You are on page 1of 11

სტუდენტთა კონფორმულობის

გავლენა წინასწარგანწყობაზე:
სექსუალური უმცირესობებისადმი
დამოკიდებულების მაგალითზე
აღწერითი მონაცემები
ასაკის საშუალოთა განაწილება კონფორმულ და
არაკონფორმულ ჯგუფებში

ასაკი
კონფორმულობ N M SD

დაბალი 22 19.59 .85


მაღალი 18 19.67 .68

შენიშვნა. N = მონაწილეთა რაოდენობა; M = საშუალო


ქულა; SD = სტანდარტული გადახრა.
აღწერითი მონაცემები
სქესის სიხშირული განაწილება კონფორმულ და
არაკონფორმულ ჯგუფებში

კაცები ქალები სულ


(N) (N) (N)
კონფორმულო
ბა

დაბალი 11 11 22
მაღალი 8 10 18
აღწერითი მონაცემები
რელიგიურობის საშუალო დონის განაწილება
კონფორმულ და არაკონფორმულ ჯგუფებში

რელიგიურობი
ს დონე
კონფორმულობა N M SD
დაბალი 22 3.27 .98
მაღალი 18 7.89 .96

შენიშვნა. რელიგიურობა შეფასებული იყო 1-დან


(საერთოდ არარელიგიური) 10-მდე (ძალიან რელიგიური)
სკალაზე. ამდენად, უფრო მაღალი საშუალო ქულები
რელიგიურობის უფრო მაღალ დონეს მიუთითებს.
აღწერითი მონაცემები
წინასწარგანწყობის საშუალო ქულა ორივე ჯგუფის
მონაწილისთვის (N=40) იყო 2.75 (SD=1.29).
აღწერითი მონაცემები
წინასწარგანწყობა კონფორმულ და არა-კონფორმულ
ჯგუფებში

წინასწარგანწყო
ბა
კონფორმულობ N M SD

დაბალი 22 1.72 .68
მაღალი 18 3.94 .72
შენიშვნა. წინასწარგანწყობა შეფასებული იყო 1-დან (სრულიად
ვიზიარებ) 5-მდე (სრულიად არ ვიზიარებ) სკალაზე. ამდენად, უფრო
მაღალი საშუალო ქულები წინასწარგანწყობის უფრო მაღალ დონეს
მიუთითებს.
დასკვნითი მონაცემები:
ჰიპოთეზის შემოწმება
• ალფას 0.05 დონისა და ორმხრივი კრიტერიუმისთვის,
წინასწარგანწყობის საშუალო ქულა სტუდენტთა
კონფორმულ ჯგუფში (M=3.94, SD=.72) მნიშვნელოვნად
აღემატებოდა წინასწარგანწყობის საშუალო ქულას
არაკონფორმულ ჯგუფში (M=1.72, SD=.68); t (38)=9.71,
p=.000.
• ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, კონფორმულ
სტუდენტებში უფრო იქნებოდა წინასწარგანწყობა
სექსუალური უმცირესობების მიმართ გამოხატული,
ვიდრე არაკონფორმულ სტუდენტებში, დადასტურდა.
დასკვნითი მონაცემები:
კონფორმულობის გავლენა
რელიგიურობაზე
• ვინაიდან აღწერითმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ
კონფორმული ჯგუფის მონაწილეებს რელიგიურობის
უფრო მაღალი საშუალო ქულა (M=7.89, SD=.96)
ჰქონდათ, ვიდრე არაკონფორმული ჯგუფის
მონაწილეებს (M=3.27, SD=.98), t-კრიტერიუმის
მეშვეობით, შევამოწმეთ, რამდენად სტატისტიკურად
მნიშვნელოვანი იყო ეს სხვაობა.
• მართლაც, t-კრიტერიუმმა დამოუკიდებელი
ჯგუფებისთვის აჩვენა, რომ ეს სხვაობა
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო და
კონფორმულობა მნიშვნელოვნად ახდენდა გავლენს
რელიგიურობის დონეზე, t (38)=14.89, p=.000.
დასკვნითი მონაცემები:
რელიგიურობისა და
წინასწარგანწყობის კავშირი
• ასევე: რადგანაც კონფორმულ ჯგუფში
რელიგიურობის დონე მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა არაკონფორმული ჯგუფის
რელიგიურობის დონისაგან, ვივარაუდეთ, რომ
რელიგიურობა წინასწარგანწყობასთანაც იქნებოდა
კავშირში.
• მართლაც, პირსონის კორელაციის კოეფიციენტმა
გვიჩვენა, რომ 40 სტუდენტისგან შემდგარ შერჩევაში
რელიგიურობის დონესა (M=5.35, SD=2.52) და
წინასწარგანყობას (M=2.75, SD=1.29) შორის იყო
ძლიერი დადებითი კორელაცია, r (38)=.73, p=.000.
დასკვნითი სტატისტიკა: სქესი
და სხვა ცვლადები
• ვნახეთ, ასევე, სქესის მიხედვით თუ იყო სხვაობა
წინასწარგანწყობის დონეში, მაგრამ სხვაობა
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა კაცებს
(N=19, M=2.68, SD=1.25) და ქალებს შორის (N=21, M=2.81,
SD=1.36).
• სქესის მიხედვით შევადარეთ რელიგიურობის დონეც,
თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კაცებს (M=4.89, SD=2.75) და
ქალებს (M=5.76, 2.28) შორის არ გამოვლინდა
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა.
• და ბოლოს, დამოუკიდებლობის ხი-კვადრატის მეშვეობით,
შევამოწმეთ სქესსა და კონფორმულობას შორის კავშირიც:
ამჯერადაც, ქალები და კაცები დაახლოებით მსგავსად
ავლენდნენ კონფორმულობასა (8 კაცი და 10 ქალი) და
არაკონფორმულობას (11 ქალი და 11 კაცი).
შეჯამება
• ანალიზმა აჩვენა, რომ, როგორც ჰიპოთეზაში იყო
ნავარაუდევი, კონფორმულობა გავლენას ახდენს
წინასწარგანწყობაზე სექსუალური უმცირესობების
მიმართ.
• ამავე დროს, გასათვალისწინებელია რელიგიურობის
როლიც, რომელიც როგორც კონფორმულობასთან,
ისე წინასწარგანწყობასთან აღმოჩნდა
მნიშვნელოვან კავშირში.

You might also like