You are on page 1of 10

სტეფან


ხირსელი
სტეფანე ხირსელი, სტეფანე
ქიზიყელი — VI საუკუნის შუა
წლებში ხირსაში (ქიზიყი) მოღვაწე
ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი
მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე
— 27 დეკემბერი (9 იანვარი)).
დააარსა ხირსის მონასტერი,
დასაფლავებულია იქვე.
სტეფანე ხირსელის
ცხოვრების ამსახველმა
წერილობითმა წყაროებმა
ჩვენამდე ვერ მოაღწია.
გადმოცემით ცნობილია რომ
ის იოანე ზედაზნელის მოწაფე
იყო და სამოღვაწეოდ მან
შეარჩია ცივ-გომბორის
ქედზე მცირე ფერდი,
რომელიც იმ დროს უსიერი
ტყით იყო დაფარული.
ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს
იოანემ „მიუმცნო მცნება და სწავლა,
რომლითა განამტკიცა იგინი“ და განუტევა
საქადაგებლად აღმოსავლეთ
საქართველოს სხვადასხვა მხარეს. „ზენონ
და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს
იგი ქადაგებითა ღუთისათა“.
იოანე ზედაზნელი — VI საუკუნის შუა
წლებში მოღვაწე ერთ-ერთი
ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი
(ხს. დღე — 7 (20) მაისი). ზედაზნის მთაზე
დააარსა ზედაზნის მონასტერი, რომლის
პირველი წინამძღვარი თვითონ იყო.
დასაფლავებულია მონასტრის მთავარ
ტაძარში.
თავდაპირველად, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა
ანტიოქიაში კაბადოკიის უდაბნოში. ქართლში ის თავის
მოწაფეებთან ერთად VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა.
გადმოცემის მიხედვით წმინდა მამებს წინ ფარსმან
მეფე და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულით
მიეგებნენ.
იოანე ზედაზნელს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა
ქართლის კათოლიკოსი ევლალე. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI-VII საუკუნეებში,
მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში მისი ცხოვრება აღწერა
კათოლიკოსმა არსენ II-მ, რომელსაც გამოუყენებია ძველი ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო
მღვიმელის მეტაფრასული „ცხოვრებაც“.
საქართველოს
მართლმადიდებელი
ეკლესია წმინდა იოანე
ზედაზნელის ხსენების
დღეს 20 მაისს [ძვ. სტ. 7
მაისი] აღნიშნავს.
ზედაზნის
მონასტერი

ხირსის
მონასტერი
დასასრული

You might also like