You are on page 1of 28

ადამიანის განვითარება 2

პირველი შუალედურის კონსპექტი


(მანანა მელიქიშვილი)

1.მოზარდობის ხანა. მოზარდის სწავლის სირთულეების ძირითადი ფაქტორები.


ფიზიკური განვითარება. კვებითი აშლილობები: ნერვული ანურექსია და ბულემია.

● მოზარდობის ხანა – ეს არის პერიოდი, ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. მისი


ხანგრძლივობა თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო და უფრო იზრდება. მოზარდობა მოიცავს
პერიოდს 10-11 წლიდან 16-19 წლამდე და იყოფა უმცროსი და უფროსი მოზარდობის
(ჭაბუკობა) პერიოდებად. უმცროსი მოზარდობა მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 15 წლამდე,
უფროსი მოზარდობა (ჭაბუკობა) კი - 15 წლიდან 19 წლამდე.

ზოგჯერ ცნება - ,,მოზარდის" ნაცვლად ცნება ,,თინეიჯერს" ხმარობენ. ,,თინეიჯერის"


განმარტების ქვეშ მოიაზრებიან 13-19 წლის მოზარდები. იგი არ არის მეცნიერული ტერმინი
და ზოგჯერ მასში მოზარდის შემდეგი თვისებები იგულისხმება: ჯიუტი, ოპოზიციური,
უპასუხისმგებლო.

თუკი შუა ბავშვობის პერიოდში ჩვენ საქმე გვქონდა “დიდ ბავშვთან”, ადრეული
მოზარდობის პერიოდში ჩვენ საქმე გვაქვს “პატარა მოზრდილთან”.

გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმის ყველა მხარე განიცდის მკვეთრ ცვლილებას,


როგორიცაა: ანატომიურ-ფიზიოლოგიური, სულიერი, ფსიქოლოგიური და ზნეობრივი.

ერთმანეთს რომ შევადაროთ მეხუთეკლასელი და მერვეკლასელი მოსწავლეები, ვნახავთ,


რომ მოკლე დროის განმავლობაში ბავშვები მნიშვნელოვნად ვითარდებიან ფიზიკურად,
გონებრივად, ზნეობრივად და სოციალურად. გარდამავალი ასაკის ბავშვების სწავლება და
აღზრდა გაცილებით მეტ სირთულესა და სიძნელესთან არის დაკავშირებული, ვიდრე
უმცროსი სასკოლო ასაკის. ბავშვის მოწიფულობაში გადასვლის პროცესი მეტად რთული და
მრავალფეროვანია, რადგან იგი დაკავშირებულია უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების
რღვევასთან, ცხოვრებისა და ქცევის პირობების შეცვლასთან.

თუკი მოზარდმა იცის და ესმის ის ცვლილებები, რომელსაც ადგილი აქვს მის სხეულში და
ფსიქიკაში, მისთვის უფრო ადვილი იქნება მათი მიღება.

11 წლის მოზარდი - მგრძნობიარეა, მიისწრაფის თვითდამკვიდრებისკენ, გუნება-


განწყობილება ხშირად ეცვლება, ავლენს ბრაზს და აგრესიას, უყვარს. შედის
კონფრონტაციაში მშობლებთან.ჩხუბობს და-ძმასთან. გოგონებს ერთმანეთთან აქვთ
ერთდროულად როგორც გულთბილი, ასევე დაძაბული ურთიერთობები. ბიჭები
ერთიანდებიან ჯგუფებად.
12 წლის მოზარდი - უკეთესად ახერხებს საკუთარი თავის მართვას. ადვილად სევდიანდება,
ნაკლებად აგრესიულია. ეძებს საკუთარ თავს, ცდილობს თავი მოაწონის სხვა ადამიანებს.
იწყებს მეგობრების ძიებას ოჯახის გარეთ. უმჯობესდება ურთიერთობა და-ძმასთან.
გოგონები იწყებენ მეგობრობას ბიჭებთან.

13 წლის მოზარდი - დაკავებულია საკუთარი თავის შეცნობით, უყვარს მარტოობა, აქვს ბევრი
საიდუმლო, ნაკლებად კომუნიკაბელურია. ნაკლებად გრძნობს სიახლოვეს მშობლებთან, არ
ენდობა მათ. კარგი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან. უნდა გახდეს მოზრდილი.

14 წლის მოზარდი - აგზნებული, ექსპანსიური და კაპრიზულია. აღელვებს საკუთარი


გარეგნობა, ადარებს თავს თანატოლებს. მიისწრაფის დამოუკიდებლობისაკენ, უნდა იყოს
მოზრდილი. ერთიანდებიან საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებში.

15 წლის მოზარდი - კრიტიკულია, მალავს საკუთარ გრძნობებს, ხშირად ეცვლება გუნება-


განწყობილება. აქვს სურვილი იყოს პოპულარული და თავისუფალი. იბრძვის საკუთარი
შეხედულებების დასამკვიდრებლად. გრძნობს გაუცხოებას საკუთარი მშობლების მიმართ.
სიამოვნებს ურთიერთობა მეგობრებთან. უმჯობესდება ურთიერთობა და-ძმასთან.

16 წლის მოზარდი - კეთილგანწყობილი, დამყოლი და მომთმენია. ღელავს მომავალზე,


სურვილი აქვს მიაღწიოს წარმატებას, სჯერა საკუთარი ძალების, ზრუნავს გარეგნობაზე.
კარგი ურთიერთობა აქვს მშობლებთან, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს მეგობრებთან
ურთიერთობას.

მოზარდობის პერიოდი გამოირჩევა სირთულით არა მხოლოდ აღმზრდელობითი კუთხით,


არამედ სწავლისადმი დამოკიდებულებით - ეცემა აკადემიური მოსწრება, მცირდება
სწავლისადმი ინტერესი.

მოზარდის სწავლის სირთულეების ძირითადი ფაქტორებია:

1.სასწავლო საქმიანობის თავისებურებები. სასწავლო საქმიანობა მოითხოვს მოსწავლისგან


დამოუკიდებელი აზროვნების უნარს, სასწავლო ამოცანის გადაწყვეტის რაციონალური
ხერხებისა და საშუალებების არჩევას, საკუთარი ცოდნის კონტროლს და შეფასებას. ბევრი
მოზარდი არ არის მზად, სასწავლო საქმიანობის ახალი ფორმების შესასრულებლად.

2.ინტელექტუალური პასიურობა ან ”გონებრივი სიზარმაცე“. რომლის მიზეზი სხვადასხვაა.


ეს შეიძლება იყოს როგორც პრობლემები შემეცნებითი პროცესების განვითარებაში, სწავლის
დაბალი მოტივაცია, ასევე სწავლებისა და აღზრდის ნაკლოვანებები.

შემეცნებითი პროცესების განვითარების ნაკლოვანებები გულისხმობს - სხვადასხვა


აზროვნებითი ოპერაციის ფორმირების სისუსტეს, დამახსოვრების მექანიკური ტიპის
დომინირებას აზრობრივზე, ყურადღების სუსტ კონცენტრაციასა და სიმყარეს, ყურადღების
მცირე მოცულობას.
სწავლის დაბალი მოტივაცია - ხშირად ბავშვი სწავლობს მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელი არ
გაუბრაზდეს, გაუშვან მეგობართან, უყიდონ რაიმე ნივთი და ა.შ.

3.მოზარდის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებრუბები - ემოციური აშლილობა,


დაბალი თვითშეფასება, არაადექვატური რეაქციები, ხასიათის აქცენტუაცია.

4.სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენა, ამის გამო ახალი მასალა გაუგებარია.

ფიზიკური განვითარება

გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმში კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობს.


იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი, დგება სქესობრივი მომწიფების პერიოდი.

ორგანიზმში მიმდინარე ყველა ცვლილებას მართავს ჰორმონები .ამ პერიოდში მკვეთრად


მატულობს როგორც ზრდის, ისე სასქესო ჰორმონების გამომუშავება და იწყება სქესობრივი
მომწიფება, რომელიც პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებით
გამოიხატება.

მოზარდის ფიზიკური განვითარებისთვის დამახასიათებელია ე.წ. ,,ზრდის ნახტომი", რაც


სხეულის სიგრძის ინტენსიურ ზრდაში გამოიხატება. (8-10 სმ 13-15 წლებში) გარდამავალ
ასაკში ხდება მოზარდის სხეულის, ყველა ორგანოსა და ქსოვილის ინტენსიური ზრდა. ასეთი
სერიოზული ცვლილებები მხოლოდ მუცლადყოფნისა და ჩვილობის პერიოდისთვის არის
დამახასიათებელი. მაგრამ, პატარებისგან განსხვავებით, მოზარდები ამ ცვლილებებს
ინტერესის, შიშისა და სიხარულის განცდით აკვირდებიან.

9-10 წლამდე ბიჭებისა და გოგონების ორგანიზმის განვითარება ერთნაირად მიმდინარეობს.


მაგრამ 10 წლის შემდეგ გოგონები უფრო ინტენსიურად იზრდებიან და სიმაღლეში ასწრებენ
ბიჭებს. სქესობრივი მომწიფების პროცესის დასრულების შემდეგ, გოგონების სიმაღლეში
ზრდის ტემპი კლებულობს, ხოლო ბიჭებისა 18 - 20 წლამდე გრძელდება.

მოზარდის ანატომოიურ-ფიზიოლოგიური განვითარება არათანაბრად მიმდინარეობს, რაც


ძვლებისა და კუნთების არაპროპორციულ განვითარებას იწვევს. ჯერ ხელის მტევნები და
ტერფები იზრდება, შემდეგ კიდურები, ყველაზე ბოლოს კი მხრები ვითარდება. ამის გამო
მოზარდს დარღვეული აქვს მოძრაობის კოორდინაცია, მოუქნელია. ხმის იოგების ზრდა
იწვევს ხმის დაბოხებას. სიმაღლეში ზრდის კვალდაკვალ, მატულობს კუნთების მოცულობა,
ემატება ძალა. ხანდახან ის შეიძლება ზარმაცად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის
ორგანიზმის დაცვა გადამეტებული დაძაბულობისგან.

რაც შეეხება ნერვულ სისტემას, გარდამავალ ასაკში აგზნებისა და შეკავების პროცესები არ


არის გაწონასწორებული. აგზნება მნიშვნელოვნად ჭარბობს შეკავებას. აგზნების პროცესი
ხშირად ისეთი ძლიერი და ინტენსიურია, რომ მოზარდს ძალა არ ყოფნის მის შესაკავებლად.
დიდი ცვლილებებია მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარებაში. მოზარდის
გული მნიშვნელოვნად იზრდება მოცულობაში, იგი უფრო ძლიერდება, ხოლო
სისხლძარღვთა დიამეტრი კი ზრდაში ჩამორჩება მას, რის გამოც მოზარდებს ხშირად
აღენიშნებათ თავბრუსხვევები, თავის ტკივილი, გულისცემის გახშირება, სისუსტე და
ადვილი დაღლადობა.

მოზარდის ფიზიკური, ანატომიურ-ფიზიოლოგიური განვითარების ყველაზე


მნიშვნელოვანი ფაქტია სქესობრივი მომწიფება. სქესობრივი მომწიფების დასაწყისად
ბიჭებისთვის 12-13 წელი, ხოლო გოგონებისთვის 11-12 წელი ითვლება. ბიჭების
უმრავლესობა სქესობრივ მომწიფებას ამთავრებს 15 - 16 წლის ასაკში, ხოლო გოგონები 13-14
წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში სქესობრივი მომწიფება მთავრდება,
მოზარდის სულიერ და ზნეობრივ მომწიფებაზე ჯერ ადრეა საუბარი.

სწრაფი ზრდა ხშირად იწვევს მადის მომატებას. ხშირ შემთხვევაში, მოზარდები დიდ
ყურადღებას უთმობენ გარეგნობას. განიცდიან სხეულებრივ ცვლილებებსა და წონის მატებას,
კანზე გამონაყარს.

კვებითი აშლილობები: ნერვული ანორექსია და ნერვული ბულემია

ნერვული ანორექსია - არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება საკვების


შეზღუდვით. ანორექსიით დაავადებულებს აქვთ წონაში მატების ირაციონალური შიში და
საკუთარი სხეულის არასწორი აღქმა. ანორექსია როგორც წესი, მოზარდობის ასაკში
ვითარდება. წონაში მატების შიშით, მოზარდები ზღუდავენ საკვების მიღებას და ხშირად
შიმშილობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ისინი არ კარგავენ მადას, ამიტომ ამ
ტიპის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური გართულებები.

ნერვული ანორექსიით დაავადებულ ადამიანს ახასითებს: თვალშისაცემი სიგამხდრე, წონის


მატების გადაჭარბებული შიში, კანის სიმშრალე და სიყვითლე, სხეულზე თმის საფარველის
მომატება, დაბალი სისხლის წნევა, სუნთქვის და პულსის სიხშირის შემცირება, სხეულის
ტემპერატურის კლება, ძლიერი გატაცება ფიზიკური ვარჯიშით, მენსტრუაციულ ციკლთან
დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია და ძილის დარღვევა,დაბალი თვითშეფასება

ნერვული ბულემია - არის კვებითი აშლილობა, რომელიც ზომაზე მეტი საკვების მიღებით და
შემდგომ, ხელოვნური გულისრევით ხასიათდება. ანორექსიის მსგავსად, ბულემიით უფრო
ხშირად ავადდებიან მოზარდები. ბულემია ანორექსიასთან შედარებით ნაკლებად საშიშია,
თუმცა უფრო მეტადაა გავრცელებული.

ბულემიით დაავადებულს ახასიათებს: ჭამის შემდეგ სუფრის სწრაფი მიტოვება და


ტუალეტის ხშირი სტუმრობა, დეჰიდრატაცია, ხშირი ღებინების გამო,პირის ღრუს
დაზიანება, კბილების ეროზია, რომელიც გამოწვეულია კუჭის მჟავას კბილებთან ურთი-
ერთქმედებით, დაბალი თვითშეფასება,დეპრესია,მკაცრი თვითკრიტიკა.
ნერვული ანორექსიის და ნერვული ბულემიის წარმოშობის მიზეზები

სოციალურ მეცნიერებათა ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კვებითი აშლილობის


მიზეზია სოციალური ფაქტორები, კერძოდ, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ
ლამაზია ”გამხდარი ქალი”.

ზოგი მეცნიერი ნერვული ანორექსიის მიზეზად ბიოლოგიურ ფაქტორებს ასახელებს. ერთ-


ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ანორექსიას იწვევს ჰიპოთალამუსის დისფუნქცია, რომელიც
აკონტროლებს მენსტრუალურ ციკლს და საკვების მოთხოვნილებას. ბულემიის შემთხვევაში
კი მიჩნეულია ორგანიზმში სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) ნაკლებობა, რომელიც
მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის გუნება-განწყობილებას და მადას. ასევე
მნიშვნელოვანია პიროვნული და ოჯახური ფაქტორები.

2. მოზარდის შემეცნებითი სფეროს განვითარება - აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია,


მეტყველება, ყურადღება, აზროვნება, მოტივაცია.

● შემეცნებითი სფეროს განვითარება

უმცროსი მოზარდი ინტელექტუალურად “კრიტიკოსია”. ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან


ერთად, იცვლება მოზარდის აზროვნებაც. ის უკვე აღარ ღებულობს უყუყმანოდ იმას, რასაც
უფროსები ეუბნებიან, არამედ ყველაფერს აკრიტიკებს.. მას სურს თვითონ მიიღოს
გადაწყვეტილება. მოზარდს სურს, რომ იყოს წარმატებული გარკვეულ საქმიანობაში,
რომელიც მისთვის საინტერესოა. თუკი ამას ვერ ახერხებს, მას შეიძლება განუვითარდეს
არასრულფასოვნების კომპლექსი.

უფროსი მოზარდი ინტელექტუალურად “აქტიურია”. ის ცდილობს თვითონ გასცეს პასუხი


მისთვის მნიშვნელოვან კითხვებს. ის ოცნებობს გრანდიოზული საქმეების
განხორციელებაზე. მას სიამოვნებს ლოგიკური აზროვნება, არგუმენტების მოყვანა. უფროს
მოზარდს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ “ყველეფერი” იცის. ის ადვილად ექცევა
თანატოლების, წაკითხული წიგნის, ტელევიზიით ნანახის გავლენის ქვეშ.

აღქმა

მოზარდობის ასაკში აღქმა ხდება დანაწევრებული, სინთეზური და ანალიზური. მოზარდს


შეუძლია ობიექტის, მოვლენის, სიტუაციის სრულყოფილი აღქმა.

მეხსიერება
მოზარდობის ასაკში ნებისმიერ მეხსიერებასთან ერთად ვითარდება, ლოგიკური მეხსიერებაც
(აზრების დამახსოვრება და აღდგენა), რომელიც თანდათან იკავებს წამყვან ადგილს
სასწავლო მასალის დამახსოვრებაში. იცველება მიმართება მეხსიერებასა და აზროვნებას
შორის. თუ უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერებასა და აზროვნებას შორის იყო მჭიდრო
ურთიერკავშირი, უფრო მეტიც, აზროვნების განვითარება უშალოდ იყო დამოკიდებული
მეხსიერებაზე, მოზარდობის ასაკში კი უკვე, აზროვნება განსაზღვრავს მეხსიერების
ფუნქციონირების თავისებურებებს.

ამასთანავე, ლოგიკური მეხსიერების განვითარებასთან ერთად ნელდება მექანიკური


მეხსიერების განვითარების პროცესი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ნეგატიური
მოვლენები. საქმე იმაშია, რომ მაღალ კლასებში იზრდება დასამახსოვრებელი ინფორმაციის
რაოდენობა, მათ შორის ისეთი, რომელიც საჭიროებს მექანიკურ დამახსოვრებას (მაგალითად,
ისტორიული თარიღები). მოზარდებს ექმნებათ გარკვეული პრობლემები ასეთი სახის
ინფორმაცის დამახსოვრებაში და ისინი უჩივიან ცუდ მეხსიერებას. ამიტომ, საჭიროა
ვასწავლოთ დამახსოვრების ტექნიკები, რაც მათ გაუადვილებთ სასწავლო მასალის
დამახსოვრებას.

ფანტაზია

ფანტაზიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოზარდის ცხოვრებაში. ლ. ვიგოტსკის ამბობს -


“მოზარდის ფანტაზია, ეს არის ბავშვის თამაში, რომელიც გადაიზარდა ფანტაზიაში”.

მოზარდები ხშირად მიმართავენ შემოქმედებას - წერენ ლექსებს, ხატავენ, მონაწილეობენ


სპექტაკლებში. ხშირად ფანტაზია ასრულებს დაცვით ფუნქციას. მოზარდის
დაუკმაყოფილებელი სურვილები და მოთხოვნილებები, რეალიზირდება მის ფანტაზიებში.
ამან კი შეიძლება მოუტანოს შვება, მოხსნას დაძაბულობა და შინაგანი კონფლიქტი.

მეტყველება

მეტყველების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აზროვნების


განვითარებაზე. მოზარდობის ასაკში ეს ვლინდება ბავშვის უნარში შეადგინოს ზეპირი და
ნაწერი ტექსტის გეგმა, ხოლო ჭაბუკობის პერიოდში კი შეუძლია ზეპირი გამოსვლის გეგმის
შედგენა.

ზეპირი მეტყველების დროს მოზარდს შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრები და მოიყვანოს


არგუმენტები, იმსჯელოს, იკამათოს.

წერითი მეტყველების განვითარება კი გულისხმობს იმას, რომ მოზარდს შეუძლია


დამოუკიდებლად დაწეროს, თხზულება როგორც დასმულ საკითხზე, ასევე თავისუფალი
თემა.

ყურადღება
მოზარდობის ასაკში იზრდება ყურადღების მოცულობა, სტაბილობა, გადაუხრადობა. ამავე
დროს ხშირად მოზარდებს უჭირთ სასწავლო მასალაზე ყურადღების კონცენტრაცია,
ვინაიდან მათი ყურადღება შერჩევითია და დამოკიდებულია მოზარდის ინტერესებზე.

აზროვნება

აღნიშნული ასაკის ძირითადი ნიშანი აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბებაა.


მოზარდებს უკვე შეუძლიათ ჰიპოთეზების (ვარაუდის) ფორმულირება, გადამოწმება და
შეფასება.

კოგნიტური მიმდინარეობის ზოგი მეცნიერი მოზარდებს ”ახალგაზრდა მეცნიერებს”


უწოდებს, იმის გამო, რომ ისინი პრობლემის გადაჭრისას იყენებენ მეცნიერულ მეთოდებს
(ინდუქციურ და დედუქციურ აზროვნებას). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ იციან, რომ ამ
თუ იმ შედეგის გამომწვევი ფაქტორების გამოსავლენად საჭიროა, ერთ სიტუაციაში
შეიცვალოს მხოლოდ ერთი ელემენტი და არ უნდა შეიცვალოს სიტუაციის სხვა ელემენტები.
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები, იგივე პრობლემის გადაჭრისას იყენებენ ცდისა და
შეცდომის მეთოდს, რომლის შედეგადაც, შეიძლება მიიღონ სწორი პასუხი, მაგრამ მათ არ
შეუძლიათ ლოგიკურად ახსნან თავისი გადაწყვეტილება.

ინდუქციური აზროვნების დახმარებით მოზარდს შეუძლია აზრების სისტემატიზაცია და


კრიტიკული ანალიზი. უფრო მეტიც, მას შეუძლია ერთდროულად მოვლენის რამოდენიმე
პარამეტრის გათვალისწინება და დედუქციური

ინდუქციური აზროვნება - კონკრეტული ინფორმაციის განზოგადება და მის საფუძველზე


დასკვნის გაკეთება.

დედუქციური აზროვნება - ზოგადი ინფორმაციი გამოყენება, კონკრეტული დასკვნის


გასაკეთებლად.

ხშირად მოზარდები ტოვებენ ”სულელის” შთაბეჭდილებას. ეს გამოწვეულია იმით, რომ


ისინი პრობლემის (ხშირად მარტივის) გადასაწყვეტად ირჩევენ რთულ გზებს და განიცდიან
მარცხს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორმალური ოპერაციების შესრულების უნარი,
აძლევს მოზარდს საშუალებას განიხილოს მრავალი ალტერნატივა, მაგრამ ის ამ ახალ უნარს
ბოლომდე ვერ აკონტროლებს.

ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება ხელს უწყობს, მათემატიკისა და


საბუნებისმეტყელო მეცნიერებების შესწავლას, დაინტერესებას ფანტასტიკით,
ფილოსოფიური საკითხებით. აზროვნების ახალ საფეხურზე ასვლა მოზარდებს უბიძგებს,
დაფიქრდნენ ისეთ აბსტრაქტულ ცნებებზე, როგორიც არის: სიყვარული, მეგობრება,
ერთგულება, პატიოსნება.
რა თქმა უნდა ყველა მოზარდი ვერ აღწევს აზროვნების განვითარების ამ დონეს, ამიტომ
მათთვის ხშირად დამახასიათებელია ცოდნის ათვისების ვერბალიზმი და ფორმალიზმი,
მოზარდი განწყობილია სასწავლო მასალის დამახსოვრებისკენ და არა გაგებისკენ.

მოტივაციური სფეროს განვითარება

მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვან ცვლებებს აქვს ადგილი სასწავლო-შემეცნებითი


მოტივების განვითარებაშიც. მოტივები, რომლებსაც წამყვანი ადგილი ეკავათ უმცროსი
სასკოლო ასაკის ბავშვის აქტიობაში, მოზარდისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის.

უმცროს მოზარდებთან წამყვანია - კლასში გარკვეული ადგილის დამკვიდრების მოტივი. მათ


სურთ მოიპოვონ თანატოლების აღიარება.რაც შეეხება შემეცნებითი მოტივების
განვითარებას, აქ შეიძლება მოზარდების 3 ჯგუფი გამოვყოთ - ფართე შემეცნებით
ინტერესების მქონე მოსწავლეები, ცალკეული საგნების შესწავლის ინტერესის მქონე
მოსწავლეები და გაურკვეველი, ცვლადი, სიტუაციური შემეცნებითი ინტერესების მქონე
მოსწავლეები.

სამწუხაროდ, მოზარდების 54%-სთვის მნიშვნელოვანია შეფასების მიღების მოტივი და არა


ცოდნის მიღების მოტივი.ჭაბუკობის პერიოდში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს სასწავლო
საგნებისადმი დიფერნცირებული ინტერესი. ეს ერთის მხრივ, განპირობებულია ჭეშმარიტი
შემეცნებითი ინტერესით და მეორეს მხრივ, პრაგმატული ინტერესით (უმაღლეს
სასწავლებელში ჩარიცხვა).

3.პროსოციალური ქცევა. ინდივიდუალური თავისებურებები მოზარდებში.

●პროსოციალური ქცევა.

პროსოციალური ქცევა გულისხმობს ისეთ აქტიობას, რომელსაც მოაქვს სარგებელი, ეხმარება


და ხელს უწყობს სხვა ადამიანებს. შეიძლება მოზარდმა მიიღოს სწორი ზნეობრივი
გადაწყვეტილება, მაგარამ არ შეასრულოს ის სიზარმაცის, შიშის ან პირადი ინტერესის გამო.
მორალური გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, მაგრამ არასაკამრისი, პროსოციალური
ქცევის განხორციელებისათვის. მეორეს მხრივ, მოზარდის პროსოციალურ ქცევას, შეიძლება
ჰქონდეს ეგოისტური მოტივი.

მოზარდის პროსოციალური და მორალური ქცევის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს:


სქესობრივი მომწიფება. მოზარდობის პერიოდში ადგილი აქვს სქესობრივ მომწიფებას, რაც
იწვევს სქესობრივ აგზნებას და რომანტიულ სიყვარულს. ორივე მოვლენამ შეიძლება ხელი
შეუწყოს როგორც პროსოციალურ, ასევე ანტისოციალურ ქცევას.

მოვლენის სხვა პოზიციიდან დანახვის უნარი. კოგნიტური უნარების განვითარება, ასევე


ახალი გამოცდილება აძლევს მოზარდს საშუალებას უკეთ გაიგოს სხვისი პოზიცია.

მორალური მსჯელობა. რაც უფრო განვითარებული აქვს მოზარდს მორალური მსჯელობა,


მით მეტია ალბათობა, რომ ის მიიღებს მორალურ გადაწყვეტილებას.

ემპათია. რაც უფრო აქვს განვითარებული მოზარდს ემპათიის (თანაგანცდა) განცდა, მით
უფრო მეტად განახორციელებს ის პროსოციალურ ქცევას.

პიროვნება. აგრესიული მოზარდები, უფრო მეტად არიან მიდრეკილი ანტისოციალური


ქცევისკენ.

ოჯახი. მშობლები, რომლებიც ეხმარებიან, მხარს უჭერენ მოზარდს, ხელს უწყობენ მის
მორალურ განვითარებას.

თანატოლები. თანატოლებმა შეიძლება ხელი შეუწყონ როგორც პროსოციალურ, ასევე


ანტისოციალურ ქცევას.

სკოლა. ბავშვების მცირე რაოდენობა კლასში და სკოლაში, სკოლის ”კლიმატი” ხელს უწყობს
პროსოციალური ქცევის განვითარებას.

კულტურა. მოზარდზე გავლენას ახდენს მისი ქვეყნის კულტურისთვის დამახასიათებელი


ნორმები და ღირებულებები.

ინდივიდუალური თავისებურებები მოზარდებში.

სკოლაში ტრადიციულად მოზარდის მიმართ ინტერესს იჩენენ, როგორც გარკვეული


ინტელექტისა და უნარების მფლობელის და არა როგორც პიროვნების, გარკვეული ხასიათის
მქონის სუბიექტის მიმართ. ხასიათზე საუბარს ჩვეულებრივ უარყოფითი შეფერილობა აქვს
ხოლმე.

ხასიათი განისაზღვრება, როგორც ადამიანის ფსიქიკური მახასიათებლების მყარი


ერთიანობა, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდისთვის დამახასიათებელ, ტიპიურ ქცევას,
გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში და პირობებში. ხასიათი გამოვლინდება: სხვა
ადამიანებთან ურთიერთობისას, საქმეში, საკუთარი თავის მიმართ, ქონების მიმართ.

ხასიათი მჭიდროდაა დაკავშირებული მორალთან, მსოფლმხედველობასთან, რწმენასთან,


რაც განაპირობებს ინდივიდის სოციალურ პოზიციას.
მოზარდის დამოკიდებულება საკუთარი ხასიათის მიმართ.

12-14 წლის ასაკში ფორმირდება "მეს" ის კომპონენტები, რომლებიც დაკავშირებულია


საკუთარ მე-სა და სხვებს შორის მსგავსება-განსხვავების გაცნობიერებასთან.

14 წლის ასაკში იზრდება სწრაფვა თვითდაკვირვებისკენ, მცირდება "მე-ხატის" სიმყარე,


მცირდება ზოგადი თვითპატივისცემის დონე, არსებითად იცვლება ზოგიერთი თვისების
თვითშეფასება.ხშირად არიან დეპრესიულ მდგომარეობაში.

15 წლის შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება, კვლავ შეიმჩნევა თვითპატივისცემის დონის


ზრდა, სუსტდება მორცხვობა, უფრო მყარი ხდება თვითშეფასება. მაგრამ სხვადასხვა
საკითხზე წუხილი, ფიქრი 15 წლის ასაკის მოზარდებს გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე
მცირე ასაკის მოსწავლეებს. 17-18 წლებში დგება სტაბილიზაციის ხანა.

მოზარდები გაცილებით ნაკლებად მომთხოვნი არიან პიროვნულ ურთიერთობებში ისეთი


"ნეიტრალური" საგნების მასწავლებლების მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი
უფრო მკაცრად აფასებენ იმ პედაგოგებს, ვინც მოწოდებულია ისაუბროს პიროვნულად
მნიშვნელოვან თემებზე.

ზოგჯერ მოზარდები აღმოაჩენენ, რომ ზოგიერთი რამ, რასაც ისინი აკეთებენ, ამბობენ და
გრძნობენ, იწვევს მწვავე ემოციურ განცდებს, საკუთარ თავის მიმართ კრიტიკულ
დამოკიდებულებას, თვითპატივისცემის შემცირებას. ცდილობენ რა რაღაცის გამოსწორებას,
ისინი როგორც წესი, აწყდებიან წარუმატებელობას. ყველაფერი ეს იწვევს კრიტიკულ
დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ.

13-15 წლის ასაკის მოზარდების ხასიათი არის გარკვეული მოცემულობა, თუმცა მკაფიოდ
უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მოზარდები არ არიან დამნაშევეები იმაში, რომ მათი
ხასიათი ასეთია. მოზარდები განიცდიან წყენას "შეუსაბამო" ხასიათის გამო, წუხან მის გამო,
მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერაფერს ვერ ცვლის. ნათელია, რომ მათ არ შეუძლია რაიმეს შეცვლა,
საკუთარ თავის მისამართით გაჟღერებული ბრძანებით, რომ არ გააკეთოს ის, რასაც ითხოვს
მისი ხასიათი.

უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი ხასიათი. არსებობს ადამიანები,


რომლებმაც იციან საკუთარი ხასიათის გამოყენება დასახული მიზნების მიღწევისთვის და
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ საკუთარი თავის შეცნობის, ეშინიათ საკუთარი
თავის, ამის გამო ისინი ვერ აღწევენ წარმატებას და დასახულ მიზნებს.

ყოველ ადამიანს აქვს როგორც, თანდაყოლილი, ბუნებრივი ნიშნები და სურვილები,


აგრეთვე, სოციალური, კულტურული თვისებებიც. პირველი სახის ნიშნები ფორმირდებიან
ადრეულ ბავშვობაში, მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ორგანიზმის თავისებურებებთან,
ხშირად გენეტიკურად არიან განპირობებულნი. მეორე სახის ნიშნები კი არის აღზრდის
რეზულტატი. ისინი თანდათანობით ყალიბდებიან და სწორედ მათი წყალობით ხდება
ადამიანი ადამიანად.

მოზრდილის ხასიათში გადახლართულია როგორც ბუნებრივი, ისე სოციალური თვისებები.


თუ ადამიანი ისწავლის საკუთარი ბუნებრივი მოთხოვნილებების სოციალურად მიღებული
საშუალებებით დაკმაყოფილებას, შეგვიძლია ვისაუბროთ მის ნორმალურ სოციალურ
ადაპტაციაზე. აღსანიშნავია, რომ მოზარდების სოციალურ ადაპტაცია რთულად
მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მისი ნატურალური მოთხოვნილებები უკვე ჩამოყალიბებულია
და მრავალი მათგანი უფრო ძლიერდება სქესობრივი მომწიფების დროს; მეორე მხრივ კი
ქცევის სოციალური, კულტურული რეგულაციის ნორმები ჯერ კიდევ არ არის
შემუშავებული. მოზარდები ვერ უმკლავდებიან ახალი გრძნობებს, მწვავე სურვილებსა და
შეგრძნებებს. სოციალური ადაპტაციის პროცესი არ აწყდება დაბრკოლებებს და
მიმდინარეობს ნორმალურად, თუ არსებობს ჯანმრთელი პარტნიორული ურთოერთობები
ოჯახსა და სკოლაში.

4.პიროვნული და სოციალური სფეროს განვითარება მოზარდობაში - თვით-


კონცეფცია და თვითშეფასება. რ. სტრენგის „მე“-ს 4 ასპექტი.

● პიროვნული და სოციალური განვითარება

მოზარდის ემოციები არამდგრადია და დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობაზე.


ხშირად, ის მკვეთრად რეაგირებს გარკვეულ სიტუაციაზე - ხმამაღლა ყვირის, იცინის ან
უმიზეზოდ ტირის.

ავტონომიის განსაზღვრებაში ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების ზეგავლენიდან


გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, რომ გარდამავალ ასაკში ადამიანი არ იყოს მათზე
დამოკიდებული. სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან
მათ აფრთხობთ ის პასუხისმგებლობა, რაც თან ახლავს დამოუკიდებლობას. ამასთანავე,
მოზარდები ეკონომიურადაც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი.

სწორი იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. ამ


თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გულისხმობს საკუთარი დასკვნების გაკეთებასა და
საკუთარი ქცევის რეგულაციას.

არის ოჯახები, სადაც ეს გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ


უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. პირიქით, აძლევენ
საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ.
ხშირად ასეც ხდება, რომ მოზრდილებიც მონაწილეობენ გადაფასების პროცესში,
მინიმუმადე დაჰყავთ ,,კონფლიქტის ზონები" და ეხმარებიან მოზარდებს დამოუკიდებელი
აზროვნების განვითარებასა და საკუთარი ქცევების მართვის უნარის გავარჯიშებაში.
აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება კი, საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზის
საშუალებას იძლევა.

საკუთარი ცვლილებების მიმართ გაძლიერებული ყურადღება იწვევს მოზარდების


გარკვეულ ეგოცენტრიზმს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა ისევე საინტერესოა
ირგვლივმყოფთათვის, როგორც მათთვის. მოზარდებს პატარებზე მეტად აინტერესებთ, რას
ფიქრობენ მათზე სხვები - ისინი.

პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალიბებასთან არის


დაკავშირებული. იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა, ხანგრძლივი, რთული
და ზოგჯერ არცთუ ისე უმტკივნეულო პროცესია. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება:
შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, და ან ძმა,
მოსწავლე, სპორტსმენი ვარ) და მოახდინოს ამ მრავალრიცხვოვანი ,,მე"-ს ხატების
ინტეგრაცია პიროვნულ იდენტობაში. თუ მოზრდი წარმატებით გადაწყვეტს თავის ფსიქო-
სოციალურ იდენტიფიკაციას, ის გააცნობიერებს იმას, თუ “ვინ” არის და რა უნდა.

თვითკონცეფცია და თვითშეფასება.

თვითკონცეფცია -ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე.

თვითკონცეფციის ფორმირება იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში, მაგრამ ბევრი


ფსიქოლოგის აზრით, თვითკონცეფციის სრული ფორმირება შესაძლებელია, მხოლოდ
ფორმალური ოპერაციების სტადიაზე. სწორედ ამ სტადიაზე იწყებს მოზარდი ფიქრს
საკუთარ პიროვნებაზე.მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოზარდი ახდენს საკუთარ
თავზე წარმოდგენის ფორმირებას.თვითკონცეფცია შეიძლება განიცდიდეს ცვლილებას
სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

ერიქსონი თვითკონცეფციას უწოდებდა ეგოს იდენტობას, რომელიც წარმოადგენს საკუთარ


თავზე წარმოდგენების ერთობლიობას. ადამიანი შეიძლება აფასებდეს საკუთარ თავს
როგორც შვილს, დას, სტუდენტს, მეგობარს და ა.შ. პიროვნების სხვადასხვა ასპექტების
თვითკონცეფცია შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც გამოიხატება სხვადასხვა როლში
განსხვავებულ ქცევაში.

რ. სტრენგმა გამოყო ”მე”-ს 4 ასპექტი:

ზოგადი თვითკონცეფცია - მოზარდის წარმოდგენა საკუთარ პიროვნებაზე, უნარებზე,


სტატუსზე და სოციალურ როლებზე.
დროებითი თვითკონცეფცია - დამოკიდებულია პიროვნების გუნება-განწყო¬ბი¬ლებაზე,
სიტუაციაზე, განცდებზე. მაგალითად, თუ მოზარდმა გამოცდაზე მიიღო დაბალი შეფასება,
მან შეიძლება ჩათვალოს, რომ სულელია, რაც გამოიწვევს თვითშეფასების დაქვეითებას.

სოციალური ”მე” - მოზარდის მოსაზრება, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები. თუ მოზარდი


ფიქრობს, რომ სხვები თვლიან, რომ ის სულელია, ის საკუთარ თავზე ნეგატიურად
იფიქრებს.

იდეალური მე - როგორი უნდა მოზარდს რომ იყოს. ეს წარმოდგენა შეიძლება იყოს


რეალისტური, დაქვეითებული ან გადაჭარბებული. დაქვეითებული იდეალური ”მე’’ ხელს
უშლის მიღწევებს. გადაჭარბებულმა იდეალურმა ”მე”-მ კი შეიძლება გამოიწვიოს
ფრუსტრაცია და თვითშეფასების დაწევა. რეალისტური იდეალური თვითკონცეფცია ხელს
უწყობს საკუთარი თავის მიღებას, ფსიქიკურ ჯამრთელობას და რეალისტური მიზნების
მიღწევას.

თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს საკუთარი ფიზიკური,


პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის
შეფასებას.

მოზარდის პიროვნების განვითარებაში ცენტრალური ადგილი უკავია თვითშეფასებას -


თვითშემაცნების კომპონენტი, რომელიც შეიცავს ცოდნას და შეფასებას პიროვნების
ფიზიკური მახასიათებლების, უნარების, ზნეობრივი თვისებების და ქცევის. თვითშეფასება
მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად თვლის მოზარდი საკუთარ თავს - მნიშვნელოვან, ნიჭიერ,
წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად. თვითშეფასებაზეა დამოკიდებული მოზარდის
ფსიქიკური ჯამრთელობა, სოციალური ადაპტაცია, სწავლა და პროფესიის არჩევა. მისი
ჩამოყალიბება ხდება ბავშვის აქტიობისა და პიროვნებათშორისი ურთიერთობის პროცეში.
თვითშეფასება შეიძლება იყოს ადექვატური, დაბალი და მაღალი.

ადექვატური თვითშეფასების მქონე მოზარდები არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებული,


თვითკრიტიკულები; აქვთ მაღალი საზოგადოებრივი და პიროვნული სტატუსი, ფართე
შემეცნებითი ინტერესები, მაღალი აკადემიური მოსწრება.

მაღალი თვითშეფასების მქონე მოზარდებს ხშირად აქვთ შეზღუდული შემეცნებითი


ინტერესები და ძირითად მიმათულნი არიან ღარიბი შინაარსის მქონე ურთიერთობებზე.

დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდები კი მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ.

აგრესიული მოზარდებისთვის დამახასიათებელი უკიდურესად მაღალი, ან უკიდურესად


დაბალი თვითშეფასება.მოზარდი, თვითშეფასების ფორმირებისას ყურადღებას ამახვილებს:
აკადემიურ მოსწრებაზე, გარეგნობაზე, ფიზიკურ ძალაზე, ქცევაზე და სოციალური
აღიარებაზე.
იდენტობის და თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ოჯახს და სკოლას უმნი¬შვნელოვანესი
როლი აკისრია. მშობლები და პედაგოგები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ
ფუნქციებს, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდებს დაცულობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს.
გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა.
ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან
გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი, ბუნებრივია,
იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვთ, ანუ თანატოლებთან.

მოზარდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა და მათი აზრი.


ყოველი მოზარდი ოცნებობს ნამდვილ მეგობარზე, რომელსაც შეიძლება ბოლომდე ენდოს.
მეგობარში ის ეძებს მსგავსებას, მიღებას, გაგებას.უფრო ხშირად უმცროსი მოზარდები
მეგობრობენ თავისივე სქესის, სოციოლური სტატუსის და შესაძლებლობების ბავშვებთან.

თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების


განვითარებაში. ურთიერთობისას თანატოლებთან შედარებას აკეთებენ და ამის საფუძველზე
აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებსა და ქცევას. შეფასებისას, მოზარდები აქცენტს აკეთებენ
გარეგნობასა და იმ პიროვნულ თვისებებზე, რაც პოპულარობას უწყობს ხელს.

მოზარდებისთვის დამახასიათებელია “მოზრდილობის“ გრძნობის ჩამოყალიბება. ამიტომ,


ისინი ხშირად ბაძავენ უფროსებს - ეწევიან, სვამენ, ახდენენ მოზრდილთა ურთიერთობების
კოპირებას.

5.ე. ერიქსონის პიროვნების ფსიქოსოციალური განვითარების მეხუთე სტადია -


(პიროვნების იდენტობა-როლების აღრევა). მარსიას ეგო-იდენტობის სტატუსების
კონცეფცია.

● მეხუთე სტადია: პიროვნების იდენტობა - როლების აღრევა (12-19 წელი)

იდენტობა - იგივე, მსგავსი. ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდა.

იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც


სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით
პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო,
სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა. შ.).
გამოყოფენ: სოციალურ, კულტურულ, ეთნიკურ, ჯგუფურ იდენტობებს. იდენტობის
მექანიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული
ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში.
ადამიანი საკუთარ იდენტობას ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობით საზღვრავს.
ცხოვრების მანძილზე ამ ჯგუფების რაოდენობა იზრდება. ადამიანს ერთდროულად
რამდენიმე იდენტობა აქვს, მაგალითად, იგი დაკავშირებულია ოჯახთან, როგორც შვილი,
მეუღლე, ძმა ან და, მამა ან დედა;

იდენტობა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას. რამდენადაც ერთი და იგივე პიროვნება


ერთდროულად რამდენიმე იდენტობის მატარებელია, მისი ქცევა განსხვავებულია
სხვადასხვა ვითარებაში. მაგალითად, იგი სხვადასხვაგვარად იქცევა როგორც დედა და
როგორც თანამშრომელი, როგორც შვილი და როგორც მოსწავლე.

ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, აქსესუარებით ჩვენ შეგვიძლია მივხდეთ როგორია


ადამიანის იდენტობა - მისი სოციალური სტატუსი, რელიგიური შეხედულებები, ეთნიკური
კუთვნილება და ა.შ. სოციალიზაცია მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. შესაბამისად,
ადამიანის იდენტობა მუდმივად ივსება და იცვლება.

ერიქსონის მიხედვით, ამ პერიოდისთვის მოზარდების უმეტესობას უჩნდება იდენტობის


განცდა. თუ მოზარდმა ვერ შეძლო საკუთარი იდენტობის განსაზღვრა, განუვითარდება
იდენტობის კრიზისი.

განვითარების მეხუთე სტადია ერთგვარი გზაჯვარედინია. ამ პერიოდში მოზარდის


ორგანიზმში ხდება დიდი ბიოლოგიური და ფიზიკური ძვრები, ხდება სქესობრივი
მომწიფება, ყალიბდება გენდერული იდენტობა.

ადამიანის მიერ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მისი სქესისთვის კულტურით


განსაღვრულ როლთან, გენდერული იდენტობა ეწოდება.

ერიქსონი მიიჩნევდა, რომ ამ პერიოდში მოზარდს აქვს საკმარისი დრო, რათა მოახდინოს
საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესების კომბინირება და გააცნობიეროს - ვინ არის და რა
სურს.ხვდება რა სირთულეებს იდენტობის გარკვევაში, მოზარდი ეძებს დაცულობას, ამიტომ
უნდა, რომ დაემსგავსოს თანატოლებს.

იდეოლოგია ერიქსონის მიხედვით, არის ღირებულებათა ნაკრები, რომელიც ასახავს


რელიგიურ, მეცნიერულ და პოლიტიკურ აზროვნების კულტურას. იდეოლოგია იძლევა
პასუხს კითხვაზე: ”ვინ ვარ მე?”, ”საით მივდივარ?”

პოზიტიური მხარე: თუ მოზარდი წარმატებით გადაჭრის ფსიქოსოციალურ


იდენტიფიკაციას, მას გაუჩნდება განცდა - ვინ არის, სად არის და საით მიდის.

ნეგატიური მხარე: თუ მოზარდი ვერ მოახერხებს იდენტობის ჩამოყალიბებას, მაშინ ადგილი


ექნება როლების აღრევას - ვინ არის და რომელ გარემოს ეკუთვნის.
მომავალში ისინი ავლენენ რიგიდულობას, კონფორმიზმს - ოჯახის, ეთნიკური,
კულტურული, სოციალური ნორმების მიმართ. მათთვის დამახასიათებელია პროტესტი ან
კონფორმიზმი ავტორიტეტების მიმართ.

კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში მოზარდს უყალიბდება -


ერთგულება.

ერიქსონის შრომებზე დაყრდნობით მარსიამ შემოგვთავაზა ეგო-იდენტობის სტატუსების


კონცეფცია. მან გამოყო 4 იდენტობის სტატუსი: დიფუზური იდენტობა, წინასწარი
იდენტობა, მორატორიუმი და მიღწეული იდენტობა.

ეს 4 სტატუსი აღწერილია, დახასიათებულია 2 პარამეტრით: კრიზისი და გადაწყვეტილების


მიღება (პროფესიული საქმიანობა და იდეოლოგია, რომელშიც შედის რელიგია და
პოლიტიკა).

კრიზისი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ფიქრობს, რომელი პროფესია აირჩიოს, რომელი
ღირებულებებით და რწმენებით იცხოვროს.

გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს - გადაწყვეტილების მიღებას პროფესიის არცევაში და


იდეოლოგიაში, ასევე მიღებული გადაწყვეტილების განხორცი¬ელებისთვის სტრატეგიების
შემუშავებას.

უნდა აღინიშნოს, იდენტობის კრიზის ერიქსონი მიიჩნევდა ნორმალურ მოვლენად და


აუცილებელ პირობად იდენტობის ფორმირებისათვის.იდენტობის ფორმირებაზე გავლენას
ახდენს: მოზარდის კოგნიტური შესაძლებლობები, სასწავლო გარემო, აღზრდა და
სოციოკულტურული ფაქტორები.

სასწავლო გარემო - სწავლობს რა სხვადასხვა სასწავლო საგნებს და ეცნობა გამოჩენილი


მეცნიერების მოსაზრებებს, მოზარდს უჩნდება სურვილი წარმატების მიღწევის, რაც
სტიმულს აძლევს იდენტობის ფორმირებას.ოჯახური სიტუაცია გავლენას ახდენს მოზარდის
იდენტობის ფორმირებაზე.

დიფუზური იდენტობის სტატუსი (Diffusions). პიროვნება არ აანალიზებს თავის არჩევანს და


ქმედებებს, არ ფიქრობს ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში, არ გააჩნია კონკრეტული
მიმართულება, არ აქვთ მომავლის იმედი.იდენტობის ეს სტატუსი ადრეული მოზარდობის
ასაკისთვის სრულიად მისაღებია. მაგარამ ასაკის მატებასთან ერთად, საზოგადოება
მოითხოვს მაზარდებისგან გადაწყვეტილების მიღებას. თუ აღნიშნული მდგომარეობა
დიდხანს გრძელდება, ეს გამოიწვევს სულიერ დისკომფორტს, ხოლო დისკომფორტის
მოხსნას ადამიანები ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ცდილობენ.

ადამიანს არ აქვს ვალდებულების გრძნობა, არ აქვს ოცნება და ღირებულებებისა და როლების


მინიმალური (ან სრულიად არ აქვთ) რაოდენობა.
წინასწარი იდენტობის სტატუსი (Foreclosures). მოზარდი არ ცდილობს სხვადასხვა
იდენტობის ცხოვრებაში გამოყენებას და არც ალტერნატიულ არჩევანზე ფიქრობს. ისინი
უბრალოდ იღებენ სხვის მიზნებს, ფასეულობებს და ცხოვრების სტილს. როგორც წესი, ესენი
არიან მშობლები, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იყვნენ ექსტრემისტული დაჯგუფებები ან
კერპები.

იდენტობის ამ ფორმას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვი ძლიერ იდენტიფიკაციას


განიცდის მისსავე სქესის მშობელთან. ამ შემთხვევაში მოზარდს უჭირს გამიჯვნა, რომელია
მის მიერ დასახული გეგმები და რომელი მისი მშობლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ
ამგვარი მდგომარეობა საზოგადოების მხრიდან პოზიტიურად განიხილება, მარსია მიიჩნევს,
რომ მათთან ფსიქოლოგიური მომწიფება არ მიმდინარეობს. ასეთი ადამიანები
დამოკიდებული არიან ”ავტორიტეტებზე”, ”მნიშვნელოვან სხვებზე” და უჭირთ
დამოუკიდებლად გადაწყვეტილიბის მიღება.

მოზარდმა მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ არ გაუვლია კრიზისის პერიოდი. მან გააკეთა


არჩევანი სხვების გავლენით და არა დამოუკიდებლად.

მორატორიუმი (Moratoriums). ეს არის შესწავლა/გაანალიზების პროცესი, რასაც პიროვნული


და პროფესიული არჩევანი მოსდევს. მოზარდი სვამს კითხვებს, აფასებს თავის არჩევანს,
კრიტიკულია ზოგიერთი საკუთარი იდეის მიმართ.

მორატორიუმი არის გადადებული იდენტობა. მოზარდი ირჩევს სხვადასხვა როლს, სანამ


საბოლოო არჩევანს გააკეთებს. ამ დროს მოზარდები კრიზისის მდგომარეობაში არიან,
განიცდიან შფოთვას. სწორედ ამ დროს ახასიათებთ მოზარდებს ნეგატივიზმი, მეამბოხეობა.
ზოგი ამ პროცესს იქამდე ”ჭიმავს”, სანამ სიტუაცია თავად არ უბიძგებს მათ გარკვეული
გადაწყვეტილებისკენ. ეს მტკივნეული პროცესია, თუმცა ამგვარი ძიების შედეგად
მოზარდები საკუთარ თავს პოულობენ. იდენტობის ეს სტატუსი უფროსი მოზარდებისთვის
არის დამახასიათებელი.

ერიქსონს მიაჩნია, რომ მოზარდები მორატორიუმის დროს კრიზისს განიცდიან. დღეს ეს


პერიოდი კრიზისად აღარ მიიჩნევა, რადგან მორატორიუმის დროს მიღებული გამოცდილება
შემეცნებითი პროცესია და არა ”ტრავმული გადატრიალება”.

მიღწეული იდენტობის სტატუსი (Achieves). ალტერნატივების განხილვის შემდეგ მოზარდი


აკეთებს არჩევანს და იღწვის მის განსახორციელებლად. ადამიანმა გაიარა კრიზისი და აირჩია
პროფესია და იდეოლოგია.
6.ადრეული მოზრდილობა - ასაკობრივი საათის ცნება, კრიტიკული სიტუაციების
გამკლავების უნარი. ასაკის 3 განმარტება - ბიოლოგიური სოციალური და
ფსიქოლოგიური ასაკი. მოწიფულობა.

● მოზრდილების განვითარების პროცესს განსაზღვრავს კულტურით განპირობებული


სოციალური ორიენტირები, ასევე როლები და ურთიერთობები, რომელიც შედის ოჯახურ
ციკლში და კარიერაში. სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე გავლენას ახდენს, როგორც
დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ასევე ფიზიკური ცვლილებები.

ზოგი სოციალური მოვლენა შეიძლება განვიხილოთ როგორც ნორმატიული, ზოგი კი


არანორმატიული. ნორმატიულია მოვლენა, რომელიც მოსალოდნელია გარკვეულ დროს,
ერთი თაობის უმეტესი ადამიანებისათვის. არანორმატიულია მოვლენა, რომელსაც ადგილი
აქვს ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად, მეუღლის მოულოდნელი
გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.

კრაიგი გამოყოფს მოზრდილობის ხანაში 3 პერიოდს: ადრეული მოზრდილობა (20-40 წელი),


შუა ხანი (40-60 წელი) და გვიანი მოზრდილობა (60 წლის ზემოთ). თუმცა უნდა ავღნიშნოთ,
რომ მოზრდილი ადამიანის ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე, მოლოდინებზე მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს - სოციოეკონომიური სტატუსი... მაგალითად, ადამიანი რომელიც თავს
ირჩენდა მძიმე ფიზიკური შრომით, 50 წლის ასაკში შეიძლება თავს განიცდიდეს, როგორც
მოხუცი; ხოლო მეცნიერი კი სწორედ ყველაზე პროდუქტიულად განიცდიდეს თავს სწორედ
50 წლის ასაკში.

მოზრდილობის ასაკში ასაკობრივი მარკერების არ ქონის გამო, ფსიქოლოგები გვთავაზობენ


შემდეგ 2 მარკერს: ასაკობრივი საათის ცნება სოციალური ნორმების კონტექსტსში და
კრიტიკული სიტუაციებისადმი გამკლავების უნარი.

ასაკობრივი საათი ასრულებს შინაგანი დროის დიაგრამის ფუნქციას. ეს არის გარკვეული


სახის ”ცხოვრების განრიგი”, რომლზეც დაყრდნობით ვარკვევთ, რამდენად სწარაფდ ან ნელა
მივდივართ წინ, სოციალურ მოვლენებთან მიმართებაში. მაგალითად, თუ ადამიანი 35 წლის
ასაკში სტუდენტია, ის შეიძლება განიცდიდეს, რომ ჩამორჩა თანატოლებს.

ასაკობრივი საათი გვიჩვენებს, თუ როდის უნდა მოხდეს ესა თუ ის მოვლენა ჩვენს


ცხოვრებაში. მართალია ამ საზღვრებს ხანდახან აქვს ფსიქოლოგიური საფუძველი, მაგრამ
უფრო ხშირად ის სოციალური ბუნებისაა. მაგალითად, როდესაც პირველი შვილი უჩნდება
18 ან 50 წლის მამაკაცს, ჩვენ განსხვავებულ ინტერპრეტაციას ვაძლევთ მათ მოტივაციას და
შესაბამისად განსხვავებულად მოვექცევით.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს ცხოვრების ტრადიციული
პერიოდების საზღვრების წაშლას. საზოგადოება ხდება ”ასაკისადმი გულგრილი”.
მაგალითად, დღეს აღარ იწვევს გაკვირვებას 30, 40 წლის სტუდენტი, ხოლო ბევრი ოჯახი
შვილის ყოლას 30 წლის შემდეგ ამჯობინებს.

ასაკის 3 განმარტება.

მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში ქრონოლოგიური ასაკი ნაკლებად ინფორმაციულია.


უმჯობესია განვიხილოთ ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური ასაკი.

ბიოლოგიური ასაკი ეს არის ადამიანის სიცოცხლის შესაძლო ხანგრძლიობა. მაგალითად, 30


წლის სერიოზული დაავადების მქონე ადამიანის ბიოლოგიური ასაკი განსხვავებულია, იგივე
მეტრიკული ასაკის ჯამრთელი ადამიანის ბიოლოგიური ასაკის.

სოციალური ასაკი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესატყვიება ადამიანის


სტატუსი კონკრეტულ კულტურაში არსებულ ნორმებს. მაგალითად, 50 წლის ცოლ-შვილიან
მამაკაცს განსხვავებულად აღიქვამენ, ვიდრე 50 წლის უცოლო მამაკაცს, რომელიც ხშირად
იცვლის პარტნიორს.

ფსიქოლოგიური ასაკი მიუთითებს იმას, თუ რამდენადაა ადამიანი ადაპტირებული გარემოს.


აქ შედის ინტელექტის დონე, სწავლის უნარი, მოტორული ჩვევები, გრძნობები, მოტივები,
ღირებულებები და განწყობები.

მოწიფულობა კი არის ბიოლოგიური (ასაკი), სოციალური (სოციალური სტატუსი) და


ფსიქოლოგიური (მატერიალური და სოციალური დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღების უნარი, ხასიათის სიმტკიცე, კეთილგონიერება, პატიოსენება,
ტოლერანტობა) ფაქტორების ერთიანობა.

კრიტიკული სიტუაციების გამკლავების უნარი. მოზრდილობის ასაკში მარკერად ასევე


შეიძლება გამოყენებული იქნას ინდივიდის რეაქცია სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლენებზე
- ორსულობა, სამსახურის დაკარგვა, გაყრა, ახლობლის გარდაცვალება და ა.შ.

მოზრდილის რეაქციას განაპირობებს სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი ფაქტორები.


მაგალითად, ადამიანის მიერ სამსახურის დაკარგვაზე რეაქციას განაპირობებს:
ფიზიკური ჯამრთელობა. კარგი ჯამრთელობა ეხმარება ადამიანს სტრესის დაძლევაში და
ახალი სამსახურის ძიებაში.
ფინანსური რესურსები. თუ ადამიანს გააჩნია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები,
სამსახურის დაკარგვა ნაკლებ სტრესს გამოიწვევს.
კვალიფიკაცია. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი უფრო ადვილად იშოვნის ახალ
სამსახურს.
სოციალური მხარდაჭერა. თუ ადამიანს აქვს ოჯახიდან და მეგობრებისგან მხარდაჭერა, ის
უფრო ადვილად გადაიტანს სტრესს.
მოვლენების სწორი ინტერპრეტაცია. თუ ადამიანი სწორ ანალიზს გააკეთებს (მაგალითად,
საწარმოს რეორგანიზაცია, კონფლიქტი ადმინისტაციასთან), ეს ეხმარება მას სტრესის
დაძლევაში და ძალების მობილიზაციაში.
მოსალოდნელი მოვლენების წინასწარგანჭვრე და მზაობა. თუ მოვლებს წინასწარ
ველოდებით, შეიძლება თადარიგი დავიჭიროთ.
ცხოვრებისეული პირობები. ადამიანი რომელისაც უკვე აქვს გამოცდილებაში სამსახურის
დაკარგვა, უფრო მტკივნეულად განიცდის.

7. კოგნიტური განვითარება ადრეულ მოზრდილობაში. უ. პერი - სტუდენტური


აზროვნების სტადიები. კ. რიგელის, გ. ლეიბოუვი-ვიფის, უ. შაის შეხედულებები.

● კოგნიტური განვითარება ადრეულ მოზრდილობაში

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მიიჩნევდნენ, რომ კოგნიტური განვითარება პიკს აღწევს
მოზარდობის ასაკის ბოლოსთვის. ეს მოსაზრება ემყარებოდა კვლევის შედეგების არასწორ
ინტერპრეტაციას. კვლევების შედეგების მიხედვით, მოზრდილები ინტელექტის ტესტებში
აჩვენებდნენ უფრო დაბალ მონაცემებს, ვიდრე ახალგაზრდები. ასეთ შედეგი მიიღება მაშინ,
როცა ასაკობრივი ჯგუფი წარმოდგენილია სხადასხვა ადამიანებით, როცა კვლევა ტარდება
კროსსექციური მეთოდით.

გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, როცა კვლევისთვის დაიწყეს ლონგიტუდური


მეთოდის გამოყენება (იკვლევდნენ ერთი და იმავე ადამიანებს, სხვადასხვა ასაკში),
მიღებული იქნა საპირისპირო შედეგები.

უფროსი ასაკის ჯგუფში იყვნენ ემიგრანტები და დაბალი განათლების მქონე ადამიანები,


ახალგაზრდების ჯგუფის წევრებს კი დამთავრებული ჰქონდათ კოლეჯი ან საშუალო სკოლა.

როგორც მრავალრიცხვოვანი კვლევები აჩვენებს განათლებულ ადამიანებს აღენიშნებათ IQ-ს


ტესტებში მონაცემების ზრდის ტენდეცია, შედარებით ნაკლებად განათლებულებისგან.

ზოგიერთი კოგნიტური უნარი პიკს აღწევს უფროსი მოზარდობის პერიოდში. მაგალითად,


დავალების შესრულების სისწრაფე, მექანიკური მეხსიერება, მატრიცებით ოპერირება. ამას
შეიძლება ჰქონდეს ფიზიოლოგიური საფუძველი ან ის, რომ მოზარდები მოსწავლეები არიან,
ამიტომ ისინი ყოველდღიურად იყენებენ და ანვითარებენ აღნიშნულ უნარებს.

ფაქტობრივად ყოველი დისციპლინა დაკავშირებულია სპეციფიურ აზროვნებით უნარებთან.


სწორედ ამიტომ, მაგალითად, ფსიქოლოგებს კარგად აქვთ განვითარებული
რელატივისტური (შეფარდება) აზროვნება, ჰუმანიტარებს - ტრადიციული ლოგიკა. ამიტომ,
მოზრდილობის ასაკში ის უნარები ვითარდება ან ინარჩუნებს პლატოს, რომელსაც ადამიანი
ხშირად იყენებს.

სტუდენტური აზროვნების სტადიები.

1970 წელს უილიამ პერიმ ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ჰარვარდისა და


რადკლიფის 140 სტუდენტი. კვლევის მიზანი იყო, აზროვნების პროცესებში მიმდინარე
ცვლილებების შესწავლა. კვლევა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პერის
აინტერესებდა, თუ როგორ იგებენ სტუდენტები განსხავებულ მოსაზრებებს და როგორ
ახდენენ მათ ინტერპრეტაციას.

მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიმ გამოყო აზროვნების განვითარების 3 საფეხური:

ავტორიტარული, დუალისტური მიდგომა. თავიდან სტუდენტები სამყაროს


ავტორიტარულად, დუალისტურად აღიქვამდნენ. ეძებდნენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.
მათთვის სამყარო დაყოფილი იყო - შავად და თეთრად, ცუდად და კარგად, სწორად და
არასწორად. პედაგოგის როლი ამ დროს გახლდათ სტუდენტების სწავლება, ხოლო
სტუდენტებისა - ამ ცოდნის ათვისება. განსხვავებული კონცეფციები და შეხედულებები კი
მათში იწვევდა დაბნეულობასა და გაურკვევლობას.

კონცეპტუალური რელატივიზმი (კონცეფცია- შეხედულებათა სისტემა; რელატივიზმი-


შეფარდება). თანდათან სტუდენტები უშვებდნენ, რომ ერთი და იმავე საკითხთან
დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული შეხედულებები. შესაძლებელია ამის
მიზეზი არის ის, რომ პედაგოგები ისე აწვდიდნენ მასალას, რომ სტუდენტებს თვითონ
მოეძებნათ პასუხები ან თვითონ პროფესორებს არ ჰქონდათ ზუსტი პასუხი დასმულ
კითხვებზე.

საკუთარი მოსაზრება. სტუდენტს უყალიბდება საკუთარი აზრი საკამათო საკითხებთან


დაკავშირებით.

კლაუს რიგელმა განსხავებული შეხედულებების წვდომის უნარი შეაფასა როგორც


კოგნიტური განვითარების მე - 5 სტადია (პიაჟეს მიერ გამოყოფილი 4 სტადიის შემდგომი
სტადია), რომელსაც დიალექტიკური აზროვნება უწოდა. ინდივიდი ამ სტადიაზე იაზრებს
განსხვავებულ (ზოგჯერ ურთიერთსაპისრისპირო) მოსაზრებებს, ახდენს საპირისპირო
აზრების სინთეზირებას ან ინტეგრაციას. ამ სტადიის მნიშვნელოვანი ასპექტი არის
იდეალისა და რეალობის ინტეგრაცია. პრაქტიკული, რეალური სამყარო ახდენს აბსტაქტული,
ფორმალურ-ოპერაციული აზროვნების (იდეალური) კორექციას. რიგელის თანახმად,
სწორედ ამაში მდგომარეობს მოზრდილი ადამიანის აზროვნების ძლიერი მხარე.

სხვა თეორეტიკოსი, გიზელა ლეიბოუვი-ვიფი აზროვნების განვითარების კრიტერიუმად


მიიჩნევს - ,,ვალდებულებას და პასუხიმგებლობას“. მისი აზრით, კოგნიტური განვითარება
მოიცავს, როგორც ლოგიკის განვითარებას (პიაჟე), ასევე აზროვნების თვითრეგულაციას. ის
მიიჩნევდა, რომ ლოგიკური აზროვნება თავის პიკს აღწევს ფორმალური ოპერაციების
სტადიაზე. მაგრამ ვინაიდან ზრდასრულ ადამიანებს შეჯახება უწევთ სოციალურ
პრობლემებთან, განსხავებულ შეხედულებებთან, რეალურ (პრაქტიკულ) სამყაროსთან, ეს
ეხმარება მათ თავი დააღწიონ დუალისტურ აზროვნებას. მან აღწერა ეს პერიოდი, როგორც
ხანგრძლივი პროცესი, სადაც ადამიანი იძენს დამოუკიდებლობას და არაერთგვაროვან,
რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავების უნარს. კოგნიტური სიმწიფე ეს არის
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ყველა მკვლევარი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებობს კოგნიტური განვითარების მე-5


სტადია. უორნერ შაის თანახმად, მოზრდილი ადამიანის აზროვნების თავისებურება არის
არსებული კოგნიტური უნარების მოქნილი გამოყენება.

ბავშვობაში და მოზარდობაში ჩვენ ვიძენთ სულ უფრო და უფრო რთულ კოგნიტურ


სტრუქტურებს, ხოლო ფორმალური ოპერაციები არის ამ პერიოდის უმაღლესი მონაპოვარი.
სწორედ ამიტომ შაი ამ პერიოდს უწოდებს, შეძენის პერიოდს.

ადრეული მოზრდილობის ხანაში ჩვენ ვიყენებთ ინტელექტუალურ უნარებს, რათა


მივაღწიოთ წარმატებას და ავირჩიოთ ცხოვრების სტილი. ამ პერიოდს შაი მიღწევის პერიოდს
უწოდებდს. ადამიანი იყენებს თავის ინტელექტუალურ პოტენციალს რათა გადაჭრას
პრობლემები და მიიღოს გადაწყვეტილება. აქ არ იგულისხმება აბსტრაქტული პრობლემების
და ინტელექტის ტესტების გადაწყვეტა, არამედ ის, რომ მოზრდილმა ადამიანმა უნდა
მიიღოს მის პირად პრობლემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ამ ამოცანების
წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ადამიანები იძენენ დამოუკიდებლობასა და
სოციალურ პასუხისმგებლობას.

8. ფსიქოსოციალური განვითარება ადრეულ მოზრდილობაში. ე. ერიქსონის


ფსიქოსოციალური განვითარების მეექვსე სტადია (სიახლოვე, ინტიმურობა-
სიმარტოვე, იზოლაცია)

● ერიქსონის აზრით, მოზრდილობის პერიოდის ორი მთავარი ამოცანაა: ინტიმურობა და


პროდუქტულობა. ფროიდის თანახმად, ზრდასრული ადამიანის კეთილდღეობა
დამოკიდებულია - სიყვარულზე და შრომაზე. აბრაჰამ მასლოუმ ცხოვრების ამ პერიოდის
მოთხოვნილებები აღწერა, როგორც სიყვარული და მიკუთვნებულობა, რომელიც
დაკმაყოფილების შემთხვევაში წარმატებისა და პატივისცემის მოთხოვნილებაში
გადაიზრდება. სხვა თეორეტიკოსები ამ მოთხოვნილებებს სოციალური მიღების და
მიღწევის ან კომპეტენტურობის მოთხოვნილებას უწოდებენ. ყველა თეორეტიკოსი იზიარებს
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოზრდილობა არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები და პიროვნული მიღწევები.

მოზრდილი ადამიანის განვითარება შეიძლება აღწერილი იქნას 3 დამოუკიდებელი სისტემის


კონტექსტში: ”მე”, როგორც ინდივიდი;”მე”, როგორც ოჯახის წევრი და ”მე”, როგორც მუშაკი.
სამივე სისტემა ურთიერთკავშირშია. მაგალითად, რაც მეტადაა კმაყოფილი ადამიანი
შრომითი აქტიობით, მით მეტად მაღალია თვითპატივისცემის განცდა და მაღალია
ალბათობა, რომ ის იქნება მოსიყვარელე მშობელი. ეს სისტემები განიცდიან ცვლილებას
სხვადასხვა მოვლენების, სოციალური გარემოს და კულტურის ზეგავლენით.

ერიქსონის მიხედვით, მოზრდილობის მთავარი ამოცანაა - ახლო ურთიერთობებში და


შრომით საქმიანობაში იდენტობის ჩამოყალიბება. იდენტობის ფორმირება უწყვეტი
პროცესია. მოზრდილი ადამიანი ახდენს თავისი პიროვნული, პროფესიული და ოჯახური
იდენტობის გადასტრუქტურებას, შინაგანი სამყაროსა და გარემოს ცვილელებების
შესაბამისად. ზოგმა მოზრდილმა იდენტობის განცდის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება
შრომითი საქმიანობიდან მიიღოს, სხვებმა კი ოჯახში ან მეგობრებთან.

ერიქსონი ინტიმურობას აღწერდა, როგორც მეორე ადამიანისადმი სრულ ემოციურ,


სექსუალურ და მორალურ ნდობას. ინტიმურობისთვის, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს
როგორც მეგობრულ, ასევე სასიყვარული ურთიერთობებს, აუცილებელია გახსნილობა,
გამბედაობა, ეთიკური ძალა და მეორე ადამიანის სურვილებისადმი გარკვეული დამყოლობა.
კვლევები ადასტურებს ერიქსონის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სოციალური ინტიმურობა
ფსიქოლოგიური კეთილდღეობის განცდის წინაპირობაა მთელი მოზრდილი ცხოვრების
მანძილზე.
რაც შეეხება გენერაციულობას, ეს შეიძლება გამოვლინდეს პროფესიულ საქმიანობაში
(პედაგოგი გადასცემს ცოდნას ბავშვებს; ექიმი მკურნალობს; მშენებელი აშენებს და ა.შ.),
ოჯახზე და ბავშვებზე ზრუნვაში და მხატვრულ შემოქმედებაში.

მეექვსე სტადია: სიახლოვე, ინტიმურობა - სიმარტოვე,იზოლაცია

(ადრეული მოზრდილობა, 20 - 25 წელი)

ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, როცა ადამიანი არკვევს, ვინ არის და „საით მიდის", იწყება
მისი ინტიმური ცხოვრების გადაწყვეტის პერიოდი. ინტიმურობა ერიქსონის მიხედვით, არის
გრძნობა, რომელსაც განვიცდით მეუღლის, მეგობრის, ნათესავის, მშობლების მიმართ.
ერიქსონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, ინტიმურობაზე, რომელიც
წარმოადგენს მყარი ქორწინების პირობას. იმისათვის, რომ გქონდეს პარტნიორთან ნამდვილი
ინტიმური ურთიერთობა, პიროვნებამ უნდა იცოდეს ვინ არის და რას წარმოადგენს.
ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, მნიშვნელოვანია წინა 5 კონფლიქტის
წარმატებული გადაწყვეტა. მაგალითად, თუ ადამიანი არ ენდობა სხვა ადამიანებს,
გაუჭირდება სხვა ადამიანის შეყვარება; თუ ადამიანმა უნდე აკონტროლოს საკუთარი თავი,
გაუჭირდება სხვას მისცეს დაახლოვების უფლება; თუ ადამიანი არაადექვატურად განიცდის
თავს, გაუჭირდება სხვასთან სიახლოვე; თუ ადამიანს არ აქვს იდენტობა ჩამოყალიბებული,
გაუჭირდება გაუზიაროს სხვას საკუთარი ”მე”.

ეს ეტაპი ბევრს 30 წლისთვის უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამ დროისთვის ან უკვე უყვარდებათ


და ქმნიან ოჯახს, ან მარტო რჩებიან. წყვეტენ, ცხოვრება მარტო გააგრძელონ თუ
თანამგზავრის თანხლებით. ამ დროისთვის ადამიანები მზად არიან, დაამყარონ და
შეინარჩუნონ ახლო ინტიმური ურთიერთობები, იგრძნონ და შეასრულონ ვალდებულებები
სხვების მიმართ. აყალიბებენ რეციპროკულ (თანაზიარ) ურთიერთობებს (მეგობრობის ან
ქორწინების სახით). თუ პიროვნებამ ვერ ჩამოაყალიბა ინტიმური ურთიერთობა (ხშირად ეს
საკუთარი არჩევნით ხდება), იგი იზოლაციაში ექცევა.

განვითარების კონფლიქტი: შემიძლია თუ არა მქონდეს ინტიმური ურთიერთობები?

პოზიტიური მხარე: სიყვარული. ერიქსონი განიხილავს სიყვარულს (რომანტიულ და


ეროტიულ შინაარსთან ერთად), როგორც უნარს ამ ურთიერთობის ერთგულებისა, მაშინაც კი,
თუ ეს ურთიერთობა მოითხოვს თავგანწირვას და თმენას. სიყვარულის ეს ფორმა ვლინდება
ურთიერთზრუნვაში, პატივისცემაში და პასუხისმგებლობაში სხვა ადამიანის მიმართ.

ნეგატიური მხარე: ადამიანები შედიან ფორმალურ, ზერელე ურთიერთობებში, ვინაიდან


ნამდვილი ინტიმურობა მათთვის რისკის შემცვლელია.

კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანს უყალიბდება: სიყვარული.

9. განვითარების ამოცანები ადრეულ მოზრდილობაში. მამაკაცის ცხოვრების


პერიოდიზაცია ლევინსონის მიხედვით. ქალის ცხოვრების პერიოდიზაცია.

● განვითარების ამოცანები ადრეულ მოზრდილობაში

ბევრი თეორეტიკოსი ადრეული მოზარდობის პერიოდში განვითარების მთავარი ამოცანების


განსაზღვრისას მიმართავს ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიას. ერიქსონმა
მოგვაწოდა ეპიგენეტიკური თეორია, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების ყოველი მომდევნო
პერიოდი ემყარება წინა პერიოდს. განვითარება მოზრდილობაში დამოკიდებულია იმაზე,
თუ როგორ იქნა გადაწყვეტილი წინა პერიოდების კრიზისები. ადრეულ მოზრდილობაში
უნდა გადაწყდეს შემდეგი ამოცანები: იდენტობა-როლების აღრევა და სიახლოვე- იზოლაცია.

როგორც ვიცით იდენტობის ფორმირება მოზარდობის ასაკის ცენტრალური პრობლემაა,


თუმცა როგორც ერიქსონი აღნიშნავს, იდენტობა აქტუალურია მთელი მოზრდილობის
პერიოდის განმავლობაში. ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს პრიორიტეტები და ადგილი
სოციალურ გარემოში. მაგალითად, ახლობელი ადამიანის გარდაცვალებამ შეიძლება
გამოიწვიოს იდენტობის და სიახლოვის კრიზისი, ვინაიდან ის ცდილობს თავიდან იპოვოს
საკუთარი თავი.

სიახლოვე-იზოლაცია მოზრდილობის ასაკის მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა. სიახლოვე


მოითხოვს სხვა ადამიანთან ახლო (ეს ურთიერთობა ორივე ადამიანისათვის უნდა იყოს
სასიამოვნო) ურთიერთობის დამყარებას. სიახლოვე ეს არის ორი იდენტობის ერთიანობა,
სადაც თითოეული მათგანი ინარჩუნებს ინდივიდუალობას.

მამაკაცის ცხოვრების პერიოდიზაცია ლევინსონის მიხედვით

ლევინსონმა მამაკაცის ცხოვრების ციკლში გამოყო 3 ერა, თითოეული 20 წლის


ხანგრძლიობით: 17-45 წელი - ადრეული მოზრდილობა, 45-65 წელი - შუა ხანი და 60 წლის
ზემოთ - გვიანი მოზრდილობა. თითოეული ერის პერიოდში ინდივიდი ქმნის ცხოვრების
სტრუქტურას. ეს სტრუქტურა არის მამაკაცის ცხოვრების სტილის საფუძველი. ცხოვრების
სტრუქტურა ძირითადად წარმოიქმნება ინდივიდისა და გარემოს ურთიერთობის შედეგად.
ინდივიდს შეაქვს თავისი წილი გარემოსთან ურთიერთობაში და ასევე ღებულობს მისგან. ეს
შეიძლება იყოს ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანებთან, ჯგუფებთან, სისტემებთან და
საგნებთანაც კი. მამაკაცების უმრავლესობისთვის ცენტრალური ადგილი უკავია
ურთიერთობებს სამსახურში და ოჯახში. ცხოვრების გარკვეულ ასაკობრივ პერიოდებში
ადამიანები განიცდიან ეჭვს და არღვევენ არსებულ ცხოვრებისეულ სტრუქტურას. შემდეგ
ქმნიან ახალ სტრუქტურას, რომელიც შეესაბამება მათ მიმდინარე მოთხოვნილებებს. ახალი
სტრუქტურა ხდება დომინანტური გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ არ დადგება
ახალი სტრუქტურის შექმნის საჭიროება.

ლევინსონის მიხედვით, იმისათვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გახდეს მოზრდილი, მან


უნდა გადაწყვიტოს 4 ამოცანა: დაუკავშიროს ოცნება რეალობას, იპოვოს დამრიგებელი,
გაიკეთოს კარიერა და მოაგვაროს ინტიმური ურთიერთობები.

ოცნება და რეალობა. ადრეული მოზრდილობის დასაწყის ეტაპზე ოცნება ნაკლებადაა


დაკავშირებული რეალობას. ოცნების მთავარი ფუნქციაა უბიძგოს მამაკაცს აქტიობისკენ.
იდეალში მამაკაცი ცხოვრების სტრუქტურის შექმნისას ითვალისწონებს რეალობას, აქვს
გონივრული ოპტიმიზმი, რაც ეხმარე მას ოცნების განხორციელებაში.

თუ მამაკაცი ვერ მოახდენს ოცნების დაკავშირებას რეალობასთან, ის არ განხორციელდება. ეს


შეიძლება დამოკიდებული იყოს არასასურველ გარემო პირობებზე, სპეციფიური უნარების არ
ქონაზე...

დამრიგებელი. ოცნების განხორციელებაში ახალგაზრდას შეიძლება დაეხმაროს


დამრიგებელი. იგი გადასცემს ახალგაზრდას ცოდნას და გამოცდილებას, მხარში უდგას და
ამხნევებს მას, ეხმარება კარიერულ ზრდაში, ლობირებს მას. დამრიგებელს უნდა ჰქონდეს
გარკვეული სოციალური სტატუსი, უნდა ავლენდეს ”მოწაფის” მიმართ სიმპათიას, უნდა
დაამყაროს მასთან პარტნიორული ურთიერთობები. თანდათანობით ახალგაზრდა ხდება
უფრო კომპეტენტური და დამოუკიდებელი. მან შეიძლებ დამრიგებელზე უფრო დიდ
წარმატებებსაც კი მიაღწიოს.

კარიერა. ახალგაზრდამ პროფესიის არჩევასა და დამრიგებლის მოძიებასთან ერთად, უნდა


ააწყოს კარიერა. ლევინსონის თანახმად, ეს არის განვითარების ამოცანა.

ახლო (ინტიმური) ურთიერთობები. ინტიმური ურთიერთობები არ შემოიფარგლება ოჯახის


შექმნით და პირველი შვილის გაჩენით. მანამდეც და შემდეგშიც მამაკაცი იძენს ახალ
გამოცდილებას. მან უნდა გაარკვიოს - რატომ მოსწონთ ის ქალბატონებს, უნდა გაიგოს
თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. მხოლოდ 30 წლის ასაკისთვის შეუძლია მამაკაცს
დაამყაროს პარტნიორთან სერიოზული, თანასწორი ურთიერთობა.

პირველი კავშირი ”განსაკუთრებულ ქალთან” (ლევინსონოს ტერმინი) ემსახურება იგივე


მოთხოვნილებებს, რასაც ურთიერთობა მოსწავლე-დამრიგებელი. ”’განსაკუთრებული ქალი”
შეიძლება დაეხმაროს მამაკაცს ოცნების განხორციელებაში, აგრძნობინებს მას თავს გმირად.
იგი ეხმარება მამაკაცს შევიდეს მოზრდილთა სამყაროში, იტანს მის დამოკიდებულ ქცევას და
სხვა ნაკლოვანებებს. ლევინსონის მიხედვეთ, მამაკაცის მოთხოვნილება ”განსაკუთრებული
ქალისადმი” იკლებს 30 წლის ასაკისთვის, როდესაც მამაკაცების უმრავლესობა ხდება დამო-
უკიდებელი და კომპეტენტური.

ქალის ცხოვრების პერიოდიზაცია

ლევინსონის კვლევამ მკაცრი კრიტიკა გამოიწვის, რადგან მან არ შეისწავლა ქალების


ცხოვრების პერიოდები.

შემდგომში ლევინსონმა ჩაატარა კვლევა ქალბატონებზეც და აღნიშნა, რომ ქალმა ცხოვრების


მანძლილზე უნდა გადაწყვიტოს იგივე ამოცანები, რაც მამაკაცმა. კერძოდ, დააკავშიროს
ოცნება რეალობას, იპოვოს დამრიგებელი, გააკეთოს კარიერა, მოაგვაროს ინტიმური
ურთიერთობები და გადალახოს 30 წლის კრიზისი. ლევინსონის მიხედვით, 30 წლის ასაკი
არის სტრესის პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდში კარიერული მიზნები და ცხოვრების სტილი
განიცდის გადაფასებას.

ლევინსონის აზრით, ცხოვრების გზაზე ქალის (ასევე მამაკაცის) ერთი პერიოდიდან მეორეზე
გადასვლას განაპირობებს ასაკი (30, 40, 50 წელი). თუმცა სხვა მკვლევრების აზრით, ქალის
ცხოვრების პერიოდების უკეთესი ინდიკატორია ოჯახური ციკლი.

ლევინსონის კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო მეტად ოცნებობენ კარიერაზე, ხოლო
ქალები კი ოცნებობდნენ კარიერის და ოჯახის შეთავსებაზე. როგორც ქალბატონები
აღნიშნავდნენ ძალიან რთულია ოჯახის და კარიერის შეთავსება. ქალბატონები, რომლებმაც
წარმატებას მიაღწიეს კარიერაში თვლიდნენ, რომ ბევრი დააკლეს ოჯახს. ასევე დიასახლისი
ქალბატონებიც არ იყვნენ ძალიან კმაყოფილი ცხოვრებით.
მეორე სფერო რაშიც ქალის და მამაკაცის გამოცდილება განსხვავდება ერთმანეთისგან არის
ურთიერთობა დამრიგებელთან. მართალია, დამრიგებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს
ადამიანის ცხოვრების და კარიერის მოწყობაში, მაგრამ ქალებები ნაკლებად შედიან
ურთიერთობაში დამრიგებელთან. ქალებს ასევე სირთულეები აქვთ ”განსაკუთრებული
მამაკაცის” მოძებნაში. შეიძლება მეუღლემ ან შეყვარებულმა შეასრულოს ეს როლი, მაგრამ
მამაკაცი იშვიათად უჭერს მხარს ქალის ოცნებას, თუ ეს ემუქრება მათ კომპეტენტურობას.
შესაბამისად, ისინი არ ასრულებენ ”განსაკუთრებული მამაკაცის” ფუნქციას სრულყოფილად,
არ უწყობენ ხელს ქალის პიროვნულ და პროფესიონალურ განვითარებას.

30 წლის ასაკი არის დაკავშირებული სტრესთან როგორც მამაკაცებთან, ასევე


ქალბატონებთან. მამაკაცმა შეიძლება შეიცვალოს სამსახური ან ცხოვრების სტილი, მაგრამ
ცხოვრების მიზანი მაინც რჩევა სამსახური და კარიერა. რაც შეეხება ქალბატონებს, 30 წლის
პერიოდში ისინი ცვლიან პრიორიტეტებს. ქალბატონი, რომელიც ორიენტირებული იყო
კარიერაზე, მეტ ყურადღებას უთმობს ოჯახს და შვილებს; ხოლო ქალბატონი, რომელიც
ორიენტირებული იყო ოჯახზე, ინტერესდება კარიერით.

10. ადამიანი, როგორც ოჯახის წევრი. ჰოფმანის 4 ტიპის დამოუკიდებლობა.

● ადამიანი, როგორც ოჯახის წევრი.

ქალებიც და მამაკაცებიც მიიჩნევენ, რომ ოჯახის წევრის როლის შესრულება მნიშვნელოვანია


მათი იდენტობისთვის. ისინი საუბრობენ - მშობლის, შვილის, დის, ძმის, მეუღლის როლის
შესრულების მნიშვნელობაზე. მხოლოდ, ძალიან იშვიათად ადამიანი საკუთარ თავს
განსაზღვრავენ შრომითი საქმიანობიდან გამომდინარე.

ახალგაზრდას, რომელსაც ჯერ არ შეუქმნია ოჯახი, იმყოფება გარდამავალ პერიოდში. ის


სულ უფრო მეტად გამოეყოფა მშობლებს და უახლოვდება საკუთარი ოჯახის შექმნას.

ჰოფმანმა გამოყო 4 ტიპის დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა შეიძინოს ახალგაზრდამ


გარდამავალ პერიოდში:

1. ემოციური დამოუკიდებლობა. ახალგაზრდა ხდება სოციალურად (მხარდაჭერა) და


ფსიქოლოგიურად (სიყვარული) დამოუკიდებელი მშობლებისგან.

2. ატიტუდური დამოუკიდებლობა. ახალგაზრდას უყალიბდება მშობლებისგან


განსხვავებული - განწყობების, ღირებულებების, დამოკიდებულებების სისტემა.

3. ფუნქციური დამოუკიდებლობა. ახალგაზრდა მატერიალურად დამოუკიდებელია და


თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს თავისი პრობლემები.
4. კონფლიქტური დამოუკიდებლობა. ახალგაზრდა გამოეყოფა მშობლებს და არ
განიცდის დანაშაულის გრძნობას, რომ ის არის მოღალატე. თუ ახალგაზრდამ ეს ვერ
მოახერხა ამ დამოუკიდებლობის ფორმირება, მას ექმნება პრობლემები ფსიქოლოგიურ
ადაპტაციაში.

You might also like