You are on page 1of 12

ალასკა- ამერიკის „უკიდურესი საზღვარი“

შენიშვნა: საინფორმაციო ტექსტი თარგმნილია და მომზადებულია საიტის

https://www.readinga-z.com/ -ის გამოყენებით.

ელენე ჯაჯანიძე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალასკაზე!

ალასკა ამერიკის კონტინენტის პირველი დასახლებული ნაწილია. ალასკაზე ათასეული

წლების წინ აბორიგენი ტომები ცხოვრობდნენ, ვიდრე აქ ევროპელი ხალხი მოვიდოდა და

დასახლდებოდა.

1887 წელს ციმშიანის ტომი ბრიტანეთის კოლუბიიდან

გადასახლდა ალასკაზე და დაარსა ქალაქი

მეტლაკატლა. ციმშიანის ტომის მსგავსად ალასკას

ტერიტორიაზე დასახლდნენ ჰაიდასა და ტლინკიტის

ტომებიც. 18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის

შუა წლებში სამივე ტომის ხალხმა დაავადება

„ყვავილი“ გადაიტანა. „ყვავილი“ მძიმე ინფქციური

დაავადება იყო და უმეტეს შემთხვევაში ადამიანების

სიკვდილით მთავრდებოდა. ყვავილის გავრცელებამ მკვიდრი

მოსახლეობის რაოდენობა შეამცირა.

ალასკაზე მე-17 საუკუნიდან პირველი რუსული დასახლება

გაჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ 1648 წელს რუსი მკვლევარი

სემინ დეჟინოვის ექსპედიციის ნავები შტორმის გამო მიადგნენ

ალასკას. მათთვის დიდი სიურპრიზი იყო აქ დასახლებების

აღმოჩენა. თუმცა მეორე მოსაზრების მიხედვით, ალასკას პირველი

რუსული საზღვაო ფლოტი 1741 წელს ესტუმრა. ფლოტის

წევრები რამდენიმე ხანს ალასკაზე დარჩნენ, უკან კი ზღვის

წავების ბეწვებით დაბრუნდნენ. რუსეთში ჩატანილი წავის ბეწვი


ყველაზე ნაზ და ძვირადღირებულ ბეწვად შეაფასეს. ამის შემდეგ

ბეწვეულით მოვაჭრეებმა აქტიური მიმოსვლა დაიწყეს ალასკაზე.

ციმშიანის ტომი. ჩაის წვეულება.

ჰაიდას ტომი მდინარე იუკონის ნაპირზე

მუდმივი ევროპული დასახლებები ალასკაზე კი 1784 წლიდან გაჩნდნენ.

1867 წელს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გამართა მოლაპრაკება რუსულ

მხარესთან ალასკის ყიდვის შესახებ და ამავე წელს რუსეთმა ალასკა ამერიკას 7, 2 მილიონ

აშშ დოლარად მიყიდა. დღეს ალასკა ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაშია.

ალასკას მრავალფეროვანი ბუნება

მყინვარები

ალასკაზე დაახლოებით 100 000

მყინვარია. ყველაზე დიდი მყინვარს

მალასპინა ჰქვია. მისი ფართობი 850

კვადრატული მილია. მყინვარებს

ალასკას მთლიანი ფართობის 5%

უკავია.

ტლინკიტები ტრადიცულ სამოსში ეროვნულ დღესასწაულზე. ალასკა, ამერიკა

მყინვარი მალასპინა

მწვერვალები

ალასკაზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი მწვერვალი-დენალი (ადრე ამ

მწვერვალს მაკ-კინლის მთასაც უწოდებდნენ). 2013 წლის მონაცემებით დენალის

ოფიციალური სიმაღლე ზღვის დონიდან 6168 მეტრია. „დენალი“ ინდური წარმოშობის

სახელია და ნიშნავს „საუკეთესოს“.


ტბები და მდინარეები

ალასკაზე 3000-ზე მეტი მდინარე და

სამ მილიონზე მეტი ტბა

მდებარეობს. ალასკას ყველაზე

გრძელი მდინარეა იუკონი, მისი

სიგრძე 3 190 კილომეტრს შეადგენს.

მდინარე იუკონი განსაკუთრებით

ცნობილი გახდა მე-19 საუკუნეში

ამრიკული „ოქროს-ციებ ცხელების“

დაწყების შემდეგ.

მწვერვალი დენალი (მაკ კინლის მთა).

6168 მეტრი ზღვის დონიდან

მდინარე იუკონი.

ვულკანები

ალასკაზე 70-ზე

მეტი მიძინებული

ვულკანია. მე-20

საუკუნეში

ყველაზე ძლიერი

ამოფრქვევა 1912

წელს მოხდა,

როდესაც

ვულკანი

ნოვარუპტა
ამოიფრქვა.

ამოფრქვევის

შედეგად

წარმოიქმნა ხეობა,

რომელსაც “ათი

ათასი კვამლი“ (Valley of Ten Thousend Smokes) უწოდეს. დღეს ეს ხეობა კატმაის ეროვნული

პარკის ტერიტორიას ეკუთვნის.

ტრანსპორტი ალასკაზე

ალასკაზე მცხოვრები

ადამიანებისათვის თვითმფრინავით

სარგებლობა ცხოვრების ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი ნაწილია. ალასკას 6-

ჯერ უფრო მეტი მფრინავი და 14-ჯერ

უფრო მეტი თვითმფრინავი ჰყავს,

ვიდრე დანარჩენ შეერთებულ შტატებს

ერთად. ალასკას ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, 1996

წელს ალასკას ყოველი 58

მცხოვრებიდან ერთ ადამიანს მფრინავის ლიცენზია ჰქონდა.

გარდა თვითმფრინავებისა, ალასაკაზე ასევე ძალიან პოპულარული ტრანსპორტია

თოვლმავალი. თანამედროვე თოვლმავალმა მანქანამ ალასკაზე ტრადიციული მარხილები

ჩაანაცვლა, რომელშიც ადრე ძაღლები იყვნენ შებმულები.

ხეობა „ათი ათასი კვამლი“. კატმაის ეროვნული პარკი

თოვლის მარხილის ძაღლები

ალასკა გეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანი შტატია და აქ სხვადასხვა

რეგიონში სხვადასხვა ტრანსპორტია პოპულარული. მაგალითად, საზღვაო სატრანსპორტო

სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაპიროსთან ახლოს მდებარე

დასახელებებისათვის. ალასკის საზღვაო სატრანსპორტო სისტემა ერთმანეთთან ალასკის


28 ქალაქს აკავშირებს. გარდა საკუთარი ავტომობილებისა ალასკაზე გადაადგილების კიდევ

ერთი ალტერნატივა არსებობს. ეს მატარებლით მოგზაურობაა.

ადგილობრივი ტომების კულტურა

ალასკას ადგილობრივი ტომების

ტრადიცული კულტურა ძალიან

მრავალფეროვანია. ადგილობრივი

ტომები საკუთარ ისტორიას, ცხოვრების

წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს გარდა

ზეპირსიტყვიერი გადმოცემისა,

ხელოვნების სხვადასხვა ფორმებითაც

ავრცელებდნენ. თუმცა, ადგილობრივი

ტომებისათვის ხელოვნებას ესთეტიურ

და ინფორმაციულ ღირებულებასთან

ერთად გამოყენებითი ხასიათიც ჰქონდა.

ისინი ისეთ ნივთებს ამზადებდნენ,

რომელთაც შემდეგ ყოველდღიური საქმიანობის დროს იყენებდნენ. ხელოვნების ნიმუშებად

სწორედ მათი საყოფაცხოვრებო ნივთები დარჩა. ადგილობრივი ტომები ყოველდღიური

გამოყენების ნივთებზე ხატავდნენ და აჩუქურთმებდნენ სხვადასხვა სულიერი და

ფიზიკური აქტივობის გამომსახველ სცენებს. მე-17 საუკუნეში, როდესაც ევროპასთან

ეკონომიკური ურთიერთობები დაიწყო ადგილობრივი ტომების მიერ დამზადებული

დეკორატიული და ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთები გასაყიდად გაიტანეს. სწორედ

ასე გადაიქცა ადგილობრივი ტომების მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები

ხელოვნების ნიმუშებად. ადგილობრივ ტომებსაც განსახვავებული ტრადიციები და

განსხვავებული ნივთები ჰქონდათ.

ესკიმოსების საყოფაცხოვრებო ნივთები

ესკიმოსები ქმნიდნენ უფრო მეტად გამოყენებად ნივთებს, როგორიცაა ჯამები, ისრები,

კოვზები, თოკები, ქამრები და ტრადიციული ტანსაცმელი. ისინი მასალას ადგილობრივად


მოიპოვებდნენ და ამზადებდნენ. ასეთი მასალები შესაძლოა ყოფილიყო: თევზის კანი, ირმის

ტყავი, პოლარული დათვის ბეწვი, სპილოს ძვალი და სხვ.

ესკიმოსების კულტურა. დაწნული კალათა, ადრეული მე-20 საუკუნე. ალასკა.

ცეკვა ნიღბებით ზამთრის გრძელ ღამეებში

იუპიკების ტომი ტრადიციულად ამზადებდა

ნიღბებს. ნიღბები ძირითადად ხის მასალისგან

მზადდებოდა და ტრადიციული

ცერემონიებისათვის იყენებდნენ, ხოლო

ცერემონიის დასრულების შემდეგ კი, როგორც

წესი, ნიღბებს ანადგურებდნენ. იუპიკები

თვლიდნენ, რომ ნიღბების ტარებას ნადირობის

დროს ადამიანისათვის იღბალი და წარმატება

მოჰქონდა. ზამთრის დღესასწაულებზე ხშირად

ეწყობოდა ცეკვის საღამოები. ასეთ საღამოებზე

იუპიკები სხვადასხვა საინტერესო ამბებსაც

უყვებოდნენ ერთმანეთს და ეს ამბები თაობიდან

თაობას გადაეცემოდა. ცეკვის საღამოებზე

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნიღბების

ტარება. მოცეკვავეები სხვადასხვა ფორმისა და

ზომის ნიღბებით იმოსებოდნენ და ზამთრის

გრძელ, ბნელ ღამეებს

მხიარულად ატარებდნენ. ნიღბებით ცეკვის ტრადიცია იუპიკების სოფლებში ალასკაზე

ქრისტიანობის გავრცელებამდე გრძელდებოდა.

ტოტემები გვიყვებიან ამბებს

ტლინკიტების კულტურაც ტომის ყოველდღიურ ცხოვრებას

ასახავდა. ტლინკიტების ტომი ამზადებდა ტანსაცმელს,

კანოეებს, ტოტემებსა და ორნამენტებს. ორნამენტების


გამოსაყვანად დანებს იყენებდნენ. აჩუქურთმებდნენ ნიჟარებს,

ქვებსა და ძვლებს. ორნამენტებისათვის მასალას თვითონ

ხელოვანი ირჩევდა. განსაკუთრებით ხშირად ორნამენტები ხის

მასალაზე გამოჰყავდათ. თუმცა ხანდახან თხის ან ცხვრის

ძვლებსაც აჩუქურთმებდნენ. ტლინკიტები ტოტემებისა და

კანოეების გასაკეთებლად უმეტესად კედრის ხეს იყენებდნენ,

განსაკუთრებით პოპულარული ყვითელი და წითელი კედარი

იყო.

საცეკვაო ნიღაბი ალასკის სოფ.კუშუნაკიდან.

არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მუზეუმი,

ჰარვარდის უნივერსიტეტი.

ტოტემა (ტლინკიტების კულტურა) ალასკას ადგილობრივ

ტომებსა და რუსეთის არმიას შორის შეტაკებაში დაღუპულთა

მოსაგონებლად. სიტკას ეროვნული ისტორიული პარკი

კედრის ხეს ტლინკიტები

განსაკუთრებულ მნიშვნელობას

ანიჭებდნენ. მხოლოდ ამ ხისგან

ამზადებდნენ სამზარეულოს

ჭურჭელს, რადგან თვლიდნენ,

რომ კედარი სუფთა ხე იყო და

მისი არომატი არ გადადიოდა

საკვებზე.

ტლინკიტების ისტორია, როგორც სხვა ადგილობრივი ტომების უმთავრესად

ზეპირსიტყვიერ გადმოცემებსა და მათგან დამზადებულ ნივთებშია ასახული. ამ მხრივ,

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტლინკიტების ტოტემებია. ტოტემები გვიყვებიან

ტლინკიტების ისტორიას. თითოეულ ტოტემაზე გამოსახულია ოჯახებისა და გვარებისათვის

დამახასიათებელი ნიშნები, ხოლო სიმბოლოებით კი გამოხატულია მათი ამბები.


ალასკას ყველაზე დიდი ქალაქები

ანკორიჯი - 298,695 მოსახლე (2015). ანკორიჯში მდებარეობს საერთაშორისოაეროპორტი

და ალასკას უმნიშვნელოვანესი ნავსადგური. ანკორიჯი ცნობილია მუზეუმებითა და

საგანმანათლებლო დაწესებულებებით. ქალაქში მდებარეობს ალასკას ეროვნული

მემკვიდრეობის უდიდესი მუზეუმი, რომელსაც ყოველწლიურად უმარავი მნახველი

სტუმრობს. მუზეუმში დაცულია ალასკას უძველესი ადგილობრივი მოსახლეობის

კულტურისა და ყოფის ამსახველი ნიმუშები. ანკორიჯი ცნობილია თავისი ზოოპარკით,

რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ზოოპარკი ათი ჰექტარის სიდიდის

ფართობზეა გაშენებული და გამორჩევა სილამაზითა და ბინადრების მრავალფეროვნებით.

ფერბენკსი - 32,469 მოსახლე (2014). ქალაქში

მდებარეობს ფერბენკსის უნივერსიტეტი,

რომელიც უძველესი უნივერსიტეტია მთელს

ალასკაზე. ქალაქს სახელი ეწოდა აშშ-ს ვიცე

პრეზიდენტის ჩარლზ ფერბენკსის პატივსაცემად.

ქალაქი ანკორიჯი

ჯუნო - 32,167 მოსახლე (2011).

ჯუნო ალასკას შტატის

დედაქალაქია. ეს ქალაქი

ყოველწლიურად მასპინძლობს

ალასკას ფოლკლორულ

ფესტივალს, ჯაზისა და კლასიკის

ფესტივალებსა და ალასკას

ეროვნულ-კულტურული

ფესტივალის ბიენალეს. ჯუნო,

ცნობილი მხატვრების, რიე

მუნიოსისა და ჯეიმს შოპერტის


მშობლიური ქალაქია.

ოქროს ციებ-ცხელება ალასკაზე

1848 წელს ამერიკის შეერთებული

შტატების დასავლეთ ნაწილისკენ

უამრავი ადამიანი დაიძრა მსოფლიოს

თითქმის ყველა ქვეყნიდან. ამერიკაში

ხალხი ოქროს მოსაპოვებლად

მიემგზავრებოდა. ამბობენ, რომ

პირველი ოქროს ნაჭერი კალიფორნიაში

ერთმა დურგალმა, მდინარის ნაპირზე

აღმოაჩინა. სწორედ ამ დროიდან გავრცელდა მითქმა-მოთქმა, რომ ამერიკის მდინარეები

სავსე იყო ოქროთი. ამ პერიოდისათვის ალასკას ტერიტორიების უმეტესობა რუსეთის

მფლობელობაში იყო. მითქმა-მოთქმამ, რომ ალასკაზეც მოიპოვებოდა ოქრო, გამოიწვია შიში,

რომ ალასკასაც მოაწყდებოდა უცხოელი ოქროს მაძიებლების აურაცხელი რაოდენობა და

შესაძლოა ეს იყო კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, რომ ალასკა 1867 წელს რუსეთამ ამერიკის

შეერთებულ შტატებს მიყიდა. გაყიდვის შემდეგ, მართლაც ბევრი ოქროს მაძიებელი

დაიძრა ალასკის მიმართულებით. ოქროს ძირითადად კლონდაიკის რეგიონში

მოიპოვებდნენ, მდინარე იუკონის სანაპიროებზე. ოქროს მაძიებლებს თავიდან ოქროს

მოპოვების არავითარი გამოცდილება და არც საჭირო ინვენტარი გააჩნდა. მათ მხოლოდ ხის

საცრები და დაწნული ბადეები ჰქონდათ. თუმცა ნელ-ნელა ოქროს მოპოვების ტექნიკა

დაიხვეწა და ხის ბადეები სპეციალურმა ჰიდრავლიკურმა დანადგარებმა ჩაანაცვლა.

ალასკაზე ოქროს მოპოვება არასოდეს შეწყვეტილა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

ტელეარხ „დისქავერი“-ს გადაღებული აქვს მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმები

ალასკაზე ოქროს მოპოვების პროცესების შესახებ და მას დღესაც ინტერესით ადევნებს

მაყურებელი თვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქალაქი ფერბენკსი
ჯუნო-ალასკას დედაქალაქი

დასავლეთ ამერიკაში ოქროს

მაძიებლების შესახებ 1925 წელს

გადაიღეს კომედიური ფილმი

„ოქროს ციებ-ცხელება“. ფილმის

რეჟისორი და მთავარი როლის

შემსრულებელი ინლისელი

მსახიობი ჩარლი ჩაპლინია.

ფილმში ჩარლი პატარა კაცუნას

როლს ასრულებს, რომელიც

ალასკაზე ოქროს მოსაპოვებლად

ჩადის და თავს ბევრი საინტერესო თავგადასავლი გადახდება. 1942 წელს ამ ფილმმა

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკალური ჩანაწერი“.

ალასკა- ამერიკის „უკიდურესი საზღვარი“

ალასკას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ამერიკის

„უკიდურეს საზღვარს“. მისი ისტორია

მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსეა.

ალასკას შტატის ტერიტორული სიდიდე, ბუნების

სილამაზე და მრავალფეროვნება,

მცირერიცხოვანი მოსახლეობა ამერიკის სხვა

შტატებთან შედარებით და თავგადასავლების

უდიდესი პოტენციალი დღემდე იზიდავს

ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.

უცხო სიტყვების განმარტებები:

აბორიგენი - რომელიმე ადგილის მკვირდი, ადგილობრივი მცხოვრები

ექსპედიცია- ადამიანთა ჯგუფის გამგზავრება სადმე, რომელიმე ადგილას რაიმე

სპეციალური მიზნით. მაგალითად, სამცხეში ორი კვირის წინ გაემგზავრა ისტორიკოსების


ექსპედიცია მოსახლეობის ტრადიციების შესასწავლად.

შტორმი- ქარშხალი ზღვაზე, ოკენეში.

ჩარლი ჩაპლინი- ფილმი „ოქროს ციებ-ცხელება“

ფლოტი- ყველა გემის ერთობლიობა, ერთად აღებული ყველა გემი, რომელიც ეკუთვნის

რომელიმე ქვეყანას. მაგ. სამხედრო ფლოტი, შავი ზღვის ფლოტი, სავაჭრო ფლოტი

ლიცენზია- ნებართვა, რაიმე უფლების ქონა. მაგალითად, მართვის მოწმობის ლიცენზია/

ნებართვა, ექიმის ლიცენზია, ანუ ექიმად მუშაობის ნებართვა

ალტერნატივა- ვარიანტი, შესაძლებლობა, სხვა რაიმე, სხვა ვარიანტი

საყოფაცხოვრებო- ის რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის საჭირო. მაგალითად, ჭიქა,

თეფში და ჩანგალი საყოფაცხოვრებო ნივთებია.

ჰიდრავლიკური დანადგარი -ჰიდრავლიკა არის მეცნერება სითხეების მოძრაობისა და

წონასწორობის კანონების შესახებ. დანადგარი- ანუ მოწყობილობა რაიმე. ჰიდრავლიკური

დანადგარი- მოწყობილობა, (მაგ. მოტორი), რომელიც მუშაობის სითხეების მოძრაობის და

წონასწორობის/ ბალანსის დაცვის საშუალებით.

ინვენტარი- ყველა იმ ნივთის, საგნის ერთობლიობა, რომელიც არის რომელიმე

დაწესებულებაში, შენობაში. მაგალითად, სასკოლო ინვენტარია მერხები, დაფები,

კომპოიუეტერები, სკამები, მაგიდები და სხვა.

კედარი - ხის ერთ-ერთი სახეობა. მარადმწვანე ხეა, წიწვოვანი. იხილეთ ფოტო

წავი - პატარა ზომის მტაცებელი ცხოველი

თოვლმავალი- თოვლში სასიარულო ელექტრო ციგა.

ტოტემი- ცხოველი (იშვიათად მცენარე), რომელსაც ზოგიერთი პირველყოფილი ხალხის

ტრადიციით თაყვანს სცემდნენ, როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს.

ტოტემი

ნიჟარები -

ორნამენტი-მხატვრული, გრაფიკული ან სკულპტურული(ქანდაკება) სამკაული, რომელიც

შედგება გეომეტრიული ფიგურების ანდა ცხოველების, მცენარეების გამოსახულებებისგან.


იგივეა, რაც ჩუქურთმა.

ორნამენტი

კანოე- მოკლენიჩბიანი სპორტული ნავი, რომელშიც ცალ მუხლზე დგებიან და ისე უსვამენ

ნიჩბებს.

კანოე

You might also like