You are on page 1of 25

სამთო ტურიზმი და

ალპინიზმი
თინათინ მოსიაშვილი
2014
„ეს მწვერვალია... მაშ მიზანი მიღწეულია...
აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის
შრომა და მზადება ასე ბრწყინვალედ დაგვირგვინდა!
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...
შეშლილებივით ვაშას ვიძახდით, ვყვიროდით,
ვიცინოდით...
როგორ აღვწერო ადამიანის სულიერი მდგომარეობა
მიუწვდომელი მწვერვალის მიღწევის დროს. ეს ხომ
სრულიად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ის გაიგებს,
ვინც თვითონ ყოფილა ასეთ წუთებში. უძლეველი
სიძლიერისა და სიამაყის გრძნობა მთელ არსებას
იტაცებს“, - ასე აღწერდა მყინვარწვერზე ასვლით
გამოწვეულ უდიდეს განცდას ქართული ალპინიზმის
ფუძემდებელი გიორგი ნიკოლაძე.
მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი —
მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,
ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური,
ბოლო ამოფრქვევა დაახლ. ძვ. წ. 750 წ.
ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდორაკი და
სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი
მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს
ორმაგი კონუსის ფორმა.
მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია.
პირველი ასვლა 1868 წ. ინგლისელებმა დუგლას
ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა. მანამდე,
იოსებ მოხევე, მღვდელი "ნებითა ხვთისა აღვიდა მყინვარის
მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა"…. (იოანე ბატონიშვილი,
"კალმასობა". 1813-1928 წ.წ.)
მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან
3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური
სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის
მოწყობილი.
ალპინიზმის დასაბამად ჩვენში ითვლება გიორგი ნიკოლაძის და
ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით 1923 წლის 28
აგვისტოს და 3 სექტემბერს განხორციელებული ასვლები
მყინვარწვერზე. დღეს ალპინიზმი სპორტის ეროვნულ სახეობად
ითვლება.
გიორგი ნიკოლაძის ექსპედიცია მყინვარწვერზე უმეტესწილად თსუ
სტუდენტებით და თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული.
მწვერვალს 18 - მა მიაღწია და მათ შორის ხუთმა ქალმა. ეს იყო
რეკორდი, როგორც მასობრიობის თვალსაზრისით, ასევე
მწვერვალზე ერთდროულად 5 ქალია ასვლითაც.
საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის პირველი სამეცნიერო
ექსპედიციიდან, რომელსაც ალექსანდრე დიდებულიძე
ხელმძღვანელობდა, მწვერვალზე (3 სექტემბერი) ექსპედიციის 7
წევრი ავიდა. მათ შორის ალექსანდრა ჯაფარიძემ. შემდგომში
ლეგენდარული მთამსვლელმა ქალმა, ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად
კავკასიონის მრავალი მწვერვალი დალაშქრა და ქალთაგან პირველი
იყო, ვინც მრისხანე უშბაზე (სამხრეთ მწვერვალი) პირველმა შედგა
ფეხი
ალპინიზმი — სპორტისა და აქტიური დასვენების ერთ-
ერთი სახეობა. მის მიზანს წარმოადგენს მთების
მწვერვალზე ასვლა. ალპინიზმის სპორტული არსი
მდგომარეობს მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე
ბუნებრივად წარმოწობილი წინაღობების (სიმაღლე,
რელიეფი, ამინდი) გადალახვაში.
თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად ითვლება 1786
წელი, როდესაც შვეიცარიელი გლეხი ჟაკ ბალმა და
ფრანგი ექიმი მიშელ-გაბრიელ პაკარი სპორტული
მიზნით ავიდნენ მონბლანზე (4807 მ). ერთი წლის შემდეგ
მონბლანზე ავიდა შვეიცარიელი ნატურალისტი და
ფიზიკოსი ორას ბენედიქტ დე სოსიური და
მწვერვალზე მეტეოროლოგიური, გეოლოგიური და
გლაციოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა.
ჟაკ ბალმასა და პაკარის მონბლანზე ასვლის შემდეგ
ალპინიზმი სწრაფად განვითარდა, შეიქმნა მთასვლელთა
გაერთიანებანი - ალპური კლუბები.
საკმაოდ ცნობილია ქართული ალპინისტური სკოლაც.
ქართველმა ალპინისტებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს,
თუმცა იყო მსხვერპლიც.
ცნობილი ქართველი ალპინისტები იყვნენ: ალექსანდრე,
სიმონ და ალექსანდრა ჯაფარიძეები, იოსებ ასლანიშვილი,
მიხეილ ხერგიანი, ილიკო ბაბლიანი, სერგო ბარლიანი,
გურამ თიკანაძე, ირაკლი გელდიაშვილი....

საბედნიეროდ, დღესაც ძალიან ბევრი ასაკოვანი ადამიანი


თუ ახალგარდა დადის მთებში.
ჭაუხები
თეთნულდი
უშბა
მსოფლიოს ცნობილი
მწვერვალები
ევერესტი, ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, საგარმატხა — უმაღლესი მთა 8.848
მეტრიანი პიკით, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე.
პირველად დალაშქრეს 1953 წ. 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის
წევრებმა ტენცინგ ნორგეიმ ( ნეპალი, შერპა) და ედმუნდ ჰილარიმ (ახალი
ზელანდია).
K2, ასევე ჩოგორი —
დიდი მთა,
გამარტ. ჩინ. 乔戈里峰
სიმაღლით მეორე
მწვერვალი ევერესტის
შემდეგ. მისი სიმაღლე
8 611 მეტრია ზღვის
დონიდან. მდებარეობს
პაკისტანში
(ტახკორღანის
ტაჯიკური
ავტონომიური ოლქი)
და ყარაყორუმის
მთათა სისტემა,
ჰიმალაის
დასავლეთით.
კანჩენჯანგა — მთიანი მასივი ჰიმალაიში, ნეპალისა და ინდოეთის
საზღვარზე. მასივის მთავარი მწვერვალის სიმაღლეა 8586 მ და ის
მსოფლიოში სიმაღლით მე-3 მწვერვალია.
აკონკაგუა - მწვერვალი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინის ანდებში
სიმაღლე 6960 მ (უმაღლესი მწვერვალი დასავლეთ და სამხრეთ
ნახევარსფეროში).
პირველად ავიდა ედუარდ ფიცჯერალდის ექსპედიცია 1897 წელს.
მაკ-კინლი (ინგ. McKinley; ზოგჯერ დენალი) — ჩრდ.
ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, ალასკის ქედზე. მისი სიმაღლეა
6193 მ. სახელი დაერქვა აშშ-ს 25-ე პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის
პატივსაცემად.
კილიმანჯარო — ვულკანური წარმოშობის მთა ჩრდილო–აღმოსავლეთ
ტანზანიაში, აფრიკის უმაღლესი პიკი (უჰურუს/კიბოს პიკი, 5.895 მ). ეს არის
უზარმაზარი სტრატოვულკანი, ამჟამად არააქტიური, გაზის ამომშვები
კრატერებით, რომლის მთავარი ამოსასვლელი მდებარეობს მწვერვალ კიბოზე
(ასევე უჰურუ).
პირველი ასვლა 1889 წელს (ჰანს მაიერი, ლუდვიგ პულჩელერი, იოჰანეს ლაუვო)
მონბლანი (ფრ. Mont Blanc, იტ. Monte Bianco, სიტყვასიტყვით
„თეთრი მთა“) — მასივი და ამავე სახელწოდების მწვერვალი
დასავლეთ ალპებში, იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე,
ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპაში (4808 მ) და მე-11
მსოფლიოში. მასივის სიგრძეა 50 კმ.
იალბუზი (რუსულად - Эльбрус,
ყაბარდოულად - Ошхомахо, ბალყარულად -
Мингитау) — კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი,
დაახლ. 2000 წლის წინ ჩამქრალი
სტრატოვულკანი. მდებარეობს გვერდით
ქედზე, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-
ჩერქეზეთს შორის, რუსეთის ფედერაციის
ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან.
მე-11-20 საუკუნეებში იყო საქართველოს
ტერიტორიაზე. აქვს დასავლეთი (5642 მ) და
აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები.
პირველი ასვლა 1874 წ. ჯგუფი კროუფორდ
გრუვის მეთაურობით
ფუძისანი, მთა ფუძი, ან რომაჯის მიხედვით
აგრეთვე ფუჯის მთა (იაპონურად 富士山 [ɸɯʥisaɴ])
— ყველაზე მაღალი მთა იაპონიაში, ზღვის დონიდან
სიმაღლე 3776 მეტრია და მდებარეობს ქვეყნის
მთავარ კუნძულ ჰონსიუზე ([Honshū] ჰონშუ )
ტოკიოს ჩრდილოეთით.
მძინარე სტრატოვულკანი, ბოლო ამოფრქვევა 1707 წ.
ფუძის მთა წარმოადგენს იაპონიის ერთ-ერთი
მთავარ ეროვნულ სიმბოლოს.
პირველი ასვლა 663 წ. უცნობი მღვდელი.

You might also like