You are on page 1of 11

გურია

გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ეს მხარე სამ ადმინისტრაციულ ერთეულს


მოიცავს: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტი. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. ჩრდილოეთით
ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, აღმოსავლეთით — იმერეთის მხარე, სამხრეთით
— აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დასავლეთით — შავი ზღვა. გურია
მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ნაბეღლავია.

ისტორია

გურიაში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. ამ


მხარეში კულტურათა თანმიმდევრული განვითარების პროცესი ბრინჯაოსა და შემდგომი ხანის
მთელ მანძილზე გრძელდება. გურიის გაძლიერება ძირითადად VII-VIII
საუკუნეებში ხდება. ამ პერიოდს უკავშირდება საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების გაძლიერ
ება გურიაში. გურია ამ სახელით პირველად VIII საუკუნეში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში
ეს მხარე ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. გურიის ერთ-
ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. XV საუკუნის მეორე ნახევარში
საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო და მას
გურიელები განაგებდნენ. გურიის სამთავრომ XIX საუკუნის შუა ხანამდე
იარსება. დღევანდელი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ გურიას ტერიტორიულ-
ადმინისტრაციული მხარის სტატუსი აქვს.

კულტურა

გურიაში მრავალი სახალხო თუ რელიგიური დღესასწაული აღინიშნება: ალეგრობა, კალანდა,


ფერისცვალება და სხვა. დიდი ზეიმით აღინიშნება ფერისცვალება. ამ დღეს სუფრაზე ალაგებენ
სიმინდს, ყურძენს, კვახს, ზოგადად იმ წლის მოსავალს, რომელიც ახალშესულია მწიფობაში და
სიმბოლურად აღნიშნავენ ბუნების გარდამტეხ მომენტს.
თუმცა დღესასწაულის მთავარი მოვლენა დოღია, რომელიც ბახმაროში იმართება.
ფერისცვალების დღეს დოღზე დასასწრებად ბახმაროს მთელი საქართველოდან სტუმრობენ.
გურულები ოდითგანვე უბადლო მხედრები იყვნენ. გურული მხედრული
ოსტატობა მსოფლიოში გახდა ცნობილი. მათ არაერთგზის იმოგზაურეს ევროპასა და
ამერიკაში.

ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულს ტრადიციაა ლელოს თამაში.


გამორჩეულია გურული ფოლკლორი. გურული „კრიმანჭული“ ქართული პოლიფონიის
მწვერვალად ითვლება. ანზორ ერქომაიშვილი მას მერცხლების ფრენას ადარებდა. ასევე
ცნობილია გურული „ყანური“ ანუ „ნადური“. ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია:
„ფარცაკუკუ", „კალმახობა", „ფოთლით ცეკვა“ და სხვა.
„ფარცაკუკუ“ ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა და ქალებთან
ერთად სრულდება.
საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად გურიაც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.
უგემრიელესია გურული სამზარეულო, რომელიც განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეული
კერძების მრავალფეროვნებით. აქ მრავალგვარ ფხალეულს ამზადებენ, პოპულარობით
სარგებლობს ნიგვზიანი კერძებიც. ხშირია ასევე ფრინველის კერძები:
შემწვარი ვარია ურწყულით, შემწვარი ქათამი ნიგვზის ბაჟეთი და სხვა. ძალიან გემრიელია
გურული ლობიო კეცზე გამომცხვარ მჭადთან და გურულის სუფრისთვის განუყოფელ ადესას
ღვინოსთან ერთად. თუმცა გურული სამზარეულოდან ყველაზე ცნობილი საშობაო ღვეზელია.
გურული ღვეზელი დღეს მთელს საქართველოში პოპულარულია, მაგრამ ადრე მას გურულები
მხოლოდ საშობაოდ აცხობდნენ.
რა ვნახოთ

გურიაში ულემაზეს ბუნებასა და საინტერესო კულტურულ ძეგლებს იხილავთ. აქ ნახავთ


სხვადასხვა პერიოდის კულტურულ ნიმუშებს. გურიაში შეძლებთ დასვენებას როგორც ზღვის
ასევე მთის კურორტებზე.

ვაშნარის ნაქალაქარი გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთასთან ახლოს


მდებარეობს. იგი ადრეული შუასაუკუნეების ციხე-ქალაქს წარმოადგენს და მისი მშენებლობისა
და ძლიერების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ V-VIII საუკუნეებით განისაზღვრება.
ვაშნარმა VIII საუკუნეში არსებობა შეწყვიტა, რაც სავარაუდოდ მურვან ყრუს შემოსევებმა
განაპირობა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ვაშნარი ნაკაშიძეთა სამფლობელო და საზამთრო
რეზიდენცია იყო.
ბახმარო

არის მთის კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი
ერთმანეთს ერწყმის. კურორტი გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით.
საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება.

გომისმთა

წარმოადგენს საზაფხულო, მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.


მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდე მერყეობს. კურორტი
გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, რასაც
ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და
ნისლების სამეფო, რაც გამოწვეულია აქაური სპეციფიკური ჰავით.
კურორტი შეკვეთილი

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2


მეტრზე. უკიდეგანო, ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო, მწვანე ფიჭვნარი და კომფორტული
სასტუმროები ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელს იზიდავს. შეკვეთილში ფუნქციონირებს
რამდენიმე სასტუმრო, გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი "Black Sea
Arena", „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,
კურორტ შეკვეთილში. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა
უნიკალური და მრავაფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის
საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია
არა მხლოდოდ შავიზღვისპირეთში, არაედ მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზორიკური ფლორის ათასობით


სახეობას მთელი სრულფოფილებით წარმოგვიდგენს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
გაიხსნა 2020 წლის 15 ივლისს.

You might also like