You are on page 1of 7

საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად

საქართველოს დაშლა სამეფო-


სამთავროებად

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე იყო


ალექსანდრე დიდის ვაჟიშვილი გიორგი VIII (1446-
1466 წწ). გიორგი მეფობის დროს ხელახლა იჩინა
თავი ფელდალთა სეპარატიზმმა. საბედიანოს (ასე
ეწოდებოდა სამეგრელოსა და აფხაზეთს), გურიისა და
სამცხის მთავრები მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ. ამ
მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამცხის
ათაბაგი ყვარყვარე, რომელმაც ადგილობრივ
ფეოდლებთან ერთად სასულიერო პირებიც
დაუპირისპირა სამეფო ხელისუფლებას. გიორგი VIII-
ეს მხოლოდ ქართლ-კახეთი და იმერეთი
ემორჩილებოდა.
1462 წელს გიორგი VIII-ეს აუჯანყდა იმერეთის
ერისთავი ბაგრატი, რომელიც ალექსანდრე I-ის ძმის,
გიორგის ძე იყო (ე.ი. გიორგი VIII-ის ბიძაშვილი იყო).
გიორგი VIII ბაგრატის დასასჯელად იმერეთში
გადავიდა. ბაგრატს მხარი დაუჭირეს დასავლეთ
საქართველოს მთავრებმა _ გურიელმა, დადიანმა,
შარვაშიძემ, ასევე ყვარყვარე ჯაყელმა, გიორგი VIII-ის
ლაშქარშიც ყველა როდი იყო მეფის გამარჯვების
მოსურნე. ბრძოლა გაიმართა 1463 წელს, ჩიხორთან,
სადაც მეფე დამარცხდა და ბაგრატმა თავი იმერეთის
მეფედ გამოაცხადა..
გიორგი VIII-ეს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მან
სასტიკად დასაჯა ბაგრატის მხარდამჭერი თავადები,
სათანადოდ მოემზადა და 1465 წელს სამცხის
მთავრის დასამორჩილებლად გაილაშქრა. ყვარყვარე
ჯაყელიც ჯარშეყრილი დახვდა მეფეს ფარავნის
ტბასთან. ბრძოლის წინადღეს მეფის ბანაკში
შეთქმულება გამომჟღავნდა. ამ არეულობით
ისარგებლა ყვარყვარემ, თავს დაესხა
მოწინაარმდეგეს და მეფე, ამალასთან ერთად
დაატყვევა.
გიორგი VIII-ის დატყვევებით ისარგებლა იმერეთის
მეფე ბაგრატმა, გადმოვიდა აღმოსავლეთ
საქართველოში და თბილისი დაიკავა. ყვარყვარე
ათაბაგი დარწმუნდა, რომ გიორგი მეფის
დატყვევებით მან მანცდამაინც ვერაფერს მიაღწია,
რადგან საქართველოს სამეფო ტახტზე სხვა მეფე
დაჯდა, რომელსაც მის მიმართ უფრო ეტი
პრეტენზიები ექნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ტახტზე
ისევ გიორგი VIII დაებრუნებინა. ყვარყვარე ჯაყელი
ფიქრობდა, რომ გიორგი VIII და ბაგრატ VI
ურთიერთბრძოლებით დასუსტდებიდნენ. ყვარყვარე
ჯაყელმა გიორგი VIII-ეს ცოლად შერთო თავისი
ქალიშვილი _ თამარი, თან ჯარი გამოატანა და
ქართლში დააბრუნა. ქართლის თავადები გიორგი VIII-
ეს მტრულად შეხვდნენ. გიორგი VIII-ემ ქართლში
ბრძოლა წააგო და იძულებული გახდა კახეთში
გადასულიყო, სადაც უფრო მეტი მომხრეები
ეგულებოდა. იგი დაეუფლა კახეთს და თავი კახეთის
მეფედ, გიორგი I-ის სახელით, გამოაცხადა.
ასე, რომ 1466 წლიდან ბაგრატ VI ქართლ-იმერეთის
მეფედ ითვლება, მაგრამ იგი ძირითადად დასავლეთ
საქართველოში იყო; ქართლში კონსტანტინე II
მეფობდა, ხოლო კახეთში _ გიორგი I ანუ იგივე
ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი
VIII.
მშვიდობიანი ურთიერთობა მეფეებს შორის მალე
მძაფრ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბაგრატ VI-ემ
ქვეყნის ერთიანობის საწინააღმდეგო ღონისძოება
გაატარა. მან ისარგებლა იმით, რომ დასავლეთ
საქართველოში შესაწირავის შესაგროვებლად
იმყოფებოდა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარი
მიქაელი და მას ცაიშელ-ბედიელი
მთავარეპისკოპოსო აკურთხებინა "ლიხთ-იმერეთისა
და აფხაზეთის კათალიკოსად. 1478 წელს
გარდაიცვალა ბაგრატ VI, ქართლისა და იმერეთის
ტახტი დაკავა კონსტანტინე II-ემ, თუმცა მალევე
დაკარგა თავისი გავლენა იმერეთზე, რადგან 1483
წელს არადეთის ბრძოლაში კონსტანტინე II
დაამარცხა ყვარყვარე ჯაყელმა. ამით ისარგებლა
ალესანდრე ბაგრატ VI-ის ძემ ალექსანდრემ და
იმერეთის ტახტი დაიკავა.
კონსტანტინე II არ აპირებდა ასე ადვილად
შეჰგუებოდა მარცხს, ამიტომ 1490 წელს თბილისში
დიდი საბჭო მოიწვია და რჩევა ჰკითხა. დარბაზმა
ურჩია, რომ ხელი აეღო ბრძოლაზე რადგან,
იმერელნი, კახელნი და სამცხელნი თავისი
რჩეულების ერთგულები არიან და ძმათაშორის
სისხლისღვრა აღარ იყო საჭირო. ასეთი
გადაწყვეტილება არსებულ მდგომარეობასთან
შეგუებას ნიშნავდა.
ამრიგად, 1490 წელს, დარბაზის გადაწყვეტილებით
საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებდ
იურიდიულადაც გაფორმდა. ქვეყანა დაქუცმაცებული
აღმოჩნდა: ქართლის (მეფე _ კონსტანტინე II), კახეთის
(მეფე _ გიორგი I), იმერეთის (მეფე _ ალექსანდრე
ბაგრატის ძე) სამეფოებად ბაგრატიონებით სათავეში
და სამცხის სამთავროდ ჯაყელების მეთაურობით.
შავბატკნიანთა ლაშქრობები
საქართველოში

XV საუკუნეში საქართველოს საზღვრებთან გამოჩნდა


ახალი მტრული სახელმწიფო ყარა-ყოიუნლუ
(შავბატკნიანები). 1407 წელს მათთან ბრძოლაში
დაიღუპა საქართველოს მეფე გიორგი VII. გიორგის
შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა გიორგი VII-ის ძმა
კონსტანტინე I-მა.
კონსტანტინე I-მა შირვანშაჰთან და შაქის
მმართველთან კოალიცია შექმნა ყარა-ყოიუნლუს
წინააღმდეგ. 1412 წელს მოხდა გადამწყვეტი
ჩალაღანის ბრძოლა. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა
შავბატკნიანთა ლიდერმა ყარა-იუსუფმა, მან 300-მდე
ქართველი დაატყვევა. ტყვეები, მათ შორის მეფე
კონსტანტინე, ყარა-იუსუფმა სიკვდილით დასაჯა.

You might also like