You are on page 1of 4

ირანი

ირანი გეოპოლიტიკურად ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე


მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რასაც პირველ რიგში მისი ადგილმდებარეობა
განაპირობებს. თანამედროვე ირანი მდებარეობს ისტორიული ირანის
ტერიტორიაზე სადაც არსებობდა აქამენური ირანი და ფეხლევიანთა დინასტია.
ირანი ჩრდილო-დასავლეთით აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება,
დასავლეთით - ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთს და პაკისტანს, ჩრდილოეთით-
თურქმენეთს, სამხრეთით კი სპარსეთის ყურეს. ამასთან ერთად, ირანს აქვს
საზღვაო საზღვრები ომანთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ირანს
მისი სტრატეგიული მდებარეობა ხელს უწყობს ჰქონდეს წვდომა საკვანძო
საზღვაო გზებზე. იგი სპარსეთის ყურის გარდა, ჩრდილოეთით ესაზღვრება
ჰორმუზის სრუტეს, რომლის მეშვეობითაც მთელს მსოფლიოში ექსპორტზე გადის
სპარსეთის ყურის ნავთობი.

ირანის ისტორიის მანძილზე, მისი გეოპოლიტიკური ინტერესების


ჩამოყალიბებაში, ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა მისი
გეოგრაფია. ქვეყნის მთიანი რელიეფი ერთგვარი ბუნებრივი ბარიერი იყო
მოწინააღმდეგისთვის და გავლენას ახდენდა ირანის სამხედრო სტრატეგიების
შემუშავებასა და თავდაცვის პოზიციების არჩევაზე. ირანის გარშემო არსებულ
მთათა სისტემებს, სამხრეთით მდებარე უდაბნოებს, სპარსეთის ყურესა და
ჩრდილოეთით მდებარე კასპიის ზღვას ქვეყნისთვის ყოველთვის ორმაგი
დატვირთვა ჰქონდა, ერთის მხრივ დინასტიებს ხელს უშლიდა ესპანსიასა და
ახალი ტერიტორიების დაკავებაში, მეორეს მხრივ კი რთულად შეღწევადს ხდიდა
ქვეყანას დამბყრობლისათვის და შესაბამისად, ხელს უწყობდა თავდაცვაში. ირანი
სწორედ ამ ბუნებრივი ბარიერების მეშვეობით ახერხებდა დამოუკიდებლობისა
და იდენტობის შენარჩუნებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მტერი გადალახავდა
ბარიერებს და დაიკავებდა ირანს, დიდხანს ვერ ინარჩუნებდა პოზიციებს,
თუნდაც იმიტომ რომ გეოგრაფიული რელიეფი ართულებდა მიგრაციას.

ირანის მდებარეობა დღემდე განსაზღვრავს მის ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების


პოლიტიკას. ჰორმუზის სრუტის მეშვეობით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია, ირანს აქვს მნიშვნელოვანი
ბერკეტი აკონტროლოს გლობალური ენერგეტიკული ბაზრები. ამასთან ერთად,
რეგიონის ქვეყნებში, ავღანეთში, ერაყსა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტები,
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე.
ირანის გეოგრაფიული მდებარეობის გაანალიზებით შესამჩნევია რომ ქვეყანას
აქვს ყველა პირობა და ამბიცია რეგიონში ლიდერობისთვის. ირანი ესაზღვრება
რამდენიმე ძირითად გეოპოლიტიკური აქტივობის მქონე რეგიონს: ცენტრალურ
აზიას, სამხრეთ კავკასია, მესოპოტამიასა და სპარსეთის ყურეს. ირანის
პოლიტიკური ინტერესები კარგად ჩანს მეზობლებთან და რეგიონის ქვეყნებთან
ურთიერთობებში, რასაც ისტორიულ დინამიკასთან და რელიგიური
კუთვნილების დიდ გავლენასთან ერთად, თავისთავად განსაზღვრავს ქვეყნების
ადგილმდებარეობა და გეოპოლიტიკაც. ირანის რეგიონულ კონფლიქტებში
მონაწილეობამ, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერამ და ბირთვული
შესაძლებლობების განვითარებისკენ სწრაფვამ, მეზობელი სახელმწიფოებისა და
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პერიოდული
უთანხმოებისა და კონფლიქტების მიუხედავად, ირანი ცდილობს შეინარჩუნოს
ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირები მეზობლებთან. ასევე, დაიცვას
ბალანსი რეგიონული გავლენის დამტკიცებასა და საერთაშორისო ზეწოლის
კონტროლს შორის. შეიძლება ითქვას რომ ირანი საერთაშორისო ასპარეზზე
რაციონალური მოთამაშეა და იმპულსურად არ იღებს გადაწყვეტილებებს, ირანს
აქვს როგორც მეგობრული, ასევე დაძაბული ურთიერთობები მეზობლებთან რაც
განპირობებულია კონკრეტულ მომენტში არსებული მოცემულობით. ერაყთან
მისი ურთიერთობები განაპირობა პოლიტიკურმა უთანხმოებამ და რელიგიური
ნიშნით კონფლიქტმა, ავღანეთთან ურთიერთობებში გავლენა იქონია შიდა და
საზღვრის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობამ. ირანი ინარჩუნებს მჭიდრო
კავშირებს სირიასა და ლიბანთან, ძირითადად პოლიტიკური და სამხედრო
მხარდაჭერის მიმართულებით. რაც შეეხება მის ურთიერთობებს საუდის
არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საემიროებთან, რეგიონული მეტოქეობის
გამო შეიძლება ითქვას რომ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ირანის ურთიერთობა
თურქეთთან მრავალმხრივია, ისინი თანამშრომლობენ როგორც ვაჭრობის, ასევე
ენერგეტიკულ სფეროშიც. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ირანის
ურთიერთობები რუსეთთან, საუდის არაბეთთან და ამერიკის შეერთებულ
შტატებთან.

რუსეთისა და ირანის ურთიერთობა კომპლექსურია. 1991 წელს საბჭოთა კავშირის


დაშლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესები გამოიკვეთა. პირველ
რიგში ირანიც და რუსეთიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიქვამდა რეგიონში
მათი დომინირების შეზღუდვის საფრთხედ. ამასთან ერთად, არსებული
მდგომარეობით, შეგვიძლია ვთვათ რომ რუსეთიც და ირანიც გარიყულნი არიან
საერთაშორისო საზოგადოებისგან და მათ წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები,
შესაბამისად მოკავშირეებს ერთმანეთში ეძებენ. ირანისთვის სტრატეგიულად
მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა იარაღის მიწოდებისა და
ბირთვული პროგრამის მიმართულებით. ეს ორი ქვეყანა საჭიროების მიხედვით
აწვდის იარაღს ერთმანეთს. თუ აქამდე ირანისთვის რუსეთი იყო იარაღითა და
ბალისტიკური თუ ბირთვული ტექნოლოგიებით მთავარი მხარდამჭრი,
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ირანი რუსეთისთვის იარაღის მთავარი
მომმარაგებელი გახდა, რამაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
თანამშრომლობები კიდევ უფრო გააღრმავა. ირანი და რუსეთი თანამშრომლობენ
ენერგეტიკის სფეროშიც. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საერთაშორისო
პოლიტიკაში არსებული მდგომარეობა რუსეთს და ირანს პარტნიორებად აქცევს,
მათი კავშირი არც ისე მყარია და ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება იქონიოს
გავლენა, გასათვალისწინებელია რომ ორივე ქვეყანა ცდილობს კასპიის ზღვასა და
ცენტრალურ აზიაში დომინირებას, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა
დაპირისპირებაც გამოიწვიოს.

რაც შეეხება ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობას, ეს ორი ქვეყანა


რეგიონალური მეტოქეები არიან, რასაც პირველ რიგში განაპირობებს რელიგიური
განსხვავებები, რადგან ირანის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი შიიტებისგან
შედგება, ხოლო საუდის არაბეთის კი სუნიტებისგან. ირანი და საუდის არაბეთი
ისლამური რევოლუციის შემდეგ ერთმანეთის მეტოქე სახელმწიფოებია და ორივე
მათგანი ცდილობს რეგიონში დომინანტობა მოიპოვოს. თუმცა 2023 წელს საუდის
არაბეთმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე დაიწყეს
საუბარი, რაც თავისთავად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ახლო აღმოსავლეთის
რეგიონში.

დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში ირანისა და აშშ-ს ურთიერთობები ერთ-


ერთი ყველაზე კომპლექსური და არაპროგნოზირებადია. 1979 წლის ირანის
რევოლუციამ ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა ამერიკის შეერთებულ
შტატებთან, აშშ-მ შეწყვიტა დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები
ირანთან. 2015 წელს ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავების
ფარგლებში არსებობდა ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების
დასტაბილურების შესაძლებლობა, თუმცა 2018 წელს ამ შეთანხმებიდან ამერიკის
გასვლამ სიტუაცია უცვლელი დატოვა.

როგორც უკვე ავღნიშნე, ირანი ცდილობს ყოველთვის რაციონალურად


იმოქმედოს და იშვიათად ესხმის თავს ან ემუქრება პირდაპირ მოწინააღმდეგეს.
ამისთვის ირანი წარმატებით იყენებს ე.წ. „წინააღმდეგობის ღერძს“, რაც
გულისხმობს ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული ბენეფიტების სანაცვლოდ
მონაწილეობას იღებენ ირანის წარმოებულ კონფლიქტებში. ირანთან მიმართებაში
საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო ხშირად იყენებს ტერმინს“პროქსი ომი“,
რაც გულისხმობს დიდი სახელმწიფოების მიერ წამოწყებულ ომებს, რომელშიც
უშუალოდ თვითონ არ არიან ჩართულები. ირანის ინტერესების გამტარებელი
ჯგუფები გვხვდება პალესტინის ტერიტორიაზე, ლიბანში, სირიაში, ერაყსა და
იემენში, ისინი წარმოადგენენ ჰესბოლას, ჰამასს, ყუდსის ძალებს და სხვა
ექსტრემისტულ დაჯგუფებებს.

You might also like