You are on page 1of 5

აქციების დროს ჩხრეკა

საქართველოს კონსტიტუცით, ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციითა და


დეკლარაციით განმტკიცებულია ადამიანის უფლებები, რომელიც აუცილებლად უნდა
იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ. თუმცა ასევე სახელმწიფოს ვალდებულებაა თავად
მან დაიცვას საზოგადოება დანაშაულისგან, კრიმინალისგან აღკვეთოს ის
მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რომელიც მიმართულია ადამიანისა და მისი
სიცოცხლის წინააღმდეგ ასევე დანაშაულებები, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს
წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევას არ მოჰყვება შესაბამისი
რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ვივარაუდოთ რომ ერთიანი სამართლრებრივი
სისტემა ჩამოშლილია და აღდგენას აღარ ექვემდებარება ახალი რეფორმების გატარების
გარეშე. შესაბამისად, სანდომიანი გარემოს შექმნისათვის აუცილებელია სახელმწიფომ
არ შეზღუდოს ადამიანთა უფლებები, არ გამოყენოს საკუთარი უფლებამოსილება
ბოროტად, არ გადააჭარბოს მას. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია
სახელმწიფო ჩაერიოს ადამიანთა უფლებით დაცულ სფეროში მაგრამ ეს ყოველივე უნდა
იყოს მართლზომიერი და თანაზომიერი მაგალათიად, ადამიანის ულებათა ევროპული
კონვენციის მე-8 მუხლი შედგება ორი ნაწილისგან:

„ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება ,
საცხოვრისი და მიმოწერა“

„დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა


ისეთი შმეთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და
აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესისასთვის , უწესრიგობასა
თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად . ჯანმრთელობისა და მორალის ,ანდა სხვათა
უფლებებისა და თავისულებების დასაცავად“.

უპირველს ყოვლისა თვალსაჩინოა ის ფაქტი რომ პირველი ნაწილით კონვენცია


განამტკიცებს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ხოლო მეორე ნაწილით
განსაზღვრავს მოქმედების არეალს სადაც შესაძლებელია რომ გახდეს სახელმწიფოს
ჩარევა საჭირო. ამისათვის უცილებელია მოხდეს ინტერესთა გადასინჯვა და
პრიორიტეტთა შედარება.

განსახილველი საკითხი მჭიდრო კავაშირიშია კონსტიტუცით გარანტირებულ


უფლებებთან, როგორიცაა საკუთრებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლება.

ჩხრეკა უკავშირდება პირის საკუთრების და პირადი ცხოვრბეის ხელშეუხებლობის


უფლებაში ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან. ჩხრეკა სისხლის სამართლის პორცესში
საგამოძიებო მოქმედებაა, რომელიც ტარდება იმ ნივთის მოსაძიებლად , რომელსაც
შეიძლება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობა ჰქონდეს , იქნება ეს
დანაშაულის იარაღი თუ სხვა ნივთი რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების შედეგად
კვალი ატყვია. ჩხრეკის დროს ასევე შეიძლება ამოღებულ იქნეს დოკუმენტები და სხვა
შინაარსობრივი მასალა.1

ვინაიდან ჩხრეკა მაღალი ინტენსივობით ზღუდავს ადამიანის რიგ ძირითად უფლებებსა


და თავისუფლებებს, სასამართლოს მხრიდან ხორციელდება მკაცრი კონტროლი .
ჩვეულებრივ ჩხრეკა ტარდება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ,
რომელშიც მკაცრადაა გაწერილი ჩხრეკის პარამეტრები (ადგილი, ობიექტი , ვადები );
გამონაკლისის სახით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩხრეკა შეიძლება
განხორციელდეს პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე , რომლის
კანონიერებასაც შემდგომში ამოწმებს სასამართლო.
კანონის არსებითი დარღვევით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია
და მტკიცებულება დაუშვებელია სასამართლო პროცესისათვის და მტკიცებითი ძალა არ
გააჩნია.

გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა და სასამართლოს განჩინებისა, ჩხრეკა შეიძლება


ჩატარდეს გასაჩხრეკი პირის ანდა გასაჩხრეკი პირი მეპატრონის თანხმობის
საფუძველზეც. ასეთ შემთხვევაში მეპატრონეს დეტალურად უნდა განემარტოს რა
საგამოძიებო მოქმედებასთან აქვს საქმე რა უფლებები გააჩნია მას და ა .შ .2

ნებისმიერი ჩხრეკის შესახებ აუცილებელია შესაბამისი ოქმის შედგენა , რომელსაც ეცნობა


ყველა დამსწრე პირი და აწერს ხელს.

აქციების მსვლელობისას ჩხრეკა უკავშრდება უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას


თუმცა ეს შესაძლებელია გამართლებული იყოს პრევენიცული ღონისძიების მიზნით . რათა
თავიდან იქნას აცილებული ფიზიკურად დაზიანება, ან ისეთი საშუალებების გამოყენება ,
რომელიც უშუალოდ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას - ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი ,
მარტივად აალებადი, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებები და ა .შ . ამის შესახებ
ვხვდებით კანონს „შეკრებეისა და მანიფესტაციის შესახებ „ (მეთერთმეტე მუხლის მეორე
ნაწილი) სადაც ნათლად არის გაწერილი თუ რა ნივთიერებები/ნივთები არ დაიშვება
შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობის დროს. შესაბამისად, ჩხრეკა ეს არის
თავდაცვითი ღონისძიება ,რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის
ფარგლებში. თუ ჩხრეკა განხორციელდება კანონის ფარგელბს გადაცილებით ეს
ჩაითვლება იმთავითე კანონდარღვევად, ადამიანის უფლებების შეზღუდვად და
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ნათლად
იკვეთება ნორმის შინაარისადნ გამომდინარე, რომ გონივრული ეჭვის გარეშე
დაუშვებელია ადამიანის გაჩხრეკა გამოკითხვა და თუ ამას აქციის მსვლელობისას ღია
სივრცეში, ხალხმრავალ ადგილას გააკეთებენ ეს უნდა იყოს ღიად, მიზანი კი უნდა იყოს
უსაფრთხოების დაცვა და არა მოქალაქეების დაშინება, შევიწროება და ა .შ . ასევე ამასთან
ერთად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც,რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს

1
კონსტანტინე კორკელია/ირინიე ქურდაძე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
ადამიანის უფლებატა ევროპული კონვენციის მიხედვით
2
საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი(კერძო ნაწილი) გამომცემლობა“მერიდიანი“
თბილის 2017 წელი გვ423
ნებადართული ამოღების/ჩხრეკის რაოდენბას. შესაბამისად, ერთსა და იმავე ადგილას ,
ერთი და იგივე საკუთრებაში ამოღება/ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს არაერთგზის , თუმცა
ყოველი განმეორებითი ჩხრეკა უნდა იყოს კანონიერი.3

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია დაკონკრეტება - აქციების დროს არ


მიმდინარეობს რომელიმე კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმის გამოძიება , ამ
დროს საქმე გვაქვს მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებასთან, პრევენცია კი პოლიციელთა
ვალდებულებაა, რასაც ვკითხულობთ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში . ამავე
კანონში ნათლად ამოვიკითხავთ, რომ პოლიციელი ჩხრეკას ახორციელებს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი დათვალიერების შედეგად წარმოიშვა დასაბუთებული ვარაუდი , რომ
პირს თან აქვს საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემქმნელი ანდა
სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთი, ასეთ შემთხვევაში ჩხრეკა უნდა ჩატარდეს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განმტკიცებული
მოთხოვნების შესაბამისად, რასაც აქციებზე ნამდვილად ვერ შევხვდებით , იქ არ არის
უფლებების განმარტება, არ არის არანაირი სახის დადგენილება და არ დგება ოქმი ,
შესაბამისად არაკანონიერად იზღუდება ადამიანთა უფლებები. თუმცა ყველაფერი კიდევ
უფრო უარესადაა, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად დათვალიერების
კანონიერება. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად პირის
შეჩერება და ზედაპირული დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ არსებობს
გონივრული ეჭვი, რომ მას თან აქვს ნივთი, რომელის გადატანაც შეზღუდულია ან
საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; პირი იმყოფება სპეციალური
კონტროლის რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან არსებობს გონივრული
ვარაუდი რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე
უკანონოდ მყოფი პირები.
აქიების შემთხვევაში პოლიციამ შესაძლოა მოქალქე შეაჩეროს მხოლოდ
ჩამოთვლილთაგან პირველი საბაბით და განახორციელოს ზედაპირული დათვალიერება ,
თუმცა რეალურად მოქალაქეთა ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება
შემთხვევითობის პრინციპით; დათვალიერება კი ყოველთვის გადაიზრდება ჩხრეკაში ,
რამდენადაც პოლიციელები ხელს ყოფენ მოქალაქეთა ჩანთებში, ჯიბეებსა და სხვა
სათავსოებში; აძლევენ მათ ჯიბეების ამოტრიალების განკარგულებას ისე , რომ არ უხსნიან
საკუთარ უფლებას, უარი თქვან მითითების შესრულებაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი დათვალიერების დროს წარმოიშვა გონივრული
ვარაუდი, რაც საფუძვლად ედება ჩხრეკას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელშიც
ნათლადაა ასახული, რომ დაუშვებელია ჩხრეკის შედეგი განხილულ იქნას ჩხრეკისათვის
საჭირო დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ ერთ საფუძვლად.4

შესაბამიად , თუ ამ ორი კანონით ვიხელმძღვანელებთ საბოლოო ჯამში დავასკვნით ,რომ


საპროტესტო აქციების მსვლელობისას როგორც პოლიციელს, ასევე იმ მოქალაქეს აქვს
3
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი 2015 წლის 1ოქტომბრის
მდგომარეობით
4
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
N2/2/1276
უფლებები ,რომლის დაცვა და განხორციელებაც აუცილებელია უპირობოდ . წინააღმდეგ
შემთხვევეაში მივდივართ უბლებათა რეზონანსულ დისბალანსში . უპირველესად ,
მოქალაქეებს ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს აქვთ უფლბეა საკუთარი პროტესტი
გამოხატონ ხმამაღლა. აღნინშულ კანონებსა თუ ნორმებში აღნიშნულია ის თუ რისი
უფლება აქვთ მათ.

კანონი მანიფესტაციისა შეკრების შესახებ:

მუხლი 1

„ შეკრებისა და მანიფესტაციების წეს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია ,


საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები , ეს კანონი და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები.“

მუხლი 2( მე-3 ქვეპუნქტი)

ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს

ა)საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების


მიღწევისკენ მიმართული;

ბ)კანონით გათცალისწინებული;

გ)დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი;

დ)არადისმრიმინაციული;

ე)პროპრციულად შეზღუდული;

დ)ისეთი,რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს .

ასევე საინტერესოა კანონი პოლიციის შესახებ ,სადაც უშუალოდ საუბარია ზედაპირულ


დათვალიერებასა და მისი განხორციელებისა უცილებლობის შესახებ

მუხლი22.ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება

1. პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე


ზედაპირზე ხელიტ,სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას

2.პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების


ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეარჩიოს პირი თუ:

ა)ასრებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის,რომ პირს თან აქვს ,ნივთი რომლის


გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას;

ბ)პირი იმყოფება ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური რეჟიმისადმი


დაქვემდებარებული ტერიტორიის ან პქიექტის უშუალო სიახლოვეს , 20 მეტრის რადიუში
გ)არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის,რომ ადგილზე ,სადაც პირი
იმყოფება,იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონდ მყოფი პირები,იმალებიან
ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა .

მაშასადამე , არცერთი პოლიციელი არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს ჩხრეკა თუ ამის


გონივრული ეჭვი არ არსებობს და ასევე მას თან არ ახლავს თანხმობა . დაუშვებელია
ასეთი ღონისძიების ჩატარება იმ შემთხვევაშიც თუ უბრალოდ გააჩერებენ აქციის
მონაწილეს და დაიწყებენ მსგავსი ქმედების განხორციელებას. ხშირია უსამართლო
შემთხვევებიც. ასევე ჩხრეკა ტარდება მოსმარათლის მიერ გაცემული განჩინების
საფუძველზე ხოლო თუ გადაუდებელი სიტუაციაა მაშინ პროკურორის ან გამომძიებლის
მიერ გამოცემული დადგენილების საფუძვეელზე, რომელიც შემდგომში სასამართლომ
უნდა შეამოწმოს. აქციების დროს კი ვხვდებით უამრავ შემთხვევებს ,როდესაც
აკავებენ,ჩხრეკენ ან კითხავენ მოქალაქეებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი ის არის
რომ ზოგჯერ პოლიციელთა უმეტესობა საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.
ისინი არ უხსნიან მოქალაქეებს რისთვის იქნა დაკავებული , დაკითხული ან გაჩხრეკილი ,
რაც მნიშვნელოვანი დარღვევაბაა . პოლიციელი უპირველესად უნდა უნმარტავდეს
მოქალაქეს საკუთარ უფლებას და უხსნიდეს გარკვევით თუ რისთვის ან რა მიზნით იქნა
ყოველივე ეს ღონისძიება გატარებული. ჩვეულებრივი გამოკითხვა კი დაკითხვისგან
განსხვავდება და ასევე პოლიციის მიერ პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს
შეჩერებიდან 30 წუთს.

დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება და


ხელისუფლებას დაქვემდებარებული პირები ხშირად არღვევენ აქციების მსვლელობისას
ადამიანის უფლებებს. და მათ მიერ გატარებული ღონისძიებეი ხშირად არასამართლიანი
ანდა უკანონოა, საკამრისია გავიხსენოთ თუნდაც 7-9 მარტის აქციები, სადაც ბევრი რამ
დაუშვებელი და კანონით აკრძალული იყო მაგრამ განხორციელდა .

You might also like