You are on page 1of 6

სამოქალაქო ომი ერაყში

2012 წელს ერაყში დაიწყო სუნიტების პროტესტი ერაყის შიიტი პრემიერ მინისტრის
ნური ალ მალიქის წინააღმდეგ. პროტესტამდე დიდი ხნით ადრე ერაყი ნაბიჯ-
ნაბიჯ მიდიოდა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ამ კონფლიქტის მიზეზები
გახლდათ: ა) მალიქის ფავორიტიზმი - ძირითადად შიიტების დაწინაურება მაღალ
თანამდებობებზე, მსგავსი მიდგომა უკმაყოფილებას იწვევდა სუნიტებში ბ)
ისლამური სახელმწიფოს და სხვა სუნიტური ექსტრემისტების მხრიდან მუდმივი
პროვოკაციები, რომელიც ხელს უწყობდა საზოგადოების შიგნით რელიგიურ
სექტებად დანაწევრებას. გ) სირიის კონფლიქტის მავნე გავლენა ერაყზე.
კონფლიქტის ამ მამოძრავებელმა მიზეზებმა თავი იჩინა მოუგვარებელი
პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილების ფონზე, რომელიც
დაკავშირებული იყო აშშ-ს მიერ ერაყის ოკუპაციასთან (2003-2011) და
ბაასისტური პარტიის დიქტატურასთან (1968-2003).

2014 წლის იანვარში, ამბოხებულმა სუნიტებმა, რომლებსაც


ხელმძღვანელობდნენ ისლამური სახელმწიფოს და ყოფილი ბაასისტური ძალები,
დაიკავეს ქალაქი ფალუჯა. ფალუჯა იყო ცენტრი სუნიტი არაბების სახალხო
ოპოზიციის. მალიქის ხელისუფლებამ არაეფექტური სამხედრო მეთოდებით
უპასუხა ამ პოლიტიკურ პრობლემას. აპრილის თვეში ჩატარებული საპარალამენტო
არჩევნების დროს არც კი უცდიათ რამენაირად შეემსუბუქებინათ სუნიტების
უკმაყოფილება.

2014 წლის ივლისში ისლამურმა სახელმწიფომ სირიიდან გააგზავნა მებრძოლები


ქალაქ მოსულში. მოსულის მოსახლეობის უმეტესობა სუნიტები იყვნენ. ერაყის არმია
ცუდად იყო მომზადებული და ვერ მოახერხა კოორდინაცია მოეხდინა ქურთისტანის
რეგიონალური მთავრობის სამხედრო ძალებთან. უწესრიგო უკანდახევა პანიკურ
გაქცევაში გადაიზარდა და რამოდენიმე არმიის დივიზია ჩამოიშალა, მათი სრული
კოლაფსი მოხდა. (army divisions) მოსულის აღებას სუნიტებით დასახლებულ
ჩრდილოეთში ამბოხება მოჰყვა და ქალაქები ტიკრიტი და ტალ-აფარ სწრაფად
გადავიდა ისლამური სახელმწიფოს ხელში.

მაშინ როდესაც ერაყის არმია ტოვებდა კირკუკს, (იგი არის ნავთობით მდიდარი და
ქურთები ათწლეულები ედავებოდნენ ამ ტერიტორიას ბაღდადს) ქურთების ძალები
შევიდნენ ქალაქში. 2014 წლის აგვისტოში IS-მ შეუტია ქალაქ სინჯარს, რომელიც
მდებარეობს ნინევიას ვაკეზე და დასახლებულია იეზიდებით. ამ ტერიტორიებს
აკონტროლებდნენ ქურთი მებრძოლები. ამ ფაქტმა დააჩქარა დასავლეთის ჩარევა და
გამოიწვია აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია. 7 აგვისტოს აშშ-მ დაიწყო IS პოზიციების
დაბომბვა ქალაქ ერბილის (Erbil) და სინჯარის (Sinjar) შემოგარენში. აშშ-ს ასევე
სურდა ალ მალიქის გადადგომა, რათა მოეხერხებინა ეროვნული თანხმობის მიღწევა
და ერთიანი მთავრობის შექმნა, რომელიც არ მოახდენდა სუნიტების
დისკრიმინაციას და გააუჯობესებდა ურთიერთობას ბაღდადს და ერბილს შორის.

ბაღდადი და ერბილიც დამოკიდებული იყო საგარეო მხარდაჭერაზე. ირანშიც


ხვდებოდნენ რომ ალი მალიქი უნდა წასულიყო. სანაცვლოდ ქურთებმა შეწყვიტეს
დამოუკიდებლობაზე საუბარი, ხოლო შიიტმა პოლიტიკოსებმა და
გასამხედროებული ორგანიზაციების ლიდერებმა მალიქის მხარდაჭერა. 15 აგვისტოს
პრემიერ მინისტრი გადადგა და მისი ადგილი დაიკავა მისმა თანაპარტიელმა ჰაიდერ
ალ აბადიმ. (Haider al-Abadi) როგორც აშშ მოთხოვნა იყო აბადი შეუდგე ერთიანი
მთავრობის ფორმირებას და დაიწყო ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება, რომელიც
ასევე შეირთებდა სუნიტ მებრძოლებსაც. მათ ძალიან არ ეხალისებოდათ შიიტების
მიერ მართულ შეიარაღებულ ძალებში სამსახური. 2014 წლის მანძილზე კვლავ
გრძელდებოდა სექტერიანული დაპირისპირება შიიტებსა და სუნიტებს შორის, ვერ
მოხერხდა სუნიტებისთვის ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება. აშშ კი
დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა სუნიტი რელიგიური თემის ჩართვას ქვეყნის
პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ
ბრძოლაში. ბევრი შიიტი პოლიტიკური ლიდერი წინააღმდეგი იყო სუნიტური
ფრაქციების შეირაღების და ეროვნული გვარდიის შექმნის
გეგმა გაიჭედა პარლამენტში. ასევე აბადის მმართველობა კითხვის ნიშნის ქვეშ
დადგა შიდა დაპირისპირების გამო. მისი წინამორბედი მალიქი კვლავ გავლენიან
ფიგურად რჩებოდა ერაყის პოლიტიკაში. ბოლოს და ბოლოს, როდესაც
აბადის "ერთიანობის კაბინეტი" დაკომპლექტდა სექტემბერში, იგი
ძალიან ჰგავდა წინა მთავრობას. დომინირებდა შიიტი ისლამისტი ფრაქციები და
ქურთები. ხოლო სუნიტები წარმოდგენილი იყვნენ სუსტი პოლიტიკოსების მიერ,
რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო იმ არაბებთან, რომლებიც ისლამურ
სახელმწიფოს უჭერდნენ მხარს და ცენტრალურ მთავრობას ებრძოდნენ.

ასევე შერიგებისთვის მთავარ გამოწვევად რჩებოდა მზარდი როლი პრო- ირანული


შიიტური შეირაღებული ფორმირებების. მაგალითად, როგორებიც არიან "ბადრ"
(Badr) და ალ ჰაქ (Asa'ib Ahl al-Haq). რომლებიც ცნობილნი არიან როგორც
მოძალადეები სუნიტური თემის წინააღმდეგ. ეს გასამხედროებული ორგანიზაციები
იდგნენ რა ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში დიდწილად
დაჩრდილეს ერაყის რეგულარული ძალები და ცალკეულ შემთხვევაში
აკონტროლებდნენ კიდეც მათ. მებრძოლების დიდ ნაწილს კავშირები
აქვს აბადის მთავრობის კოალიციასთან და მრავალჯერ დაამტკიცეს, რომ
შეუცვლელები იყვნენ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ერაყის
მთავრობა აფინანსებდა და მხარს უჭერდა მათ. მიუხედავად ამისა ისინი უფრო ირანს
ემორჩილებიან ვიდრე ერაყის ხელისუფლებას. Badr ორგანიზაცია დაფუძნებული
იქნა ირანში, ირან ერაყის ომის დროს, 1980-1988, მისი პრო-ირანული განწყობები და
დღის წესრიგი საჯაროა.

ქურთების პოლიტიკა ერაყში

2014 წლის ზაფხულს ქურთების რეგიონალურმა მთავრობამ (KRG) მიიღო ასობით


ათასი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი, როგორც ერაყის
სუნიტური რეგიონებიდან, ასევე დამატებით სირიელი ქურთები. დევნილთა
კრიზისი გაუარესდა მოსულის დაცემასთან ერთად და საშიშ სიტუაციას მიაღწია
აგვისტოში, როცა ისლამური სახელმწიფო შეეცადა შესულიყო ქურთებით
დასახლებულ რეგიონში. ამავე წელს ქურთისტანის პრეზიდენტი გეგმავდა
დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ერაყიდან გამოყოფას. მნიშვნელოვანია აქვე
ავღნიშნოთ რომ ქურთისტანმა 2014 წელს დამოუკიდებლად განახორციელა
ნავთობის ექსპორტი თურქეთში, მისი პოლიტიკური ელიტა ამზადებდა ეკონომიკურ
საფუძველს დამოუკიდებელი ქვეყნის ფუნქციონირებისათვის. ერაყის მთავრობის
წინააღმდეგობა ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით იგნორირებული იქნა.
ბარზანის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოულოდნელობა იყო ქურთისტანი
პატრიოტული გაერთიანებისთვის. ასევე იგი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა
ევროკავშირის და აშშ მხრიდან.

2014 წლის აგვისტოში IS ქურთისტანში შეიჭრა, პრეზიდენტი ბარზანი სწრაფად


დაეთანხმა აშშ მოთხოვნას გადაედო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ,
მეტიც გააგზავნა ქურთი მინისტრები რომ შეერთებოდნენ ერაყის მთავრობას
ბაღდადში. ახალი ხელშეკრულება ნავთობის განაწილების შესახებ შეთანხმდა 2014
წლის დეკემბერში. აშშ საჰაერო შეტევები დაიწყო 7 აგვიტოს, მან გააძლიერა
ქურთების საბრძოლო მორალი და ისლამური სახელმწიფოს თავდაცვითი
პოზიციის გადასვლა აიძულა ჩრდილო ერაყში, ასევე ხელი შეუწყო იმას რომ
პეშმარგა კონტრშეტევაზე გადასულიყო.

ნავთობის განაწილების შეთანხმების თანახმად KRG (ქურთისტანის რეგიონალური


მთავრობა) ვალდებული იყო მიეწოდებინა 250 000 ბარელი ნავთობი, და ექსპორტზე
გაეტანა კირკუკის 300 000 ბარელი ნავთობი KRG-თურქეთის
ნავთობსადენით. ბაღდადს თავის მხრივ უნდა გადაეხადა 17 პროცენტი ნავთობის
გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან - 2015 წელს და დამატებით 12
მილიარდი დოლარია 2014 წლის დავალიანება. შეთანხმება ჩავარდა იმიტომ რომ
ერაყის მთავრობას სურდა სრული კონტროლი ნავთობის გაყიდვაზე. მისი
აზრით KRG - თურქეთის მეშვეობით სხვა ქვეყნებზეც ყიდდა ნავთობს ერაყის
ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით. შედეგად ცენტრალურმა
ხელისუფლებამ KRG არ გადაურიცხა დავალიანება. ამ უკანასკნელმა კი
ხელფასი გადახადა ვერ მოახერხე პეშმარგასთვის რომელიც ისლამურ სახელმწიფოს
ებრძოდა.

KRG და ირანი

როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ შეუტია ერბილს, ერაყის ქურთისტანის


დედაქალაქს, ირანი იყო ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ქურთების
დასაცავად მივიდა. თურქეთის უმოქმედობამ ღრმა იმედგაცრუება გამოიწვია
ქურთებს შორის, რომლებიც მადლიერნი იყვენენ ირანის. მაგრამ, ირანის
ინტერვენციამ ქურთისტანში შიდა დაძაბულობა გამოიწვია პოლიტიკურ ფრაქციებს
შორის. KRG- მთავრი პოლიტიკური პარტიებიდან ორმა: ქურთისტანის
პატრიოტულმა გაერთიანებამ და მოძრაობამ
ცვლილებებისთვის გაიმყაროს თავიანთი პოლიტიკური პოზიციები, ვინაიდან მათ
მჭიდრო ეკონიმიკური და პოლიტიკური კავშირები აქვთ ირანთან. ირანის
ინტერვენციის შემდეგ ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა გაიძლიერეს მდგომარეობა
პრეზიდენტ მასუდ ბარზანის პოლიტიკურ პარტიასთან შედარებით. ასევე ეს
პარტიები ეწინააღმდეგებოდნენ ბარზანის იდეას გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა
და განაცხადეს რომ ისინი ითანამშრომლებდნენ ერაყის მთავრობასთან.

მიუხედავდ ეკონიმიკური და პოლიტიკური დაპირისპირებისა ქურთისტანის


რეგიონალურმა მთავრობამ 2015 წელს მოახერხა დაებრუნებინა გავლენა,რაც ჰქონდა
ისლამური სახელმწიფოს შეტევამდე. ქურთისტანი ტერიტორიის 95 % მათ შორის
სადავო ტერიტორიები განთავისუფლებული იქნა ისლამური სახელმწიფოსგან. 62
ქვეყანამ გაუგზავნა სამხედრო დახმარება და 7 მათგანმა გაწვრთნა და აღჭურვა
პეშმარგას დანაყოფები. ასევე პრეზიდენტმა ბარზანიმ განახორციელა მნიშვნელოვანი
ვიზიტები თურქეთსა და საუდის არაბეთში ამ ქვეყნებთან ურთიერთობების და
თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით.
დასრულდა სამოქალაქო ომი ერაყში?

2017 წლის ბოლოს ერაყის მთვარობამ ისლამური სახელმწიფო დამარცხებულად


გამოაცხადა და 10 დეკემებერს სამხედრო აღლუმიც ჩაატარა ბაღდადში. მთვარობის
განცხადებით ერაყის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ სირია-ერაყის
საზღვარს. იმი ისლამურ სახელმწიფოსთან ფორმალურად დასრულებულად
გამოცხადდა.

2017 წლის ბოლო ასევე მნიშვნელოვანი იყო ერაყის ქურთისტანისთვის,


პრეზიდენტმა ბარზანმა 25 სექტემბერს რეფერენდუმი ჩაატარა
დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მოსახლეობის უმრავლესობამ
დამოუკიდებლობას და ერაყისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს
ბაღდადს და ერბილს შორის ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა. დიპლომატიური და
პოლიტიკური კონფლიქტი მალე კირკუკისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. ოქტომბრის
ბოლოს ერაყის არმია სრულად აკონტროლებდა ქალაქს. პეშმერგამ უკან დაიხია.
ასევე სამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა ნავთობის საბადოები და
სტრატეგიული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები რეგიონში. ერაყის პრემიერ
მინისტრმა განაცხადა რომ ის მალე დაიწყებდა პეშმარგასთვის და სხვა საჯარო
მოსამსახურეებისთვის ხელფასის გადახდას. როგორც ცნობილია KRG (Kurdistan
Regional Government) პრობლემები ჰქონდა ხელფასის გადახდის 2014 წლიდან. ასევე
2017 წლის 1 ნოემბრიდან პრეზიდენტ ბარზანს ვადა ამოეწურა და მან დაკავებული
თანამდებობა დატოვა.

2017 წლის მიწურულს მართალია ერაყში ისლამური სახელმწიფო დამარცხდა, მგრამ


კვლავ არ აღმოფხვრილა კონფლიქტი ის მიზეზები რამაც სუნიტ მოსახლეობას
უბიძგა იარაღისთვის მოეკიდა ხელი და ხელისუფლებას დაპირისპირებოდა. ასევე
გრძელდება პოლიტიკური დაძაბულობა ქურთებს და არაბებს შორის. ქურთების
ნაციონალური პროექტი არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა რაც
საფრთხეს უქმნის ერაყის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
გამოყენებული ლიტერატურა:

1. SIPRI Yearbook 2015


2. SIPRI Yearbook 2016
3. SIPRI Yearbook 2017

You might also like