You are on page 1of 1

ფორესტ გამპი

ამერიკული კინოსამყაროს კლასიკურ შედევრსა და ექვსი ოსკარის მფლობელ


ფილმში, ფორესტ გამპში, მოთხრობილია თავად ფორესტ გამპის, ერთი
გონებაჩამორჩენილი ადამიანის, ცხოვრების ისტორია. მთავარი გმირის განვლილი,
ერთის მხრივ ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ეტაპები წარმოადგენს მთლიანი
ამერიკის, როგორც სახელმწიფოს, ბოლოს ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის
რეპრეზენტაციას.

ფილმში თითოეული კადრი აზრობრივად არის წარმოდგენილი და


მაყურებელს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის. აღსანიშნავია ოპერატორის მიერ
გამოყენებული კონომატოგრაფიული ტექნიკები, (მაგალითად ვიეტნამის ბრძოლის
დროს გამოყენებული უწყვეტი კადრი) რომლის დახმარებითაც მაყურებელი
ბოლომდე წყდება გარემოს, მთლიანად ფილმის სამყაროში გადადის და ყველა
მოვლენის თანამხილველი ხდება.

ფილმის სცენარი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების წიგნზე. სცენარი, რა


თქმა უნდა, განსხვავდება წიგნისგან როგორც სტრუქტურით, ასევე მოვლენების
განვითარებით. ზოგადად, წიგნის ადაპტაციისას, სცენარისტსა და რეჟისორს ორმაგი
შრომა უწევთ, ვინაიდან ერთის მხრივ არ უნდა დაიკარგოს წიგნის პირვანდელი იდეა
და მეორეს მხრივ, უნდა შეიქმნას სრულაიდ ახალი ორიგინალური პროდუქტი.
ფორესტ გამპის შემთხვევაში ეს ამოცანა წარმატებულად შესრულდა.

აღსანიშნავია ფილმში გამოყენებული ფერები, რომლითაც გადმოიცემა


პერსონაჟთა ხასიათი და სიტუაციური განწყობა. ფერების გამოყენებასთან ერთად
ფილმის დედააზრის გადმოცემის იდეალურობას აძლიერებს არაჩვეულებრივი
მუსიკა, რომელიც უშუალოდ მომდინარეობს ამა თუ იმ პერსონაჟის სულიერი
სიღრმეებიდან და კიდე უფრო აძლიერებს თითოეული სიტუაციის განცდას.

ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი ამ ფილმისა არის მისი


დინამიკური განვითარება. თხრობის სტილი არის სასიამოვნო და ნებისმიერი
კატეგორიის მაყურებლისთვის გათვლილი. ერთ ისტორიას მეორე მოსდევს და თან
ისე, რომ არ იკარგება არც აზრი, არც მოვლენების რეალურობის განცდა და არც
საერთო განწყობა მტლიანი ფილმის მიმართ.

ფორესტ გამპის მთავარი ხიბლი არის სამსახიობო შესრულება, კერძოდ კი ტომ


ჰენკსის უნაკლოდ შექმნილი ფორესტ გამპის სახე, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა
კინოსამყაროს ისტორიაში. დანარჩენი გუნდის წევრებიც არ იშურებენ თავს და
უბადლოდ ასრულებენ მასთან ერთად თავიანთ როლებს.

ერთი სიტყვით, რობერტ ზემეკისის ნამუშევარი არის არამხოლოდ


კინოსამყაროს შედევრი, არამედ ზოგადად ხელოვნება. იგი გვასწავლის სიყვარულს,
ადამიანურობასა და სიკეთეს. მთავარი რასაც ეს ფილმი გვჩუქნის არის ის, რომ
ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე და თუ ადამიანს გულით სურს მიზნის
მიღწევა აუცილებლად მიაღწევს საწადელს.

You might also like