You are on page 1of 12

სამეგრელო

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მდინარე რიონს,


ენგურს, ცხენისწყალსა და შავ ზღვას შორის, კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის ქედის
მთისწინა და ნაწილობრივ მთის ზოლში. სამეგრელოს ჩრდილოეთით სვანეთი და კავკასიონის
ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით რაჭა, აღმოსავლეთით იმერეთი, სამხრეთით გურია, ჩრდილო-
დასავლეთით აფხაზეთი, დასავლეთით კი შავი ზღვა ესაზღვრება. რეგიონის ადმინისტრაციულ
ცენტრს ქალაქი ზუგდიდი წარმოადგენს. ზუგდიდის გარდა იგი მოიცავს 6 ადმინისტრაციულ
ერთეულს: აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი და საქართველოს ერთ-ერთ
მთავრ საპორტო ქალაქს - ფოთს. სამეგრელოში ვხვდებით როგორც დაბლობებსა და ჭაობიან
ნიადაგებს, ისე ბორცვ-გორაკებსა და ხეობებს. რეგიონის უდიდესი მდინარეა ხობისწყალი.

ისტორია

ანტიკურ ხანაში სამეგრელო კოლხეთის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. კოლხეთი მთლიანად


მოიცავდა დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას. თანამედროვე ეპოქამდე ამ
რეგიონს ლაზიკის და ეგრისის სახელწოდებებითაც იცნობდნენ, მისი პოლიტიკური ცენტრი
არქეოპოლისი (ან ნოქალაქევი) იყო. სწორედ ნოქალაქევს უკავშირდება არგონავტებისა და ოქროს
საწმისის მითი.
კულტურა

სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულით და ადათ-წესებით ძალიან საინტერესო მხარეა.

სამეგრელო მდიდარი ფოლკლორითაც


გამოირჩევა. ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა „მეგრული ნანა“ - იავნანა.ბევრ
მოგზაურს აღუნიშნავს მეგრელთა აღნაგობა და სილამაზე. ასევე აღსანიშნავია მათი
დახვეწილი სამოსი.
ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის
გახლავთ, რომ ძველად რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე. მალარია უდიდეს
საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე
აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას
გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს
ტრადიციულ ატრიბუტად იქცა. ცნობილია მეგრული სულგუნი, აჯიკა, საცივი, თუმცა მოწინავე
პოზიციებზე მაინც ელარჯი გახლავთ, რომელიც ღომისა და სულგუნისგან მზადდება და
გულგრილს არავის ტოვებს.

საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათ
გან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება;
ეს არის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხას
ხასა წითელი ფერი ახასიათებს.

რა ვნახოთ

საქართველო ძალიან მდიდარია ნაირგვარი ლანდშაფტით, საოცარი ბუნებით თუ


მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლებით. ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად საპატიო
ადგილს იკავებს სამეგრელო. უძველესი ნამოსახლარები, უნიკალური ტაძრები და
ციხესიმაგრეები საოცარ ისტორიებსა თუ მითებს გვიამბობენ და ზღვარი ქრება კიდეც
ლეგენდასა და რეალობას შორის.

ტობავარჩხილი

(ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო


სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე.
ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს
მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს.

კოლხეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის
მოდამოებში. ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის
- ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და
საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის მთლიანი


კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები .
პალიასტომი — გამდინარე ტბა, რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს სამეგრელოში,
ქალაქ ფოთთან, თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი გურიის მხარეში შედის
და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული
პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო
მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
მარტვილის კანიონი - ბუნების ძეგლი
სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210
მეტრზე. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული.
ნოქალაქევი (ციხეგოჯი, არქეოპოლისი)

სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხასთან ახლოს მდებარეობს. იგი


მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ამ
ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან იწყება. ნოქალაქევი
უმნიშვნელოვანეს ქართულ ქალაქს წარმოადგენდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები
ქალაქს არქეოპოლისის სახელით იხსენიებენ, თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში
მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხეს) უწოდებენ.
დადიანების სასახლე -

სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია იყო. ის ოდიშის მთავარმა – ლევან II


დადიანმა ააშენა, მე-17 საუკუნეში. იგი ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს.

დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ


მუზეუმს. იგი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე,
ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი


არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე
იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე
XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ.
რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი
სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით
ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–
მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
დადიანების საზაფხულო რეზიდენცია - ლევან დადიანისეული სასახლე სოფელ
სალხინოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, მდინარე წაჩხურას ნაპირზე.

სალხინოს დადიანების სასახლე, ამჟამად პატრიარქის მარტვილის რეზიდენცია, მარტვილის


ტურისტული სივრცის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. კომპლექსი მოიცავს სასახლეს,
დადიანების კარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, ჭადრის ხეებისა და ბზის კორომების დიდ
ხეივანს გაშლილ მინდორზე და პარკს მოსასვენებელი სკამებით. ეზო ძალიან დიდი,
ჩრდილიანი, მყუდრო და სასიამოვნოა.

კურორტი ანაკლია სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის


პირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე. იგი კლიმატური კურორტია ზღვისპირა ნოტიო ჰავით.
მზიანი სანაპიროების მოყვარულთათვის ანაკლია ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. იგი დიდი
პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი
სტუმრობს.

You might also like