You are on page 1of 2

კრიტიკული ესე

გრიშა კეჟერაძის ფსევდონიმით 2010 წელს დაწერილი სტატიის „სააკაძის სახის“


კრიტიკული ესე. გრიშა კეჟერაძე გვიამბობს გიორგი სააკაძის ფარული გეგმების შესახებ
და გვაწვდის ინფორმაციას, რის შემდეგაც არჩევანის საშუალებას გვაძლევს, არის თუ
არა გიორგი სააკაძე ეროვნული გმირი? სტატიაში დეტალურად გვიყვება სააკაძის
გეგმებისა და სურვილების შესახებ. აქვე აღწერილია, რომ სააკაძეს კარგი ურთიერთობა
ჰქონდა ლუარსაბ მეორესთნ, რომელმაც მოგვიანებით სააკაძის და შეირთო ცოლად.
თავადები შადიმან ბარათაშვილი და თეიმურაზ ციციშვილი ლუარსაბისა და გიორგის
ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობდნენ. მალევე ასეც მოხდა და გიორგი ირანის
მეფესთან წავიდა, რომელსაც ქართველებთან ლაშქრობებში ეხმარებოდა.

ავტორის თქმით, გიორგი სააკაძის გმირობა მცდარი იყო. ასევე ის სიცრუეში


ადანაშაულებს სააკიძეს, რომ ის 15 წელი არ გეგმავდა მარტყოფის აჯანყებას. გრიშა
კეჟერაძე საუბრბს მარტყოფის აჯანყების მიზეზებზეც. შაჰი სააკაძეს ჰპირდებოდა
ქართლის ტახტს, მაგრამ შაჰმა ეს პირობა არ შეასრულა და ქართლის მმართველად
ფარსადაც ციციშვილი დანიშნა. აჯანყების შემდეგ სააკაძეს ძლიერ სურდა ტახტზე
ასვლა, მაგრამ იცოდა, რომ ბაგრატიონების ტახტზე სააკაძის ასვლა ყოვლად
შეუძლებელი იყო ამიტომაც მან ტახტზე თავისი პროტეზე მუხრან ბატონი დასვა.
შემდეგ მოხდა სამარცხვინო ბაზალეთის ომი და სააკაძე საქართველოდან გაიქცა.

ჩემი აზრით, ვასიკო კეჟერაძის ფსევდონიმით დაწერილი სტატია „სააკაძის სახე“


არასანდროა, რადგან ავტორი გამოხატავს თავის აზრებს და არ ეყრდნობა ისტორიულ
წყაროებს. ასევე ის თავისი მოსაზრებების დასასაბუთებლად იყენებს ლიტერატურულ
ნაწარმოებებს, რომელთა საფუძველზე ვერ შევძლებთ გავარჩიოთ რა შეესაბამება
სიმართლეს და რა არა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა
ჰიპოტეზებით საუბარს.

ავტორის პირველი არგუმენტი გიორგი სააკაძის ღალატისა არის, შაჰთან ერთად


საქართველოში ლაშქრობებისა და დახმარების შესახებ. აქ უნდა ვახსენოთ, რომ შაჰთან
ურთიერთობით სააკაძემ ქართლიდან განდევნდა ირანელები. ვასიკო კეჟერაძე მხოლოდ
ერთი მხრიდან აფასებს მოვლენებს და ამ მოვლენების შემდეგ პერიოდს არ აღწერს.
ასევე მან გამოთქვა თავისი აზრი სააკაძის ირანში წასვლის შესახებ, მაგრამ ისტორიას
თუ დავუჯერებთ სააკაძებ მოწინააღმდეგეებზე შური არ იძია, პირიქით ცდილობდა
წყენა დაევიწყებინა.
მისი შემდეგი არგუმენტში მოისაზრება, რომ სააკაძეს სურდა ქართლის ტახტზე
ასულიყო, შაჰმა მის ნაცვლად მმართველად ფარსადან ციციშვილი დასვა. ავტორის
მსჯელობიდან გამოდის, რომ გაბრაზებული გიორგი სააკაძე ქართველებს დაეხმარა.
მაგრამ სააკაძის ფარული გეგმები სათავეს იღებს სიმონ-ხანის მრჩევლად ყოფნიდან.
სწორედ ამ დროდან ის ეხმარება ქართველებს. ბრძოლის გეგმაც კი შესთავაზა გიორგიმ
ქართველებს. ეს დასტურდება ისტორიული წყაროებიდან.

ვასიკო კეჟერაძის სტატიაში მნიშვნელოვან არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს გიორგი


სააკაძის შესახებ არარსებული ნაწარმოებები და ლექსები. ავტორი ამას იყენებს სააკაძის
დასახასიათებლად და მკითხველისთვის იმის დასტურად, იგი გმირი არ იყო. ჩემი
აზრით, ნაწარმოებებისა და ლექსების საფუძველზე ვერ დავასკვნით იყო ტუ არა სააკაძე
გმირი. ამიტომ მნიშვნელოვანია ავტორმა ეს არ გამოიყენოს გმირის ან არაგმირის
სტატუსის შესაქმნელად.

რაც შეეხება ჩემს აზრს გიორგი სააკაძის გმირობასთან, შეუძლებელია დავასკვნა გმირია
თუ არა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ის არაერთხელ დაეხმარა გართველებს გადამწყევტ
ბრძოლაში. ლუარსაბ მეფის ერთგული იყო, ფარული გეგმებით ეხმარებოდა
ქართველებს, მაგრამ მისი გადახვეწა ოსმალეთში და გამაჰმადიანება ჩემთვის
მიუღებელია.

საბოლოო ჯამში სტატია გაჯერებულია უფრო მეტად ჰიპოტეზებით, ვიდრე


დამამტკიცებელი საფუთებით. სტატიაში ასახულია ავტორის უარყოფითი
დამოკიდებულიბა სააკაძის მიმართ და ზედმეტად ახვევს თავის აზრებს მკითხველს.
აქვე უნდა აღვნიშნო, სააკაძის დახასიათება და მისი საქმიანობის აღწერა რთულია,
რადგან ისტორიაზე დაყრდნობით შეუძლებელია მისი განხილვა მხოლოდ ერთი
კუთხით. ვასიკო კეჟერაძე გარკვეულ საკითხებში მართალია, მაგრამ ზედმეტად
გამოხატავს გრძნობებს და მკითხველისთვის უარყოფითად იხატება მისი ეს ქმედება.

You might also like