You are on page 1of 9

ჭარბი წონა და ფსიქოლოგიური პრობლემები

ავტორი : მარია აკოფოვი

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის

ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები I - ისთვის

ხელმძღვანელი: ნანა ბურდული

თბილისი
2023
კვლევა - მოქმედებს თუ არა ჭარბი წონა ფსიქოლოგიურ ჯამრთელობაზე
მკვლევარი- მარია აკოფოვი
კვლევის ტიპი- ონლაინ გამოკითხვა
კვლევის ობიექტი- შერჩევითი პოპულაცია
კვლევის პოპულაცია- ჭარბ წონიანი კაცები
შერჩევა- კაცები 18-45 წლები.
დამოუკიდებელი ცვლადი-გავლენა ფსიქოლოგიურ ჯამრთელობაზე
დამოკიდებული ცვლადი- ჭარბი წონა

კვლევის ჰიპოთეზა

1.იწვევს თუ არა ჭარბი წონა ფსიქოლოგიურ პრობლემებს.


კვლევის მიზანია დაადგინოს რა სახის ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ჭარბი წონა
კაცებში .

კვლევითი პროექტი

2023 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული კვლევის მიზანი იყო დამედგინა იწვევს თუ არა
ჭარბი წონა ფსიქოლოგიურ პრობლემებს და რამდენად მოქმედებს კაცის თვითშეფასებაზე ,
საკვლევ თემად ავირჩიე ჭარბი წონა და ფსიქოლოგიური პრობლემები , რომ დამედგინა
რამდენად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს ადამიანის გარეგნობა . Კვლევის ობიექტად
ავირჩიე ჭარბ წონიანი მამაკაცები და კვლევის მიზანი იყო დამედგინა რამდენად მოქმედებს
მათ ფსიქოლოგიურ ჯამთელობაზე ჭარბი წონა.

სანამ კვლევაზე გადავალ მინდა ავღნიშნო რომ ჭარბი წონა ხშირად გავრცელებული
პრობლემაა ახალგაზრდებში რომელიც აზიანებს ფიზიკურ და მენტალურ ჯამთელობას.
Მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ რთული იყო მამაკაცებში ამ კვლევის ჩატარება, რადგან
უმეტესობას მიაჩნდა, რომ ეს არის ქალური ტესტი და უარი თქვეს კვლევაში
მონაწილეობაზე.

Კვლევა ჩავატარე ონლაინ გამოკითხვის სახით და არის ჭარბ წონაზე და მისგან გამოწვეულ
ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. Გამოვკითხე კაცები, რომლებსაც ან წარსულში ან ახლა აქვთ
ჭარბი წონა.

Გამოკითხული იქნა 31 კაცი, ავირჩიე ასაკის სამი კატეგორია: 18-25, 25-35, 35-45, მათგან 18-25
წლის აღმოჩნდა 16 კაცი, 25-35 წლის 9 ხოლო 35-45 წლის კატეგორიაში 6 კაცი.

Იმის მერე რაც დავადგინე ასაკი გადავედი ისეთი კითხვების დასმაზე, რომლებიც
გამარკვევდა რამდენი კაციხსთვის წარმოადგენს პრობლემას ჭარბი წონა. Კითხვა იყო
დასმული ასეთი სახით” გქონიათ თუ არა პრობლემა ჭარბ წონასთან დაკავშირებით?” კაცების
ასაეთი კატეგორია მყავდა გამოკითხული ვისაც ან წარსულში ან დღესდღეობით აწუხებს
ჭარბი წონა. Მიუხედავად ამის Პასუხების მიხედვით არიან კაცები, რომლებიც არ თვლიდნენ,
რომ ჭარბი წონა არის პრობლემა და ისინი თვლიან რომ ამ მხრივ პრობლემა არასოდეს არ
ქონიათ, ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი 15 კაცმა გასცა რაც 31 კაცის 48,4% შეადგენს.
Შემდგომ უკვე ვეცადე დამედგინა უგვრძნიათ თუ არა ზეწოლა ჭარბ წონის გამო ოჯახის
წევრების გან ან საზოგადოებისგან, კითხვა იყო დასმული ასეთი სახით “გიგვრძნიათ თუ არა
ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებისგან ჭარბი წონის გამო? Როგორც აღმოჩნდა კაცების
უმეტესობას არ უგრძვნია ზეწოლა ჭარბი წონის გამო, მათგან 20-მა უარყო რაც 64,5%-ია
ხოლო 11-მა დაეთანხმა რაც 35,5%-ია.

Ამის შემდეგ დავსვი ესეთი სახის კითხვა, რომელიც დამეხმარებოდა იმის გარკვევაში თუ
რამდენად ახდენს ნეგატიურ გავლენას ჭარბი წონა კაცის თვითშეფასებაზე კითხვა იყო
შემდეგნაირი” გქონიათ თუ არა პრობლემა თვითშეფასებასთან ჭარბი წონის გამო?” რაზეც
დადებითი პასუხი მეტი იყო ვიდრე უარყოფითი. 16-მა უპასუხა რომ კი რაც მთლიანის
51,6%-ია ხოლო 15-მა არა, რაც 48,4%-ია.

Შემდეგ შევეხე ცოტა პირადულ თემას, როგორც არის ყურადღება საპირისპირო სქესისგან
რაც მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Კითხვა იყო დასმული ასეთი სახით.
“გიგვრძნიათ თუ არა თავი გარიყულად საპირისპირო სქესისგან ჭარბი წონის გამო? Რაზეც
უმეტესათ მივიღე უარყოფითი პასუხი 22-მა ეს არის 71% კაცმა უპასუხა რო არა ხოლო 9 კი
ეს არის ის 29%.

Ამ კითხვის შემდეგ შევეხე საკმაოდ სერიოზულ საკითხს რომელშიც ნათლად გამოჩდებოდა


შეუძლია თუ არა კაცს მიაყენოს საკუთარ თავს ზიანი, იმის გამო, რომ დაიკლოს წონაში.
Კითხვა: “მიგიყენბიათ თუ არა საკუთარი თავისთვის ზიანი წონაში კლების გამო?”
საბედნიეროდ უმეტესი პასუხი იყო უარყოფითი 24-მა კაცმა უპასუხა არა რაც მთლიანის
77,4%-ია ხოლო 7-მა კი რაც 22,6%-ია.

Ჩემი კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო დამედგინა ,ადამიანი წონაში იკლებს იმიტომ,რომ
გრძნობს დისკომფორტს თუ სზოგადოების შექმნილ სტანდარტებს შეესაბამოს.კითხვა
დავსვი ასეთი სახით “გაგჩენიათ თუ არა კითხვა საკუთარ თავთან “მე ეს მართლა მინდა თუ
სხვისი სურვილით ვიკლებ წონაში?”26-მა მათთგანმა უარყოფითი პასუხი გასცა რაც 83,9%-ია
ხოლო 5 კაცმა დადებითი პასუხი გასცა,რაც 16,1%-ს შეადგენს.
შემდეგ დავსვი კითხვა,რომელიც დამეხმარებოდა გამეგო თუ რამდენად იწვევს ჭარბი წონა
მამაკაცებში სტრესს. Კითხვა ისმოდა მასე “იწვევს თუ არა სტრესს თქვენში ჭარბი წონის
პრობლემები?”პასუხები გაიყო რამდენიმე ნაწილად თუმცა უმეტესი პასუხი იყო არა.14_მა
კაცმა უპასუხ უარყოფითად რაც 45,2%-ია ხოლო 6-მა კაცმა დადებითად რაც 19,4%-ია 8 კაცმა
აღნიშნა,რომ იშვიათად რაც 25,8%-ია ხოლო 3 კაცმა უპასუხა ხშირად რაც 9,7%-ია.

Ბოლოს დავსვი კითხვა “საერთო ჯამში საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ” და “მე ისევე
კარგად შემიძლია საქმის კეთება,როგორც ნებისმიერ სხვას” ამ კითხვებზე დადებითი
პასუხები იყო ბევრად უფრო მეტი ვიდრე უარყოფითი,რაც ძალიან გვახარებს და გვაძლებს
იმედს,რომ ადმიანი პირველ რიგში თვითონ მიიღებს საკუთარ თავს ისეთს ,როგორიც არის.
Საბოლოოდ კითხვარით დადგინდა,რომ მამაკაცებში ჭარბი წონა ნაკლებად იწვევს
ფსიქოლოგიურ პრობლემებს,სტრესს,თვითშეფასების დაქვეითებას.მამაკაცები ნაკლებად
აქცევენ ყურადღებას არსებულ “სტანდარტებს”.ისინი არ თვლიან,რომ ჭარბი წონა არის
პრობლემა და ამის გამო ღირს საკუთარი თავის დაზინება სტრესის სახით.თუმცა
მამაკაცებშიც აღმოჩნდა რაოდენობა,რომელიც განიცდის ფსიქოლოგიურ
პრობლემებს ,გრძნობს ზეწოლას საზოგადოებისგან,გარიყულად მიიჩნევს თავს საპირისპირო
სქესისგან და თვლის,რომ არ არის საკმარისად “კარგი” რის საფუცველზეც შემდგომ აყენებს
საკუთარ ჯამრთელობას ზიანს,რომ იმ შექმნის სტანდარტებში ჩაჯდეს რაც რა თქმა უნდა
ძალიან სამწუხაროა.
Ყველა ადამიანი არის ლამაზი,ნიჭიერი და უნიკალური გახსოვდეთ ეს. Ნუ გახდებით სხვისი
სტანდარტების მსხვერპლი.

You might also like