You are on page 1of 10

ღვინო

რა არის ღვინო?

• ღვინო — ალკოჰოლური სასმელი,
წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით,
თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ
შორის ქლიავის, მაყვლის და მოცხარის.
უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან
სოფლის ღვინოს უწოდებენ
• კატეგორიების მიხედვით ღვინო
არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ
ღვინოს ამზადებენ ერთი ჯიშის
ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა
ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის
ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო,
რომელიც თითქმის არ შეიცავს
ნახშირორჟანგს
და ნახშიროჟანგი შემცველი.
წყნარი ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინალური,
სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებულ
ღვინოს ორდინალურს უწოდებენ, დაძველებულ
მაღლხარისხოვანს კი - სამარკოს. განსაკუთრებით
მაღალხარისხოვან ღვინოს, რომელსაც კასრებში საწარმოო
დაძველების გარდა ბოთლებშიც აძველებენ (2-3 წლიდან
განუსაზღვრელ დრომდე), საკოლქციო ღვინო ეწოდება.
ღვინის დამზადების პროცესები მიმდინარეობს ძირითადად
მუხის კასრებში, როფებში, რკინაბეტონის რეზერვუარებში,
ლითონის ცისტერნებსა და ქვევრებში.
ქართული
ღვინო

საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის


ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-
მევენახეობის კულტურას ძალიან
ძველი და მდიდარი ისტორია აქვს.
აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ
მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო
ღვინოს საკრალური და
კეთილშობილი დანიშნულება
ჰქონდა
ღვინის სამშობლო

• ერთხანს, ღვინის სამშობლოდ


შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ
საქართველოში წარმოებულმა
არქეოლოგიურმა გათხრება უფრო
ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნო,
რის შედეგადაც, სწორედაც რომ,
საქართველო იქნა აღიარებული
მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ
სამშობლოდ.
ქვევრის პროტოტიპი ჭურჭელი ჯერ
კიდევ ენეოლითის ხანაში შეიქმნა.
საქართველოში ადრებინჯაოსა და
შუაბრინჯაოს ხანის არაერთი ქვევრია
აღმოჩენილი, თუმცა პირველი ქვევრი,
რომელზეც დარწმუნებით შეიძლება
ითქვას, რომ იგი ღვინის შესანახად
გამოიყენებოდა, ადრე რკინის ხანისაა
(ძვ. წ. VII ს.), ესაა ბრტყელძირიანი და
ქვის სარქველიანი ქვევრი, რომლის
მხრებსაც ირგვლივ სამი სწორი და ორი
ტალღული ორნამენტი მიუყვება. გარდა
ამისა, ქვევრს სიმბოლური ნიშანიც
აქვს დატანილი მხარზე.
ძვ. წ. VI საუკუნიდან, უკვე
დანამდვილებით ვიცით, რომ ქვევრი
ფართოდ გამოიყენებოდა
ამ პერიოდის ქვევრები ძალზე ბევრია აღმოჩენილი
დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთშიც, თანაც,
ერთიანი პრინციპის მიუხედავად, დასავლური და
აღმოსავლური, კოლხური და იბერიული ქვევრები
(დასავლეთ საქართველოში ქვევრს ჭურს უწოდებენ)
საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფორმით,
ტექნიკით, ფერით და მოხატულობით. მოხატულობა
განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, რაც იმაზე მეტყველებს,
რომ ჯერ არ იყო მიღებული ქვევრის მიწაში დაფლვა. იგი
მიწის ზედაპირზე იდგა.
მართალია, დღეს არსებული ქართული ქვევრების ფორმა
არსებითად ჯერ კიდევ III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა, მაგრამ
ძვ.წ. III საუკუნემდე ყველგან პატარა ქვევრები იყო
გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1 მეტრს არ
აღემატებოდა, ჰქონდათ ბრტყელი ძირი, განიერი მუცელი და
ისინი ან მიწის ზემოთ იდგა, ანდა ძირით იყვნენ მიწაში ჩადგმული.
 
ძვ.წ. III საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიებზე
აღმოჩენილ ქვევრებს ძირი დაუვიწროვდათ, ფორმაც შეიცვალა,
ზუსტად ისე, რომ მიწის ზეწოლისთვის გაეძლო და სავარაუდოდ,
სწორედ ამ პერიოდშივე დაიწყეს საქართველოში ქვევრების
მიწაში ჩადგმა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქვევრები
მხრებამდე იყო ჩადგმული, ახ. წ.-ის IV საუკუნისთვის კი, როგორც
ქართული ვენახი

You might also like