You are on page 1of 1

ვესტსაიდური ამბავი

ფილმი ვესტსაიდური ისტორია ესაა ამბავი ორი ერის შესახებ. პუერტო- რიკოელებისა და
ამერიკელი-პოლონელების შუღლის შესახებ, რომლებიც ტერიტორიის გადანაწილების
გამო ექიპებიან ერთმანეთს. ფილმი მიუზიკლის ჟანრია და საფუძვლად უდევს უილიამ
შექსპირის ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტა“- უკვდავი სიყვარულის ისტორიის ფაბულა .
ფილმში შეცვლილია დრო, პერსონაჟები, თუმცა მთავარი იდეა უცვლელია.

ბერშტაინის ეს მიუზიკლი რომელიც დაიწერა 1957 წელს, ერთგვარად გამოძახილია იმ


დროინდელი პოლიტიკური მდგომარეობისა. საინტერესოა ის რომ ფილმის ორი
ვარიანტი არსებობს. პირველი, საკულტო ვარიანტი გადაიღეს 1961 წელს, რომელიც
პირდაპირ ეხმიანება ამ პოლიტიკურ კრიზისს. ხოლო მეორე 2021 წელს, რომელიც ასევე
შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიური მდგომარეობის ასახვადაც.( წინა წლების ამერიკის
პრეზიდენტის ნაციონალისტური გადაწყვეტილება მექსიკის საზღვართან დაკავშირებით )

მუსიკალური თვალსაზრისით ეს ფილმი-მიუზიკლი შედევრია. მუსიკალური პალიტრა


მრავალფეროვანია. მუსიკაში კარგად ჩანს ორი კულტურის ხასიათი , მათი ტემპერამნტი
და ეს გაერთიანებული ამერიკული მუსიკის ფერებქვეშ, რადგან ამ ორ კულტურას
ფილმში ამერიკა აერთიანებს.

პუერტო რიკოელთა დახასიათების დროს ხაზია ესმევა მუსიკის დახუნძლულ რიტმულ


ნახაზს, მუსიკით აისახება ამ ერის შინაგანი ტემპო-რიტმი, რომელიც შერწყმულია იმ
დროინდელ ამერიკულ მუსიალური ჟანრებთან . პოლონელთა დახასიათების დროს კი
აუცილებლად უნდა გამოიყოს მაზურკის „შეფარული“ რიტმები, რომელიც ხაზს უსვამს მათ
ხასიათს. მაზურკაც ენერგიული, საცეკვაო ჟანრია, თუმცა პუერტო-რიკოელთა მუსიკისგან
განსხვავებით სხვა ელფერს ატარებს.

ფილმი უმეტესად ენერგიული ხასიათის მუსიკითაა სავსე, თუმცა ხშირად ისმის


სიყვარულის თემები, ლირიული, სენტიმენტალური ხასიათის მუსიკა, მღერადი და
გულშჩამწვდომი მელოდიები. რამოდენიმე თემა მაგ „tonight, tonight” ფილმს ერთგვარ
ლაიტ თემად გასდევს და ფილმის ტრაგიკული დასასრულის დროსაც ისმის , როგორც
აღნიშნვნა იმის რომ დღეს, ამაღამ დასრულდა ყველაფერი.

უნდა აღინიშნოს ის რომ 2021 წელს გადაღებული „ვესტსაიდური ამბის“ რეჟისორია


სტივენ სპილბერგი, რომლის პირველი ნამუშევარია მიუზიკლის ჟანრი . ალბათ
შემთხვევითი არ იყო მისი ეს გადაწყვეტილება განსხვავებული და განახლებული ხედვით
წარმოეჩინა ბერშტაინის ეს შესანიშნავი ნამუშევარი.

You might also like