You are on page 1of 8

სტუდენტთა კონფორმულობის

გავლენა წინასწარგანწყობაზე:
სექსუალური
უმცირესობებისადმი
დამოკიდებულების მაგალითზე
შერჩევა
• კვლევაში მონაწილეობა მიიღო ილიაუნის სამართლის
სკოლის ბაკალავრის საფეხურის 40-მა სტუდენტმა.
• მათი საშუალო ასაკი 19.62 იყო, მინალური ასაკი 18
წელს შეადგენდა, მაქსიმალური კი 21-ს.
• კვლევის 19 მონაწილე (47.5%) კაცი იყო, 21 (52.5%) კი
ქალი.
• მონაწილეთა რელიგიურობის საშუალო ქულა
უმაღლესი 10 ქულიდან 5.35-ს წარმოადგენდა,
მინიმალური 1 ქულითა და მაქსიმალური 9 ქულით.
• კვლევა ჩატარდა 2017 წლის 8 ნოემბერს.
პროცედურა
• ლექტორისაგან თანხმობის მოპოვების შემდეგ, შევედით სამართლის სკოლის
საბაკალავრო ჯგუფში.
• ჯგუფის მონაწილეებს გავაცანით თავი და ვუთხარით, რომ სასწავლო კურსის
ფარგლებში ვიკვლევდით ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უმცირესობათა
მიმართ.
• ვუთხარით, რომ კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლოთი იყო და რომ ეს მაქსიმუმ 20
წუთს წაართმევდათ.
• განვუმარტეთ, ასევე, რომ კვლევაში მონაწილეობა ანომიმური იყო, მათი სახელისა და
გვარის დაფიქსირება არსად არ იქნებოდა საჭირო.
• მათი თანხმობის შემდეგ, მონაწილეებს დაურიგდათ კითხვარები.
• ავუხსენით, როგორ უნდა შეევსოთ კითხვარები.
• ავუხსენით ისიც, რომ სწორი და არასწორი პასუხები არ არსებობდა და რომ
მნიშვნელოვანი იყო, მაქსიმალურად გულწრფელები ყოფილიყვნენ თავის პასუხებში .
• იმისათვის, რომ სტუდენტებს არ ეფიქრათ, რომ მხოლოდ კონფორმულობას
ვზომავდით, კონფორმულობის გასაზომი დებულებების გარდა, კითხვარში მოცემული
იყო კონფორმულობასთან დაუკავშირებელი სამი დებულებაც.
• მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილემ დაასრულა კითხვარების შევსება, მათ
განვუმარტეთ კვლევის ნამდვილი მიზნები: რომ ჩვენ არა, ზოგადად, ღირებულებები,
არამედ კონკრეტულად კონფორმულობა და მისი კავშირი გვაინტერესებდა
სექსუალური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებებთან. ვაძლევდით დროს ,
კითხვები დაესვათ და მათზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
კვლევის დიზაინი
• კვლევაში გამოყენებულ იქნა კვაზი-ექსპერიმენტული,
ჯგუფთაშორისი სქემა.
• დამოუკიდებელ ცვლადს წარმოადგენდა
კონფორმულობა, ორი დონით, კერძოდ,
კონფორმულობა და არაკონფორმულობა: ის
სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალური 6 ქულიდან 4
ქულაზე მაღალ ქულას იღებდნენ კონფორმულობის
სკალაზე, კონფორმულობის მქონეთ მივიჩნიეთ (N=18),
ხოლო 4 ქულაზე დაბალის შემთხვევაში, სტუდენტები
არაკონფორმულებად იქნენ მიჩნეულნი (N=22).
• დამოკიდებული ცვლადი წინარწმენა იყო
სექსუალური უმცირესობების მიმართ.
საზომები
დამოუკიდებელი ცვლადი

• კონფორმულობა გაიზომა სანტორისა და კოლეგების (Santor, Messervey &


Vivek Kusumakar, 1999) კონფორმულობის სკალის სახეცვლილი ვერსიით.
• კითხვარი მოიცავდა ლიკერტის სკალის 6-ქულიან (1 = საერთოდ არ
ვეთანხმები, 6 = სრულიად ვეთანხმები) 10 დებულებას, როგორიცაა:
 ,,ვცდილობ, მშობლების სურვილები მაშინაც შევასრულო, როცა ეს ჩემს
პირად სურვილებს ეწინააღმდეგება“;
 ,,როგორც წესი, იგივე ბრენდის ტანსაცმელებს ვყიდულობ, რასაც ჩემი
მეგობრები“;
 ,,ლექციებზე ვერიდები საკუთარი აზრის გამოთქმას“
 და სხვ.
• საერთო ქულის მისაღებად, ხდება ყოველი მონაწილის საშუალო ქულის
გამოთვლა.
• მაღალი საშუალო ქულები კონფორმულობის მაღალ მაჩვენებელს
გულისხობს, დაბალი კი დაბალს.
• რაც შეეხება კონფორმულობასთან დაუკავშირებელ დებულებებს , ეს
იყო, მაგალითად, შემდეგი:
 ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, დილით ადრე გავიღვიძო“.
საზომები
დამოკიდებული ცვლადი

• წინასწარგანწყობა სექსუალური უმცირესობების მიმართ გაიზომა


ბოგარდუსის (Bogardus, 1925) სოციალური დისტანციის სკალის
განახლებული ვერსიით.
• კითხვარი მოიცავდა ლიკერტის სკალის 5-ქულიან (1 = სრულიად
ვიზიარებ, 5 = საერთოდ არ ვიზიარებ) 8 დებულებას, როგორიცაა:
 ,,სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთან ვიმეგობრებდი“;
 ,,მივიღებდი მას ჩემს მეზობლად“;
 ,,საჯარო ტრანსპორტში მის გვერდით დავჯდებოდი“
 და სხვ.
• საერთო ქულის მისაღებად, ხდება ყოველი მონაწილის საშუალო
ქულის გამოთვლა.
• მაღალი საშუალო ქულები წინასწარგანწყობის მაღალ დონეზე
მიუთითებს, დაბალი ქულები კი დაბალზე.
საზომები
დემოგრაფიული ცვლადები

• კითხვარი მოიცავდა თითო კითხვას მონაწილეთა


ასაკის, სქესისა და რელიგიურობის დონის შესახებ.
• კვლევის მონაწილეს უნდა აღენიშნა თავისი ასაკი და
სქესი, ხოლო კითხვაზე, ,,რამდენად რელიგიური
ხართ“, 1-დან 10-მდე მისი რელიგიურობის დონის
გამომხატველი ციფრი უნდა შემოეხაზა, სადაც 1
საერთოდ არარელიგიურს ნიშნავს, 10 კი ძალიან
რელიგიურს.
ბიბლიოგრაფია
• Bogardus, E. S. (1925). Measuring social distance. Journal of
Applied Sociology, 9, 929–308.
• Santor, D.A., Messervey D., & Kusumakar V. (2000). Measuring
peer pressure, popularity, and conformity in adolescent boys
and girls: Predicting school performance, sexual attitudes, and
substance abuse. Journal of Youth and Adolescence, 29 (2),
163–182.

You might also like