You are on page 1of 2

კოლხური მარანი კოლხური ღვინით

მსოფლიოს მრავალი მეცნიერი აღიარებს, რომ კულტურული ვაზის სამშობლო აღმოსავლეთ


ამიერკავკასია კერძოდ კი კოლხეთია.

კოლხურ ღვინოზე ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰომეროსი წერდა, რომ ის
მჩქეფარე და სურნელოვანია. კოლხეთში ვაზის უამრავი უნიკალური ჯიში იყო, რომელთაგან
ნაწილი განადგურდა ნაწილმა კი დღევანდელ დღემდე მოაღწია. კოლხური მარანი ხის
ნაგებობას წარმოადგენდა სადაც ჩამარხული იყო ქვევრები. ინახებოდა ხის საწნახელი და
მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ნივთები. ვინ იცის თავისი არსებობის
მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე რა ქარ-ცეცხლი გამოიარა კოლხურმა ღვინომ და
კოლხურმა მარანმა. ალბათ რამდენჯერ დამუქრებია ამ უნიკალურ ვაზის ჯიშებს
სამუდამოდ გაქრობის საფრთხე, ალბათ რამდენ დამპყრობელს მოუჩეხია ისინი და მიწასთან
გაუსწორებია მარანი. მაგრამ ჩვენი წინაპრების თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლის
შედეგად ვერავინ შეძლო მათი განადგურება.

კოლხეთი ოდითგანვე ლეგენდებით მოცული მხარე იყო. და ამ ლეგენდებს ალბათ


კოლხური ღვინით ხელში ყვებოდნენ კოლხი ვაჟკაცები. ლეგენდებში დომინანტი ადგილი
სავარაუდოდ კოლხური ვაზის ტყეებს ეჭირა, კოლხეთში ხომ ვაზი ხეებზე იყო მიშვებული
და გაუვალ ტყეებს ქმნიდა სადაც ბინადრობდნენ ტყაშ მაფები, ჭინკები, ოჩოკოჩები და სხვა
მითოლოგიური არსებები.

კოლხური მარანი ერთგვარ საკრალურ წმინდა ადგილსაც წარმოადგენდა. სადაც


ჩვევლებრივ საღვინე ქვევრებთან ერთად ჩაფლული იყო ,,ოხვამერი ლაგვანეფი’’ (საზედაშე
ქვევრები) თითოელ ქვევრს საკუთარი სახელი ერქვა: საღვთო, საღორონთო, შქვითული,
მიქამგარიო, საოხორო და სხვა. სავსე იყო კოლხური ღვინით და თითოეულ ქვევრთან წლის
სხვადასხვა დროს ლოცვის რიტუალი აღევლინებოდა.

კოლხური ვაზის ჯიშებიდან დღევანდელ დღემდე რამდენიმე ათეულმა მოაღწია:


ეგურძგური, კოლოში, პანეში, მაჭყვადინა, ჭოდი, ჭვიტილური, ჩერგვალი, ჩეხარდანი,
ჩეჭიფეში, ტოროკუჩხი, ხოჯიშთოლი და სხვა. თითოეული მათგანი ფასდაუდებელი და
უნიკალურია.

მშფოთვარე ისტორიის და საუკუნეების განმავლობაში გამოვლილი ქარ-ცეცხლის გამო


კოლხურ მარანზე და ვაზის ჯიშებზე მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება. თუმცა
შემორჩენილია ლეგენდა ზოგიერთ ჯიშზე. მაგალითად მაჭყვადინაზე.

მარტვილის რაიონში არის ერთი პატარა მთის ძირას მდებარე სოფელი წაჩხურუ. ამ
სოფელში არის წმ. მიქელ გაბრიელის სახელობის ეკლესია. გადმოცემის თანახმად აქ
თურმე ბევრი მომლოცველი უშვილობის გამო ადიოდა და ლოცულობდა რათა მათ
შვილი მიცემოდათ.უშვილო ცოლ-ქმარი ფეხშიშველა ადიოდა ეკლესიაში და ისე
ლოცულობდა,უკან დაბრუნებისას კი ფეხები აუცილებლად მდინარე წაჩხურუს ცივი
წყლით უნდა დაებანათ,ხოლო სახლში დაწოლის წინ აუცილებლად მაჭყვატურისგან
დაყენებული ღვინო უნდა დაელიათ თითო ჭიქა,ყოველივე ამ რიტუალის შემდგომ
კი სასწაული ხდებოდა და მათ უფალი ასე ნანატრ შვილს ჩუქნიდა

მაჭყვატური სიმწიფისას ხიდან თვითონვე წყდება,ამიტომაც უწოდეს მას


მაჭყვატური-მაჭყვადინა,რაც.
მეგრულად ხიდან მოწყვეტილს ნიშნავს,თანაც მისი ნაყოფის ფორმა მამაკაცის
ფალოსს წააგავს,ეტყობა ამიტომაც უკავშირდება ეს ლეგენდა ამ ნაყოფს.

ვინ იცის კიდევ რამდენ ჯიშზე არსებობდა მსგავსი ლეგენდა რომლებმაც სამწუხაროდ ჩვენს
დრომდე ვერ მოაღწიეს.

კოლხური ღვინო და კოლხური მარანი თავისი საკრალიზმითა და მასთან დაკავშირებული


რიტუალებით ჩვენი ერის უძვირფასესი საუნეა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

You might also like