You are on page 1of 7

თოჯინა ბობოს ცემა

შესავალი
ეს კვლევა ეხება ბავშვებში აგრესიული ქცევის განვითარებას. მას დიდი ყურადღება ექცევა
სხვადასხვა აკადემიური დისციპლინის მიერ და, სიძველის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან
ხშირად ხდება მისი ციტირება. ეს კვლევა ორ სოციალურ თემას ეხება. პირველი, არის თუ არა
აგრესია ჩვენი ქცევის თანდაყოლილი თვისება? ან, ამ თემის ერთი კონკრეტული ასპექტი
რომ ავიღოთ, მამაკაცების აგრესია ქალების მიმართ „ბუნებრივი“ მამაკაცური საქციელია, თუ
ნასწავლია? ეს კითხვები დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, როგორი სოციალური პოლიტიკა
უნდა განხორციელდეს აგრესიული ქცევის წინააღმდეგ. მეორე თემა, რომელიც პირველიდან
გამომდინარეობს, ასეთია, თუ აგრესია ნასწავლია, მაშინ როგორ ხდება მისი სწავლა?

ბანდურას მიდგომა ბიჰევიორიზმის გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც, ცხოვრებისეული


გამოცდილება აყალიბებს ადამიანებს. ჩვენზე გავლენას ახდენს ყველა ის ჯილდო თუ
სასჯელი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. ბანდურა სოციალური დასწავლის თეორიის
ავტორია, რომელიც ოპერანტული და კლასიკური განპირობების ტერმინების გამოყენებით
ცდილობს ადამიანის რთული სოციალური ქცევის ახსნას. ამ მიდგომაში ძირითადი ცნებებია
განმტკიცება და მიბაძვა.

კვლევა
ამ კვლევაშიბანდურამ აჩვენა, რომ თუ ბავშვები ზრდასრულის აგრესიული ქცევის პასიური
მოწმეები გახდებიან, ისინი მიბაძავენ ამ აგრესიულ ქცევას, როცა შესაძლებლობა მიეცემათ.
უფრო კონკრეტულად, კვლევას ჰქონდა შემდეგი ვარაუდები:

... ცდის პირები, რომლებიც აგრესიულ მოდელებს უყურებენ, გაიმეორებენ ამ


მოდელის ქცევის მსგავს აგრესიულ ქცევებს ...

... არააგრესიული მოდელების მორჩილებაზე დაკვირვებას ექნება განზოგადებული


შემაკავებელი ეფექტი ცდის პირის შემდეგ ქცევაზე ...

... ცდის პირები უფრო მეტად მიბაძავენ იმავე სქესის მოდელის ქცევას, ვიდრე
განსხვავებული სქესის მოდელისას ...

... ბიჭებს უფრო მეტად ექნებათ აგრესიის მიბაძვის მიდრეკილება, ვიდრე გოგონებს ...

(გვ. 575)

ცდის პირები
დაკვირვება ჩაატარეს 37-დან 69 თვემდე ასაკის 36 მიჭსა და 36 გოგონაზე. მათი საშუალო
ასაკი 52 თვე იყო. როლურ მოდელებად ჰყავდათ ერთი ზრდასრული მამაკაცი და ერთი
ზრდასრული ქალი.

კვლევის დიზაინი

კვლევის მონაწილეები ჩააყენესსამი ძირითადი პირობიდან ერთ-ერთში: საკონტროლო


ჯგუფი, ჯგუფი, რომელიც აგრესიულ მოდელს უყურებდა და ჯგუფი, რომელიც პასიურ
მოდელს უყურებდა. ის ბავშვები, რომლებიც უფროს მოდელებს უყურებდნენ, შემდეგ
დაყვეს საკუთარი სქესის მიხედვით და იმ მოდელის სქესის მიხედვით, რომელსაც
აკვირდებოდნენ. ჯგუფების შეჯამება ნაჩვენებია 13.2 ცხრილში.

ცხრილი 13.2.ბანდურას რვა ექსპერიმენტული ჯგუფი

საკონტროლო ჯგუფი − 24 ცდის პირი

რვა ექსპერიმენტული ჯგუფი (თითოეულში 6 ცდის პირი)

 აგრესიული მოდელის პირობა − 24 ცდის პირი


 არააგრესიული მოდელის პირობა − 24 ცდის პირი

აგრესიული მოდელის პირობა

6 ბიჭიიმავე 6 ბიჭი 6 გოგონაიმავე 6


სქესისმოდელთა განსხვავებულისქესი სქესისმოდელთა გოგონაგანსხვავებულისქესი
ნ ს მოდელთან ნ ს მოდელთან

არააგრესიული მოდელი, საკონტროლო

6 ბიჭიიმავე 6 ბიჭი 6 გოგონაიმავე 6


სქესისმოდელთა განსხვავებულისქესი სქესისმოდელთა გოგონაგანსხვავებულისქესი
ნ ს მოდელთან ნ ს მოდელთან

ეს საკმაოდ რთული სქემაა, რომელიც სხვადასხვა შესაძლებლობას ასახავს. ბავშვების


რაოდენობა თითოეულ ჯგუფში საკმაოდ მცირეა, ამიტომ შედეგებზე იმასაც კი შეეძლო
გავლენის მოხდენა, თუ ერთ ჯგუფში მოხვდებოდნენ ბავშვები, რომლებიც ნორმალურ
მდგომარეობაში აგრესიულები არიან. მკვლევრები შეეცადნენ, ეს პრობლემა შეემცირებინათ
ბავშვების წინასწარი ტესტირებით და მათი აგრესიულობის დონის შემოწმებით. ისინი
ბავშვებს საბავშვო ბაღში აკვირდებოდნენ და მათ აგრესიულ ქცევას 5-ქულიან სკალაზე
აფასებდნენ. სკალები ეხებოდა:
ა) ფიზიკურ აგრესიას;

ბ) სიტყვიერ აგრესიას;

გ) უსულო საგნების მიმართ აგრესიას;

დ) აგრესიის შეკავებას.

თითოეულ ბავშვს უწერდნენ საბოლოო ქულას, რომელიც ამ ოთხი სკალის შედეგების


შეკრებით მიიღებოდა. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდებოდა ბავშვების ისე განაწილება,
რომ თითოეულ ჯგუფში აგრესიის თანაბარი დონეების მქონე ბავშვები მოხვედრილიყვნენ.
დამკვირვებლები იყვნენ ექსპერიმენტატორი (მდედრობითი სქესის), საბავშვო ბაღის
მასწავლებელი (მდედრობითი სქესის) და აგრესიული ქცევის მოდელი მამაკაცი. კვლევის
თანახმად, პირველი ორი დამკვირვებელი „კარგად იცნობდა ბავშვებს“ (გვ. 576).

შეფასების სკალების გამოყენებას ის ნაკლი აქვს, რომ სხვადასხვა დამკვირვებლები


სხვადასხვა რამეს ხედავენ ერთსა და იმავე მოვლენის დაკვირვებისას. ეს იმას ნიშნავს, რომ
სხვადასხვა დამკვირვებლის მიერ გაკეთებული შეფასებები, შეიძლება, განსხვავდებოდეს
ერთმანეთისგან. დამკვირვებლების შეფასებათა სანდოობა რომ გაერკვიათ, 51 ბავშვი შეაფასა
ორმა დამოუკიდებლად მოქმედმა დამკვირვებელმა და შემდეგ შეადარეს მათი შეფასებები.
მიღწეულმა მაღალმა კორელაციამ (r = 0,89) აჩვენა, რომ ეს შეფასებები ძალიან სანდოა და
დაგვანახა, რომ შემფასებლები ერთნაირად ხედავენ ბავშვების ქცევას.

პროცედურა

ბავშვებს ტესტი ინდივიდუალურად უტარდებოდათ. პირველ ეტაპზე ისინი შეჰყავდათ


ექსპერიმენტულ ოთახში, რომელიც სათამაშოდ იყო მოწყობილი. ერთ კუთხეში
გამოყოფილი იყო სათამაშო ადგილი ბავშვისთვის, აქ იდგა მაგიდა და სკამი, საღებავიანი
ბეჭდები და სტიკერები, რომლებიც ისე იყო შერჩეული, რომ ბავშვისთვის ძალიან
საინტერესო უნდა ყოფილიყო. ზრდასრული მოდელი მეორე კუთხესთან მიიყვანეს, სადაც
იდგა პატარა მაგიდა, სკამი, კონსტრუქტორი, ხის ჩაქუჩი და თოჯინა ბობო (ხუთი ფუტის
სიმაღლის გასაბერი თოჯინა). შემდეგ ექსპერიმენტატორი ოთახიდან გავიდა.

არააგრესიულ პირობაში მოდელი წყნარად და მშვიდად აწყობდა კონსტრუქტორს, ბობოს კი


ყურადღებას არ აქცევდა. აგრესიულ პირობაში მოდელი იწყებდა კონსტრუქტორის აწყობას,
მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ბობოს უბრუნდებოდა და აგრესიულად ექცეოდა თოჯინას,
თანაც, მანერულად და გამოკვეთილად. აგრესია იყო ფიზიკურიც (მაგალითად,
„წამოაყენებდა თოჯინას, იღებდა ჩაქუჩს და თოჯინას თავში ურტყამდა“, გვ. 576) და
სიტყვიერიც (მაგალითად, „ბუხ!“, „დარტყმა ცხვირში“, გვ. 576). 10 წუთის შემდეგ
შემოდიოდა ექსპერიმენტატორი და ბავშვი მეორე ოთახში გაჰყავდა.

მეორე ეტაპზე ბავშვი ექვემდებარებოდა „მსუბუქი აგრესიის გამოწვევას“. ბავშვი შეჰყავდათ


ოთახში, სადაც კარგი სათამაშოები იყო, მაგრამ თამაშის დაწყებისთანავე ეუბნებოდნენ, რომ
ეს ექსპერიმენტატორის საუკეთესო სათამაშოები იყო და მათ სხვა ბავშვებისთვის ინახავდა.
შემდეგ ბავშვი სხვა ოთახში მიჰყავდათ კვლევის მესამე ეტაპისთვის. ექსპერიმენტატორი
ოთახში რჩებოდა, თორემ „ამდენი ბავშვი მარტო დარჩენას არ მოისურვებდა, ან დროზე
ადრე წავიდოდნენ.“ ამ ოთახშიც იყო სხვადასხვა სათამაშოები, არააგრესიულიც (სამი დათვი,
პასტელები და სხვა) და აგრესიულიც (მაგალითად, ხის ჩაქუჩით სათამაშო დაფა, დარტსის
ისრები და სამი ფუტის სიმაღლის თოჯინა ბობო). ბავშვს ამ ოთახში 20 წუთით ტოვებდნენ,
მის ქცევას კი შემფასებლები აკვირდებოდნენ ცალმხრივად გამჭვირვალე სარკიდან.
დაკვირვებები წარმოებდა ხუთწამიანი ინტერვალებით და თითოეული ბავშვისთვის 240
პასუხი გროვდებოდა.

დამკვირვებლები აღნუსხავდნენ მიბაძვის სამ საზომს, რომელთა მიხედვითაც ბავშვის


რეაქციები ჰგავდა ზრდასრული მოდელის მიერ ნაჩვენებ ქცევას:

(1) ფიზიკური აგრესიის მიბაძვა;


(2) სიტყვიერი აგრესიის მიბაძვა;
(3) არააგრესიული სიტყვიერი რეაქციების მიბაძვა.

ისინი ქცევის ორ ტიპსაც აკვირდებოდნენ, რომლებიც ზრდასრული მოდელის არასრულ


მიბაძვას წარმოადგენდა:

(1) ჩაქუჩით აგრესია;


(2) დაჯდომა ბობოზე.

ამას გარდა, მათ ჩაიწერეს აგრესიული ქცევის სამი ტიპი, რომლებიც არ იყო ზრდასრული
მოდელის ქცევის მიბაძვა:

(1) ბობოსთვის ხელის კვრდეგებია;


(2) არამიმბაძველი ფიზიკური და სიტყვიერი აგრესია;
(3) თოფით აგრესიული თამაში.

შედეგების მიხედვით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომელი ბავშვი ბაძავდა მოდელებს, რომელ


მოდელებს ბაძავდნენ ისინი, ზოგადად მათმა აგრესიულმა ქცევებმაც მოიმატა, თუ მხოლოდ
ზრდასრულების კონკრეტული ქცევების მიბაძვამ.

შედეგები
შედეგები შეჯამებულია 13.3. ცხრილში, სადაც ჩანს, რომ:

 ბავშვები, რომლებიც უყურებდნენ აგრესიულ მოდელს, უფრო აგრესიულად


იქცეოდნენ, ვიდრე ბავშვები, რომლებიც არააგრესიულ მოდელს ხედავდნენ;
 ბიჭები უფრო აგრესიულად იქცეოდნენ, ვიდრე გოგონები;
 აგრესიულ პირობაში მყოფი ბიჭები უფრო მეტ აგრესიას გამოხატავდნენ, თუ მოდელი
მამაკაცი იყო, ვიდრე ქალი მოდელის შემთხვევაში;
 აგრესიულ პირობაში მყოფი გოგონები უფრო მეტ ფიზიკურ აგრესიას გამოხატავდნენ,
როცა მოდელი მამაკაცი იყო, მაგრამ უფრო მეტ სიტყვიერ აგრესიას, როცა მოდელი
ქალი იყო;
 ამ მთლიანი სურათიდან გამონაკლისი იყო დაკვირვება იმაზე, რამდენად ხშირად
ურტყამდნენ ბობოს ხელს, ამ შემთხვევაში, სქესის გავლენა შებრუნებული იყო.

ცხრილი 13.3. აგრესიის საშუალო ქულები ექსპერიმენტული და საკონტროლო


პირობებისთვის

ექსპერიმენტული ჯგუფები საკონტროლო


ჯგუფი
აგრესიული არააგრესიული
რეაქციის ქალი მამაკაცი ქალი მამაკაცი
კატეგორია მოდელი მოდელი მოდელი მოდელი
ფიზიკური აგრესიის მიბაძვა
ცდის პირი 5,5 7,2 2,5 0,0 1,2
გოგონები
ცდის პირი 12,4 25,8 0,2 1,5 2,0
ბიჭები
სიტყვიერი აგრესიის მიბაძვა
ცდის პირი 13,7 2,0 0,3 0,0 0,7
გოგონები
ცდის პირი 4,3 12,7 1,1 0,0 1,7
ბიჭები
ჩაქუჩით აგრესია
ცდის პირი 17,2 18,7 0,5 0,5 13,1
გოგონები
ცდის პირი 15,5 28,8 18,7 6,7 13,5
ბიჭები
ბობოსთვის ხელის დარტყმა
ცდის პირი 6,3 16,5 5,8 4,3 11,7
გოგონები
ცდის პირი 18,9 11,9 15,6 14,8 15,7
ბიჭები
მიბაძვის გარეშე აგრესია
ცდის პირი 21,3 8,4 7,2 1,4 6,1
გოგონები
ცდის პირი 16,2 36,7 26,1 22,3 24,6
ბიჭები
თოფით აგრესიული თამაში
ცდის პირი 1,8 4,5 2,6 2,5 3,7
გოგონები
ცდის პირი 7,3 15,9 8,9 16,7 14,3
ბიჭები

წყარო: Bandura, Ross & Ross (1961)

განხილვა
ბანდურას, როსის და როსის მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი საკითხია მოდელის სქესის
გავლენა ბავშვებზე. მათ შენიშნეს, რომ ქალი მოდელის აგრესიას დამაბნეველი გავლენა
ჰქონდა მათზე. მაგალითად, ერთმა ბავშვმა თქვა, „ვინ არის ეს ქალი? ქალები ასე არ უნდა
იქცეოდნენ. ქალი ქალივით უნდა მოიქცეს...“ (გვ. 581), მეორე ბავშვმა თქვა, „უნდა გენახათ,
ის გოგო რას აკეთებდა. ზუსტად კაცივით იქცეოდა. არასოდეს მინახავს, რომ გოგო ასე
მოქცეულიყო. ის ურტყამდა და ეჩხუბებოდა, მაგრამ არ იგინებოდა“ (გვ. 581). მეორე მხრივ,
მამაკაცი მოდელის აგრესიული ქცევა უკეთესად მოერგო ქცევის არსებულ კულტურულ
სტერეოტიპს. მაგალითად, ერთმა ბიჭმა თქვა, „ალს კარგი დარტყმა აქვს, მან სცემა ბობოს. მეც
მინდა, ალის მსგავსად დარტყმა შემეძლოს“ (გვ. 581), ერთმა გოგონამ კი თქვა, „ეს კაცი
ძლიერი მებრძოლია, ის ურტყამდა და ურტყამდა და იატაკზეც კი დააგდო ბობო, თუ ბობო
ადგებოდა, ის ამბობდა, „დარტყმა ცხვირში“. ის ისეთივე კარგი მებრძოლია, როგორც მამა“
(გვ. 581).

თუ დავუბრუნდებით შეკითხვებს, რომლებიც ამ სტატიის შესავალში დავსვით, მაშინ, რა


შეიძლება, ვისწავლოთ ამ კვლევიდან? პირველი, თანდაყოლილია თუ არა აგრესია? ისევე,
როგორც ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, როცა გასარკვევია, თანდაყოლილია თვისება
თუ შეძენილი, აქაც ძალიან რთულია რომელიმე მხარის სიმართლის დამადასტურებელი
უტყუარი მტკიცებულებების მონახვა. კვლევაში ნაჩვენებია, რომ შესაძლებელია აგრესიული
ქცევის სწავლა, მაგრამ არ არის არავითარი მტკიცებულება იმის უარსაყოფად, რომ აგრესიის
ზოგიერთი თვისება, შეიძლება, თანდაყოლილიც იყოს. რაც შეეხება მამაკაცების ძალადობის
საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილე ბავშვებს უკვე ჰქონდათ მოლოდინი,
რომ მამაკაცები უფრო აგრესიულად უნდა მოქცეულიყვნენ, ვიდრე ქალები. ეს ბავშვების
კომენტარებიდან გამოჩნდა.

მეორე შეკითხვა იყო, როგორ ისწავლება აგრესია? ბანდურას აზრით, ჩვენ მაშინ ვსწავლობთ,
როცა სხვების ქცევას ვხედავთ; მისი კვლევა ადასტურებს ამ აზრს. თუ ეს ასეა, მაშინ უნდა
ვივარაუდოთ, რომ სატელევიზიო პროგრამებში ძალადობის ნახვა ხელს შეუწყობს
მაყურებლების მიერ ძალადობრივი ქცევის სწავლას. ამ ექსპერიმენტის მომდევნო ვერსიაში
(Bandura, Ross & Ross, 1963) ბავშვებს უჩვენებდნენ ძალადობრივი ქცევის ვიდეო ჩანაწერს და
არა რეალურ ქცევას, როგორც აღმოჩნდა, ბავშვები მაინც ბაძავდნენ თოჯინა ბობოს მიმართ
აგრესიულ ქცევებს.

თუმცა, უამრავი მიზეზის გამო არ შეიძლება კვლევის შედეგები და ბავშვების


ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილება პირდაპირ დავუკავშიროთ ერთმანეთს.
მაგალითად, ჩვენ არაფერი ვიცით ამ კვლევის შედეგების დროში შენარჩუნებაზე, გარდა
ამისა, ძალიან უჩვეულოა, რომ რეალურ სიტუაციაში ბავშვები უცხო ადამიანთან ერთად
მარტო აღმოჩნდნენ. ისინი უფრო ხშირად ნაცნობებთან ერთად არიან და შეუძლიათ,
მოისმინონ მათი აზრები იმის შესახებ, რაც ხდება.

You might also like