You are on page 1of 8

OSI(Open Systems Interconnection) Model

LAN (Local Area Network) Cable, NIC (Network Interface Controller), Registred Jack 45 (ნახ.1)
ყველაზე მცირე ზომის LAN ქსელი შეიძლება იყოს ორი კომპიუტერის კავშირი
ერთმანეთთან, უფრო დიდი ზომის ათასობით კომპიუტერის შემაკავშირებელი.

(ნახ.1)

LAN(Local Area network) იგივე ადგილობრივი ქსელი, წარმოადგენს ერთმანეთთან


ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერების და მოწყობილობების ქსელს, შეზღუდულ
გეოგრაფიულ არეალში, ასეთი შეიძლება იყოს: სახლი, ოფისი, უნივერსიტეტის კამპუსი. LAN
განკუთვნილია გარკვეულ არეალში კომპიუტერებს შორის რესურსების განაწილებაზე. LAN
გააჩნია შემდეგი ძირითადი მახასიათებლები:

1.შეზღუდული გეოგრაფიული არეალი: LAN განკუთვნილია დაფაროს მცირე, სპეციფიური


არეალი, ძირითადად ერთი შენობა ან ჯგუფი ერთმენთთან ახლოს მყოფი შენობების. ასეთი
სპეციფიკის ქსელის ზომა მოიაზრება, რამოდენიმე ასული მეტრიდან, 2 კილომეტრამდე
დიაპაზონში.

2.მონაცემთა გადაცემის მაღალი სიხშირე: LAN უზრუნველყოფს, მონაცემთა გადაცემის


მაღალ სიჩქარეს, ძირითადად იზომება მეგაბიტები/წამში ან გიგაბიტები/წამში, სწარაფ
კომუნიკაციას და მოწყობილობებს შორის მონაცემთა გაცვლის სისწრაფეს იძლევა.

3.კერძო საკუთრება: LAN-ები კერძო საკუთრებას წარმოადგენენ, ორგანიზაციის ან


ინდივიდუალის.

4.დაცულობა: LAN-ის ორგანიზება, მოიაზრება ქსელის დაცით ღონისძიებებში,


არავტორიზებული წვდომისგან და მონაცემთა დაკარგვისგან.

5. მაშტაბურობა: LAN ინფრასტრუქტურას ადვილად, შეიძლება დაემატოს ახალი


მოწყობილობები და გადიდდეს მისი მაშტაბი.

საერთო ჯამში LAN არის ეფექტური ლოკალური ტიპის რესურსების (ფაილების, პრინტერის,
სკანერის) გამზიარებელი საშუალება, რაც ხდის მას ფუნდამენტურ კომპონენტს ქსელში.
კომპიუტერების და მოწყობილობების ჯგუფი ერთმანეთს უკავშირდება, switch
(გამანაწილებელი) (ნახ.2) -ის ან Stack of Switches (ნახ.3) (გამანაწილებლების ნაკრები)-ს
მეშვეობით. Router (მარშუტიზატორი)-ები წარმოადგენენ LAN-ის საზღვარს.

უპირატესობები:

ახდენს მონაცემების სწრაფად გადაცემას.

მარტივია მისი შექმნა და მისი მართვა.

დაცული ტიპის ქსელური სისტემაა.

ნაკლოვანებები:

შეზღუდული გეოგრაფიული არეალი.

დატვირთვის ზრდასთან ერთად, იქმნება ქსელის სწრაფქმედების პრობლემა.

MAN(Metropolitan Area Network)

MAN იგივე ქალაქის ტერიტორიის ქსელი (ნახ.5) , ფარავს უფრო ფართო ტერიტორიას ვიდრე
LAN, მისი მოცულობის მაშტაბი არის 5-დან 50-მდე კილომეტრი და მისი დანიშნულებაა
დააკავშიროს სხვადასხვა დაშორების მქონე კომპიუტერები. MAN-ის სიჩქარე იზომება Mb/ps-
ში. Metropolitan Area Network-ის შექმნა და შენარჩუნება უფრო რთულია.

(ნახ.5)

ძირითადი მოწყობილობები, რომლებიც MAN-ში მონაცემთა გადაცემას უზრუნველყოფენ


არიან Modem და მავთული/კაბელი. MAN-ის მაგალითი არის სატელეფონო კომპანიის ქსელი,
რომელიც უზრუნველყოფს მაღალი-სიჩქარის მქონე DSL(Digital Subscriber Line) ხაზს
მომხმარებლებისთვის ან სატელევიზიო ქსელის კაბელს ქალაქისთვის.

უპირატესობები:

უზრუნველყოფს მაღალი-სიჩქარის მქონე გადაცემას LAN-ზე უფრო ფართო არეალში.


MAN-ის ტექნიკური ლოგიკა შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ISP(Internet Service
Provider)-დ.

ნაკლოვანებები:

MAN-ის გამოყენების დატვირთვის ზრდასთან ერთად, ქსელი იწყებს შეფერხებებით


მუშაობას.

LAN-თან შედარებით აქვს ნაკლები დაცულობა.

WAN (Wide Area Network)

WAN კომპიუტერული ქსელი, რომელიც ფარავს დიდ გეოგრაფიულ არეალს, მოიაზრება 50


კმ-იანი დიაპაზონი. WAN თავისი ლოგიკით არის, სხვადასხვა LAN-ების კავშირი,
სატელეფონო ხაზების და რადიო ტალღების მეშვეობით შექმნილი. მისი სიჩქარე
განისაზღვრება კილობიტებით/წამში ან მეგაბიტებით/წამში.

უპირატესობები:

მოიცავს ვრცელ გეოგრაფიულ რეგიონს და ერთმანეთთან აკავშირებს დაშორებულ


ტერიტორიებს.

ერთდროულად გამოიყენება მრავალი მომხმარებლის და აპლიკაციის მიერ.

ნაკლოვანებები:

LAN-თან და WAN-თან შედარებით უფრო ნელა გადასცემს ინფორმაციას, შეიძლება


დაფიქსირდეს შეფერხებები ქსელის მუშაობაში.

LAN-თან მიმართებაში მოიაზრება, ნაკლები დაცულობა.

(ნახ.2)

(ნახ.3)
(ნახ.4)

OSI მოდელი

OSI მოდელი რომელიც წარმოადგენს 7-ფენიან(layer) არქიტექტურას, შეიქმნა


ISO(International Organization for Standardization)-ს მიერ, 1984 წელს. თითოეულ ფენას გააჩნია
მუშაობის სპეციფიური ფუნქცია, რომლებიც ერთიანად მუშაობენ, რომ ინფორმაციის
გადაცემა მოხდეს, ერთი პერსონიდან მეორისკენ, დედამიწის გარშემო. OSI არის ყალიბი,
რომელიც კომპიუტერებს შორის მონაცემთა გადაცემის პროცესს ახდენს. მონაცემთა
მიმოცვლა 7 ფენის გავლით ხორციელდება (ნახ.6) ეს ფენებია: Physical Layer (Layer 1), Data
Link Layer (Layer 2), Network Layer (Layer 3), Transport Layer (Layer 4), Session Layer (Layer 5),
Presentation layer (Layer 6), Application Layer (layer 7).

როგორ შეიძლება მოხდეს ორ სხვადასხვა ოპერაციულ სისტემას შორის, მაგალითად


Windows- სა და Apple Mac OS შორის ურთიერთქმედება. ამისთვის არის შექმნილი ქსელის
მუშაობის პროტოკოლები(ნახ.7)

(ნახ.6)

Application Layer

Application Layer უზრუნველყოფს, რომ ვებ-ბრაუზერებმა ინტერნეტში იმუშაონ,


კორექტულად. (ნახ. 7)

(ნახ.7)
ვებ-ბრაუზერები იყენებენ HTTP და HTTPs პროტოკოლებს ვებ-სერფინგისთვის. ფაილების
გადაგზავნა ინტერნეტში ხდება FTP(File Transfer Protocol) პროტოკოლის მეშვეობით, ი-
მეილის გადაგზავნას SMTP(Simple Mail Transfer Protocol) პროტოკოლი ემსახურება,
ვირტუალურ ტერმინალებს(საგადასახადო სისტემებს) Telnet(teletype network) პროტოკოლი.
(ნახ.8)

(ნახ.8)

Presentation Layer

Presentation Layer მონაცემებს ღებულობს, Application Layer-დან, საპრეზენტაციო ფენის


დანიშნულებაა, ტექსტური სიმბოლოების, რიცხვითი სიმბოლოების, გარდაქმნას იგივე
ტრანსლირება მოახდინოს მანქანურ ენაზე ანუ ორობით კოდად. (ნახ.9)

(ნახ.9)

Presentation Layer ასავე ახდენს გადასაცემი ინფორმაციის ზომაში შემცირებას (Compression)


და მის შიფრაციას(Encryption), ხოლო მიმღებთან მის დეშიფრაციას(Decryption) (ნახ.10)

(ნახ.10)

Session Layer

Session Layer-თ ხდება კლიენტსა (მომხმარებელსა) და სერვერს(საიტს) შორის ავტორიზაცია,


აუთენტიფიკაცია და სესიის მართვა, მაგალითად facebook-ზე, შესვლისას ცალკე ტექსტი და
ცალკე სურათის გამოხმობა ხდება სერვერიდან და შემდეგ მათი ერთიანობაში წარმოდგენა
Web ბრაუზერში. (ნახ.11)
(ნახ.11)

Transport Layer

Transport Layer ყოფს მონაცემს მცირე ზომის დანაყოფებად, სეგმენტებად. სეგმენტები


გადაიცემა ქსელის მეშვეობით და მათი თავიდან აწყობა ხდება დანიშნულების ადგილზე. ეს
მეთოდი განსაკუთრებით პრაქტიკულია, როდესაც დიდი ზომის ფაილის გადაცემა ხდება.
Transport layer აგრეთვე შეიცავს მექანიზმს, რომელიც შეცდომის აღმოჩენას და შემდეგ მის
კორექციას ახდენს, ამ პროცესს მართავს transport layer-ის პროტოკოლი TCP(Transmission
Control Protocol)

გადაცემის კონტროლი: Transport Layer აკონტროლებს მონაცემთა გადაცემის მექანიზმს


გამგზავნსა და მიმღებს შორის.

ორი ყველაზე გამოყენებად Transport Layer-ის პროტოკოლს წარმოადგენენ:

Transmission Control Protocol (TCP): TCP წარმოადგენს კავშირზე-ორიენტირებულ


პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს შეცდომების-შემოწმებას მონაცემთა გადაცემის
პროცესში. გამგზავნსა და მიმღებს შორის თავიდან ახდენს ინფორმაციის დაკარგული ან
დაზიანებული ნაწილის გადაცემას, რათა არ დაიკარგოს მონაცემის მთლიანობა. ეს
ტექნოლოგია მნიშვნელოვანია, მაგალითად მეილების გადაგზავნის დროს.

User Datagram Protocol (UDP): UDP ლოგიკა პრაქტიკულია იმ სიგმენტებში, სადაც სიჩარე
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საიმედოობა, მაგალითად ონლაინ თამაში, სტრიმინგი...

Network Layer

Routing(მარშურტი): Network Layer განსაზღვრავს, საუკეთესო მარშურტს პაკეტების


გადაცემისთვის წყაროდან, დანიშნულების ადგილამდე. ქსელური მოწყობილობა Router
(მარშუტიზატორი) არის Network Layer-ის მარშუტიზაციის ალგორითმის მთავარი
ამამუშავებელი კომპონენტი.

ლოგიკური მისამართი: Network Layer იყენებს ლოგიკურ ადრესაციას, როგორიცაა IP


(Internet Protocol) მისამართი, ქსელში მოწყობილობის იდენტიფიკაციისთვის. ლოგიკური
მისამართის იერარქია და სტრუქტურა შეიცავს ინფორმაციას ქსელზე და host(მიმღებზე).

პაკეტების გადაცემა: Network Layer ყოფს მონაცემებს, მცირე ზომის პაკატებად ქსელში
გადაცემის დროს. თითოეული პაკეტი შეიცავს ინფორმაციას: წყაროს, დანიშნულების
ადგილის და ლოგიკური თანმიმდევრობის შესახებ. Network layer-ი Router-ის საშუალებით
გადასცემს ინფორმაციას.

ფრაგმენტაცია და თავიდანაწყობა: როდესაც მონაცემთა პაკეტები არიან ძალიან დიდი


ზომის, network layer ახდენს მათ ფრაგმენტაციას, მცირე ზომის ნაწილებად გადაცემისთვის.

მომსახურეობის ხარისხი (Quality of Service(QoS)) : network layer-ს გააჩნია მექანიზმი Quality


of Service, რომლის საშუალებით კონკრეტული ტრაფიკის(მონაცემთა მოძრაობის)
პრიორიტეტად არჩევას ახდენს, სხვა ტიპის ტრაფიკთან მიმართებაში.

ქვე-ქსელები (Subnetting) და მისამართის რეზოლუცია (Address Resolution) : network layer


მხარს უჭერს ქსელის ქვე-ქსელებად დაყოფის პროცესს ანუ ქსელის მცირე ქსელებად
დანაწილებას. მისამართის რეზოლუციის პროტოკოლები, როგორებიცაა ARP (Address
Resolution Protocol) და NDP (Neighbor Discovery Protocol) ეხმარებიან მოწყობილობებს
ერთსადაიმავე ქვე-ქსელში მოძებნონ ერთმანეთი თავიანთი, მისამართების (ფიზიკური
მოწყობილობების (hardware) ნომრის) მიხედვით.

Tunneling: network layer-ის tunneling-ის ლოგიკა მოიცავს მონაცემთა პაკეტების


კაფსულაციას, სხვადასხვა ტიპის ქსელებში, პაკეტების მარშუტიზებისთვის.

სხვადასხვა ქსელების ურთიერთკავშირი: network layer უზურნველყოფს, სხვადასხვა ტიპის


ქსელების ურთიერთკავშირს, მაგალითად LAN(მაგ. სახლის)-ის და WAN(მაგ. ინტერნეტის)
ურთიერთკავშირს.

Data Link Layer

Data Link Layer წარმოსდგენს ინტერფეისს Physical Layer (Layer 1)-სა და Network (Layer 3)-ს
შორის.

ადრესაცია: ერთსადაიმავე ქსელში ჩართული მოწყობილობების, იდენტიფიკაცია ხდება


ფიზიკური მისამართის, მაგალითად Network Interface Controller-ის მიხედვით, რაც არის
Media Access Control (MAC) მისამართი, სწორად NIC-ს გააჩნია RJ(Registred Jack)-45 პორტი.

Ethernet: Data Link Layer-ის ტექნოლოგია Ethernet წარმოადგენს ადრესაციის სტანდარტს,


კავშირი ხდება კაბელების გამოყენებით ან უკაბელო გადაცემით. (ნახ.12)

(ნახ.12)
(ნახ.13)

Physical Layer-Layer 1

ფიზიკური ფენა პასუხისმგებელია მოწყობილობებს შორის ფიზიკურ კავშირზე. ფიზიკური


ფენა შედგება ბიტების ფორმით წარმოდგენილი ინფორმაციისგან და გადასცემს თითოეულ
ბიტს ერთი კვანძიდან მორესკენ. მონაცემების მიღების შემდეგ, ფენა მიიღებს მიღების
სიგნალს და გარდაქმნის მას ნულებად და 1-ებად და შემდეგ გადაგზავნის მეორე ფენისკენ
Data Link Layer-სკენ, რომელიც მიღებულ ბინარულ კოდს დააბრუნებს ყალიბად (ნახ.14) .

(ნახ.14)

You might also like