You are on page 1of 5

სასწავლო სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში 2

კურსის
სახელწოდება
კოდი
სასწავლო ფაკულტეტი – ეკონომიკისა და ბიზნესის
კურსის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური – ბაკალავრიატი
სტატუსი საგანმანათლებლო პროგრამა – ეკონომიკა
სემესტრი IV, სავალდებულო კურსი.
ავტორი ნატალია რობიტაშვილი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
საკონტაქტო ინფორმაცია :
ტელ : +995 599 14 87 78
ელ . ფოსტა :nato.robitashvili@bsu.edu.ge
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა სტატისტიკური ხერხებისა და მეთოდების მეშვეობით
კურსის მოახდინოს სოციალურ - ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების განვითარების ტენდენციებისა და
მიზანი კანონზომიერებების შესწავლა დროისა და სივრცის კონკრეტულ პირობებში .
კრედიტების 5 ECTS კრედიტი
რაოდენობა და საკონტაქტო საათების რაოდენობა : 60 სთ
საათების სტუდენტის დამოუკიდებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი საათების
განაწილება რაოდენობა : 65 სთ
სტუდენტის
დატვირთვის
შესაბამისად
სასწავლო 1.საკონტაქტო - 60 სთ
კურსის ა) ლექცია – 28სთ (1–16კვირა);
ფორმატი ბ) ჯგუფში მუშაობა – 29სთ (1–16კვირა);
გ) შუალედური გამოცდა - 1სთ (მე-9 კვირა)
დ) დასკვნითი გამოცდა - 2სთ (17-20 კვირა)
2. დამოუკიდებელი მუშაობა – 65 სთ;
ა) მზადება ჯგუფში მუშაობისთვის – 45 სთ;
ბ) მზადება შუალედური გამოცდისთვის - 5 სთ;
გ) მზადება დასკვნითი გამოცდისთვის – 15 სთ.
დაშვების სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის
წინაპირობები
შინაარსი იხ. დანართი 1
სწავლება- ლექცია:
სწავლის – გონებრივი იერიში;
მეთოდი და – ვერბალური ანუ ზეპირი მეთოდი.
შესაბამისი ჯგუფში მუშაობა:
აქტივობები - დახურული ტესტი;
- ინდივიდუალური ტიპის წერითი სამუშაო;
- საშინაო დავალება;
- დისკუსია.
სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებისა და დასკვნითი
შეფასების ჯამს:
1.1. შუალედური შეფასება - 60 ქულა:
1.1.1. შუალედური გამოცდა - 20 ქულა;
1.1.2. მიმდინარე შეფასებები - 40 ქულა:
1.1.2.1. წერითი დავალება - 30 ქულა;
1.1.2.2. საშინაო დავალება- 5 ქულა;
1.1.2.3. დისკუსია -5 ქულა;
დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა

შეფასების კომპონენტები რაოდ შეფასე ქულა შეფასების შეფასების კრიტერიუმები


ცოდნის და მეთოდები ენობა ბა თა დრო
ჯამი
შეფასების
1. მიმდინარე შეფასებები 40 ქულა
ფორმები,
1.1. წერითი გამოკითხვები 35 ქულა
კომპონენტები,
წერითი დავალება 6 5 30 I-II სტუდენს ეძლევა თეორიული ან
მეთოდები და III-IV პრაქტიკული ხასიათის
კრიტერიუმები V დავალებები.
VI-VII
(იხილეთ შეფასების
VIII-X
XI– XII
კრიტერიუმებში)
XV-XVI
საშინაო დავალება 1 5 5 XIV იხილეთ შეფასების
კრიტერიუმებში
1.2.
ზეპირი გამოკითხვები 5 ქულა
დისკუსია 1 5 5 XIII იხილეთ შეფასების
კრიტერიუმებში
2. შუალედური 1 20 20 IX სტუდენტს ეძლევა თეორიული
გამოცდა კითხვები და 2 ამოცანა
განვლილი თემატიკიდან.
ამოცანების შეფასების
კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ
3. დასკვნითი 1 40 40 XVII-XX დასკვნითი გამოცდა ტარდება
გამოცდა კვირა ზეპირი ან წერითი ფორმით,
სტუდენტისთვის
ინდივიდუალურად ბილეთის
აგების საფუძველზე, რომელიც
მოიცავს თეორიულ საკითხს,
კითხვებსა და ოთხ ამოცანას,
განვლილი მასალის
თემატიკიდან. შეფასების
კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ
სულ: 100 ქულა

შეფასების კრიტერიუმები:

წერითი დავალების თეორიული საკითხების შეფასების კრიტერიუმები:


5 ქულა: პასუხის გამართული სტრუქტურა - 2 ქულა; ტერმინოლოგიის გამოყენების
სისწორე - 1 ქულა; დასმულ შეკითხვაზე პასუხის არგუმენტირებულად და
სრულყოფილად გაცემა - 2 ქულა.

წერითი დავალების პრაქტიკული საკითხების/ამოცანების შეფასების


კრიტერიუმები:
5 ქულა: დავალების/ამოცანის გაგება და ამოხსნის სწორი გზის/მეთოდის შერჩევა - 2
ქულა; დავალების/ამოცანის ამოხსნა - 2 ქულა; დავალების/ამოცანის გაფორმება და
პასუხის დაფიქსირება- 1 ქულა.

საშინაო დავალების შეფასების კრიტერიუმები:


5 ქულა: პრაქტიკული მაგალითი, სიტუაციური ამოცანა ამოხსნილია
სრულყოფილად. სწორადაა შერჩეული თეორიულ მასალაში ნასწავლი შესაბამისი
მეთოდი/მეთოდები. სტუდენტი მსჯელობს შესრულებული დავალების ირგვლივ და
გამოაქვს ლოგიკური დასკვნები. არ აქვს დაშვებული შეცდომები.
4 ქულა: პრაქტიკული მაგალითი, სიტუაციური ამოცანა ამოხსნილია
სრულყოფილად. სწორადაა შერჩეული თეორიულ მასალაში ნასწავლი შესაბამისი
მეთოდი/მეთოდები. სტუდენტი მსჯელობს შესრულებული დავალების ირგვლივ და
გამოაქვს ლოგიკური დასკვნები. აღინიშნება არაარსებითი შეცდომები.
3 ქულა: პრაქტიკული მაგალითი, სიტუაციური ამოცანა ამოხსნილია. სწორადაა
შერჩეული თეორიულ მასალაში ნასწავლი შესაბამისი მეთოდი/მეთოდები.. სტუდენტს არ
აქვს ჩამოყალიბებული ლოგიკური დასკვნები.
2 ქულა: პრაქტიკული მაგალითი, სიტუაციური ამოცანა არაა სრულად ამოხსნილი.
სწორადაა შერჩეული თეორიულ მასალაში ნასწავლი შესაბამისი მეთოდი/მეთოდები.
სტუდენტს არ აქვს ჩამოყალიბებული ლოგიკური დასკვნები.
1 ქულა: პრაქტიკული მაგალითი, სიტუაციური ამოცანა არაა ამოხსნილი.
სწორადაა შერჩეული თეორიულ მასალაში ნასწავლი შესაბამისი მეთოდი/მეთოდები.
სტუდენტს არ აქვს ჩამოყალიბებული ლოგიკური დასკვნები.
0 ქულა: დავალება არაა შესრულებული.

ზეპირი გამოკითხვის კრიტერიუმები:


5 ქულა: განსახილველ საკითხზე მსჯელობა - 2 ქულა; დასმულ შეკითხვებზე
სრულყოფილი და არგუმენტირებული პასუხი -2 ქულა, ტერმინოლოგიის სიზუსტე - 1
ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა:


 შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 21 ქულა,
ხოლო დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20 ქულა;

სტუდენტის საბოლოო შეფასება:


 სტუდენტს სასწავლო კურსი ათვისებულად ჩაეთვლება, თუ ის მიიღებს ერთ-ერთს
შემდეგი დადებითი შეფასებებიდან: ა) (A) ფრიადი - 91 ქულა და მეტი; ბ) (B)
ძალიან კარგი - 81-90 ქულა; გ) (C) კარგი - 71-80 ქულა; დ) (D)
დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა; ე) (E) საკმარისი - 51-60 ქულა.
 უარყოფითი შეფასებებია: (FX) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულის მიღების შემთხვევაში
სტუდენტს უფლება ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ კიდევ გავიდეს.
(F) ჩაიჭრა - 40 ქულის ან ნაკლების მიღებისას სტუდენტს საგანი თავიდან აქვს
შესასწავლი.
სწავლის ცოდნა და გაცნობიერება
შედეგები - სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის თეორიის ცოდნის საფუძველზე
აყალიბებს ძირითად ცნებებსა და კატეგორიებს;
- ფლობს ცოდნას სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების
ანალიზისათვის სტატისტიკური მეთოდების სწორად გამოყენების შესახებ;
- აცნობიერებს სტატისტიკის კომპლექსურ საკითხებს.
უნარი
- სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების შესახებ მონაცემების
მოპოვების, თავმოყრის, დაჯგუფების, შერჩევისა და შეფასების უნარი
სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით;
- კვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტაციის უნარი;
- სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, მიღებული
შედეგების შედარების, სინთეზის, განზოგადებული დასკვნების გაკეთებისა და
გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების განვითარების შესაძლო
მომდევნო დონეების განსაზღვრისა და პროგნოზების წარმოების უნარი;
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შედარებისა და ანალიზის
მიზნით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
- შეუძლია კომპლექსური საკითხების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების
ძიება, მათ შორის კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, ახალი
ინფორმაციის მიღება და დამუშავება, სიტუაციური ანალიზი, პროგნოზი და
შესაბამისი დასკვნების გაკეთება;
- შეუძლია შეაფასოს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები და ამის
საფუძველზე დამოუკიდებლად გააგრძელოს პროფესიული განვითარება;
- ითავისებს რა სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების სტატისტიკური კვლევისა
და ანალიზის მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგის გავლენის
პასუხისმგებლობას საზოგადოებაზე, მაქსიმალურად ამცირებს სუბიექტივიზმის
წილს დასკვნების გაკეთებისას.
ძირითადი 1. ბ. გაბიძაშვილი ,,სტატისტიკა ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში” ,თბ.
ლიტერატურა 2011წ.
2. მ. ხმალაძე ,,სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში”, გამომცემლობა ,,მერიდიანი“,
თბილისი 2013.
3. თსუ, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა, სტატისტიკა
ეკონომიკისა და ბიზნესისათვის-2, თბ. 2017.
https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/Stat2.pdf
4. აბესაძე ნ. ქინქლაძე რ. ჩიტალაძე ქ. სტატისტიკა ტურიზმისათვის,
სახელმძღვანელო,თბ.2018.
https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/statistika.pdf
5. ს.გელაშვილი, ზ.შონია, რ. ქინქლაძე ,,სოციალური სტატისტიაკა“ სალექციო
კურსი, 2020
6. ს.გელაშვილი ,,ეკონომიკური პროცესების სტატისტიკური პროგნოზირება”, თბ.
2012წ.
დამხმარე 7. ბ. გაბიძაშვილი ,,სტატისტიკის მოკლე კურსი ”, თბ. 1998წ.
ლიტერატურა 8. ბ. გაბიძაშვილი ,,პოპულარული სტატისტიკა ეკონომიკაში , ბიზნესსა და მენეჯმენტში ”, თბ.
2008წ.
9. მ. ხმალაძე ,,დემოგრაფია ” თბ. 2009წ.
10. Назаров М.Г., Курс социально-экономической статистики, учебник, Москва,
Финстатинформ, 2002
11. მუჩიაშვილი მ. გელაშვილი ს. მაისურაძე ი. მაკროეკონომიკური სტატისტიკა ,
HTTPS :// WWW . TSU . GE / DATA / FILE _ DB / ECONOMIST _ FACULTY / MAKRSTAT . PDF 2018 წ .
12. ბ. გაბიძაშვილი ,,ფისკალური სტატისტიკა “, თბ.2004 წ.
13. ნ.ასლამაზიშვილი , საერთაშორისო ბიზნესის სტატისტიკა , ლექციების კურსი, თბ.2020
დანართი 1
შინაარსი

კვირა თემა საათების რაოდენობა


ლექ ჯგ. მუშ
I ეკონომიკისა და ბიზნესის სოციალურ- 2 2
დემოგრაფიული გარემოს სტატისტიკა
II ეკონომიკისა და ბიზნესის სოციალურ- 2 2
დემოგრაფიული გარემოს სტატისტიკა
III მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკა 2 2
IV შრომის ბაზრის სტატისტიკა 2 2
V ეროვნულ ანგარიშთა სისტემა 2 2
VI მაკროეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებელთა 2 2
სისტემა
VII ეროვნული სიმდიდრის სტატისტიკა 2 2
VIII საბაზრო კონიუქტურის სტატისტიკა 2 2
IX შუალედური გამოცდა 1
X საბაზრო კონიუქტურის სტატისტიკა 2 2
XI სახელმწიფო ფინანსებისა და ფასების სტატისტიკა 2 2
XII საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა 2 2
სტატისტიკა
XIII საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა 2 2
სტატისტიკა
XIV სოციალურ-ეკონომიკური პროცესების 2 2
სტატისტიკური პროგნოზირება
XV სოციალურ-ეკონომიკური პროცესების 2 2
სტატისტიკური პროგნოზირება
XVI ტიპიური ამოცანების ამოხსნა განვლილი მასალის 1
შეჯამების მიზნით
XVII-XX დასკვნითი გამოცდა 2

You might also like