You are on page 1of 25

search

აჭარა

All Images Videos


Search აჭარა Back to results

აჭარა, საქართველო სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან


გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი
საქართველოს ისტორიულ-
უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს — აჭი.
გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე
შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება
აჭარისწყლის ხეობაში.
უკავშირდება „ჭანს“ და ნიშნავს „საჭანოს“
Search აჭარა ა Back to results

მთიანი აჭარა

მტირალას ეროვნული
პარკი

აჭარა, ბათუმი ხიხანის ციხე


Search აჭარა Back to results
search
რატომ უნდა მოვინახულოთ
აჭარა

All Images Videos


Search რატომ უნდა მოვინახულოთ აჭარა Back to results

აჭარის შესახებ
აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული
მხარეა, რომელიც...

რა ვნახოთ
რავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე აჭარაში
ბევრი საინტერესო...

კულტურა-კულტურული ძეგლები
საინტერესო კულტურისა და ტრადიციების
მქონე აჭარაში ვხვდებით...

ბუნება
აჭარის ბუნება გამოირჩევა...
Back to results

აჭარა საქართველოს ისტორიულ-


გეოგრაფიული მხარეა, რომელიც
მდინარე აჭარისწყლის ხეობაში
მდებარეობს. აჭარის ტერიტორია დიდ
ისტორიას ინახავს, ეს მხარე უძველესი
დროიდან ყოფილა დასახლებული.
სხვადასხვა პერიოდის კულტურული
ძეგლების გარდა აჭარაში ულამაზესი
ბუნებაცაა, მზიანი ზღვის სანაპიროები,
სიმწვანე და ძალიან საინტერესო აჭარის
მთიანეთი. მთიან სოფლებში, რომლებიც
ჯერ კიდევ შორს არის თანამედროვე
ცივილიზაციის აურზაურისგან, გაეცნობით
ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ
ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას. აჭარა
შესანიშნავი მხარეა, როგორც ხმაურიანი
გართობის, შოკოლადისფერი ნამზეურის
და ფერადოვნების მოყვარულთათვის,
ასევე სიმშვიდის და ბუნების წიაღში
ჰარმონიის მაძიებელთათვისაც.
Back to results
მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე მახინჯაურ ბეშუმი კვარიატი
აჭარაში ბევრი საინტერესო ძეგლია ი
შემორჩენილი. აქ გვხვდება ქვის ხანის
სადგომები, ბრინჯაო-რკინის და
ანტიკური ხანის ძეგლები (მაგ.: გონიოს
ციხე და თხილვანის მენჰირი) და
შუასაუკუნეების ტაძრები,
ციხესიმაგრეები და ხიდები, რომლებიც
სხვადასხვა დროს მრავალი
საინტერესო მოვლენისა და ისტორიის
მომსწრენი გამხდარან. გოდერძი გონიო ბათუმი
თვალწარმტაცი და
მრავალფეროვანია აჭარის ბუნებაც.
მოლივლივე ზღვა, ულამაზესი ხეობები,
ჩანჩქერები თუ ალპური მდელოები
ნამდვილად მოგხიბლავთ. აჭარაში 4
დაცული ტერიტორიაა და თითოეული
ინდივიდუალური ხასიათით და
ენდემური ჯიშებით ხასიათდება. აჭარა
ასევე მდიდარია ზღვისპირა და მთის
კურორტებით.
Back to results
Back to results
Back to results
Back to results
Back to results
Back to results
საინტერესო კულტურისა და ტრადიციების მქონე აჭარაში
ვხვდებით სხვა რეგიონებისგან მკვეთრად განსხვავებულ
ჩაცმულობას, სამზარეულოსა თუ ფოლკლორს. ეს მხარე
ფერადოვნებით გამოირჩევა.
აჭარელი მამაკაცის სამოსი-ჩაქურა მოკლე და ტანზე
მომდგარი იყო. ჩოხა წელს ქვემოთ ოდნავ სცდება და
ჩატანებულია შალისავე ძიგვაში. ჩოხას ქვემოდან ზუბუნს
(სახელოებიანი ჟილეტი) ატარებდნენ. ფეხებზე
ადგილობრივი მოქსოვილი ძალზე სქელი და ჭრელი
წინდები ეცვათ და წინდებზე კი ჩაფულა (ქალამანი). თავზე
ყაბალახი ეხურათ. ზოგი ზაფხულობით სირმა შემოვლებულ
ჩოხას და შავი სატინის ზუბუნსს და ძიგვას ატარებდა.
აჭარული ტანსაცმლის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა
იარაღი – თოფი, წელზე გარშემო სავაზნე, მოვერცხლილი
დამბაჩა, საჯაყვე, სატევარი და მათარა. ქალებს ეცვათ
ქათიბის მსგავსი ჩითის ხირხა, დაბამბული ან უბამბო,
სეზონის მიხედვით. ხირხას ქვემოთ ატარებდნენ კაბას, კაბის
ქვემოთ - ალისფერი ჩითისგან შეკერილ პერანგს და
შარვალს. თავზე სემოკრული ჰქონდათ იაზმა, ზემოდან
ლეჩაქი, რომლის ერთი ბოლო წელამდე იყო დაშვებული,
სახეზე თხელი მანდილი - ფეჩა ჰქონდათ ჩამოფარებული. ამ
ყველაფრის ზემოდან გადაფარებული ჰქონდათ თეთრი
ჩადრი.
აჭარას
მრავალფეროვანი
ფოლკლორი აქვს.
მხიარული შაირობა,
საბრძოლო,
შემართებული „ხორუმი“
თუ ენერგიული,
სატრფიალო „განდაგანა“
მკვეთრად გამოხატავს ამ
მხარის იდენტობასა და
ხასიათს.
აჭარული სამზარეულო მსუყე და ყუათიანია, აქტიურად
იყენებენ რძის ნაწარმს: ერბოს, კარაქს, ნადუღს, ხაჭოს, ყველს
და ა.შ. დაუღალავად მშრომელ და მოფუსფუსე გლეხს
ნოყიერი საკვებიც სჭირდებოდა. ადგილობრივი კერძებიდან
გამორჩეულია აჭარული ხაჭაპური, ბორანო, იახნი,
ფხალლობიო, აჩმა სინორი და ყურუთი. ტკბილეულიდან კი
განსაკუთრებით გემრიელია აჭარული ბაქლავა.
აჭარაში მევენახეობის ტრადიციაც უძველესი დროიდან მოდის. ადგილობრივი
ვაზის ჯიშების რაოდენობა 80 ერთეულს აღწევდა. დღესდღეობით რეგიონში
ყველაზე გავრცელებული ჯიშებია ცოლიკაური და ჩხავერი. დღემდე შემორჩენილ
ადგილობრივ ჯიშთაგან ყველაზე ცნობილია საწური. რეგიონში ასევე
გავრცელებულია მეთამბაქოეობა და მეფუტკრეობა. Back to results
კინტრიში

ეროვნულ
ი პარკი
მტირალა

ეროვნულ
ი პარკი
მწვან

ტბა
მ ჩ
ი ა
რ ნ
ვ ჩ
ე ქ
თ ე
ი რ
ს ი
სხალთის
მონასტერ











მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like