You are on page 1of 2

1. მოკლედ იმსჯელეთ სამომხმარებლო კრედიტის არსზე.

370
2. რა არის ხელშეკრულების სტანდარტული პირობა? 342
3. რას მოიაზრებს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება? 319 (1)

კაზუსი — ხელშეკრულების დადება


20 აპრილს ნინომ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის გამოთქვამდა
სურვილს შეეძინა ციმერმანის ან სხვა გერმანული წარმოების წითელი ხის
კაბინეტის როიალი 20000 ლარად.1 მაისს მას ფაქსით შეტყობინება გამოუგზავნა
ელენემ, რომელიც სთავაზობდა ნინოს შროდერის წითელი ხის, კაბინეტის
როიალს 25000 ლარად. აქვე ელენე უთითებდა, რომ ეს საკმაოდ ძვირად
ღირებული როიალი იყო და რომ არა მისი საცხოვრებლად რუსეთში გადასვლა,
ის არასოდეს გაყიდდა მას ასეთ ფასად. ფაქსით ელენე ასევე ატყობინებდა
ნინოს, რომ პასუხს დაელოდებოდა მხოლოდ 10 დღის მანძილზე, რადგან დრო
არ ითმენდა, ახლოვდებოდა მისი გამგზავრების დღე. 6 მაისს ნინო ელენეს
უგზავნის ფაქსს, სადაც წერს, რომ 25000 ლარის გადახდა ამ როიალისთვის ცოტა
არ იყოს ძვირია, და ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი ფასის ცოტათი დაწევა.
აღნიშნული ფაქსი იმ დღესვე მიიღო ელენემ. ფაქსის გაგზავნის შემდეგ ნინო
ჩადის თავის მეზობელ ლილისთან, რომელიც ძვირფასი ნივთების უბადლო
შემფასებელია და უყვება ელენეს მიერ შემოთავაზებულ როიალსა და მის ფასზე.
ლილი,რომელაც კარგად იცის ამ როიალის რეალური ფასი, ბოდიშს უხდის
ნინოს, თან ამატებს, რომ ნინო მაინც არ არის როიალის შემძენი და თვითონ
ურეკავს ელენეს, რათა გამოთქვას სურვილი როიალის 25000 ლარად შეძენის
თაობაზე. ელენე ამ დროს აგარაკზე იმყოფება და ტელეფონზე ლილის პასუხობს
ავტომოპასუხე. ლილი ტელეფონზე ტოვებს შეტყობინებას, რომ მზადაა
ელენესგან როიალი 25000 ლარად შეიძინოს. მეორე დღეს აგარაკიდან ჩამოსულ
ელენეს ხვდება ლილის სატელეფონო შეტყობინება, ფიქრობს, რა, რომ ნინო
მაინც არ გადაიხდის მის მიერ დასახელებულ თანხას, ის ურეკავს ლილის და
თანხმდება. იმავე საღამოს, 8 მაისს ელენეს მოსდის შეტყობინება მეზობელზე
გაბრაზებული ნინოსგანაც ელ. ფოსტით, ნინო გამოთქვამს თანხმობას როიალის
25000 ლარად შეძენის თაობაზე. საღამოს ფულით და საბარგო მანქანით მისულ
ნინოს ელენე ეუბნება, რომ ის უკვე შეუთანხმდა ლილის როიალის მიყიდვის
თაობაზე და შესაბამისად ნინოს მიმართ არავითარი ვალდებულებები არ გააჩნია.
რისი მოთხოვნის უფლება აქვს ნინოს ელენესგან?
მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 477 მუხლის მე-2 ნაწილი
წინაოირობა- ნინოსა და ელენეს საერთო ნების გამოვლენის საფუძველზე
დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

1. ნინოს მიერ განცხადების გაზეთში გამოქვეყნება არის მოწვევა


ოფერტზე,რადგან მიმართულია არა კონკრეტული პირისკენ,არამედ საჯაროდ.
სსკ 329 (2)

2. ელენეს მიერ ნინოსთვის ფაქსით ახალი შეთავაზების გაგზაზვნა -


მოდიფიცირებული აქცეპტი ანუ ახალი ოფერტი - სსკ 333(2) არათანმყოფ პირებს
შორის ვადის მითითებით. სსკ 330 (2)

3. ნინოს მიერ ელენესთვის ფაქსით წერილის გაგზავნა ფასის დაკლების თაობაზე


არის კვლავ მოდიფიცირებული აქცეპტი ანუ ახლაი ოფერტი სსკ 333 (2)
არათანმყოფ პირებს შორის,ვადის მითითების გარეშე. სსკ 330 (2)

4. ლილის მიერ ელენესთვის შეტყობინების დატოვება როიალის 25000 ლარად


შეძენის თაობაზე არის არათანმყოფ პირებს შორის გაკეთებული ოფერტი ვადის
მითითების გარეშე.

5. ელენეს მიერ ლილეზე დარეკვა და თანხმობა არის აქცეპტი ოფერტზე.

6. ნინოს მიერ ელ.ფოსტით ელენეზე გააგზავნილი თანხმობა როიალის 25 000


ლარად შეძენაზე არის ასევე აქცეპტი ელენეს ოფერტზე.

სსკ-ის 334 მუხლის მიხედვით: „თუ საქმიან ურთიერთობებში აქცეპტი


ხორციელდება შეცვლილი პირობებით, ხელშეკრულება ჩაითვლება
დადებულად, თუკი აქცეპტანტს უფლება ჰქონდა ევარაუდა ოფერენტის თანხმობა
და ეს უკანასკნელი მაშინათვე არ განაცხადებს უარს.“ კფგ-ში ჩანს,რომ ნინოს
ჰქონდა საშუალება ევარაუდა ელენეს თანხმობა,გარდა ამისა,ელენეს,ფაქსის
მიღების შემდეგ,არც უარი განუცხადებია ამიტომ ამ მუხლის შესაბამისად
ხელშეკრულება შეგვიძლია ჩავთვალოთ დადებულად. აქედან გამომდინარე
ელენეს არ ჰქონდა უფლება როიალი გადაეცა ლილისთვის. სსკ-ის 477-ე მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით ნინოს უფლება აქვს მოსთხოვოს ელენეს
შეთანხმებული ფასის სანაცვლოდ როიალის გადაცემა.

You might also like