You are on page 1of 7

Mogesalmebit zuka svianadze

dges gesaubrebit kaxetze da mis istoriaze


Kaxetis istoria

კახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი


აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთი ერთ-
ერთი დიდი რეგიონია საქართველოს
ფარგლებში.
კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა
სიმრავლით. არაერთი ეკლესია-მონასტერი თუ
ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და
ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის
გამორჩეულად ცნობილი კულტურული
ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი,
უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა,
ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო,
გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია-
მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია,
დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი
დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია
მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული
ტურიზმით დაინტერესებულთათვის. მხარეს
დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის
განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის
ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III–II საუკუნეში იწყება და
დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს
დარგს წარმოადგენს.
signagi
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში,
სიღნაღის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად
გამოცხადდა 1801 წელს. სიღნაღი
ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი
პოპულარული ტურისტული ქალაქია,
რომლის მიმზიდველობას
განაპირობებს, როგორც მისი
ისტორიულად ჩამოყალიბებული
არქიტექტურული სახე, ისევე
ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი
განლაგებულია მაღალბორცვიან
ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის
ველის გაშლილ სივრცესა და
კავკასიონის ქედებს.
telavi
ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე
პირველი დასახლება გვიანდელი
ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ
ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ
ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა
ქალაქის ტიპის დასახლება. პირველად
მოხსენიებულია ძველი ბერძენი
გეოგრაფის პტოლემეს (II ს.)
„გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით.
ქართულ წყაროებში გვხვდება XI
საუკუნიდან, როდესაც კვირიკე III-მ
გააერთიანა კახეთ-ჰერეთის სამეფო,
მიიღო მეფის ტიტული და დედაქალაქი
თელავში დააფუძნა. XII საუკუნეში იგი
საქართველოს ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ქალაქი იყო
განვითარებული ვაჭრობითა და
ხელოსნობით. თელავზე გადიოდა
სავაჭრო-საქარავნო გზები.
Kaxuri gvino

კახეთი — ადგილწარმოშობის დასახელების


თეთრი მშრალი ღვინო. იგი მზადდება
რქაწითელის და კახური მწვავეს ჯიშის
ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.
ღვინო „კახეთი“ ხასიათდება ქარვისფერი
შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო
სიმწკლატით, ხავერდოვნებით და
ჰარმონიულობით.
ღვინო „კახეთის“ მოცულობითი
სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-13,5%-ს,
შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4
გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5-6 გ/დმ³,
აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³,
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია —
არა ნაკლებ 18 გ/დმ³.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კახეთი“
მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-
აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და
იორის აუზში და უკავია 11,300 კმ² ფართობი ,
ჩრდილო განედის 410-42015' და აღმოსავლეთ
გრძნედის
­ 450-46030'კოორდინატებზე
Kaxetshi rtveli

რთველი — ყურძნის მასობრივი კრეფა. ტარდება


სრული ან ტექნიკური სიმწიფის დროს. რთველის
დაწყებამდე ყოველ 5 დღეში საზღვრავენ ყურძნის
შაქრიანობასა და მჟავიანობას. სუფრის ღვინის
დასამზადებლად ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს
17—22%, მჟავიანობა 6-7 გ/ლ, შამპანიური
ღვინისათვის, შესაბამისად, — 16—19%, 7—10 გ/ლ,
ტკბილი სადესერტო ღვინისათვის 25—27%, 5—6
გ/ლ, სუფრის ყურძნისა — 14—19%, 8 გ/ლ და ა. შ.
ყურძენს კრეფენ მშრალ ამინდში ვაზის
მაკრატლით ან დანით, არსებობს ყურძნის საკრეფი
მანქანაც.[1]
სართველო დღესასწაული საქართველოში ხშირად
მუსიკისა და სხვადასხვა სამხიარულო
ღონისძიებების თანხლებით მიმდინარეობს.
აღმოსავლეთ საქართველოში რთველი იწყება
სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, დასავლეთ
საქართველოში — ოქტომბრის შუა რიცხვებში.
საქართველოში, სადაც ღვინოს უდიდესი
დანიშნულება აქვს, რთველის ტრადიცია ჯერ კიდევ
უძველეს ხანაში იღებს სათავეს და უკავშირდება
შუა შემოდგომის დოვლათს. რთველი რამდენიმე
საათს გრძელდება — ტრადიციულად, ადამიანები
დილით ადრე იწყებენ მუშაობას და დღეს
მეღვინეობასთან დაკავშრებული ხალხური
სიმღერებითა და სუფრით ასრულებენ.
gmadlobt yuradgebistvis

You might also like