთის,კახეთის და სამცხის დამოუკიდებელი სამთავრო
წარმოიქმნა. ეს ყველაფერი, ერთიანი საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლა
გამოწვეული იყო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის,მისი საფუძვლების მოშლით
ასევე სათავადო სისტემის აღმოცენებით და მეფის ხელისუფლების პოლიტიკური
ძალაუფლების შესუსტებით. XV საუკუნის ბოლოს საქართველო, რომელიც სამეფო-
სამთავროებად იყო დაშლილი მძიმე საგარეო-პოლიტიკურ პირობებში მოექცა/ მას
სამხრეთ და დასავლეთი მხარიდან გაუმეზობლდა ოსმალთა იმპერია. ამ
სახელმწიფომ მათი მეთაურის ოსმანისაგან მიიღო ეს სახელწოდება. 1453 წელს
ოსმალებმა ბიზანტიის მპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აიღეს და ეს
იმპერია მოსპეს. რაც დიდი კატასტროფა იყო კულტურული მსოფლიოსათვის, რა
თქმა უნდა, საქართველოსთვისაც. ბიზანტიის ნაცვლად საქართველოს
გაუმეზობლდა ოსმალეთი, რომლებმაც 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს
და საქართველოს ირგვლივ შეიკრა მაჰმადიანურ სახხელმწიფოთა გარემოცვის
რკალი.საქართველოს ჩაუკეტეს დასავლეთისაკენ მიმავალი მოკლე და უძველესი
გზები,რითაც ვეღარ ეცნობოდა ევროპაში დაწყებულ რენესანსის კულტურას,მოისპო
სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები დასავლეთ ევროპის ქალაქებთან,ოსმალთა
გაბატონებამ აიიძულა დასავლეთ ევროპის ქვეყნები ინდოეთისაკენ მიმავალი ახალი
გზები მოეძებნათ,რათა გვერდი აევლოთ კავკასიასა და მცირე აზიისთვის.ამ
გზებიდან გამოთიშვამ საქართველოს საშინაო და საგარეო ვაჭრობა,საქალაქო
ცხოვრება ძირს დაცა.ანტიოსმალური კოლაიციის შექმნის მიზნით საქართველოს
მეფე-მთავრებმა სსპეციალური ელჩობა მიავნლინეს ევროპაში,ამ კოალიციის
თავდაპირველი ინიციატორი რომის პაპი,შემდეგ საქართველო იყო,თუმცა
ჩაიშალა.საქართველოს ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გაუმეზობლდნენ თემურ
ლენგის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი თურქმანული სახელმწიფოები
შავბატკნიანთა-ყარაყოინლუ და თეთრბატკნიანთა აღყოინლუ.XVსის ბოლოს
გაძლიერთდა თეთრბატკნიანთა სახელმწიფო,რომლის მბრძანებელი ჯერ უზუნ-
ჰასანი,შემდეგ მისი ძმა იაყუბ ყაენი შემოისვნენ საქართველოს და სასტიკად
დაარბიეს.აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლა კი, ცხადია, დაშლილ ქვეყანას
ადრინდელზე უფრო მეტად უჭირდა.

You might also like