You are on page 1of 1

1 სესიის დავალება

ფილმი „როგორც ჰაერი“

ფილმის დრამატურგია ძალიან საინტერესოა, მოძრავი. ესაა ისტორია ერთი


სიმღერის მოგზაურობისა, რომელმაც ძალიან მსუბუქად, როგორც ჰაერმა, მოიარა
ადამიანები და დადებითი ემოციით შეავსო მათი დღე.

ფილმში „როგორც ჰაერი“ მუსიკა შემოდის ქალის გამოჩენასთან ერთად , რაც ფილმს
აძლევს სენტიმეტალურ, რომანტიულ ელფერს.

ფილმის მთავარ გმირად შეიძლება ჩაითვალოს თავად მუსიკა, ის ჯაჭვი რომელიც


ყველა პერსონაჟს აერთიანებს. ერთი სიმღერა, ყველა პერსონაჟს თავისებურად
ახასიათებს და განსაზღვრავს მათ შინაგან ტემპო-რიტმს. (პერსონაჟის სირბილის
დროს მუსიკა ჩქარდება, მოპედის მოძრაობისას- მუსიკა სწრაფია და რიტმულად
დატვირთული, მეტროს სცენაში- ტემპი და რიტმული ნახაზი იცვლება და ხაზს
უსვამს პერსონაჟის სენტიმენტალურ ბუნებას- თითქოს ძველი სიყვარულის
გახსენებაა)

ფინალი ფილმის ლოგიკური დასასრულია, სადაც მუსიკა სრულდება და თან


უბრუნდება საწყის წერტილს.

You might also like