You are on page 1of 1

ოშკის ბიბლია

ოშკის ბიბლია, ათონის ბიბლია — ქართული ხელნაწერი, რომელიც


ძველი აღთქმის წიგნებს შეიცავს. გადაწერილია 978 წელს სამხრეთ
საქართველოში, ოშკის ლავრაში, იოანე თორნიკ-ყოფილის დაკვეთით
ათონის ქართველთა მონასტრისათვის. ნაწერია ეტრატზე, ნუსხური
ხელით, დეკორისა და ილუსტრაციების გარეშე.

ხელნაწერი თავდაპირველად სამ ტომად ყოფილა აკინძული. მასში


შედიოდა წიგნები: დაბადებისაჲ, გამოსვლათაჲ, ველიტელთაჲ,
რიცხუთაჲ, მეორე სჯულისაჲ, ისუ ნავესი, რუთისი, იობისი (I ტ.); მფეთაჲ
(I — IV წგნ.), იგავნი სოლომონისნი, ეკლესიასტე, ქებათა-ქებაჲ,
სიბრძნე სოლომონისი, ისუ ზირაქისი და 12 მცირე
წინასწარმეტყველთა წიგნები (II ტ.), დიდ წინასწარმეტყველთა
წიგნები.ხელნაწერში არ ყოფილა შეტანილი ფსალმუნი, ნეშტთა და
მაკაბელთა წიგნები. ხელნაწერის სამივე ტომი შეიცავდა 1300-მდე
ფურცელს. ამჟამად აკლია თითქმის 300 ფურცელი.XI საუკუნის შემდეგ
ხელნაწერი ხელახლა აუკინძავთ, შეუერთებიათ I ტომის დარჩენილი
ნაწილი და II ტომი. ოშკის ბიბლია მუდმივად ათონზე იყო დაცული. XIX
საუკუნის შუა წლებში იგი ცოტა ხნით საქართველოში ჩამოიტანეს და
მისგან რამდენიმე პირი გადაწერეს.ამჟამად არსებობს მთლიანი
ხელნაწერის ფოტოპირი, რომელიც 1913 წელს გაკეთდა რუსეთის
მეცნიერებათა აკადემიისათვის. ტექსტის ნაწილი გამოცემულია ცალკე
(აკაკი შანიძე) ან სხვა, უფრო გვიანდელ ხელნაწერებათან
ერთად.ჩვენამდე მოღწეულია ბიბლიის მთლიან ხელნაწერთაგან
ოშკის ბიბლია უძველესია, მაგრამ ბიბლიის ტექსტები (როგორც
ძველი, ისე ახალი აღთქმისა) უფრო ადრეც არსებობდა ქართულ
ენაზე;

You might also like