You are on page 1of 3

გიოს ბუთკემპი

კონსპექტი-სწავლა-განათლებისა და ლიტერატურის ცენტრები ძველ საქართველოში

1.ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბდა საგანგებო სალიტერატურო სკოლა,რომელმაც


შეიმუშავა საკუთარი გრამატიკა,ენა,ხელი და მიმართულება.

2.გიორგის მონასტერი- ის დაარსა კონსტანტინე მონომახმა,1044-1047 წლებში


უმაღლესი სკოლა ,რომელსაც აკადემია ეწოდება.მეთერთმეტე საუკუნის
პროფესორები:მიქაელ ფსელოსი,იოანე ნომოფილაქსი და სხვანი.

დავიმახსოვროთ! აქ მიიღეს განათლება არსენ იყალთოელმა-აქვე თარგმანა ანასტასი


სინელის წინამძღუარი: იოანე პეტრიწმა.

3.გალიის ქართველთა მონასტერი(კვიპრის კუნძული),სადაც გადაწერილია


დავითნის თარგმანი.ეს მონასტერი განუახლებია თამარ დედოფალს.

4.ათონის ივერთა მონასტერი-პორტაიტისის ღვთისმშობლის მონასტერი აშენებულია


მეათე საუკუნის გასულს,980-983 წლებში ტაო-კლარჯეთის სავანეთა მოღვაწეებისაგან
მისი დამაარსებელია იოანე მთაწმინდელი,ხოლო ორგანიზატორი ეფთვიმე
ათონელი(იოანეს შვილი).ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა ბიზანტიის მცირეწლოვან
იმპერატორებს,ბასილსა და კონსტანტინეს,რომელთაც დახმარებისათვის,იოანე-
თორნიკეს საშუალებით დავით კურაპალატს მიმართეს.თორნიკემ სძლია ბარდას და
ხელთ იგდო ნადავლი:

დავიმახსოვროთ:ნაწილი ამ სიმდიდრისა თორნიკემ შსწირა ათანასეს ლავრას,ნაწილი


მისცა იოანეს დაააშენეს ქართველებისათვის საგანგებო მონასტერი.

დამაარსებლებმა განიზრახეს ამ მონასტერში მხოლოდ ქართველები ყოფილიყვნენ და


ბერძნები არ შეეშვათ-სვიმეონ წინამძღვრის დროს დაიწერა
მოსახსენიებელი ,რომელშიც აღნიშნეს ისტორია მონასტრის აშენებისა,ქართველების
უცილობელი უფლებები ამ მონასტერზე და წყევა-გუემა შეუთვალეს იმ ქართველებს
,რომლებიც ოდესმე ხელს შეუწყობდნენ ბერძნების გამრავლებას ათონის ივერთა
მონასტერში.
***

აქ ათონზე შეიქმნა და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული


სალიტერატურო,საკალიგრაფიო და საგრამატიკო სკოლა.

5.შავი მთა (დეტალურად)

5.1 ქართველთა სამონასტრო კოლონია შავ მთაზე,სვიმეონ საკვირველმოქმედის


მონასტერში,ანტიოქიის მახლობლად,აღნიშნულ ხანაში არამცთუ არ
შესუსტებულა,უფრო განვითარდა მეთერტმეტე საუკუნეში,ხელი შეუწყო იმ
გარემოებამ,რომ 969-1084 წლებში აქ კვლავ ქრისტიანთა ბატონობა დამყარდა.

5.2სხვადასხვა სავანეებში მოღვაწეობდნენ ქართველი მოღვაწეები.სვიმეონის


მონასტერში ქართველებს ჰქონიათ თავისი ეკლესიაც(თორნედ);მოღვაწეობდნენ
კასტინაში,სადაც 1091 წლის მახლობლად წინამძღვრად ყოფილა ეფრემ მცირე;კ ა ლ ი
პ ო ს შ ი ,სადაც მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა არსენ
კალიპოსელი.ალექსანდრიის მონასტერი,თუალთა მონასტერი და სხვ.აღნიშნულ
მონასტერში სალიტერატურო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ: გიორგი
მთაწმინდელი,თეოფილე,ტარსუს მიტროპოლიტი,ეფრემ მცირე და მისი
თანამშრომელნი და სულისჩამდგმელნი ანტონტბელი,საბა სულაისძე,თუხარელი
,ეფრემ დიდი ოშკელი და სხვები.

5.3 ნიკონ შავმთელმა დაწერა შესანიშნავი ტაქტიკონი.

5.4. ქართველთა განკარგულებაში ყოფილა თეოდორე პატრიარქის მიერ სვიმეონ


წმინდის დაარსებული წიგნსაცავი,რომელშიც ეფრემის დროს 420 წიგნი ყოფილა

5.5.აქ შავ მთაზე შმუშავდა განსაკუთრებული ლიტერატურულ გრამატიკულო


სკოლა,რომლის იდეოლოგად ითვლებოდნენ და ბერი იოანე ფარნაკელი.

6.ჯვარის მონასტერი პალესტინაში-ამ მონასტრის მაშენებელი იყო ვინმე


პროხორე,ექვთიმე გრძელის ბრძანებით ,დაიწყო შენება სავანისა ,,რომელსა უწოდიან
ჯუარისა მონასტერი“.მონასტერი შენდებოდა 1025- 1060 წლებში,მას მატერიალურ
დახმარებას უწევდა ბაგრატ მეფე მეოთხე და დედამისი მარიამი. ჯვარის მონასტერში
გაჩაღდა ლიტერატურული მუშაობა,რომელიც უფრო სხვის მიერ დამზადებულ
თხზულებათა გადაწერაში გამოიხატებოდა,ვიდრე დამოუკიდებელ
თხზვაში.ქართული მწერლობა ჯვარის მონასტერისა,ხასიათითაც და შინაარსითაც,
გაგრძელებაა ათონისა და საბას ლავრის ლიტერატურისა.

ჯვარის მონასტრის გარდა ქართველები პალესტინაში სამწერლობო ასპარეზზე


მონაწილეობდნენ სხვა მონასტრებშიც:

კაპპათა,აშენებული მეთერთმეტე საუკუნეში აშენებული დედოფალთა მართასა და


ბორენას მიერ.

დელტაველთა-ქალების მონასტერი

დერთუფა-დედათა მონასტერი

კატამონის მონასტერი

გეტსიმინია.
7.პეტრიწონის მონასტრი-გაშენებული იყო ბულგარეთში,სოფელ პეტრიწოში,ეს
მონასტერი აუშენებია ყველასათვის ცნობილ გრიგოლ ბაკურიანისძეს 1083
წელს.მთავარი ტაძარი მონასტრისა აშენებული იყო ღვთისმშობლის მიძინების
,ხოლო ორი პატარა-იოანე ნათლისმცემლისა და მთავარმოწამის გიორგის სახელზე.

დავიმახსოვროთ! პეტრიწონის წესდება-ტიპიკონი-მონასტერში არ იქნას მიღებული


არასოდეს ბერძენი მღვდელი თუგინდ ბერი,გარდა ერთი არქონტისა ,რომელიც
ადგილობრივ არქონტებს აცნობებს ხოლმე წინამძღვრის გადაწყვეტილებას.

მონასტერი არ ემორჩილებოდა არც ერთ ადგილობრივ საეკლესიო და საერისკაცო


ხელისუფალს,იყო კინოვიალური,შდგებოდა 50 ბერისაგან,მონასტერთან
დაარსებული იყო სემინარია,რომლის შესახებ ლაპარაკია წესდების 31 პარაგრაფში.

პირველი რექტორი-იოანე პეტრიწი.

პეტრიწონმა ჩვენში ელინოფილური მიმართულება შემოიტანა.

You might also like