You are on page 1of 1

მერაბმა და გოგიმ 30.

06-ში დადეს მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება


წერილობითი ფორმით, რომლის ძალითაც გოგიმ იკისრა მერაბისათვის ამ ნაკვეთზე
საკუთრების გადაცემა. ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო 15.08-ში, თუ
ამ დროისათვის მყიდველი მერაბი უკვე დარეგისტრირებული იქნებოდა საჯარო
რეესტრში მესაკუთრედ. 15.08-ში მერაბი ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული
მესაკუთრედ, რის გამოც 19.08-ში იგი აუწყებს გოგის, რომ ამ უკანასკნელს აქვს
სამკვირიანი ვადა, რათა წაჰყვეს რეესტრში და გადაუფორმოს ნაკვეთი, ან დადოს
მასთან ხელშეკრულება ნოტარიული ფორმით, რის საფუძველზეც მერაბი უკვე
თავად დაირეგისტრირებს თავს მესაკუთრედ. მერაბი აქვე ცალსახად აფიქსირებს,
რომ ვადის ამოწურვის შემდეგ ის უკვე სასამართლო წესით მოითხოვს ნაკვეთის
გადაფორმებას, ისევე, როგორც იმ ზიანის ანაზღაურებს, რაც მას ამ გადაფორმების
დაყოვნებით მიადგა. ოქტომბრის ბოლოს მერაბი აღძრავს სარჩელს მიწის ნაკვეთის
გადაფორმების მოთხოვნით. მისი ადვოკატის მიერ მიწერილი წერილით, რომელიც
გოგის 07.12-ში მიუვა, ის აცხადებს, რომ ხელშეკრულების მიმართ ინტერესი აღარ
აქვს და გადის ხელშეკრულებიდან. მერაბი ითხოვს ასევე ზიანის ანაზღაურებას.
გოგის ეს წერილი ცოტათი შეაფუცხუნებს და უცხადებს მერაბს, რომ ის უკვე მზად
არის, გადაუფორმოს მას მიწის ნაკვეთი, ხოლო გასვლას რაც შეეხება, ეს სრულებით
უადგილოა და მერაბს ამის უფლება არ გააჩნია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც
თავად მოითხოვა სასამარ- თლო წესით ნაკვეთის გადაფორმება.
1. აქვს თუ არა მერაბს გოგისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?
2. აქვს თუ არა გოგის მერაბისაგან ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა ნაკვეთის
გადაფორმების სანაცვლოდ?

You might also like