You are on page 1of 3

ტერორიზმი დეფინიცია ტიპოლოგია

მთავარი თემა: 9/11 ტრაგედია

ტერორიზმი ერთი მხრივ შეგვიძლია მივიჩნიოთ ძალადობის სისტემური გამოყენება


მოსახლეობაში შიშის დანერგვისა და პოლიტიკური კლიმატის ცვლილებისთვის, თუმცა
ტერორიზმის უამრავი ცნება არსებობს და ზოგიერთი მონაცემის მიხედვით მათი რიცხვი
მნიშვნელოვნად დიდია, ერთ-ერთი ცნების მიხედვით, უფრო ზუსტად, ტერორიზმი
ესაა_„უკიდურესი ძალადობისა და ძალადობის მუქარის სისტემური გამოყენება საჯარო ან
პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“(ვ.მალისონი; ს.მალისონი), ფართო გაგებით
ტერორიზმი, ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, რადგანაც ომის წარმოება, აბსურდული
თუ არა, შეუძლებელი გახდა, ბრძოლის სპეციფიკური ფორმაა და იგი შეიძლება
განვიხილოთ როგორც სხვა საშუალებით ომისა და პოლიტიკის გაგრძელება (მ.სიდამჰედი).
ტერორიზმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი პოლიტიკური მხარისთვის, ყველა
ნაციისთვის თუ რელიგიური ჯგუფისთვის, რევოლუციონერებისთვის და ისეთი
სახელმწიფო ინსტიტუციებისთვისაც კი, როგორებიცაა არმია და პოლიცია. სწორედ ამიტომ,
ტერორიზმი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, ამერიკის
შეერთებულ შტატებში შეუძლებელი აღმოჩნდა ტერორიზმისაგან გარანტირებულად თავის
დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ანტიტერორისტული კამპანია აქ რეიგანის
ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაიწყო და შეიქმნა სპეციალური უწყებები თუ ცენტრები,
ა.შ.შ. მრავალჯერ გახდა სხვადასხვა ტერორისტული აქტის ობიექტი ერთ-ერთი ასეთია
ყველაზე მასშტაბურია 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია, რომელმაც არა მარტო
ამერიკაზე და ამერიკელ ხალხზე არამედ დიდი გავლენა მოახდინა მთელს მსოფლიოზე,
რადგან ტყუპი ცათამბჯენები, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი არ ყოფილა მხოლოდ
არქიტექტურული და ტექნოლოგიური გენიის გამოხატულება. ტყუპი ცათამბჯენები
განასახიერებდა პიროვნების თავისუფალი არჩევანის უფლებას, დასავლური ცივილიზაციის
საფუძველთა საფუძველს, ამიტომ ეს არის დარტყმა თავისუფლებისა და დემოკრატიის
იდეასა და სულისკვეთებაზე. მაგრამ ტერორისტები პიროვნული თავისუფლების იდეას ვერ
დაასამარებენ და, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგრც სახელმწიფოს, ვერ
მოსპობენ.
დეტალები:
ისლამისტმა ექსტრემისტებმა, ალქაიდას ცხრამეტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი
კომერციული თვითმფრინავი, ისინი წინასწარ იყვნენ მომზადებულები და განზრახული
ჰქონდათ სხვადასხვა ხალხმრავალი და სტრატეგიული ობიექტის განადგურება, ამით კი
ხალხში შიშისა და პანიკის დათესვა. ყველაფერი დაიწყო 11 სექტემბერს, სამშაბათ დილით,
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ცათამბჯენებს, ტერორისტების
ნაწილის მიერ გატაცებული ჯერ ერთი შემდეგ კი მეორე თვითმფრინავი დაეჯახა,
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ მგზავრებიც. მესამე გატაცებული თვითმფრინავის სამიზნე
კი ამერიკის თავდაცვის სამინისტრო, პენტაგონი აღმოჩნდა, მეოთხე კი იყო ნიუ-არკიდან
სან-ფრანცისკოში მიმავალი თვითმფრინავი, რომელზეც ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე
თეთრი სახლი უნდა ყოფილიყო, თუმცა მგზავრთა ერთმა ჯგუფმა, როგორც გამომძიებლები
ფიქრობენ, გამტაცებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. შედეგად,
თვითმფრინავი პატარა ქალაქ შენკსვილის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა. ამ უპრეცედენტო
მასშტაბის ტერაქტების ამსახველმა კადრებმა ამერიკასთან ერთად მთელი მსოფლიო გააოგნა,
მაშინდელი გერმანიის კანცლერის თქმით ეს იყო მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის
ომის გამოცხადება, რაც მართლაც გახდა საფუძველი იმისა რომ ტერორიზმის წინააღმდეგ
ბრძოლა გაძლიერდა და უფრო აქტიური გახდა.

შეფასება:
ალქაიდა ოსამა ბინ ლადენის მიერ შექმნილი ტერორისტული ქსელია, რომლის მიზანიც შუა
აღმოსავლეთში რელიგიურად და პოლიტიკურად სანქცირებული მთავრობის გადაგდება და
ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო, როგორც ვიცით აშშ აქტიურად აწარმოებდა
საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებს და მასში ჩართული იყო სხვა მოკავშირე ქვეყნებიც,
რაც დიდი წინაღობა იყო ალქაიდასთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს მოწყობილი ტერაქტი
მომზადებული იყო, რათა ავღანეთში შემცირებულიყო ამერიკის შეერთებული შტატების
მხარდაჭერა ლეგალური მთავრობისათვის, თუმცა ამან კარგად ვერ იმოქმედა_ სწორედ ამ
პერიოდიდან დაიწყეს აქტიურად ტერორიზმის შესაჩერებლად გზების ძიება. შემუშავდა
უამრავი პოლიტიკური გეგმა და განხილულ იქნა უამრავი იდეაც, აშშ მ სამხედრო
ოპერაციები გაახლა და უფრო აქტიური გახადა, ოსამა ბინ ლადენის დაჭერა ვერ მოხერხდა
იგი მხოლოდ 2011 წელს აშშ ს სამხედროების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.
11 სექტემბრის ტერაქტმა საფრთხე შეუქმნა აშშ ს ამოსავალ და უმთავრეს სახელმწიფოებრივ
საფუძველს დემოკრატიასა და დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებას,
ეკონომიკურ თავისუფლებასა და მის სიმყარეს, ზიანი მიადგა ადამიანის ძირითად და
ელემენტარულ უფლებებს, ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს, ტერორიზმი
საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, ამან ასევე დიდი შავი ლაქა დაასვა აშშ ს და არა
მარტო აშშ ს უახლეს ისტორიას, რადგან მთელი მსოფლიო გაოგნებული იყო ამგვარი
ტრაგედიით, თუმცა ამან პირიქით გააძლიერა და უფრო ინტენსიური გახადა საერთაშორისო
ჩართულობა ტერორიზმის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია ტერორიზმის საფრთხის კარგად
გააზრება, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თვითმკვლელ ტერორისტებთან, ძალადობრივ
ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან, თავიანთი პოლიტიკური მიზნების
განსახორციელებლად, რაც მათი რადიკალური რელიგიური შეხედულებებიდან
გამომდინარეობდა მიზნების მისაღწევად მიმართეს იდელოგიურად მოტივირებულ
ძალადობას. ტერორიზმი არ არის რომელიმე ერთი სახელმწიფოს პრობლემა, მას ყველა
ერთიანი ძალებით უნდა ებრძოდეს, მართალია, მეტად რთულია ტერორიზმის სრულად
აღმოფხვრა და თითქმის შეუძლებელიც თუმცა მასთან ბრძოლა აქტიურად უნდა
გაგრძელდეს, რადგან მისმა უგულვებელყოფამ შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს.

You might also like