You are on page 1of 2

 

რა განმარტებები მისცეს ჰიბრიდულმა ტრიბუნალებმა ამნისტიების საკითხებს?

სიერა - ლეონე (SCSL)

სპეციალური სასამართლო სიერა ლეონესთვის დაარსდა 2002 წელს გაეროსა და


სიერა ლეონეს მთავრობეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

სასამართლოს შექმნას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა ლეონეს


ხელშეკრულებაში ჩართული სადავო ამნისტიის გამო. სასამართლოს წესდების მე
–10 მუხლი ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ამნისტია წესდებაში ჩადენილი
დანაშაულებისთვის ვერ იქნება ბარიერი დევნის განხორციელებისთვის.

საბოლოო ჯამში მიუხედავად კრტიკისა მოხდა შეთანხმება რომ ამინისტიის


დაშვება მოხდებოდა თუმცა ის ვერ შეეხებოდა ისეთ დანაშაულებს როგორიცაა:
გენოციდი, ადამინაურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ომის
დანაშაულები ან სხვა სერიოზული მძიმე დანაშუალები.

2004 წლის 13 მარტს, სიერა ლეონეს სპეციალურმა სასამართლომ გამოიტანა


მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობით ამნისტიის
მოქმედების შესახებ. SCSL სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სიერა ლეონეს
სამოქალაქო ომში მებრძოლი ფრაქციების პირებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ
ლეონეს სამშვიდობო ხელშეკრულებით მიენიჭათ არ უნდა დევნის საგანი მის
წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის
ტრიბუნალის პირველი განჩინება ერთმნიშვნელოვანია, სადაც ნათქვამია, რომ
ამნისტია არ კრძალავს საერთაშორისო დანაშაულის დევნას საერთაშორისო ან
სხვა სასამართლოში. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით სასამართლომ
განაცხადა, რომ ეს არ იქნებოდა მისთვის წინაღობა საქმეების წარმოებისას. მისი
ძირითადი ფუნქცია იყო პროცესების დაჩქარება, იურიდიული პრობლემები კი
გადაწყდებოდა მის სააპელაციო პალატაში. SCSL-ს აქვს იურისდიქცია
დანაშაულებზე, რომელიც მოხდა 1996 წლის 30 ნოემბრის შემდეგ სიერა-ლეონეს
ტერიტორიაზე, რაც გამოიხატებოდა სერიოზულ ძალადობაში, საერთაშორისო
სამართლისა და სიერა-ლეონეს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევაში. SCSL-ი
შეზღუდული იყო დანაშაულთა ჩამონათვალში. ეს დანაშაულებია: კაცობრიობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაულები (არასაერთაშორისო
სახის კონფლიქტისას). აქედან გამომიდნარე, SCSL, როგორც ჰიბრიდული
სასამართლომ ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებაში, თვლიდა, რომ jus cogens- ის
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ
საყოველთაო იურისდიქცია, მინიმუმ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულებსა და ომის დანაშაულებზე.
კამბოჯა

კამბოჯის განსაკუთრებული პალატების შექმნას წინ უძღოდა 2003 წელს


გაეროსა და კამბოჯას მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება.

საკამათო საკითხი იყო ამინისტია. შეთანხმება მოიცავდა ვალდებულებას


კამბოჯის მთავრობის მხრიდან, რომ მას არ გამოეცხადებინა ამინისტია ან
შეწყალება.

აღსაღნიშნია რომ, კანონმდებლობა, რომელიც დაამტკიცა ნაციონალმა ასამბლეამ


პირდაპირ აძლევს KRT- ს, განსაზღვროს ამ შეწყალების ფარგლები თუმცა იქიდან
გამომდინარე რომ ვერ მოხდა მისი სრყლყოფილად შემუშავება ამას მოყვა საკმაო
კრიტიკა. გადაწყვეტილების მიმღებმა პროცედურებმა შესაძლოა ამ საკითხთან
დაკავშირებთ ვერ გამოიტანონ გადაწტვეტილება მარტივად.

აღმოსავლეთ ტიმორი
რაც შეეხება აღმოსავლეთ ტიმორის ტრიბუნალს, აქ თავიდანვე უარყვეს
საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსება, რადგან უპირატესობა მიანიჭეს შიდა
სამართალს. ეს არ ყოფილა დაბრკოლება და ამის გამო UNTAET-მა (
აღმოსავლეთ ტიმორის გაეროს გარდამავალი ადმინისტრაცია) დაარსა ექვსი
საოლქო და ერთი საააპელაციო სასამრთლო, რომლებსაც ჰქონდათ
იურისდიქცია როგორც სისლის, ისე სამოქალაქო სამქეებზე. მოგვიანებით
დაარსდა ‘’მძიმე დანაშაულების კოლეგია’’ დილის საოლქო სასამართლოში.

ეს ad hoc ტრიბუნალი მკაცრად იყო გაკრიტიკებული ჯაკარტაში. ინდონეზიასა


და აღმოსავლეთ ტიმორს კარგა ხნის მანძილზე გაწყვეტილი ჰქომდათ
ურთიერთობა, თუმცა 2005 წელს მათ გადადგეს ურთიერთშემხვედრი ნაბიჯი და
შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნაზე, რომელიც გამოიძიებს მომხდარს
და დაადგენს ჭეშმარიტებას, ასევე ექნება ამინისტიის რეკომენდაციის უფლებაც.

You might also like