You are on page 1of 3

მეღვინეობა და ენოტურიზმი

საქართველოში
რ ო გ ო რ ი ა მ ე ღ ვ ი ნ ე ო ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ?

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ადამიანებმა ღვინოს მოხმარება დაიწყეს. ამ


მტიკცებულების საფუძველია 6000 – 7000 წლის წინ აღმოჩენილი უძველესი ყურძნის წიპწები, რაც უკვე
განვითარებული მეღვინეობის კულტურის არსებობაზე მიანიშნებს. ღვინის კულტურის ადრე
ჩამოყალიბებამ გამოიწვია მრავალი სხვადასხვა ყურძნის ჯიშის მოყვანა ქართველების მიერ.

დღესდღეისობით საქართველოში არსებობს 500-მდე ქართული ენდემური ჯიში, თუმცა ეს ჯიშები არაა
თანაბრად გადანაწილებული საქართველოში, რადგან ზოგიერთი ჯიში მხოლოდ გარკვეულ კუთხეშია.
მათგან გამორჩეულია ქართლსა და კახეთში არსებული ჯიშები, რომელიც ხარისხით აღემატება ყველა
დანარჩენს, მაგალითად, ჩინური, რქაწითელი და საფერავი. ამ თითოელ ყურძნის ჯიშს ახასიათებს
უნიკალური რამ, რითაც დანარჩენებისგან გამოირჩევა.
ჩინურ ყურძენს ახასიათებს საგვიანო პერიოდში დამწიფება, და საერთოდ უხვ და მაღალმოსავლიანია.
რქაწითელი არის თეთრი ფერის ყურძენი, რომელიც გავრცელებულია როგროც ქართლში, ასევე
კახეთშიც, რქაწითელისგან მზადდება მაღალხარისხოვანი ღვინო, რომელსაც ასევე რქაწითელა
ეწოდება. საფერავი ასევე ერთ-ერთი პოპულარული ყურძნის ჯიშია. ეს არის შავი ფერის უხვმოსავლიანი
ყურძენი, რომელიც იკრიფება შედარებით ადრე, ვიდრე სხვა ჯიშები.
საქართველოში არსებულმა ჯიშების მრავალფეროვნებამ ასევე გამოიწვია ენოტურიზმის სერიოზულ
პროექტად ჩამოყალიბება
როგორია ენოტურიზმი საქართველოში?
ენოტურიზმი არის ტურიზმის სახეობა, რომელიც მოიცავს ტურისტების ადგილობრივ ღვინოსთან

ურთიერთობას, მაგალითად: მის დალევას, ყიდვას, შექმნას და ასე შემდეგ.


საქართველოში ენოტურიზმი ადგილობრივი ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს
თამაშობს , ამიტომ საქართველოში შეიქმნა რამდენიმე ენოტურიზმთან დაკავშირებული პროექტები,
რომლებისგანაც უმთავრესია „ღვინის გზა“. ღვინის გზა არის პროექტი, რომელიც ემსახურება
ტურისტებისათვის ქართული ღვინოს შესახებ ინფორმაციის გაცნობას ტურისტებისათვის, და საერთოდ
ღვინოსთან დაკავშირებულ ღონისძძიებებში მონაწილეობის მიღების შეთავაზებას.
ამ პროექტმა დიდი სარგებელი მოუტანა ენოტურიზმის განვითარებას კახეთსა და სხვა კუთხეებს, სადაც
გავრცელებუილა მეღვინეობა. პროექტის ხელმძღვნაებლები იმედოვნებენ, რომ მათი „ღვინის გზა“
კოიდევ უფრო გაზრდის ინტერესს ქართული ღვინის მიმართ მსოფლიოში, რასაც რამდენიმე დადებითი
შედეგი შესაძლოა მოჰყვეს, როგორიცაა ქართული ღვინის ექსპორტის გაძლიერება უცხოეთში, და
კახეთის ეკონომიკური ზრდა. ჯერჯერობით „ღვინის გზა“ ჯერაც ახალი პროექტია და იმედოვნებენ, რომ
ის შეძლებს დასახული მიზანის მიღწევას.

You might also like