You are on page 1of 28

შრომის სიმღერების ორგვარი ტიპი რას

გულისხმობს?
შრომის სიმღერებისა და შრომის თემაზე
\ სიმღერებს შორის განსხვავება.
შექმნილი
შრომის სიმღერის დროს იარაღის ხმა როგორ
იყო აღქმული მუშების მიერ? (მუშები
კონტრაპუნქტს აღიქვამდნენ, როგორც ბანს.).
რატომ არ არსებობს შრომის სიმღერების
ჩანაწერები? ( არ იცოდნენ წერა- კითხვა)
შრომის რიტმის შენარჩუნებას რა
განაპირობებდა?
. ბრიტანიკის განმარტებაში რა უნდა დავიმახსოვრო?
განმარტების მიხედვით როგორ შეიქმნდა ბლუზი? ან, რა იყო ბლუზის
საფუძველი?
დავასახელოთ და შევქმნათ ცხრილი საქართველოში გავრცელებული
ერთხმიანი-მარტოდ სათქმელი და მრავალხმიანი სიმღერებისა -
ჯგუფური, კოლექტიური. ამ ქმედებისთვის გამოსადეგია ზემოთ
დასახელებული ინტერნეტ გვერდი-alazani. ge (ალაზანი. გე). სადაც
შესაძლკებლობა გექნებათ, თავი მოუყაროთ ურმულ ( ერთხმიან),
გუთნურსა და ოროველებს ( ერთ და ორხმიან) და მრავალხმიან
( მუშურები, ნამგლურები, აგუნა, ოდოია, ნადურ სიმღერებს.).
შევეცადოთ, შევადგინოთ საქართველოს ყველა კუთხის შრომის
სიმღერების ცხრილი. აქ გამოგვადგება: დიმიტრი არაყიშვილის,
გრიგოლ ჩხიუკვაძის, კახი როსებაშილის, ედიშერ გარაყანიძის,
გრიგოლ კოკელაძის, ოთარ ჩიჯავაძის, თამარ მამალაძის, ლევან
ვეშაპიძის სანოტო კრებულები; ასევე თამარ მესხისა და თამაზ
გაბისონიას ქართული ხალხური სიმღერის სახელმძღვანელო,
კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტების
სტუდენტებისათვის.
.
ბოლო, მერვე და მეცხრე პუნქტების განხორციელებას დიდი მნიშვნელობა
აქვს მოსწავლეებისათვის, რადგან ამ აქტივობის შესრულებისას ისინი
ეზიარებიან კვლევით გამოცდილებას., რაც გულისხმობს ვიზიტებს
ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. ( სასურველია, მოინახულონ
კონსერვატორიის, პარლამენტის ბიბლიოთეკები, უპირველესად, მოიძიონ
საკუთარი სკოლის ბიბლიოტეკაში არსებული მასალები მოცემულ ტემაზე.
ასევე ხელოვნების სასახლის- კულტურის ისტორიის მუზეუმისა და ქართული
ხალხური სიმრერისა და საკრავების ფონდები. ამას გარდა, ეს სამუშაო
საშუალებს იძლევა, გაკეთდეს ფართო პრეზენტაციები და სკოლების
ბიბლ;იოთეკებში დარჩეს მოსწავლეთა მეტად სასრგებლო ნამუშევარი
შემდგომი თაობებისათვის.
პროექტული სწავლების კიდევ ერთი, მეტად სასარგებლო
თავისებუირება გახლავთ სწორედ მოსწავლეთა დაინტერესება
კვლევითი სამუშაოებით. არ არის აუცილებელი, მთელი კლასი ჩაერთოს
ამ აქტივობაში, ალბათ ჯობს, ეს მოსწავლეთა სურვილით გაკეთდეს და
შეიქმნას მცირე ორი ან სამი ჯგუფი, რომლის მოვალეობა იქნება,
ჩაატაროს „საველე სამუშაოები“ ანუ, მოიძიონ ეტაპობრივად 1. ჯერ
ოჯახის უფროს თაობასთან, ნათესავებთან, მეგობრებთან შრომის
სიმღერების შესახებ ცნობები.
2. თუ არის მათ სანაცნობო წრეში ვინმე მომღერალი, რომელიც ასრულებდა
ან ასრულებს შრომის ნებისმიერი ტიპის სიმღერას. 3. შეაგროვის ცნობები, მათ
თანატოლებში, ვინ იცის რაიმე შრომის სიმღერების შესახებ (სტატისტიკური
კვლევა), 4. ასევე დაინტერესების შემთხვევაში,წავიდნენ რომელიმე ახლო
სოფელში და გაესაუბრონ მოსახლეობას, მოაგროვონ ცნობები სასურველი
თემის ირგვლივ, ანუ მოეწყოს მცირე საქსპედიციო გასვლა. და მომზადდეს
ანგარიში- პრეზენტაცია მოსწავლეთა მიერ მოპოვებუიგულისხმება
პედაგოგთა ჯეროვანი და სათანადო მომზადების დონე ეთნომუსიკოლოგიის
დარგში. ლი მასალის შესახებ.
ამ სამუშაოს განსაკუთრებული
სარგებელი მოსალოდნელია რეგიონების
სკოლებიდან, რადგან ჯერ კიდევ
არსებობენ სოფლად ადამიანები,
რომელთაც ახსოვთ ძველებური შრომის
პროცესები. ეს ინფორმაცია, რომელიც
შეგროვებული იქნება მოსწავლეთა მიერ,
შექმნის მეტად ღირებულ ბაზას
მომავალი მკვლევრებისათვის.
მოსწავლეთა საველე მუშაობის შედეგები
იმდენად მნიშვნელოვანია ბევრი
თვალსაზრისით, რომ მომავალში
შეიძლება ფიქრი სასკოლო და
რესპუბლიკურ სამეცნიერო
ოლიმპიადებზეც.
აქტივობა .პროფესორი ზურაბ კიკნაძე
განიხილავს რა შრომის პოეზიას (კიკნაძე.
გვ.36) მიუთითებს ადამიანური შრომის
შემოქმედებითობას. რას გულისხმობენ
მოსწავლეები შემოქმედებითობაში? ამ
კითხვას აუცილებლად უნდა გაეცეს
პასუხი და ძალიან საყურადღებოა მათი
თვალით დანახული შემოქმედება.!
ძალიან დაგვეხმარება იმის გახსენება,
რომ ხალხური სიმღერის ერთერთი
უმთავრესი მახასიათებელი
სინკრეტულობაა,
რაც გულისხმობს ხელოვნების რამდენიმე
პლასტის ერთდროულ გააზრებას.
სიმღერა, ცეკვა- სხეულის მოძრაობა
სიმღერით და რიტმით გამოწვეული,
მიმიკა, განწყობა და იმპროვიზაციულობა
(შესაძლოა შრომის დროს, ადამიანმა
ერთი უბრალო ვერბალური ფრაზა
გაიმღეროს- მაგ. „ხელი როგორ
დამეღალა“ და ამ ფრაზაზე აიგოს
მთელი სიმღერა. ანუ შრომის დროს
ერთდროულად ხდება სიმღერა, შრომა და
ასე იქმნება განწყობა. ამას გარდა,
სიმღერის ტემპი შრომის სირთულის
შესაბამისად მატულობს და მას მიჰყვება
მოძრაობაც. რიტმი- ინსტიქტურია.
12. აქტივობა: ყურადღება მიაქციეთ
გლოსოლალიებს ( მნიშვნელობა
დაკარგულ სიტყვებს არალო, ჰარალე,
ალალო, ჰეკა-ოკა და სხვ.) და შეეცადეთ
მოსმენილ ნიმუშებში (ალაზანი.ჯი-ზე
ამოარჩიოთ მკის სიმღერები და
დაადგინოთ სიმღერის რომელ
მონაკვეთებში გვხვდება
გლოსოლალიები: დასაწყისში, შუაში თუ
ბოლოში. ამის შემდეგ გაეცით პასუხი
კითხვაზე- რას უკავშირდება უშინაარსო
სიტყვების ხშირად გამოყენება შრომის
დროს? შრომის დასაწყისს, დასასრულს,
თუ შუა ნაწილს, როცა მუშაობის ტემპი
იმატებს? გააკეთეთ შრომის პროცესის
იმიტაცია ხელების მოძრაობით და
ორჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს
სთხოვეთ, რიგრიგობით წარმოთქვან
მარცვლები-„ჰეკა - ოკა“ ან „ჰეპ - ჰოპ“ -
მრავალჯერადად, რათა იგრძნონ ტემპის
მატება და შეძახილებისა და ტემპის
მატების ურთიერთკავშირი.
და ალილოზე: 1. რა განსხვავებაა ჭონასა
და ალილოს შორის? (ორივე
კალენდარულ რიტუალებს მიეკუთვნება).
(პასუხი ტექსტშია). 2. რიტუალების
რომელ სახეობა მიეკუტვნებიან ხალხურს
თუ რელიგიურს? 3. რა განსხვავებაა
ხალხურ და რელიგიურ რიტუალებს
შორის? 4. ყველაზე მეტად, რომელი
ელემენტით შეიმჩნევა მათ შორის
განსხვავება? ( სიმღერის ვერბალური
ტექსტით). 5. ქრისტეს დაბადებისა და
აღდგომის მსგავსი რიტუალები
გვხვდება ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაში:
საბერძნეთში, სერბეთში, ბულგარეთში,
შვეიცარიაში, სლოვაკეთში და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველგან
კალანდა- ბერძნული სახელი ჰქვია.
ნიშანდობლივია, რომ ჩვენთან, გურიაშიც
ძველი ახალიწლის დღესასწაულს
კალანდა ჰქვია. მოძებნეთ მაგალითები
ინტერნეტ რესურსებში, მაგ. ბულგარული
ან ბერძნული ვიდეო მასალა და
ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ
ბატონ ზურაბ კიკნაძის ამონარიდი,
რომელიც ტექსტშია მოტანილი შრომის
გააზრებულ მოქმედებაზე და გაიაზრონ.
იმიტირებულ შრომის პროცეში
შეეცადონ, მოსწავლეებმა მათთვის იმ
წუთას შესატყვისი სიტყვები
წარმოთქვან, იმავე რიტმსა და იგივე
ინტონაციაზე. ეს იქნება მათი
შემოქმედებით პროცესთან ზიარება,
რაც, დამერწმუნეთ, არასოდეს
დაავიწყდებათ. მოცემული აქტივობა
შემოქმედებითია და დიდი
მნიშვნელობა აქვს, პედაგოგმა უნდა
მოახერხოს მოზარდთა „გახსნა“, რომ არ
ჰქონდეთ უხერხულობის გრძნობა.
ნებისმიერი ჟანრისა და სტილის მუნ
მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
სიკით).
4. შეეცადონ, შექმნან კოსტუმების
ესკიზები პერსონაჟებისთვის, რაც მათი
ხასიათის შესაბამისი იქნება.
იგულისხმება, რომ ზოგი მხიარული,
ზოგი- ნაღვლიანი, ზოგი მატყუარა, ზოგი
მშიშარა, ზოგი მკვეხარა, ტრაბახა,
მორცხვი, უშიშარი, უკმეხი, დოღრიალა
და ა.შ. უნდა იყოს.
5. მოიფიქრონ ისეთი რეკვიზიტები,
რომელიც მათ საქმიანობას მიუთითებს.
მაგ. თოხი- მემინდვრეს, წერქვი-
მესაფლავეს, წიგნები- მასწავლებელს და
ა. შ.
6. შეადგინონ სიუჟეტი ( პირობითი),
სადაც ნაჩვენები იქნება
დრამატურგიული ხაზი.
7. სიჟეტში ჩასვა
13. აქტივობა. უძველეს ბაბილონურ,
ურარტულ, ძველ ბერძნულ ტექსტებში
რა მნიშვნელოვანი ცნობებია
შემონახული? ეს ის კითხვაა, რომელიც
მოითხოვს ტექსტის ( ზურაბ კიკნაძის
წიგნის ამონარიდის) ყურადღებით
წაკითხვას. ამ ცნობებით ვიგებთ შრომის
სიმღერების ისტორიას, რაც თავის მხრივ,
იმის მანიშნებელია, რომ შრომის
სიმღერების ჟანრი უძველესია. ამიტომ,
საგანგებოდ უნდა მიექცეს ყურადღება ამ
აბზაცებს. სასურველია, შრომის
უძველესი სიმღერების ცხრილის
შედგენა, ასევე ქართული ცნობით-
ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანის მიერ
ჩამოთვლილი სიმღერებიც ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში
გავრცელებული შრომის სიმღერათა
ჩამონათვალია მოცემული.
ცხრილის შედგენის შემდეგ,
მეტად სასარგებლო იქნება
მისი შედარება Alazani. Ge - ზე
განთავსებულ შრომის
სიმღერებთან, რადგან ამ
შედარებით მოსწავლეებს
ეძლევათ საშუალება, თავად
გამოიკვლიონ და დაადგინონ
1. თუ რომელი შრომის სიმღერა აღარ
გვხვდება თანამედროვე ქართული
ანსამბლების რეპერტუარში. ამას
გარდა,ყურადღებამისაქცევია
ბაბილონურ ცნობაზე: რა საერთოს
ხედავენ მოსწავლეები ქართულ
შრომის სიმღერებსა და უძველეს
ბაბილონურ სიმღერებს შორის?
(ალალა - ალალე, ალალო, ჰარალო და
სხვა.).
აქტივობა 14. სიუჟეტის გაცნობის შემდეგ
ტექსტიდან გამოყოფილი უნდა იყოს ის სიმღერები,
რომელიც თან სდევს მოძრაობას. შეეცადეთ, ცალკე
ჯგფეუბად დაჰყოთ სიმღერები, რომლებიც
მოძრაობასთანაა დაკავშირებული და ცალკე -
რომელიც მოძრაობის გარშე სრულდება. და აქ ჩნდება
კითხვები: 1. რითი განსხვავდება სიმღერების ეს ორი
ჯგუფი? აქ რა არის განმასხვავებელი? ( რიტმი) რა
როლი აქვს აქ რიტმს? 2. რატომ მატულობს ტემპი?
3.რატომ არ არის შრომის პროცესში შესასრულებელ
სიმღერებში პოეტური ტექსტი, ლექსი? 4. შრომის
დროს, სიმღერის ვერბალური ტექსტი რა სიტყვებზეა
აგებული?
(შეძახილებსა და გადაძახილებზე). 5. რას ემსახურება შეძახილი და გადაძახილი? 6. რა განსხვავებაა მათ შორის? ( ერთ
მიმართულებას გულისხმობს შეძახილი, მან - მას შესძახა, გადაძახილი კი ერთმა რომ შესძახა, მეორემ გადმოსძახა, ორი
სუბიექტის ურთიერთობაა; მაშასადამე რესპონსორულია - კითხვა და პასუხია. ). 7. დააკვირდით, გადაძახილების დროს ისმის ბანი?
თუ არა! რატომ, როგორ ფიქრობთ? ( რადგან მომრერლები იცვლიან ფუნქციებს და იყოფიან არა მთქმელებად და მობანეებად,
არამედ - მთქმელებად და მოპასუხეებად. 8. როგორ ფიქრობთ, უშუალოდ შრომის პროცესში გადაძახილიან სიმღერებში როგორია
განწყობა? 9. რა უწყობს ხელს განწყობის ამაღლებას?
15. აქტივობა განსაკუთრებით
საყურადღებოა მოტირალი ქალის-
დედაკაცის მოწვევის ჩვეულება მკის
დროს. მოტირალი და ზოგადად
ტირიილი ძალიან ხშირად, ადამიანებში
უსიამოვნო, ტრაგიკულ ემოციებს იწვევს,
განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.
საველე პრაქტიკიდან ცნობილია, რომ
ისინი ტირილის მოსმენისას
საპირისპირო ემოციას გამოხატავენ -
იცინიან,. ეს სავსებით ბუნებრივია.
ოღონდ მასწავლებელს აქ
განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება,
რათა მოსწავლეებს განუმარტოს,
რომ 1. დატირება უძველესი ჟანრია და
ნებისმიერი ერის ეთნომუსიკოლოგიაში
უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს,
რადგან ერის მუსიკალური აზროვნების
უძველეს შრეებს ინახავს. 2.ძველ
კულტურებში, ანიმისტური რელიგიის
დროს, ყველა ადგილს, მათ შორის
ყანასაც, თავისი მფარველი ჰყავდა - მიღმა
სამყაროს სულიერი არსებები. ყანის
მფარველი- ადგილის დედა იყო,
სულებთან ურთიერთობის ყველაზე
მძლავრი საშუალება - დატირების კილო,
ხმა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყანის
მკის დაწყებამდე მოეწვიათ მოტირალი,
რომელიც ადგილის დედას შესთხოვდა
მოსავლის მშვიდობიანად აღებაში
დახმარებოდა.
გავიხსენოთ, რომ მთაში, თიბვის
დაწყების წინ, ცელზე დაყრდნობილი
მთიბელი ასევე დატირებას ასრულებდა-
ეს არის მთიბლური - ერთხმიანი შრომის
სარიტუალო სიმღერა იგივე გვრინი-
ფშავში, რაჭაშიც გვხვდება
მთიბლურიები- თიბვის შაირის
სახელწოდებით. სავარაუდოა, რომ
ყველგან მთაში, სადაც მესაქონლეობა იყო
განვითარებული, იყო თიბვის
აუცილებლობა ( საქონლის საკვები
ზამთარში) და არსებობდა მთიბლური
სიმღერები 3. სხვათა შორის, დატირების
ჰანგი ის უნივერსალური ფენომენია,
რომელსაც ყველაზე „უსმენო“
ადამიანებიც კი ასრულებენ. ამას გარდა,
დატირება-როგორც დეპრესიის დროს
ძალიან ქმედითი სამკურნალო
საშუალება, თანამედროვე კლინიკებში
დიდი წარმატებით გამოიყენება, მაგ.
ფინეთში.
ამიტომ პედაგოგებს შესანიშნავი
საშუალება ეძლევათ დატირების
ინტონაციების საშუალებით აამღერონ
სრულიად „ უსმენო“ მოსწავლეები. 4. რა
უნდა გაითვალისწინონ: ძალიან
განსხვავდება მიცვალებულის დატირება
- შრომის საწესო რიტუალური
დატირებებისგან.
რა განასხვავებს მიცვალებულის დატირებას სარიტუალო შრომის
დატირებისაგან? უპირველესად ცოცხალი ემოცია! მიცვალებულის
დატირებას თან ახლავს ჭირისუფალთა რეაქციები- ჩაქვითინება,
ოხვრა, ბევრად ექსპრესიულია, სარიტუალო შრომის დატირებას-
ასრულებენ, როგორც სიმღერას- ხშირად რომელიმე განთქმული
მოტირალის ნათქვამ სიტყვებზე. ეს დატირება ბევრად მშვიდია და
ნაკლებ ექსპრესიული, არ ახლავს არც ჩაქვითინება და არც ოხვრა ან
შეძახილები. დატირების ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ შალვა
ასლანიშვილის წიგნში „ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების
შესახებ,“ (1956) გრიგოლ ჩხიკვაძის „ქართული ხალხური
სიმღერების კრებულში“ (1961).
ასევე ტრადიციული მრავალხმიანობის
კვლევითი საერთაშორისო ცენტრის
აუდიო დისკების კრებულში-„ხმები
წარსულიდან“. აქვე შეგიძლიათ
იპოვოთ მთიბლური, გვრინი და თიბვის
რაჭული შაირები.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დისკის მასალა გაციფრებულია ფონოგრაფის
ლილვაკებიდი ნიმუში მთლად სუფთად არ ისმის, მაგრამ იმედია,
პედაგოგებს ეყოფათ მოთმინება და კილოზე შეასრულონ.

გამოცდილება, რათა მელოდია მაინც


გამოარჩიონ, ვერბალურ ტექსტებს კი
იპოვით ზემოთ დასახელებულ სანოტო
კრებულებში. შეგიძლიათ
გაითვალისწინოთ შემსრულებელ
მოსწავლეთა წარმოშობა და საშუალება
მისცეთ, თავის კუთხის კილოზე
კარგადაა ცნობილი, რომ დატირების ჰანგი-
მელოდია, ყველა ადამიანს აქვს ქვეცნობიერში,
ამიტომ მიეცით საშუალება გაიხსნას
ქვეცნობიერიდან და ამოუშვას მასში ჩამალული
უძველესი ჰანგი.
1. აქტივობა 16. დიდი მნიშვნელობა აქვს ნამგლის ლესვის
სიმღერასა და ქმედებას. გავიხსენოთ, შესავალში,
ბრიტანიკის განმარტებაში წერია, რომ სამუშაო
იარაღების ხმა მუშაობაში, ერთგვარ კონტრაპუნქტად
აღიქმებოდაო. ამ პუნქტისადმი აქტივობებში
შეკითხვებიც არის დასმული. 1.თავდაპირველად,
მოსმენის დროს უნდა შეირჩეს რომელიმე ,
მოსწავლეთათვის სასურველი ვარიანტი- - ნამგლის
ლესვის, შემდეგ მოსმენით შეეცადეთ ტუნდაც
ქაღალდით გააკეთოთ იმიტირება ( ამაზე ითქვა
ზემოთაც) და მოსწავლეებმა გამოთქვან თავისი
რეფლექსიები- რამდენად არიქვამე ისინი არა
სასიმრერო ბგერებს და საჭიროა თუ არა ეს ხმები
სიმღერის შესრულების დროს, რას მატებს სიმღერას ეს
ხმა? უფრო ბუნებრივია თუ არა სიმღერა ამ ბგერებთან
ერთად?.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის

You might also like