You are on page 1of 4

უშვილობა მამაკაცებში

ნიკოლოზ ღლონტი

3.02.2019
უშვილობა მამაკაცებში
უშვილო მამაკაცების რიცხვი უშვილო ქალებისას გაუტოლდა.
ეკოლოგიური პირობები, სტრესი, დაძაბული დღის რეჟიმი,
მავნე ჩვევები - სპეციალისტთა აზრით, უშვილობას ხშირად
სწორედ ეს ფაქტორები იწვევს.
დღეს საქართველოში წყვილების 19-25% უშვილოა.
გამოკვლევების თანახმად კი, უშვილო მამაკაცების რიცხვი
უშვილო ქალებისას გაუტოლდა.
მამაკაცებში უშვილობის გახშირება

მამაკაცის უშვილობის მიზეზი, უმთავრესად,


არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც
კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ვერ ახერხებს.

აღსანიშნავია გარეგანი ფაქტორების - ეკოლოგიური


პირობების, არაჯანსაღი საკვების, სტრესის
გავლენაც. ამას ერთვის ახალგაზრდა მამაკაცის
მავნე ჩვევები. ყოველივე ეს დროთა განმავლობაში
სპერმის სხვადასხვა პათოლოგიას იწვევს.
მოზარდი ვაჟის რეპროდუქციულ
სისტემის მტერი
კომპიუტერი რეპროდუქციულ უნარზე უშუალო გავლენას არ ახდენს,
მაგრამ კომპიუტერთან საათობით ჯდომა ვნებს ნერვულ სისტემას, იწვევს
ძილის დარღვევას. ეს კი, თავის მხრივ, სპერმის სიჯანსაღეზე მოქმედებს.

დღეს ძილის რეჟიმის დარღვევა მოზარდებისა და ახალგაზრდების


ყველაზე დიდი მტერია, რადგან ჰორმონების რეგულაციას სწორედ
უძილობა აზიანებს. ადამიანს დღე-ღამეში 8 საათს მაინც უნდა ეძინოს.
ამიტომ პაციენტებს, პირველ რიგში, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას და
ცხოვრების ჯანსაღ წესს ვურჩევთ.

You might also like