You are on page 1of 205

ri -

იარდ ები
იერი ქონის

- wires
PEEL: thes?
,
Ri got აბ
(რ + 2
Pz ”
== “ი.
არს. = იჯ“
Soa ” AS
.–- acs
pis oს : უვალი
გრიგოლ ფერაძე

იერიქონის
გარდები

წმინდა მიწასა და სირიაში


მოგზაურობის დღიური
5 ივლისი —28 სექტემბერი, 1936 წელი

თბილისი
2016
გამომცემელი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის
ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი

რედაქტორი
თამილა მგალობლიშვილი

სარედაქციო ჯგუფი
მზია ჯანჯალია, ნინო კვირიკაშვილი, თინა ცერაძე,
ლელა ხოფერია, თამარ მოსიაშვილი. დავით ცხადაძე

ქართული თარგმანი

ქეთი გურჩიანი, სოფიო რეზრიჩენკო

დიზაინი

ბესიკ დანელია, ივანე კიკნაძე

გამოყენებული ფოტოები
გვ- 17, 24-25, 39, 49, 63, 70-71, 84-85, 97, 108-109, 119, 131, 143, 154, 177, 188-189, 201 - ამერიკის
შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა (Library of Congress, Prints and Photographs Division,
G. Eric and Edith Matson Photograph Collection, Visual materials from the papers of John D. Whiting,
https://www.loc.gov/collections/);
გვ. 3— მამა ჰენრიკ პაპროცკის პირადი არქივი;
გარეკანი და გვ. 207– კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

–.
თე5

Vas
“რ
IL” Glohal/\gr
წიგნი გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო
ფონდისა და გლობალ არტის ფინანსური მხარდაჭერით

გარეკანზე: გრიგოლ ფერაძე კელნში, 1925 წ.; გრიგოლ ფერაძის ბარათი დედას, 1927 წ.;
იერიქონის ვარდი, თათია კიკნაძის გრაფიკა.

ყველა უფლება დაცულია დაბეჭდილია „სეზანში“


ISBN 978-9941-0-9361-6 © ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი, 2016
ჩწინასჩყყვაობა

„წიგნებს თავისი ხვედრი აქვს“ – ასე იწყება წმ. გრიგოლ ფერაძის


„იერიქონის ვარდების“ პოლონური გამოცემის წინასიტყვაობა. წიგნებს,
ისევე როგორც ადამიანებს, მართლაც თავისი ბედისწერა აქვს. საოცარია,
მაგრამ წმ. გრიგოლ ფერაძის სირია-–პალესტინაში მოგზაურობის დღი-
ურიც – „იერიქონის ვარდები“ – თავისი ავტორის ბედის გამზიარებელი აღ–
მოჩნდა. ეს წიგნი 1936 წელს დაიწერა, თუმცა, 1942 წელს გრიგოლ ფერაძის
ოსვენციმში მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ, იგი დაკარგულად ითვლე–
ბოდა. დაკარგული იყო იგი საქართველოსთვისაც, ისევე როგორც წლების
მანძილზე დაკარგული იყო თავად მისი ავტორის სახელიც — საბჭოთა bo-
ქართველოში გრიგოლ ფერაძის ადგილი უკვე აღარ იყო.
გრიგოლ ფერაძის სახელი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემ-
დეგ, 1995 წელს დაუბრუნდა მის სამშობლოს – საქართველოს, თანაც
„წმინდანის“ წოდებით. 1995 წლიდან მამა გრიგოლი საქართველოსა და
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდანია, იგი ასევე 3e-
ლონელი „კათოლიკე პატროლოგების“ წმინდანი და მფარველიც არის.
სამწუხაროდ, წმ. გრიგოლ ფერაძის სახელი ფართო საზოგადოები-
სათვის ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი, განსაკუთრებით – მის სამ-
შობლოში.
მამა გრიგოლი 1899 წლის 13 სექტემბერს დაიბადა საქართველოში, 3o-
ხეთში, სოფელ ბაკურციხეში. როგორც თავად იხსენებს, მისი წინაპრები
მწყემსები ყოფილან. ერთხელ, შობის დამდეგს, გამთენიისას ისინი 8m-
ნასტრის ზარების უცნაურ ჰარმონიას გამოუფხიზლებია თურმე. ერთ-ერ-
თმა მათგანმა ამ არაჩვეულებრივ მელოდიაში რაღაც მინიშნება შეიგრ-
ძნო და ამის გამო გადაწყვიტა მისი შთამომავლები „სულთა მწყემსები“
გამხდარიყვნენ – შუამავლები ღმერთსა და ადამიანებს შორის. ეს მწყემსი
სოფელში დაბრუნებულა და შვილი სამონასტრო სკოლაში მიუბარებია.
ასე დაიწყო ფერაძეთა ოჯახის ცხოვრებაში ახალი ეტაპი: „ფარის მწყემ-
სები სულის მწყემსებად“ იქცნენ. თუმცა, წმ. გრიგოლ ფერაძე არა მარტო
ქართველთა სულიერი მწყემსი გახდა, არამედ მრავალი უცხოელისაც,
განსაკუთრებით კი – პოლონელების.
სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის დასრულების შემდეგ წმ.
გრიგოლ ფერაძემ 1918 წელს სწავლა განაგრძო ახლად დაარსებულ თბი-
ლისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს სრული ანექსიის
შემდეგ გრიგოლ ფერაძის სამშობლოში დარჩენა სახიფათო გახდა, რად–
გან ამ პერიოდში იგი, თავის ძმებთან ერთად, საქართველოს დამოუკი-
დებლობის დამცველთა შორის იყო. მისი ქართველი და უცხოელი პედა–
გოგებისა და მეგობრების ძალისხმევით და საქართველოს საპატრიარქოს
საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატ-
რიარქი ამბროსი | (ხელაია) ხელმძღვანელობდა, იგი ბერლინში გაიგზავ–
ნა უმაღლესი თეოლოგიური განათლების მისაღებად.
წმ. გრიგოლ ფერაძე სწავლობდა ბერლინისა და ბონის უნივერსიტე-
ტებში. 1927 წლის 17 დეკემბერს მას ბონის უნივერსიტეტში მიენიჭა ფი–
ლოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. წლების მანძილზე იყო
ბონის უნივერსიტეტის ლექტორი და პრივატ-დოცენტი, ასევე მუშაობდა
ბრიუსელის, ლუვენის, ლონდონის, ოქსფორდისა და სორბონის უნი-
ვერსიტეტებში. მისი მასწავლებლები და მეგობრები იყვნენ ცნობილი
მეცნიერები: ა. ფონ ჰარნაკი, პ, პეეტერსი, ა. ბაუმშტარკი, ა. ერჰარდი,
კ.
ბროკელმანი და სხვანი. გრიგოლ ფერაძისადმი განსაკუთრებული კე-
თილგანწყობითა და საოცარი ზრუნვით გამოირჩეოდა „აღმოსავლური
სამისიონერო საზოგადოების“ დამაარსებელი ი. ლიფსიუსი. სწორედ ამ
ადამიანების გავლენით დაინტერესდა გრიგოლ ფერაძე ქრისტიანული
აღმოსავლეთით.
იმავდროულად, მამა გრიგოლი განსაკუთრებული გატაცებით ეძიებ–
და და იკვლევდა უცხოეთში სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებსა და ეკ–
ლესია-მონასტრებში გაბნეულ ქართულ ხელნაწერებსა და სიძველეებს,
აქვეყნებდა ნაშრომებს, რომლებიც დღემდე სამაგიდო წიგნებად რჩება.
მათ შორის შეიძლება დავასახელოთ:
1 ქართული ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში;
2. უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა
და ქართული მონასტრების შესახებ;
3. ქართული წინაბიზანტიური ლიტურგიის შესახებ;
4. ესკიზები საქართველოს კულტურის ისტორიიდან.
უცხოეთში მნიშვნელოვანი სამეცნიერო წარმატებების მიუხედავად,
წმ. გრიგოლ ფერაძემ სულის სიმშვიდე მაინც ვერ მოიპოვა: ოცნებობდა
საქართველოში დაბრუნებაზე, რათა თავისი ცოდნა და გამოცდილება სა–
კუთარი ქვეყნისთვის გამოეყენებინა, მაგრამ იმ პერიოდში საბჭოთა სა–
ქართველოში ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა.
ამას ემატებოდა ასევე საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საბჭო–
თა ტერორისგან თავის დასაღწევად საფრანგეთში გახიზნულ ქართველ
ემიგრანტთა მძიმე ხვედრი. აქვე უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ საბჭო-
თა ტერორს ემსხვერპლა თავად გრიგოლ ფერაძის უფროსი ძმა და მისი
მეუღლეც, რომლებიც საქართველოში დახვრიტეს.
ბევრი ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ, მამა გრიგოლ ფერაძე და–
თანხმდა მიეღო ქართული ემიგრაციის თხოვნა, რომ მათი სულიერი
მოძღვარი გამხდარიყო. მან ეს გადაწყვეტილება მძიმე ავადმყოფობის
შემდეგ მიიღო: 1931 წელს იგი ლონდონის წმ. სოფიას ტაძარში აღიკ–
ვეცა ბერად და თავისი სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო მის მიერვე
დაარსებულ პარიზის წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. აქვე
დააფუძნა მან ქართულენოვანი სამეცნიერო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.
1933 წელს პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისემ მამა გრიგოლ ფე-
რაძე ვარშავაში მიიწვია, რათა მას პატროლოგიის კურსი წაეკითხა ვარ-
შავის უნივერსიტეტში და ასევე ხელმძღვანელობა გაეწია პატრისტიკული
სემინარებისათვის ამავე უნივერსიტეტში. მამა გრიგოლ ფერაძე თანხმ-
დება ამ მოწვევას და ხდება ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებ-
ლური ფაკულტეტის პროფესორი პატროლოგიის განხრით.
1933 წლის 7 დეკემბერს იგი ვარშავის უნივერსიტეტში პირველ ლექ-
ციას კითხულობს თემაზე: „პატროლოგიის არსი, მიზნები და მეთო-
დები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“. 1934-35 წლებში კი ამავე
უნივერსიტეტში თეოლოგიის განყოფილების სტუდენტებისათვის მამა
გრიგოლმა წაიკითხა ლექციების ციკლი თემაზე: „თეოლოგიური მეც-
ნიერების შესავალი“.
ვარშავის უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში მამა გრიგოლს უფლე-
ბა ჰქონდა წელიწადში ორჯერ გამგზავრებულიყო პარიზში როგორც წმ.
ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, საუნივერსიტეტო არდადეგების პერიოდი
კი გამოეყენებინა ხანგრძლივი სამეცნიერო მოგზაურობებისათვის უც-
ხოეთში.
სწორედ ამ პერიოდში იმოგზაურა მამა გრიგოლ ფერაძემ გერმანიაში.
იგი მუშაობდა ლაიფციგის, გეტინგენისა და ბერლინის ბიბლიოთეკებში,
რათა იქ დაცული უძველესი ქართული ხელნაწერები აღეწერა.
1935 წლის საზაფხულო არდადეგების დროს მამა გრიგოლმა იმოგზა-
ურა რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში. ამ დროს ესტუმრა იგი
ათონის ქართულ მონასტერსაც, სადაც ექვსი თვე დაჰყო. იქ ჯერ კიდევ
შემორჩენილი იყო რამდენიმე ქართველი ბერი.
ეს მოგზაურობები წმ. გრიგოლ ფერაძისთვის ძალზე ნაყოფიერი
აღმოჩნდა. იგი ამ ქვეყნებში არსებულ ეკლესია-მონასტრებში დაუღა-
ლავად ეძიებდა იქ შემორჩენილ ქართულ სიძველეებს, უძველეს

10
ქართულ ხელნაწერებსა თუ საქართველოს შესახებ არსებულ უცხო-
ენოვან წყაროებს, იკვლევდა მათ და კვლევის შედეგებს სხვადასხვა bo-
მეცნიერო გამოცემებში აქვეყნებდა. ეს პერიოდი იმდენად ნაყოფიერი
აღმოჩნდა მისთვის, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, სულის სიმშვიდეც
კი მოიპოვა ამ დროს.
საოცარია მისი მოღვაწეობა პოლონეთში როგორც მეცნიერისა და
როგორც სულიერი მოძღვრისა. ფაქტობრივად, ახლა იგი საქართველო–
დან პოლონეთში გადახვეწილი ქართველი ოფიცრებისა და მათი ოჯახე–
ბის სულიერო მოძღვარიც ხდება.
როგორც მისი ბიოგრაფი მამა ჰენრიკ პაპროცკი აღნიშნავს, მამა
გრიგოლ ფერაძე მუდმივად იღწვოდა პოლონური ეკლესიის დასახ–
მარებლად. იგი ასევე ეხმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს, ვარშავა–
ში მისი პატარა ბინის კარი ბრეკოვის ქუჩის 22 ნომერში მუდამ ღია იყო
ყველასთვის. აქვე, ამავე ბინაში, მამა გრიგოლი ინახავდა თავისი მოგ–
ზაურობების დროს შეგროვებულ უძველეს ქართულ ხელნაწერებსა თუ
საქართველოსთან დაკავშირებულ უნიკალურ მასალას, რომელიც მისი
დაპატიმრების შემდეგ უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელთა მიერ საფრანგე-
თის ოკუპაციის შემდეგ საფრთხე შეექმნა 1924 წელს საქართველოს
ემიგრანტული მთავრობის მიერ ბოლშევიკებისაგან გადარჩენის მიზ–
ნით საფრანგეთში გატანილ ჩვენს უძვირფასეს ეროვნულ საგანძურს,
რომელსაც მცველად უკვე ხანშიშესული, ცნობილი ქართველი მეცნი–
ერი ექვთიმე თაყაიშვილი გაჰყვა. ვიდრე განძს დაეპატრონებოდნენ,
გერმანელებმა საექსპერტო დასკვნა მოითხოვეს. დასკვნა მამა გრი-
გოლ ფერაძემ დაწერა, რომლის თანახმადაც, ამ განძს არავითარი
მატერიალური ღირებულება არ გააჩნდა და მას მხოლოდ ქართველი
ერისთვის ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა. აი, ასე გადარჩა საქარ–
თველოს ეროვნული საგანძური წმ. გრიგოლ ფერაძის თავგანწირვის
ფასად.

11
საოცარი იყო მისი თავდადება ალმოდებულ ვარშავაში ადამიანთა
გადასარჩენად, განურჩევლად მათი ეროვნებისა და კონფესიისა, რასაც
შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე: 1942 წლის 5 მაისს გესტაპომ წმ. გრიგოლ
ფერაძე დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ფაშისტებისაგან დევნილი
ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომ-
ლობა. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლ ფერაძე დაიღუპა ოსვენ-
ციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იგი
ერთი ებრაელი პატიმრის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში, რათა მისი
მრავალშვილიანი ოჯახი გადაერჩინა.
საბუთების არქონის გამო, დღეისათვის ძალზე ძნელია ჭეშმარიტების
აღდგენა, თუმცა ერთი რამ ნათელია, მან თავი გაწირა უცხო ადამიანის-
თვის, მაგრამ ეს ხომ მთელი მისი ცხოვრების კრედო იყო, მამა გრიგო-
ლისათვის „გამარჯვების გზა ეკლებზე და ჯვარცმაზე გადიოდა“ მუდამ.
საოცარია ასევე მამა გრიგოლ ფერაძის სირია–პალესტინაში მოგზა-
ურობის დღიურის – „იერიქონის ვარდების“ – ისტორიაც. მამა გრიგოლის
დაღუპვის შემდეგ მისი დღიური, ისევე როგორც მისი მდიდარი ბიბლიო-
თეკა და უნიკალური არქივი, დაკარგულად ითვლებოდა. მხოლოდ 2005
წელს დღიური თავიდან აღმოაჩინა მამა ჰენრიკ პაპროცკიმ.
გრიგოლ ფერაძემ სირია-პალესტინაში 1936 წელს იმოგზაურა. ეს იყო
მთელი მისი ცხოვრების დიდი ოცნების აღსრულება, იგი ხომ საოცარი
ინტერესით იკვლევდა საქართველოსა და წმ. მიწის ურთიერთობათა
ოცდაექვსსაუკუნოვან ისტორიას. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით
მჭიდრო გახდა IV საუკუნეში, საქართველოში ქრისტიანობის ოფიცი-
ალურად აღიარების შემდეგ. ფაქტობრივად, ამ პერიოდში საქართვე–
ლოს ისტორიაში ახალი ერა დაიწყო – ერა ქრისტიანული ცივილიზაცი-
ისა, და ქვეყნის განვითარების ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ წმ,
მიწას უკავშირდება. ამ პერიოდიდან ქართველ მეფეთა და ეკლესიის
მოღვაწეთა, განსაკუთრებით კი პეტრე იბერის დიდი მცდელობით, ქარ-
თული კულტურისა და სამწერლობო კერები პირველად სწორედ წმ,

12
él
-CEp oglBy WCQ Ee puMew 9D Wwlww CC ‘wodECg ‘oudowlA4od
JEWS WoODEC] oscHweg owhoda> quewwleglwe opequOqladseg-cowog
"RWADWEPLG GuddQNwHuq 005C003ლ0)ლ0 090 —
CWADWQPOG GUECADRoAgeglSD 0050600ჩტი)ლ quewldde ed eqoqwg 0036)ლ8
JegwPouClo -eSogoup eQlEoaEPL ილ0 C00C e@ ლ000ლ00) cwoddsply oqu&ec
ი0 cpuslqupequw&ds 000000500C0)90506C 0005050000 opwgeedDL. qugwfowClo
Poadof იიძიდინთალლ ‘OCApCe 90000)ლ6ჯ #00600:6000ლ quagleCas owwl-cowl
“ი00050C qloH0q od qlqog wlucdp oD 0000%)60 opwqeeaL
JoogeDawo ed equguOqladege qu ·ლ0000)5C we 090 ‘CadqNwHog 000500600 00
-ნთიზ ი0ტილ o@ equcdhA YequdlCewy CyrcglOp vowlSewwl ‘ooglwMweg
900009600 050 -ewudwepug quadglwiug vddloDewep Ewa 00)6)ლ6 quqwfouwClo
+ ,0GDacE qogwPowlo* — Yowhecweg qowlodd cowhdwepoq ‘QwuPoHF
“Cgodog “ef 2009099 oweg
ლC0)ნ09 eo WoQlgEeg 0CC)03:08 ‘glaDoewudkH quylOqeqwp-cuglusfC 000 CeNwe
-Qw Po 0000508Cთ0ა00 qu ლ600001060ი ‘who 0050901C quadwOad vSupdLp
ecoudlEcoucP chop pA oglu lAcgedlg oP. QCwewLgeD Delgh ‘vglewlwofeg
‘velwbog queledgpguged vaSlPowhQuad ‘velQegq-wel! 005CC)0ტ0ლ0 qu&o
-coog ‘uQlhPo Cur oudCewfeeple 0C00 ‘uglwOgqeque od 000C)000 005C0009C
Cთ oedhQlqwoed C)000 ecocdlEcoweP codsoglywwelp Neqldad 00040 e4
‘opwlQgeque qowEt
‘eA qupoadeghalo თა00ჩთძლ9თანძლი opwgeoQquufeg qeadCwop quywpe wep
‘LEWC aC uLOcSLE ლთ ლილ0000%ლ0 LQCqweed C)000 C00506CC)C0
Co~olPog ‘opelwloud ლია og elwyOqeqwe LeCgphHed CEPR quewcquwwd
00 0000Cა0000)C qugoOqCasee BCpewe ‘upglycQwpele que oD eqpowdeqRwCo
WMucQ CUE C0000:§505 C00 :ewcowek ნციალი cukowPwl quewlAcldwe
ლC0505Cთ0)0ჩ 060400 4 CApCOLPReg III AK 0050000ჯ6აჩხაც geDughPLcg AI
‘oaslgeqwele 00004#00
708 DCywAg 90000C009 ogluslEpl qugwaswlAped 005CC6)00 oadoglywwe
CE COQwyd 9906ყ od 000000500 ‘oeluOqeque eelAquyc ‘eelgpPo Cgedvpe
ლესი სიწმინდეები წმ. მიწაზე, როგორ დავკარგეთ ჩვენი, ქართული
ქრისტიანობის აკვანი, ჩვენი წინაპრების მიერ აქ შექმნილი უდიდესი bo-
განძური, რომელიც დღემდე შემორჩენილია, მაგრამ უცხოთა ხელშია.
მათთვის ის ხომ მხოლოდ ქონებაა, ჩვენთვის კი ჩვენი იდენტობა, ჩვენი
ერის მეხსიერება.
მაგრამ, როგორც ჩანს, წმ. მამა გრიგოლ ფერაძეს, მიუხედავად წმ. მი-
წაზე მის მიერ ნანახისა და განცდილისა, მაინც დარჩა იმედი იმისა, რომ
როგორც იერიქონის ვარდებს ძალუძთ აღდგომა, ასევე, ქართველებიც
ოდესმე შეძლებენ დაუბრუნდნენ კუთვნილ სიწმინდეებს.
და ბოლოს, დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო მამა ჰენრიკ პაპ-
როცკი, რომელმაც „დღიური“ პოლონურ ენაზე გამოაქვეყნა, ჩვენ კი ტექ-
სტის ქართულად თარგმნისა და გამოცემის ნება დაგვრთო.

თამილა მგალობლიშვილი

14
JMAMBIAN გამოცემის
ჩჩნასწყყვაობა

წიგნებს თავისი ხვედრი აქვს. წმინდა მიწასა და სირიაში მოგზაურობის


დღიური წმ. გრიგოლ ფერაძემ 1936 წლის 5 ივლისიდან 28 სექტემბრამდე
დაწერა. აქამდე მხოლოდ მისი ფრაგმენტები იყო ცნობილი. ეს ფრაგმენ–
ტები გამოქვეყნდა ჟურნალში “5I6VV0”, თვით ავტორი საკუთარი მოღვაწე–
ობის შემაჯამებელ სტატიაში „ქართული კულტურის სამსახურში“ მხოლოდ
ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ ფრაგმენტებს მოიხსენიებს. ბატონმა ტომაშ
კუპრიანოვიჩმა 2005 წელს მითხრა, რომ ამ დღიურის გაგრძელება და–
იბეჭდა 1939 წელს გამოცემულ ჟურნალში “Wiadomosci Metropolii Prawo-
Stawnej VV Polsce” (მანამდე, დაახლოებით ოცი წლით ადრე, მე გადავხედე
ამ ჟურნალის პირველ ნომრებს და დავასკვენი, რომ წმ. გრიგოლ ფერაძეს
იქ არაფერი გამოუქვეყნებია). რთული აღმოჩნდა ჟურნალის “Wiadomos-
CI Metropolii Prawostawnej w Polsce” სრული სერიის მიკვლევა. ძიება ბო–
ლოს მაინც წარმატებით დაგვირგვინდა. მიუხედავად იმისა, რომ დღიური
ნაკლულია (17 დღის მასალა აკლია, რომელიც, როგორც ჩანს, არასდროს
გამოქვეყნებულა), იგი წარმოადგენს შესანიშნავ საბუთს, რომელსაც გა–
ნუზომელი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის
კვლევისა და წმინდა მიწის ისტორიისთვის. დღიურის სახელწოდება –
„იერიქონის ვარდები“ – ჟურნალ “Wschdd-Orient”-ob გამოქვეყნებული
ნაწილის სქოლიოში აღმოვაჩინე, სადაც ეწერა, რომ სრული ტექსტი მალე
ამ სახელწოდებით გამოქვეყნდებოდა. დღიური დაწერილია 1936 წელს,
როცა მოგზაურობის დღიურების შედგენა ახალი გადასული იყო მოდიდან.
აღსანიშნავია ავტორის შესანიშნავი სტილი, რაც მის დიდ ლიტერატურულ

15
ტალანტზე მიუთითებს, აგრეთვე ინფორმაციისა და დეტალების სიმრავლე.
ვიმედოვნებ, რომ დღიური ბევრ მკითხველს დააინტერესებს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა დღიურის გა-
მოცემაში, სახელდობრ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის თანამშრომელს, ქალბა-
ტონ ქეთი გომელაურს; რუსული ლიტერატურის მთარგმნელს ბრიუსელ-
ში, ქალბატონ ფრანსუა ლოსტს; ქალბატონ რაქელ შტაინერს (იერუსალი-
მის ებრაული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა); ბატონ იაროსლავ გოდუნოვს
(ბუქარესტის პოლონური ინსტიტუტი); ვარშავაში პოლონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორს, ბატონ ადამ ჰალამსკის; მამა
არქიმანდრიტ იეჟი პანკოვსკის (იაბლეჩნას მონასტერი); მამა დიაკონ
გჟეგოჟ ცებულსკის (ვროცლავი).
გრ. ფერაძის დღიური „იერიქონის ვარდები“ გამოქვეყნებულია შემდეგი
წყაროების საფუძველზე: “Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies”,
St. Grigol Peradze Works N. 1, N13-2006, Warsaw — Varsovie 2006, გვ. 7-112 7
dziennika podrézy po Ziemi Swietej i Syrii (5. VIl.-28. IX. 1936), “Polska Stroni-
ca Stowa”, 3:1938, N5-6, 30 იანვარი 1938, გვ. 6-7; N7-8, 13 თებერვალი, 1938,
გვ. 4-6; NY, 27 თებერვალი, 1938, გვ. 6-7; N12-13, 27 მარტი 1938, გვ. 5-7; N14-
15 of 10 April 1938, ag. 5-6; N16-17, 24 აპრილი, 1938, გვ. 7-8; N18-19, 8 მაისი,
1938, გვ. 6-8; Wiadomosci Metropolii Prawostawnej w Polsce, 2:1939, N10, 5
მარტი, 1939, გვ. 2-3; N11, 12 მარტი, 1939, გვ. 2-3; N13, 26 მარტი, 1939, გვ. 2-3;
N14, 2 აპრილი, 1939, გვ. 3; N15, 8 აპრილი, 1939, გვ. 5; N18, 30 აპრილი, 1939,
გვ. 3; N19, 7 მაისი, 1939 გვ. 3; N21, 21 მაისი, 1939, გვ. 3; N22, 28 მაისი, 1939, გვ.
3; N24, 11 ივნისი, 1939, გვ. 3; N25, 18 ივნისი, 1939, ag. 3; N26, 25 ივნისი, 1939,
გვ- 3; N27, 2 ივლისი, 1939, გვ. 3; N28-29, 9 ივლისი, 1939, ag. 2-4; N30-3!, 23
ივლისი, 1939, გვ. 3-4; N33, 13 აგვისტო, 1939, გვ. 4-5; Erlebnisse in und um
Kaja Punar, Orient im Bild, 11:1937, N9, ag. 33-34 (translated by Grazyna Bako-
ta); Betlejem. Wrazenia z pobytu osobistego, Polska Stronica Stowa, 2:1937,
N1, 3 იანვარი, 1937, გვ. 3; და Uroczystosci niepodlegtosciowe w Aleppo.
Wrazenia 7 podrdzy, Wschod-Orient, 7:1936, N4, გვ. 43-50.

მამა ჰენრიკ პაპროცკი


საჩჩევი

დღიური
5 ივლისი, კვირა
ნ ივლისი, ორშაბათი

7 ივლისი, სამშაბათი
8 ივლისი, ოთხშაბათი
9 ივლისი, ხუთშაბათი
10 ივლისი, პარასკევი
1) ივლისი, შაბათი
12 ივლისი, კვირა
13 ივლისი, ორშაბათი
14 ივლისი, სამშაბათი
19) ივლისი, ოთხშაბათი
16 ივლისი, ხუთშაბათი
17 ივლისი, პარასკევი
18 ივლისი, შაბათი
19 ივლისი, კვირა 102
20 ივლისი, ორშაბათი 104
21 ივლისი, სამშაბათი 113
25 ივლისი, შაბათი 116
26 ივლისი, კვირა 117
28 ივლისი, სამშაბათი 120

29 ივლისი, ოთხშაბათი 124

30 ივლისი, ხუთშაბათი 125

31 ივლისი, პარასკევი – 2 აგვისტო, კვირა 126

2 აგვისტო, კვირა 132

4 აგვისტო, სამშაბათი 134


აგვისტო, ოთხშაბათი – 10 აგვისტო, ორშაბათი 135
აგვისტო, სამშაბათი – 16 აგვისტო, კვირა 137
აგვისტო, კვირა 140
აგვისტო, ორშაბათი 142
აგვისტო, პარასკევი 144
აგვისტო, შაბათი 146
აგვისტო, კვირა 150
აგვისტო, ორშაბათი 195
აგვისტო, სამშაბათი 157
აგვისტო, ოთხშაბათი 160
აგვისტო, ხუთშაბათი 163
აგვისტო, პარასკევი 165
აგვისტო, შაბათი 168
სექტემბერი, პარასკევი 170
სექტემბერი, შაბათი 172
სექტემბერი, კვირა 174
სექტემბერი, ორშაბათი 176
სექტემბერი, სამშაბათი 178
სექტემბერი, ოთხშაბათი 179
17 სექტემბერი, ხუთშაბათი 181
18-20 სექტემბერი, პარასკევი-კვირა 182
21 სექტემბერი, ორშაბათი 183
26 სექტემბერი, შაბათი 184
2 სექტემბერი, კვირა 194

28 სექტემბერი, ორშაბათი 202


'80L-/0| '§9 '666| ‘oquadoge ‘| “) ‘coovOPedCy quaduEgoyqhok ·ი “,0006)%ა09 იიიათიხალი“
‘OEL “87|-/7| ‘EE “696| ‘oqoaduge ‘wovHPoDCy qupeudlge ‘adv ‘| “000095900 quykGewlQoad ost
0 ew 2woe 005000606 vadlEp ‘sequadwweP seSCOPwp* ‘qu vadladHod cogewlaAe ‘ogwad
CEcourcPoq ocoupekP ითან ლი) ogludeg quasCEROCeycdqegod 00050 “დ0C(ა99 — (იი |IX-II/ა
„000ნთ%(აცი ი0ხიაCდხალჩ“ ლთ) „წლისთაCიალი =060090აც“ – ი0006Xა)ლჩტ იიაCთთლი იინი5060C
“0C0069000(0ი ი eCasa
000006009 0090 “v@wadwoudeug “0000 900900590 – (Qzp-GpE) ddCguadowq 00096X)00 oweOCg
000აძლ0000C)0 06C6:0506CCლ0ჩლე „ი06ლCლ0 ილნია0 geDowwd ინ0ი0Cა)0 Cა900
‘quad&L. oglEy ძლდილ0ტ40ლ 001000ტ cqueowCowwl qwadCEcwouePeg “#00900000
GoeC9wpdeL cBqued cd owluoglEge ·/00505Cთ6)00 Ywwlwy “080608 00500
-ნი0თ00ძ00ლ0) woghCEP 0C Quy ‘cugebweslgSQoge 00050ლ000C)XC ‘qwudadweed
“აჩი wg@pogeg quEwqooglasPC 0050Cლ 00080ტა30ლ ლბ) ofwheg ი00CაC)0 ლდ
–იანტთათ “00005C)0#0 09000ი0%)0 00100) 900030Cა6)%6ა09 oplurecae ee up@ued
GOOQHOGO 0000CCCC000005 ocdlgeoPquwP ლ6005600ა0ლ0 005000ე0C (00009
–0X)60 00)0000 CC)0ტლ00) Po Gluwhq 90504 76C '00901C96ა6CXC#4, Co მლი0500
–თC) ‘who შ00060C 0000C)000900 gu “950 ი6)06(ა09ლ0 9ლბალი ‘opluswle of
WOWUwlFogge? ‘eguOqladee ‘HedSscoueg “0ლი6)05005600 qoowwQqo ი0C)CC0
-9%)00005 005C9000900)0 Nywlwy 210006)C ‘qule 0C)Cა9%აCა 06ა0M6ა00 ewe
PDEeDoguge 090ჩ066 90 “დიძ)ი5ძ09 Cedwe quelelAsup იი00100აC. od ლი00000)
-69ლ%00 ითა5ნძ0ცლი quewowowHe? YoudCewy “00005C00006ა0 qughCEP pv who
WECalOgueg Quy’ qu&weCy "ODWCEAE ge4og eBgued wegeg 9000 vdod
‘equadeludpogly 00006ა0 ი050C)C400 qousl.gheg quad4 geg, Dwadwap
UYCUWd
იერუსალიმიდან შემოვიდა.) ამასთანავე,
ოდითგანვე საქართველოში
იერუსალიმის ეკლესიის ლიტურგიკული პრაქტიკა გამოიყენებოდა.“ ად–
რეული ცნობები წმინდა მიწაზე ქართველ მომლოცველებსა და ქართულ
მონასტრებზე მე-5 საუკუნით თარიღდება.5
ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში 162 ქართული ხელნაწერი
იყო დაცული; გარდა ამისა, როგორც წმინდა მიწაზე ნამყოფი ხალხის
გადმოცემებიდან ვიცით, პალესტინის სხვადასხვა მონასტერში უძველესი
ქართული საბუთები ინახებოდა. ამიტომ ნამდვილად ღირდა, რომ გემ-
ში ჩავმჯდარიყავი და გეზი ამეღო წმინდა მიწისკენ, რათა ეს ყველაფერი
მენახა, ფოტოსურათები გადამეღო და შემესწავლა. არეული დრო იყო.

M 80000CV 06 #60VCმM.MMCM0M ი00M#CX0M06MVM ”0V3MMCM0M YEPKBH, ეტიუდები ძველი ქართული


ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. IV, თბილისი, 1957, გვ. 358-363.
M. M6M6იM036, VI60VCმიMMCMMV IMმყ0Mმიხ VII 86Mმ, Tucbnuc, 1912; IM. Kexenugse, IIMIV0IIM6CMM6
TPy3HHCKMe NAMATHMKH 8 0169ყ6CI8CMMხIX KHMFOXPaHMNuUaX MW MX Hay4Hoe 3M296MM6, 1908; Le cal-
endrier palestino-géorgien du Sinaiticus 34 (X°-e siécle), ed. 6. Garrite, Bruxelles: Société des
bollandistes, 1958; Le grand lectionnaire de |’Eglise de Jérusalem (V-VIII siécle), ed. M. Tarch-
nischvili, 1-11, Peters Publishers, 1959-1960, CSCO, vol. 188, 189; A. Renoux, Le codex arménien
Jérusalem 121, Patrologia Orientalis, L 35, fasc. 1; t. 36, fasc. 2 (Turnhout Brepols, 1969-71); აკ.
შანიძე, ხანმეტი მრავალთავი, თბილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტ. VII, 1926; Gr. Peradze, A.
Baumstark, Die Weihnachtsfeier Jérusalems im siebten Jahrhundert, Orientalia Christiana, 23,
1927, ი. 1; ელ. მეტრეველი, ც. ჭანკიევი, ლ. ხევსურიანი, უძველესი იადგარი, თბილისი, 1980;
M.van Esbroeck, Les plus anciens homéliaires géorgiens, Louvain-la-Neuve, Peters Publishers,
1975; თ. მგალობლიშვილი, კლარჯული მრავალთავი, თბილისი, 1991; or. მგალობლიშვილი,
ახალი იერუსალიმები საქართველოში, თბილისი, 2013.
An. Uarapenn, IIმM9IMM#MM#. I 0V3MMCM0M CIმ0MMხ 8 Certo 36Mი6 u Ha Cunae, IIიმ80Cიმ8MხI/
IIმი0CIMCMVM# C600MMV, IV, 8ხIი. 1, CankT-Netepbypr, 1888; ტ. გაბაშვილი, მიმოსლვა, ტექსტი გა-
მოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ელ. მეტრეველმა,
თბილისი, 1956; გრ. ფერაძე, უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერე-
ბისა და ქართული მონასტრების შესახებ, გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და
დამატებითი შენიშვნები დაურთო გ. ჯაფარიძემ, თბილისი, 1995; გრ. ფერაძე, ბერმონაზვ-
ნობის დასაწყისი საქართველოში, თ. ჭუმბურიძის გამოკვლევითა და რედაქციით, თბი-
ლისი, 2006; Georgians in the Holy Land, Iberica Caucasica, vol. II, Bennet and Bloom, ed. T.
Mgaloblishvili, London, 2014.
An. arapenu, Namatunuu, გვ. 143-194.
” An. Uarapenn, Namatunnn, გვ. 1-142; 6. მარი, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს Gogbbo-
ცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა, დასაბეჭდად მოამზადა ელ. მეტრე-
ველმა, თბილისი, 1956; გიორგი ავალიშვილი, მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე,
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ.
მეტრეველმა, თბილისი, 1976.

22
არაბებსა და ებრაელებს შორის გაჩაღებული მტრობა მუშაობაში ხელს
მიშლიდა. ეს კონფლიქტი განსაკუთრებით ერთი ადგილიდან მეორეზე
გადაადგილებისას მაბრკოლებდა. მაგრამ მაინც შევძელი, რომ თითქმის
ყველგან მოვხვედრილიყავი, თუმცა დაგეგმილი სამი თვის ნაცვლად ორი
თვე ვიმოგზაურე. დარჩენილი დრო, ანუ სამი კვირა, სირიაში გავატარე და
ეს დრო ჩემი სამუშაოსთვის კარგად გამოვიყენე. მართლაც, კონფლიქტის
გამო იქ უჩვეულო ატმოსფერო სუფევდა. ამ განსაკუთრებულ ვითარება–
ში ბევრ ისეთ საკითხზე დაფიქრება მომიხდა, რაზედაც ფიქრი მშვიდობი–
ანობის ჟამს აზრად არ მომივიდოდა.
ცნობილია, რომ ადამიანი საფრთხისას უფრო ადვილად ამჟღავნებს
თავის ხასიათს და გულს უხსნის ხოლმე იმას, ვისაც მიენდობა, ან იმას,
ვისგანაც დახმარებასა თუ თანადგომას მოელის. ამგვარ ვითარებაში
უფრო ავლენს მადლიერების გრძნობას, თუმცაღა ბუნებით ნაკლებად
მიმნდობია.
ვარშავიდან 29 ივნისს, ორშაბათს, წამოვედი. კოლომიაში ვესტუმრე
ქართველ პორუჩიკს, ვისთან ერთადაც თბილისის სასულიერო სემინა-
რიაში ვსწავლობდი. თვრამეტი წელი იყო, რაც არ მენახა. ოთხშაბათს, 1
ივლისს, ჩავჯექი ხაიფასკენ მიმავალ გემში, რომელსაც „პოლონია“ ერქვა.
მგზავრთა შორის პოლონელი მასწავლებლების ჯგუფი იყო. სამი კვირით
მიდიოდნენ პალესტინის, სირიისა და ეგვიპტის დასათვალიერებლად.
სხვა მგზავრებს ეტყობოდათ, რომ მარტონი იყვნენ სამოგზაუროდ წამო-
სულნი. კოლომიიდან მიმავალ მატარებელში ერთი კაცი გავიცანი, ვისაც
დიდად ვემადლიერები. მისი რჩევა ხაიფაში ძალიან გამომადგა. ებრაელი
იყო, მაგრამ ამას ყველას უმალავდა (მათ შორის, მეც).
გემი სავსე იყო ებრაელი ემიგრანტებით, რომელნიც პალესტინაში
სხვადასხვა ქვეყნიდან მიდიოდნენ. განსაკუთრებით ბევრნი პოლონეთი-
დან იყვნენ წამოსულნი.

23
5 ივშჩსი, პვიჩა

ჩვენი გემი ხაიფას უახლოვდება. შორიდან მოჩანს კარმელის წმინდა


მთა, სადაც წინასწარმეტყველი ელია, ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე საინ-
ტერესო პერსონაჟი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
მთის უდიდესი ნაწილი კათოლიკე ბერებს, კარმელიტებს, ეკუთვნით.
აქ მართლმადიდებლებსაც მშვენიერი მონასტერი აქვთ და მიწის საკ-
მაოდ დიდ ნაკვეთს ფლობენ. ხაიფაში მოგზაურობა დაგეგმილი არ მქონ-
და; იმავე დღეს იერუსალიმში მინდოდა წასვლა.
მატარებელში, რომელიც ნაშუადღევს იერუსალიმისკენ დაიძრა, ძირი-
თადად, თელ-ავივში მიმავალი ებრაელები ისხდნენ. დაცვა გაძლიერებუ-
ლი იყო, გზაში თავდასხმა რომ არ მომხდარიყო. იმ ადგილას, სადაც გზა
კლდეებშია გაჭრილი, თვითმფრინავი თავს დაგვტრიალებდა. მგზავრები
ძალიან არ შეშინებულან. კუპეებში არაბებზე ლაპარაკობდნენ. თვალწინ
გასაოცარი ხედი გადაგვეშალა. შესანიშნავად მოვლილი მიწის ნაკვეთე-
ბის გვერდით, სადაც საუცხოო ბაღები გაეშენებინათ, ველური უდაბნო
მოჩანდა. არაბების ნახევრად დანგრეული ქოხმახების მეზობლად ულა-
მაზესი ვილები იყო წამოჭიმული. ერთი მომთაბარე არაბული ოჯახი რკი-
ნიგზის ლიანდაგთან დაბანაკებულიყო. ეს შიშველ-ტიტველი ადამიანები
შესაბრალისნი იყვნენ, განსაკუთრებით მდიდრულად ჩაცმულ-დახურულ
ებრაელთა გვერდით.
ტულ ქარემის გაჩერებაზე კუპეში ერთი ახალგაზრდა არაბი შემოვიდა.
თავდაპირველად იქ მსხდომებს უნდობლად უყურებდა. მეც დამაცქერდა,

26
ეტყობოდა, რომ ცდილობდა, შეეტყო, მეც ებრაელი ვიყავი თუ არა. მის
შემაწუხებელ მზერას ვეღარ გავუძელი და გამოველაპარაკე. ფრანგუ–
ლი კარგად იცოდა, რადგან განათლება იაფას"“ ფრანგულ კათოლიკურ
მისიონერულ სკოლაში ჰქონდა მიღებული და ქრისტიანობასაც უკეთ იც–
ნობდა, ვიდრე თავის რელიგიას. ძალიან თავაზიანი აღმოჩნდა. მაშ, მი-
სიონრების გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია. ამან ძალიან გამახარა. შემდგომ-
ში მისნაირ არაბებს კიდევ მრავალჯერ შევხვდი. რა თქმა უნდა, აშკარა
ქრისტიანული მისიონერობა მუსლიმურ მოსახლეობაში სახიფათოა და
ხშირად უშედეგოც, მაგრამ ბავშვების აღზრდით, შესაძლოა, მათი რელი–
გიის ზღუდე ერთგვარად გადაილახოს. ამ ადამიანებთან ურთიერთობი–
სას თავში სხვადასხვაგვარი აზრი მიტრიალებდა: დახვეწილი მანერების
მქონენი – ხან ათზე მეტი უცხო ენა რომ იციან, შინაგანად უკეთესნი თუ
არიან თავიანთ გაუნათლებელ თანამემამულეებზე? პირიქით, მათ უფრო
ეჯავრებათ ევროპელები, ვიდრე იმ უბრალო ხალხს. ვფიქრობდი, განა
უნივერსიტეტებში იმისთვის ისწავლეს, რომ იდეოლოგიურ მუშაობას აპი-
რებდნენ, ან უნდოდათ, რომ თავიანთ ხალხს გამოსდგომოდნენ? არა,
იმედი ჰქონდათ, განათლების წყალობით უკეთეს სამსახურს ვიშოვით და
უზრუნველად ვიცხოვრებთო, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენში ხდება ხოლ-
მე.
მებრალებიან ეს აღმოსავლელი ადამიანები, როცა ვხედავ, რომ ასეთი
მონდომებულნი, თავდადებულნი და იდეოლოგიური მუშაობის მოყვა-
რულნი, ქრისტიანულ სკოლებში იმგვარად არიან აღზრდილნი, რომ თა–
ვიანთ ხალხთან, მათ საუკეთესო სულიერ ძალებსა და წარსულის ტრადი-
ციებთან სიახლოვეს კარგავენ.
ახლა თავზე ერთი კი არა, რამდენიმე თვითმფრინავი დაგვტრიალებ–
და. მატარებლის ყველა ფანჯარა დახურეს. მგზავრები ერთმანეთს იმ
არემარეში მომხდარ ნაირ-ნაირ ამბებს უყვებოდნენ. ამან ერთი წერი–
ლი გამახსენა, ვარშავაში ყოფნისას იერუსალიმელი არქიმანდრიტისგან
რომ მივიღე. იგი მწერდა, რამდენიმე კვირის წინ ამ გზაზე თვრამეტი ბომ–
ს" page (ngagg იაფო, იოპია, იოპე) — ისრაელის ერთ-ერთი უძველესი საპორტო ქალაქი.

27
ბი ჩამოუგდიათო. ჩვენი მატარებელი ერთ პატარა სადგურში შეჩერდა.
მალე იერუსალიმში ვიქნებით. მატარებელმა, რა თქმა უნდა, რამდენიმე
საათით დააგვიანა, რაც არავის გაჰკვირვებია. ასეთ ვითარებას ყველა
მიჩვეული იყო.
ეს ადგილი მთაგორიანია. თვალწინ „ქებათა-ქების“ სურათი დამიდგა,
კლდეთა და მთათა სადიდებელი. ეს სურათები წამიერად სხვა მოგონე-
ბით იცვლება და მახსენდება, ღვთისმშობელი ხარების შემდეგ როგორ
წავიდა ენ კერემში თავისი ნათესავის, ელისაბედის, მოსანახულებლად,
რაზედაც ყველაზე დიდებული და უძველესი საეკლესიო საგალობელი,
გასაოცარი Magnificat? შეიქმნა. ამ საგალობლის მელოდია ჩამესმის.
სხვას ვერაფერს ვხედავ და აღარაფერი მესმის. მინდა, შევინარჩუნო ეს
სასოება, ესოდენ ციურ სიმშვიდესა და სიხარულს რომ მგვრის. არაბი
კი ხელს მიშლის. არადა, განუზომლად თავაზიანია და ჩემს გართობას
ცდილობს.
ჩვენს კუპეში ბევრი მგზავრი შემოდის. აქ თავდასხმას არ უნდა მოვე-
ლოდეთ. ჩემ წინ ერთი ხანში შესული ქალი დაჯდა. ისეთი შესახედავია,
როგორიც ჰოლანდიელი მხატვრების „მწუხარე ღვთისმშობელი“. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვა, დარდიანი და მტირალი დედაა. მის გამხდარ სა-
ხეს შეჭირვების, ჯაფისა და გამუდმებული ჭმუნვის დაღი ატყვია; ყველა-
ფერს კი ზეციური სიხარულისა და მოვალეობის აღსრულების შეგრძნება
აგვირგვინებს. მისი გარეგნობა ელისაბედს მაგონებს. ვცდილობ, მისი გა-
მომეტყველება გონებაში აღვიბეჭდო. ალბათ, ან სძინავს, ან ფიქრითაა
გართული. იქნებ ყოველდღიურ პრობლემებზე, ხარჯებსა და მწირ შე-
მოსავალზე წუხს. უეცრად იგი ჩემს არაბს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა.
არაბს სიცილი წასკდა და დიდხანს ვეღარ გაჩერდა. ძალიან მაინტერე-
სებდა, ქალმა რა უთხრა და, რადგან არაბი არაფერს მეუბნებოდა, თა-
ვად შევეკითხე. „ისეთი არაფერი, – მითხრა მან სიცილით, – ამ სულელ-
9
ლათინური საეკლესიო საგალობელი, რომლის ტექსტი წარმოადგენს ლუკას სახარების
ლათინურენოვანი ვერსიის ფრაგმენტს (ლუკა, 1: 46-56). საგალობლის სახელწოდება –
Magnificat (ლათ. „ადიდებს. ამ სიტყვით იწყება ზემოაღნიშნული ფრაგმენტი: Magnificat
anima mea Dominum* (ლათ. „ადიდებს სული ჩემი უფალსტ.
მა ქალმა მითხრა, მთის გადაღმა ბერები ცხოვრობენ, ყველა Mon pére”
ერთნაირი შესახედავია და ეს Mon pére აგრეთვე იმათნაირიაო“.
იერუსალიმში როცა ჩავედით, ვნახე, რომ იქ არც ტაქსები იყო და არც
ავტობუსები; თანაც უკვე შვიდი საათი შესრულდა, შვიდის მერე კი go-
ლაქში სიარული არ შეიძლებოდა. ბარგი სადგურის შემნახველ საკანში
დავტოვე და რუსული სასულიერო წარმომადგენლობის" გზა ვიკითხე.
დილამდე იქ უნდა დავბინავებულიყავი. მგზავრთა უმეტესობა დილამდე
სადგურზე დარჩენას აპირებდა, ზოგს კი კერძო მანქანა ელოდა.
გზად მიმავალი პოლიციელმა გამაჩერა და პოლიციის განყოფილება–
ში წამიყვანა. ბედად, პოლიციის განყოფილება რუსული სასულიერო
წარმომადგენლობის შენობაში იყო განთავსებული. ასე რომ, წასასვლე–
ლი აღარსად ვიყავი. ამასთან, პოლიციელის თანხლებით ქალაქში გავლა
სხვა დროს თუ უსიამოვნო იქნებოდა, ახლა მასთან ერთად სიარულმა იქ
მიმიყვანა, სადაც მისასვლელი ვიყავი. საბედნიეროდ, მატარებლის ბი–
ლეთი თან მქონდა. ჩემი პასპორტიც ადასტურებდა, რომ ამ ქვეყანაში
ახალი ჩამოსული ვიყავი და შეიძლებოდა, აქაური წესები არ მცოდნოდა.
ერთმა ოფიცერმა თავაზიანად მიმაცილა წარმომადგენლობის კარამდე.
მოგვიანებით მას კვლავ შევხვდი იერიქონში და იქაც რამდენჯერმე გა–
მიწია ფასდაუდებელი სამსახური.
წარმომადგენლობაში ბერებს ვახშამი უკვე დაესრულებინათ და მეკა–
რე კარიბჭის დახურვას აპირებდა. ჩემი წერილი ვარშავიდან ჯერ კიდევ არ
ჰქონდათ მიღებული, ასე რომ, არ მელოდნენ. ბერი ჩემმა გარეგნობამ გა–
აოცა. როცა ვუთხარი, რომ იღუმენის ნახვა მინდოდა და მათთან დარჩენას
ვაპირებდი, მკითხა: „ვინ ბრძანდებით, მამაო?“ – „არქიმანდრიტი

ჩი მამაო“ (ფრანგ.).
1 რუსული სასულიერო წარმომადგენლობა (Pycckaa 0VX08Mმ8 MMCCM9) – რუსეთის მართლ-
მადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა იერუსალიმში, რომელიც დაარსდა 1847 წელს.
წარმომადგენლობის მიზნებში შედიოდა წმინდა მიწაზე მართლმადიდებლობის განმტკი-
ცება, იერუსალიმის მართლმადიდებელ საპატრიარქოსთან კავშირის გააქტიურება, ასევე
დახმარების აღმოჩენა რუსეთიდან ჩასული მომლოცველებისთვის (მათთვის გასაჩერებე-
ლი ადგილებისა და საკვების შეთავაზება, მეგზურობის გაწევა და სხვ.) რუსული სასული–
ერო წარმომადგენლობა დღესაც მოქმედებს იერუსალიმში.

29
გრიგოლი ვარ, ვარშავიდან“, — „არქიმანდრიტი გრიგოლი?“ – ძალიან
ნელა, დამარცვლით გაიმეორა. დიდი ყურადღებით მაკვირდებოდა,
ალბათ, ცდილობდა, დაენახა რაიმე ნიშანი, რომელიც ჩემს გარეგნობაში
არქიმანდრიტს ამოაცნობინებდა, მაგრამ რაკიღა ამგვარი ნიშნის პოვნა
ვერ შეძლო (არც გრძელი თმა მქონდა და არც გრძელი წვერი), ხელი
ჩაიქნია და იღუმენის საძებნელად გაეშურა.

30
BABCALN, ოჩშაბაწი

დილის ნ საათზე ზარის რეკვამ გამაღვიძა. სამწუხაროდ, სანამ hogog-


ვამდი, ღვთისმსახურება უკვე დაწყებულიყო. ეკლესიაში ბევრი ხნიერი
ქალი იყო. არ მინდოდა, ხალხის ყურადღება მიმეპყრო და ამიტომ იქვე,
შესასვლელთან დავდექი, რადგან ეკლესიიდან წასვლას ღვთისმსახურე-
ბის დასრულებამდე ვაპირებდი.
ჩემ გვერდით რამდენიმე ქალი იდგა. ერთს მარჯვენა ხელი არ ჰქონ–
და და პირჯვარს მარცხენით იწერდა. მეორეს ბლითებით სავსე კალათი
ეჭირა, იქ მყოფ ქალებს თითო-თითოს ურიგებდა და სთხოვდა, რომ ორი
სულისთვის, ალბათ, მისი ოჯახის წევრების ან ნათესავთა სულებისთვის
ელოცათ. ცალხელა ქალმა ორი სულისთვის სალოცავად ორი ბლითი
მოსთხოვა. ბლითი მეც მივიღე და მადლობა თავაზიანად გადავუხადე რუ-
სულად. “Ish ti, tak khorosho govorit po russki*? – თქვა მან. ალბათ, ბერძენი
ვეგონე და პატრიოტული გრძნობით აღვსილმა, მეორე ბლითიც მაჩუქა.
ნასაუზმევს ერთ მორჩილთან ერთად სადგურში წავედი ჩემოდნის
წამოსაღებად. შემდეგ მისი უწმინდესობის, იერუსალიმის პატრიარქის,
სანახავად ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ ტაძარში, უფლის საფ–
ლავის ეკლესიაში" წასვლას და შუადღისას სადილობაზე დაბრუნებას ვა-
პირებდი.
? „შეხედეთ, რა კარგად ლაპარაკობს რუსულად“ (რუს.).
წმინდა საფლავის ბაზილიკა, იგივე ანასტასისის (ბერძნ. „აღდგომის“) ბაზილიკა – მდება–
რეობს იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ ნაწილში, იმ ადგილზე, სადაც აღმო–
აჩინეს იესო ქრისტეს საფლავი.

31
უფლის საფლავის ეკლესია გალავნით გარშემორტყმული ძველი ქა-
ლაქის ცენტრში დგას. ახალი იერუსალიმი ფართო ქუჩებით, მაღალი და
ლამაზი შენობებით და ევროპული ყაიდის მაღაზიებით გალავნის მიღმაა.
რუსული წარმომადგენლობის შენობა ახალ რაიონშია და ძვირადღირე-
ბულია, რადგან მიწის დიდ ნაკვეთსაც ფლობს. შენობებში, სადაც ადრე
რუსეთიდან ჩამოსული მრავალი მომლოცველი თავშესაფარს პოულობ-
და, ახლა პალესტინის მთავრობაა განთავსებული. ბერებს ამ შენობების
ძალზე მცირე ნაწილი უჭირავთ.
უფლის საფლავის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მრავალი ძველი მო-
ნასტერია. მათგან სამმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და ისტორიის ის მო-
ნაკვეთი გამახსენა, როცა იქ ჩასული ქართველნი, მარტოსულნი, მიუსა-
ფარნი და ყველასთვის უცხონი არ იყვნენ. იერუსალიმში ჩემსავით აქეთ-
იქით არ დაეხეტებოდნენ ტაძრების საძებნელად. იმ დროს ქართველები
იერუსალიმში ჩამოდიოდნენ, როგორც აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძ-
ლიერესი სახელმწიფოს შვილები. შემოდიოდნენ დროშების ფრიალით,
მხიარულ სიმღერებს და ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ. სხვებისგან როდი
ითხოვდნენ შემწეობას ან მფარველობას. პირიქით, სხვებს მათგან სჭირ-
დებოდათ დახმარება. მრავალი მონასტერი ჰქონდათ, სადაც ყველას
შეეძლო თავშესაფრის პოვნა. ძველი ისტორია და ამ მონასტრების წვლი-
ლი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში კიდევ უფრო ზრდიდა ენთუ-
ზიაზმსა და სურვილს, რომ მათთვის მიებაძათ.
რამდენიმე ასეთი მონასტრის გვერდით უნდა ჩამევლო. პირველი
ქუჩა მარცხნივ, პატარა ბორცვზე და ფრანცისკელთა “Casa
გადადის
Nova”-@mob" ფრანცისკელთა მონასტრისკენ მივყავართ, რომელიც
იერუსალიმში კათოლიკეთა ციტადელს წარმოადგენს. ამ მონასტერს „სან
სალვადორეს“? ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონასტერი ერთობ

“_ Cმ58 Nova (იტალ. „ახალი სახლი“) – სასტუმრო სახლი პილიგრიმებისთვის, რომელიც 1866
წელს ააშენეს ფრანცისკელებმა (წმ. ფრანცისკე ასიზელის კათოლიკური ორდენის წევ-
რებმა).
© San Salvador (იტალ. „წმ. მხსნელი“) – მაცხოვრის სახელზე აგებული მონასტერი იერუსა-
ლიშმში, ძველ ქალაქში.

32
სახელგანთქმულია, მისი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. ფრანცისკელე–
ბი არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ იგი ერთ დროს ქართველებს ეკუთვნოდა.
სავარაუდოა, რომ ეს არის ყველაზე ძველი ქართული მონასტერი, დაარ–
სებული 49-5 საუკუნეში პეტრე იბერის" მიერ.
ფრანცისკელი მამები წერენ და ყვებიან, თუ როგორ მიჰყიდეს მათ
ქართველებმა ეს მონასტერი 1551 წელს; თუმცა ფრანცისკელთა საბუთებ–
ში ოდნავ განსხვავებული ამბავია მოთხრობილი.” ეკლესია, რომელიც
ქართველთა დროს არსებობდა, 1889 წელს დაანგრიეს (ძალიან მცირე
ზომისა იყო და კათოლიკური ქვეყნებიდან ჩამოსულ უამრავ მომლოც-
ველს ვერ იტევდა) და მის ნაცვლად ახლანდელი უზარმაზარი, თუმცა არ–
ცთუ ისე ლამაზი ეკლესია აღმართეს. საკათედრო ტაძრის შენობას ქარ–
თული სტილის გავლენა ოდნავ ატყვია. წამიკითხავს, რომ მშენებლობის
დროს უპოვიათ რამდენიმე ძველი ქართული წარწერაც, რომლებიც მო–
ნასტრის მუზეუმში უნდა ინახებოდეს. ცხადია, მათი ნახვა მინდა. როგორ–
მე მცველისგანზ შუამდგომლობის წერილი უნდა მივიღო და მონასტერი
დაწვრილებით შევისწავლო.
ამ მონასტრის გარდა, უფლის საფლავის ეკლესიისკენ მიმავალ გზა–
ზე, ქუჩის მარცხენა მხარეს, წმ. ბასილის დედათა მონასტერს შეხვდებით,
ხოლო ქუჩის მარჯვენა მხარეს – წმ. თევდორეს მონასტერს. ორივე ქარ–
თული მონასტერია. ეს ნაგებობებიც რაც შეიძლება დაწვრილებით უნდა
შევისწავლო.
შუადღე ახლოვდებოდა, მაგრამ უფლის საფლავის ეკლესია ჯერ კი–
დევ ბინდბუნდით იყო მოცული. თუმცა ბევრი წამიკითხავს ამ ეკლესიაზე

% პეტრე იბერი (დაახლ. 417-491 წწ.) – ქართველი უფლისწული, ცნობილი ბერ-მონაზონი.


მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული მონასტრის დაარსება წმინდა do-
წაზე.
” — €.Horn, Ichnographiae Locorum et Monumentorum Veterum Terrae Sanctae, accurate deline-
atae et descriptae, ed. 6. Golubovich., Rome, 1902. Ichnographiae Locorum et Monumontorum
Veterum Terrae Sanctae, ed. and trans. E. Hoade and Bagatti, SBF. Coll. Maj., vol XV., Jerusa-
lem, 1962.
8 ფრანცისკელთა მცველი (მზრუნველი) — ამ ტიტულით მოიხსენიება წმ. მიწაზე მოღვაწე
ფრანცისკელების მეთაური. მცველს ნიშნავს წმ. ფრანციკის კათოლიკური ორდენი რომის
პაპის თანხმობით.

ვვ
და მისი მრავალი ფოტოსურათიც მინახავს, იგი ჩემთვის მაინც სრულიად
ახალი და უცნობი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მინახავს ამაზე უფრო დიდი
ტაძრებიც, მაგრამ ამ ეკლესიამ მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა
სიძველისა და განსაკუთრებულობის გამო. ეს ეკლესია მრავალი თაობის
მიერ წარმოთქმული ურიცხვი ლოცვისა და ვედრების მოწმეა და აქ მათი
უხილავი, მაგრამ მაინც შესამჩნევი ძალა იგრძნობა. ეს ძალა ერთდრო-
ულად ამაფორიაქებელიც არის და დამამშვიდებელიც. ეკლესიაში დრო
სწრაფმავალია. ეს ეკლესია ისტორიისა და მრავალი თაობის ცხოვრების
წარმომსახველია.
ეს ყოველივე მხოლოდ ჩემთვის არ გახლდათ უცხო. თავად მეც უცხო
ვიყავი დღედაღამ აქ მყოფი ბერებისთვის. ყველანი ერთპირად მე მი-
ყურებდნენ. რამდენიმე ერისკაცმა დახმარება შემომთავაზა. მე ყველა
შემოთავაზებაზე უყოყმანოდ უარი ვთქვი და ვიკითხე, ვინმეს ხომ არ
შეეძლო, საპატრიარქოსკენ გამძლოლოდა. ერთი კაცი მაჩვენეს და ისიც
მითხრეს, რომ იგი ვალდებული არ იყო, გამომყოლოდა. „რა თქმა უნდა,
ეს ვიცი, – მივუგე მე, – გასამრჯელოს მივცემ“. როცა ტაძრიდან გამოვდი-
ოდი, თურქი კლიტეთმპყრობელი ჩემი სადაურობით დაინტერესდა. როცა
შეიტყო, რომ ქართველი ვიყავი, თქვა: „ჩვენი არაბული წიგნებიდან ვიცი,
რომ თქვენებურები აქ უწინ მრავლად იყვნენ და ძალაც შესწევდათ“.
იერუსალიმის პატრიარქმა ტიმოთემშ“ დაუყოვნებლივ მიმიღო. მისი
მზერიდან და მიმოხვრიდან უბრალოება გამოსჭვიოდა, რაც ასე ახასი–
ათებთ აღმოსავლელ ეპისკოპოსებს. ხელი გამომიწოდა და მოწიწებით
ვემთხვიე. შემდეგ გვერდით დამისვა. მე თან მქონდა რუსულ ენაზე დაწე–
რილი შუამდგომლობის წერილი, რომელიც მასთან ჩემმა მღვდელმთა–
ვარმა, მიტროპოლიტმა დიონისიმ” გამომატანა; აგრეთვე ერთი წერილი
ბერძნულ ენაზე, პარიზის ქართული მრევლის მეთაურის, არქიეპისკოპოს

% ტიმოთე!I (პითაგორას თემელისი, 1878-1955) – იერუსალიმის პატრიარქი 1935 წლიდან.


თ დიონისი (კონსტანტინე ვალედინსკი, 1876-1960) – 1923 წლიდან ვარშავისა და სრულიად
პოლონეთის მიტროპოლიტი. 1933 წელს მან პოლონეთში მიიწვია მამა გრ. ფერაძე, რო–
გორც პოლონეთის ქართული კოლონიის მეურვე და ვარშავის უნივერსიტეტის მართლ–-
მადიდებლური თეოლოგიის კათედრის პროფესორი.
გერმანოსის” გამოგზავნილი. ჩვენ ინგლისურად ვსაუბრობდით და პო-
ლონეთში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობაზე ვბჭობდით.
საუბრის დროს პატრიარქთან ერთი არქიმანდრიტი შემოვიდა. როცა
შეიტყო, რომ ქართველი ვიყავი, მაშინვე მითხრა: „თქვენი და ჩვენი ეკ–
ლესიები ძველად დაახლოებულნი იყვნენ“. „ეს ახლაც გრძელდება, – მი-
ვუგე მე, – იერუსალიმის წმინდა საკათედრო ტაძარი დიდ ყურადღებას
იჩენს საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ მან პირველმა აღიარა საქართველოს ეკლესიის აღდ–
გენა“.« 22
ისინი ძალიან წუხდნენ საქართველოში იერუსალიმის საპატრიარ–
ქოს საკუთრების ბედზე და აინტერესებდათ, ოდესმე თუ შეძლებდნენ მის
დაბრუნებას. „ჩვენ კი ძალიან გვადარდებს ბედი ძველი ქართული მო–
ნასტრებისა, რომლებიც ახლა საპატრიარქოს ხელშია და გვაინტერესებს,
ოდესმე თუ დავიბრუნებთ მათ“ – მივუგე მე.
არქიმანდრიტს ნარცისი ერქვა. იგი საპატრიარქოს სამეცნიერო ჟურნა-
ლის, „ნეა სიონის“ ერთ-ერთი გამომცემელი გახლდათ. შემდგომში რამ-
დენჯერმე შევხვდი მას და ყოველთვის ძალიან თავაზიანად მეპყრობოდა.
მისმა უწმინდესობამ ყველა თხოვნა დიდსულოვნად შემისრულა. მე კი
ბევრი რამ მსურდა, სახელდობრ: 1) შესაძლებლობა უნდა მქონოდა, რომ
საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ოფიციალურ საათებში მემუშავა; 2) უფ-
ლება მქონოდა, სამ დღეს მეცხოვრა წმინდა ჯვრის მონასტერში და მათი
მასპინძლობით მესარგებლა. ეს მონასტერი ქართველთა აშენებული იყო
და მას ისინი ყველაზე დიდხანს ფლობდნენ. უკანასკნელი ქართველი ბერი
იქ მე-19 საუკუნის შუა წლებში კიდევ ცხოვრობდა. შუა საუკუნეებში ეს მო–
ნასტერი ქართული კულტურის ცენტრს წარმოადგენდა და ჩვენი უდიდესი
პოეტი, შოთა რუსთაველი, იქ ბერად იყო აღკვეცილი. წელს მისი უკვდავი
ეპიკური ქმნილების, „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან 750 წლისთავი აღი–

ბ? არქიეპიესკოპოსი გერმანოსი (სტრინოპულოსი, 1872-1951). მან 1931 წელს წმ. გრიგოლ ფე–
რაძე აკურთხა მღვდლად.
22
იგულისხმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის
მხარდაჭერა.

35
ნიშნება. პოეტი მონასტრის ეკლესიაშია გამოსახული. ამაოდ მქონდა იმე–
დი, რომ ბედი გამიღიმებდა და იქ მის საფლავს აღმოვაჩენდი.
იმის ნებაც დამრთეს, რომ მსოფლიოს ერთ ყველაზე ასკეტურ მონას-
ტერში, იუდეის უდაბნოში მდებარე წმინდა საბას დიდ ლავრაში რამდენიმე
დღე გამეტარებინა. ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ უფლება მომცეს,
მთელი თვის მანძილზე საპატრიარქოს ნებისმიერ მონასტერსა და ეკლესი-
აში, სადაც ვისურვებდი, ღვთისმსახურებაში მიმეღო მონაწილეობა.
მისმა უწმინდესობამ არქიმანდრიტი მამა კალიქსტი მომიჩინა გამყო-
ლად და შუამავლად. მას კიევის თეოლოგიური აკადემია ჰქონდა დამ-
თავრებული და იმ დროისთვის ბევრი აკადემიური ნაშრომის ავტორი
იყო. იგი ჩვენს მიტროპოლიტს, დიონისისა და ვოლინიის არქიეპისკო-
პოსს ალექსისაც მასპინძლობდა, როცა ისინი წმინდა მიწას ესტუმრნენ.
წარმომადგენლობაში კმაყოფილი დავბრუნდი, რადგან ჩემს მიზნებს
მივაღწიე. შუადღე ახლოვდებოდა. ჩვენს მონასტრებში პუნქტუალობას
მიჩვეულნი არ ვართ, ბერებს არ აქვთ დროის განრიგი. აქ კი ყველაფერი
საათობრივად არის განსაზღვრული. სიამოვნებით აღვნიშნავ ამ გარემო-
ებას, რადგან იგი წინამძღვრის წესრიგიანობის მაჩვენებელია.
სადილი, ჩვეულებრივ წარიმართა, ისევე, როგორც სხვა მონასტრებში.
წინამძღვარს ველოდით და ვლოცულობდით. სადილობისას ერთი მორ-
ჩილი იმ დღისთვის განკუთვნილი წმინდანის „ცხოვრებას“ კითხულობდა,
ორი დიაკონი კი სუფრას ემსახურებოდა. ნასადილევს ისევ ვილოცეთ. შე-
ვიტყვე, რომ რამდენიმე ბერი „ზემო“ მონასტერში (ენ კერემში) აპირებდა
წასვლას. მომდევნო დღეს, ძველი კალენდრით 24 ივნისს, წმ. იოანე ნათ-
ლისმცემლის დაბადების დღე იყო და ღვთისმსახურება აღსრულდებოდა
წმ. ზაქარიას სახლში, რომელიც წარმომადგენლობის საკუთრება იყო.
ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად მეც მიმიწვიეს. გაფიცვის
გამო მონასტრისკენ ავტობუსები არ მიდიოდა და გზის დიდი ნაწილი ფე–
ხით უნდა გაგვევლო, თუმცა მე სიარული არ გამიძნელდებოდა.
დაახლოებით სამ საათზე გავემგზავრეთ. ჩავსხედით ავტობუსში, რო-
მელიც ებრაელთა კოლონიამდე მიგვიყვანდა, ანუ თითქმის ნახევარ გზას

36
Le
Ub Coo ქ
-we CEPR. ძლ0)0ჩC “ი009ლ0)ლ0C coopyy quqw GQlule 0500005ლ0C0)60 00500 oC
Yew “00050ჭტ vNweaw CEPL -epadeglEQwe DedslqRy oadeP oNlqwe vwoyl
*qQFqlEquge? ogewe odSladPup qwuD GooNRdadwECy “06)009 qowwD 005000
ილ “cuSedSfeq 0თ5C(აელსბლთ (C0000050606ჩ ‘uadege qewogege? qoadHuq
"quEaquEgequpucd quEeqwequwksd cuqowopPeg CEL ი0 ·72§00ლ
oaDsehA gop Nedeg ‘waychA quae ინ ‘qDCaoquadsl vasCaupequwksds CC)0C090
Bo ,7' ,CU@PDQade guowe oadogwp gelequDFa* vg lOCER 0ცი05 “9000 CC)C0ლ09
CPRQehog ლ01 0600 fie ‘“eMDEcPwglhg quleg 0C “0ძლ%Cა 001000# eDewwEwas) vp
–06C0 00 Po AeDwAQL Dow ‘eDQwadhH pww qadgeq 000 DecdRwwAcwuyl ‘ow
Lgogeesl dE who Po მლსაინ0%ა eww ‘wec? qupo egludHlCp 005000#ტი00ა
LL eDQwuEwq! ogek&w quasDEdsp vaSCoael Yedeog ‘Lo coglus€C vqu&ew
galOgeque 00 ‘eeglywkFog qowOqeque 06C)C050003001000#006)00 ogwaduCH
oedlwp ‘owl$Pog 00:00) ი0#00 WodulE quwQgeqwe ‘sCgowp 06)0ლ00036)0ლ
-we #0009C)00 ‘oadgqeg waskqkegeq quOleequadsl od eqovwsPog ‘coglasPC
ლ800 cwudlPqoOgewé& ocSlQlBeged quwho ლ010C Po 005000900005Cთ0ძ Cgowo
“006006000 quel wpDee -euglPowF qooglaDsel ewuslPqudgewH eB eQwg
CE ი0თ0ილძიაც Dedoq ‘oplylP 00 vadSlHugq eDqywpc ‘egqPo Nywlwy
‘eg lEyle Dequuslalyo gC 60 od
wRAowpcd 006306509 EeMedu€ ·ლ00106ა000)900 we ით08%00 00509 00 eApRw ‘we
-WLOrHogog 9g? 00 “00C000C ‘cowACEGECCE queue Dog? cocsl.QlycghAcy
Dou wogel welac® -gougepl „0600 quwDEFo* qeglweg wlge 000)0§09C%)00
-09 “000606500 0:005C 60400 ocdFCwege oulHqwuyPw 9060 qequeladquele Id
-00 %«00000#000500 opwgeeDR quwPwvw “0001C6:00960900 cwupepde-cowcpese
ილლს edLQCOMcHqewe ‘eDBgywpde waSweeuqeg gouedep equylegewe
oeqlecy 00090იდ quggug 00500%0 oqug ლ03 eqegleweured CBpecdqeq qeoweP
–0ც 000X)0M00%ა6 quadqupequw8sd qequeddug ewdlewy ‘oewp Caclpck
-00 QOY <C160ლ00050 ‘oadoP od CHD ocBCAQuell ლ210000000ლ0 Dewkelgl
"WADECELLE CA GL couglOB owPCpwasuf veka “0იC 902100 od C2:00C)C0C89ლ9
ჩანდნენ მონაზვნები რომელნიც მონასტრიდან ჩვენ შესაგებებლად
მოეშურებოდნენ. მონასტრის შენობა რამდენიმესართულიანია. სართუ-
ლებს ტერასების ფორმა აქვს. იღუმენია და რამდენიმე მონაზონი კა-
რიბჭესთან დაგვხვდნენ. ზარები რეკავდა, როცა შევედით ბაღში, სადაც
სამსართულიანი სასტუმრო სახლი იდგა. ჯერ ჩაი დავლიეთ, მერე ცოტა
დავისვენეთ, შემდეგ კი საღამოს საგანგებო ღვთისმსახურება გაიმართა.
აკათისტოთა? (ლიტანია) თანხლებით მხოლოდ მონაზვნები გალობდ-
ნენ, ჩვენ კი იკოსებს” ვკითხულობდით. არქიმანდრიტს თავზე ჯვრია-
ნი მიტრა ეხურა, ჩვენ მიტრის გარეშე ვიყავით. საგანგებო ღვთისმსახუ-
რებაზე Magnificat® იგალობეს. გულისფანცქალით ველოდი ამ წუთს,
ბაღში ვიდექი, მთის ძირას. ეკლესია იმხელა არ იყო, რომ ყველა და–
ტეულიყო. იმჟამად იქ ასზე მეტი მონაზონი და კიდევ მრავალი სტუმარი
იმყოფებოდა. ჰაერი არ იძვროდა, ჯერ არ დაბინდებულიყო. ერთ კაცს
თავზე შემოდებული ახლად გამომცხვარი პური სახაბაზოდან საერთო
სასადილოში მიჰქონდა, რომელიც შემაღლებულ ადგილას, ზედა ტერა–
საზე იყო. ახლადგამომცხვარი პურის სუნი ეკლესიიდან მომდინარე bo-
კმევლისა და მცხუნვარე ზაფხულის მყუდრო საღამოს გაფურჩქნულ ყვა-
ვილთა სურნელს ერწყმოდა. ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი და დიდებუ–
ლი საგალობელი ეკლესიიდან ზეცისკენ მიემართებოდა.

“ აკათისტოს (ბერძნ. „დაუჯდომელი“ – ლიტურგიკული ჰიმნი, რომელიც 12 საგალობლის-


გან შედგება, აღესრულება ფეხზე დგომით.
იკოსი – დაუჯდომელი საგალობლიდან ერთი სტროფი.
იხ. ზემოთ, სქოლიო 9.

38
7ABCNLN, სამშაბანწიი

გუშინ ეკლესიიდან ძალიან გვიან დავბრუნდით. ჩვენთვის — ექვსი ბე-


რისთვის – ორი ოთახი იყო გამზადებული. კარგად გავიცანი ისინი, ვინც
ჩემთან ერთად უნდა დაბინავებულიყო. ერთი მათგანი ვოლინიიდან იყო,
ამიტომ ბევრი გვქონდა სასაუბრო და, სხვა ბერებისთვის ლოცვაში ხელი
რომ არ შეგვეშალა, ბანზე ავედით. ბანიდან მთელი სოფელი ხელისგულ-
ზე გადაშლილივით მოჩანდა. სოფელში აქა-იქ შუქი ენთო. გვესმოდა, მო-
ნასტერში მონაზვნები ხვალინდელი დღისთვის როგორ ემზადებოდნენ.
წარსულში ეს მონასტერი სტუმრიანობით იყო ცნობილი. არეულობის გა–
მო დღეს ბევრი ხალხი არ მოსულა. აქაურობას ხვალ, ალბათ, მეტნი ეწ-
ვევიან.
ბანზე სიამოვნებით დავრჩებოდი უფრო მეტხანს, მაგრამ ქვემოთ უნდა
ჩავსულიყავი. მეორე დღეს წირვა მქონდა და უნდა მოვმზადებულიყავი.

40
8 ABLNLN, ოთხშაბანი

მთელი ღამე საშინლად მეძინა. თავი მტკიოდა, მაგრამ უნდა მომეთ–


მინა. როცა პირს ვიბანდი, ვესტიბიულში დიდი ქვა შევნიშნე ლათინური
წარწერით. როგორმე ამ წარწერის ფოტოსურათი უნდა გადამეღო. ჯვა–
როსნების დროს ამ მიწას ფრანცისკელები ფლობდნენ. ეს წარწერაც,
სავარაუდოდ, იმჟამინდელია. ჩემი აზრით, ბევრი ძველი წარწერის ნახვა
სხვა რუსულ მონასტრებსა და სახლებშიც არის შესაძლებელი. ეს წარ–-
წერები ჯერჯერობით შესწავლილი არ არის და მათი გამოკვლევა შეავ-
სებს წმინდა მიწის ისტორიას. ამის გაკეთება, წესით, ჩემი ვალია, რადგან
მონაზვნები სხვა სარწმუნოების მიმდევრებს არ ენდობიან და მათ ყვე–
ლაფერს არ აჩვენებენ. ვნანობდი, რომ ფოტოაპარატი თან არ მქონდა.
აქ მერე აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი. წირვა დასრულებული
არ იყო, როცა ეკლესიაში მყოფნი აჩოჩქოლდნენ. ვიგრძენი: მონაზვნე–
ბი ვიღაცას გზას უთმობდნენ. თვალი ირგვლივ მოვატარე და ეთიოპიის
იმპერატორის მეუღლე” დავინახე. მას ორი ქალბატონი და ამალა ახლ–
და, რომელშიც რამდენიმე სასულიერო პირიც ერია. სასულიერო პირები
ფეხშიშველები იყვნენ. იმპერატორის მეუღლეს და ტანმაღალ ქალბატო–
ნებს, რომელნიც მას ახლდნენ, ფეხზე მხოლოდ აბრეშუმის წინდები ეც–
ვათ. მათ პრივილეგიით არ უსარგებლიათ – არ დამსხდარან და მოკრ-
ძალებით ფეხზე იდგნენ.

? ვოიზერო მენენ ასტავი (1889-1962) – იმპერატორ ჰაილე სელასი I-ის პირველი მეუღლე.

4
ღვთისმსახურების შემდეგ იმპერატორის მეუღლე და მისი ამალა ჩაიზე
მიიწვიეს. ერთმა სამხედრომ, რომელიც ფრანგულად საკმაოდ კარგად
ლაპარაკობდა, მითხრა, რომ იმპერატორის მეუღლის თანმხლებთაგან
ერთი ნეგუსის (ეთიოპიის იმპერატორის) ქალიშვილი იყო. იგი ოთხი წლის
წინ რას დესტაზე გათხოვილა,” მეორე ქალბატონი კი ტახტის მემკვიდრის
მეუღლე გახლდათ.” მე წილად მხვდა პატივი, ჩაის სმისას თარჯიმნობა
გამეწია. ტახტის მემკვიდრის მეუღლის გვერდით ვიჯექი, მისგან ხელმარ-
ჯვნივ რას დესტას მეუღლე იჯდა, ჩვენ წინ – იმპერატორის მეუღლე, მის
უკან – აბისინიის არქიმანდრიტი. სხვები ცოტა მოშორებით ისხდნენ. მო-
ნაზვნებს უნდოდათ, სამხედრო ჩემ გვერდით დაესვათ, რათა საუბარი
გაადვილებულიყო, მაგრამ იმპერატორის მეუღლემ მას საპატიო ადგილ-
ზე დაჯდომის ნება არ დართო. ალბათ, კარის ეტიკეტი ამის უფლებას არ
აძლევდა. იმპერატორის მეუღლეს ძალიან ნაზი და სასიამოვნო, მეტყვე-
ლისახე ჰქონდა, საამოდ იღიმებოდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა. არც ტახ-
ტის მემკვიდრის მეუღლე ჩანდა საუბრის მოყვარული, თუმცა ეტყობოდა,
რომ უცხო ენა იცოდა. მას ძალიან ლამაზი, პატარა ჯვარი ჰქონდა ამოტ-
ვიფრული მარჯვენა მკლავზე, იდაყვთან; თითზე ვერცხლის ბეჭედი ეკეთა.
როცა მონაზონმა წვნიანი ჩამოატარა, რას დესტას მეუღლემ ფრანგულად
მკითხა, ამ საჭმელში კარაქი ან კვერცხი ხომ არ არისო. ალბათ, ისინიც
მარხულობდნენ. მონაზვნები თვალს არ აშორებდნენ, როცა მელაპარა-
კებოდა. უჩვეულო სიჩუმე იყო და დიდი სატრაპეზოს ყველაზე შორეულ
კუთხეშიც ყოველი სიტყვის გაგონება შეიძლებოდა. მონაზვნებს ვუთხარი,
რაც იმ ქალბატონს აინტერესებდა. როცა გაიგეს, რას მეკითხებოდა, გამ-
ხიარულდნენ. მთხოვეს, პატივცემული სტუმრები დამერწმუნებინა, რომ
ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მარხვას ითვალისწინებდა და
ყველაფერი წმინდა მამების მიერ დადგენილი წესისამებრ იყო მომზადე-
ბული. ამ განმარტების მიუხედავად, ქალბატონი რას დესტა ყოველ ჯერ-

ბ? პრინცესა ტენაგნე ვორკი (1912-2003) – იმპერატორ ჰაილე სელასი I-ის (1892-1975) უფროსი
ქალიშვილი, არისტოკრატი გენერლის რას დესტა დამტეუს (1892-1937) მეუღლე.
ბ? ვოიზერო ვალატა ისრაელი (1906-1945) – ტახტის მემკვიდრის, პრინც მერიდაზმას ასფავ
ვოსენის პირველი ცოლი.

42
ზე, როცა ახალი კერძი შემოჰქონდათ, იმავე შეკითხვას იმეორებდა (ხან
იმპერატორის მეუღლის თხოვნით, ხანაც თავისით) და მეც ყოველ ჯერზე
უნდა მეთარგმნა. მონაზვნები ისევ ისე მხიარულად არწმუნებდნენ, რომ
ყველაფერი რიგზე იყო. სადილის ბოლოს ხილი შემოიტანეს. რადგან იქ
ყველაფერი ძვირი იყო და მონასტერს იმ დროს საკმაოდ უჭირდა, დე–
სერტად მხოლოდ მონასტრის ბაღში დაკრეფილი გარგარი მოგვართვეს.
გარგარი ჯერ კიდევ მთლად მწიფე არ იყო და ქალბატონმა რას დესტამ ეს
აღნიშნა, როცა მე მას ხილი თავაზიანად შევთავაზე. „ეჭვი ხომ არ ეპარე–
ბა, რომ ხილი სამარხვოა?“ – გავიგონე უკნიდან ვიღაცის ხუმრობა. მად–
ლობა ღმერთს, არავის გაუგია.
ოფიციალური სადილის შემდეგ საპატიო სტუმრები გავასეირნეთ.
ოფიცერმა თავისი სავიზიტო ბარათი მომცა და მე მოვალე ვიყავი, იგი
სტუმრად მიმეწვია. სატრაპეზოში დავბრუნდით და ისევ სუფრას მივუს-
ხედით. ამ უხვი, ორნაწილიანი სადილის შემდეგ ჩაი სასტუმრო ოთახებში
მოგვართვეს. ორი საათი იყო და ჩაის შემდეგ შინ უნდა წავსულიყავით.
ჩაისთვის მასპინძლებს მადლობა გადავუხადე და ფრანცისკელთა მახ-
ლობელი მონასტრის სანახავად გავეშურე. სამწუხაროდ, მონასტერი იმ-
ჟამად დაკეტილი დამხვდა. ამას აღარაფერი ეშველებოდა. ახლა წმინდა
იოანეს სენაკის მონახულება დავაპირე. ეს სენაკი დაახლოებით საათ-ნა-
ხევრის სავალზე იყო იმ ადგილიდან. წმინდა იოანე ჰეროდემ ამ მღვიმეში
ჩაამწყვდია. აქედან გაგზავნა იოანემ თავისი მიმდევრები იესოსთან, რომ
ეკითხათ: „შენ ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდოთ?“ შუა bo-
უკუნეებში ეს სენაკი მომლოცველებს დიდად აღაფრთოვანებდა. სამწუ-
ხაროდ, არ ვიცოდი, იქ როგორ მივსულიყავი. უფრო გამოცდილი თანამგ-
ზავრები უნდა მეპოვა. სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, სადაც სტუმრები
ჩაის კიდევ სვამდნენ და შევთავაზე, რომ გამომყოლოდნენ. ბერები და
მონაზვნები შეშფოთდნენ. ეს გზა თურმე ძალიან სახიფათო ყოფილა და,
დიდი ხანია, სენაკს არავინ სტუმრებია, მაგრამ ორი, ინგლისური წარმო–
შობის ბერი არ შეშინდა და დამთანხმდა გამოყოლას. ამ ბერებს მართლ–
% მათე1L3.

43
მადიდებლობა რამდენიმე წლის Fob მიეღოთ. ერთი მათგანი, წინამძღ-
ვარი ნიკოლას ჯიბსი,'' იმ დროს უკვე ჭარმაგი, ყოველმხრივ გამოცდილი
კაცი, ადრე რუსეთის ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო და რუსეთის
მეფის ოჯახში ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. მეორე იყო ახალგაზრ-
და, გრძელი, წითური თმა-წვერით შემოსილი მღვდელ-მონაზონი. კიდევ
ერთი ბერი, ახალგაზრდა მორჩილიც შემოგვიერთდა. ერთ მონაზონს უთ-
ხრეს, რომ ჩვენთვის სენაკამდე მიმავალი უმოკლესი გზა ეჩვენებინა.
მონასტრის მიწები გავიარეთ. გზა ძალიან ცუდი იყო, უფრო სწორად,
გზა არც ეთქმოდა. მაღლა რაღაც ნანგრევები მოჩანდა. ამ ადგილას ომამ-
დე დიდი საკათედრო ტაძრის მშენებლობა იყო დაწყებული. მონასტრის
ტერიტორიას გალავანი არ ჰქონდა, ყაჩაღები ღამით ხშირად თავს ესხ-
მოდნენ, მონაზვნებს აწიოკებდნენ და ძარცვავდნენ. ალბათ, ძველ, კარგ
დროში გალავანი არც სჭირდებოდათ, ახლა კი მისი აშენება ძალიან
ძნელი გახლდათ. მონაზონმა გზა მშვიდობისა გვისურვა. სულ მარჯვნივ
უნდა გვევლო. საკმაოდ დიდხანს ვიარეთ, მაგრამ ვერანაირი ბილიკი,
რომელიც მარჯვნივ მიემართებოდა, ვერ შევამჩნიეთ. ალბათ, ავცდით.
ბოლოს ერთი არაბი შეგვხვდა. ჩიქორთული არაბულით ვკითხე, წმინდა
იოანეს სენაკისკენ მიმავალ გზას ხომ ვერ მიგვასწავლი-მეთქი. მან სამუ-
შაოს თავი დიდსულოვნად მიანება (თხებისთვის გომურს აშენებდა), უკან
გაგვაბრუნა და მარჯვნივ მიმავალ ბილიკზე დაგვაყენა. ბილიკი სოფელზე
გადიოდა. ძეხორციელი არსად შეგვხვედრია. პატარა ხიდზე გადავედით.
იქ რამდენიმე არაბი იჯდა. როცა მათ შორის მყოფმა ხნიერმა კაცმა დაგ-
ვინახა, რუსულად გვკითხა: „წმინდა იოანეს სენაკისკენ მიდიხართო?“
და გზა მიგვასწავლა. რამდენიმე ბიჭი აგვედევნა, საჩუქარს გვთხოვდნენ.
ხნიერმა არაბმა არაბულად დატუქსა და თავი დაგვანებეს.
მონასტრის კარი დაკეტილი იყო, თვით შენობას ქვითკირის გალავანი
ჰქონდა შემოვლებული. აქ კათოლიკე ბერები ცხოვრობდნენ, რომელნიც

·. ჩარლზ სიდნეი ჯიბსი (1876-1963) – რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის შვილების აღმზ-
რდელი 1908-1918 წლებში. 1934 წელს მართლმადიდებლობა აღიარა და ბერად აღიკვეცა
(მას ნიკოლოზი უწოდეს). 1937 წელს დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა.
მართლმადიდებლებზე პრაქტიკულნი იყვნენ. ამ ქვეყანაში ჯერ გალავა–
ნი უნდა ააგო, და მხოლოდ ამის მერე დადგა რაიმე შენობა ან გააშენო
ბაღი. გალავანი ერთადერთი მოწმობა იყო მაშინ, როცა რაიმე წერილო–
ბითი საბუთი არ ჰქონდათ, რაც ამ ქონებაზე მათ უფლებას დაადასტუ–-
რებდა. რამდენი ქონება დაკარგა ბერძნულმა საპატრიარქომ მხოლოდ
იმის გამო, რომ მამული გალავნით არ ჰქონდა შემოზღუდული?! კარიბჭის
მცველი, ქრისტიანი რომ ჩანდა, ხელზე გვემთხვია. ნაზარეთელი იყო. ძმა
ავგუსტინი არ გამოჩნდა, ასე რომ თავად გავუყევით გზას ყმაწვილკაცის
თანხლებით. იქ განსაკუთრებული არაფერი აღმოჩნდა – პატარა მღვი–
მეში სამლოცველო იყო მოწყობილი; თუმცა ყველანი აღგვაფრთოვანა
ხედმა, ამ ადგილიდან თვალწინ რომ გადაგვეშალა.
კარიბჭესთან შავკანიანი მამაკაცი გველოდა. იგი მონაზვნებთან დარა–
ჯად მუშაობდა და ჩვენთან მეგზურად გამოეგზავნათ. როცა მონასტრიდან
წამოვედით, იქ არ ყოფილა. ცოტა რუსული იცოდა, თუმცა გზაში უმეტე–
სად დუმდა. როცა არაბულ სოფელს კვლავ მივუახლოვდით, პატარა d0-
ჭები თავს დაგვესხნენ, ქვები დაგვიშინეს. ჩვენი მეგზური მათ მამაცურად
იგერიებდა, ქვებს ესროდა და არაბულად უყვიროდა. ღვთის მადლით, ეს
სახიფათო მონაკვეთი მოკლე გამოდგა. ბიჭებმა ვერ გაბედეს იმ ადგილის
იქით, თავიანთი ეზო-ყურის მოშორებით გამოგვკიდებოდნენ. ასე იქცევიან
ძაღლები: ისინი თავს არასდროს ესხმიან უცხოებს იმ ადგილას, რომელიც
მათ პატრონს არ ეკუთვნის.
ნასაუზმევს არქიმანდრიტ კალიქსტს ვეწვიე. ძალიან გულთბილად do-
მიღო და წმ. კონსტანტინესა და წმ. ელენეს ბერძნული, პალესტინის უდი–
დესი მონასტერი დამათვალიერებინა. აქ იყო იერუსალიმის საპატრიარ-
ქოს ცენტრი და თავად პატრიარქიც აქ ცხოვრობდა.
მონასტერი უფლის საფლავის ეკლესიის გვერდით, მიწის დიდ ნაკვეთ-
ზეა გაშენებული. იგი ყოფილი ქართული მონასტრების – წმ. დემეტრესა
და წმ. თეკლას მონასტრების მიწებსაც ფლობდა. მონასტრების ძველი ეკ-
ლესიები ჯერ კიდევ იდგა, თუმცა ქართული კვალი იქ აღარსად ჩანდა. წმ.
თეკლას მონასტრის საგანძურის მცველს ახსოვდა ეს ამბავი, რომელიც

45
სრულებით უცხო აღმოჩნდა წმ. დემეტრეს მონასტრის ბერისათვის. ჩვენ
ბიბლიოთეკაში შევედით. არქიმანდრიტმა წარმადგინა ბიბლიოთეკის
გამგესთან, არქიეპისკოპოს მელიტონ მადაბელთან, რომელიც იერუსა-
ლიმის საპატრიარქოში იერარქიით მეორეა იერუსალიმის პატრიარქის
შემდეგ. მანაც ძალიან გულთბილად მიმიღო და ნება დამრთო, ბიბლი-
ოთეკით მესარგებლა ოფიციალურ საათებში, ანუ ყოველდღე ცხრის ნა-
ხევრიდან თორმეტის ნახევრამდე. ეს დრო საკმაო არ იყო. მუშაობა შემ-
დგომი კვირიდანვე უნდა დამეწყო. არქიმანდრიტს ვთხოვე, ჩემთვის უფ-
ლის საფლავის ბაზილიკა ეჩვენებინა, რაზედაც სიამოვნებით დამთანხმ-
და. დიდი ხნის წინ თვით გოლგოთაც ქართველებს ეკუთვნოდა. ალ. ცაგა-
რელის” დროსაც კი არსებობდა ქართული წარწერა იმ ადგილას, სადაც
ქრისტე ჯვარს აცვეს. სამწუხაროდ, ეს წარწერა მოაშლევინა და რუსული
წარწერით შეაცვლევინა დიდი მთავრის მეუღლემ ელიზავეტა ფიოდო-
როვნამ,“ რომელმაც, თავის დიდგვაროვან მეუღლესთან ერთად, დიდი
ამაგი დასდო წმინდა მიწას. მისი ქმარი ერთხანს რუსეთის საიმპერატორო
მართლმადიდებლური პალესტინური საზოგადოების პრეზიდენტი იყო.
მადლობა ღმერთს, რომ ალ. ცაგარელმა ამ წარწერის ფოტოსურათი
დაგვიტოვა. იქ მრავალი სამლოცველო და დერეფანია. მართლმადიდებ-

2 ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929) — ცნობილი ქართველი მეცნიერი, თბილისის უნივერ-


სიტეტის პროფესორი. გრ. ფერაძე მის შესახებ წერდა: „სახელგანთქმული ქართველი
მკვლევარი ჩემთვის ნიმუში იყო სამეცნიერო მუშაობისას. იგი იყო პირველი, ვინც მთელს
მსოფლიოში მოიძია ქართული ხელნაწერები, დაიწყო მათი აღნუსხვა და კატალოგების
შექმნა. იგი იყო ძველი ქართული ხელნაწერების სამეცნიერო კვლევის ფუძემდებელი, პე-
ტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიდი ხნის მანძილზე. 1929 წელს გარდაიცვალა
თბილისში. მის ნაკვალევს დავადექი და მინდოდა მენახა ის, რაც მისთვის მიუწვდომელი
იყო მე-19 საუკუნის ბოლოს“ (წმ. გრიგოლ ფერაძე, თხზულებათა კრებული, წიგნი პირ-
ველი, ბერმონაზვნობის ისტორიისათვის საქართველოში, ქართული ეკლესიის უძველესი
ისტორია, გამოსაცემად მოამზადა დ. ყოლბაიამ, ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავა, 2012, გვ.
74).
ელიზავეტა ფიოდოროვნა (1864-1918) – რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის მეუღლის,
ალექსანდრა ფიოდოროვნას და; დიდი მთავრის, სერგეი ალექსადროვიჩის მეუღლე. მას
შემდეგ, რაც მისი მეუღლე 1905 წელს რევოლუციონერებმა მოკლეს, მოსკოვში დავრდო-
მილთა თავშესაფარი დააარსა. ბოლშევიკებმა იგი ცოცხლად ჩააგდეს მაღაროში, 1992
წელს ელიზავეტა ფიოდოროვნა წმინდანად შერაცხა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკ-
ლესიამ.

46
ლებს, ფრანცისკელებს, სომხებს, სირიელებსა და კოპტებს თავთავიანთი
დიდი თუ პატარა სამლოცველო აქვთ. წმინდა სახარების მთელი ტრაგე–
დია და დიდება სწორედ ამ ადგილას აღსრულდა. აქ, ამ სახურავქვეშ, იყო
გოლგოთა, სადაც ჩვენი მაცხოვარი ჯვარს აცვეს, სადაც დედამისი, წმინდა
იოანე, მორწმუნე ასისთავი და ხალხის ბრბო იყო თავშეყრილი. ცოტა მო-
შორებით იყო ადგილი, სადაც იგი დაკრძალეს და სადაც აღდგა; სადაც ნი–
კოდემოსისა და იოსებ არიმათიელის საფლავები იყო; სადაც მისი სამოსი
გაიყვეს და სადაც მოგვიანებით წმ. კონსტანტინემ“ და წმ. ელენემ% სამი
ჯვარი იპოვეს. შუა საუკუნეებში სწამდათ, რომ აქ იყო ადამისა და მელ–
ქისედეკის% საფლავები და აქ უნდა ყოფილიყო მთელი სამყაროს ცენტ-
რიც. აქვე იყო პირველი ლათინი მეფეების საფლავებიც. სამწუხაროდ, ამ
საფლავებზე წარწერები განადგურებულია. ქართველთა უსახელოვანესი
მეფე თამარი,” რომლის საფლავსაც ამაოდ ეძებდნენ საქართველოში,
შესაძლოა, აქ იყოს დაკრძალული. რამდენიმე სამლოცველო და თვით
გოლგოთაც ოდესღაც ქართველებს ეკუთვნოდა. არ ვიცოდი, ენითგა–
მოუთქმელი მადლიერება როგორ გამომეხატა ფრანცისკელთა მცველის
მიმართ. მან არქიმანდრიტს თავი ძალიან თავაზიანად დაუკრა და ბევრი
სიძველე მაჩვენა. „უმთავრესია, – მითხრა მან ფრანგულად, – საკუთარი
შინაგანი ბუნების სრულყოფას ცდილობდე“. მისი ნათქვამი ტაძრის სიწ–
მინდით შთაგონებულ დალოგცვად მივიღე და იქაურობა გამხნევებულმა
დავტოვე.

%M კონსტანტინე დიდი — რომის იმპერატორი 306 წლიდან, გარდაიცვალა 337 წელს.


5. ელენე დედოფალი – იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედა (255-330). კონსტანტინე დი-
დის დავალებით, ელენე დედოფალი წმინდა მიწაზე გაემგზავრა ქრისტიანული სიწმინ-
დეების მოსაძიებლად. იერუსალიმში ელენე დედოფლის ბრძანებით ჩატარებული გათ–
ხრების შედეგად, სხვა სიწმინდეებთან ერთად, იპოვეს სამი ჯვარი, რომლებზედაც აცვეს
მაცხოვარი და ორი ავაზაკი.
% მელქისედეკი – ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც მოიხსენიება ძველი და ახალი აღთქ-
მის წიგნებში (დაბადება, 14:18-20; ფსალმ. 109:4; პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა
მიმართ, 6:11; 6:20; 7:28). წმინდა წერილის თანახმად, მელქისედეკი იყო ქალაქ სალემის
(იერუსალიმის) მეფე და უზენაესის მღვდელმსახური.
წ” თამარ მეფე – საქართველოს მეფე 1184-1215 წლებში.

4]
არქიმანდრიტს დავემშვიდობე და პოლონეთის გენერალურ კონსულ-
თან, ბატონ ზდისლავ კურნიკოვსკისთან% შესახვედრად გავეშურე. უკვე
კარგა ხანი იყო გასული, რაც იერუსალიმში ვიყავი და ჩემი მოქალაქეობ-
რივი ვალი ჯერაც არ მქონდა აღსრულებული. იქ ცნობილი იეზუიტის, მამა
ფრანც ზორელის” რომიდან გამოგზავნილი წერილი მელოდა. ჩვენ, რო-
გორც მკვლევარებს, ერთმანეთთან კავშირი გვქონდა. ეს იყო სარეკომენ-
დაციო წერილი პაპის ბიბლიური ინსტიტუტის დირექტორთან, ინსტიტუტს
იეზუიტები მართავდნენ. წერილში უმნიშვნელოვანესი ცნობა იყო: რომის
სომხურ ხელნაწერებში ძველი ქართული ხელნაწერები აღმოჩენილიყო.
შესაძლოა, მათში მნიშვნელოვანი ძველი ქრისტიანული პატრისტიკული
ლიტერატურული საბუთებიც ყოფილიყო. ამ ცნობამ ძალიან გამახარა.
ნასადილევს გეთსიმანიაში წავედი მამა ნიკოლას ჯიბსის სანახავად.
ჩვენ ერთმანეთს მანამდე ენ კერემში შევხვდით და წმ. იოანეს სენაკში
ერთად წავედით.
საშინელი სიცხე იყო. იერუსალიმის კარგად შემონახული ძველი გა-
ლავნის ძირას მივაბიჯებდი. დამასკოს კარიბჭის მარცხნივ პალესტინის
მუზეუმი“ იყო – ძალიან ლამაზი, პალესტინური სტილის შენობა. როგორც
ჩანდა, დამთვალიერებელთა მისაღებად ჯერ არ გაეღოთ. კარიბჭეს როცა
გავცდებოდი, ქვემოთ უნდა დავშვებულიყავი და შემდეგ მარჯვნივ შე-
მეხვია. კარგად მოასფალტებულ გზასა და გალავანს შორის დანგრეული
სახლები მოჩანდა. ამბობენ, რომ აქ კრაკოვის პარკისნაირი პარკის გა-
შენებას აპირებენ. წმ. სტეფანეს კარიბჭის უკან (რომელსაც წმ. მარიამის
კარიბჭესაც უწოდებენ) გზა დაღმართზე ჩადიოდა, მარცხნივ უხვევდა და
ხეობის გავლით ზეთისხილის მთისკენ, „მცირე გალილეისკენ“ მიემართე-
ბოდა. იმ ადგილს ჩავუარე, სადაც წმ. სტეფანე ჩაქოლეს. იქ ახლა პატარა
ბერძნული მონასტერია, რომელსაც მარცხნიდან სომხური გეთსიმანია

9 კაზიმეჟ ზდისლავ კურნიკოვსკი (1885-1965) – პოლონელი დიპლომატი, 1932-1936 წლებში


პოლონეთის გენერალური კონსული იერუსალიმში.
დ ფრანც ზორელი (1863-1947) – გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, იეზუიტების ორდენის წევ-
რი, სხვა ნაშრომებთან ერთად ძველი ქართული ენის გრამატიკის ავტორი.
40
დღევანდელი როკფელერის მუზეუმი, დაარსდა 1930 წელს,

48
ესაზღვრება, მის გვერდით კი ბაზილიკაა, სადაც ღვთისმშობლის საფლა-
ვია. ბაზილიკისკენ მიმავალი გზა ორად იყოფოდა: ერთი გზა ზეთისხილის
მთისკენ, მცირე გალილეისკენ მიდიოდა, მეორე კი, ფრანცისკელთა გეთ-
სიმანიისა და სოფელ სილოამის გავლით, ბეთანიისკენ მიემართებოდა
და მერე იერიქონის მიმართულებით გრძელდებოდა. რუსულ გეთსიმა-
ნიამდე მისასვლელად გზას ჯერ ზეთისხილის მთისკენ უნდა გაუყვეთ. იქ
კი, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, მარჯვნივ შეუხვიოთ.
მამა ნიკოლას ჯიბსი შინ იყო. იგი მონასტრის ყველაზე მაღალ ადგი–
ლას, მომცრო შენობაში ცხოვრობდა, რომელიც ვილას წააგავდა. გემოვ-
ნებით მოწყობილი ვილა ერთ მდიდარ და ღვთისმოსავ, მართლმადი-
დებლური ეკლესიით დიდად დაინტერესებულ ინგლისელ ქალს დაექი-
რავებინა, რამდენიმე თვის წინ კი ინგლისში წასულიყო და სახლი მამა
ნიკოლასისთვის დაეტოვებინა.
ვილას აივანი ჰქონდა, საიდანაც თვალწინ დიდებული ხედი გადამე-
შალა. განტოტვილი კვიპაროსის მიღმა არა მარტო ყველაზე დიდი სამო-
ნასტრო ეკლესიის – წმ. მარიამ მაგდალინელის ოქროსფერ გუმბათებს
ვხედავდი, არამედ ფრანცისკელთა გეთსიმანიაში აღმართული ეკლესიის
გუმბათებსაც და, მათ უკან, იერუსალიმის გალავანსა და ოქროს კარიბჭეს,
რომელიც არაბთა ხანის შემდგომ გადაკეტილია. კარიბჭის უკან ომარის
მეჩეთია. წმ. მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში, რომელსაც გულმოდ-
გინედ ასუფთავებდა რამდენიმე მონაზონი, ხელოვნების ნიმუშები აღარ
იყო. ყველაფერი წარმომადგენლობის მთავარ ეკლესიაში გადაუტანიათ.
მხოლოდ ვერეშჩაგინის“ ნახატები იყო დარჩენილი. ერთ–ერთი მათგანი
მეხსიერებაში ჩამებეჭდა: დილით უფლის საფლავთან მისულმა წმინდა
ქალებმა ლოდზე ჩამომჯდარი ანგელოზი იხილეს და მას გაესაუბრნენ.
ფოტოსურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიაში
უკვე ბნელოდა. აქ, აკლდამაში დაკრძალულია დიდი მთავრის მეუღლე
ელიზავეტა ფიოდოროვნა“?, რომელიც წმ. მართასა და მარიამის მონასტ-

რ ვასილ ვასილიევიჩ ვერეშჩაგინი (1842-1904) – რუსი მხატვარი.


? იხ. სქოლიო 33.
რის იღუმენია იყო მოსკოვში და ბოლშევიკებმა მოკლეს. იგი მაღაროში
ჩააგდეს, საიდანაც ერთმა ბერმა ამოასვენა და, მთელ რუსეთში ძნელი
და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ჩამოასვენა და დაკრძალა იმ ეკ–
ლესიაში, რომელიც მისი აშენებული იყო. ის ბერი, მამა სერაფიმი, ჯერ
კიდევ ცოცხალი ყოფილა. გადავწყვიტე, უახლოეს ხანში ვწვეოდი. წმ. მა–
რიამ მაგდალინელის მონასტერი ამჟამად ინგლისის მართლმადიდებელ
ეკლესიას ეკუთვნის, რომელსაც აქ, ბეთანიაში, მცირერიცხოვანი მრევლი
ჰყავს.
მამა ნიკოლასი მართალი იყო, როცა დაჟინებით იმეორებდა, რომ
იერუსალიმი რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო სამთავრო–-
ბო და სავაჭრო დაწესებულებები (ასევე უნივერსიტეტები, გარდა სამო–
ნასტრო უმაღლესი სასწავლებლებისა) სადმე სხვაგან უნდა გადაეტანათ.
როცა უკან ვბრუნდებოდი, გამომაცილა და ერთი ძველი ბილიკი და დიდი
ლოდი მაჩვენა. აქა-იქ ძველ სასაფლაოთა ნაშთები მოჩანდა. ლოდთან
ყვავილები იყო დარგული. მამა ნიკოლასს სწამდა, რომ ქრისტემ თავი–
სი ბოლო ლოცვა სწორედ ამ ადგილას წარმოთქვა. „იქ, ქვემოთ, სადაც
ფრანცისკელთა მონასტერია, – მითხრა მან, – გზა ძალიან ახლოს იყო, აქ
კი უფრო სიწყნარე იქნებოდა. აქეთ მომავალი ებრაელები და იუდა აქე–
დან უკეთ გამოჩნდებოდნენ“. „მართლაც, სახარება გვამცნობს, რომ ისინი
შორიდანვე მოჩანდნენ“, – დავუმოწმე მეც.
რაკიღა ცოტა დრო კიდევ მქონდა, ზეთისხილის მთაზე ავედი, რათა
სახელგანთქმული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი მენახა.
808 წლის “Commemoratorium”-ob” თანახმად, ამ ადგილას მამათა და
დედათა მონასტრები უძველეს დროშივე არსებობდა. როცა რუსებმა გა–
სული საუკუნის მეორე ნახევარში საკათედრო ტაძრის მშენებლობა
დაი-წყეს, მრავალი საინტერესო მოზაიკა აღმოაჩინეს სომხური წარწე-
რებით, რომლებიც მე-5 – მე-7 საუკუნეებით თარიღდება. ომის დროს
რუსული სასულიერო წარმომადგენლობიდან მუზეუმი ამ მონასტერში

* Commemoratorium (ლათ. „სამახსოვრო ჩანაწერები4 — ქრისტიანული პილიგრიმული ლი–


ტერატურის ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლი, რომელიც 808 წლით თარიღდება.

51
გადმოუტანიათ. ცნობილი არქეოლოგის, მ. როსტოვცევის“ მოწმობით,
მუზეუმი საკმაოდ საინტერესო იყო.
გზა საშინელი გამოდგა. მამა ნიკოლასის ვილის უკან, მარჯვნივ ცხოვ-
რობდა არაბული ოჯახი, რომელიც ერთ დროს მთელ გეთსიმანიას
ფლობდა, რუსებისა და ფრანცისკელების კუთვნილი მიწების ჩათვლით.
ამბობენ, რომ მათი სახლის სარდაფში ახლაც არის მოზაიკა, რომელზეც
იერუსალიმშისახედარზემჯდომიქრისტესდიდებითშესვლააგამოსახული,
თუმცა ოჯახი ამ მოზაიკას არავის აჩვენებს. ამ სახლის უკან კიდევ ერთი
კათოლიკური მონასტერია, მარცხნივ – ძველი მონასტრის ნანგრევები.
ქრისტემ ალბათ, ამ ადგილას იწინასწარმეტყველა იერუსალიმის
დანგრევა.“ მონასტერი ბერძნებს ეკუთვნოდათ. ნანგრევებში შევედი და
ქვა-ღორღში კარგა ხანს ვხეტიალებდი. ერთმა მოზრდილმა ხვლიკმა
დამინახა და ქვის ქვეშ შეიმალა. სულ მაღლა, მთაზე, პატარა არაბული
სოფელი გამოჩნდა. ერთ-ერთი პირველი სახლის კედელზე გაკეთებულმა
წარწერამშემაცდინა დაიმის ნაცვლად,რომმმარცხნივგამეხვია,პირდაპირ
წავედი. იმ წარწერის მიხედვით, ეს გზა ზეთისხილის მთაზე, მონასტრისკენ
მიდიოდა. თუმცაღა, მონასტრის კარიბჭე დაკეტილი დამხვდა და მთელი
არაბული სოფლის გავლა მომიხდა, შესასვლელი კარი რომ მომენახა.
როცა იქაურ ბინადართა სახლებს, ან უფრო სწორად, საცოდავ ქოხმახებს
ვათვალიერებდი, ვფიქრობდი, რომ აქაურნი ან მონასტრის ნანგრევებზე
იყვნენ დამკვიდრებულნი, ანდა დიდ საკათედრო ტაძარს მიკედლებულნი.
სამწუხაროდ, მონასტრის მუზეუმში მდიდარი კოლექცია აღარ იყო. უბირ
მონაზვნებს თურმე ერთმა ცბიერმა და თაღლითმა სომეხმა ყველაზე
ფასეული ნივთები დასცინცლა, ალექსანდრიაში გაყიდა და გამდიდრდა.
როცა ხელოვნების ნიმუშები სასულიერო წარმომადგენლობიდან მოი-
ტანეს და გახსნეს, მონაზვნები ანტიკურ, წარმართულ ქანდაკებათა –
შიშველი ჰერმესის, ადონისისა და აფროდიტეს – ხილვამ შეაძრწუნა.

“ მიხეილ ივანოვიჩ როსტოვცევი (1870-1952) – ცნობილი რუსი არქეოლოგი და სიძველეთმ-


ოდნე.
ცოდხე
ი” მათე, 24, 2-22.

52
სომეხმა ვაჭარმა ეს ამბავი შეიტყო და მონასტერს საჩოთირო ნივთები
თავიდან მოაშორა.
მუზეუმის მოზაიკა კარგად არის ცნობილი; მისი ფოტოსურათები მრა–-
ვალჯერაა გამოქვეყნებული. მე უფრო მაინტერესებდა იუდეველთა მეფის
ეზეკიას” საფლავის ქვა, რომელიც პალესტინაში, რუსულ ტერიტორიაზე
მშენებლობისას აღმოაჩინეს. მონაზონმა, რომელიც იქაურობას მათვალი–
ერებინებდა, მითხრა, ებრაელები ამ ქვის აღმოჩენამ ძალიან აღაფრთოვა–
ნა, გვეშინია, არ მოიპარონ და ამიტომ საგანგებო ყუთში გვაქვს მოთავსე–
ბული და ჩაკეტილიო. გასაღები ვიღაც სხვას ჰქონდა. მე არავის შეწუხება
არ მინდოდა, თანაც მაგვიანდებოდა. შინისკენ იმავე გზით გამოვბრუნდი.
ჯერ კიდევ მთაზე ვიყავი, როცა ერთმა არაბმა, მეჩეთთან რომ იჯდა, რუ–
სულად შემომთავაზა შევსულიყავი და მენახა ამაღლებამდე დატოვებული
ნაფეხური ჩვენი მაცხოვრისა. იმ დღეს საკმაოდ ბევრი რამ ვნახე და ამიტომ
თავაზიანად მადლობა ვუთხარი.

რ ეზეკია–იუდეის მეფე ძვ.წ. 715-686 წლებში.

5ვ
9 30სი, ხუთშაბანი

ნასაუზმევს პაპის ბიბლიურ ინსტიტუტში წავედი. იქ ძალიან საინტერე-


სო რამ შევიტყვე. თურმე ჩემი ხელმძღვანელი, სახელგანთქმული აღმო-
სავლეთმცოდნე პეეტერსი“, რამდენიმე თვის წინ იერუსალიმში ყოფილა
ხუთი-ექვსი დღით. სხვა ადგილებთან ერთად წმ. იაკობის სომხურ მონას-
ტერსაც სწვევია, რადგან უთქვამთ, შესაძლოა, იქ ქართული ხელნაწერები
იყოსო.4 ამის გამო მამა სავინიაკმა“, ამავე ინსტიტუტის თანამშრომელმა,
(წარმოშობით ფრანგმა), შემაგულიანა, რომ იქ და უფლის საფლავთან
მდებარე სხვა მონასტრებში ხელნაწერების მოძიებას შევდგომოდი. ასევე
შევიტყვე, რომ იესოს საზოგადოების წევრი, ბეირუთის იესოს კოლეჯის
პროფესორი, მამა ოვანეს მესერიანი%, ანტიოქიის გვერდით, საკვირველ
მთაზე, განაგრძობდა არქეოლოგიურ გათხრებს. ძველად იქ ქართველი
ბერები ცხოვრობდნენ და შესაძლოა, ბევრი ქართული ძეგლი აღმოჩე–
ნილიყო. მამა სავინიაკი დამპირდა, რომ სარეკომენდაციო წერილს გა-
მატანდა მის აღმატებულებასთან, უფლის საფლავის გვერდით მდებარე
კათოლიკური მონასტრის იღუმენთან და იერუსალიმის კათოლიკური
სკოლის რექტორთან, ვისი დახმარებითაც შევძლებდი მდიდარ კათო-
47
პაულ პეეტერსი (1870-1950) – ცნობილი ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, რომელთანაც
მამა გრიგოლ ფერაძე თანამშრომლობდა. როგორც იგი თავად აღნიშნავს, პაულ პეეტერს-
თან სიახლოვემ მას „დიდი შემოქმედებითი სტიმული მისცა“.
48
წმ. იაკობის მონასტერი ქართველთა მიერ უნდა იყოს აშენებული.
49
რაფაელ სავინიაკი (1874-1951) – ფრანგი დომინიკელი, არქეოლოგი, იერუსალიმის ბიბლი-
ური სკოლის მასწავლებელი.
50
ოვანეს მესერიანი (1888-1965) – სომეხი იეზუიტი, არქეოლოგი და ეკლესიის ისტორიკოსი.
ლიკურ კოლექციებში ჩემთვის საინტერესო საბუთების მოძიებასა და გა–
მოკვლევას.
მამა სავინიაკმა ინსტიტუტის მუზეუმის ოთახში მიმიღო. სხვა ნივთებ–
თან ერთად იქ იყო იორდანიის უდაბნოში იეზუიტების მიერ ჩატარებული
არქეოლოგიური გათხრებისას გადაღებული ერთი ფოტოსურათიც. მასზე
გამოსახულია უძველესი წარმართული სიმბოლო, ისეთი ვარსკვლავი,
ახლა კომუნისტებს რომ აქვთ, მის ირგვლივ კი – ასტარტე.შ!
სადილობამდე ცოტა დრო კიდევ მქონდა და იერუსალიმის ანგლიკა–
ნელი ეპისკოპოსის მოსანახულებლად წავედი. სარეკომენდაციო წერილი
მასთან საქართველოს ცნობილმა მეგობარმა, გიბრალტარის ეპისკოპოსმა
ჰაროლდ ბაქსტონმა გამომატანა. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი იერუსალიმში
არ იყო და მისმა თანაშემწემ, არქიდიაკონმა, მიმიღო. მან მაუწყა წმ. ჯვრის
მონასტრის ეკლესიაში ქართული წარწერების არსებობის შესახებ, ხოლო
შემდეგ სარეკომენდაციო წერილი გამატანა სომხებთან და კანონიკ ბრიჯ–
მანთან, ვისაც სირიელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისიც მითხრა,
კოპტებთან დაკავშირება ძნელიაო. არქიდიაკონმა ბევრი რამ მიამბო ქარ–
თველ დიდებულზე, რომელიც საქართველოს უკანასკნელი მეფის პირდა–
პირი შთამომავალი ყოფილა. იერუსალიმში ინგლისელებთან უმსახურია,
სასაფლაოს უვლიდა, ცოტა ხნის წინ კი ტიბერიაში გადასულა.
შინისაკენ მიმავალმა გზად დომინიკელთა”? მონასტერში შევიარე. ეს
მონასტერი, სავარაუდოდ, იმ ადგილასაა აშენებული, სადაც წმ. სტეფა–
ნეს სახლი იდგა. ეკლესიაში დაცული უძველესი მოზაიკები სპარსელების
შემოსევამდელია, 614 წლით თარიღდება. წმინდა მიწის არქეოლოგიისა
და ისტორიის საუკეთესო ექსპერტები, მამა ვინსენტიწ' და მამა აბელი” აქ
51
ასტარტე (ფინიკიური აშტართი, არამეული ათარი, ებრაული აშთორეთი) — დასავლურ სე–
მიტურ მითოლოგიაში ნაყოფიერების დიდი ქალღმერთი, ბაბილონში ცნობილია როგორც
იშტარი.
დომინიკელები – რომის კათოლიკური ეკლესიის დომინიკელთა ორდენის წევრები. ორ-
დენი დაარსებულია საფრანგეთში 1215 წელს, ესპანური წარმოშობის მღვდლის, დომინი-
კეს, მიერ.
მამა ლუი ვინსენტი (1872-1960) – ფრანგი დომინიკელი, ბიბლიოლოგი და არქეოლოგი.
მამა ფელიქს-მარი აბელი (1878-1953) – ფრანგი დომინიკელი, ბიბლიოლოგი და არქე–
ოლოგი.

55
ცხოვრობენ და უმდიდრესი ბიბლიოთეკა აქვთ. ამერიკელი პროფესორი
ბლეიკი”, რომელმაც იერუსალიმის საპატრიარქოს ქართული ხელნაწე-
რების კატალოგი შეადგინა, რამდენიმე წლის წინ მათთან ცხოვრობდა. მე
მამა დე ვომ% მიმიღო. მან მირჩია, მცირე გალილეაში, ზეთისხილის მთა-
ზე, ბერძნული მონასტერი მომენახულებინა. მითხრა, რომ ამ მონასტრის
ეკლესიაში ქართული წარწერა იყო შემორჩენილი. ძალიან გამიხარდა და
ამ ცნობისათვის მადლობა გადავუხადე.
წარმომადგენლობის კართან იეზუიტ მცველს შევხვდი, რომელთანაც
ჩემთვის გადმოსაცემი რეკომენდაციები იყო დატოვებული. იგი რუსი
ემიგრანტი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ კათოლიკობა მიუღია. და–
ვემშვიდობე და ჩემს ოთახში შევედი. შევიტყვე, რომ პოლონეთის გენე-
რალური კონსული ჩემთან საპასუხო ვიზიტს აპირებდა. ნასადილევს წმ.
იაკობის სომხურ მონასტერში წავედი. აქ არის იერუსალიმის სომეხი
პატრიარქის რეზიდენცია. ეს მონასტერი, რომელიც იაფას კარიბჭის გვერ-
დით მდებარეობს, ოდესღაც ქართველებს ეკუთვნოდა. მოგზაურებმა,
მეტწილად ფრანგებმა, ამის შესახებ ძალზე საინტერესო ცნობები დაგვი–
ტოვეს. უცნობია, მონასტერი სომხებმა როდის დაისაკუთრეს. ქართულ
ლიტერატურაში ამის თაობაზე ძალიან მწირი ცნობებია.
იმ მღვდელს, რომელთანაც ინგლისელმა არქიდიაკონმა სარეკომენ–
დაციო წერილი გამატანა, არ ეცალა, რადგან სკოლაში გამოცდები ტარ–
დებოდა. როცა ვკითხე, ქართული ხელნაწერები ხომ არ გაქვთ-მეთქი,
ჯერ მითხრა, არ გვაქვსო; მერე კი აღიარა, რომ ჰქონდათ, მაგრამ ძალიან
ცოტა. მან ისიც მითხრა, გვერჩივნა, სომხურ და ქართულ ეკლესიებს
შორის განხეთქილება არ მომხდარიყოო. ახლა მონასტრების უმეტესობა
ბერძნების ხელშია და გიჯობთ, ისტორია და ძეგლები თავდაპირველად იმ
მონასტრებში შეისწავლოთო. შეხვედრის დრო მომდევნო შაბათისთვის
დამინიშნა და შემპირდა, რომ მის უწმინდესობასთან წარმადგენდა. შინ
არ მიმეჩქარებოდა და ამიტომ გადავწყვიტე, რუსთა არქეოლოგიური
(ეე
რობერტ პიერპონტ ბლეიკი (0886-1950) — ამერიკელი ბიზანტინისტი და ქართველოლოგი.
რ მამაროდიანდ დე ვო (0903-1971) – ფრანგი დომინიკელი, ბიბლიოლოგი.
გათხრები მომენახულებინა, უფლის საფლავის ბაზილიკის მახლობლად
რომ მიმდინარეობდა. ეს ადგილი ადრე ეთიოპიელებს ეკუთვნოდათ,
შემდეგ კი მათ რუსებს დაუთმეს იმ მონასტრის სანაცვლოდ, რომელიც
რუსეთის მთავრობამ აუშენა. ის მონასტერი ამჟამად ებრაულ კვარტალში,
წინასწარმეტყველთა ქუჩის ერთ-ერთ გადამკვეთ ქუჩაზე მდებარეობს.
აქ აღმოაჩინეს კარიბჭე, რომელიც ქრისტემ გაიარა, როცა გოლგო–-
თისკენ ძელზე გასაკრავად მიჰყავდათ. ამ დიდმა აღმოჩენამ დაადასტუ–
რა, რომ გოლგოთა ნამდვილად არსებობდა. ის იქვე, გალავანთან უნდა
ყოფილიყო. იქ ძველი კედლების საძირკველიც ვნახე." ამჟამინდელი გა–
ლავანი მოგვიანებითაა აშენებული.
იქიდან უფლის საფლავის ბაზილიკისკენ გავეშურე. როგორც ყოველ–
თვის, ბაზილიკაში ახლაც ბნელოდა. შიგნით სიწყნარე სუფევდა, თუმცა
იგი ხალხით იყო სავსე. შესასვლელში ეთიოპიის იმპერატორის მეუღლე
შემხვდა რამდენიმე ქალბატონისა და ამალის თანხლებით.
ღვთისმსახურება აქ ღამით მიმდინარეობდა, თერთმეტი საათიდან
სამის ნახევრამდე. უწინ ხალხს ეკლესიიდან შინ წასვლა შეეძლო, ახლა
კი ღამეს აქ ათევენ, ანუ ეკლესიაში არიან საღამოს შვიდის ნახევრიდან
დილის ექვსის ნახევრამდე. თუ ხვალ წირვის აღსრულების ნებართვას
მომცემდნენ, აქ საღამოსვე მოვიდოდი. იმხანად ეთიოპიით ვიყავი მო–
ხიბლული და მინდოდა, ერთი ნაცნობი ეთიოპიელი მეპოვა. ამიტომ მათ
მონასტერში წავედი. ბაღში ბევრი ბერი იდგა, მაგრამ გამოლაპარაკება
ვერავისთან შევძელი. მათ თავიანთი, მართლმადიდებლური ხატებით
სავსე ეკლესია მაჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნაცნობი ეთიოპი–
ელის ვინაობა იცოდნენ, მაინც ვერ შევძელი გამეგო, სად ცხოვრობდა იგი.
ებრაულ უბანში ვიყავი. იქაურობა ძალიან საინტერესო იყო. პოლო–-
ნური ლაპარაკიც კი გავიგონე. მომწყურდა და ებრაულ მაღაზიაში შევე–
დი. მაღაზიის მეპატრონე კოლომიჯადან იყო. როცა ვუთხარი, რომ მის
მშობლიურ ქალაქში რამდენიმე დღე მქონდა გატარებული, ძალიან გა–

57
ეს სიძველეები დაცულია ალექსანდრე ნეველის რუსულ მონასტერში, რომელიც იერუსა–
ლიმის ძველ ქალაქში, წმ, საფლავის ეკლესიის მახლობლად მდებარეობს.

57
85
wpulege? ‘ep2uEDLad “00009 ogqup Cofog oque ‘equeced oweheglplow ccovswow
uppuddegauylo gog 90264 098| ‘oMwOqeg ogeurloked – (gggL-0ZB1) 0C)0509ც 90§0:Cია gogwo „,
oBewPuladeg 00) oPwudwleo 00%)000005 0C50900%)09 — (V/8|-7|8|) 0§9CX6ა0:90000 vquyrce
‘WoMudge? 0006C)0500500ძ90 600500 eQlwlPo?
GogePqedd 000690 00) 000909 qupe ი06Cთლ6ყ "აჩი ogegug 6აC06)ნ09 queCgewq ი0
“00000 “0000Xა0#0 gegugeupPeg LwCqwoque qowwe 900009ლC)900C ule
-oupof oqugwFgueCoPye 0C00 od Cაიჩ#0ლ9 owlgew owlcPo ‘ogqowee 066)
‘ewe მ0ი0 000 *,wwhowedqowp we eeladuPwlage? qowwe ი000000500
wkqgug 00) udtcowoP “ი060ყ6)069“ :e@Eqowp 000C5C9 00060C00 quudd&ade
vglpwy ‘eDuglAwslyqle ითლლი 001060 Cadep gedew “ს60ჩ005CC00C%)
-0600) eddgh opadgqeg 00C)9ლლ “00:0090ძ000 qeelgfweeog 0100) eghHuwh 00
·"ძ00010000ი ი600CC Dod opPodDSof შლი
-08 “ძC(00006 0500C0)99 cowl ლ0C00009 vdduwl4 od 000ყ0Cა009 ლ0Cა0ლ0ც06ლ0400
00CC0)000C)00) '0C60–09508-%)ლ0C9 00000C)ლC006 05C0096)C ogeogludPC whad
-0000040005C00)00 wlePe 9006 “CCCა090 we 0Cა0 qeewe geoQquwf 05C0005
-orge? 600026066) ‘CqcouoPE quludsCgp CXCა0ი0C ‘quwOPCwod qoadwFq
"qCdSowple vglESRaIgl cuglwupSoPed gecogeOladsef C)CCა09C
00000ჩ060 cocg 066) ‘wee? ი000 0006ჩ0 upwoGege? Dod eadge ‘wedquPg of
მ00000ი oMowlPog Qo oD qoeugegeg ‘qegwaslwha ‘qequwlsdeACp 909001005
Lodge “C0C0000C)CC0050909 000606ყ vcdlPoOPowe ი0060600 Eww ‘DBwqupueq
wrdqupe owlhoousCEh -equeluloudefwrped vwekoeglpSow ‘eDeweplp Po
Dow ‘who 0000 00100) CEPL NuadCowyy “00050900C)09 eDuyge@adege “000060010
იითი)ნ “060:0000 Deudsugcdshe goudSep ‘eDelgRywequ qaslqeq adslEp 90000
vuchoqlpfow cwmdwew ლ00CC ‘glg&ho 000609800 ogewe DeudsfHeg wep
‘glgBgey weade eadge 00 00060600 0C0500C)00 ‘eBwelwepgql equadgledep
“WK 005C000C)69 ,.quwladtgg wwdqeg ‘upg ,qokywaglQod ძ6ა6ელლ
ი0თ6000000 0050C(:09 quceqlplew cwrswew ‘who wede quwe gedoPo
სფლრლენინლთ ecocduqw 0§00Cფ00 '000ყ0000 DCUSLeeplergew eB eDuycqh.
10 NBLNLN, პაჩასპქვი

ნასაუზმევს ერთ მონასტერში წავედი, რომელსაც „სან სალვატორე“ ერქ–


ვა. მამა სავინიაკის წერილი ვაჩვენე და თავად წინამძღვარმა მიმიღო და–
უყოვნებლივ. სამწუხაროდ, ქართული ძეგლები იქ საერთოდ აღარ იყო შე–
მორჩენილი. მას შემდეგ, რაც მონასტერს ფრანცისკელები დაეპატრონენ,
იგი მნიშვნელოვნად გააფართოვეს, თუმცა წმ. კონსტანტინეს და წმ. ელენეს
ბერძნულ მონასტერზე დიდი მაინც არ იყო. მეგზურად მონასტრის პირველი
მდივანი, მამა სტანისლავ ბორკოვსკი მომიჩინეს. იგი პლოკელი იყო. მათ
საკმაოდ დიდ ბიბლიოთეკაში ორი ეთიოპიური და ერთი სირიული ხელნა–
წერი აღმოჩნდა. გარდა ამისა, იქ იყო მდიდარი კოლექცია, რომელშიც თავ–
მოყრილი გახლდათ მომლოცველთა მიერ შესრულებული წმინდა მიწის
აღწერილობანი. თვით ეკლესიაში არანაირი ქართული კვალი აღარ ჩანდა.
ფრანცისკელთა მონასტრის ბაღი ღატაკებით იყო სავსე. იერუსალიმში
ღატაკები ყოველთვის ბევრნი იყვნენ. ფრანცისკელები მათ ყოველ კვი-
რაში ათი ათას პურს ურიგებდნენ. „ქრისტიანებს თუკი არ დავეხმარებით,
აქ ქრისტიანობა გაქრებაო“, – მითხრა ჩემმა მეგზურმა. შთაბეჭდილება
შემექმნა, რომ იქაურმა მოსახლეობამ ქრისტიანობა შებღალა, რადგან
ბიზნესად აქცია. მათთვის მთავარი იყო, რომ ქრისტიანები ყოფილიყვნენ;
სხვადასხვა აღმსარებლობათა არსებობა არ ადარდებდათ. მშობლებს
შვილები ინგლისურ სკოლაში ხალისით შეჰყავდათ, რათა მათ სკოლის
დამთავრების შემდეგ კარგი სამსახურის შოვნა შესძლებოდათ. არ ენაღ-
ვლებოდათ, რომ შეიძლებოდა, მართლმადიდებელ ბავშვებს ინგლი-

59
სურ სკოლებში ანგლიკანური აღმსარებლობა მიეღოთ. ამგვარი განსხ-
ვავებანი მხოლოდ ბერებისა და მღვდლებისთვის არსებობდა. უბრალო
ხალხისთვის ქრისტე ერთი იყო. როცა მართლმადიდებლური ეკლესია
აღზევდა და რუსეთი პალესტინის უდაბნოში ოქროს ფანტავდა, აქ მარ-
თლმადიდებლობა ყვაოდა (სტატისტიკურად). ახლა ბედი ინგლისელებს
უღიმის. პროტესტანტიზმიცა და კათოლიციზმიც მართლმადიდებლობის
ხარჯზე აღზევდა. თავად შევხვედრივარ რამდენიმე ანგლიკანელ არაბს,
რომელთა მშობლებიც მართლმადიდებელნი იყვნენ.
სან სალვატორეს მონასტრიდან გამოვედი და მონასტრის ტერიტორი-
აზე აშენებული კათოლიკური სკოლისკენ გავემართე. სკოლა იქ აუშენე–
ბიათ, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქრისტე გაშოლტეს. სამწუხაროდ, მამა
ლემერიწზ იერუსალიმში არ იყო და მის ნაცვლად მამა ბალდიმჯ' მიმიღო,
რომლის სახელი ადრეც გამეგონა. სხვა ნაშრომებთან ერთად მის კალამს
ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი: ცნობარი წმინდა მიწის მომლოც-
ველთათვის.% ამჟამად ის იტალიურად თარგმნიდა პროფესორ გუსენისზ)
ნაშრომს მე-7 საუკუნის იერუსალიმის ლექციონარის შესახებ.“ მონასტერ-
ში ძალიან საინტერესო მუზეუმია. მამა ბალდიმ ერთი ქართველი თავადის
უჩვეულო ამბავი მომითხრო: დაახლოებით ოთხი წლის წინ აქ თურმე
პოლონეთიდან ჩამოსული ქართველი თავადი სწავლობდა და ქართულ
ძეგლებს დაეძებდა. თავს მუსლიმად ასაღებდა. შემდეგ მექაში წასულა. იქ
შეუტყვიათ, რომ ქრისტიანი იყო და მოუკლავთ. მამა ბალდიმ მისი სახელი

თ“ მამა პოლინ ლემერი (1896-1963) – ფრანცისკელი ბერი. 1928-1963 წლებში იგი იყო ფრანცის-
კელთა ბიბლიური კვლევების ინსტიტუტის (Studium Biblicum Franciscanum) პროფესორი.
აღნიშნული სასწავლებელი, რომელიც ძველ იერუსალიმში მდებარეობს, წარმოადგენს
რომის კათოლიკური ეკლესიის ბიბლიური კვლევებისა და არქეოლოგიის უნივერსიტე-
ტის, „ანტონიანუმის“, ფაკულტეტს.
წ მამა დონატო ბალდი (1888-1965) – ფრანცისკელი ბერი, ბიბლიოლოგი, პალესტინო-
ლოგი და ისტორიკოსი. 1938-1940 და 1950-1963 წლებში იერუსალიმში Studium Biblicum
Franciscanum-ob დირექტორი იყო.
0. Baldi, Enchiridion Locorum Sanctorum. Documenta 5. Evangelii loca respicientia, Jerusalem,
1935, 1982.
% ჰაინრიხ გუსენი (1863-1927) – გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ბონის უნივერსიტეტის
პროფესორი, გრ. ფერაძის ხელმძღვანელი გერმანიაში სწავლისას.
H. Goussen, Uber georgische Drucke und Handschriften, die Festordnung und den Heiligenkal-
ender des altchristlichen Jerusalems betreffend, Ménchen-Gladbach, 1923.

60
“6-| 4 Cgewo qo) og
-006ნწლძლი 000030 ლ00500C6ა6)00%ალ Bgeqle quudledqeg pe oA QlDCuqede C)000 quwlwqhee — ag
"იიაძლი qugladseRAwp ‘prwe—oDqlwle ქ“
-PC quaQqeque 0C ‘Beeqegew quelOwpado® ·02:0600 00§CC0C)090ლ01 C0000#001
-SCeecop qugegeg geqeudge opuylOgeque 0C5C006)00 06)0000)0 quadge 0600
·6906900%0ლ qQHowe wlgocordd ი0009Cლი 8|-00 ewlAwed vadlco
-Qof ocdowl hed who Cgogl caSlER god ილ000C00 comwOqu quegulPgc?
060ფ0ნ05ნლტილი qowgelg wCuop GCOqowP ,,eglByoe CasCEpvq wolulOgueq
ლ0566ჩ opelOgegwe e@ cEhewpc? ‘vlgowH oadlCodghQwhg ‘owl ocowF '009
-0506ა6)%ა00 Ceofewo eB ლძC ‘Degqegew quelhweadee ‘Hedeq ‘oadRelglpe
WR geadolde 00 cugludsfC wow -oaduglywwple cCAECHA velECwLgeg
0000 “WRO „გ00396C6060 Cyde ‘coulOgequp cudge Nedeog “ილ050901C ev -glgdd
-QWUEwas) oguulDEdpeg 005C00C9090506ძლ90 Po (00%:06CCC0 ილ00C6XC)6ლ0000
qowllgeufeq owlOgeqwe oMEwedgqehEop wwlww qulOqegqwe wePoad
-wor? NecdoasCewy Cogypr&lp of 9C)66 “ი05CიC4ტ 0§ლ0ჩ0 Cov 0000C6)–0%
EeQlggque cwoy ი0 “60069 ‘qoowe oguslBuwgh Deddqueeq 99000 oglEpFoq
‘coulOgegue ლ0) eadwFy owEle Po ‘cucdecoucg ‘eDwQwhOpes we 0000 swe
‘cogluehyoge we 006% -eEqupleCe ow lHewe ‘quowlpd equaddep “sCgoguped
900080 (wocSlHEdp ‘ocslCADEdsp) „06)CV ‘owky* :00000C ocSowvEF od qlqegoge
-00 ep Qlhug Po odgyEwpcde 00000C cSlgewe “00006 oulHoewlE od oldwpoe
Ge OudCpW? 009 ‘DwueqhApeg CaychEoy qaslaCF od 004609 0)Cა0500069ძლ0 op
–ჩლთ500 05050 gECHAcLEeg EwOupe ‘woowe ლ60 0C)0690C 0000 Cა6)ზ%C 00C)000
00:06 900501 “)06)0თიტ “00§ლCთ ი09000ალC qlgeHlOq ‘pA ‘BecovadeLog “0060
0Cხ690 ·ნ609ყ0056ლ 0C)06% 00095ჩ coulo2we cooguelglhlwpc? Deadelgleege 909
-600509 00068 wry “0090)60C)99C 009009 gelwpe pe 9900CX)0 700500090 who
WOQCEP queCwpeO 005C0000ი0C)ს vdSRCwWLgeG იძლნლიალდ ი000თ"5ლ0(C)00
“600609 quelludslEpoq “აჩი equal 00500C 03000X600)9 '06)C
–-0566 00C)ნ0ილ0ძ00ა0 wlPoadwooP wlqowg Beg ლ00C”5080000 glPequque
“C00:05009 VEWNE Doucshayg 20005Cა6)0ლ vweSCpe qu&«wequelluyA CC
-Ogewlopl cSCEcouof od qlCulOqueed goucdep cwooddoleqea-cdeEoge 600506
–თი)0ჩ oadsCquddwe 00 '0000CCა0000 pww ‘eDuoepesd 00C)900 “000900009 wCE
ლესიაც იოაკიმესა და ანას ნასახლარზე დგას. მაჩვენეს კიდეც ის ადგილი,
სადაც ეკლესიის ქვეშ აკლდამაა. სავარაუდოდ, ძველად აქ სამლოცველო
იყო. სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარებისას იქ ძალიან ძველი ხატი და
მოზაიკური იატაკი აღმოჩნდა. მიწის პირიდან რამდენიმე მეტრით დაბლა
ვიყავით, კედლები დანესტიანებული იყო, ჰაერი – ჩახუთული. ოჯახი, რო-
მელიც ქრისტიანული გადმოცემით, მდიდარი იყო, ასეთ პირობებში არ იც-
ხოვრებდა. იქნებ ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ, რომელიც თანდათან
მიწაში ჩაეფლო, ხოლო შემდეგ მიწის ფენას ნანგრევებიც დაემატა? ყო-
ველ შემთხვევაში, ასეთნაირადაა გეთსიმანიაში ღვთისმშობლის ბაზილი-
კა, რომლის კარიბჭეც ახლა იმ ფანჯრის ადგილასაა, ადრინდელი კარიბჭის
ზემოთ რომ იყო. ახლა ის ძველი კარი აკლდამის გვერდით მდგარი შენო-
ბების ნგრევისა და დაშლის შედეგად მიწაშია ჩაფლული. ძველი იერუსა-
ლიმის დონეზე ჩასასვლელად 5-6 მეტრის ამოთხრა დაგვჭირდებოდა.
წირვა დილაადრიან დამთავრდა. უფლის საფლავის ეკლესიის წინამ-
ძღვარმა, ბერძნული საპატრიარქოს პირველმა არქიმანდრიტმა, თავის სე-
ნაკში ყავაზე მიმიწვია, შემდეგ კი დასაძინებლად დავწექი. ფანჯარაში მზის
პირველი სხივები შემოიგრა. მესმოდა, მუეძინი სალოცავად როგორ მოუხ-
მობდა მორწმუნეებს მინარეთიდან. დიდხანს ვერ დავიძინე. იმაზე ვფიქ-
რობდი, რაც წინამძღვარმა მითხრა, ქართველები აქ ოდესღაც ძლიერნი
იყვნენ, მაგრამ ახლა იმ დიდებას ვეღარ დაიბრუნებენო. „ყველაფერი სომ-
ხების გამო დაკარგეთ, – თქვა მან, – ასეთია ცხოვრების მდინარება! ადამი-
ანი იბადება, ვაჟკაცდება და მერე კვდება“ მაშ, მისი აზრით, საქართველო
უკვე მკვდარია და ჩვენი აღსასრულიც დადგა? ნუთუ ეს მართლა ასეა? ალ-
ბათ, ამ შემთხვევაში ჩვენს დამოკიდებულებას წმინდა მიწის, ჩვენი ძველი
ძეგლებისა და ჩვენი ძველი კულტურის აკვნის მიმართ გადამწყვეტი მნიშვ-
ნელობა ვერ ექნება. მაგრამ თუკი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არააქვს,
მაშ რაღას უნდა ჰქონდეს? გონებას ვძაბავდი, რომ მეპოვა ძალა, რომელიც
გამომაცოცხლებდა, აღმაფრენას შემმატებდა და მივხვდი, როგორ გვაკლ-
და თავმდაბლობა და სისპეტაკე. იქნებ, მათ შესწევთ ამის ძალა, ვინც წერს
და ლექციებს კითხულობს? არაფრის დიდებით! ამის ძალა ერს, მხოლოდ
ერს შეიძლება ჰქონდეს! მე კი რა შორს ვარ ახლა ერისგან!

62
11 ABCNLN, შაბაწი

იერუსალიმი ქრისტეს მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. ამიტომ


არც მისი მოწაფეების პატივისმცემელი და მოყვარული ყოფილა. თავა-
დაც ხომ თქვა, რომ არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე უმეტესი. ასე იქ-
ნება მის მეორედ მოსვლამდე.
საპატრიარქოში სადილობამდე მივედი. წმ. ჯვრის მონასტერში წასვ-
ლას ვაპირებდი. ვფიქრობდი, ხვალ ნაშუადღევს წავალ და სამ დღეს დავ-
რჩები–მეთქი.
ბერძენთა გადმოცემით, წმ. ჯვრის მონასტერი იმპერატორმა წმინდა
კონსტანტინე დიდმა ააგო, მაგრამ ამის არავითარი საბუთი არ არსებობს.
სინამდვილეში იგი მე-11 საუკუნეში ერთმა ქართველმა, პროხორემ, და-
აარსა. თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ მან, შესაძლოა, იქ მანამდე არსებუ-
ლი მონასტერი აღადგინა. ქართული წყაროები ურთიერთსაპირისპირო
ცნობებს გვაწვდის. მონასტერი აშენებულია იმ ადგილას, სადაც იდგა ხე,
რომლისგანაც ჯვარი გააკეთეს. პილიგრიმულ ლიტერატურაში მოთხრო-
ბილია, რომ ეს ხე ლოტმა დარგო სინანულის სიმბოლოდ, სოლომონის
დროს ის იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაზე გამოსაყენებლად მოჭრეს,
მაგრამ სამშენებლო მასალად არ გამოადგათ, იერუსალიმის კარიბჭის
(ალბათ, იაფას კარიბჭის) გვერდით იდო და გამვლელები მასზე სხდე-
ბოდნენ.

წ” მათე10, 24.
ქართული გადმოცემის მიხედვით, პირველმა ქართველმა ქრისტიანმა
მეფემ, მირიანმა (მე-4 საუკუნე), მონასტრის გვერდით ქართული სოფელი
დააფუძნა, რათა ამ სოფლის მკვიდრთ მონასტერი დაეცვათ და ყოველ-
გვარი მომსახურება გაეწიათ. ამ მიზნით იქ მან ქართული სოფლებიდან წაყ-
ვანილი ოჯახები ჩაასახლა. ეს სოფელი ახლაც არსებობს, მას მალხა ჰქვია.
მთელი დილა საპატრიარქოში გავატარე. ნაშუადღევს სომხურ Imbob-
ტერს ვესტუმრე. ყველაფერი მაჩვენეს, გარდა ქართული ხელნაწერებისა,
რომლებიც, მათი მტკიცებით, საერთოდ არ ჰქონდათ. არც განძთსაცავი
მინახავს. მთავარი ეკლესია მომლოცველებზე საოცარ შთაბეჭდილებას
ახდენს. მათი აზრით, მთელ იერუსალიმში ეს ყველაზე ლამაზი ეკლესი–
აა უფლის საფლავის ეკლესიის შემდეგ. ეკლესია ძალიან დიდი კი არის,
მაგრამ უგემოვნოდაა შემკული. წმინდა მიწაზე ლათინური მმართველო-
ბის ხანაში სომხებმა კათოლიკობა მიიღეს და ტაძარი ამ გზით შეინარ–
ჩუნეს. მე მგონი, მონასტერი ქართველებს სწორედ იმხანად წარსტაცეს.
წინ რაღა დაუდგებოდათ, რომ ყოველგვარი ქართული კვალი მოესპოთ?
ახლა ამბობენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართო და მათ პატ-
რიარქს პანაგია უკეთია, რომელზეც ორთავიანი არწივია გამოსახული.
შუა საუკუნეებში ფრანცისკელ ბერებს უფლება ჰქონდათ, რომ ეკლესიის
ერთ–ერთ საკურთხეველთან წირვა ჩაეტარებინათ. ალბათ, ისინი თავი–
დან მოიშორეს და არ გამიკვირდება, მათ ადგილს ანგლიკანელი მღვდე–
ლი თუ დაიჭერს.
ეკლესიის კედლის გარეთა მხარეს ჯვრისფორმიანი ორნამენტების
სიუხვეა. ეს ჯვრები ძალიან მაგონებს იმ ჯვრებს, საქართველოში პარხ–
ლისა და ოპიზის? ახლომახლო რომ ვნახე. მონასტრის არქეოლოგიური
კვლევა ამ ჯვრების შესწავლით უნდა დაიწყოს. კაიაფას სახლის გვერ–
დით, სადაც ახლა ეკლესიაა, ერთი ძალიან ბებერი ზეთისხილის ხე დგას.
ამ ხიდან მოკრეფილ ზეთისხილს ეჩმიაძინშიზ" აგზავნიან, სადაც წმინდა
68
პარხალი და ოპიზა – მონასტრები ისტორიული საქართველოს რეგიონებში: ტაოსა და
კლარჯეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია).
ნ9
ეჩმიაძინი – სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის პატრიარქის, სრულიად სომხეთის კა–
თოლიკოსის რეზიდენცია.

65
ზეთს ამზადებენ. ამან გამახსენა საქართველოში გავრცელებული ერთი
პოპულარული ლეგენდა, რომელსაც უმეტესად სოფლის მკვიდრნი ყვე-
ბიან: სომხებს იერუსალიმში წყარო ჰქონიათ, საიდანაც წმინდა ზეთი მო-
ედინებაო. ეს ლეგენდა, სომხებს იერუსალიმში ვითომდა სასწაულთმოქ-
მედი წყარო რომ აქვთ, გაუნათლებელ ხალხში სომხური ეკლესიისადმი
პატივისცემას ზრდის.
ჩემმა მეგზურმა მონასტრის წარსული სომხური თვალთახედვით მო-
მითხრო და, რა თქმა უნდა, ქართველები არ უხსენებია (თუმცა, იერუსა-
ლიმში მათ უფლებას ამ მონასტერზე ყველა აღიარებს). მან შემომთავაზა,
ყველაფერი აღმეწერა და გამომექვეყნებინა. „ო, არა, მე მხოლოდ თქვენს
სტუმართმოყვარეობაზე დავწერ“, – მივუგე მე. მას უნდოდა, რომ ძალიან
ესიამოვნებინა და მითხრა: „თქვენ ჩვენზე ბედნიერები ხართ, სამშობლო
გაქვთ, ჩვენ კი მთელს მსოფლიოში ვართ გაფანტულები და ყველგან პა-
ტარ–პატარა კუნჭულები გვაქვსო“.
მინდოდა, ის ღამე ისევ უფლის საფლავის ეკლესიაში გამეტარებინა,
მაგრამ იმ დღის განცდებისგან ძალიან დაქანცული ვიყავი. მომდევნო
კვირა უნდა დამეგეგმა: წმ. ჯვრის მონასტრიდან როცა დავბრუნდებოდი,
ერთი დილა მაინც უნდა დამეთმო ბიბლიოთეკისთვის და შემდეგ ბეთ-
ლემში წავსულიყავი. პარასკევს, სურსათის ქარავანს გავყვებოდი და
იუდეის უდაბნოში წმ. საბას მონასტერს მოვინახულებდი. შემდეგ მეტი
დრო მექნებოდა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში რამდენიმე კვირას
მშვიდად ვიმუშავებდი.

66
12 NINN, პვიჩა

დღეს მამა ნიკოლასს შევხვდები გეთსიმანიის ბაზილიკაში, სადაც


ღვთისმშობლის აკლდამაა. იქ წირვას დავესწრებით, სტუმართმოყვარე
მამის სახლში ჩაის დავლევთ და ბეთანიისკენ ერთად გავეშურებით. ჩვენ
მიწვეულნი ვართ ბეთანიის მცირე მონასტერში, რომელიც იმ ადგილასაა
აგებული, სადაც მართა ქრისტეს შეხვდა და ტირილით უთხრა: „უფალო,
აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.” ომამდე იქ რუსი მომ-
ლოცველებისთვის სახლი იდგა; ომის შემდეგ მისი ნანგრევებიღაა დარ–
ჩენილი. იქ ახლა ინგლისელი მონაზვნები ცხოვრობენ, რომელთაც ცოტა
ხანია, რაც მართლმადიდებლობა მიიღეს.
გეთსიმანია ახლა მხოლოდ ბერმნებისა და სომხებისაა. ბაზილიკა მი–
წის ქვეშაა. იქ ჩასასვლელად ორმოცდარვა საფეხური უნდა ჩაიარო. ob-
ლანდელი შესასვლელი იმ ფანჯრის ადგილზეა, რომელიც ადრე კარის
ზემოთ იყო. სავარაუდოა, რომ აკლდამის ზემოთ იდგა ბაზილიკა, რომე-
ლიც სპარსელებმა გაანადგურეს. ბაზილიკის ირგვლივ, მიწის ზედაპირზე,
სამშენებლო მასალებია მიმოფანტული. თავდაპირველ შესასვლელამ-
დე, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება, 12 საფეხურის ჩავლაა bogo-
რო. წირვა ბერძნულად მიმდინარეობდა. ბაზილიკაში ძალიან ბნელოდა.
ღვთისმსახურებას მხოლოდ რუსული გეთსიმანიიდან მოსული რამდე-
ნიმე მონაზონი ესწრებოდა. ერთი მათგანი მეფსალმუნის მოვალეობას
ასრულებდა. რამდენიმე ლოცვა მოლდავურადაც კი იგალობა. ალბათ,
# იოანე 11, 20-22.

ნ7
მოლდაველი იყო. წირვის შემდეგ ანთებული სანთლით ხელში მთელი
ბაზილიკა მოვიარე. იქ რაიმე უჩვეულო ნივთი ან ხელოვნების ნიმუში არ
ყოფილა. ბერძნულ წირვას სომხური წირვა მოჰყვა.
კართან ერთი ფრანცისკელი შემხვდა, რომელიც ხელმარცხნივ მდე-
ბარე პატარა შენობიდან, ფრანცისკელთა სამლოცველოდან გამოვიდა.
იგი უფლის საფლავის კათოლიკური მონასტრის წინამძღვარი აღმოჩნ-
და. მისთვის გადასაცემი სარეკომენდაციო წერილი ჯიბეში მედო. ფრანგი
იყო, მაშასადამე, ლაპარაკის მოყვარული. მან მითხრა: „სომხები და ბერ-
ძნები ოსმალთა ხელისუფლებასთან ჩვენ წინააღმდეგ ხრიკებს ხლარ-
თავდნენ; მოღალატეობას და სახელმწიფოს ურჩობას გვაბრალებდნენ.
ჩვენ დავიდარაბას თავი ავარიდეთო“.
ბეთანიისკენ საკმაოდ კარგი სამანქანო გზა მიდიოდა, სოფელ სი-
ლოამს გასცდებოდა და შემდეგ მარცხნივ, იოსაფატის ველსა და მდინარე
კედრონს შუა მიემართებოდა. ეს გზა ზეთისხილის მთიდან იერიქონამდე
პირდაპირ მიდიოდა, ხოლო მეორე გზა – ზეთისხილის მთიდან ბეთბაგემ-
დე.” სახარების თანახმად, ქრისტემ ეს მეორე გზა აირჩია. სოფელს რატომ
გაერიდა? ვცდილობდი, ამ კითხვაზე პასუხი მეპოვა და მამა ნიკოლასმა,
თითქოს ჩემი გულის ნადები ამოიცნოო, მითხრა: „უმჯობესია, სოფელს
გავერიდოთ, ძალიან ცუდი სახელის მქონეაო“. ესე იგი, ცუდი სახელი
უწინაც, ჩვენი მაცხოვრის დროსაც ჰქონია! რა დამახასიათებელია ამგვა-
რი რამ აღმოსავლეთისთვის: აქ ყველაფერი, ცუდიც კი, შემორჩენილია,
თუმცა, წმინდა ქალაქის გვერდითაა, სადაც ამდენი სისხლი დაიღვარა სი-
კეთისა და უკეთესი ცხოვრების სახელით, სადაც ქრისტეს მიმდევრობის
ჭეშმარიტი მაგალითების მოწმენი გახდნენ!
გზად „მამაო ჩვენოს“ მონასტერში შევიარეთ. გადმოცემის თანახმად,
ქრისტემ პირველად ამ ადგილას თქვა ეს ლოცვა. ეკლესია ჯერ კიდევ
დაუმთავრებელი იყო. ბაღში სამშენებლო მასალად გამოსაყენებელი

V” ბეთბაგე (არამ. „ლეღვის სახლი“ – უძველესი ადგილი ბეთანიასთან ახლოს, ზეთისხილის


მთის ფერდობზე, იგი მოხსენებულია მათესა და მარკოზის სახარებებში (იხ. მათე 21,1; მარ-
კოზი 11, 1).
დიდი ქვები ეწყო. ალბათ, უზარმაზარ ნაგებობას აშენებდნენ. დარბაზში
ქაღალდის ფურცლები ეკიდა, რომლებზეც ლოცვა მსოფლიოს ყველა
ენაზე ეწერა.
ოცი წუთი ვიარეთ და ბეთანია დავინახეთ. შორს მკვდარი ზღვა და
წმინდა მდინარე იორდანე მოჩანდა. თვალს არ ვუჯერებდი, რომ ეს იყო
ბეთანია – სოფელი, რომელსაც ჩვენი მაცხოვარი ეწვია და სადაც, მისი
საუკეთესო მეგობრები, ერთი ძმა და ორი და ცხოვრობდნენ. ჩვენ ხომ
ცოტა რამ ვიცით მათ ურთიერთობაზე, მაგრამ რა წარმტაცია ის, რაც bo-
ხარებაში წერია! თითოეული სიტყვა ისეთი მშვენიერია, ისეთი ძვირფასი,
ამაღელვებელი და ნუგეშისმცემელი...
მერე ნანგრევები დავინახეთ. ალბათ, ჯვაროსანთა დროის საკათედ–-
რო ტაძრის ნაშთები იყო. სოფლის თავში ერთი ძალიან კოხტა შენობა
და იქაურ ბინადართა ბანიანი სახლები იდგა. მოშორებით ყვავილნარით
გარშემორტყმული ბერძნული მონასტერი მოჩანდა. იგი სოფლის განაპი–
რას, იერიქონისკენ მიმავალი გზის გვერდით იყო აშენებული. ბაღი უდაბ–
ნოს ესაზღვრებოდა.
როგორც ჩანს, ქრისტიანულ მონასტერს აქ დიდ პატივს სცემდნენ და
ძალიან აფასებდნენ. ერთ არაბს ვთხოვეთ, რომ მონასტრის გზა ესწავ–
ლებინა და მან თავაზიანად გვაჩვენა, საით უნდა წავსულიყავით. მერე კი
დაუმატა, ბავშვი ავად მყავს, ხვალ იქ წასვლას და მონაზვნებთან ბავშ-
ვის წაყვანას ვაპირებო. მისი ნათქვამიდან დავასკვენი, რომ მონაზვნებს
საავადმყოფო ჰქონდათ. ამ ქვეყანაში ავადმყოფის მკურნალობას სპეცი–
ალური სამედიცინო განათლება არ სჭირდება. თითქმის ყველა ავადმყო–
ფობა იქაურთა უსუფთაობითაა გამოწვეული, ასე რომ, ამ სნეულებათა წი–
ნააღმდეგ ბრძოლის უპირველესი და საუკეთესო საშუალება სისუფთავეა.
მონასტერს აშკარად ეტყობოდა, რომ გადაკეთებული იყო, შესაძლოა,
ინგლისური ფონდების წყალობით. იქ იდგა ერთი დიდი, ორსართული-
ანი, ფართოაივნიანი სახლი, ძალიან რომ ჰგავდა იმ სახლებს, რომელნიც
მართასა და მარიამთან ქრისტეს სტუმრობის ამსახველ სურათებზეა გა–
მოსახული. მონასტერში ორი დედა-წინამძღვარი იყო. ერთს მართა ერე-

ნ9
a
De tac 3%
: *53
ვა, მეორეს – მარიამი. ისინი მართლმადიდებელი არაბი გოგონებისთვის
სკოლის დაარსებასა და უფრო დიდი ეკლესიის აშენებას აპირებდნენ.
ჩემი აზრით, ეს სულაც არ იყო საჭირო – პატარა და ლამაზად მოწყობილი
სამლოცველო ჰქონდათ, რაც მათთვის სრულიად საკმარისი გახლდათ.
იქ სულ ხუთნი თუ ექვსნი ცხოვრობდნენ, სამლოცველოში კი ოცდაათზე
მეტი დაეტეოდა. თუმცაღა მათ საქმეში ჩარევა სულაც არ მინდოდა. აქ, პა-
ლესტინაში, ჩინებული ეკლესიის ფლობას საჭიროება არ განაპირობებს,
ეს მფლობელებისთვის ღირსებისა და პატივმოყვარეობის დამაკმაყოფი-
ლებელი საშუალებაა, მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი.
სადილობისას მონაზვნებმა ამ ადგილის მათებური ისტორია გვიამბეს:
ღვთისმოსავ ოჯახს აქ არ უცხოვრია, ამ ადგილას მარიამი და ქრისტე შეხ-
ვედრიან ერთმანეთსო. ამის დასამტკიცებლად ბაღში წარწერიანი ლოდი
გვაჩვენეს. მონაზვნებს ლოდი ბოქლომდადებულ ყუთში ჰქონდათ მოთავ-
სებული, როგორც დიადი რელიკვია. ჩვენ დიდი პატივი დაგვდეს, ეს ლოდი
რომ გვაჩვენეს. წარწერა მდაბიური ბერძნულით იყო შესრულებული, რაც
იმას ადასტურებდა, რომ მისი ავტორი დიდად განათლებული არ გახლდათ.
ეჭვმა გამიელვა: ლოდი ნაყალბევი ხომ არ იყო, რომ ეს უდაბური ადგილი,
რომელსაც სხვაგვარად დიდი ფასი არ ექნებოდა, მერე ძვირად გაეყიდათ?
რუსეთის სასულიერო წარმომადგენლობა და პალესტინის მართლმადი-
დებლური საზოგადოება”, დიდი ავლა–დიდების და შემოსავლის მქონენი,
მშიერი მგლებივით დაეძებდნენ გადმოცემებზე დაფუძნებული წარმო-
მავლობის ადგილებს და ხშირად ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ყი-
დულობდნენ. საკმარისი იყო, რომელიმე საიდუმლოებით მოცულ არაბს
არქიმანდრიტისთვის ეთქვა, რომ იცოდა, სად იყო (ან ჰქონდა) გასაყიდი
„ანტიკვარი“, სასულიერო პირი უმალვე შეეხვეწებოდა, ამ ადგილის სა-
იდუმლო კათოლეიეკეს ან პროტესტანტს არ გაუმხილოო. ეს კი იმის გარან–
ტია გახლდათ, რომ გამყიდველი რუსეთის სასულიერო წარმომადგენლო-
ბისგან იმდენ ფულს მიიღებდა, რამდენსაც მოისურვებდა.

” პალესტინური მართლმადიდებლური საზოგადოება (MpasocnaBHoe იმM6CIVMCM06 O6wWeCTBO)


— რუსული საქველმოქმედო და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, რომელიც დაარს-
და 1882 წელს.

72
მონაზვნებმა, როგორც ჩანს, ექსპერტად dodohbogh და უნდოდათ, რომ
წარწერის უტყუარობა დამედასტურებინა. მე რაიმეს დაბეჯითებით თქმას
მოვერიდე. ვუთხარი, წარწერის სტილი ერთობ მდაბიური და გრამატი-
კულად გაუმართავია, მაგრამ მაშინვე დავუმატე, ამბავი, რომელიც ჩვენი
მაცხოვრის აქაურ ეპიზოდს გადმოგვცემს, ძალიან ძველია, რაც ირგვლივ
მიმოფანტული ძველი მოზაიკის ნარჩენებითა და საძირკვლის ნანგრევე–
ბით დასტურდება-მეთქი. გადმოცემის თანახმად, ეკლესია იქ იყო აღმარ–
თული, სადაც ახლა ვიდექით. იქვე, ეკლესიის სახურავქვეშ, იყო წყალ–
სატევიც. მოზაიკის რამდენიმე სანიმუშო ნატეხი ავიღე და წინამძღვარს
მივეცი, რომ სამლოცველოში შეენახა. მამა ნიკოლასმა ურჩია, თუ ახალი
ეკლესიის აშენებას გადაწყვეტდნენ, უსათუოდ იქ აეგოთ, სადაც ძველი
ეკლესია იდგა და სტილიც დაეცვათ.
კარგი იქნებოდა, მონაზვნებს თავი რომ მოეყარათ იმ ნახატებისთვის,
რომლებზეც სხვადასხვა ეპოქის მხატვრებს მართასა და მარიამის სახლ–
ში იესოს სტუმრობა ჰქონდათ გამოსახული. გადავწყვიტე, ვარშავიდან
მათთვის სემირადსკის” ნახატის ასლი გამომეგზავნა.
მონასტრიდან როცა წამოვედით, გაგანია სიცხე იყო, მაგრამ მეჩქა–
რებოდა, რადგან იმ დღეს წმ. ჯვრის მონასტერში უნდა წავსულიყავი. წმ.
ჯვრის მონასტერი საათ-ნახევრის სავალზე იყო იერუსალიმიდან, მაგრამ
საპირისპირო მიმართულებით. ამის გამო სოფელ სილოამის გავლით
წამოვედით, თანაც ასე ჩვენს მოგზაურობას უფრო მრავალფეროვანს
გავხდიდით. გზა იმ მღვიმესთან გადიოდა, სადაც წმ. ლაზარე იყო დაკრ–
ძალული. მიწას კერძო მესაკუთრე ფლობდა და როცა იქ ჩავიარეთ, ერთ–
მა ყმაწვილმა, ვგონებ, მეპატრონის ვაჟმა, დაგვინახა, მოგვიახლოვდა და
რუსულად დაიწყო წმინდა სამარხის ქება-დიდება. ჩვენ საუბარი ინგლი–
სურად დავიწყეთ, რომ ვერ მიმხვდარიყო, რას ვამბობდით. „ინგლისელე–
ბი ხართ?“ – გვკითხა მან. ჩვენ პასუხი არ გაგვიცია და ინგლისურად დაგ–
ვიწყო ლანძღვა-გინება. ამის საბაბი ჰქონდა: ინგლისელი ხელისუფალნი
პალესტინაში ხელს არ უწყობდნენ ამგვარ საქმიანობას, ენერგიულად
ე) ჰენრიკ სემირადსკი — პოლონელი მხატვარი (1834-1902). მისი ნამუშევარი „ქრისტე მარი-
ამისა და მართას სახლში“ (1886 წ.) ინახება პეტერბურგის რუსულ მუზეუმში.

73
ებრძოდნენ სიღატაკეს, ყოველგვარ თაღლითობას, მომლოცველთა მომ-
ტყუებლებსა და ფულის დამცინცვლელებს. აქ რომ რუსული მმართვე-
ლობა ყოფილიყო, ამგვარ ხალხს, ალბათ, უყოყმანოდ ხელს შეუწყობდა.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მამა ნიკოლასი მარწმუნებდა, რომ მხოლოდ
რუსეთს უნდა ჰქონოდა მანდატი წმინდა მიწაზე პროტექტორატის დასამ-
ყარებლად. რატომ? რადგან ეს იყო ღვთის მოყვარული ქვეყანა და ერი,
რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა წმინდა მიწაზე.
სილოამში არანაირი თავგადასავალი არ გადაგვხდომია.
უნდა მეჩქარა. ფრანცისკელთა გეთსიმანიის წინ მე და მამა ნიკოლასი
ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და მე წარმომადგენლობისკენ გავეშურე,
რომ სამდღიანი მოგზაურობისთვის აუცილებელი ბარგი ჩამელაგებინა.
ხუთი წლის წინ გამოშვებული იერუსალიმისა და მისი შემოგარენის
რუკა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიძინე, ახლა უკვე გამოუსადე-
გარი გახლდათ. მონასტერი თითქმის ქალაქში იყო მოქცეული. უდაბნოს
ადგილას ახალი ქუჩები, ევროპული ყაიდის ვილები და მშვენიერი სახლე-
ბი იყო წამოჭიმული. ადრე მონასტრამდე მისვლა ნამდვილი მოგზაურობა
იყო, ახლა კი – მხოლოდ ხანმოკლე გასეირნება. იქამდე ავტობუსით მისვ-
ლა მცირე საფასურით შეგეძლოთ. გზა რამდენჯერმე ვიკითხე. უმეტესად
ებრაელები მხვდებოდნენ. ინგლისური ყველამ იცოდა, მაგრამ უცებ იმ
ქვეყნის ენაზე იწყებდნენ ლაპარაკს, საიდანაც იყვნენ გადმოსახლებულ-
ნი. უმრავლესობას პოლონურად მივმართავდი და, მართლაც, უმეტესად
პოლონელი ებრაელები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.
მონასტერი მთის ძირში იდგა და შორიდან არ ჩანდა. შუა საუკუნეების
ციხესიმაგრეს ჰგავდა. მონასტრის კარიბჭესთან ერთი არაბი იდგა. თვით
კარიბჭე ძალიან დაბალი იყო: თავი რომ არ მიგერტყათ, თავდახრილი
უნდა შესულიყავით. შევეცადე, არაბს გამოვლაპარაკებოდი. მალხიდან
იყო – ქართული სოფლიდან. მონასტრის მცველის ვაჟი აღმოჩნდა. „ამ
მონასტრის მცველობის უფლება ჩვენს ოჯახს აქვს, – მითხრა მან. – მამა-
ჩემის სიკვდილის შემდეგ ან მე გავხდები მცველი, ან ჩემი ძმა“ მინდოდა
გამეგო, თუ სმენოდა, რომ გადმოცემით, ამ სოფლის ბინადარნი საქართ-

74
ველოდან იყვნენ გადმოსახლებულნი. „დიახ, ვიცით, მაგრამ ეგ ძალიან,
ძალიან დიდი ხნის წინ იყო“, – მიპასუხა არაბმა.
გასულ საუკუნეში მონასტერში იერუსალიმის საპატრიარქოს სასული–
ერო სემინარია იყო განთავსებული და ამის გამო იგი ცოტათი გადაკე–
თებულიც იყო. ახლა აქ მხოლოდ ერთი არქიმანდრიტი, ერთი მორჩილი
და რამდენიმე ასაკოვანი ცხოვრობდა. მონასტრის დიდი ნაწილი ბინებად
იყო გადაკეთებული და რამდენიმე ოჯახზე გაქირავებული. მათ გარდა, აქ
ცხოვრობდა კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიის ყოფილი მიტროპო-
ლიტი ნიკოდემოსიც.
მონასტრის წინამძღვარი, მამა იოანიკიოსი, უკვე მელოდა. რუსულად
კარგად ლაპარაკობდა. ომამდე ერთხანს რუსეთში, ტაგანროგში, იერუსა–
ლიმის საპატრიარქოს მეტოქიონში” მოღვაწეობდა. მე პატრიარქისთვის
განკუთვნილი ოთახები დამითმეს. აქ იყო პატრიარქის სამყოფელი, როცა
მონასტერში რჩებოდა. ოთახები ზედა სართულზე იყო და ჰქონდა პატა–
რა აივანიც, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა. იქიდან დავინახე, მცველის
მთელი ოჯახი ეზოდან რომ გავიდა. იქ ლოდზე ჩამოსხდნენ, საუბრობდ–
ნენ და გამვლელ ებრაელებს უყურებდნენ. ქუჩის გადაღმა ებრაელები
ცხოვრობდნენ, გადმოღმა – არაბები.
„ეს მონასტერი ორ ყაჩაღს შორის მაცხოვრის ჯვარივით არის აღმარ-
თული, – თქვა არქიმანდრიტმა, — სახარების მიხედვით, ერთი ყაჩაღი ცხონ–-
და. ნეტავ, ამათგან რომელნი ცხონდებიან: ებრაელები თუ არაბები?“
პატარა ბიჭმა, ალბათ, იმ კაცის შვილი რომ იყო, ვისაც მე ველაპარაკე,
დიდი დოქით წყალი მოიტანა და ოჯახს დაალევინა. ჩემ თვალწინ კვიპა–
როსების მშვენიერი ბაღი იყო გადაშლილი. ბაღი ძალიან ძველი ჩანდა,
კედლითა და ეკლიანი მავთულხლართით გულმოდგინედ შემორაგული.
ბორცვზე გაშენებული ბაღის უკან იერუსალიმი იწყებოდა. დღის შთაბეჭ–
დილებებით დაქანცულს მიხაროდა, რომ აივანზე ჩემთვის ვიჯექი და სა–
ღამოს უჩვეულოდ კეთილსურნელოვან ჰაერს ვისუნთქავდი.

” მეტოქი (ბერძნ. ო010Cჩ10ი) – მონასტრის ფილიალი. ეკლესია ან მონასტერი, რომელიც ექ-


ვემდებარება სხვა ეკლესიასა თუ მონასტერს.

75
13 ივლისსი, ოჩშაბაწი

კვიპროსის ყოფილი მიტროპოლიტი ჩემი ოთახების ქვემოთ ცხოვ-


რობდა. მე მას რამდენიმე წლის წინ ლონდონში შევხვდი. მან აქტიური
მონაწილეობა მიიღო ინგლისელ ხელისუფალთა წინააღმდეგ ბერძნების
ამბოხებაში და სამშობლოდან განდევნეს. აჯანყების დროს კვიპროსის
გამგებლის სასახლე დაიწვა; მისი მდიდარი კოლექცია ნანგრევებში ჩა-
იმარხა, მათ შორის ბარძიმიც ქართული წარწერით, რომელიც კვიპროსში
ჰქონდა შეძენილი. შესაძლოა, ეს იყო კვიპროსში ქართული სამონასტრო
ცხოვრების ერთადერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი. ეს ამბავი ერთხელ
გიბრალტარის ახლანდელმა ანგლიკანელმა ეპისკოპოსმა, სინიორ ჰა-
როლდ ბაქსტონმა მომითხრო.
ბერძნულად ვისაუზმე (ერთი ჭიქა შავი ყავით) და ეკლესიაში წავედი.
მომცრო ეკლესია იყო. მოზაიკის იატაკს ჯერ კიდევ ეტყობოდა მაჰმადიან-
თა მიერ მე-18 საუკუნეში გამართული ხოცვა-ჟლეტისას დაღვრილი სისხ-
ლის კვალი. ერთ დროს მოხატული კედლები თეთრად იყო გადაღებილი.
ფრესკათა ფრაგმენტები აქა-იქ მოჩანდა. ამ ადგილას ჩვენი სახელგანთ-
ქმული პოეტი შოთა რუსთაველი იყო გამოსახული, მაგრამ ახლა იქ ვეღა-
რაფერს ნახავდით. ალ. ცაგარელმა თავის დროზე აქედან ოცი ქართული
წარწერა გადმოიწერა.” მე მხოლოდ ათი ვიპოვე. დანარჩენი დაზიანებუ-
ლი იყო. არქიმანდრიტმა ჩემი სამუშაოს მიმართ კეთილგანწყობილება
გამოამჟღავნა და ისიც კი მითხრა, რომ გადაღებილი ფენის მოშორება და

> An. Uarapenn, IIმM8XMMMM, გვ. 241-247,

76
ძველი წარწერების გამოჩენა შეიძლებოდა. თუმცა, ეს ძვირი დაჯდებოდა.
ჩემს კვლევას არცერთი სამეცნიერო ორგანიზაცია არ აფინანსებდა; დამ–
ფინანსებელი საერთოდ არ მყავდა და ყველა ხარჯი თავად უნდა გამეწია.
ამიტომ იმით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, რასაც შევძლებდი.
სანამ ფოტოსურათებს ვიღებდი, იერუსალიმიდან მოსულმა ერთმა
კაცმა მიკითხა. ქართველი აღმოჩნდა, სირიის მოქალაქე დიმო ცხონდია.
იგი ნამდვილად თვით განგებამ გამომიგზავნა. ფოტოსურათების გადაღე–
ბა საუკეთესოდ შეეძლო და ამიტომ ფოტოაპარატი მას გადავეცი. თავს
ექიმობით ირჩენდა. იერუსალიმში ბევრი პაციენტი ჰყავდა. მორჩილებს
დროდადრო კუბი აწუხებდათ, ასე რომ, ექიმის ნაცნობობა თვით არქი–
მანდრიტსაც გამოადგებოდა.
მთელი ნაშუადღევი ფოტოსურათების გადაღებას მოვანდომეთ. წმ.
ჯვრის მონასტერი თითქმის ყველა მოგზაურს აქვს აღწერილი, ქართული
ხელოვნების ძეგლებზე ვრცელი ნაშრომის გამოქვეყნებას მეც ვაპირებ,
ამიტომ აღარაფერს გავიმეორებ.
ახლა კი ერთი რამ უნდა აღვნიშნო:
ეკლესიის ჭიშკართან საკმაოდ ახლოს არის კარი, რომლითაც მცირე
ნაგებობაში შედიხართ. ის ადგილი მაჩვენეს, სადაც ოდესღაც იდგა ხე,
რომლისგანაც წმინდა ჯვარი გამოთალეს. კედლებზე უამრავი, უმეტესად
რუსული ხატი ჰკიდია. ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთმა, ძალიან ძველ–
მა ნახატმა მიიპყრო. ეს წმინდა მიწის მარტივი რუკა გახლავთ. ქვეყნის
კუთხე-მხარეები აქ იმავე ყაიდაზეა გამოსახული, როგორც მადაბას ცნო–
ბილ რუკაზე”. ამასთანავე, ჩვენ ისე მცირე რამ ვიცით პალესტინის წმინდა
გეოგრაფიაზე და ისე ცოტა წყარო გვაქვს, რომ ამ ნახატის სერიოზული
შესწავლა მეცნიერებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იქნება.
თუმცა აუტანლად ცხელოდა, ნაშუადღევს მონასტრის ბაღში ვსეირნობ–
დი. უზარმაზარ ბაღში მხოლოდ ზეთისხილის ხეები იდგა. ბაღის ბოლოს
მღვიმეები მოჩანდა. ერთი მათგანი, საკმაოდ დიდი, წმ. ნიკოლოზის ეკლე–

(იორდა
მადაბასთარიღ
წ. წელს. ნია) რუკა – ბიზანტიური ეკლესიის მოზაიკური რუკა, აღმოჩენილი 1897
დება VI ს-ით.


სია გახლდათ. ალ. ცაგარელის ცნობით, წმ. ჯვრის მონასტრიდან არცთუ ისე
შორს წმ. ნიკოლოზის ქართული ეკლესია იყო.” ალბათ, ამ ეკლესიას გუ-
ლისხმობდა. დრო სწრაფად გავიდა, მზე ცის დასავალს უახლოვდებოდა.
შუადღის შესვენების შემდეგ მონასტერში ყველა მუშაობდა. ჩემს გა-
უჩინარებას ბერები შეეშფოთებინა. ბაღში მომავალი მორჩილი დავი-
ნახე. როცა თვალი მომკრა, აღარ მოუნდა ჩემი მიტოვება. მითხრა, აქ
მარტო სიარული საშიშია, რადგან შეიძლება, ყოველი კუთხიდან არაბი
გამოგიხტესო. მინდოდა, მარტო დავრჩენილიყავი ამ მიწაზე, რომელიც
ჩემი წინაპრების რუდუნებით, ლოცვითა და ასკეტიზმით იყო განწმენდი-
ლი. მინდოდა, გულისყური მომეკრიბა, ფიქრს მივცემოდი და იმ ეპოქაში
გადავნაცვლებულიყავი. მორჩილის თანხლება ხელს ძალიან მიშლიდა,
მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, მასთან ერთად შინ უნდა დავბრუნებულიყავი.
მონასტრის კარის მახლობლად მთელი ოჯახი ჩამომჯდარიყო: თვით მო-
ხუცი კაცი, ვისაც ყველა ჰაჯის (ვინც მექაშია ნამყოფი) ეძახდა, მისი მეუღლე,
ორი ზრდასრული ვაჟი და რამდენიმე ბიჭუნა. ბიჭებმა თვალი მომკრეს თუ
არა, საჩუქრის სათხოვნელად გამოიქცნენ. მე მოხუცს გვერდით მივუჯექი. იგი
მონასტრის პირველი მცველის შთამომავალი იყო, ვინც ქართულიც იცოდა
და ქართველთა წარმომავლობაც. მან მითხრა: „ეს მონასტერი ჩვენს ყველა
თანასოფლელს ძალიან მოსწონს, მაგრამ ჩვენ აქაურები არა ვართ“.
მისგან ბევრი რამის გაგება მინდოდა, მაგრამ საამისოდ ჩემი მწირი
არაბულის ცოდნა არ კმაროდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სოფელში
ზოგი ქართული წეს-ჩვეულება, ხოლო მათ დიალექტში ქართული სიტყ-
ვები იქნებოდა შემორჩენილი. ძველი დროის რაიმე კვალი იქნებ მათ გვა–
რებშიც მეპოვა. მოხუცის ერთმა ვაჟმა, იბრაჰიმ სპირამ, მთხოვა, ჩემი სა-
ხელი ქართულად დამიწერეო. ჰაჯი ჰასანმა კი მითხრა, მალხაში ძალიან
ძველი ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებია”, არქიმანდრიტმა ფოტიუსმა
იქ არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა და ამაზე წიგნიც დაწერაო.”

7 An. larapenn, IIმM9+MMMM, გვ. 123.


8. An. Larapenn, IIმM9+MVMV, გვ. 140-142.
” ტექსტში ნახსენები ფოტიუს ალექსადრიდისი (1830-1893) იყო ეკლესიის ისტორიკოსი და
ფილოსოფოსი, რომელიც პალესტინის გეოგრაფიას სწავლობდა და ბერძნულ ენაზე
თარგმნა ტ. ტობლერის ნაშრომი „იერუსალიმის ტოპოგრაფია“ (I. Tobler, Topographie von
Jerusalem und seine Umgebungen, Berlin, 1853-1854, I-II).

78
ამ ცნობამ ინტერესი გამიღვივა. რაღაც ხელმოსაჭიდი გამოჩნდა: boB-
ლის ბინადარნი ერთ დროს უთუოდ ქრისტიანები უნდა ყოფილიყვნენ,
სხვაგვარად ეკლესია რატომ ექნებოდათ?. ჰაჯი ჰასანი შემპირდა, რომ
სოფელში წამიყვანდა და თავის ნათესაობასთან რამდენიმე დღეს მას–
ტუმრებდა. მათთვის ფოტოსურათების გადაღება მინდოდა, მაგრამ ვერ
დავიყოლიე.
მთელი ღამე თოფის სროლის ხმა ისმოდა (ისევე, როგორც წინა ღა–
მეს); ებრაელთა სახლებისკენ მთიდან ვიღაც ისროდა.

79
14 ABLNLN, სამშაბათი

ეკლესიაში მეორეჯერ მივედი. დღეს ორი წარწერა კიდევ ვიპოვე:


ერთი – წმინდა საკურთხევლის ქვემოთ, მეორე – ათონის მთის წმ. დი-
ონისეს მონასტრის მომხატველის – პანსელინოსის (მე-13-მე-14 სს.)% მო-
ხატულობის ქვემოთ. მისი ნამუშევრები, ტიპური ბიზანტიური სახეებით,
დიდებული ტალანტისა და დახვეწილი ხელოვნების ნაყოფია და ფას-
დაუდებლადაა მიჩნეული. მოზაიკურ იატაკში შუალედებია, რომლებშიც
ჩვეულებრივი ქვის ფილებია ჩატანებული. საფლავის ქვები ხომ არ არის?
ზოგიერთს წარწერის კვალი ამჩნევია, მაგრამ მათი ამოკითხვა შეუძლე-
ბელია. შესაძლოა, მათ შორის ამ მონასტრის დამაარსებლის (ან აღმდ-
გენელის), წმ. გიორგი–პროხორესა (მე-11 ს.) და სხვათა სამარხები იყოს,
რომელთა სახელებიც ჯერ კიდევ ახსოვთ. იქნებ ჩვენი სასიქადულო პო-
ეტი, შოთა რუსთაველიც აქ არის დაკრძალული. გადმოცემის თანახმად,
რუსთაველმა სიცოცხლის ბოლო წლები აქ გაატარა. იგი ერთ დროს შე-
მოსასვლელიდან ხელმარჯვნივ, კედელზე იყო გამოსახულიზ.
ეს გამახსენდა და თვალი თეთრ კედლებს სევდიანად კიდევ ერთხელ
შევავლე. არქიმანდრიტმა მითხრა, როცა ამ თანამდებობაზე გამამწესეს,
ყველა ქართული წარწერის წაშლას ვაპირებდიო. მაგრამ საპატრიარქომ

% მანუელ პანსელინოსი (XIII ს-ის ბოლო – XIV ს-ის დასაწყისი) – ცნობილი ბერძენი მხატვა-
რი, მაკედონური სკოლის წარმომადგენელი.
წ შოთარუსთველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში 1960 წელს მოიძია ქართველ
მეცნიერთა ექსპედიციამ, რომლის წევრებიც იყვნენ აკ. შანიძე, გ. წერეთელი და ირ. აბაში-
ძე.

80
მას ამის ნება არ მისცა. დაჟინებით მოითხოვეს, რომ of ეს წარწერები
ქართველების სამახსოვროდ დარჩენილიყო.
არქიმანდრიტმა მკითხა, ქართველებმა პალესტინაში მოწინავეობა
რანაირად დაკარგესო? მე მივუგე, რომ ბევრი რამის გამო, რაც მათ თავს
ერთბაშად დაატყდათ. წმინდა მიწაზე ქართველთა დაკნინება ამ ქვეყა–
ნაში თურქთა მმართველობის დამყარებისთანავე დაიწყო. ქართველები
1553 წელსვე იძულებულნი გახდნენ, წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონას–
ტერი ფრანცისკელებისთვის დაეთმოთ. უფრო სწორად, ქართული მო-
ნასტერი ფრანცისკელებს თვით იერუსალიმის თურქმა ფაშამ მიჰყიდა.
თურქებს ქართველები პოლიტიკურ მიზეზთა გამო სძულდათ. საქართ-
ველო თურქთა წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. გარდა
ამისა, თურქებს მამლუქები% სძულდათ და ეს ქართველთა სიძულვილსაც
ბადებდა, რადგან მამლუქები კავკასიელები (თუმცა გამაჰმადიანებულნი)
იყვნენ, ქართველებს მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ.
ამას სხვა გარემოებებიც ემატებოდა. მე-14 საუკუნის შემდგომ მცირე
სამთავროებად დაქუცმაცებულ საქართველოს ყოველი მხრიდან
მოძალებულ მტრებთან გამუდმებული ბრძოლისგან ძალა ჰქონდა
გამოლეული და ამის გამო ქვეყნის გარეთ მდებარე მრავალი მონასტრის
სათანადო პატრონობა აღარ შეეძლო. მონასტრებს ვალები დაუგროვდათ,
გადასახადების გასასტუმრებლად ფულიარ ჰქონდათდაამის გამო ქონება
დაკარგეს. მონასტრების მძიმე მდგომარეობა, მაღალი გადასახადები
და თურქ ხელისუფალთაგან დევნა საქართველოში კარგად იცოდნენ
და მათ დასახმარებლად ფულს აგროვებდნენ, მაგრამ იმათ, ვისაც
ფული მოჰქონდა, მეტწილად ყაჩაღები ესხმოდნენ თავს, ხოცავდნენ და
ძარცვავდნენ. ეს ტრაგედია აღწერილი აქვს იერუსალიმის პატრიარქ
დოსითეოსს,” ვინც ამ ვითარების გამო ქართული მონასტრების სია
შეადგინა. სამწუხაროდ, ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი? დღემდე ნაკლებად

# _ მამლუქი (არაბ. „თეთრი მონა“ – არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონა.


'' _ დოსითეოს Il (1641-1707) – იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი 1669 წლიდან.
“ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, იერუსალიმის საპატრიარქოს ისტორია, ბუქარესტი,
1715, 12 წიგნად (ბერძნულ ენაზე).

81
არის ცნობილი. გამონაკლისს წარმოადგენს მისი მხოლოდ ძალზე მცირე
ნაწილი, რომელიც მ. ბროსემ ® ჯერ ფრანგულად თარგმნა, მოგვიანებით
კი ფრანგულიდან რუსულად. ჩვენი ემიგრანტები ამ ნაშრომის ქართულად
თარგმნას აპირებდნენ. ჩვენი ძველი ისტორიის შესასწავლად აგრერიგად
მნიშვნელოვანი ნაშრომი, მე მგონი, საქართველოში არც კი მოიპოვება.
ახლა კი წარსულიდან აწმყოზე გადმოვინაცვლებ. მსოფლიო ომის შემ-
დეგ, როგორც ამბობენ, საბერძნეთის საპატრიარქოს ვალი ხუთასი ათას
გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ვალები რუსებსაც ჰქონდათ, იქნებ, არც
ნაკლები, ვიდრე ბერძნებს. საპატრიარქოცა და რუსებიც იმედოვნებდნენ,
რომ ომი რუსეთისთვის ხელსაყრელად დასრულდებოდა, ფულს წინდა-
უხედავად სესხულობდნენ, ძირითადად, ებრაელებისგან. რომ არა ინგ-
ლისელი ხელისუფალნი, რომელთაც საპატრიარქოსა და რუსეთის წარ-
მომადგენლობის შემოსავლები თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს
და მათი ვალები გადაიხადეს, ბერძნებიცა და რუსებიც იძულებულნი გახ-
დებოდნენ, თავიანთი ქონება აუქციონზე გასაყიდად გაეტანათ. რა საწყე–
ნია, რომ პალესტინაში არ იყვნენ ინგლისელი ხელისუფალნი, როცა იქ
ქართული ტრაგედია დატრიალდა!
ინგლისელთა ხელისუფლებას უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული
თვით წმინდა მიწისთვისაც. ეს არც სიყალბეა და არც პირფერობა. პირი-
ქით, მათ საქმიანობაში დიდი სიყვარული, პატივისცემა და თავგამოდება
იგრძნობოდა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც, გარკვეულწილად, ყველა
ჩვენგანისათვის მეორე სამშობლოა. ინგლისელებმა კარგი სამანქანო
გზები გაიყვანეს, იერუსალიმში წყალგაყვანილობის სისტემა შექმნეს და
ებრძვიან სიღატაკესა და ყაჩაღობას ამ ქვეყანაში.
ნასადილევს მონასტრის სარდაფში ჩავედი. ჩვენ რასაც სარდაფს gqdo-
ხით, ბერძნულ მონასტრებში არ არის. ისინი სარდაფად ქვედა სართულს
იყენებენ. ბერები ზედა სართულზე ცხოვრობენ. ქვედა სართულს ფანჯარა
არც ერთ მხარეს არ აქვს, ზოგჯერ ოთახებად არც არის დაყოფილი. ქვე-
და სართულის კედლები მონასტერს ყოველი მხრიდან გარს აკრავს და

თ მარი ბროსე (1802-1880) – ცნობილი ფრანგი ორიენტალისტი და ქართველოლოგი.

82
მონასტერში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთი კარით, რომელსაც
საღამოს შვიდი საათისთვის კეტავენ და დილით აღებენ. მეგონა, botr-
დაფში რამე საინტერესოს ვიპოვიდი. არქიმანდრიტი და იერუსალიმიდან
ჩამოსული ბერები ქვემოთ ჩამომყვნენ. მონასტრის წინამძღვარი აქ აშ–
კარად პირველად იყო. სარდაფი მთელი საუკუნის (ან იქნებ უფრო დიდი
ხნის) მანძილზე არავის დაუსუფთავებია. იქ დაყრილი ხარახურისა და
ნაგვის ფენების მიხედვით მონასტრის ისტორიის აღდგენაც კი შეიძლე–
ბოდა. ზოგი რამ, ძველი ჩაჩქანები და დაზიანებული იარაღი, ჯარისკაცებს
დაეტოვებინათ. დამტვრეული მათარები და ძველი წიგნაკები, ალბათ, იმ
დროიდან შემორჩა, როცა აქ, ქვემოთ, სკოლა იყო გახსნილი. ყველაფე–
რი მტვერში, ქვებსა და მავთულებში იყო ჩაფლული. ანაფორა რაღაცას
გამოვდე და გვარიანად გამეხა. და მაინც, აქ რაღაც უნდა ყოფილიყო,
შესაძლოა, საფლავები ან ნამდვილი სარდაფი ქვედა სართულის ქვეშ.
დაგეგმარების მიხედვით, ქვედა სართული სენაკებად უნდა ყოფილიყო
დატიხრული. უწინ აქ, ალბათ, ბერები ცხოვრობდნენ, თუმცა კი საშინელი
ნესტი და სიბნელე იყო.

83
15 ABCALN, ოთხშაბანი

დილით ჩვენთან მოვიდა ერთი ბერი, გარეგნობა მოლდაველისა რომ


ჰქონდა. სანამ ჩაის ვსვამდით, წმინდა მიწაზე არსებულ მრავალ უძვე-
ლეს ადგილზე გველაპარაკებოდა, სადაც მონასტრებისა და დიდებული
სამლოცველოების აშენება შეიძლებოდა. იგი თავის არქიმანდრიტს „მო-
სიარულე ანტიკვარს“ უწოდებდა და ამბობდა, მან ყველაფერი იცისო.
სოფელ მალხაზე კი გვითხრა, სჯულის კიდობანი ამ ადგილას დადგეს,
როცა ის მეფე დავითის დროს ფილისტიმელთა ქვეყნიდან იერუსალიმში
მიჰქონდათო.% გამორიცხული არ არის, ასე ყოფილიყო. იქნებ ამიტომაც
ააშენეს აქ ის სამლოცველო, რომელზეც გუშინ ჰაჯი ჰასანი მომითხრობ-
და? იმ ბერმა რუსული კი იცოდა, მაგრამ დიდად განათლებული არ გახლ-
დათ, ხოლორასაც ამბობდა, თავად ეჭვმიუტანლად სჯეროდა. გავიფიქრე,
რომ მისგან ბევრი რამის შეტყობა შემეძლო.
ჩემი თანამემამულე კვლავ მოვიდა. სტუმართმოყვარე მონასტერი
მალე დავტოვე და მასთან ერთად იერუსალიმისკენ გავწიე. ჩვენი გზა
კატამონზე, იერუსალიმის ახალ უბანზე გადიოდა. იქ, ძირითადად, ქრის-
ტიანი არაბები იყვნენ დასახლებულნი. ამ უბანში იყო დიდი ბერძნული
მონასტერიც, სადაც იერუსალიმის პატრიარქს საზაფხულო რეზიდენცია
ჰქონდა. მონასტერი მშვენიერი კვიპაროსების ბაღის შუაგულში იდგა.
ქართული და ბერძნული გადმოცემებით, მონასტერი ქართველებს ეკუთ-

% The Oxford Dictionary of the Christian Church, edited by F.L. Cross and E.A. Livingston, Oxford
University Press, 1997, pp. 104-105.

86
ვნოდა. ალ. ცაგარელს ამ მონასტერში ქართული კვალი არ აღმოუჩენია
(შესაძლოა, იგი აქ არც ყოფილა).” მონასტრის წინამძღვარმა, ვიქტორმა,
ძალიან გულთბილად მიგვიღო და გვაჩვენა ქვები, რომლებსაც ქართუ-
ლი წარწერები ჰქონდა. ქვებს სამსხვერპლო მაგიდის ქვეშ ინახავდა. სულ
სამი ქვა იყო: ერთი დიდი და ორი მომცრო. წარწერები კარგად იკითხე–
ბოდა. ბატონმა ცხონდიამ (ჩემი თანამემამულის გვარი ეს გახლავთ) წარ–
წერების ფოტოსურათები გადაიღო. უწინ ამ ადგილას სასაფლაო იყო, ისე
რომ აქ უთუოდ ბევრი ამგვარი ქვის მოძიება შეიძლებოდა, თუმცა ამისთ-
ვის ფართო არქეოლოგიური კვლევა-ძიება იყო ჩასატარებელი.
მონასტერი წმ. სვიმეონის სახელობისაა, იმ სვიმეონისა, ვინც ქრისტე
ხელში აიყვანა და თქვა: „აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად
შენი სიტყვისა, მშვიდობით“. გადმოცემის მიხედვით, აქ იდგა მისი სახლი,
მისი საფლავი კი მონასტრის სამლოცველოშია.
უფლის საფლავის ეკლესიის არქიმანდრიტი შემპირდა, რომ დღეს, 10
საათზე, განძთსაცავს მანახებდა, ასე რომ, უნდა მეჩქარა.
სამწუხაროდ, ჩვენი საათები ჩამორჩენილი ყოფილა. არქიმანდრიტი
საათზე მეტ ხანს გველოდა. ჩვენ ხელთ მხოლოდ ერთისსაათიღა გვქონდა,
რადგან ბერები შუადღისას სადილობდნენ, ნასადილევს კი ისვენებდნენ.
ალ. ცაგარელს შვიდი ნივთი აქვს აღწერილი (სამოსი, ხატები), რომლებ–
ზეც ქართული წარწერებია და აქ უნდა ინახებოდეს.5 მე მხოლოდ ოთხი
ამგვარი ნივთი აღმოვაჩინე, რომელთაგან ერთი ალ. ცაგარელს ნახსე–
ნები არა აქვს. არქიმანდრიტის ნებართვით ამ ნივთების ფოტოსურათები
გადავიღეთ. ძალიან მინდოდა, მენახა ის დიდი ჯვარი,9% რომელიც თამარ
მეფემ სალადინისგან?' შეიძინა და კიდევ ბევრი სხვა რამ, რომლებზედაც
არ იყო ქართული წარწერები, მაგრამ, შესაძლოა, ყოფილიყო საქართ–

” სამწუხაროდ, გრ. ფერაძე აქ ცდება, ალ. ცაგარელმა ეს მონასტერი მოინახულა და აღწერა


კიდეც. ob. An. LLმ-მი6ი#, II8M9IMM#MM, გვ. 123-124.
ლუკა 2, 29.
295988

An. Uarapenu, II8მM9+MVMM, გვ. 247-250, XXI-XXIX.


An. Uarapenu, II8მM9+MMMM,0 გვ. 49.
სალადინი – სალაჰ ად-დინი, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი, ეგვიპტისა და სირიის
სულთანი 1171 წლიდან.

87
ველოდან ჩამოტანილი ან ქართული ფულით შეძენილი. სამწუხაროდ,
საამისო დრო აღარ გვქონდა. გული მწყდებოდა; ვფიქრობდი, იქნებ აქ
მეტად ვეღარც მოვიდე-მეთქი.
უკან გამობრუნებისას წმ. აბრაამის მონასტერში შევიარე (იმ ადგილას,
სადაც აბრაამი თავისი ვაჟის მსხვერპლად შეწირვას აპირებდა, ანუ უფ-
ლის საფლავის ბაზილიკიდან არცთუ ისე შორს). ალ. ცაგარელის ცნობით,
აქ ერთი ქართული წარწერა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, წარწერა
აღარ არსებობდა. საბედნიეროდ, ალ. ცაგარელს იგი ციტირებული აქვს
თავის აღწერილობაში.”
შევიტყვე, რომ წმ. საბას მონასტრის წინამძღვარი იერუსალიმში იყო
და გადავწყვიტე, ნაშუადღევს ვსტუმრებოდი. მონასტერში დაბრუნებისას
იქნებ თან წავეყვანე.
წინამძღვარს ნაშუადღევს ვეწვიე და შევიტყვე, რომ მხოლოდ ათი
დღის შემდეგ აპირებდა მონასტერში დაბრუნებას. რუსული მანაც იცო-
და. შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მართლმადიდებელ არაბთან
მივედი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საბერძნეთის საპატრიარქოს
მრევლს მხოლოდ არაბები შეადგენენ, ხოლო მაღალი რანგის სასული-
ერო პირნი უკლებლივ ბერძნები არიან. ამის გამო არაბებსა და ბერძნებს
უხსოვარი დროიდან უთანხმოება აქვთ. არაბებს არანაირი უფლებები
არ გააჩნიათ თავიანთ ეკლესიაში და, ცხადია, მათ ამ უფლებების მოპო–
ვება უნდათ. ოსმალთა მმართველობის დროიდან იქ ბერძნები მბრძა–
ნებლობენ. მაშინ ბერძნებმა იერუსალიმის საპატრიარქოში პირველობა
ძალიან იოლად მოიპოვეს. კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი
(მართლმადიდებელთა უმაღლესი ხელისუფალი) ყოველთვის ბერძენი
იყო და იმპერიაში მხოლოდ თავისიანთა მხარდამჭერი გახლდათ. გარ-
და ამისა, ბერძნები ამ ქვეყნის, ანუ ოსმალთა იმპერიის, მოქალაქენი იყვ-
ნენ და იერუსალიმში პირველობის მოპოვება უადვილდებოდათ, რადგან
ეკლესიის აგებულებაცა და წეს-ჩვეულებებიც მათ ხელს უწყობდა. ახლა
დროება ბერძნებისთვის საზიანოდ შეიცვალა. პალესტინას უცხოელები

98 An. Uarapenn, II0M81MMM, გვ. 250, XXX.


განაგებენ და ბრიტანელი ხელისუფალნი, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ
თანამემამულეთა საჭიროებებსა და მისწრაფებებზე ზრუნავენ. ამჟამინ–
დელ პატრიარქს ხელისუფალნი კარგი თვალით არ უყურებენ, რადგან
იგი არაბებს არ მოსწონთ. ბერძენ ბერებს აქ ჩამოსვლისა და დამკვიდ–
რების ნებას არ აძლევენ. ამის გამო მათი რაოდენობა დღითიდღე კლე-
ბულობს.
მეორე მხრივ, საკითხავია, არაბები სხვა რელიგიათა ზეწოლას თუ
გაუძლებენ და ეკლესიებს იმგვარად თუ შეინარჩუნებენ, როგორც ბერ-
ძნებმა შეძლეს? მე მგონი, არაბები ამისთვის მზად ჯერ არ არიან. ერთი
ბერიც კი არ ჰყავთ (ერთი იეროდიაკვნის? გარდა), რომ არაფერი ვთქვათ
არქიმანდრიტებსა და ეპისკოპოსებზე. ბერძნებს არ უნდოდათ, დამატე–
ბითი მოცილე გაეჩინათ და ამიტომ არაბებს თავიანთ სასულიერო სემი-
ნარიებში არ იღებდნენ, რათა დაწინაურება არ შესძლებოდათ. რუსეთი
ზოგჯერ, პირიქით, ბერძნებთან დაპირისპირებულ არაბებს ეხმარებოდა,
თუმცაღა მათ მცდელობას თავგამოდებით არ ეხმიანებოდა.
იმ არაბთან საუბარმა, წეღან რომ ვახსენე, მე მგონი, ბევრი რამ შემ-
ძინა. მას ბერძნები არ უყვარდა და ჩიოდა, რომ ისინი არაბებს მხოლოდ
ყვლეფდნენ და სანაცვლოდ არაფერს აძლევდნენ. ერთი ამბავი მიამბო,
1907 წელს რომ მომხდარა: არაბებს უფლის საფლავის ეკლესიაში ფრან-
ცისკელები გაულახავთ, რადგან მათ ეკლესიაში რამდენიმე მეტრით მეტი
ფართობი დაუსუფთავებიათ, ვიდრე ეკუთვნოდათ. ცხადია, მან იცოდა
ფრანცისკელთა ქმედებას რა მნიშვნელობაც ჰქონდა და თქვა: „ტაძარ–
ში, სადაც თითქმის ყველა ქრისტიანულ აღმსარებლობას თავისი მცირე
ნაწილი აქვს, ვის რა ნაწილი ეკუთვნის, ნოტარიუსის მიერ დაწერილი რა-
იმე ხელშეკრულება არ განსაზღვრავს. ერთადერთ კანონად ტრადიცია
მიაჩნიათ. თუ ფრანცისკელები იმ ადგილს დაასუფთავებდნენ, რომელიც
მათ კი არა, სხვას ეკუთვნოდა, მალე მას დაეპატრონებოდნენ კიდეც. ის
უბრალო რამ, წინადღით ეს ადგილი რომ დაასუფთავეს, საკმარისი gob-

5? იეროდიაკონი (ბერძნ. Hierodiakonos) – მთავარდიაკონი, ბერი, რომელიც დიაკვნად აკურ-


თხეს.

89
ლდათ იმისათვის, რომ იქ თავიანთი საკურთხეველი მოეწყოთ. ბერძნები
არაბულად მოლაპარაკე ბერძნებს გვეძახიან. მაგრამ, როცა 1921 წელს,
მოსახლეობის აღწერა ჩატარდა და ჩვენ ოფიციალურ საბუთებში ბერძ-
ნებად ჩაწერა მოვინდომეთ, ბერძენთა საპატრიარქომ ამის უფლება არ
მოგვცა. ბერძნები ჩვენი ფულით სკოლებში მხოლოდ თავისიანებს ასწავ-
ლიან. არაბი მხოლოდ უბრალო, უმდაბლესი წოდების სასულიერო პირ-
თა შორის შეიძლება შეგხვდეთ. უმაღლესი წოდებანი მხოლოდ ბერძნე-
ბისთვისაა განკუთვნილი“.
მართლმადიდებლობაზე საუბრიდან სხვა აღმსარებლობებზე გადავი-
ნაცვლეთ. იგი პროტესტანტების აღზრდილი იყო და ამიტომ კათოლიციზ-
მი გულზე დიდად არ ეხატებოდა. ამტკიცებდა, კათოლიკურ ეკლესიას უფ-
ლება არა აქვს, საკუთარ თავს სრულიად მსოფლიოსი უწოდოს, რადგან
ქრისტიანთა ნახევარი მაინც მათი აღმსარებლობისა არ არის. ამგვარი
სახელწოდება სწორი მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუ ყველა კათოლიკო-
ბას მიიღებსო. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ თვით ერთ, დიდ ეკ-
ლესიად გაერთიანების იდეა კათოლიკურ ეკლესიას უფლებას აძლევდა
ამგვარი სახელი ჰქონოდა. ვუთხარი, რომ ყველანი საყოველთაო შერი-
გებისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. „საინტერესოა, – განაგრძო მან, – რომ
ტერმინი „მართლმადიდებლობა“ არაბულად „ჭეშმარიტ დოგმათა მქონე
ეკლესიად“ ითარგმნება, (ანუ წარმომდგარია არა სიტყვიდან 6080 „დი-
დება“, არამედ სიტყვიდან 60რVIIღ0 „დოგმაზ. ჩვენს ეკლესიას ჭეშმარიტი
დოგმები აქვს და მისი არაბულად თარგმნილი სახელწოდება ამის და-
მადასტურებელია. თუ ჩვენმა ეკლესიამ სახელი მცდარად დაირქვა, რო-
მაულმა ეკლესიამ ეს მაშინ რატომ არ გააპროტესტა?“
უძველესი ეკლესია, დედა ყველა ეკლესიისა, საბერძნეთის მართლ-
მადიდებლური საპატრიარქო, მრავალი სიძნელის წინაშეა. მათ შორის
უდიდესი – არაბებთან უთანხმოება და ებრაელებთან ურთიერთობაა.
ამის თაობაზე ამ ჟურნალისთვის, ალბათ, სხვა დროს დავწერ, როცა ებ-
რაელებს გავესაუბრები.
16 ABCALN, ხუთშებაწი

როგორც იქნა, ნაშუადღევს დრო გამოვნახე ბიბლიოთეკაში არსე–


ბული 162 ქართული ხელნაწერის შესასწავლად. ამ ხელნაწერთა პირ–
ველი კატალოგი ალ. ცაგარელმა შეადგინა,7“ მეორე კი – რ. ბლეიკმა
1924 წელს.” ბიბლიოთეკაში ბლეიკის კატალოგი ჰქონდათ. უცნობი
ხელნაწერების დიდი ნაწილი ნ. მარმა გამოაქვეყნა.% სამწუხაროდ, არც
ნ. მარის პუბლიკაციები და არც ალ. ცაგარელის ნაშრომი ხელთ არა
მაქვს. საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ქართულ მონასტრებში დაცუ-
ლი ხელნაწერები იყო თავმოყრილი. ეს ხელნაწერები, საერთოდ, ამის
წყალობით არის შემონახული. მათ შორისაა, ზოგადად, ქრისტიანული
ლიტერატურის ისტორიის შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე
ხელნაწერები. ქართულ ხელნაწერებში, სხვათა შორის, არის 614 წელს
სპარსელთაგან იერუსალიმისა და მისი ტაძრების დანგრევის ამბავი,
წმ. საბას მონასტერში მოღვაწე ბერის, ანტიოქე სტრატიგის მიერ დაწე–
რილი. წმინდა მიწის ისტორიისთვის აგრერიგად დიდმნიშვნელოვანი
საბუთი მხოლოდ ქართული თარგმანით არის შემონახული. ქართული

* An. Uarapenu, II(8მM9IMMMM, გვ. 142-194.


Catalogue des Manuscrits Géorgiens de la Bibliotheque Patriarcale Greque a Jérusalem, par
R. Blake, Revue de L’orient Chrétien 39, Série T. Ill (XXIII), ი 3 et 4 (1922-23), გვ. 345-413, 1924;
T.IV (XXIV), ი 1 et 2 (1924), გვ. 190-210, 387-429; T. V (XXV), ი 1 61 2 (1925-1926), გვ. 134-155.
ნ. მარი, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების
მოკლე აღწერილობა, დასაბეჭდად მოამზადა ელ. მეტრეველმა, თბილისი, 1955.

91
ტექსტი პროფესორმა ნ. მარმა გამოაქვეყნა? და იგი რუსულ, გერმანულ
და ბერძნულ ენებზე ითარგმნა. ბერძნულად არქიმანდრიტმა კალის-
ტოსმა თარგმნა.” მან მიამბო, რომ ბერები ტიროდნენ, როცა წარსულ-
ში ჩადენილ ბოროტებათა ამბავს კითხულობდნენ. კოლექციაში ასევე
არის რომის ეპისკოპოს იპოლიტეს მრავალი ავთენტიკური ნაშრომი,
ასევე ეზრას მე-4, დაკარგული წიგნი და ზოგი მნიშვნელოვანი, თუმცა,
სამწუხაროდ, ჯერაც თავმოუყრელი საბუთი, როგორიცაა ხელნაწერე-
ბი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა და წმ. მამა გრიგოლ ხანძ-
თელის, VIII-IX საუკუნეებში მოღვაწე ქართველი წმინდანის „ცხორება“,
რომელიც ფასდაუდებელ ისტორიულ ცნობებს შეიცავს იმდროინდელ
საქართველოზე. საქართველოში მსგავსი ხელნაწერი არ არსებობს.
პალესტინაში ქართული მონასტრების ისტორიის შესასწავლად ძალიან
დიდი მნიშვნელობა აქვს ხელნაწერების კიდეებზე გატანილ მინაწერებს
ეკლესიების ქტიტორთა, ანუ დამფუძნებელთა, ბერთა და შეწირულობათა
შესახებ.% ეს მინაწერები ნ. მარმა გამოაქვეყნა, მაგრამ არასრულად. სამ-

9” LI Mapp, #MIM0X Crpatur, III686MM6 Vepycanuma ი60CმMM 8 614 #00V, rpy3MHCKH 16MCI Hagan,
ი60ი0680ი M მ0მ6CM06 M38069ყ6MM6 ი0M00M#MMი, CIIნ 1909; H. Mapp, I6MCIხI # იმვხICMმMM9. no
მ0M9M0–-”0V3MMCM0V თM0000LVM MM. 9, 1909.
% Nea Sion, 1909, ი. 6, გვ. 81.
მ იპოლიტე რომაელი (დაახლ. 170-235) – ეკლესიის მამა, რომის ეპისკოპოსი.
თ "იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქო ბიბლიოთეკაში მუშაობისას, პატრიარქ ტიმო-
თეს წყალობით, ყურადღება მივაქციე ხელნაწერის მინდვრებზე გაკეთებულ წარწერებს,
რომლებიც მეცნიერებაში „მემენტო“-ს სახელითაა ცნობილი. რომელიმე ბერი ან მლოც-
ველი ამ სახით ხელნაწერს წააწერდა მნიშვნელოვანი მოვლენის, თავისი თუ მონასტრის
ცხოვრების, ასევე რაიმე ადგილობრივი შემთხვევის შესახებ. ეს წარწერები ძალზე მნიშ-
ვნელოვანია მონასტრის ისტორიის შესასწავლად. პროფესორმა ალ. ცაგარელმა თავის
კატალოგში ბევრი ასეთი წარწერა შეიტანა. მათზე ძალზე ინტენსიურად მუშაობდა პრო-
ფესორი ნ. მარი (1902 წ.). პროფესორმა რ. ბლეიკმა კი, რომელიც პალესტინაში შედარე-
ბით ბოლო ხანებში (1923 წლის 19 დეკემბრიდან 1924 წლის 3 იანვრამდე) იმყოფებოდა
და ასევე გამოსცა ქართული ხელნაწერები, თავის ნაშრომებში „მემენტო“-ს წარწერები
ნაკლებად გამოიყენა. საბედნიეროდ, მივაკვლიე რამდენიმე ასეთ აქამდე უცნობ და გა-
მოუქვეყნებელ წარწერას“. წმ. გრიგოლ ფერაძე, თხზულებათა კრებული, წიგნი I, ვარშა-
ვის უნივერსიტეტი, ვარშავა, 2012, გვ. 78. გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და
შენიშვნები დაურთო დავით ყოლბაიამ. ნ. მარის მიერ გამოცემული აღაპები იხ. წიგნში:
CVM00MM KpectHoro M0MმCI1ხI09 8 Mepycanume, rpy3. I6MCI C 16 naneorpacbuy. 0#CVMM#მMM, H3pan H.
Mapp, Canxt-lNetep6ypr, 1914.

92
წუხაროდ, ამ ნაშრომზე არც პოლონეთში და არც აქ ხელი არ მიმიწვდება.
მე თითოეული ხელნაწერი უნდა შევისწავლო, ასე რომ, მომდევნო სამი
კვირის მანძილზე ყოველი დილა ამ საქმეს უნდა მოვანდომო.
ნაშუადღევს მე და ჩემი თანამემამულე საიდნაიას მონასტერში წავე–
დით. ეპისკოპოს პორფირი უსპენსკის“ ცნობით, იქ იყო 1755 წელს შეს-
რულებული მაცხოვრის გამოსახულება, რომელსაც ქართული წარწერა
ჰქონდა. ნახატი კი ვნახე, მაგრამ წარწერა ბერძნული აღმოჩნდა, თანაც
არ იკითხებოდა. სანთელი მივანათე და წარწერის ამოკითხვას შევეცადე.
ცნობისმოყვარე მონაზვნები შემომეხვივნენ და ტუჩების მოძრაობაზე მაკ–
ვირდებოდნენ. ძლივს ამოვიკითხე მხოლოდ ერთი სიტყვა: „ანა“. მაგრამ
მონაზვნების აღსაფრთოვანებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. „მე ხომ ყო-
ველთვის ვამბობდი, – წამოიყვირა მათში ყველაზე ხნიერმა, – რომ წმინდა
ანას სახლი აქ იყო. ახლა ხომ ამის დამადასტურებელი საბუთიც გვაქვს!“
სანამ მივხვდებოდი, რა ხდებოდა, მონაზვნების მთელი გუნდი ნახატის
წინ იატაკზე განერთხა. აი, ასე იბადება ლეგენდები წმინდა მიწაზე!
ერთ მონაზონს ჩემი შესახედაობა არ მოსწონდა. ნამდვილი მართლ-
მადიდებელი ბერის გარეგნობა არ მქონდა, არც გრძელი თმა მამშვენებ-
და და არც გრძელი წვერი. ალბათ, ან კათოლიკე, ან უნიატი, ანდაც სომეხი
ვეგონე. ამრეზით მიყურებდა და ცდილობდა, სხვა ქალებიც წამკიდებოდ-
ნენ. ღვთის მადლით, ისინი მასზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ. გასასვლელთან
„მოსიარულე ანტიკვარად“ წოდებული მოხუცი შემოგვხვდა. მონაზონმა
მას ჩემზე ჰკითხა, მართლმადიდებელია თუ არაო. ხანგრძლივი gobbyo-
განხილვის შემდეგ მოვიდა და მითხრა: „ჯერ გრძელი თმა-წვერით უნდა
დამშვენებულიყავით და მერე გვსტუმრებოდითო“.
დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ბევრ დაბრკოლებას წავაწყდებოდი.
წმ. თევდორეს მონასტერში ის ორი ქართული წარწერა ვერ ვნახე, ალ.
ცაგარელს რომ აქვს მოხსენიებული",
წმ. ეკატერინეს მონასტერმა ტიპური რუსული ეკლესიის შთაბეჭდილე-
ბა დამიტოვა.

M პორფირი უსპენსკი (1804-1885) – ეპისკოპოსი, ცნობილი სიძველეთმცოდნე, არქეოლოგი.


"2 /.ILIმ(მ06/-M, IIმM9+MMMM, გვ. 251, XXXII-XXXIII.

93
წმ. ნიკოლოზის მონასტრის ნახვაც მოვახერხე. სამწუხაროდ, იქ არანა-
ირი სიძველე აღარ იყო შემორჩენილი. იერუსალიმის ეკლესიებში თუკი
რამ ძვირფასი იყო, ყველაფერს თავი მოუყარეს და ახლა საპატრიარქოში
ინახავენ.
წმ. ნიკოლოზის მონასტრის ერთი კედელი საპატრიარქოს ბაღს გადაჰ-
ყურებდა. მასზე ქართული წარწერა შემორჩენილიყო. ღვთის მადლით, ეს
წარწერა ჯერ კიდევ არსებობდა") თუმცაღა, ბაღის ამ ნაწილს ნაგავსაყ-
რელად იყენებდნენ და მიწა რამდენიმე მეტრით ამაღლებულიყო. წარწე-
რის ნახევარიღა მოჩანდა.

რი ცი. Warapenn, IIმM9IMMMV, გვ. 250, XXXI.


17 NBENLA, პაჩასპევი

ნ. მარისა და ალ. ცაგარელის ნაშრომებს ამაოდ დავეძებდი. მათ გარე–


შე კი ჩემი მუშაობა ნაყოფიერი ვერ იქნებოდა.
სასულიერო წარმომადგენლობის ბიბლიოთეკა ძალიან მდიდარი იყო.
მას რამდენიმე შენობა ეჭირა. ერთი მათგანი მხოლოდ რუსული გამოცე–
მების საცავი გახლდათ, მეორე კი უცხო ენებზე გამოქვეყნებული ნაშრო–-
მებისთვის დაეთმოთ. რუსულ განყოფილებაში ვერა და ვერ შევაღწიე.
მითხრეს, წიგნები იქ ძალიან კარგად არის კატალოგიზირებულიო, მე კი
კატალოგის ნახვაც ვერ შევძელი. იქ ჩემთვის საინტერესო წიგნები უნდა
ჰქონოდათ, რადგან პალესტინის საზოგადოების გამოქვეყნებული გახ-
ლდათ. მეორე ბიბლიოთეკა, სადაც უცხოური წიგნები ინახებოდა, უკი–
დურესად არეულ-დარეული იყო: თაროები მტვერს დაეფარა, წიგნები
კატალოგში არ ჰქონდათ აღნუსხული და ალაგ-ალაგ ჩრჩილებისგანაც
იყო დაჭმული. ამ ფასდაუდებელ კოლექციას გულდამძიმებული ვათვა–
ლიერებდი. ერთი კარადა არაბული ხელნაწერებით იყო სავსე. იქვე ეწყო
“Acta Santorum”-ob™ თითქმის ყველა ტომი და მსოფლიო ომის გაჩაღე–
ბამდე შეგროვებული ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგიური ჟურნალები.
თუმცაღა, ბიბლიოთეკაში იმ პერიოდის გამოცემათა გარდა, სხვა არაფე-
რი იყო. დავასკვენი, რომ მეცნიერებისადმი მისწრაფება მაშინ გაუქრათ,
ანდა, უფრო სწორად, იმჟამად სახსრები გამოელიათ.

™ Acta Sanctorum (ლათ. „წმინდანთა საქმენი“) – აგიოგრაფიული ტექსტების სერია, რომ-


ლის გამოცემა დაიწყო მე-17 საუკუნეში.

95
რა დასანანია, რომ ვარშავაში ამგვარი ბიბლიოთეკა არ გვაქვს! როცა
საღამოთი რამდენიმე ბერს ვუთხარი, ბიბლიოთეკას მეტი ყურადღება
უნდა მიაქციოთ და ბიბლიოთეკარი იყოლიოთ-მეთქი, მათ მიპასუხეს,
გუნდის მგალობლები არ გვყოფნის, ხოლო ბიბლიოთეკიდან არანაირი
შემოსავალი არა გვაქვსო.
წინამძღვარმა განკარგულება გასცა, რომ ბიბლიოთეკაში დეზინფექ-
ცია ჩაეტარებინათ, თორემ აქ კაცს ტუბერკულოზი შეეყრებაო. დეზინფექ-
ციის გამო ბიბლიოთეკას რამდენიმე დღით დაკეტავდნენ. რა სამწუხაროა!

96
18 ივლსი, შაბაწი

ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზე ერთი ებრაელი შემხვდა, რომელიც


ჩვენს წარმომადგენლობაში თითქმის ყოველდღე მოდიოდა და ზურგზე
სახელოსნო ყუთი ჰქონდა მოკიდებული. მე შევათვალიერებდი ხოლმე,
ის კი თავს მარიდებდა. დღეს მის წინ შევჩერდი. ისიც შეჩერდა და ქარ-
თულად რაღაც მკითხა. თურმე ჩემი ვინაობა იცოდა და ჩემთან მოსვლა
უნდოდა. ქართველი ებრაელი აღმოჩნდა. ქართულად კარგად ლაპარა-
კობდა. ეტყობოდა, რომ საქართველო ენატრებოდა. იერუსალიმში სა-
ქართველოდან წამოსული ორასამდე ებრაელი ცხოვრობდა. ქართული
არ დავიწყებიათ. დამპირდა, რომ თავისიანებს როგორმე გამაცნობდა.
ნასადილევს რუსეთის ყოფილი საიმპერატორო პალესტინური სა-
ზოგადოების მაღალჩინოსნებს ვეწვიე. საზოგადოება ჯერ კიდევ ძა-
ლიან მდიდარი იყო, რადგან პალესტინაში მიწებსა და უამრავ სახლს
ფლობდა დამისი ქონება ინგლისელებს ჰქონდათ დაქირავებული. ახლა
საზოგადოება რამდენიმე მოხუც მომლოცველს ეხმარებოდა, რომელნიც
ომის შემდეგ აქ დამკვიდრდნენ.გარდაამისა, რამდენიმე ათას ბრიტანულ
გირვანქა სტერლინგს აძლევდა სასულიერო წარმომადგენლობას
რუსული მონასტრებისა და ღატაკი ქალების დასახმარებლად (აქ
ასობით რომ იყვნენ). ისინი, სხვა მომლოცველებთან ერთად, ბოლო
ხანებში ჩამოვიდნენ და შინ აღარ დაბრუნებულან. ბოლო ომის დროს
თურქებმა ციხეში გამოამწყვდიეს, ახლა კი, საბჭოთა კომუნისტურ
ხელისუფლებას მათი მიღება არ სურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ შინ
დაბრუნების სურვილი თავადაც არ ჰქონდათ. მათ არავინ ელოდა, თანაც
უთუოდ უარეს დღეში ჩაცვივდებოდნენ ვიდრე აქ, პალესტინაში იყვნენ,
სადაც მომლოცველთათვის განკუთვნილ სასტუმროებში ცხოვრობდნენ
და ყოველთვიურად მცირე თანხას იღებდნენ საარსებოდ. გარდა ამისა,
ზოგიერთი მათგანი მუშაობდა და მოხუც ახლობლებს ეხმარებოდა.
ეს ქალები ძალიან რელიგიურნი იყვნენ და ამიტომ მხნეობას არ
კარგავდნენ. წირვაზე ყოველდღე დადიოდნენ.
სასულიერო წარმომადგენლობა და პალესტინური საზოგადოება%5
ორი სრულიად განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორ-
განიზაციაა. დასანანია, რომ ისინი ახლაც კი ერთმანეთში ვერ თანხმ-
დებიან. სასულიერო წარმომადგენლობას მიწა და ქონება ჰქონდა შე-
ძენილი, მონასტრებსა და სამლოცველოებს აარსებდა და მომლოცველ-
თა რელიგიურ ცხოვრებას წარმართავდა. პალესტინური საზოგადოება
კი დაინტერესებული იყო სამეცნიერო საკითხებით, იკვლევდა წმინდა
მიწას, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს და აწარმოებდა არქეოლო–
გიურ გათხრებს. პალესტინურ საზოგადოებას ძალიან საინტერესო და
საკმაოდ ნაყოფიერი წარსული ჰქონდა; სახელდობრ, მრავალი მნიშვ-
ნელოვანი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული წმინდა მიწის შესახებ. მე
ისიც ვიცოდი, რომ იქ ძველი გამოცემების შეძენაც შეიძლებოდა. ერთ–
მა ჩვენმა ეპისკოპოსმა, რომელიც ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე იყო
იერუსალიმში, პალესტინის საზოგადოებისგან ძალიან ძვირფასი ნაშ–
რომები შეიძინა.
მე არ გამიმართლა. თავაზიანად კი მიმიღეს, მაგრამ მაინც გულდა–
ხურულად. მითხრეს, პატარა ბიბლიოთეკა გვაქვს, მაგრამ წიგნები ერთ
ოთახშია შეყრილი, ერთმანეთზეა დახვავებული და შიგ ვერც კი შეხვალ–
თო. ჩემს შეთავაზებას, რომ ბიბლიოთეკა ყოველგვარი გასამრჯელოს გა–
რეშე მომეწესრიგებინა, მათ დუმილით უპასუხეს.
გული მწყდებოდა, რომ ამდენი რამ ასე უსარგებლოდ ეყარა. ჩვენ, პო–
ლონეთში, ამ საზოგადოების გამოცემათა სრული სერიები არ გვქონდა.
“ ამ ორგანიზაციების შესახებ იხ. ზემოთ, სქოლიო: 11, 29.

99
ამ ორი ორგანიზაციის დაპირისპირებას, ალბათ, ფინანსურ საკითხებ-
ში უთანხმოება განაპირობებდა. წარმომადგენლობაში ჩიოდნენ, პალეს-
ტინურ საზოგადოებას ფული უამრავი აქვს, ხარჯი კი არანაირი, ხოლო
ჩვენი საქმე სულ სხვაგვარადაა: ფინანსები არ გაგვაჩნია, უამრავ მოხუცსა
და ეკლესიას კი აუცილებლად უნდა დავეხმაროთო. მათი დავა სასამარ-
თლომდეც კი მივიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პალესტინურ
საზოგადოებას წარმომადგენლობისთვის ყოველწლიურად რამდენიმე
ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი უნდა გადაეხადა.
ერთი გავლენიანი ინგლისელი მღვდლის სანახავად წავედი, გზად კი
წმ. ბასილის მონასტერში შევიარე. ალ. ცაგარელს მოხსენიებული აქვს
ერთი ქართული წარწერა, რომელიც ამ მონასტერში უნახავს. სამწუხა-
როდ, წარწერა ახლა აღარ არსებობს.
ინგლისელი მღვდლის, კანონიკ ბრიჯმანის სახლში ერთ ინგლისელ
ჟურნალისტს, ბ–ნ ლამბის”” შევხვდი, რომელიც მინისტრ gogbb™ ვარშა-
ვაში ვიზიტისას ახლდა. ბ-ნი ლამბი ვარშავაში მიღებულ შთაბეჭდილე-
ბებზე მიამბობდა, რამდენიმე პოლონური სიტყვაც იცოდა. მამამისი",
ცნობილი თეოლოგი, კემბრიჯში მოღვაწეობდა. ასე რომ, საერთო ბევრი
რამ გვქონდა.
კანონიკმა ბრიჯმანმა წმინდა მიწაზე ქართველთა ისტორია კარგად
იცოდა და მირჩია, ამ თემის ექსპერტებს, დომინიკელებს, აბელსა და ვინ-
სენტს, ვწვეოდი. იერუსალიმის ისტორიის ახალი კრებული, რომლის გა-
მოქვეყნებასაც ისინი აპირებდნენ, თურმე წმ. იაკობის მონასტერზე ახალ
საბუთებს შეიცავდა და ეს საბუთები ქართველთათვის სასიკეთო გახლ-
დათ.
ჩემი თანამემამულე უმუშევარი იყო. ექიმი კი გახლდათ, მაგრამ მუ–
შაობის უფლება არ ჰქონდა. სამაგიეროდ, გამჭრიახი გონება ჰქონდა და
An. Warapenn, IIმM91MMMM, გვ. 121.
107
ჯონ როუსონ ლამბი (1865-1942) – კანადელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი.
108
ენტონი რობერტ ედენი (1897-1977) – ბრიტანელი პოლიტიკოსი, 1935-1938 და 1940-45
წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი; 1955-57 წლებში პრემიერ-მინისტრი. იგი ვარშავაში
იმყოფებოდა 1935 წლის აპრილში.
ჯოზეფ როუსონ ლამბი (1831-1895) – თეოლოგი, ორიენტალისტი.

100
საქართველოს ისტორიით იყო გატაცებული. სულ თან დამყვებოდა და
რამდენჯერმე მნიშვნელოვანი სამსახური უკვე გამიწია. ჩვენ წარმომად–
გენელი უნდა გვყავდეს, რომელიც აქ მუდმივად იცხოვრებს. ხანდახან,
სახლის აშენებამდე ან საკანალიზაციო სისტემის გაყვანამდე არქეოლო–
გიური გათხრების ჩატარებისას, ქართული წარწერა აღმოჩნდება ხოლმე.
კარგი იქნება, პალესტინაში განათლებული ქართველის დასახლება, 30-
საც ისტორია ეცოდინება. ამიტომ ვცდილობ, ჩემი თანამემამულე დავარ–
წმუნო, რომ აქ დარჩეს და პარიზში წასვლა გადაიფიქროს. იქ რა უნდა
აკეთოს? იქაური ქართველების უმეტესობა უმუშევარია. ახლა მინდა,
ინგლისელ მღვდელს ვთხოვო, რომ მას სამუშაო აშოვნინოს. კანონიკმა
ბრიჯმანმა ჩემი თხოვნა ჩაიწერა და შემპირდა, რომ ყველაფერს იღონებ–
და.
აქ სამუშაო დღე ძალიან მოკლეა: ცხრა საათიდან თორმეტის ნახევ–
რამდე და მერე ოთხი საათიდან შვიდის ნახევრამდე.

101
19 NBCNLA, პვიჩა

სომეხთა პატრიარქის პირადი მიწვევით, წმ. იაკობ მოციქულის სომ-


ხურ საკათედრო ტაძარში განსაკუთრებულ წირვას, წმ. იაკობის ლიტურ-
გიას დავესწარი. პატრიარქის საწიგნის გვერდით ვიდექი, ლიტურგიის
სომხურ ტექსტს ვუსმენდი და დიდი გულისყურით ვუცქეროდი, როგორ
აღასრულებდნენ ამ ძველ ლიტურგიას, რომელზეც რამდენიმე წლის წინ
გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ვწერდი.” ღვთისმსახურების შემდეგ პატ-
რიარქთან სადილად მიმიწვიეს. პოლონეთის მართლმადიდებლურ ეკ-
ლესიაზე და პოლონელი სომხების ცხოვრებასა და ისტორიაზე ხან სომ-
ხურად ვსაუბრობდით, ხან ფრანგულად.
ნასადილევს გერმანელი ბენედიქტელების მიძინების მონასტერში"
წავედი. მონასტერი ფრანცისკელთა ყოფილი ტაძრის შორიახლოს მდე-
ბარეობდა, იმ შენობაში, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა. სამწუხა-
როდ, მე-16 საუკუნიდან ეს შენობა მაჰმადიანთა ხელშია.
ერთი გერმანელი ბერი მონასტერს მათვალიერებინებდა. სამლოცვე-
ლოში პოლონელი მასწავლებლების ჯგუფს შევხვდი, ვისთან ერთადაც
გემ „პოლონიით“ სასიამოვნოდ ვიმგზავრე. ეგვიპტიდან წამოსულნი რამ-

Gr. Peradze, Les monuments liturgiques prébyzantins en langue géorgienne, Le Muséon, 45,
1932, გვ. 255-272.
™ _ ბენედიქტელები – რომის კათოლიკური ეკლესიის წმ. ბენედიქტე ნურსიელის სასულიერო
ორდენის წევრები. მათ საკუთრებაში მყოფი მიძინების მონასტერი, რომელიც სიონის
მთაზე მდებარეობს, 1898 წელს აშენდა პრუსიის მეფე ვილჰელმ II-ის მიერ გამოსყიდულ
მიწაზე, მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ეკლესია აკურთხეს 1910
წელს.

102
60|
‘ogadodeg იანზი qugoadeqauCo gests
LEG] SDQPLHea ‘vddqeg 0()ლთლ0009ლ00 quelasleluad pwe vaslgu rdswe – 005009 oMlguadwe eu
“OWES WUadaCF ით
-00ა58ლილბ) ი0C)000 Ceywl ecoudCECALo ‘vadulde 00609004C queguedRo — oaslace qoeldwe
Zu
“იისაზილ# C000606)0006 cwvglyaCgeg
90წ000005Cთ60 ი500500:ლ000 ·ი00540000 Causodeg 00030) Caywlp coved C)0§
0000505ჩ ,,, cpudqeg cpylquuswe* ლლ90106) “0650006ლ000ლ0უ who ლ0Cა900
-00C 0თლლ მლ001ლ0 ‘glPquwplOqeg quelaslPquolgewkH 005006C09ძ09 იინთლთ
–05059(ა050«ალ “000008509 ,glPgofwg ლილწ“ ი0005000585ლ#ტი00 aslquadwe
IMEPS ees EWA eQCUSLQCa0d5 06)0000C)C “00%C)09 0ი00005C066ე0ძა owl
-VLwadulPeye ‘qubwquelgooQqowP 00თ5090)C eDque4 WLewel SeQowcpel$
09 GEHDew 0ლC)900 OF ·/CXCC0090ლ00109 qeCasCPquONgewk 00500 00590ი 9C :wd
-ლლ§9ლ9 wadpldoeg 001003“ epaslPqodgowhH Cadwlpquadfewp ლ0C%)0
“GlagMqywpde we ‘edg@ 000C CC) ‘uglaslowel qowwp gly
“glg@ECuSpe wo qeglg 900056000 gewudsld
CP pe qeludlowel 000000)ლ0 ‘eDdoys? 00503C0 que~wp qeluslowel od ლ0000
ue Now LCAHECE ი00 owe Leo glgFRo 9000050ლ06)00 quywp 005ყ “CCაჩ00
CE pwy “0090506აC50009 DCquedSwewee Yuguslewy “009009950ლ 00506ტ00ჩ
00ლ0X “0000 00000 ge ‘oPCoewww-vwe ‘eDQwlwegVlSpe quwwe qeewale
L.Qewe მ005606X) ‘WD wCEL quasvLHe eDqoe4 GlBuwql quEwquelastow
-00 lulplEce , glPqocdBlP quelDwl (0000ყC0 09006)60ლ od vedCEqup
-WECEqop ‘wuho8 — “000050090 eNplw ‘od wodlEwpe® geDowOqequg
"WPDWQCEdpl. oP (wFywe
0000 ‘ogeBodp quqoHw owladowPglO ecoaSsCPquAgewr&H ogeguOqCudeg ‘vcsCP
-GAGowH ouSCPucde qeoqulPgPl -odowlCECe wep Ce ·009036აC06)500900ლ9
opwlguddwe 6)0ლ0036)0C oF godCPo ‘qou8l&Aq qe4ve eBqued wosd 000000)
20 N3CNLN, ოჩშაბაწი

მთელი დილა ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ვმუშაობ-


დი და ზუსტად შუადღისას მივედი „კასა ნოვაში“. აქ ექსკურსანტებს ერთ
საათზე მეტ ხანს ველოდი, რადგან ისინი დილიდანვე იერუსალიმში, ტაძ-
რიდან ტაძარში გადადიოდნენ.
„კასა ნოვაში“ სადილობისას ფრანცისკელი ბერების ცხოვრების პი-
რობები სასულიერო წარმომადგენლობაში ჩვენი ბერების ცხოვრების
პირობებს შევუდარე. ჩვენ ვჭამდით მხოლოდ თევზის კონსერვებს, ჩამო-
ტანილს ისეთი შორეული ადგილებიდან, როგორიცაა ბაღდადი. თავად
იერუსალიმში, პურის გარდა, ვერაფერს იყიდდით. მართლმადიდებელი
ბერები დერეფნებში მოჩვენებებივით დაბორიალობდნენ. კაცმა რომ
თქვას, ეს მათივე, ან უფრო ზუსტად, მეურნეობის უხეირო გაძღოლის
ბრალი იყო. პალესტინაში საკმაო ქონება მათაც ჰქონდათ და ფრანცის-
კელებზე არანაკლები შემოსავალი უნდა ჰქონოდათ.
ნასადილევს სახედრებზე შევსხედით, ზოგიც ცხენზე ამხედრდა და
იაფას კარიბჭის გავლით ბეთლემისკენ გავეშურეთ. მე მთლად უვარგისი
სახედარი შემხვდა
– ზანტი და ნელი. ფეხით სიარული მერჩივნა. საუცხოო
აამანექანო გზას მივუყვებოდით, რომლის გასწვრივ ბებერი ზეთისხილის
ხეები იდგა. გზის ორივე მხარეს მშვენიერი ვილები მოჩანდა.
ბეთლემამდე ათ კილომეტრზე მეტი არ იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ
ფეხით უფრო მალე მივიდოდით.
გზის ნახევარი გვქონდა გავლილი, როცა ხელმარცხნივ წმ. ელიას bo-
ხელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია დავინახეთ, ხოლო
ბეთლემის შესასავლელთან, გზის მარჯვენა მხარეს – რაქელის'” საფლა–
ვი, რომელიც ებრაელთა ხელში იყო და არაბებსა და ებრაელებს შორის
გაჩაღებული კონფლიქტის გამო დაკეტილი დაგვხვდა. საფლავის გვერ-
დით შევისვენეთ და ჩამორჩენილებს მოვუცადეთ.
ერთმა ექსკურსანტმა შემატყო, რომ ჯიუტმა ვირმა გამაწამა, ცხენი
დიდსულოვნად დამითმო და მითხრა: „თქვენ, როგორც ქართველს, ამ
ქალაქში ვირით შესვლა არ გეკადრებათო“.
ბეთლემის ქუჩებში ჩვენმა მხედრობამ ყველას ყურადღება მიიპყრო.
თავიანთი სახლების წინ ჩამომსხდარი ქალები ცნობისმოყვარეობით
გვიცქეროდნენ. ბეთლემის განთქმული ბაზილიკისკენ'5 გზა სულ აღმა მი–
ემართებოდა. მარცხენა მხარეს, გზის პირასვე, იუდეის უდაბნო იწყებოდა.
წმ. საბას ლავრისკენ, ერთ-ერთ ყველაზე ასკეტურ ქრისტიანულ მონასტ–-
რისკენ, მხოლოდ ერთი დაკლაკნილი ბილიკი მიდიოდა.
ბაზილიკის წინ მდებარე დიდი მოედანი სავსე იყო დამთვალიერებ–
ლებით და საფოსტო ბარათების, ჯვრების, კრიალოსნებისა და სხვა საეკ-
ლესიო საგნების გამყიდველებით. ბეთლემი ასევე ცნობილია სადაფით.
ხალხი რუსულად გველაპარაკებოდა.
ბაზილიკამდე მისასვლელად ძალიან დაბალი (დაახლოებით ერთი
მეტრის სიმაღლის) კარიბჭის გავლა მოგვიხდა. მას თითქმის შენარჩუნე–
ბული აქვს პირვანდელი სახე, როგორიც ჰქონდა წმ. კონსტანტინე დიდის
დროს და იუსტინიანეს" მიერ გაფართოების შემდეგ. ისეთივეა, როგორიც
ნეტარმა იერონიმემ"” ნახა. განადგურებისგან ეს ბაზილიკა განგებამ obls-
ნა მე-6 საუკუნეში, სამარიტელთა აჯანყების დროს, და 614 წელს, სპარსე–

n4
რაქელი — ბიბლიური პერსონაჟი, იაკობის ცოლი, იოსებისა და ბენიამინის დედა. მისი bo-
მარხი მდებარეობს ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე.
უფლის შობის ბაზილიკა – აშენდა დაახლ. 330 წელს, კონსტანტინე დიდის მიერ იმ ადგილ–
ზე, სადაც იშვა მაცხოვარი.
M იუსტინიანე | (483-565) – ბიზანტიის იმპერატორი 527 წლიდან.
M7 ნეტარი იერონიმე (345-420) – უდიდესი ქრისტიანი მწერალი, ბიბლიოლოგი.

105
თის მეფის, beabHerls™ შემოჭრისას, როცა იერუსალიმში და მის ირგვლივ
ყველა ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ასე რომ, ეს ბაზილიკა უძველესი
ქრისტიანული ნაგებობაა. იგი მართლმადიდებლებს ეკუთვნის, სამლოც-
ველოს გარდა, რომელიც, ნაწილობრივ, კათოლიკეებისაც არის. ის ადგი-
ლი, სადაც ქრისტე იშვა, დიდი ვერცხლის ვარსკვლავით არის მონიშნული
და მართლმადიდებლებისაა.
მთელს ბაზილიკას დიდებული კამარედი გასდევს და კათედრასთან
მთავრდება. შობის სამლოცველოში მარმარილოს თხუთმეტსაფეხურიანი
კიბე ჩადის. კიბის მარჯვენა მხარის გამოყენება მხოლოდ მართლმადი-
დებლებს შეუძლიათ, მარცხენა მხარე კი ფრანცისკელთათვის არის გან-
კუთვნილი. ღმერთმა დაიფაროს, ეს წესი ვინმემ დაარღვიოს.
ყველამ მოწიწებით დაიჩოქა. ამ წმინდა ადგილას, სადაც მაცხოვარი
ქვეყნიერებას მოევლინა, სიყვარულითა და რწმენით აღსავსე პოლონური
სააღდგომო საგალობელი გაისმა. ჩვენი, მართლმადიდებლური bogo-
ლობლები გამახსენდა, პოლონეთის სოფლებში რომ მღერიან. „ზეცა და
დედამიწა, ზეცა და დედამიწა, იხარებენ დღეს“ ამ საგალობლის ჰანგმა და
სიტყვებმა, გამოხატვის სისადავემ და უბიწობამ ყველა მოაჯადოვა, გული
და სული იმ ზეციური სასოებით აუვსო, ანგელოზებმა რომ აღუთქვეს
მწყემსებს და ყველას, ვინც სათნოების მოყვარულია. თვალწინ წარ-
მომესახა ანგელოზთა გუნდი და მწყემსები, რომელნიც ღმერთს ერთად
უგალობენ; მოგვები, რომელნიც ვარსკვლავს მოჰყვებოდნენ; სახარებისა
და აპოკრიფული ტექსტების სხვა ცნობილი სურათები: თვინიერი ცხო-
ველები ღვთის ძის ირგვლივ, მწყემსების ცოლები სოფლიდან ჩამო-
ტანილი საჩუქრებით, ანგელოზთა გუნდები...
ბაზილიკის იატაკქვეშ ახლახან ძველი მოზაიკა აღმოაჩინეს. მათი
ფოტოსურათები ნანახი მქონდა, თვით მოზაიკები კი ვერ ვნახე, რადგან
მუყაო ჰქონდა გადაფარებული. ვიღაცამ იკითხა, კარიბჭე ასე დაბალი

"8 ხოსრო II ფარვიზი (590-628) – სპარსეთის მეფე, რომელმაც სპარსეთს დაუმორჩილა სირია
და ეგვიპტე, 614 წელს მან დაიპყრო პალესტინა, გაანადგურა ეკლესიები, დახოცა ქრისტი-
ანები და იერუსალიმიდან გაიტაცა წმინდა ჯვარი.

106
რატომ არისო? იქნებ იმიტომ, რომ ქრისტიანებს ამ ადგილის დაცვა გაად–
ვილებოდათ? ან იქნებ იმიტომ დაადაბლეს, რომ არაბებს ტაძარში სახედ–
რები არ შემოეყვანათ და ბოძებზე არ მიებათ?
აქაურ ფრანცისკელებთან კარგად დავისვენეთ და შემდეგ ლათინური
სამრევლოს ეკლესია მოვინახულეთ, სადაც ნეტარი იერონიმე ერთ–ერ–
თი პირველი წინამძღვარი იყო. მისი ოთახი, სადაც გამოკვლევებს წერ–
და, ჯერ კიდევ არსებობდა. ამ ოთახის ჰაერს დიდი მოწიწებით და აღფ–
რთოვანებით ვისუნთქავდი, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი მწერლისა
და მკვლევრის მიმართ დიდი პატივისცემით განმსჭვალული. ეს ის სენა–
კია, სადაც შეიქმნა ვულგატა და პატრისტიკული ნაშრომები, რომლებზეც
ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში. იერონიმეს მარტო სამეცნი–
ერო ნაშრომების წერა კი არ ჰგვრიდა დიდ სიამოვნებას, არამედ ასკე–
ტური ცხოვრებაც. მან რომაელი წარჩინებული ქალების, წმ. პაულას'? და
მისი ქალიშვილის, ეუსტოხიუმის'? დახმარებით, მონასტრები დააარსა. ეს
სენაკი მრავალი იდეის დაბადების მოწმეა.
დიურერის”! ულამაზეს ტილოზე სენაკის სიღრმეში ხელნაწერზე დახ–
რილი ნეტარი იერონიმეა გამოსახული. ფანჯრის რაფაზე დევს ადამიანის
თავის ქალა – ასკეტიზმის სიმბოლო. ოთახის შესასვლელში, ზღურბლ–
თან, ორი ძუ ლომი თვლემს. ერთი ხანდაზმულია, მეორე – ახალგაზრდა,
როგორც დედა და შვილი. თითქოს სენაკს იცავენ, რომ იქ სიმყუდროვე
იყოს და მკვლევარს მუშობაში ხელი არ შეეშალოს. ეს დახვეწილი ალუ–
ზია გახლავთ იმ ორ ქალზე.
ბეთლემიდან დაბრუნებისას გზა უფრო მეტად გაიწელა. ნელა მოვდი-
ოდით საამო შთაბეჭდილებებით დატვირთულნი. ვირი, რომელზეც ადრე

ng
წმ. პაულა (347-404) – რომაელი არისტოკრატი ქალბატონი. თავის ქალიშვილ ეუსტოხიუმ-
თან ერთად წმ. იერონიმეს გაჰყვა პალესტინაში. პალესტინასა და ეგვიპტეში წმ. ადგილე-
ბის მოხილვის შემდეგ დამკვიდრდა ბეთლემში. ბეთლემშივე დააფუძნა მამათა და დედა–
თა მონასტრები. მისი ხსენების დღეა 26 იანვარი.
2 ეუსტოხიუმი, წმ. იულია (370-419) – რომაელი არისტოკრატი ქალბატონი, წმ. პაულას ქა–
ლიშვილი.
დ ალბრეხტ დიურერი (1471-1528) – რენესანსის ეპოქის დიდი გერმანელი მხატვარი.
% საუბარია ალბრეხტ დიურერის ტილოზე „წმ. იერონიმე საკანში“ (1514 წ.).

107
მე ვიჯექი, ახლა უფრო გაზანტდა და ზედ მჯდარი ქალი ასაჩქარებლად
შეუძახებდა ხოლმე.
იერუსალიმი საალყო ვითარებაში იყო და შვიდი საათის შემდეგ გზა-
ზე მოძრაობა იკრძალებოდა. ვინც ამ წესს არ დაემორჩილებოდა, ან
მკაცრად დააჯარიმებდნენ, ან დააპატიმრებდნენ. რადგან გვიან ვბრუნ-
დებოდით, შეიძლებოდა, რაიმე პრობლემა შეგვქმნოდა. ამიტომ ჩვენმა
გამყოლმა საუკეთესო ცხენი ამოირჩია და იერუსალიმისკენ გაეშურა პო-
ლიციის გასაფრთხილებლად, რომ ჯერ გზაში ვიყავით.
რვა საათი სრულდებოდა, როცა შინისაკენ მიმავალმა ერთ ქუჩაზე შე-
ვუხვიე და კუთხეში მდგარი პოლიციელი დავინახე. ნანახი ადრეც მყავდა.
არაბი მეგონა. თავაზიანად მომესალმა და უზადო პოლონურით მკითხა:
„მამაო, ბეთლემში ექსკურსიით კმაყოფილი ბრძანდებით?“
იერუსალიმისგან განსხვავებით, სადაც ყოველ ნაბიჯზე ჯვარი და გოლ-
გოთა გახსენდებათ, ბეთლემში სიმშვიდე, მყუდროება და ღვთაებრივი სი-
ხარული სუფევს. მეზმანებოდა ის გასაოცარი ღამე და ჩამესმოდა სიხარუ-
ლით აღსავსე გალობა ანგელოზებისა, ხალხს რომ მოუწოდებდნენ, მაღლა
ღმერთი ედიდებინათ და ამქვეყნად მშვიდობისთვის ეზრუნათ. მე ამას
ვგრძნობდი ყოველ ნაბიჯზე, ეს გამოსჭვიოდა იმ საეკლესიო ნივთებიდან
— კრიალოსნებიდან და ჯვრებიდან – ქუჩაში რომ იყიდებოდა. ყველაფერი
თეთრი იყო, მშვიდობის, უბიწობის, სიწმინდისა და ყრმობის ფერი. ბეთლე-
მი ბავშვების ქალაქი იყო, ქათქათა თეთრი ფერი კი – მისი სიმბოლო.
ფრანცისკელი ბერი, რომელიც მართლმადიდებლურ ბაზილიკას გვათ-
ვალიერებინებდა, მართლმადიდებლებს გამთიშველებად მოიხსენიებდა.
ვგრძნობდი, პოლონელი მასწავლებლები როგორ გაოგნდნენ. თავს შე-
ურაცხყოფილად გრძნობდნენ, როცა კათოლიკე ბერი ამ წმინდა ადგილას,
თანაც მართლმადიდებელი მღვდლის თანდასწრებით, დროდადრო ამას
იმეორებდა. თვალებზე ვატყობდი, რომ დაბნეულნი და დარცხვენილნი
იყვნენ და მობოდიშება უნდოდათ. სწორედ ამ წუთას ანგელოზთა სადი-
დებელი ჰიმნი გაისმა და ეს ჰანგი შორეული ჩრდილოეთიდან ჩამოსულ
მომლოცველთა გულსა და გონებას მოესალბუნა.

110
რაოდენი უბრალოება, ბავშვურობა და სიწრფელე იგრძნობა იმ Ber-
რეულ ქრისტიანულ საგალობლებში, ჩვენი ხალხის მიერ შექმნილ შედევ–-
რებში. უბრალო კაცი, ჩვენი მართლმადიდებელი გლეხი, ფიქრს მიცემუ-
ლი და თავმოდრეკილი აღიქვამს იმ ამბავს, რომ „უბიწო ქალწულმა შვა
ძე“ და ბაგაში მწოლიარე ღვთაებრივ ყრმას სიმდიდრეს, უხვ მოსავალს,
ამქვეყნიურ დოვლათს კი არ სთხოვს, არამედ სინათლეს, რაც შეიძლება
მეტ სინათლეს ყოველდღიურ ცხოვრებაში: „გამოგვიგზავნე ჩვენ, ბნელში
მყოფთ, შუქი სინათლისა“. შუქში ის განათლებას არ გულისხმობს, რო–
გორც ამას ჩვენ, ნასწავლი ხალხი ვგულისხმობთ, არც სათემო ცენტრებში
კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას, გაზეთებსა და პრეტენ-
ზიულ მოწოდებებს. მისი გულისთქმა რაღაც უფრო დიადს ესწრაფვის,
ყველაზე დიად ჭეშმარიტებას ეძიებს, ღვთაებრივი ყრმისგან რომ მოედი–
ნება და ამ დიად მიზანს უმორჩილებს მის ყოველდღიურ ყოფას.
ბეთლემიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები ახლად დაკრეფილი,
გაზაფხულის მხიარული ფერებით შემკული, უმანკო ფრინტების თაიგულს
მაგონებს.
აღმოსავლეთი კონტრასტების მხარეა. თანამედროვე ვილების გვერ–-
დით დანგრეული ქოხმახები დგას; კარგად ჩაცმულ და მაძღარ ადამიანთა
გვერდით საცოდავი ქმნილებანი დაბორიალობენ; მშვენიერ, სანეტარო
ოაზისებს გარს არტყია უდაბნო, ქვიშის ოკეანე. შესაძლოა, ეს კონტრას-
ტი ყველაზე მძაფრად აქ, ყრმების, უბიწობის, სიწმინდისა და მშვიდობის
ქალაქში შეიმჩნევა, სადაც ბავშვებს ეთაყვანებიან და ხოცავენ. ეს ის ად–
გილია, სადაც ორ წელზე უმრწემესი ბავშვები ამოხოცეს. ეს ის ადგილია,
სადაც რაქელი, ათას წელიწადს საფლავში რომ განისვენებდა, შემზარავ–
მა ტრაგედიამ გამოაღვიძა და მისი გოდება ბეთლემიდან ძალიან შორს,
რამაშიც კი გაისმოდა!)
ადამიანის ცხოვრებას განგება წარმართავს. ბედნიერი ვარ, რომ განგე–
ბის ნებით მე, პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა,
რომლის ვალიც ჩვენი ეკლესიის ახალგაზრდობის აღზრდაა, ამ მყუდრო
“ მათე 2, 18.

111
და მშვიდ მხარეში დაუვიწყარი წუთები გავატარე პოლონელ მასწავლებ-
ლებთან ერთად, რომელთა ვალიც სამშობლოში ახალგაზრდა თაობის
აღზრდაა. ჩემთვისა და თქვენთვისაც ასე საჭირო სიმშვიდე და სასოება,
რაც ბეთლემის ბაზილიკაში დაგვეუფლა, ახალგაზრდობის აღსაზრდელად
უნდა გამოვიყენოთ და დავიფაროთ ყოველივე იმისგან, რაც მათ სულს
დათრგუნავს და ლაქად დააჩნდება.
თქვენთან ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს ვიგონებ. მოკითხვას
გიგზავნით, იმ გასაოცარი და თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობის
თანაზიარნო.

112
21/I30ჩსი, სამშაბაწი

დღეს, საპატრიარქოს ბიბლიოთეკიდან რომ დავბრუნდი, დერეფან–


ში ერთი მორჩილი დავინახე. გამიკვირდა, რადგან რამდენიმე დღის
წინ ყველას (ჩემ გარდა) გამოემშვიდობა და ხაიფაში გაემგზავრა იქიდან
ათონის მთაზე წასასვლელად. შეცბუნებულა, როცა გაუგია, რომ „გორ–
ნაიაში“ (მონტანაში) მონაწილეობა მივიღე ღვთისმსახურებაში. „ახალი
სტილის““ მიმდევრად და სულიერების უქონელ ერეტიკოსად მივუჩნე–
ვივარ. მითხრეს, რომ ჩემ წინააღმდეგ ყოფილა განწყობილი და წინამ–
ძღვრისთვის უთქვამს, რომ ჩემთან ერთ ჭერქვეშ ვერ იცხოვრებდა. მის
პროტესტს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ქალებზე, რომლებმაც, რო-
გორც ამბობენ, ფული მოუგროვეს, ნამცხვრები გამოუცხვეს და რკინიგზის
სადგურამდე ცრემლმორეულებმა გააცილეს. იგი ათონის წმ. მთაზე წას–
ვლას აპირებდა, მაგრამ ღმერთმა დასაჯა: ყველაფერი მოპარეს – dob-
პორტიც და ფულიც. გაუმართლა, წარმომადგენლობის წინამძღვარი იმ
დროს ხაიფაში რომ იმყოფებოდა და ცოტა ფული მისცა. მორჩილმა აქ
ერთი საათით დარჩენაც აღარ ისურვა და, როგორც მითხრეს, წმ. საბას
ლავრაში წავიდა.
ცოტა ხანს დავისვენე და შემდეგ მცირე გალილეის მონასტრისკენ გავ-
წიე. მცირე გალილეა ზეთისხილის მთის ერთი ნაწილია და სხვა არაფერი.
ეს სახელი მას ეწოდა წმ. მათეს სახარების თანახმად, რომელშიც ნათქ–

V ანუ „ახალი კალენდრის“ მიმდევარი, რომელსაც ნეობიზანტიურს უწოდებდნენ და რო-


მელიც შემოიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1923 წელს.

113
30400, რომ ქრისტეს მოწაფეები გალილეაში წავიდნენ და მთაზე ავიდ-
ნენ, სადაც ისინი იესომ გაგზავნა.” დომინიკელი მამის, დე ვოს ცნობით,
იქ ქართული წარწერაა შემონახული. ამ მონასტერში იერუსალიმის პატ-
რიარქის კიდევ ერთი საზაფხულო რეზიდენციაა. გზა გეთსიმანიაზე გადის
და შემდეგ, ამაღლების ადგილის გვერდით, „მამაო ჩვენოს“ მონასტრის
მარცხნივ, აღმართს მიუყვება.
მცირე გალილეაში მდებარე მონასტერი ძალიან დიდ ადგილზეა გაშე-
ნებული და ორი სამლოცველო აქვს. ერთი პატარაა და ძალიან ძველი,
მეორე კი – უფრო დიდი, ნესტიანი და ბარაკისნაირი. შესაძლოა, ფაციფუ-
ცით აშენებდნენ, რომ მომლოცველთა მასპინძლობა შესძლებოდათ. აქ
ცხოვრობს მამა სერაფიმი, რომელმაც დიდი მთავრის მეუღლის, ელიზა-
ვეტას, ცხედარი ჩამოასვენა. ადრე იგი იერუსალიმის ყოფილი პატრიარ-
ქის, დამიანეს“ მოძღვარი იყო, ახლა კი ბერძნების ხარჯზე ცხოვრობს.
სამწუხაროდ, მონასტერში ქართული წარწერები შემორჩენილი აღარ
არის. სამაგიეროდ, მთავარ ეკლესიაში ძველი ჯვარია შემონახული, რო-
მელიც ადრე გოლგოთაზე იდგა, სანამ სომხებმა უფლის საფლავის ეკლე-
სია 1808 წელს ცეცხლს მისცეს. ეს ჯვარი, შესაძლოა, ქართული წარმომავ-
ლობის იყოს, რადგან გოლგოთა ადრე ქართველებს ეკუთვნოდათ. ხის
ჯვარი ალაგ-ალაგ ამომწვარია, თანაც სიძველისგან და სანთლებისა და
ზეითუნის ზეთის ლამპრების კვამლისგან გაშავებული.
შინ როცა ვბრუნდებოდი, გზად „პოლონურ სახლში“ შევიარე. ეს სახ-
ლი ძველ ქალაქში მდებარეობდა და ადვილი საპოვნელი იყო, რადგან
იქითკენ მიმავალ გზას ქუჩაზე გაკრული წარწერები მიანიშნებდა. ამ
სახლს ახლა წმ. ელისაბედის დები” უვლიან. იღუმენიამ, რომელიც პოზ-
ნანელი იყო, გულთბილად მიმიღო. ვარშავაში ცხოვრებაზე, პოლონეთსა
და წმინდა მიწაზე არსებულ რელიგიურ ურთიერთობებზე ცოტა ხანს ვი-
საუბრეთ (მეჩქარებოდა, რადგან უკვე შვიდი ხდებოდა). იქ ერთი ძალიან
% მათე 28, 16.
% დამიანე | (1848-1931) – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1873 წელს დამიანემ მიაშურა
იერუსალიმს და იქ ბერად აღიკვეცა. 1897 წელს იგი იერუსალიმის პატრიარქი გახდა.
“” წმ. ელისაბედის დები – რომის კათოლიკური ეკლესიის ქალთა რელიგიური საზოგადოება.

114
საინტერესო ფრანცისკელი გავიცანი და გარეთ გამოსულნი გზას ერთად
გავუდექით.
გზაზე ეთიოპიელი ბერები გვხვდებოდნენ, რომელნიც ფრანცისკელ
მამას ესალმებოდნენ. მან მიამბო, რომ ეთიოპიელები ხშირად მოდიოდ-
ნენ წმ. ელისაბედის დების სამლოცველოში, რათა ჩესტოხოვას მარიამის
ხატთან ელოცათ. შავი მადონა სამშობლოდან ასე მოშორებულ უცხო
ქვეყანაში მყოფ შავკანიანებს ძალიან ძვირფასად მიაჩნიათ!
ხვალ წმ. ელისაბედის დებთან სადილად ვიყავი მიწვეული და ბიბლი–
ოთეკაშიც უნდა მემუშავა.

115
25 NBCNLN, შაბაწი!

ნაშუადღევს სასეირნოდ იმდენი დრო აღარ მრჩება, რამდენიც ადრე


მქონდა: წარმომადგენლობის ბიბლიოთეკაში ვმუშაობ და იერუსალი-
მიდან მოკითხვის ბარათებს ვაგზავნი. დღეს, ნაშუადღევს, მიძინების ეკ-
ლესიას კვლავ ვეწვიე. ფრანცისკელთა ყოფილ ტაძარში, ანუ იმ ოთახში
მისვლას ვაპირებდი, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა, მაგრამ ბოლო
წუთს გადავიფიქრე.
მინდოდა, რომ მცირედი ხანი ბენედიქტელთა სასიამოვნო გარემოც-
ვაში გამეტარებინა. მასპინძლობა ერთმა ბერმა გამიწია, რომელთანაც
მეკარემ წარმადგინა. სასაუბრო ბევრი რამ აღმოგვაჩნდა, რადგან გერ-
მანიასა და ბელგიაში ბენედიქტელთა მონასტრებში ვცხოვრობდი. გარდა
ამისა, ბევრი საერთო მეგობარიც გვყოლია. ყავაზე მიმიწვია და ძალიან
თავაზიანად მეპყრობოდა. შემდეგ უეცრად (ნეტავ რატომ?) მკითხა, რა
აღმსარებლობისა ხართო. როცა შეიტყო, რომ მართლმადიდებელი ვიყა-
ვი, შეიცვალა, ხმას აუმაღლა და მითხრა: „ქართული ძეგლების კვლევა-
ძიებას გიჯობთ, ეკლესიის ისტორია შეისწავლოთ და ნახავთ, რომ ჩვენი
ეკლესია მართალიაო“.
არ მინდოდა მეპასუხა, რომ პროტესტანტული ეკლესიები სწორედ ის-
ტორიის დეტალური შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა. უმალ ავდექი და
გარეთ გავედი. საოცარია, კათოლიკე ბერების ახალგაზრდა თაობა ასე
ფანატიკური რომ არის. მაშინ, როცა თვით მეკუგნავე მზად იყო, ემასპინძ-
ლა და იღუმენია ხელს მართმევდა, ახალგაზრდა ფრანცისკელები ქუჩაში
ან ზურგს შემაქცევდნენ ხოლმე, ან რამეს ჩაიბურტყუნებდნენ. თუმცაღა,
უნდა ვაღიარო, რომ სხვა რელიგიების მიმართ დიდად პატივისმცემელნი
არც ჩვენი მართლმადიდებელი ძმები არიან.

116
26 N3CNuN, კვიჩაჰ

ნასადილევს ძველ ქალაქში „ვია დოლოროსას“” გავუყევი. იქ ქუჩები


საოცრად ვიწროა. მარცხნივ გზა წმ. სტეფანეს კარიბჭესთან მიდიოდა, dog-
რამ მე პირდაპირ გავემართე. ქუჩის მარცხენა მხარეს, რამდენიმე ნაბიჯის
მოშორებით, დიდი და უსუფთაო პასაჟი იყო ორივე მხარეს ჩარიგებული,
დაკეტილი მაღაზიებით. პასაჟში საკმაოდ ბნელოდა. სადღაც შორს შუქი მო–
ჩანდა. შესასვლელთან რამდენიმე შავკანიანი ქალი იდგა. მეგონა, რომ
ამ პასაჟის იქით ქუჩა გრძელდებოდა, გული გავიმაგრე და პასაჟში შევა–
ბიჯე. სიბნელეში არავინ შემიმჩნევია. რაღაც კიბეს გადავაწყდი. ძალიან
გამიკვირდა, როცა ქუჩას კი არა, ომარის მეჩეთში შესასვლელს მივადე–
ქი. სანამ ვითარებაში გავერკვეოდი, ვიღაც ბიჭი სიბნელიდან გამოხტა და
მტკივნეულად ჩამცხო, თან რაღაცას გაჰყვიროდა. მის ყვირილზე რამ–
დენიმე კაცმა კიბეზე ჩამოირბინა. ვიფიქრე, ამათ, ალბათ, ებრაელი ვგო–
ნივარ და ჩამქოლავენ-მეთქი. საბედნიეროდ, თავი გავიმხნევე და იმის
თქმა მოვახერხე, რომ მღვდელი ვიყავი. ერთმა მათგანმა მანიშნა, რომ
გავყოლოდი, დამცინავად მომღიმარე შავკანიან ქალებს შორის გამატარა
და გასასვლელთან მიმიყვანა.
დღეს წარმომადგენლობაში მაგდალადან'? ხნიერი კაცი, მოსკოვის
უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ სოლოვ-

% „ვიადოლოროსა“ (ლათ. „თმენის გზა“) – ქუჩა ძველ იერუსალიმში. იგი მიჰყვება მაცხოვ–
რის გზას, რომელიც მან გაიარა გოლგოთამდე.
დ? მაგდალა (არამ.-ებრ. ციხე) უძველესი ადგილი, რომელიც მდებარეობს ტიბერიიდან ნ კმ-ის
დაშორებით, ტიბერიის ტბის დასავლეთ სანაპიროზე, გალილეაში, ჩრდილოეთ ისრაელში.
მაგდალას უძველესი ნაშთის გვერდით მდებარეობს თანამედროვე ქალაქი მიგდალი.

117
ცევი მოვიდა. იგი ალექსანდრიაში ცხოვრობდა და თავის პროფესიულ
საქმიანობას მისდევდა. როგორც შევიტყვე, მისი პაციენტი თვით ეგვიპტის
დედოფალი” გახლდათ. წარმომადგენლობაში როგორც ექიმი, ისე იყო
მოწვეული და პალესტინაში დარჩენა ექვსი კვირის მანძილზე შეეძლო.
თვით არქიმანდრიტი ზრუნავდა, რომ ინგლისელ ხელისუფალთ მისთვის
უფრო დიდხანს დარჩენის ნება დაერთოთ.
ჩემი თანამემამულე მედიცინის მოყვარულია.” პროფესორი უნდა გა-
ვაცნო. ეს მისთვისაც სასარგებლო იქნება და პროფესორსაც თანაშემწე
ეყოლება.

9 იგულისხმება დიმო ცხონდია. იხ. გვ. 69.

118
28 N3CNLN, სამშაბაი

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. ბერძნულ ბიბლი-


ოთეკაში ვმუშაობდი, როცა ჩემთან ერთი არაბი მამაკაცი მოვიდა. მითხ-
რა, სიკსეკი მქვია, წარმოშობით ქართველი ვარო. მისი ერთი წინაპარი
ხუთასი თუ ექვსასი წლის წინ ქართველი მეფის ელჩობას იერუსალიმში
მდივნად ჩამოჰყოლია. სახელად სიმონი რქმევია, გვარი კი აღარ იცოდ-
ნენ და „სიკსეკს“ – მისი თანამდებობის, მდივნობის აღმნიშვნელ სიტყ-
ვას უწოდებდნენ. ქართულად „სიკსეკი“ მდივანია. მდივანი რქმეოდა,
არ სჯობდა? ვურჩიე, სახელი შეეცვალა, მან კი გაიცინა და თავისი ამბის
მოყოლა განაგრძო. მამამისს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა დარჩენია,
რომელშიც იმდროინდელი საბუთებიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მამამი-
სის გარდაცვალების შემდეგ დედამისს ყველაფერი გაუყიდია. თუმცა მას
ჯერ კიდევ ჰქონია არაბული ხელნაწერი, რომელშიც წმინდა მიწის ქარ-
თული მონასტრები ყოფილა აღწერილი. კარგი იქნებოდა, თუ იმ ხელნა-
წერს ინგლისურად თარგმნიდა – იმ ენაზე, რომელზედაც ვსაუბრობდით.
ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არ მეცა-
ლა, რადგან ხელნაწერებს ჩავუღრმავდი. დამპირდა, რომ რამდენიმე
დღის შემდეგ კვლავ მეწვეოდა. ნასადილევს რუმინეთის გენერალურ
კონსულს”” ვესტუმრე. იგი რუმინეთის ისტორიის ექსპერტია და მრავალი
მნიშვნელოვანი გამოკვლევა აქვს გამოქვეყნებული. მისი კვლევის ძირი–
თადი სფერო პალესტინაში რუმინელთა ისტორიაა.

@ მარკუბეზა (1882-1949) – დიპლომატი, მწერალი, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევ-


რი; რუმინეთის გენერალური კონსული იერუსალიმში 1931-1939 წლებში.

120
კონსულის ბინაში ერთი საათი დავყავი და შთაბეჭდილებებით დავიტ–
ვირთე. მან მითხრა: „ქართველებს აქ მუდმივი წარმომადგენელი უნდა
გყავდეთ. უფრო მეტიც: აქ სამეცნიერო ექსპედიციებს უნდა აგზავნიდეთ
და ამ ქვეყნის ბედ-იღბლით უფრო მეტად დაინტერესდეთო“ მისი სა–
ცხოვრებელი ოთახი ნამდვილი მუზეუმი იყო.
მონასტრებისა და ფრესკების ფოტოსურათთა დიდი კოლექცია ჰქონ-
და. მათ შორის იყო წმ. ჯვრის მონასტრის ყველა შემორჩენილი ფრესკის
დიდი ფოტოსურათი. სამწუხაროდ, როცა ამ ფოტოსურათებს იღებდნენ,
ფრესკების უმეტესობა ბათქაშით იყო დაფარული. რა შესაბრალისი იყო
ჩემი ფოტოსურათები ამათთან შედარებით! რაკი მარტო ვიყავი, ბევრს
ვერაფერს შევძლებდი. ამგვარი მუშაობა მიზნად მთელმა ერმა უნდა და–
ისახოს. მის ბინაში ასევე ვნახე პალესტინის მონასტრების ისტორია, რო–
მელიც ახლანდელმა პატრიარქმა, ტიმოთეოსმა') გამოაქვეყნა. ავტორის
მტკიცებით, ქართული წარმომავლობისა მხოლოდ ორი მონასტერია: წმ.
ჯვრისა და წმ. იაკობისა (წმ. იაკობის მონასტერი ახლა სომხებს ეკუთვ–
ნის). მისი თქმით, დანარჩენი მონასტრები ქართველებს ბერძნებისგან მი–
უღიათ. ბერძნებს საინტერესო მეთოდი აქვთ: მათი აზრით, რადგან ყველა
მონასტერი კონსტანტინესა და ელენეს დაარსებულია, მაშ ყველა მათი სა–
კუთრებაა. ამაზე კამათი ძნელია, რადგან არანაირი საბუთი არ არსებობს.
რუმინელებსაც მიაჩნიათ, რომ წმ. ჯვრის მონასტერი მათია. კონსული
ამ მონასტერს თავისას (ანუ რუმინელებისას) უწოდებს. „ქართველების,
მონასტრის ბერების ყველა ვალი რუმინელებმა გადაიხადეს, ამიტომ ეს
მონასტერი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდესო“ – მითხრა მან. დიდად საინტერე–
სო მოსაზრებაა.
ამ საუბარმა არა მარტო ახალი თვალსაზრისი შემძინა სადავო bogoo-
ხებზე და ახალ მონაცემებზე, არამედ მიმახვედრა, რომ ახალი ამოცანაც
არის აღსასრულებელი. თუკი რაიმეს გაკეთება მოხერხდება, ეს, რაღა
თქმა უნდა, რუმინეთის კონსულთან ჩემი შეხვედრის შედეგი იქნება. წმინ–

ს” ავტორი გულისხმობს იერუსალიმის პატრიარქ ტიმოთეოსის ერთ-ერთ ნაწარმოებს: Tim-


otheos Patriarch, Hoi Hellines en tois Agiois Topois, Athens, 1919; Hoi Hellines kai hoi Phrag-
kiskanoi en tois Agiois Topois, Athens, 1919.

121
და მიწის ხელისუფლებამ იორდანეს სანაპიროებზე მიწის საკმაოდ დიდი
ფართობები უსასყიდლოდ გადასცა ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, რო-
მელთაც იერუსალიმში მონასტრები ჰქონდათ. ეს მიწა-წყალი უწინ სულ-
თნის საკუთრება გახლდათ და აქ მონასტრის აშენების უფლება არავის
ჰქონდა. ერთადერთი გამონაკლისი ეთიოპიის იმპერატორი მენელიქი'
გახლდათ, რომელმაც ვრცელი ტერიტორია მიიღო და დიდი ეთიოპიური
მონასტერი ააშენა. წმ. იოანე ნათლისმცემლის ბერძნული მონასტერი
იორდანედან ოციოდე წუთის სავალზეა. რადგან ეს ძალიან ძველი მო-
ნასტერი იყო, ოსმალთა ხელისუფლება მას ეგუებოდა. იმ დროს თავისი
მონასტერი აქ არც ერთ სხვა კონფესიას არ ჰქონდა.
ახლა კი მიწა ბერძნებმაც, ფრანცისკელებმაც, რუსებმაც, სირიელებ-
მაც, სომხებმაც, რუმინელებმაც და ბულგარელებმაც მიიღეს. ეთიოპი-
ელებს მეტი მიწა აღარ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც დიდი ტერიტორია
ჰქონდათ. განა, არ შეიძლება, რომ მიწის მცირე ნაკვეთი ქართველებმაც
მიიღონ და პატარა მონასტერი ააშენონ? ეს ძნელი მოსაგვარებელია,
რადგან იერუსალიმში აღარც ქართული მონასტრებია და აღარც ქართვე-
ლები არიან. თუმცაღა, აქ მონასტრები არც ბულგარელებს და რუმინელებს
აქვთ, მიწა კი მაინც მისცეს. იქნებ გვეთხოვა, რომ მიწა მომლოცველების-
თვის მიეცათ? აქაც თავს იჩენს ახალი პრობლემა: საქართველოდან მომ-
ლოცველები აღარ ჩამოდიან, ქართველ ემიგრანტებს კი ძალიან უჭირთ
და აქ მოგზაურობის სახსრები არა აქვთ. ამაზე უნდა დავფიქრდე.
შინ როცა ვბრუნდებოდი, ბატონი სიკსეკი და არქიმანდრიტი ნარ-
gobo შემხვდნენ. შევიტყვე, რომ ტრანსიორდანიაში' თხუთმეტი ათასი
მართლმადიდებელი ცხოვრობდა. ისინი ცხრა საეპისკოპოსო ტაძარს
ფლობდნენ, რომელთაგან მოქმედი მხოლოდ ერთი იყო. ამას გარდა,
ცხრამეტი სკოლაც ჰქონდათ. არქიმანდრიტი ამ სკოლების ინსპექტორი
გახლდათ.

«M მენელიქ II (ნამდვილი სახელი სალე მარიამი/საჰლე მარჯამი, 1844-1913) – ეთიოპიის შევას


სამეფოს მმართველი 1865 წლიდან; 1889 წლიდან – ეთიოპიის იმპერატორი,
B მდ. იორდანეს აღმოსავლეთი სანაპირო.

122
ერთ გავლენიან მართლმადიდებელ არაბს ვეწვიე, რომელსაც სასუ–
ლიერო აკადემია რუსეთში ჰქონდა დამთავრებული. რუსები მაინც არ
უყვარდა. მისი აზრით, მათი მიზანი ძალაუფლების განმტკიცება იყო და
არა კულტურის შექმნა. რუსების მიმართ აქ კეთილგანწყობილნი მანამდე
იყვნენ, სანამ მათ ფული ჰქონდათო. ქართული მონასტრების თაობაზე კი
თქვა, ალბათ, ერთ დროს დიდი ტრაგედია დატრიალდა, ქართველებმა
ასე ერთიანად რომ დაკარგეს ყველაფერი; სავარაუდოდ, ამ ტრაგედიის
ამსახველი ქართული ხელნაწერები სადმე უნდა არსებობდეს, სამწუხა–
როდ, ხელთ ძალიან ცოტა ქართული საბუთი გვაქვს. იმედია, რომ რაღაც
მაინც გადარჩებოდა, მაგრამ ამისთვის კვლევა-ძიებაა საჭირო, თანაც,
უპირველეს ყოვლისა, საქართველოშიო. ბოლოს ვკითხე, იქნებ შესაძლე–
ბელია, მდ. იორდანესთან მიწის მცირე ნაკვეთი ქართველებმაც მიიღონ–
მეთქი. მისი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება, თუ ამ საქმეს ხელს გავლე–
ნიანი პიროვნება მოჰკიდებს და არა რომელიმე კერძო პირი. – „გარდა
ამისა, – დაუმატა მან, — ინგლისელებს ახლა სხვა საქმეც ბევრი აქვთ და ეს
ახლა საჩქარო არ არის“.

123
29 ივლისი, ოთხშაბანი

ამ დილით, ბიბლიოთეკაში მუშაობის შემდეგ, არქიმანდრიტ კალის-


ტოსს ვეწვიე და შევეკითხე, იორდანის ნაპირებთან მიწის მოპოვების თა-
ობაზე რა აზრისა ხართ-მეთქი? მითხრა, პატრიარქის კურთხევის გარეშე
ვერაფერს დაიწყებთო. პატრიარქი კი ახლა იერუსალიმში არ არის, მომ-
დევნო კვირაში დაბრუნდებაო.
წმ. ჯვრის მონასტერში გადაღებული ფოტოსურათები არ ვარგოდა,
ჩემმა თანამემამულემ ყველაფერი ჩემს ფოტოაპარატს დააბრალა. გუშინ
ფოტოაპარატი წაიღო. ხვალ წმ. ჯვრის მონასტერში წავა და ახალ ფოტო-
სურათებს გადაიღებს.
დღეს მამა ნიკოლასმა ჩვენთან ერთად ისადილა. ნასადილევს გა-
ვაცილე. გული კვლავ ახალგაზრდულად უძგერდა და სეირნობა უყვარ-
და. მითხრა, წმინდა მიწის მართვის მანდატი რუსეთს რომ ჰქონოდა, აქ
ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც
არაფერი არ უნდა შეიცვალოსო. მეც უნდა მეღიარებინა, რომ მართალს
ამბობდა, თუ აქ რუსეთის მმართველობა იქნებოდა, მთელი პალესტინა
სულ სხვაგვარი, ერთი დიდი მონასტრისნაირი გახდებოდა და მრავალნი,
„მოსიარულე ანტიკვარის“ მსგავსნი, თითქმის ყოველდღე აღმოაჩენდნენ
და მოიძიებდნენ ახალ ადგილებს, თქმულებებითა და ღვთაებრივი ლე-
გენდებით გასხივოსნებულს.

124
30 ივშისი, ხუთშაბათი

ხვალ საღამოს იუდეის უდაბნოში მდებარე წმ. საბას მონასტერში 3030-


რებდი წასვლას, ბევრი საქმე მქონდა და ბიბლიოთეკაში აღარ წავსულ–
ვარ. ამის ნაცვლად, პალესტინის მუზეუმი – დამასკოს კარიბჭის გვერდით
მდებარე სრულიად ახლებური პალესტინური სტილის ნაგებობა დავათ–
ვალიერე. ამჟამად დაკეტილი იყო. თუმცა მე გამიმართლა – შემიშვეს და
ერთმა მაღალმა, მართლმადიდებელმა არაბმა ოთახები დამათვალი–
ერებინა. ერთ ოთახში დიდი საფლავის ქვა შევნიშნე, რომელსაც ბერძ–
ნული წარწერა ჰქონდა. წარწერა გვამცნობდა, რომ ამ ქვის ქვეშ ქართ–
ველი ეპისკოპოსი სამოელი იყო დაკრძალული. ჩემმა მეგზურმა მითხრა,
რომ ბატონ ჯ. ჰ. ილიფეს,% მუზეუმის ერთ-ერთ უფროს თანამშრომელს,
ამ საფლავის ქვის შესახებ გამოკვლევა დაუწერია, დიდი გულისხმიერება
გამოიჩინა და იმ ნაშრომის ერთი ეგზემპლარი მიშოვა.'7/
ეს ქვა მაშინ აღმოუჩენიათ, როცა იერუსალიმში YMCA-b™ შენობა 3g6-
დებოდა. ბატონი ილიფეს ვარაუდით, იმ ადგილას მე-6-მე-7 საუკუნეებში
სასაფლაო უნდა ყოფილიყო.

9% ჯონ ჰენრი ილიფე (1902-1960) – არქეოლოგი, პალესტინის არქეოლოგიური მუზეუმის პირ–


ველი დირექტორი.
თ”? I.LIIII6,C6ო616ი0005 and a “Monastery” at the YMCA, Jerusalem, QDAP, 4, 1935, გვ. 70-80; V.
Israeli, D. Mevorah, Cradle of Christianity, Jerusalem, 2000, გვ. 173.
YMCA – ჭაბუკთა ქრისტიანული გაერთიანება. კულტურულ-შემეცნებითი ქრისტიანული
ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ლონდომში 1844 წელს.

125
31 NSCALA, პაჩასპევი –
2 ამვისII, პვიჩა

წმ. bodob™ მონასტერში ვარ, იუდეის უდაბნოს შუაგულში. გზა იერუსა-


ლიმიდან აქამდე ძალიან დამქანცველი იყო. ეს გზა დავითის ან სიონის
კარიბჭესთან“ იწყებოდა და „სისხლის მიწაზე“ გადიოდა (რომელიც
ერთ დროს იუდას ვერცხლით შეიძინეს),“' შემდეგ კი უნაყოფო, უწყლო
და უგზო უდაბნო იწყებოდა. მე იმ ქარავანს გავყევი, რომელსაც ბერების-
თვის საკვების მისატანად საპატრიარქოდან ყოველ პარასკევს აგზავნიდ-
ნენ. ბედუინებს უთხრეს, რომ ჩემზე ეზრუნათ; მართლაც, მგზავრობისას
არაფერი შემმთხვევია. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა. მთელს გზაზე ხე კი
არა, ბუჩქიც არსად დაგვინახავს. არც წყალი იყო სადმე, ხოლო რაც თან
გვქონდა წამოღებული, ძალიან გათბა. ბედუინები ჯორებს მიერეკებოდ-
ნენ და რაღაცას მღეროდნენ. გზაზე ბედუინების კარავი შემოგვხვდა და
მთლად ტიტველი ბავშვები ჩემკენ საჩუქრის სათხოვნელად გამოიქცნენ.
ჩემმა მეგზურმა ისინი გარეკა. მხოლოდ მზისგან გავარვარებული ქვიშის
ზღვა და ქვიშასავით მოელვარე შიშველი მთები მოჩანდა. ქვიშის ზღვა
უსასრულო იყო, თუმცაღა ყოველივე ამის ხილვა მაინც მატკბობდა.

99 წმ, საბა, იგივე წმ. საბა განწმედილი (439-532) – ცნობილი ასკეტი მეუდაბნოე მამა. V ს-ის
80-იან წლებში მან იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლ. 13-15 კმ-ის მანძილზე
დააარსა საბას ლავრა, რომელშიც მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენ-
ლები. საბას ლავრა დაარსებიდანვე იქცა ქართული მწიგნობრობისა და კულტურის მნიშვ-
ნელოვან კერად.
«დავითის ანუ სიონის კარიბჭე – ერთ-ერთი უძველესი იერუსალიმის რვა კარიბჭეთაგან.
მისი სახელწოდება უკავშირდება ბიბლიური მეფე დავითის სახელს. კარიბჭე ააგეს 1540
წელს სულთან სულეიმან დიდებულის დროს.
" მათე 27, 8,

126
ხუთსაათიანი სიარულის შემდეგ კედრონისკენ დავეშვით. ამჟამად მდი–
ნარე თითქმის დამშრალი გახლდათ და შეგვეძლო კალაპოტს ავყოლო–
დით. მდინარე სათავეს ლავრასთან იღებდა. გადმოცემით, ჩვენი უფლის
მეორედ მოსვლისას ამ მდინარის წყალი ცეცხლად გადაიქცევა, მთელს
სამყაროს გადმოეღვრება და გადაწვავს. ხელმარჯვნივ ერთი მთა აღმარ-
თულიყო. ჩემი მეგზურის მტკიცებით, ეს წმ. მოსეს მთა იყო. ზედ მუსლიმუ–
რი სამლოცველო იდგა. არაბთა მოსვლამდე ამ ადგილას ქრისტიანული
ეკლესია ყოფილა და იქ მყოფ ერთ ყველაზე ცნობილ ბერს მოსე რქმე-
ვია. მოგვიანებით ეს ბერი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ მოსესთან
გააიგივეს. ამის გამო ქრისტიანები იქიდან განდევნეს და მათ ნაცვლად
მაჰმადიანები დამკვიდრდნენ.
მთაზე ავდიოდით. ქვებში თითქოს საფეხურები იყო გამოკვეთილი.
ხელმარცხნივ, მდინარის გაღმა, ძველ მღვიმეებს ვხედავდი. მათი უმეტესობა
დანგრევის პირას იყო მისული. თვით მონასტერი მაღალი მკვიდრი გალავ–
ნით იყო შემოზღუდული. სამრეკლოზე ერთი ბერი მოჩანდა. როცა მიახლოე–-
ბული სტუმრები დაგვინახა, ზარს შემოჰკრა. სხვადასხვანაირი ზარი ჰქონ–
დათ: ზარს იმის მიხედვით ირჩევდნენ, სტუმრად ვინ მიდიოდა. ზარის ხმაზე
მეკარემ კარიბჭე გააღო. მრავალი საფეხური ავიარეთ და გარეთა დარბაზს,
უფრო სწორად, მონასტრის მთავარი ეკლესიის ნარტექსს მივადექით. იქ
დიდი, კარგი ავზი იდგა. სხვა წყალი (წმ. საბას ძალიან პატარა წყაროს გარ-
და) არ ჰქონდათ და ბერები ავზებში წვიმის წყალს აგროვებდნენ. ტერასებ–
ზე გაშენებული მონასტერი გასაოცრად ლამაზი იყო. წმ. იოანე დამასკელი”?
აქ ცხოვრობდა და აქ ქმნიდა დიდებულ ჰიმნებს, ღვთისმსახურებისას რომ
ვგალობთ. მისი სენაკი სამლოცველოდაა გადაკეთებული. ძველი ხატების
პატარა მუზეუმიც აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის არც ერთი
ქართული ხატი არ არის. ძველად აქ ქართველები ცხოვრობდნენ. ისინი წმ.
საბას ანდერძშიც არიან მოხსენიებულნი. მათ უფლება ჰქონდათ, სახარება
და მოციქულთა ეპისტოლეები მშობლიურ ენაზე წაეკითხათ. 143

M2 წმ. იოანე დამასკელი (655-750) – ეკლესიის მამა, თეოლოგი და ჰიმნოგრაფი.


M. ქ. Patrich, Sabas Leader of Palestinian Monasticism, Dombarton Oaks Studies XXXII, 1995,
გვ. 251, 338; კ. კეკელიძე, ვინ არიან ბესები?, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის
ისტორიიდან, ტ. 1, თბილისი, 1956, გვ. 84-98; A. J. Festugiére, Les moines d’Orient, IIII2: Les
moines de Palestine (Cyrille de Scythopolis: Vie de Saint Sabas); Paris, 1962 b; J. T. Milik.,
La topographie de Jerusalem vers la fin de l’époque byzantine, Mélanges de |’Université
Saint-Joseph, MUSJ 37, fasc. 7, 1960-61, გვ. 124 ი. 291.

127
თვით მონასტერი კლდეში ტერასებად არის გამოკვეთილი და ამ ად-
გილიდან თვალწინ კედრონის თვალწარმტაცი ხეობა გადაგეშლებათ.
მზე ჩავა თუ არა, აქ მელიები მოდიან და მათთვის ბერების მიერ დაყრილ
პურს ჭამენ. ადრე აქ წმ. საბას ჩიტებიც ბინადრობდნენ, მაგრამ მათი უმე-
ტესობა ბედუინებმა დახოცეს. აღარც მელიები არიან ბევრნი.
ხვალ მღვიმეების დათვალიერებას ვაპირებ და ამიტომ დღეს ვისვე-
ნებ. მეც მღვიმეში ვცხოვრობ. ჩემი საწოლის თავზე ყულაბაა, რომელსაც
ფრანგულად აწერია მოწყალების თხოვნა, pour les misérables ანუ „საბ-
რალო ღატაკებისთვის“. ძალიან მწყინს, ბერის ასეთ ყოფას რომ ვხედავ
აქ – მთელს მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთ ადგილას, სადაც ამგვარი
არქაული ასკეტიზმია შემორჩენილი. ბერი არასდროს არ არის საბრალო,
თუკი თავისი ნებით და მოწოდებით არის ბერად აღკვეცილი. პირიქით,
ბედნიერია, რადგან შინაგან ჰარმონიას ესწრაფვის. ასეთი ტრადიცია,
ალბათ, ძალიან ძველი დროიდან მომდინარეობს და ვინც პირველად გა-
მოიყენა იგი, უთუოდ ხაზს უსვამდა ჩვენი, მართლმადიდებლური სამო-
ნასტრო ცხოვრების უსაზღვრო მოკრძალებულობას. მყუდროებაში მყო-
ფი ვცდილობ, ამ აზრის სიდიადეს და სიწმინდეს როგორმე ჩავწვდე...
აივანზე ფეხის ხმა შემომესმა. ვიღაც ნახევრად შიშველი ბედუინი ჩემს
ოთახში უეცრად ისე შემოიჭრა, რომ არ დაუკაკუნებია. საჩუქარს მთხოვდა.
ალბათ, დრო შეარჩია, სანამ ბერები სურსათის გადმოტვირთვით იყვნენ
დაკავებულნი და შემოიპარა. გარეთ გავაგდე და კარი ჩავკეტე.
აქ ორი რუსი ბერი ცხოვრობს. ერთი მათგანი უბრალო გლეხია, იგი
ხნიერია, მაგრამ თავდაუზოგავად მუშაობს. მეორე შედარებით ახალგაზ-
რდაა, აქ ინტენდანტადაა.““
ღვთისმსახურება აქ ღამის თერთმეტ საათზე იწყება და დილის ოთხ
საათამდე გრძელდება. თერთმეტ საათამდე ზარი დარეკეს. ავდექი და
აივანზე გავედი. საამური, თბილი ღამეა. მთელი მონასტერი ვერცხლის-
ფრად შეფერილა. თეთრ კლდეებს, მღვიმეებსა და თვით ტაძარს ზღაპ-
რული ღამის ფერები უჩვეულო, წმინდა შარავანდედივით შემოჰფენია.
ცოდვა იქნება, ასეთი საოცარი ღამე ძილში გავატარო. შთაგონებას, ჭვრე-
ტას უნდა მივეცე, ჰიმნები ვიგალობო, ვილოცო...
“ ინტენდანტი — მომარაგებისა და სამეურნეო საქმეთა მმართველი.

128
წმ. საბას ლავრაში გატარებულ ორ საოცარ ღამეს ყოველთვის დიდი
მონატრებით გავიხსენებ.
დილით, ღვთისმსახურების შემდეგ, აივანზე ყავას ვსვამდით და კედრონს
გადავყურებდით. შემდეგ ბერები დასაძინებლად წავიდნენ. მე კი კარიბჭე
გავაღებინე და მღვიმეების ახლოს გავისეირნე. კარიბჭესთან შორიახლოს
დიდი კოშკი იდგა, რომელშიც რამდენიმე ოთახი იყო. იქ ქალებს შეეძლოთ
დაბინავება, რადგან მათ მონასტერში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. როცა
მონასტერს საკმაოდ დავშორდი, უეცრად ის ბედუინი შევნიშნე, ოთახიდან
რომ გავაგდე. მე მომყვებოდა. იქნებ გუშინდლის გამო სამაგიეროს გადახდას
აპირებდა? ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მკვდარი ზღვისკენ მიმა-
ვალ გზაზეც არავინ ჩანდა. აღარც მონასტერი და კოშკი მოჩანდა. ბედუინ-
მა ყვირილი შორიდანვე დაიწყო, საჩუქარს მთხოვდა. ვუთხარი, საჩუქარს
ხვალ მოგცემ-მეთქი, თან ვთხოვე, მღვიმეები ეჩვენებინა. მშვიდად ველაპა–
რაკებოდი, ვუღიმოდი კიდეც, მან კი აღარ იცოდა, დაეჯერებინა ჩემთვის თუ
არა. ამ დროს მონასტრიდან მომავალი ბერი გამოჩნდა. თურმე კოშკიდან
ვიღაცას ბედუინი შეუმჩნევია და ბერი ჩემს დასახმარებლად გამოუგზავნია.
ბედუინმა ბერი დაინახა თუ არა, მაშინვე მომშორდა.
ბერები აქ უზომოდ ფანატიკოსები არიან. ისინი დროის მიღმა ცხოვ–
რობენ და სრულებით არ ადარდებთ, ქვეყნიერებაზე რა ხდება. ერთ–
მა ბერმა მითხრა, პატრიარქი დამიანე ერთი წლის წინ გარდაიცვალაო.
„რაო? ერთი წლის წინ?“ – შეაწყვეტინა მეორე ბერმა, რომელიც იერუ–
სალიმიდან რამდენიმე წლის წინ სასჯელის მოსახდელად გამოეგზავნათ.
– „ეს ხომ ხუთი წლის წინ იყო!“ „რას ამბობ?“ – უმწეოდ ჰკითხა პირველმა
ბერმა, გაოცებულმა კი არა, დაეჭვებულმა.
ამგვარ გარემოში წარმოსახვა ძალიან აქტიურდება. როცა დერეფან–
ში კატა დავინახე და ხელის გადასმა დავაპირე, ერთმა ბერმა მკაცრად
დამტუქსა. მითხრა, წმ. ბასილის“ სწავლების მიხედვით, კატა ქალის სიმ–
ბოლოა, რადგან უამრავი ქალური თვისება აქვს. ვინც კატას შეეხება, სამი
დღის განმავლობაში უწმინდურია. ამ სამ დღეში თუ მოკვდება, პირდაპირ
ჯოჯოხეთში მოხვდებაო. მე შემეშინდა, რომ სატრაპეზოში აღარ შემიშვებ-
დნენ და ჭამა ოთახში მომიწევდა.
M5 წმ, ბასილი დიდი (დაახლ. 330-379) – დიდი კაპადოკიელი მამა, 370 წ-დან კესარია-კაპა–
დოკიის მთავარეპისკოპოსი.

129
წმ. საბას მონასტერი ძალიან მდიდარია. უამრავ მიწას ფლობს. ადრე
მთელი უდაბნო მისი იყო. ახლა პალესტინის უდაბნო პარიზის უბნებზე უფრო
ძვირია. ამან ერთი ამბავი გამახსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ძალიან
გახმაურდა. ებრაელებს უნდოდათ, რომ მკვდარი ზღვის მახლობლად ერთ
ველზე პლანტაცია გაეშენებინათ. ველი არანაკლებ თხუთმეტი კილომეტრის
სიგრძისა იყო და კარგი მოვლა-დამუშავებით არაჩვეულებრივად უხვ მოსა-
ვალს მიიღებდნენ. მანამდე უდაბნო თითქოს არავის ეკუთვნოდა, ახლა კი
უეცრად სამი მფლობელი აღმოაჩნდა. პირველი გახლდათ ბრიტანული ხე-
ლისუფლება, რომელიც ამტკიცებდა, რომ მთელი ტერიტორია მას ეკუთვნო-
და. მეორენი იყვნენ ბედუინები, რომელნიც უდაბნოზე გადადიოდნენ და ამ
ადგილას წელიწადში ერთხელ მაინც რამდენიმე კვირის მანძილზე კარვებს
დგამდნენ. დაბოლოს, მესამე მფლობელი წმ. საბას მონასტერი იყო. თუმცა
მონასტერს არანაირი საბუთი არ ჰქონდა, სასამართლომ მისი უფლება აღი-
არა და უდაბნოს ნახევარი მიაკუთვნა. მეორე ნახევარი ბედუინებს მისცეს.
ამბობენ, ებრაელები არაფერს იშურებდნენ, ოღონდ მონასტრისგან მიწა გა-
მოესყიდათ, მაგრამ ახლა ამ მიწის მიღება უსასყიდლოდ უნდათო.
წმ. საბას მონასტერს მართლმადიდებლურ სამყაროში დიდ პატივს სცე-
მენ და დიდი სახელი აქვს. ომამდე მას თითქმის ყველგან, მთელს მსოფლი-
ოში ჰქონდა საკუთრება. საქართველოშიც მთელი სოფლები ეკუთვნოდა.
ბიბლიოთეკის ნახვა ძალიან მინდოდა. იგი კოშკში იყო განთავსებული.
იქ ასვლა ჭირდა, რადგან გრძელი კიბე უნდა აგევლოთ. ამ ბიბლიოთეკი-
დან საპატრიარქოში ყველა ხელნაწერი არ წაუღიათ და ალ. ცაგარელმა
იქ ერთი ქართული ხელნაწერი ნახა.“ მე კი არ გამიმართლა. მითხრეს,
გასაღები ბეთლემში წასულ ბერს გაჰყოლიაო. ასეთი პასუხი მობოდიშე-
ბის ხერხი გახლდათ, როცა ბერებს არ სურდათ, ვინმესთვის თავიანთი
კოლექცია ეჩვენებინათ.
აქ კავკასიიდან ჩამოსულ ერთ ბერძენ ბერს უცხოვრია. ამბობდნენ,
ქართული იცის და წირვაზე ქართულად გალობსო. სამწუხაროდ, იგი იმ
დროს მონასტერში არ იმყოფებოდა.

“6 #).LIგ(მი6ი#, IIმM91MMMM, გვ. 127.

130
2 აგვისყო, პვიჩა

მონასტრიდან დილაადრიან, წირვის შემდეგ წამოვედი. იერუსალიმში


ერთ ბედუინს უნდა წავეყვანე, მაგრამ მე სხვა გზა ვარჩიე, რადგან წმ. თე-
ოდოსის მონასტრის“ მონახულება მინდოდა. ეს წმინდანი პალესტინის
სამ დიდ ბერთაგან ერთ-ერთი გახლდათ (მის გარდა ორნი იყვნენ საბა
და ექვთიმე). უწინ აქ დიდი მონასტერი იყო, სადაც სხვებთან ერთად ბესე-
ბი ცხოვრობდნენ. მათი წარმომავლობის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვე-
ტელია. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მათი წინაპრები ქართველები იყვ-
ნენ, სხვების აზრით – ბესარაბიელები, ზოგიერთი კი მათ თესალიელებად
მიიჩნევს.
ახლა იქ მხოლოდ იღუმენი ლორენსი და ერთი მორჩილი ცხოვრობენ.
იღუმენი მონასტერში არ დამხვდა. იგი მონასტრის მუზეუმისთვის თურმე
ძველ ზარბაზნებს, ჭურვებსა და მსოფლიო ომის დროინდელ სხვა მსგავს
ნივთებს აგროვებდა. ამის გამო მაჰმადიანმა არაბებმა ინგლისელ ხელი-
სუფლებთან დაასმინეს, იარაღს ინახავსო. მას უფლებამოსილება შეუჩე-
რეს. იერუსალიმში ყველა ქრისტიანი დიდად აღაშფოთა იმ ამბავმა, რომ
ოთხმოც წელს მიტანებული მოხუცი ციხეში ჩაამწყვდიეს, სასამართლო
დარბაზში კი გისოსებს მიღმა „მაჰბუცთა“, ანუ ბოროტმოქმედთა ადგი-

” წმ. თეოდოსი (429-529 ) – ცნობილი ასკეტი მეუდაბნოე მამა.


“é ქ, Patrich, Sabas Leader of Palestinian Monasticism, Dombarton Oaks Studies XXXII, 1995, გვ.
251, 338; კ. კეკელიძე, ვინ არიან ბესები? ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტო-
რიიდან, ტ. 1, თბილისი, 1956, გვ. 84-98,

132
eel
‘(61-81 “| 60009) 06ცითალიC%)60
UdDvLDe 005C006)0ლ6ლ0ლბა 9ლ%0ს500(ახფლლიი ლ2000 – (00H 05000“ owe) Cტიც quadqqeg „,
·/601000600109 Ce Now gekHeq
0000 CD 00:0ჩ0 ewLPCE odd 9ი000006)ლ90ი woduyl quSqoupe qefeo equ’
CAqepeDo? 60 oF 0C)Cილწალი ი0009 “ი600C%)00 quadsg2eq eSwlqowe opadqeg
WUPLYgeg 0600508%)0ლ 900 „080400 quadqqugé ‘equec eDuye? ‘eDQCEwOped
HOOWLE UQWgQPDL ‘VBwWRAADL QED wo Rw ‘eDwelwPLelpe gow od od
-06000C qqe%H egleDoge -eDqpedee ლ00086ა0ლ009C owEle wee? qugoLale
“005CC0ღ9C8%%ა000 who 00090000ლ vadhPgokeD od
00680)L9 005050 qoggogureg ‘oglggegareg ode quyPqequg “0000თ506ეილიალ
Po ლი50C qeQlweaqegequw8d ·ჭ00000580 quelle ლ6ძი 00580 -ocdhcdepwFed
coqwdwl«w ‘eh 0ლძ1ლი ‘odCECE ogwaslENwadpeg Ce -odduglywwpele who ლაა
-0Qlcpeg oqup 00) ewlgued quwd qupw 000060500 06)08ლC0 quwOqeque
"WEElD Ql weed Cadsop opalOqeque e@ qladwuwepee? vgglwwed 0000
‘Glowepe ·ლ0010C560 vwle 0909 sade Gog ogwlOgeque “CC06)000ლ09 00096Xალ
JOowDgepofwe 00C0C6ა0 Yedeq “00006 ogegured wadcwepegeg qo ‘Echos
00000ი5ლ0C6)60 ლ06ა6) “ინი60CCCა0 WuvewudCEDCapeadlg ecousCoucdwe qeud
4 ამპ? სყო, სამშაბათი

პროფესორმა დამარწმუნა, მაგდალაში წავსულიყავი და დამესვენა.


მითხრა, იქ, რუსთა ადგილ–მამულში, ბევრი სასწაულთმოქმედი წყაროა,
რომლებიც უმთავრესად თირკმელების დაავადებებს შველისო. თავად
იქ რამდენიმე კვირა გაუტარებია და ამბობდა, მაგდალას წყაროები 30-
შის წყალივით მარგებელიაო. იქ წასვლა გადავწყვიტე. საპატრიარქოს
ბიბლიოთეკაში მუშაობა თითქმის დასრულებული მქონდა, პატრიარქი კი
იერუსალიმში ჯერაც არ დაბრუნებულიყო. ვფიქრობდი, გალილეაში ვი–
ხეტიალებდი, თუკი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა.
ხაიფასკენ მიმავალი მატარებელი მგზავრებით იყო სავსე და ლოდშიც
ბევრი ებრაელი ამოვიდა. ჩემ წინ ერთი არაბი იჯდა. იერუსალიმიდანვე
ერთად ვმგზავრობდით და იცოდა, რომ ქართველი ვიყავი. ებრაელებს
ძალიან გულღიად დახვდა. მათ ჩემი სადაურობა მისგან შეიტყვეს. უეც-
რად ორი ბიჭი მომიახლოვდა, რომელთაც ებრაელ სკაუტთა ფორმა ეც-
ვათ. ერთი ბიჭი ქართულად გამომელაპარაკა. დასავლური კილო ჰქონ-
და. წმინდა მიწაზე ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი იყო. თელ-ავივში
საკუთარი უბანი ჰქონდათ, ხოლო ხაიფასკენ მიმავალ გზაზე ქართველი
ებრაელებით დასახლებული ერთი სოფელიც კი გახლდათ: ბენიამინო.
შემომთავაზეს, რომ სოფელშიც ვწვეოდი და თელ-ავივშიც.
ჩვენმა ქართულმა საუბარმა სხვა მგზავრების ყურადღება მიიპყრო.
როცა ერთ-ერთმა შეიტყო, რომ ქართველი ებრაელები საქართველოში
თავს კარგად გრძნობდნენ და საქართველო ენატრებოდათ, ასეთი რამ
თქვა: „ებრაელები თავს ყველგან ცუდად თუ იგრძნობენ, მხოლოდ მაშინ
დაიწყებენ პალესტინაში დაბრუნებასო“.

134
5 აგვისყM, ოთხშაბაწიი –
10 აგვჩსყო, ოჩშაბაწი

მაგდალაში ვარ და ვისვენებ. აქ ძალიან პრიმიტიული საცხოვრებელი


პირობებია. საწოლი ხის ქვეშ, მინერალური წყაროს გვერდით მოვაწყვე,
ისე რომ ან საწოლში ვწევარ ან წყალში. მხოლოდ თეგზს ვჭამ.
ტიბერიის ტბასთან რუსული ადგილ-მამულია, სწორედ იმ ადგილას,
სადაც სასწაულებრივი თევზაობა გაიმართა”? და სადაც ქრისტემ წყალზე
ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე.” მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამ ად–
გილას იგი ბოლოჯერ ესაუბრა თავის მოწაფეებს და აქ გაიმართა მისი
მშვენიერი დიალოგი პეტრესთან.” აქაური იყო მარიამ მაგდალინელიც.
აქ სამი მაგდალაა: ერთი – მთაზე შეფენილი არაბული სოფელი, მეორე –
ძველი ებრაული კოლონია, აქედან დაახლოებით სამი კილომეტრის მო–
შორებით, და ეს მამული. აქ ცხოვრობს ერთი მორჩილი, რომელსაც ნაყო-
ფიერ მიწაზე გრეიპფრუტის პლანტაცია აქვს გაშენებული. მასთან ერთად
ერთი მუშაც ცხოვრობს. მორჩილი მაინც უკმაყოფილოა და სირიაში უნდა
წასვლა. აქ კიდევ სამი ხნიერი ქალი ცხოვრობს, რომელთაც პატარა bob-
ლები აუშენებიათ. ალბათ, ებრაელებს ამ ადგილ-მამულის დაუფლება
უნდათ. მათ სასამართლოშიც კი უჩივლეს რუსულ წარმომადგენლობას.
ეგონათ, რომ წარმომადგენლობა სასამართლო პროცესს წააგებდა,
რადგან საბუთები არ ჰქონდათ (ყველა საბუთი ლენინგრადში" ინახება).

ლუკა 5, ნ.
9 მათე 14, 22-32.
52 იოანე 21, 15-17.
იგულისხმება დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი).

135
მაგრამ წარმომადგენლობამ ქალების წყალობით, რომელნიც ომის
დაწყებიდანვე აქ ცხოვრობენ, შემოღობილი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო
ღობის გარეთა მიწა, რომელიც ასევე წარმომადგენლობას ეკუთვნოდა,
ხელისუფლებას გადაეცა. ადრე აქ ტბები და ჰეროდეს" საზაფხულო
რეზიდენცია იყო. ეს ადგილი მინერალური წყაროებითაა მდიდარი.
ზღვის პირას საუცხოო ბაღებია, სადაც ხეხილი, ბანანის ხშირი ბუჩქები და
ფინიკის მაღალი პალმებია გაშენებული. მათი მშურს, ვინც აქ ცხოვრობს.
მებადურებს ყოველდღე ახალი თევზი მოაქვთ. აქედან თოთხმეტ
კილომეტრზეა ბეთსაიდა”, საიდანაც იყო პეტრე. ბეთსაიდასთან ახლოს-
ვეა კაპერნაუმი, რომლის იქითაც „ნეტარებათა Boro“ არის აღმართული.
იქით, შორს, მთაზე, სეფადი მოჩანს. იქ შუქს ძალიან გვიანაც ვხედავ, რო-
ცა უკვე საწოლში ვწევარ. ეს ის ქალაქია, რომელზეც ქრისტემ თქვა, რომ
„ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული“.
მთელი ღამე სროლის ხმა გაისმის. დღისით კი, სეფადისკენ მიმავალ
გზატკეცილზე, რომელიც სანახევროდ დანგრეული ღობის გასწვრივ გა–
დის, სულ ჯარისკაცებით სავსე მანქანები მოჩანს.

>“ პეროდე | დიდი (ძვ. წ. 73-4) – იუდეის მეფე ძვ. წ. 39-4 წწ-ში.
= ბეთსაიდა (არამ.-ებრ. მეთევზის სახლი) – ქალაქი გალილეაში. ახალი აღთქმის მიხედვით,
ეს არის მაცხოვრის სამი მოწაფის ანდრიას, პეტრესა და ფილიპეს დაბადების ადგილი.
% მათე 5, 3-10.
57 მათე 5, 14.

136
11 აგპისყო, სამშაბაი –
16 აგვისტო, პვიჩაჰ

ტიბერია. მაგდალაში გატარებული მშვენიერი დღეების შემდეგ, როცა


იქ ვმკურნალობდი, რამდენიმე დღე შუა საუკუნეების ებრაული კულ–
ტურის ცენტრში, ტიბერიაში დავრჩი. ეს ის ადგილია, სადაც რაბინი აკი–
ბა,% ფილოსოფოსი მაიმონიდესი' და სხვები ცხოვრობდნენ და სადაც
რაბინთა სახელგანთქმული სკოლა იყო. დღესაც ამ ქალაქის მკვიდრთა
ოთხმოცდაათი პროცენტი ებრაელები არიან. თუმცაღა, მისი დაარსების
ჟამს ებრაელებს ამ ქალაქში დასახლება არ სურდათ და იქაურობას თავს
არიდებდნენ, რადგან ყოფილი სასაფლაოს ადგილას იყო გაშენებული.
ჰეროდემ ამიტომ ბრძანა, რომ იქ „ცოდვილი და ღატაკი“ გალილეველე–
ბი დაესახლებინათ. სახარების მიხედვით, ქრისტე ამ ქალაქს არასოდეს
სწვევია. ნეტავ, ამ ადგილს თავად გაერიდა თუ შემთხვევის გამოა, რომ
ტიბერიაში მაცხოვრის ყოფნის თაობაზე სახარებაში არაფერია ნათქ-
ვამი? ებრაელები ახლა, ძირითადად, ქალაქის ზემო ნაწილში, ბორცვზე
ცხოვრობენ. ძველი ქალაქი გენესარეთის ტბის ნაპირებთან იმ ებრაელთა
შთამომავლებით არის დასახლებული, რომელნიც იქ შუასაუკუნეებშივე
დამკვიდრდნენ.
„რუსული სახლი“ სანაპიროსთან ახლოსაა. იგი შუა საუკუნეების დრო–
ინდელი ვეებერთელა ნაგებობის ნანგრევებზეა აშენებული. როგორც
odo აკიბა ბენ იოსები (დაახლ. 50-135) – ებრაელი სწავლული, თორის ერთ-ერთი კომენ–
ტატორი.
™® მაიმონიდესი (მოშე ბენ მაიმონი), იგივე რამბამი (1135-1204) – თალმუდის უდიდესი ებრა–
ელი მკვლევარი, ფილოსოფოსი და ექიმი.

137
პროფესორი როსტოვცევი ფიქრობს, შესაძლოა აქ ძველად ნავსადგუ-
რი ყოფილიყო. ბერძნული საპატრიარქოს კუთვნილი ბერძნული შენობა
რუსული სახლის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს დგას. ეს ჯვაროსნების
დროს აშენებული ვეებერთელა ნაგებობაა.
ტიბერიას ძველი სახე არ დაუკარგავს. იგი ისეთივეა, როგორიც ჯვა-
როსნების დროს იყო. ჰეროდეს აშენებული ქალაქი აქედან რამდენიმე
კილომეტრზე, სამხრეთით მდებარეობს. იქ გოგირდის წყაროები და ,ჰა-
მამი“ ანუ აბანოებია. უზარმაზარი შენობა, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს
რომ მოგაგონებთ, აბანოების გვერდით არის აღმართული. ეს რაბინთა
სკოლაა. აქ დიდი რაბინები არიან დაკრძალულნი.
საშინლად ცხელა. სხვა რომ არაფერი იყოს, ზღვის დონეზე დაბლა
ვართ. არაბები მთელი დღე გენესარეთის ტბაში წვანან. ჩემი ოთახის
აივნიდან მათ მუქ ყავისფერ სხეულებს ვხედავ. ისიც ჩანს, ბიჭები სანა–
პიროზე როგორ მიდი-მოდიან და გაფაციცებულნი უთვალთვალებენ,
რომელიმე ებრაელი წყალში ჩასვლას ხომ არ დააპირებს. ამაოდ ირჯე-
ბიან! ებრაელები მთელი დღე სახლებში არიან გამოკეტილნი და გარეთ
მხოლოდ მაშინ გამოდიან, თუ სანაპიროზე პოლიციელს დაინახავენ. ებ-
რაული სინაგოგა მეჩეთიდან არცთუ ისე შორსაა. პოლიცია ებრაელებს
თავს მოუყრის ხოლმე და სინაგოგამდე მიაცილებს, შემდეგ კი უკან მოჰ-
ყავს. მათ თავი, ალბათ, ჯოჯოხეთში ჰგონიათ, რადგან გახურებულ კედ-
ლებში არიან მთელი დღე გამოკეტილები. ამ ძველი უბნის ბინადარნი
თავის სამყოფელს ტოვებენ და საცხოვრებლად თანდათან გადადიან
ახალ ებრაულ უბანში, რომელიც ბორცვზე გაშენდა. გადაბარგებასაც
პოლიცია მეთვალყურეობს. აქ მხოლოდ მოხუცი მამაკაცები რჩებიან,
რათა თავიანთ ძველ სახლებში დალიონ სული. ალბათ, მათ არავინ
არაფერს უშავებს. თუმცაღა, ვინ ogab? მთელი ღამე სროლაა, ხოლო
ბომბები დღისითაც კი ფეთქდება. ამ ბომბების წარმომავლობა არავინ
იცის. მე კი არაბები ძალიან თავაზიანად მეპყრობიან, „პადრეს“ მეძახიან
და ქუჩაში გზას პატივისცემით მითმობენ. ერთი ჩემ დასაცავადაც კი გა–
მოეშურა, როცა რამდენიმე ბიჭი ამედევნა და საჩუქარს მთხოვდა. ამის
თაობაზე მან აფორიზმიც კი თქვა: „მღვდელი საჩუქარს კი არა, ლოცვა-
კურთხევას იძლევა“.

138
მინდოდა, რომ აბანოში ყოველდღე მევლო, რადგან აქაური წყაროები
ართრიტის, რევმატიზმისა და მსგავს სნეულებათა სამკურნალოდ კარგი
ყოფილა, მაგრამ „ჰამამი“ (აბანოები) აქედან რამდენიმე კილომეტრზეა.
ზღვასა და კლდეებს შორის მიმავალი გზა მშვენიერია, მაგრამ ამავე დროს
სახიფათოც. პირველ დღეს ერთმა მწყემსმა დამინახა, კლდიდან ჩამო–
ცოცდა და პირსახოცი ხელიდან გამომგლიჯა. მეორე დღეს ერთი ქალი
ჯოხით დამედევნა, ირგვლივ კი არავინ ჩანდა. საბედნიეროდ, ქალაქისკენ
მანქანით მიმავალმა მგზავრებმა ჩამოიარეს და თან გამიყოლეს. თავგა–
დასავლების მაძიებელი არა ვარ და ამიტომ შინ ჯდომა ვარჩიე.
აღმოსავლეთის მცხოვრებთ ერთმანეთთან დასაფარ–დასამალავი არა–
ფერი აქვთ. „რუსული სახლის“ არაბი ბინადარნი დიდ, საერთო აივანზე
ცხოვრობენ. ერთიმეორის სრულიად უცხო რამდენიმე ოჯახი ამ აივანზე
ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ჭამს, სვამს და იძინებს.
ტიბერიაში საქართველოს მეფეთა ერთი შთამომავალი ცხოვრობს და
მუშაობს. დიდი ხნის წინ მის დას, ანასტასია ნიკოლაევნა გრუზინსკაიას
შევხვდი. მან კათოლიკობა მიიღო და პოპულარულ, ემოციურ ნაშრო–
მებს წერდა, რომელთა მიზანიც კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოება
იყო. რამდენიმე წლის წინ ემიგრაციაში გარდაიცვალა.% ამბობენ, რომ
მის დას მოსკოვის ახლოს მდებარე მამულში ქართული ხელნაწერების
მდიდარი კოლექცია ჰქონდა. მისი მისამართი ჩაწერილი მაქვს და ვაპი–
რებ, როგორმე გადავამოწმო, იქ ყველაფერი შენახულია თუ არა, თუკი,
რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა მომეცემა. ახლა ყველაზე მეტად ვარ
დაინტერესებული ცნობით ვიღაც საიდუმლოებით მოცულ ქართველ მო-
ნაზონზე, რომელიც იერუსალიმში სამი წლის წინ გარდაცვლილა. მისი
სახელი არავინ იცის. ამ მონაზვნის ღვთისმოსავ ცხოვრებაზე იერუსალიმ-
შიც მიამბობდნენ, ახლა კი ერთი საინტერესო რამ შევიტყვე: მონაზონ–
მა გარდაცვალებამდე, თავისი წიგნები დაუტოვა თავადს, რომელიც მას
კარგად იცნობდა. ეს წიგნები, წესით, ახლაც იერუსალიმში უნდა ინახე–
ბოდეს ერთ პიროვნებასთან. ქართველმა თავადმა მისი მისამართი მომ–-
ცა და ნება დამრთო, წიგნებიდან ამომერჩია, რაც კი დამჭირდებოდა და
ვარშავაში წამეღო. იქნებ რომელიმე წიგნზე სახელი ეწეროს, რამეს მაინც
შევიტყობდი წმინდა მიწაზე მცხოვრებ უკანასკნელ ქართველ მონაზონზე.
თ” ამ პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ქართული სამეფო გვარის გენეალოგია
არ იცნობს ანა ნიკოლოზის ასულ გრუზინსკაიას.

139
16 Dd3NLOM, პვიჩა

ტიბერიიდან წამოვედი და ხაიფას გავლით იერუსალიმისკენ მივემარ-


თები. ნაზარეთში შეჩერებას ვაპირებ. ახლად გაშენებულ ტყეს მშვენიერი
გზა მიუყვება. სახიფათო გზაა და ამიტომ ჯარისკაცების მთელი რაზმი მიგ-
ვაცილებს, თან კერძო მანქანებიც მოგვყვებიან. გზა ტრანსპორტისთვის ყო-
ველდღე დილის 8 საათზე იხსნება, შაბათის გარდა. გზა გადის ჰატინთან,
სადაც ჯვაროსნებმა 1187 წელს სალადინთან დამარცხება იწვნიეს და წმინ-
და მიწა დათმეს. ჩვენ კანაც გავიარეთ, სადაც ჩვენმა მაცხოვარმა პირვე-
ლი სასწაული მოახდინა.” სოფელში გზა ბაღებს მიუყვება. დაბალი ღო-
ბეების იქით მწიფე ბროწეულები მოჩანს. ყავისფრად გარუჯულ ბავშვებს
გზაზე ხილი გამოუტანიათ, მაგრამ მანქანას არავინ უჩერებს. ხელმარჯვ-
ნივ სასწაულის აღსრულების ადგილას აშენებულ მართლმადიდებლურ
მონასტერს ვხედავ.
ნაზარეთში ჩვენი ავტობუსი ბაზილიკასთან საკმაოდ ახლოს, მარი-
ამის წყაროსთან გაჩერდა. ახლა ამ წყაროს გარს აკრავს ყვავილების პა-
ტარა, საუცხოო ბაღი, რომელიც ერთმა ინგლისელმა ქალმა გააშენა და
ნაზარეთს უძღვნა. გორაკზე, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მშვენიერი
მართლმადიდებლური ბაზილიკა დგას.
წირვა ახალი დაწყებული იყო, როცა ბაზილიკაში შევედი. ღვთისმსახურე-
ბა არაბულად მიმდინარეობდა. იქაური არაბული სკოლის გუნდი გალობდა.
შესამოსელთა მცველმა უმალ შემამჩნია და საკურთხეველში მიმიწვია,

რ იოანე 2, 1-2.

140
LVI
“(ely ‘Ege 59 “| ‘2961 ‘moyery '7|M8IX)616| '/V, pue IXI5|0M0)1000 ·| 'იმ
‘faysjod IX0125 CI1015ILI “00) SCY /(6| ლსი5C0005(X)006 900506%ა6) ‘,qegluyeq* 00050900(0()09
-09 qoogCadPC qoudCoPug ·ჭ04ტ quasCEc€ go “იი504ტ 0ლხ| wuglwedsgeed codsogefCg NuadsCewu
«ი000()00“ ‘qoPqCay& qo~rPqequg ewuSlPqugowH quowFouyF qqupqnuudsAe ‘wegdde '0CXა09C foi
"0ფ0§0000 “X)60 oaSCPugopwd იიანიიალლი — (ggpl-igEl) WevaSsCEge eur =>
"იყხენლმა CID
სანთც ძლლილც ლთ ლ0#000ც 010000009 ლ00006)0:000006X eegeugeSow
'0ფ90C006 0006)C:900006XC wWloPo ი0 ლთ) 0010C4ტ90ლ 0000#ლ00 wee? quge
“ი58C cee 08ლC ლ00CC “6001006 ი210C)00 DowlEPupe? ძ0090060 ‘qwaswepog
ი001004ტ005Cი “086)09 ‘woglywewe Segaw 0003005600Cთ6)0?ლი ·0005000000C
ლCდიანსანლილლა Quy %)00C)ჩი8ი “ი000 we odSLquycd quPoadogeg ee 9006 ·ილ9
-De ითლლლსი ლლლძლლ 005002000 თილ) ewouslPqudgowhH qudlECquul Peg
“ი06ჩ0C CC 0თ508C 0000056ა009 odSoACEged ილლCა6)Cლ0ლ “0)CაC)ლ0C#ილი
დფ, 9900Cთ950ლ0ძ00 005086აწლ00)C ‘odSCgucdwe ი00000C8Cლი chp ed egldqlqqee
zi IWFPoudCEge ew ·7CX)05ჩC 000C)60ლ00 C=50ი00059ძ00 ლ00C 00 “იCა000C0ლ ილ9
#%6)VC5 od ლი0)ნლლ C5C0000ჩტთ0ლ09 C000 0000500)6)V oD velwlH იCა00ჩ0C6აც
-09 ლ0)0C DewlOequ 00C)050000 -qquelquwe we 0ლ00C 005C006) wwHl Cg
-000000 GuEmquQwaylege “coquylHegle CaccdCER DBuqueceq oadolde ი0
‘WeguglglACwpee DeEowoweque 0000C50:0C pe oD weguelfwwCwe Eww
ითუილ იი0ლ0000 caSCER 00500005CC)ი0ნც Cecelw quelweg ‘eBwelgPo 0%ალ?
Cu) “UAB gequps? ლლლ00)ლ0 CaccSCER quePwow -eCulodSelwe! woelglwee
-00 “SQCDoRY Eu Ceglquwgeg ‘WeudDuPl Yoelwewhg vgeogeHHco ‘ocshM
-ლცლლ) CQQCHuSedseP ლთალილალ 00000C5010C ‘cud uyl2 quel PgCwH Bd eque
-COcgeg 00500ნ050C)ინლც DewlOeQqw DGBwepfeq ლთ) vdslEp ძლიიალი ‘Po
"E0003 NegeDowae qowgee ‘HegeDCuyc@ qucwquqaudeg odslusEqeq
PY ძლ0(0006ახალჩტ -qCodoe vddch4 oD qlucocy owlqlHeoq Coogldpew ‘qlg@o&
Ce 00C00596 cereQee 06)0000)ლ SugqgMurcpadlg 09ლ00506ჩ 9003000 quewoA
“0050 თდCთლციალ quaye 060050800 owhPucdw«oo? 00500 Bo ‘eDqwe 00
–05ძ09 900069(ა0 eQlyreg ‘Depgegew qugoquyl! ლ6ძი “C01060ლ 01ლ00ძალილ ი005ჩ4#
ძ0C0096ახალჩტ Ee C0000) 090 eMwy “00005§80Cალ 90000 90006)00 00Cა0509ძC %006
–010000 queuCAcg vcdlHouwFuee ·ი06)0 Pe 005099010 0000%)00 ‘eelgualwe wu
–0ჩტ ocSCHQowwD qucdeuppquwlS Vedeq “ილ80ა) qeadvLade pv ლ00050000
17 Sd3NLOM, ოჩშაბანი

არქიმანდრიტი მანქანის მოძებნაში დამეხმარა. ხაიფადან იერუსა-


ლიმში მიმავალი მატარებელი რვა საათზე გადიოდა. მძღოლი დამპირ-
და, რომ მატარებელს მივუსწრებდით, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც
დავიგვიანეთ და მატარებელი წასული დაგვხვდა. პირველის ნახევრამდე
მოცდა მომიწევდა. ქალაქში გავიარ-გამოვიარე და შემდეგ პატარა ყავა–
ხანაში დავჯექი. იქ ერთ ქართველ ებრაელს შევხვდი, რომელმაც ქართუ-
ლი ჯერ კიდევ კარგად იცოდა.

142
21 აგვ ს0M, პაჩასპევიV"

პატრიარქს, როგორც იქნა, ვეწვიე. იგი მცირე გალილეაში, საზაფხულო


რეზიდენციაში ცხოვრობდა. მითხრა, ქართული მონასტრის ასაშენებლად
იორდანეს ნაპირებთან მიწის მიღება ძალიან გაძნელდება, რადგან ქარ–
თველებს იერუსალიმში ერთი მონასტერიც არა აქვთ და საქართველო–
დანაც მომლოცველები არ ჩამოდიანო. ამიტომ შევეცადე, ამ საკითხს
ახლა სხვაგვარად მივდგომოდი: ვუთხარი, რომ ქართველებს აქ, წმინდა
მიწაზე, დიდებული წარსული გვქონდა და ამ ძველი სახელისა და ტრადი–
ციების აღსადგენად საბერძნეთის საპატრიარქოს მხარდაჭერა გვჭირდე–
ბოდა.
ამიტომ ხელისუფლებისთვის უნდა მიმემართა, რომელიც საპატრიარ–
ქოს დიდად აფასებდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ იგი დიდ
ტერიტორიას კანონიერად ფლობდა. თუმცაღა, დიდ ტერიტორიას რა
მნიშვნელობა ჰქონდა? ერთი პატარა სასოფლო-სამეურნეო რეფორმის
შედეგად საპატრიარქო ამ უფლებას დაკარგავდა. მაშინ მათ ვინღა დაეხ-
მარებოდა?
იმ ქალსაც ვეწვიე, ქართველი მეფის ასულის, უკანასკნელი მონაზვნის
წიგნები რომ უნდა ჰქონოდა. იგი ხნიერ ქალებთან ერთად რუს მომლოც-
ველთა თავშესაფარში ცხოვრობდა. აქ დაახლობით ასი ქალი იყო დაბი–
ნავებული. ერთ უზარმაზარ საერთო ოთახში თითოეულს თავისი საწო–

“ ტექსტს აკლია 18-20 აგვისტოს ჩანაწერები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დღეებში, წმ.
გრიგოლ ფერაძე საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

144
ლი ედგა. გარდა ამისა, რამდენიმე განცალკევებული ოთახიც იყო, სადაც
დიდგვაროვანი ქალები ცხოვრობდნენ.
იქ გუშინ ვიყავი. შიგნით როცა შევედი, ღვთისმშობლის ხატის წინ ლო–
ცულობდნენ, ერთი ქალი ლოცვას კითხულობდა, სხვები კი გალობდნენ.
მძიმე ცხოვრება ეწვიათ. რაც ომი დაიწყო, მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. შვე–
ბას მხოლოდ ლოცვაში პოულობენ...
ქალბატონისგან შევიტყვე, რომ წიგნები სასულიერო წარმომადგენ-
ლობის ბიბლიოთეკაში წაუღიათ. ბიბლიოთეკართან თავად წამომყვა.
სამწუხაროდ, წიგნები ვერ ვიპოვე, თუმცა, რამდენიმე საათს ვეძებდი. იმ
ქალისგან ასევე შევიტყვე, რომ ქართველი მონაზვნის მოძღვარი მამა სე–
რაფიმი იყო. იგი უნდა მოვინახულო. იქნებ ხვალვე წავიდე.
მამა სერაფიმს ვესტუმრე. სამწუხაროდ, მისი სახელი არც მან იცოდა.
მითხრა, მონაზონი როგორი ღვთისმოსავი იყო და რა წმინდად იცხოვრა.
ოთხმოცს კარგა ხნის გადაცილებული უნდა ყოფილიყო. ყოველ საღამოს
უფლის საფლავზე ლოცვაში ატარებდა. მამა სერაფიმმა იმ ქადაგების
ასლი მომცა, რომელიც მონაზვნის დაკრძალვაზე წარმოთქვა.

145
22 JdsNLUM, შაბაწი

დღეს ძალიან გამიმართლა. იერიქონში"5 წასვლის საშუალება მომეცა,


რაც იერუსალიმში პოლონეთის გენერალური კონსულის, ბატონ ზდის-
ლავ კურნიკოვსკის დამსახურებაა. ეს ადვილი მოსაგვარებელი არ იყო.
იერუსალიმიდან იერიქონში მიმავალი გზა ძალიან სახიფათოა. იერუ-
სალიმის კედლებს გასცდებით თუ არა, საფრთხე იქიდანვე იწყება, რად-
გან სამანქანო გზა სოფელ სილოამზე (რომელსაც ძალიან ცუდი სახელი
აქვს) და ბეთანიაზე გადის. გარდა ამისა, ყოველი მხრიდან უდაბნო და
პიტალო კლდეები აკრავს. გზაზე მწყემსი ბედუინები თუ შემოგხვდებიან,
ისინი ქურდობას არ ერიდებიან, თუკი ამის საშუალება მიეცემათ. ჩვენ
არავინ შეგვხვედრია, ზუსტად შუა გზაზე კი „კეთილი სამარიტელის“ სას-
ტუმროს” ნანგრევები დავინახეთ.
იერუსალიმიდან ავტობუსი დღეში მხოლოდ ერთხელ გადის, თანაც
აუცილებლად გაძლიერებული ესკორტის თანხლებით. თუ ადრე ბილეთი
ხუთი პიასტრი ღირდა (ცხრა პიასტრი უკან დასაბრუნებელ ბილეთთან
ერთად), ახლა, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გაჩაღდა, მარტო იქით
მიმავალი გზა ღირს მთელი პალესტინური გირვანქა სტერლინგი და

იერიქონი – უძველესი ქალაქი იუდეაში, პალესტინის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე


იორდანეს მახლობლად. იგი მდებარეობს დაახლოებით 270 მეტრით ქვემოთ ზღვის დო-
ნიდან და მიჩნეულია ყველაზე დაბალ ადგილად მსოფლიოში.
გადმოცემის თანახმად, ამ ადგილს უკავშირდება ლუკას სახარებისეული იგავი კეთილი
სამარიტელის შესახებ (ლუკა 10, 25-37). აქ შემორჩენილი ნანგრევები მე-16 საუკუნის
თურქული სასტუმრო სახლის ნაშთს წარმოადგენს.

146
აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე უნდა დაჯავშნო. არაბები ძალიან
ხშირად ან თოფს ისვრიან, ან მაღალი კლდეებიდან გზისკენ ქვებს აგო–
რებენ. უბედური შემთხვევები თითქმის ყოველი მგზავრობისას ხდება. ამი–
ტომაა, რომ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი დაიწყო, იერიქონში არც ერთი
ტურისტი აღარ ჩამოდის. თუმცაღა გამოსავალი ყველა ვითარებიდან
არსებობს. ხანდახან ავტობუსში არაბი მაღალჩინოსნებიც სხდებიან.
ამ დროს აგენტები მეამბოხეებს მთებში ამის თაობაზე ატყობინებენ და
მგზავრობაც უსაფრთხო ხდება.
შაბათს იერიქონის მერი თავის ქალაქში ბრუნდებოდა. გენერალურმა
კონსულმა კურნიკოვსკიმ ეს შეიტყო და ერთ გავლენიან მართლმადიდე–
ბელ არაბს სთხოვა, რომ „კაიმაკანთან“ (მერთან) წარვედგინე. მანქანის
გვერდით ვიცდიდით. ბევრი მგზავრი მოგროვდა, ჩვენთან ერთად სურ–
დათ წამოსვლა. ერთმა არაბმა პოლიციელმა მირჩია (იქნებ იმიტომ, მან–
ქანიდან რომ მოვეცილებინე), რომ დახმარება მეთხოვა კათოლიკეების-
თვის, ანუ „თოკიანი ბერებისათვის“, როგორც თვითონ უწოდებდა მათ.
იგი ფრანცისკელებს გულისხმობდა. მართლმადიდებელი არაბი ჩვენს
საუბარში ჩაერია: „ეს შეუძლებელია, – უთხრა მან პოლიციელს, – რადგან
მამა (ანუ მე) მაირთლმადიდებელია, ხოლო კათოლიკეებსა და მართლმა–
დიდებლებს ერთმანეთი ძალიან სძულთო“. არაბმა პოლიციელმა გაიცინა
და თავი გააქნია. ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა, რომ მღვდლებს, რო-
მელთაც ქრისტე სწამდათ, ერთმანეთი სძულებოდათ. რა თქმა უნდა, ეს
უდაბნოდან მოსული არაბი იერუსალიმში მცირე ხანს იყო ნამყოფი, მაგ–
რამ მწამს, რომ ამ უბრალო კაცის პირით უმაღლესი სიბრძნე ღაღადებდა.
„მიდიოდა ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონში და ჩაუვარდა ხელში
ყაჩაღებს“, – ეს თქვა ქრისტემ ორი ათასი წლის წინ. მისი ნათქვამი ამჟა–
მინდელ ვითარებასაც მიესადაგება. თვით გზაც შიშის მომგვრელია: ორივე
მხარეს კლდეები, არანაირი სილამაზე, არანაირი მომხიბვლელობა.
ქვევით ვეშვებოდით. სული ისე მეხუთებოდა, თითქოს ძალიან მაღა–
ლი შენობიდან ლიფტით ჩავდიოდი.
167
ლუკა 10, 30.

147
არაბი პოლიციელი ჩემ გვერდით იჯდა და მეუბნებოდა: ებრაელები თუ
კარგი ხალხია, მაშ ევროპაში მათი თავიდან მოშორება რად უნდათ? მათ
მოშორებას კი ყველგან ცდილობენ, რადგან თითქმის ყველანი კომუნის-
ტები არიან. „ჩვენ გულზე რატომღა უნდა გვეხატებოდნენ? ბოლოს და ბო-
ლოს, ეს ჩვენი ქვეყანაა!“ – დაასკვნა მან. იერიქონში წარმომადგენლო-
ბას საკმაოდ დიდი მართლმადიდებლური მონასტერი ჰქონდა, თუმცა იქ
დარჩენა შეუძლებელი გახლდათ. ამიტომ ერთ სასტუმროში დავბინავდი,
რომლის მეპატრონეც რუსულის კარგად მცოდნე მართლმადიდებელი
არაბი იყო. ძალიან გულთბილად მიმიღო და საუკეთესო ოთახი დამითმო.
იერიქონი ოაზისია, იორდანიის უდაბნოს შუაგულში, პალმის ხეთა შო-
რის გაშენებული ქალაქი, ყურძნისა და ბანანების მხარე. აქაურებს ძი–
რითადი შემოსავალი ბანანის პლანტაციებიდან აქვთ. ძველი იერიქონი,
სადაც ცნობილი მუზეუმებია, დასავლეთით რამდენიმე კილომეტრის იქი-
თაა. მცირე შესვენების შემდეგ ერთმა ბერმა დიდი თავაზიანობა გამოიჩი–
ნა და ქალაქის დასათვალიერებლად გამომყვა.
იერიქონის კედლებთან გათხრები ბერლინელმა პროფესორმა სე-
ლინმა'” ჩაატარა. იგი თავის ლექციაზე, ბერლინში, დიდი აღფრთოვანე-
ბით მოგვითხრობდა საკუთარი მუშაობის შედეგებზე. ახლა ყველაფერი
თვალწინ მქონდა. ყოველთვის მეგონა, რომ კედლები უზარმაზარი J39-
ბისგან იქნებოდა აგებული, აგურით აშენებული კი აღმოჩნდა. აგური ისე-
თი ძველი იყო, რომ ხელში მეფშვნებოდა.
წმ. წინასწარმეტყველის, ელისეს, წყარო ამ კედლებიდან არცთუ
ისე შორსაა. აქ წყალი არ ვარგოდა და მისი ლოცვით სასმელი გახდა.
მაღალი, ვეებერთელა კლდეები, სადაც მღვიმეებია, დასავლეთით,
დაახლოებით, ორი კილომეტრის იქით მდებარეობს. მღვიმეების ზემოთ
აღმართულია ბერძნული მონასტერი „სარანდარიონი“, რაც „ორმოცს“
ნიშნავს, გადმოცემის მიხედვით, იორდანეში ნათლისღების შემდეგ

–“ ერნსტ ფრანც მაქს სელინი (1867-1946) – ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიბლი–


ოლოგი და არქეოლოგი.
9 მე-2 მეფეთა 2,14.

148
ქრისტემ of ორმოცი დღე გაატარა. აქ აცდუნებდა მას სატანა და იგი dbg-
ცებით იყო გარშემორტყმული.”
ახლა აქ დაახლოებით თხუთმეტი ბერძენი ბერი ცხოვრობს. დიდი და
კარგი ხეხილის ბაღი აქვთ. მონასტერი ომამდე განაახლეს. წინამძღვარი
აბრაამიოსი, რომელიც სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ახლაც ცოცხა-
ლია. იგი გვმასპინძლობს და ამ შენობის ისტორიას გვიამბობს. მშვე-
ნიერი ეკლესია და ბერთა სენაკებიც კლდეშია გამოკვეთილი. კლდეში
გამოკვეთილ მღვიმეებსა და დერეფნებში დავდივართ. აქედან იერიქონის
თვალწარმტაცი შემოგარენი მოჩანს. იორდანესა და მკვდარ ზღვასაც
ვხედავთ და მოაბის” მთებსაც.
ქანაანელთა დროს აქ მთელი ქალაქი იყო კლდეში გამოკვეთილი.
სამწუხაროდ, ბერებს ანტიკური ისტორია სრულებით არ აინტერესებთ და
ერთი დიდი ქვის გარდა, რომელზეც ქრისტე იჯდა, საყურადღებო აღარა–
ფერია შემორჩენილი. აქ მრავალი ეთიოპიელი მომლოცველი მოდის და
ზოგი მათგანი ორმოც დღეს რჩება. ახლაც ქვის გვერდით ერთი ეთიოპი–
ელი დგას და ლოცულობს. ბერებმა მითხრეს, იტალია-ეთიოპიის ომის
აქტიური მონაწილე მაღალჩინოსანი ოფიცერიაო.
ღამის ათ საათზე ჩემი ოთახისკენ გავემართე. გზას ზეითუნის ზეთის
ლამპრით ვინათებდი. შესასვლელთან შევჩერდი, რადგან ოთახიდან bo-
შინელი სიბინძურის სუნი გამოდიოდა. თეთრეულიც ჭუჭყიანი იყო. მსა–
ხურს მოვუხმე და მოვითხოვე, რომ ოთახი სასწრაფოდ დაელაგებინათ.
ჩემმა ტონმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არაბებზე, რომელნიც ჯერ
კიდევ ბაღში ისხდნენ. როცა მსახურმა ოთახი დაასუფთავა და ძილი ნები–
სა მისურვა, სერიოზულად მკითხა, პატრიარქი ხომ არა ხართო?

ს მარკოზი 1, 18.
™ Amado – ისტორიული ადგილი, რომელიც მდებარეობს მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ bo-
ნაპიროზე, დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე. უძველეს დროში აქ ცხოვრობდნენ
მოაბელები, რომლებიც განადგურდნენ ისრაელელთა შემოსევების შემდეგ, დავითის მე-
ფობის ხანაში.

149
23 აგვ/სყო, პვიჩა

ოთხ საათზე უნდა ავმდგარიყავი და რუსულ მონასტერში წავსული


ყავი. ერთ იქაურ ბერთან ერთად იორდანესა და იორდანიის უდაბნო?
მდებარე რამდენიმე მონასტრის მონახულებას ვაპირებდი. საწოლში ვი
წექი და თვალს ვერ ვხუჭავდი. სასტუმროს ბაღიდან არაბების საუბარი დ
სიცილი მოისმოდა. საათი ავიღე და რას ვხედავ: ღამის თორმეტზე გაჩ;
რებულა. ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა! რა დრო იქნებოდა? სიჩ;:
მეს მივაყურადე და რამდენიმე წუთის შემდეგ, საუკუნეებად რომ მეჩვენ
ხმა გავიგონე. სულაც არ მეხალისებოდა, რომ ავმდგარიყავი და არაბულ
სასტუმროს დერეფანში სრულიად უცხო ადამიანისთვის ასე გვიან დრ
მეკითხა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სამის ნახევარი იყო.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ ავდექი და რუსული მონასტრისკენ გავ;
შურე. რამდენიმე ქუჩა და პატარა მოსახვევი უნდა გამევლო. ქუჩის პირა
მდგარი დიდი შენობა ჟანდარმერიის მთავარი სამყოფელი გახლდა:
ცოტა იქით კი, პატარა ბაღის უკან მდებარე შენობაში, ის ბერი ცხოვრობდ
პოლიციელმა გამაჩერა. როცა ნახა, რომ მღვდლის სამოსელი მეცვ
გამიშვა. ქუჩაში არაბები იწვნენ და ამ მძინარე არაბებზე უნდა გადამებ(
ჯებინა, რომ გზა განმეგრძო.
ჟანდარმერიის კართან გამაჩერეს. ორი ჟანდარმი მომიახლოვდა. 96
თი რაღაცას მეუბნებოდა, მეორემ კი შაშხანა მომიშვირა. ბოლოს, ერთ
თავის უფროსთან წავიდა, ხოლო მეორეს დაავალა, ბერის სახლამდე მ
ვეცილებინე, რომ შეემოწმებინა, მართალი ვუთხარი, თუ არა.

150
ბერი ისევ საწოლში იწვა, რადგან ავად იყო. ძლივს ლაპარაკობდა.
თუმცა მითხრა, რომ ერთ არაბ მუშას გამომაყოლებდა.
მზე ამოიწვერა, როცა უდაბნოს გზას დავადექით. არაბი ძალიან დაღ–
ლილი იყო, რადგან მთელი ღამე ემუშავა. ახლა კი ვირზე იჯდა და ისე მო–
დიოდა. მე მისი საფასურიც უნდა გადამეხადა და ვირისაც, რაც საკმაოდ
ბევრი გახლდათ. ამიტომ ჩემთვის სახედარი ვეღარ ვიქირავე. ასე რომ ის
ვირზე იჯდა, მე კი ფეხით მივყვებოდი.
რუსული მონასტერი ძველი ქრისტიანული ტაძრის ადგილას იდგა.
მცირე სამლოცველოში ბერძნული მოზაიკური წარწერაა, რომელიც 566
წლით თარიღდება. ეს წარწერა გამოსცეს მამა აბელმაც და პროფესორმა
როსტოვცევმაც. ყოველი შემთხვევისთვის ასლი მაინც გადავიღე.
წმ. მდინარე იორდანესთან აგებულ მონასტერთაგან ყველაზე ძველი
წმ. იოანე ნათლისმცემლის ბერძნული მონასტერია. ომამდე ცოტა ხნით
ადრე მონასტერი მიწისძვრამ დააზიანა. მისი ზედა ნაწილი ისე ჩამოინგ–
რა, რომ მხოლოდ სამლოცველოღა დარჩა. ეს ის ადგილია, სადაც ცაგა–
რელმა ორი ქართული წარწერა ნახა. მან ამ წარწერების ასლები გამოაქ–
ვეყნა.” ამჟამად მხოლოდ ერთი წარწერაა დარჩენილი. არქიმანდრიტი
მას ძალიან გულმოდგინედ უვლიდა. ამისათვის დიდი მადლობა გადავუ-
ხადე. მან მდინარესთან ჩამიყვანა და იქ ვიცურავეთ. მდინარე საშინლად
იყო დაბინძურებული. მონაცრისფრო მასა ძალზე სწრაფად მოედინებო–
და. განიერი არა, მაგრამ ღრმა და სახიფათო ნამდვილად იყო.
ამ მდინარესთან თითქმის ყველა ქრისტიანული აღმსარებლობის მო–
ნასტრის ნახვა შეიძლება. პირველი – ბერძნული მონასტერია, შემდეგ
ლათინური, რუსული (შემოუღობავი), ეთიოპიური და რუმინული. მდი–
ნარიდან ცოტა მოშორებით, იმავე ნაპირზე, ხელოვნურად გაშენებული
ხეივნის უკან, სირიული, სომხური და ბულგარული მონასტრებია. ყველა
მონასტერი მდინარეს გადაჰყურებს. იქვე იყო აუზები მომლოცველების–
თვის. მონასტრებში ბევრი ბერი არ იყო. იქაურობა ჩამკვდარი ჩანდა.

V. /VI.LIმ-მი6ი#, II2M9XMIMM, გვ. 125-126. სამწუხაროდ, 2002 წელს ქართული ექსპედიციის მუშა-
ობის დროს წარწერები ადგილზე აღარ აღმოჩნდა.

151
ახალი მშენებლობები მხოლოდ სირიელთა და სომეხთა მონასტრებშია.
გავიფიქრე, რომ დროთა განმავლობაში ეს ადგილი შეიძლებოდა სამო-
ნასტრო ცხოვრების საერთაშორისო ცენტრადაც გადაქცეულიყო. სამწუ-
ხაროდ, ისინი ერთმანეთისგან ძალიან ცოტას სწავლობენ და სარგებე-
ლიც ნაკლები აქვთ. ფანატიზმი და გონებაშეზღუდულობა თვალშისაცემი
არსად ისე არ არის, როგორც აქ, წმინდა მიწაზე.
ამ მონასტრებიდან მხოლოდ ეთიოპიურს ვეწვიე. ძალიან გულთბი–
ლად მიმიღეს და საუცხოო შავი ყავით გამიმასპინძლდნენ.
მე და ჩემი არაბი კვლავ გზას გავუდექით. ის ახლაც ვირზე იჯდა, მე
კი ფეხით მივდიოდი. აუტანელი სიცხე იყო. ვნანობდი, რომ იერიქონში
ქოლგა არ ვინათხოვრე ან ხეირიანი ქუდი მაინც არ წამოვიღე. ბერის
თავსაბურავი მზისგან ვერ მიფარავდა და მხოლოდ დიდებულ მომავალ-
ზე ოცნება, რომ აქ პატარა ქართული სამლოცველოსა და მონასტრის აშე–
ნებას ოდესმე მაინც შევძლებდით და ამით ჩვენს გასაცოდავებულ კულ-
ტურულ ცხოვრებაში დადებით წვლილს შევიტანდით, მაძლევდა ძალას,
რომ მოგზაურობა განმეგრძო.
უდაბნო გავიარეთ და წმ. გერასიმეს”? მონასტერს მივუახლოვდით.
მონასტერს შორიდანვე ვხედავდი. ჯერ ახლოს მეგონა, მაგრამ მერე აღ–
მოჩნდა, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვედო. უდაბნოში ერთ ბერს
შევხვდით, რომელიც ამავე მონასტერში მოდიოდა. ვირზე მარჯვედ იჯდა,
მარჯვენა ხელში ქოლგა ეჭირა. ალბათ, მარტო სიარული არ უნდოდა და
მაშინვე დამიწყო გამოკითხვა, სადაური ვიყავი და სად მივდიოდი.
წმ. გერასიმეს დიდ თაყვანს სცემენ მთელს ეკლესიაში. წმინდა მიწის
ერთი ცნობილი მომლოცველი – იოანე ფოკა'“ – ერთ ქართველს შეხვედ-
რია, რომელიც წმინდად ცხოვრობდა. იგი მას „იბერიელს“ უწოდებდა,
რაც ინგლისელებისთვის „ესპანელს“ ნიშნავს. წმ. გერასიმეზე ზღაპრული
““ წმ.გერასიმე იორდანელი (+475) – პალესტინელი მეუდაბნოე, მდ. იორდანეს ნაპირზე მო-
ნასტრის დამაარსებელი.
174
იოანე ფოკა (VII ს.) –კრეტელი ბერი, რომელმაც წმ. მიწა და სირია 1185 წელს მოიარა და
თავისი მოგზაურობა აღწერა. იხ. Patrologia Graeca, ed. J.P. Migne, Paris, 1858, vol. 133, col.
928-963; The Piligrimage of Joannes Phocas into the Holy Land, from the Leo Allatius editio,
თარგმნა A. Stewart [in:] Palestin Piligrim’s Text Society, London, 1889, V.

152
ლეგენდებია: მოთხრობილია, როგორ ცხოვრობდა ლომებთან ერთად,
რომელნიც ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ მას.
ახლანდელი მონასტერი თანამედროვეა, ძველის ნანგრევებზე აშენე–
ბული. უდაბნოში შორიდანვე ოაზისივით მოჩანს, წმ. გერასიმეს საფლავი
სადღაც უდაბნოშია. გადმოცემის თანახმად, საფლავი ლომმა გათხარა.
მონასტერში ვისადილეთ. საჭმელი მცირე, მაგრამ ძალიან გემრიელი
იყო. არქიმანდრიტმა ქოლგა მომცა და შუადღის ორი საათი იქნებო–
და, როცა გზას უკან, იერიქონისაკენ გავუდექით. შემომთავაზეს, მკვდარ
ზღვაზე წავიდეთო, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი.

153
24 ამვისყო, ოჩშაბანი

კაიმაკანი იერუსალიმში ბრუნდებოდა. შემომთავაზა, რომ გავყოლო-


დი. უარი ვუთხარი, რადგან მკვდარ ზღვაზე წასვლას ვაპირებდი. ზღვა
დაახლოებით ცხრა კილომეტრის სავალზე იყო და ფეხით წასვლა dob-
დოდა, მაგრამ გამაფრთხილეს, ეს ძალიან სახიფათოაო. ვერავის დავემ-
გზავრებოდი, რადგან იერიქონში არც ერთი მანქანა არ იყო. სასტუმროს
მეპატრონემ მირჩია, დახმარება მეთხოვა ჟანდარმერიის უფროსისთვის.
კალიუმის ქარხანა მკვდარ ზღვასთან ახლოს ყოფილა და იქ ჟანდარმებს
თურმე ყოველდღე აგზავნიდნენ. იქნებ, მას უფლება მოეცა, ჟანდარმე–
რიის ტრასნპორტს გავყოლოდი. ჟანდარმერიის ოფიცერი პოლონელი
ებრაელი აღმოჩნდა და ძალიან თავაზიანად შემხვდა. მასთან თითქმის
ერთ საათს დავრჩი. რა თქმა უნდა, პოლონურად ვლაპარაკობდით. გამგ-
ზავრების უფლება მომცა და იმავე საღამოს მკვდარ ზღვას ვეწვიე. თუმცა
ისიც მითხრეს, იერიქონში დაბრუნებას მხოლოდ ხვალ დილით თუ შეძ-
ლებთო. მაშ, ერთი ღამე იქ უნდა გამეთია.
ჩემთან ერთი ებრაელი მოვიდა, რომელსაც მსოფლიოს ამ უკაცრიელ
მხარეში სასტუმრო ჰქონდა. თავისი ოთახების ქება დაიწყო. ოთახი
თხუთმეტი პიასტრი ღირდა. ამას ერთ-ნახევარი პიასტრი მომსახურების
ხარჯები, ანუ ათი პროცენტი ემატებოდა. ევროპაშიც ასეთი წესია.
ჯერ ძალიან ადრე იყო და ღამის გასათევს არ ვეძებდი, ამიტომ ქარხ-
ნის პატარა დასახლებაში გავისეირნე და, თითქოს განგებამ გამომიგზავ–
ნა, ის არაბი პოლიციელი შემხვდა, რომელმაც წარმომადგენლობამდე

155
მიმაცილა, როცა იერუსალიმში ჩავედი. „მამაო, სასტუმრო რად გინდათ?
– მითხრა მან, – პოლიციის განყოფილებაში ბანანის ფოთლებით გადახუ-
რული პატარა, კოხტა ქოხი გვაქვს. შეგიძლიათ, ღამე იქ გაათიოთ“.
პატრიოტ არაბს უხაროდა, არაბულად რომ ველაპარაკებოდი. „ჩვენ
ძლიერები ვართ, – თქვა მან, – ებრაელებს ამ ბრძოლაში ვაჯობებთ. ჩვენ-
მა ხალხმა იცის, ისინი რანიც არიან. მერე ინგლისელებსაც გავყრით და
დიდ არაბეთს შევქმნით!“
მე, რა თქმა უნდა, მის რწმენას პატივს ვცემ და მისი გულისთქმაც შე–
ვიცანი. კაცობრიობის კულტურის აღმავლობას, მის პროგრესს ბრძოლა
განაპირობებს, თუმცაღა, ბრძოლა სამართლიანი უნდა იყოს და არა მზაკ-
ვრული.
არაბმა სასადილოდან ხაჭო და პური მომიტანა. ათ საათზე ყველა წა–
ვიდა დანიშნულების ადგილის დასაკავებლად. ჩემთან მხოლოდ ერთი
ხანშიშესული არაბი დარჩა. ერთი თვის წინ მეზობლის ლეიბი მოუპარავს
და ამის გამო დაუპატიმრებიათ. თავისუფლად მიდი-მოდიოდა, მაგრამ
გაქცევას არ აპირებდა, თუნდაც იმიტომ, რომ შინ ასეთი პირობები არ ექ-
ნებოდა.
ზღვაზე საცურაოდ გავედი. აქ არც თევზი, არც რაიმე სხვა არსება არ
ბინადრობს და წყალი ისეა მარილით გაჯერებული, რომ კაცს შეუძლია,
ზედ გაწვეს და დაისვენოს. ცურვის შემდეგ ჩვეულებრივი წყლის გადავ–
ლება აუცილებელია. მე კი დამავიწყდა მეკითხა, შხაპი სად იყო და ლო–
გინში ჩავწექი, მაგრამ მთელი სხეული ისე მექავებოდა, იძულებული გავხ–
დი, ავმდგარიყავი და პატიმრისთვის მეკითხა, შხაპი სად იყო.
სანამ ვბანაობდი, პოლიციის განყოფილების წინ მანქანა გაჩერდა.
იქიდან ჟანდარმი გადმოვიდა და მითხრა, ბრძანება მივიღეთ, რომ
იერიქონში დავბრუნდეთ და ხომ არ გამოგვყვებითო. ქოხი ისე მომეწონა,
რომ დილამდე დარჩენა ვამჯობინე.

156
25 აგვისყო, სამშაბაწი

მკვდარი ზღვიდან ამ დილას წამოვედი. ჟანდარმების სხვა ცვლას გა–


მოვყევი. დამაინტერესა და ერთ მათგანს, ჩემ გვერდით რომ იდგა, ვკითხე,
ჟანდარმერიაში, არაბების გარდა, სხვებიც თუ მსახურობდნენ. აღმოჩნდა,
რომ პალესტინელი ებრაელები, ბერძნები, რუსები და ერთი კავკასიელიც
კი ჰყოლიათ. ამან ძალიან დამაინტერესა და იგი შემპირდა, რომ იმ „კავ–
კასიელს“ მაჩვენებდა. ჩეჩენი აღმოჩნდა, კავკასიელ მთიელთა ყველაზე
სახიფათო ტომის შვილი. „ჩეჩენით“ რუსეთში ბავშვებს აშინებენ. მათ კა–
ზაკებიც კი ვერ ეგუებიან. ამ ჩეჩენს კავკასიაში ვიღაც მოუკლავს და გა–
მოქცეულა, სასჯელი მკვლელობის გამო სტამბოლში მოუხდია და მერე
აქ ჩამოსულა. მითხრა, რომ კავკასია ენატრებოდა. მისი მშობლები იქ,
მთებში იყვნენ დაკრძალულნი. აბუ ბენ მირზა ერქვა, თავადი გახლდათ!
დღეს იერიქონიდან წასვლა მინდოდა. სასტუმროს მეპატრონემ კვლავ
კარგი რჩევა მომცა: იერიქონის პოლიციის უფროსი ოფიციალური ვიზი–
ტით იერუსალიმში მიდიოდა და შეიძლებოდა, მეც წავეყვანე.
მისი ძებნა დავიწყე. სახეზე ვცნობდი, რადგან დღედაღამ სასტუმროს
ყავახანაში იჯდა. სუდანელი იყო, შავკანიანი, მაღალ–მაღალი. წინგამოშ-
ვერილი ტუჩები და სანახევროდ გარეთ გამოყრილი გრძელი კბილები
ჰქონდა. ერთი შეხედვით სასაცილო მოგეჩვენებოდათ, მაგრამ კარგი
კაცი იყო.
იგი პოლიციის ავტოფარეხში ვიპოვე. მანქანის შეკეთებას თვალს ადევ–
ნებდა. „როგორ ბრძანდებით, ალი ეფენდი?“- ზრდილობიანად ვკითხე ინ–

157
გლისურად. „ძალიან კარგად. თქვენ?“ — მიპასუხა. რა თქმა უნდა, ნება დამ-
რთო, რომ გავყოლოდი. უეცრად ჩვენ ირგვლივ თავმოყრილი არაბებიდან
ერთი გამოვარდა, პოლიციის უფროსს ნერვიულად რაღაცას ანიშნებდა
და უნდოდა, ჩემთვის ჩაერტყა. ჩემზე ამბობდა, ებრაელია, ებრაელების
აგენტიო. რა თქმა უნდა, მათ დამინახეს, რომ დიდხანს ველაპარაკებოდი
ებრაელ ოფიცერს, რომელიც გარეთ არ გამოსულა და არც ბრძანებები
გაუცია, როგორც არაბი იზამდა. კეთილ ალი ეფენდის დიდი ძალისხმევა
დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ მე მღვდელი ვიყავი და ოფიცერ-
თან საერთო არაფერი მქონდა.
სუდანელი შავკანიანის დამსახურებაა, იმ გაუგებრობას თავი უვნებ-
ლად რომ დავაღწიე.
ნახევარი საათის შემდეგ გზას გავუდექით.
იერიქონიდან სამახსოვროდ დამჭკნარი ვარდების თაიგული წამოვი-
ღე. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ყვავილი, საერთოდ, ვარდი არ არის.
ერთგვარი ჯიშის ფრინტაა. ამ ძველი და წმინდა ქვეყნისადმი წრფელი
სიყვარულის გამოხატვისას გადაჭარბებას არ ვერიდებით ხოლმე. ამ
ბიბლიურ ყვავილს ერთი თვისება აქვს, რასაც სიმბოლურ მნიშვნელო-
ბას ვანიჭებ: თუნდაც სულ გამხმარს წყალში თუ ჩადებ, გაცოცხლდება და
კვლავ გაიფურჩმქნება...”
გვერდით ერთი არაბი მეჯდა. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მარშალ
პილსუდსკიზე” საუბარი ძალიან უნდოდა... „აი, ასეთი კაცი გვჭირდება
ახლა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვყავს!“ – თქვა მან. მე მივუგე, რომ ასეთი
კაცი საუკუნეში ერთხელ ან სულაც რამდენიმე საუკუნეში ერთხელ იბა-
დება და ქვეყანას მრავალი თაობის ლოცვით ახდენილი ოცნების გვარად
მოევლინება.

ს იერიქონის ვარდი – უწოდებენ აღდგომის ყვავილსაც, ხარობს უდაბნოში, გავრცელებუ-


ლია პალესტინაში, უმთავრესად იერიქონის მახლობლად. გვალვის დროს ფოთლებში
ნაყოფს ფარავს და გამოშრობისგან იცავს. წვიმისას ათიოდე წუთში გაიშლება და თესლი
წვიმის წვეთებს მიჰყვება.
ჯოზეფ პილსუდსკი (1867-1935) – პოლონელი სამხედრო, სახელწიფო მოღვაწე, პოლონე-
თის პირველი მარშალი, სახელწიფოს მეთაური 1919-1922 წლებში. ორჯერ იყო პრემიერ-
მინისტრი (1926-1928 და 1930).

158
წარმომადგენლობის დერეფანში პროფესორს შევხვდი. იმჟამად უფ-
ლის საფლავის ბაზილიკაში საათობით ლოცულობდა და მთელი ღამე იქ
რჩებოდა. მისი საუბრის საყვარელი თემა იყო ქადაგებები, რომლებსაც
სამლოცველოში ისმენდა. წუხდა, რადგან აქ ყოფნის ვადა ორ კვირაში
ეწურებოდა. როგორც შემეძლო, ისე გავამხნევე.
ნასადილევს ორ მონასტერს ვეწვიე: ერთს – სირიულს და ერთსაც –
კოპტურს. საინტერესო აღარაფერი იყო დარჩენილი. მათი კოლექციები
აღნუსხული, ხოლო კატალოგები დაბეჭდილი და გამოცემული გახლდათ.
თუმცაღა, ერთმა სირიელმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ სხვებისთვის
უცნობი აპოკრიფული ხელნაწერები ჰქონდა და მათი გაყიდვა უნდოდა.
მე ამ ხელნაწერების ყიდვა განვიზრახე.

159
26 აგვისყო, ოთხშებანი

ბერძნულ საპატრიარქოში ვიყავი, ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ძვე-


ლი კალენდრით ხვალ ღვთისმშობლის მიძინების დღეა. გეთსიმანიაში
ღვთისმშობლის საფლავთან საგანგებო წირვა-ლოცვა გაიმართება. მო-
ნაწილეობის მისაღებად მე ოფიციალურად მიმიწვიეს.
საპატრიარქო ახლადიდ გასაჭირშია. მას მერე, რაც კონფლიქტი
დაიწყო, ყველა მაღაზია დაიკეტა, ხოლო მისი ერთადერთი შემოსავლის
წყარო მაღაზიების გაქირავება იყო.
მამა ნიკოლასმა დღეს ჩვენთან ერთად ისადილა. მერე შინ გავაცილე.
იგი წმინდა მიწიდან მალე აპირებდა გამგზავრებას და იქ, ინგლისში, პატარა
მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება ჰქონდა განზრახული.” მან-
ვე მითხრა, რომ ხვალ პოლონეთის გენერალური კონსულის შემწეობით
უნიკალური შანსი მომეცემოდა, ინგლისელი მაღალჩინოსნისთვის მეკით-
ხა, შესაძლო იყო თუ არა იორდანესთან ქართული მონასტრის დაარსება.
„ღვთისმშობელი, საქართველოს მფარველი, ჯენტლმენს შთააგონებს, რომ
თქვენ სასარგებლოდ იმოქმედოს“, – მითხრა მამა ნიკოლასმა.
სუვენირებზეც უნდა მეზრუნა. მინდოდა, რომ წმინდა მიწიდან ჩემი მე-
გობრებისთვის სამახსოვროდ რამე ჩამეტანა. dodo ნიკოლასმა მირჩია, do-
ლიან ძვირფასს ან დიდი ზომისას ნურაფერს იყიდიო. მიუხედავად იმისა,

” მამა ნიკოლას გიბსმა ინგლისში დაბრუნების შემდეგ სამლოცველო დააარსა რუსეთის


იმპერატორის ბოლშევიკების მიერ ამოხოცილი ოჯახის სახელზე ოქსფორდში, მარსტონ
სტრიტზე.

160
რომ იგი სადღაც, შორეულ აღმოსავლეთში, თავადაც მუშაობდა მებაჟედ
იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორის ოჯახს თავს დაატყდა,
მებაჟეები მაინც არ უყვარდა.
სახლამდე მივაცილე, შემდეგ კი იერუსალიმის მეორე ბოლოში წავე–
დი უზარმაზარი YMCA-b შენობისკენ, რომელიც იმ ადგილას იდგა, სადაც
ოდესღაც ქართული სასაფლაო იყო.
იერუსალიმის YMCA მასონური დაწესებულებაა. ეს დაფარული არ
არის და ამის გამო იერუსალიმელ ქრისტიანებში მას ცუდი რეპუტაცია
აქვს. თითქოს ჯიბრზე, ორ რუს მონაზონს გადავაწყდი, რომელნიც ამ შე-
ნობის წინ ავტობუსს ელოდებოდნენ. ხან ერთი შემომხედავდა, ხან მე–
ორე. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ შესაძლოა, მეცნიერებს ურთიერ-
თობა (ან უბრალოდ, საერთო ინტერესები) ჰქონდეთ. თუმცაღა, დიდად
არ მანაღვლებდა, ისინი ჩემზე რა აზრისანი იქნებოდნენ.
VMC#-ს მდივანმა ძალიან თავაზიანად მიმიღო და გამიყვანა ბაღში,
სადაც ის საფლავის ქვა იპოვეს, ახლა პალესტინის მუზეუმში რომ ინახება.
პატარა, საუცხოო მუზეუმი მათაც აქვთ.
შინისაკენ მიმავალ გზაზე ბატონ სიკსეკს შევხვდი, რომელიც დიდი
ხანია, არ მენახა. მან მითხრა, წმ. ჯვრის მონასტრის მიდამოებში ვილის
მშენებლობისას ქვა აღმოჩნდა, რომელზეც ქართული წარწერა არისო.
შემპირდა, რომ ამ აღმოჩენაზე მერე დაწვრილებით მიამბობდა, ახლა კი
რაღაცის თხოვნა სურდა. მისი თხოვნა უცნაურად მეჩვენა. მითხრა, რომ
მისი წინაპარი, ვინმე სიმონ მდივანი კატამონში ქართულ სასაფლაოზე
იყო დაკრძალული. მის საფლავს ქართული წარწერა ჰქონდა გარდაცვ–
ლილის სახელითა და გვარით. საუკუნეთა შემდეგ ბერძნებმა მხოლოდ
მისი სახელის, „სიმონის“, წაკითხვა შეძლეს. ამის გამო მიიჩნიეს, რომ აქ
ბიბლიური სიმონის საფლავი და მისი საცხოვრებელი ადგილი იყო. ეს ის
სიმონია, რომელმაც ქრისტე გულში ჩაიკრა და უთხრა: „აწ განუტევებ მო–
ნას შენსას მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით“.'”” დავპირდი,
#M იგულისხმება ძველი ქალაქის კედლის გარეთ არსებული ქრისტიანული სასაფლაო, bo-
დაც ქართველი ეპისკოპოსი, სამუელია (VI ს.) დაკრძალული.
შ ლუკა2, 28-29.

161
რომ ხვალ იქ მივიდოდი და წარწერას შევამოწმებდი. თუ გვარის ამო-
კითხვას შევძლებდი, იგი მყისვე ამ გვარზე დაეწერებოდა. თუმცაღა დარ-
წმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერს მივაღწევდი.
სხვათა შორის, მდივნების ოჯახური კავშირები ძალიან საინტერესოა.
ისინი დაკავშირებული არიან არა მხოლოდ თავადებთან და რუსეთის იმ-
პერატორის ოჯახთან, არამედ კინოვარსკვლავებთანაც. ალბათ, ამ მდივ-
ნის სახელი, რომელიც მრავალი საუკუნის წინ ცხოვრობდა, სახარების
ერთ ყველაზე დიდებულ სახესთან გააიგივეს...

162
27 აგვისყო, ხქთშაბაწი!

დილის 6 საათზე საპატრიარქოში ვიყავი. შესასვლელის გვერდით,


ბაღში, ხალხი უკვე იკრიბებოდა. მსვლელობას სამი არქიეპისკოპოსი
მიუძღოდა. მათ ოცზე მეტი არქიმანდრიტი მიჰყვებოდა. მსვლელობის
თავში საპატრიარქოს დრაგომანიე, დიდი არქიმანდრიტი მიდიოდა. მას
არქიეპისკოპოსები მიჰყვებოდნენ, შემდეგ კი ჩვენ მივდიოდით. არანაირი
ჯვრები და დროშები, არანაირი გალობა. სისადავე ამ მსვლელობას გან–
საკუთრებით შთამბეჭდავს ხდიდა. ღვთისმსახურება ათ საათამდე გაგრ–
ძელდა. ბაზილიკა ხალხით იყო სავსე. თითოეულ მღვდელს, რომელიც
წირვაში მონაწილეობდა, ყვავილების თაიგული მიართვეს. ეს იყო არა
ზიარების წირვა, არამედ ღვთისმშობლის დაკრძალვის ცერემონია. თი–
თოეულ ჩვენგანს უმშვენიერესი ჰიმნების კრებულიდან რომელიმე მო-
რიგეობით უნდა ეგალობა. მე სამჯერ ვიგალობე. ჩემ გვერდით მდგარი
დიაკვნის დახმარებით ბერძნულად ვიმღერე.
ღვთისმსახურების შემდეგ თითოეულ ჩვენგანს დიდ ლანგარზე დადე–
ბული ყურძენი, ლეღვი და თითო დიდი ბლითი მიართვეს. მანამდე კარგი
რახი (არაყი) დაგვალევინეს.
ამის შემდეგ პოლონეთის გენერალურ კონსულთან გავემართე. ხელში
ბლითი და ყვავილების თაიგული მეჭირა. ამ წმინდა დღეზე იმედს ვამ–
ყარებდი, რომ მრავალი რამ ამისრულდებოდა და ეს იმედები არ გამც–
რუებია.

163
უმაღლეს კომისართან (პალესტინის გენერალ-გუბერნატორთან)''
ერთმა ყველაზე დაახლოებულმა მდივანმა მითხრა, რომ მასთან ერთ
საათში მივსულიყავი. მე მას ვეწვიე და იორდანეს სანაპიროზე ქართული
მონასტრისთვის მიწის გამოყოფის თაობაზე ვისაუბრეთ. თუკი მიწას აქ
ყველა ქრისტიანს აძლევდნენ, ჩვენი ეროვნული ღირსებისა და ამ ქვეყა-
ნაში ჩვენი წარსულის გათვალისწინებით, გამონაკლისი არც ჩვენ უნდა
ვყოფილიყავით.
ჩემ მიმართ დიდად კეთილგანწყობილმა მდივანმა მიმიყვანა სხვა
მაღალჩინოსანთანაც, რუბი-ბეი აბდულ ვადისთან, ვინც რელიგიურ საქ-
მეებს განაგებდა. იგი არაბი იყო, ომამდე თბილისში თურქეთის კონსუ-
ლად მუშაობდა, იქაურ ვითარებას კარგად იცნობდა და იქ გატარებულ
დროს გულაჩუყებული იხსენებდა. „თქვენი ქვეყნის დამპყრობელთა
შორის არაბები ყველაზე ჰუმანურები იყვნენ. ისინი თბილისს ორმოცი
წელიწადი განაგებდნენ“, – მითხრა ამაყად, რადგან ეს თვით ქართვე-
ლებს უთქვამთ საქართველოში. რა თქმა უნდა, ის ჩვენ დასახმარებლად
ყველაფერს იღონებდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა
გვყოლოდა ოფიციალური პირი, რომელიც ან საქართველოდან ჩამო-
ვიდოდა, ან ქართველი ემიგრანტების წარმომადგენელი იქნებოდა. ამ
პრობლემის მოგვარება გაძნელდებოდა: ჩვენს ემიგრანტულ წრეებს ამგ-
ვარი კულტურული ამოცანის აღსასრულებლად საკმარისი გამოცდილება
არ ჰქონდათ, ხოლო საქართველოში, იქაური პოლიტიკური ვითარების
გამო, ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთება შეუძლებელი გახლდათ. ასეა
თუ ისე, ამის თაობაზე ვარშავიდან წერილს გამოვგზავნი, რათა არქივში
ქართველებთან დაკავშირებული ერთი საბუთი მაინც დაიდოს.
ნასადილევს კატამონისკენ მიმავალ გრძელ გზას გავუდექი. სამწუხა-
როდ, იმ საფლავის ქვაზე, რომელიც წმ. სვიმეონს მიეწერება, ვერანაირი
წარწერა ვერ ვიპოვე. მონასტერთან ახლოს პატრიარქის მოადგილე, მიტ-
როპოლიტი პალადიუსი ცხოვრობდა. ის ერთადერთი ეპისკოპოსია, არა-
ბულად რომ ქადაგებს. რაკიღა იქ ვიყავი, ეპისკოპოსსაც ვეწვიე.
© სერ არტურ გრენფელ ვოუჩოპი (1874-1947) – ბრიტანელი სამხედრო, 1931-1938 წლებში იყო
უმაღლესი კომისარი პალესტინასა და ტრანსიორდანიაში.

164
28 JO3NLUM, პაჩასკევი

დილით, საუზმის დამთავრებისთანავე, ებრაულ უნივერსიტეტში წავე–


დი. რა ხანია, ამ აკადემიური ცენტრის ნახვა მინდოდა, მაგრამ დრო ვერ
გამოვნახე. ამას დღეს თუ შევძლებდი, რადგან ხვალ პოლონეთის გენე–
რალურ კონსულს თელ-ავივში მივყავდი, მე კი ჩემი ებრაელი მეგობრის,
ემანუელ ბენ გურიონისთვის” სამეცნიერო წიგნებიდან ციტატები უნდა
ამომეწერა კარლოს დიდის დროს” გერმანიაში მცხოვრებ ებრაელებზე.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი პროფესორი, დოქტორი
ვაილი იყო.“ ადრე იგი ბერლინში პრუსიის ეროვნული ბიბლიოთეკის
აღმოსავლური განყოფილების დირექტორი გახლდათ. ისე დამხვდა, რო–
გორც ძველ მეგობარს და ყველა საჭირო მასალა მომაწოდა.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის შენობები დამათ–
ვალიერებინა და უნივერსიტეტის განყოფილებათა მიერ თავმოყრილი
კოლექციები მაჩვენა, მათ შორის, ბოტანიკური, ზოოლოგიური და წინა–
რეისტორიული. მე და დოქტორი ვეილი ბონის უნივერსიტეტში კოლეგები
ვიყავით. შემდეგ იგი ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა,
ახლა კი ხაიფაში საშუალო სკოლის მასწავლებელია. პროფესორი, დოქ-

18) ემანუელ ბენ გურიონი (ემანუელ ბერდიჩევსკი (1903-1987) – ებრაელი მწერალი და მთარგ-
მნელი.
182
კარლოს დიდი (742-814) – კაროლონგთა დინასტიის წარმომადგენელი, ფრანკთა მეფე 768
წლიდან, იმპერატორი 800 წლიდან.
#3 ელიაკიმ გოტჰოლდ ვაილი (1882-1960) – იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ბიბლი-
ოთეკის დირექტორი 1935-1946 წლებში. შემდგომში არაბული და თურქული ფილოლო-
გიის პროფესორი ამავე უნივერსიტეტში.

165
ტორი მარტინ პლესნერი'“ აქ ზაფხულის არდადეგებზე ჩამოდის ხოლმე
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სამუშაოდ.
უნივერსიტეტის ბაღი უდაბნოს ესაზღვრება. კედელს იქით ბედუინები,
საძოვარზე გაფენილი თხები და არაბთა ქოხმახები მოჩანს. საყურად-
ღებოა, რომ არაბებს ხეები არ უყვართ. აქედან სოფელი მოჩანს, სადაც
ერთი ხეც კი არ დგას.
„კედელს იქით მიწა ჩვენ გვეკუთვნის, – თქვა ჩემმა მეგზურმა, – იქ ხე-
ების დარგვას ვაპირებთ. მიწის მცირე ნაწილს მაინც წავართმევთ უდაბ-
ნოს“.
ჩემი იერიქონის ვარდები მახსენდება. მხოლოდ თავდაუზოგავი შრო-
მითა და ოფლისღვრით შეძლებ, უდაბნო, ეს მჭკნარი ყვავილი, ოაზისად
გადააქციო და სული ჩაუდგა...
ძალიან მაინტერესებს ქართველ ებრაელთა ამბავი. სამწუხაროდ, ჩვე-
ნი, ქართული მეცნიერება, ამ საკითხს სრულებით არ იკვლევს, ევროპაში
ამ საკითხზე გამოკვლევის დასაწერად საჭირო მასალა არ არსებობს. მე
კი მთლიანად ჩაფლული ვარ იმ საკითხებში, რომლებიც უფრო მაინტე-
რესებს.
ებრაელებს სურთ შეიტყონ, რუსულმა წარმომადგენლობამ მეფე ჰირ-
კანუსის” საფლავის ქვა სად აღმოაჩინა. სამწუხაროდ, ეს მეც არ ვიცი.
სასულიერო წარმომადგენლობაში არანაირი არქივი არ დაუტოვებიათ.
ყველაფერი ლენინგრადშია წაღებული.
ნასადილევს ბერები მსჯელობდნენ სიონისტების კომიტეტის წერილზე,
რომელიც იმის თაობაზეა, თუ რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტის აღმოსაფ-
ხვრელად. ბერები ამბობენ, რომ პროტესტანტულმა წარმომადგენლობამ
ებრაელებს პასუხად ჯვარი და სახარება გაუგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ
მთელ ამ ტრაგედიას ბოლო მოეღება მათი გაქრისტიანებით.

“ მარტინ პლესნერი (1900-1973) – ებრაელი მკვლევარი, ფილოსოფიისა და ოკულტიზმის


სპეციალისტი.
® იოან ჰირკანუს | (ძვ.წ. 175–104) – იუდეის მეფე 135/134 წლიდან.

166
ალბათ, თვით ებრაელებიც ვერ
თანხმდებიან. ამ უნივერსიტეტში,
ერთადერთ ებრაულ უნივერსიტეტში, ძველი აღთქმის კათედრაც კი არ
არსებობს, მაშინ, როცა ამგვარი კათედრები ყველა თეოლოგიურ განყო-
ფილებაშია. ხასიდები მეცნიერებს ახლოს არ იკარებენ, ხოლო პროგრე-
სულად მოაზროვნე ებრაელებს არ სურთ, რომ კათედრა ეგრეთ წოდე–
ბულ მედავითნეებს'ნ დაუთმონ.
ებრაელ ფანატიკოსებზე ამბობენ, რომ ისინი წინადაცვეთას უკეთებენ
ყველას, ვინც ხელში ჩაუვარდებათ. ბევრ რუს ემიგრანტს ვიცნობ, რო–
მელნიც წინადაცვეთაზე დათანხმდნენ, რათა ებრაელებს მათთვის სამ–
სახური მიეცათ. ასეთნი წარმომადგენლობის სახლებშიც კი ცხოვრობენ,
რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სამღვდელოებას ეს სულაც არ ადარდებს.
ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, ერთი მხრივ, ამაღლებული იდეებით
გულანთებული ებრაელები, საუკეთესო ოჯახების შვილები, რომელნიც
აქ, წმინდა მიწაზე, ენთუზიაზმით აღსავსენი, მთლად ახალგაზრდები ჩა–
მოვიდნენ, ჭაობების ამოშრობას, ქვების მტვრევას ჯან-ღონე შეალიეს და
ფილტვები დაიავადეს, მეორე მხრივ კი ისინი, ვინც ვაჭრებად დარჩნენ,
მხოლოდ მდაბალი მისწრაფებები აქვთ და არანაირი სულიერი ღირებუ–
ლებები არ გააჩნიათ.

% მედავითნე ეწოდება ერისკაცს, ვისაც შეუძლია ეკლესიაში რელიგიური ტექსტების წაკითხ-


ვა.

167
29 Sd3NLUM, შაბაწი

ზუსტად რვა საათზე თელ-ავივში ვიყავი. ჩემი მეგობარი გერმანელი


ებრაელი, პოლონეთის საკონსულოს შენობის წინ რომ მელოდა, ჩემი
პუნქტუალობით განცვიფრებული დარჩა.

LJ
სირია

ჩემი შვებულების ბოლო თვე, სექტემბერი, სირიაში გავატარე. ეს ქვეყანა


პალესტინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. სირიაში წასვლა იმანაც გადა-
მაწყვეტინა, რომ არაბულ-ებრაული კონფლიქტის გამო სამუშაო ძალიან
მიფერხდებოდა. ამასთანავე, პალესტინაში მოგზაურობა სახიფათო იყო.
სირიაში ყველაზე მეტად მაინტერესებდა ადრეული ქრისტიანული ძეგ-
ლები სიდონში, დამასკოსა და ალეპოში, ასევე ბეროეაში, ორონტესთანზ
მდებარე ანტიოქიაში, რომელსაც დღეს ასის ეძახიან, და, უპირველეს
ყოვლისა, ორი სვიმეონის, მესვეტე წმინდანთა” მონასტრების ნანგრევე-

“ტექსტი ნაკლულია.
“ ორონტე – მდინარე, რომელიც მიედინება ლიბანის, სირიისა და თურქეთის ტერიტორიაზე.
% წმ. სვიმეონ მესვეტე უფროსი (390-459), ცნობილი ქრისტიანი განდეგილი, განდეგილო-
ბის ერთ-ერთი სახეობის, მესვეტეობის, დამაარსებელი. წმ. სვიმეონ მესვეტის „ცხორების“
ტექსტის თანახმად, მასთან სხვა ეროვნების ბერებთან ერთად, ქართველებიც მოღვაწეობ-
დნენ. სვიმეონ მესვეტე უმცროსი (521-592), საკვირველთმოქმედი, ანტიოქიის შავი მთის
ცნობილი განდეგილი. წმ. სვიმეონ უფროსისა და უმცროსის მიერ დაარსებულ მონასტ-
რებში საუკუნეების მანძილზე ბევრი ქართველი ბერი მოღვაწეობდა.

168
ბი. ქართველი ბერები სვიმეონ უმცროსის მონასტერში ჯერ კიდევ მე-6 bo-
უკუნეში ცხოვრობდნენ.” ამ ადგილებით რამდენიმე წლის წინ მამა იოანე
მესერიანმა, ბეირუთის იეზუიტური უნივერსიტეტის პროფესორმა დამაინ-
ტერესა, როცა ერთმანეთს ვენაში შევხვდით. იგი საკვირველ მთაზე ათი
წლის მანძილზე გათხრებს აწარმოებდა, მონასტრის ნანგრევებში ქარ-
თულ ძეგლებს ეძებდა. ინტერესი ამან გამიღვივა. მინდოდა, გათხრები
დამეთვალიერებინა და მისი აღმოჩენების მნიშვნელობა შემეფასებინა.
ის გარემოება, იმ ადგილთა ნახვას რომ შევძლებდი, სადაც მარტვილების
გარჯით ჩვენი ეკლესიის ისტორიის პირველი ფურცლები იწერებოდა, იქ
წასასვლელად მაგულიანებდა. ჩემი მოგზაურობის მეორე, საინტერესო
მიზანი კაჯა პუნარში”' დოქტორ იოჰანეს ლიფსიუსის'? მიერ დაარსებული
ობოლთა თავშესაფრის მონახულება გახლდათ. კაჯა პუნარი მონასტრე–
ბისაკენ მიმავალ გზაზეა. ცხადია, გულით მინდოდა, ჩვენი ძვირფასი დოქ–
ტორ ლიფსიუსის მოღვაწეობის ეს მხარე გამეცნო.

„ვგონებ, პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც შეძლო შუა საუკუნეების შემდეგ ენა–
ხა წმ. სვიმეონ მესვეტე მცირის მონასტრის ნანგრევები. სწორედ ამ მონასტერში დაირწა
ქართული კულტურის აკვანი – V თუ VI საუკუნეში საქართველოში წამოვიდნენ მისიონერი
ბერები, ხოლო XI-XII საუკუნეების მიჯნაზე აქ ცხოვრობდა ეკლესიის ცნობილი მამა, ეფრემ
მცირე“. იხ., წმ. გრიგოლ ფერაძე, თხზულებათა კრებული, წიგნი პირველი, გამოსაცემად
მოამზადა დავით ყოლბაიამ, ვარშავის უნივერსიტეტი, 2012, ვარშავა, გვ. 78.
gogo პუნარი – ქალაქი სირიაში.
იოჰანეს ლიფსიუსი (1858-1926) – ცნობილი ეგვიპტოლოგის, კარლ ლიფსიუსის ვაჟი (1810-
1884), ევანგელისტი მღვდელი და მისიონერი. ეხმარებოდა სომეხ ხალხს. 1895 წელს და-
აარსა Deutsche Orient Mission, რომელიც, სხვა საქმიანობასთან ერთად, გამოსცემდა ჟურ-
ნალს Der Orient (1919-1936). მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გრიგოლ ფერაძის
გერმანიაში სასწავლებლად წასვლის საქმეში.

169
11 სმძქტქმბქეჩი, 3ohoLdISN

ალეპო. დღეს ალეპოდან ანტიოქიაში მივდივარ. სომეხი ეპისკოპოსის


მდივანმა მითხრა, რომ კაჯა პუნარისკენ მიმავალი უმოკლესი გზა ანტი-
ოქიაზე გადიოდა. ჩემდა გასაოცრად, სომხებმა კაჯა პუნარზე არაფერი
იციან. დილით გავისეირნე და მაღაზიებში გამოვიკითხე, კაჯა პუნარზე
რამე თუ იცოდნენ, თუმცაღა ვერაფერი შევიტყვე. იეზუიტ პრეფექტს ვეწ-
ვიე. მასთან სტუმრობა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა. იქ გავიგე, რომ მამა
მესერიანს, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, ანტიოქიის ახლოს ვნა-
ხავდი. უნდა მეჩქარა, რადგან ბეირუთში დაბრუნებას აპირებდა. პატარა
ქარავანს უნდა გავყოლოდი, რომელსაც მისთვის საჭმელი და ფოსტა ან-
ტიოქიიდან კვირაში ერთხელ მიჰქონდა.
ანტიოქია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ოდესღაც აქ,
ორონტეს ნაპირებთან, დიდი კულტურა ყვაოდა. აქ იყო არა მარტო ძლე-
ვამოსილი რომის იმპერიის პრეფექტებისა და კონსულების, არამედ იმ-
პერატორებისა და მაღალი რანგის სასულიერო პირების (მაგალითად,
იოანე ოქროპირის”) რეზიდენციები. ქალაქის ბინადართა ნახევარი
სომეხია. ანტიოქია თანამედროვე გზებიდან ძალიან მოშორებულია და
ამის გამო ამ ქალაქით მხოლოდ დიდი თავგადასავლების მაძიებელნი
ინტერესდებიან. იმ ადგილებში ვერსად ნახავთ პალმირას” ან ბაალბე-

% წმ, იოანე ოქროპირი (347-407) – ეკლესიის ერთ-ერთი დიდი წმ. მამა, კონსტანტინეპოლის
ეპისკოპოსი 397 წლიდან, 404 წელს განდევნეს ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი პონტოში (ბიჭ-
ვინთაში).
V პალმირა – უძველესი აღმოსავლური ქალაქი, რომელიც სირიის უდაბნოს ჩრდილოეთ ნა-
წილში, ოაზისშია დაარსებული,

170
gob მსგავს გიგანტურ ნანგრევებს, დამასკოს ელეგანტურობას ან ბეირუ-
თის ცხოვრების დახვეწილ ხიბლს. ვისაც ძველი ისტორიული ადგილები
არ აინტერესებს, აქ საყურადღებოს ვერაფერს ნახავს სუფთა და ლამაზი
ქუჩების, მშვენიერი ხეების, ძველი ოქროს მონეტებითა და სამკაულებით
სავსე საიუველირო სავაჭროებისა და მღვრიე ორონტეს გარდა.
თავდაპირველად კაპუცინებს ვეწვიე. ეს აქ კათოლიკეების ერთადერ–
თი ორდენია. მათი მისამართი ალეპოში მომცეს. კაპუცინებს ობოლთა
თავშესაფარიც აქვთ სომეხი ბავშვებისთვის. წინამძღვარმა თავაზიანად
მიმიღო და დამპირდა, რომ იმ ქარავანს გამაყოლებდა, რომელიც აქე–
დან მამა მესერიანთან მიდიოდა საკვირველ მთაზე. ერთი ობოლი იმ
სასტუმროსკენ გამიძღვა, წინამძღვარმა რომ მირჩია. ძალიან გავოცდი,
როცა შევიტყვე, რომ ბატონი ანტრანიგ კავუკდიანი, დოქტორ ლიფსიუსის
ობოლთა თავშესაფრის დირექტორი, დღეს აქ მოვიდოდა. ბატონი კავუკ–
დიანი, რომელიც თვეში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიოდა ქალაქში, ამავე
სასტუმროში აპირებდა დაბინავებას. ძალიან გამიმართლა. გეგმა უმალ
შევცვალე და გადავწყვიტე, ბატონ კავუკდიანს დავლოდებოდი და მასთან
ერთად კაჯა პუნარში წავსულიყავი. იქ მონასტრის ნანგრევებს ვნახავდი.

% ბაალბეკი, ბალაბაკი – ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბანში.

171
12 სქქტემბქეჩი, შაბაVნი

ანტიოქია. ბატონი კავუკდიანი გუშინ ჩამოვიდა. ერთმანეთი აქ 3930-


ცანით, გერმანიაში მისი გაცნობის შესაძლებლობა არ მომცემია. ბატონმა
კავუკდიანმა დამარწმუნა, რომ კაჯა პუნარიდან საკვირველ მთაზე Fo3-
სულიყავი, რომლის ნახვას ისედაც ვაპირებდი. ბატონ კავუკდიანს შუად-
ღისას უნდა შევხვედროდი, მანამდე კი მონასტრის ძველი მოზაიკის სა-
ნახავად გავწიე. არქეოლოგიურ გათხრებს პენსილვანიის უნივერსიტეტი
ატარებს იმ ადგილას, სადაც ანტიოქიის ძველი თეატრი (ან ტაძარი) იდგა.
იქ ძალიან მნიშვნელოვანი მოზაიკა აღმოჩნდა. იმ მოზაიკას ქალაქიდან
ერთი კილომეტრის დაშორებით, ბანაკში ინახავდნენ. ადგილი, სადაც მო-
ზაიკა იპოვეს, დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო. შევიტყვე, რომ
ნაპოვნს სამად გაყოფდნენ: ერთ ნაწილს ამერიკაში წაიღებდნენ, ერთს –
ლუვრში, ერთი კი აქ დარჩებოდა. იმედი შესასვლელთანვე გამიცრუვდა:
მოზაიკის ნახვა, თურმე, მხოლოდ ნაშუადღევს შეიძლებოდა. შიგნით შეს-
ვლა მაინც მოვახერხე ფრანგი ოფიცრის შემწეობით, რომელსაც ბანაკის
ნახვა ასევე სურდა. ამგვარად, ძველ მოზაიკას ბერძნული მითოლოგიითა
და ხელოვნებით გატაცებულ ჯენტლმენთან ერთად ვათვალიერებდი. ერ-
თად ვცდილობდით,მის აზრს ჩავწვდომოდით. აქაურობის დახვეწილ ექ-
სპერტთან საუბრისას შევიტყვე, რომ ფრიდრიხ ბარბაროსათი' იყო აღფ-
რთოვანებული და მისი საფლავის ნახვა უნდოდა. ფრიდრიხ ბარბაროსა

% ფრიდრიხ | ბარბაროსა ჟღალწვერა (დაახლ. 1125-1190) — გერმანიის მეფე 1152 წლიდან, იმ-
პერატორი 1155 წლიდან.

172
ხომ ანტიოქიაში იყო დაბადებული და მის საფლავად მიჩნეული ადგილიც
აქვე იყო. ფრანგ ოფიცერს შევთავაზე, ჩემთან ერთად წამოსულიყო კა–
ტაკომბების სანახავად, მაგრამ მან მითხრა, აღმოსავლეთში ეკლესიებზე
და მეჩეთებზე ბევრად უფრო საინტერესო ადგილების დათვალიერება
შეიძლებაო.
იმ დღეს მე და ბატონი კავუკდიანი კაპუცინელთა წინამძღვარს ვეწ–
ვიეთ, შემდეგ ბაზრობა, უმთავრესად კი საოქრომჭედლო მაღაზიები და–
ვათვალიერეთ. იქაურობა სრულებით არ მომეწონა.
სასტუმროს საფასური გადავიხადე, რასაც დიდი ჯახირი დასჭირდა. ახ–
ლა კაჯა პუნარისკენ ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ მძღოლმა, რომელ–
საც გუშინ შევუთანხმდით, ჩვენი წაყვანა აღარ ისურვა. რა თქმა უნდა, ფა–
სის მომატება უნდოდა. ბევრი ვიდავიდარაბეთ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს,
მე და ბატონმა კავუკდიანმა მოვახერხეთ, იქით მიმავალ თურქებს დავმგ–
ზავრებოდით. მანქანაში ოთხნი ვისხედით: მანქანის პატრონი, მისი მძლღო–
ლი, ბატონი კავუკდიანი და მე. გზაში ორჯერ გავჩერდით: ერთხელ დაფ–
ნეს თვალწარმტაც ჩანჩქერთან, რომელზეც ბატონმა კავუკდიანმა მითი
მიამბო” და კიდევ ერთ ადგილას, სადაც ბუნება ასე მომხიბლავი არ იყო.
მგზავრობა სახიფათო და შემაშფოთებელი აღმოჩნდა. როცა სხვა მან–
ქანამ გაგვასწრო, ბატონმა კავუკდიანმა ჩვენს მძღოლზე დამცინავად რა–
ღაც თქვა, რამაც მისი აღმოსავლური თავმოყვარეობა შეურაცხყო. ჰოდა,
მან მანქანა გააფთრებით გააქროლა. ორი, იდუმალად მომღიმარი, თურ–
ქის გვერდით ვისხედით და წარმოდგენა არ გვქონდა, რას ფიქრობდნენ.
ბატონმა კავუკდიანმა მითხრა, ძალიან ცუდ დღეში ვართო. ამ გიჟური
რბოლის დროს კაჯა პუნარში ჩასვლას ოაზისის გამოჩენასავით ველოდი.
როგორც იქნა, იქამდე ჩავაღწიეთ.

ადგილი ანტიოქიასთან ახლოს (ახლანდელი ანტაკია, თურქეთი), მდიდარი ჩანჩქერებით,


წყაროებით, არხებითა და დაფნის ხეებით, სადაც ბერძნული მითის მიხედვით, მშვენიერი
ნიმფა დაფნე დედამისმა დაფნის ხედ გადააქცია, რათა მასზე შეყვარებული აპოლო–
ნის დევნისგან დაეხსნა. ეს ადგილი მრავალი ტაძრითაა სახელგანთქმული. 572 წელს ის
მთლიანად დაინგრა და მივიწყებულ სოფლად გადაიქცა. დღეს იქ ანტაკიელების დასასვე–
ნებელი ადგილია.

173
13 სქქტუმბეჩი, კვიჩა

კაჯა პუნარი. უმშვენიერეს პატარა სახლში ვცხოვრობ, რომლის ყოველ


მხარეს არაჩვეულებრივი თვალსაწიერია. ჩემ წინ ჯაბალ ბალუმი, იგივე
კასიუსის doo არის აღმართული. კვიპროსს გავცქერი და მის მიღმა გან–
ფენილი „მარადიული ნათებით“ ვტკბები. როცა ჩვენ უკუნი ღამით ვართ
გარემოცულნი, კვიპროსში დღეა. „მარადიული ნათების“ ფენომენი ად-
რიანემაც'შ იხილა და ივლიანე განდგომილმაც.2% დანარჩენი სამი მხრი-
დან სახლი მომცრო ბორცვებს, კლდეებს, მინდვრებსა და ტყეებს გადაპ–
ყურებს. თავად ობოლთა თავშესაფარი პატარა სამთავროს ჰგავს, სადაც
ბავშვები კიდევაც მუშაობენ და საქმესაც განაგებენ. ყოველ ბავშვს რაღაც
ევალება. ერთმა ღორებს უნდა მიხედოს, მეორემ – ვენახს, მესამემ – სა-
ხელოსნოს. თითოეულ ბავშვს საქმე აქვს მიჩენილი უნარისა და ვითარე–
ბის გათვალისწინებით.
ბავშვები ამგვარად პასუხისმგებლობას ეჩვევიან და თავდაჯერებუ–
ლობას იძენენ. იმასაც სწავლობენ, რომ გადაწყვეტილებები თავად უნდა
მიიღონ. ეს აღზრდის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტებია.

% კასიუსის მთა (ბერძნ,, არაბ., „ჯაბალ ალ–აკრა?, ადგილობრივი სახელწოდება – ჯაბალ


ბალუმი, იალა დაგი – 1759 მ. სიმაღლის მთა სამხრეთ-დასავლეთ ანტიოქიაში, ცნობილია
დაახლ. 500 წელს წმინდა ბარლაამის მიერ აგებული მონასტრით. 1960-70-იან წლებში
ანტიოქიასა და მის შემოგარენში არსებულ ქართულ ისტორიულ ძეგლებს იკვლევდა და
არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ქარ-
თველი ემიგრანტი ვახტანგ ჯობაძე (1917-2007).
ადრიანე (76-138) – რომის იმპერატორი 117 წლიდან.
იი ივლიანე განდგომილი (დაახლ. 331-363) – რომის იმპერატორი 361 წლიდან, იმპერატორ
კონსტანტინე დიდის (280-337) ბიძაშვილი, რომელიც განუდგა ქრისტიანობას.

174
აქაურობის მცირე ნაწილი გერმანელთა აღმოსავლურ წარმომადგენ-
ლობას ეკუთვნის, უდიდესი ნაწილი კი ქესაბელი7?! სომხებისგან აქვთ და–
ქირავებული. თუმცაღა წარმომადგენლობას ამ ქონების შესყიდვის უფ-
ლება აქვს. შენობები ქვეყნის ყველაზე იაფ ადგილას, სომხურ მამულშია.
დღეს კვირაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ გრიგორიანი სომხების bo3-
მაოდ დიდი თემი ცხოვრობს – ას ადამიანზე მეტი – რომელთა შორის ბევრი
ბავშვია, მათ მღვდელი არ ჰყავთ. ბატონი კავუკდიანი ქადაგებებს თავად
კითხულობს. მთხოვეს, რომ დღეს ბავშვებისთვის მოკლე სიტყვით მიმე–
მართა. გუშინდელი მოგზაურობის შემდეგ ცოტა დაღლილი ვიყავი, თანაც
გამიძნელდებოდა, იმ ბავშვებისთვის მიმემართა, ვისაც არ ვიცნობდი, მაგ-
რამ დავთანხმდი. დირექტორის სახლში მოკლე ლოცვას ბატონი და ქალ-
ბატონი დემნიცები,“? ბატონი შნაიდერი,2) ალეპოდან სტუმრად ჩამოსული
ინგლისელი ქალბატონი და ბატონ კავუკდიანის ორი მშვენიერი ქალიშვი–
ლი შემოუერთდნენ. ლოცვის შემდეგ, სახარების იგავებით შთაგონებული,
გავეშურე საკლასო ოთახისკენ, სადაც ბავშვები მელოდნენ. მათ წინაშე
ანაფორით შემოსილი და გუშინდელი სახიფათო მოგზაურობის შთაბეჭ–
დილებით აღვსილი ვიდექი და კეთილი სამარიტელის ამბავს ვუამბობდი.
ის გზა გავიხსენე, რომელზეც იესო ორი ათასი წლის წინ ლაპარაკობდა:
„მიდიოდა ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონში და ყაჩაღებს ჩაუვარდა
ხელში“.““? დასკვნით ნაწილში ჩვენი თანამედროვე კეთილი სამარიტელის,
ჩვენი ქველმოქმედი დოქტორის – იოჰანე ლიფსიუსის სახე დავხატე.
საღამო ხანს ობოლთა თავშესაფრის ბაღში, უზარმაზარ კლდეებს შო-
რის, ერთ წყაროსთან ახლოს, რომელიც პირდაპირ მიწიდან მოედინებო-
და, პატარა პურობა გვქონდა. ბავშვები სომხურად მღეროდნენ და ცეკ-
ვავდნენ. ზოგი ბედუინად იყო გადაცმული; ისეთივე ტანსაცმელი ეცვათ,
როგორიც მე დამასკოში სუვენირებად ვიყიდე. დასასრულ, ინგლისელმა
ქალბატონმა ბავშვებს თითო პეშვი კარამელი ჩამოურიგა და მშვენიერი
კვირა დღე დასრულდა.
% ქესაბი – სომხური ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, კასიუსის მთის ძირში.
% პოლ გერჰარდ დემნიცი – იოჰანე ლიფსიუსის გერმანული აღმოსავლური მისიის გამომ–
ცემლობის თანამშრომელი.
2 გერჰარდ შნაიდერი – იოჰანე ლიფსიუსის გერმანული აღმოსავლური მისიის თანამშრომელი.
ლუკა 10, 30.
2

175
14 სექტემბეჩი, ოჩშაბაწი

კაჯა პუნარი. დღეს დილით საოცარ ექსკურსიაზე ვიყავით ჯაბალ კა-


სიუსზე. ბატონი დემნიცი და ქალბატონი სტილიც წამოგვყვნენ. ერთი
ცხენი წავიყვანეთ და ცოტა საჭმელი წავიღეთ. იქ წმ. ბარლაამის მონასტ-
რის ნანგრევებია,2% ამიტომაც ჰქვია ჯაბალ ბალუმი. აღსანიშნავია, რომ
ამ წმინდანის ცხოვრების აღწერა მხოლოდ ქართულადაა შემორჩენი-
ლი. იგი პროფესორმა ნიკო მარმა გამოსცა.25 მე ბრიტანეთის მუზეუმში
უფრო ძველ ხელნაწერს მივაკვლიე და ამის თაობაზე დავწერე კიდეც,>”
ასე რომ, ამ მხარეს ვიცნობდი. რატომ შემორჩა მხოლოდ ქართული ვერ-
სია? ეს ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს იმდაგვარად
ავხსნათ, რომ სიტყვა „კასიუსი“ საქართველოში „კავკასიად“ იქცა და ამის
შედეგად დაიბადა ქართული ლეგენდა სირიის კავკასიაზე. უცხო ქვეყანა-
ში მშობლიურ ჰაერს ვსუნთქავდი.
სამწუხაროდ, ნანგრევები შემორჩენილი აღარ იყო. თუმცაღა, რო-
გორც შევიტყვე, მამა მესერიანი გათხრების ჩატარებას აქაც აპირებდა.
მთის წვერიდან მშვენიერი გადასახედია. ჩვენგან სამი საათის სავალ-
ზე ჯაბალ ელ ატრას ამაყი მწვერვალია აღმართული. ხოლო უკან მოჩანს
ანტიოქიის ძველი სანაპირო, სადაც უწინ სელევკიის სახელგანთქმული
საპორტო ქალაქი ყვაოდა, ახლა კი მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

2 წმ ბარლაამის მონასტერი — იხ. სქოლიო 198.


2 LL Mapp,. IMIVIV6 Cs. Bapnaama CM00Mმ8Mმ3CM0(0, MI#0I08მ0MM6CMM6 MaTepnanbl no (0V3VMCMMM
pyskonucam Meepa, ყ. 2, Cannt-fMetep6ypr, 1901.
2 საუბარია ბრიტანეთის მუზეუმის ხელნაწერის ი. 11 281, გვ. 228V – 245V. შესახებ. იხ. Gr.
Peradze, Georgian manuscripts in England, Georgica, 1935, vol.1, ი.1, გვ. 80-88.

176
15 სქქყქმბეჩი, სამშაბანი

კაჯა პუნარი. გუშინდელი მოგზაურობის შემდეგ ვისვენებ. წერილებს


ჩავუჯექი, თანაც ფრანგულ წიგნს ვკითხულობ ალავიტებზე,2% რომელნიც
ამ მიდამოებში ბინადრობენ. ისინი ძველი ფინიკიელების შთამომავლე–
ბად მიაჩნიათ. მე-9 საუკუნიდან მუჰამედ იბნ ნუსაირის მოძღვრების გა–
არაბებული მიმდევრები არიან, თუმცა საკუთარი რელიგია მაინც აქვთ.
მათი რელიგია საკუთარ წარმოდგენებთან ქრისტიანობისა და ისლამის
ნაზავს უნდა წარმოადგენდეს, თავიანთი მღვდლები ჰყავთ და მისტე–
რიის მსგავს ცერემონიებს ატარებენ. ახალი წლის ღამეს ჯაბალ og-o3-
რას მწვერვალზე ათევენ და აღმოსავლეთიდან ამომავალი მზის პირველ
სხივებს ლოცვებით ეგებებიან. თავიანთ დღესასწაულებთან უცხოებს არ
აკარებენ.

2 ალავიტები, ნუსაირელები – შიიტთა ერთ-ერთი სექტის მიმდევრები სირიასა და bsdb-


რეთ თურქეთში. სახელწოდება მიიღეს ხალიფა ალის სახელისაგან, რომელსაც თაყვანს
სცემდნენ, როგორც ღმერთს. მეორე სახელწოდება, ნუსაირელები, მომდინარეობს IX ს-ში
მცხოვრები იბნ ნუსაირის სახელისაგან, რომელსაც სექტის დაარსებას მიაწერენ.

178
16 სექტემბეჩი, ოთხშაბანი!

კაჯა პუნარი. დღეს მე და ჩემმა სომეხმა მეგზურმა „საკვირველი მთის“


საძებნელად გავწიეთ. თუმცა ბატონმა კავუკდიანმა ჩემს მეგზურს გზა
დაწვრილებით აღუწერა, ის მაინც ვერ გაერკვა. გზა რამდენჯერმე იკითხა,
თუმცა ამაოდ. მგზავრობისას ორ კარგ აღმოსავლურწესს გავეცანი: მშიერ
მოგზაურებს შეუძლიათ გზის პირას მდგარ ხეებზე ხილი თავისუფლად
მოკრიფონ და ჭამონ, ხოლო ყოველ სახლში წყალი მოითხოვონ. ჩემმა
მეგზურმა ეს წესი ბევრჯერ გამოიყენა. ბოლოს, როგორც იქნა, ორონტესა
და ძველ ბიტიასს-9 მივაღწიეთ, რომელიც დღეს პატარა, ღარიბი ქალაქია.
ეს ის ადგილია, სადაც იოანე ოქროპირმა და მისმა მოწაფეებმა ზაფხული
გაატარეს. იქ ერთი სომეხი ვნახეთ, რომელმაც გზა მიგვასწავლა.
სელევკიის ძველ ქალაქს გავცდით. ახლა ეს ქალაქი სომხურია. შემდეგ
ბინძური მდინარე გადავლახეთ, რამდენიმე მინდორი გავიარეთ და პატა–
რა არაბულ სოფელში შევედით, რომელიც „საკვირველი მთის“ ძირშია.
ახლა ამ მთას ჯაბალ სემანი (ანუ სვიმეონის მთა) ჰქვია, რადგან აქ ცხოვ–
რობდა უძველესი ეკლესიის სამ უდიდეს წმინდანთაგან ერთ-ერთი, სვი–
მეონ მესვეტე-უმცროსი (გარდაიცვალა 592 წელს). რადგან მასთან დაკავ–
შირებით ბევრ სასწაულს ყვებიან, ამიტომ მთასაც საკვირველი უწოდეს.
მთაზე აღმართული მონასტერი ოსმალოთა შემოგბრის შედეგად დაინგრა.
მამა მესერიანი უკვე ათი წელია, იქ არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს,

2 ბიტიასი – ძველი ქალაქი ანტიოქიის მახლობლად.

179
მამა მესერიანმა გულთბილად მიგვიღო. მან მთელი თავისი ნამუშე-
ვარი დამათვალიერებინა და რამდენიმე ქართული წარწერაც მაჩვენა.
ერთადერთი ქართული მოზაიკური წარწერა, რომელიც VI-VII სს-ით თა-
რიღდება, შესაძლებელია აქ იყოს ნაპოვნი. კარავში მეძინა. ღამით საში-
ნელი თავსხმა იყო, ისეთი, წმინდანთა „ცხორებებში“ რომ არის აღწერი-
ლი და რომლის დროსაც მონასტრის ავზები წყლით ივსებოდა.

180
17 სქქტემბქჩი, ხუთშაბაწი

კაჯა პუნარი. სანამ კვლავ გზას გავუდგებოდი, მამა მესერიანმა კი–


დევ ერთხელ მაჩვენა ნანგრევები და ანტიოქიამდე გაშლილი წარმტაცი
თვალსაწიერი. ვხედავდი ზღვას, ჯაბალ ელ-ატრას და სახელგანთქმულ
ჯაბალ მუსას? და მის ფერდობზე შეფენილ რამდენიმე სომხურ სოფელს.
მთის წვერზე სომხების მიერ აღმართული უცნობი ფრანგი ჯარისკაცის
ძეგლია. მამა მესერიანს გულთბილად გამოვემშვიდობე და წამოვედი.

70
ჯაბალ მუსა, თანამედროვე მუსა დაგი — მოსეს მთა.

181
28|
7802 ხახააიაჩი ‘qu — uglaDCuyvegtag ‘UeCQubeade tz
"eelaglyge we c&AMog owl.gowg oqupegegle qeg eMwy ‘googly
-0000 qudlquaque 00000 “0000090 Dewul vgeuSClER wwe “-000C096000
ილმლიალრ) 060800 Coeoudsleww wlEwg ‘gGlglogh ogqudleldSeDuve Caglwoe?
Bed 00600C wupeEAe. wuglywlFoggee ·ინ9ლლ quadCquuqup glelwwee C)C
0ისალზთ 00ნ05C0ლ0009 “იC)0§ჩC ი608ლ0 eadCEB wud qudswhwp 900000C “ee
-ნ6ჩC ი§ლ00C 00006) C00 qu od 00000000)მი 600C5659%ე)0 იიC)00:0006 vqudeg
CadpeQlgoped ‘qupccdeg 0C5050აჩ “600Cი6)66 9000 wwyHE. Cggludeu ლ050C
‘qu&owPwpcy we 0509 00000C)C 005000006 ewe '0006ა050ლ6ელჩ
000500 “006)660 შლ0C)050C 000009009 ·ილ901 0605005 C0000ა05000C Pe ‘Cad.quyce
-08 თი0500 00005600)009C Ee od 06)ლ0ლ8ლ9 ocooeg 00509Cლ)0 006000603005
WUWANKEG '0C:0C0)000§ Decwwl 0ლCC00 oD CCა0000C08 0ლ0C000060900 “06აC5C0
-თისნ ი8000C ,,0C008ლ05C "0005006:ჩ#4000050Cთ0C ed 00500C00509 ძლ00500
90ს505ჩ woucpog 06ყ Po CgoyrBwede 0050#00 906:0506ა0ყლი 006ყ 009010C) ‘ed
–900 We 0C560C# 00016/C od we Bo Yow “ლ0(0ლლ0 vWwl C500 ‘oweghe o&oF
CYUEF-UECEICYCE UYCLECAFC 02-81
21 სექტემბეჩი, ოჩშაბაწი

კაჯა პუნარი. დროა, წასვლაზე ვიფიქრო. ყველას ვემშვიდობები და პა–


ტარა ობოლ ბიჭუნასთან ერთად ქესაბში მივდივარ მანქანის მოსაძებნად,
რომელიც ლატაკიაში წამიყვანს, ალავიტების დედაქალაქში, ანტიკურ
ლაოდიკიაში,”? სადაც ერთ დროს აპოლინარიოს უფროსი?) და აპოლი–
ნარიოს უმცროსი?“ (მამა-შვილი) ცხოვრობდნენ.
გულდამძიმებული წამოვედი ამ მშვენიერი ქვეყნიდან, რომლის კურთ-
ხეული ბუნებაც სულ არ შეესაბამება იმ შთაბეჭდილებას, რასაც ამ ქვეყნის
მცხოვრებნი ტოვებენ. სომხები, რომლებსაც აქ შევხვდი, დათრგუნულები
ჩანან, ომის უბედურებისაგან დაღდასმულნი. მხოლოდ ნანგრევებიღაა
დარჩენილი იმ ძველი დიდებიდან, რომლის მოწმეც ყოფილა ეს ქვეყანა
თავისი ისტორიის მანძილზე სახელოვან ვაჟკაცთა წყალობით.

(125

ლაოდიკია – ახლანდელი ლატაკია, სირიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი


საპორტო ქალაქი (dg. წ. IV-III სს.).
23
აპოლინარიოს უფროსი (IV ს.) – გრამატიკოსი ბეირუთიდან, აპოლინარიუს უმცროსის
მამა.
აპოლინარიოს უმცროსი (310-390) – ლაოდიკიის ეპისკოპოსი, საეკლესიო მწერალი და
ღვთისმეტყველი. აპოლინარიზმის (მწვალებლობა) ფუძემდებელი.
ტექსტი ნაკლულია, 22-25 სექტემბრის ჩანაწერები არ ჩანს.

183
26 სექტემბქჩი, შაბაწი

ბეირუთი. დილით ქალაქში დავხეტიალებდი და დამასკოური ტკბი-


ლეულითსავსე დიდი კოლოფივიყიდეჩემი ვარშაველი მეგობრებისთვის.
მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე გაზეთიც პირველად შევიძინე.
გაზეთში წავიკითხე, რომ დღეს ალეპოში სირიის დამოუკიდებლობის
გამოცხადების ზეიმი დაიწყებოდა და სამ დღესა და ღამეს გასტანდა. პა-
რიზიდან ჩამოსული მაღალჩინოსანი დამოუკიდებლობის დეკლარაციას
წაიკითხავდა.
ორშაბათამდე დრო მქონდა. ასე რომ, ალეპოში წასვლა და დროულად
უკან დაბრუნება შემეძლო. წუთითაც არ დავფიქრებულვარ, სასტუმროში
დავბრუნდი და „გარსონს“ ვთხოვე, ავტოფარეხამდე მივეცილებინე. ყველა-
ფერი, რაც მქონდა, სასტუმროში დავტოვე, თბილი მოსასხამიც კი არ წამიღია.
ცხრა საათზე ავტოფარეხში ვიყავით. ავტობუსის მფლობელმა მითხრა,
რომ ნახევარ საათში ალეპოსკენ დავიძვრებოდით.
ერთი უხეირო ადგილისთვის მთელი სირიული გირვანქა სტერლინგი
გადავიხადე და ავტობუსში ჩავჯექი.
ავტობუსის მფლობელი კმაყოფილი ჩანდა, რომ მიამიტი უცხოელი
მოატყუა და ბილეთების გაყიდვას განაგრძობდა. ჩემ წინ მჯდომი ორი
ჩადრიანი ქალი ავტობუსის დაძვრას მოთმინებით ელოდა. ვინ იცის, იქ-
ნებ გამთენიისას იყვნენ მოსულნი,
ავტობუსიდან ვერ ჩავდიოდი, რადგან ადგილის დაკარგვა არ მინდო-
და, თანაც მერე იქნებ აღარც კი ჩავესვი. ასე რომ მოთმინებით ვიცდიდი
G8l
‘Myug Webdgeg OgebwaslgEQoge eB 000000 Cupwl_ qughCEP woSaCque quddod
-00 “000000656 CC000005609 ‘wowludodary 000900005 0000#00 — (00C0C50CC)00 Ep) oddwpoyy დ
WUAGleog DuycSCE ‘cwudpegly ‘ooDwelDqulOelo ECHvF Cedeq CC ‘ods
-0glyueD wRo eHWUD ლ0Xამ 00:0000C6)6ლ09009 cNww ‘quece COQvEKAGcaeR
DewECHLed Coe eudEqed opwelade eww ‘VBweluyPAlE ი8ლC oD oywFod
OEE QWYES 00 “glgdaewquly ge ‘qlgMECEcouwovg queq ge oglwFogp
odSlgey gedogFgwGlo ·ლ0:0:0ჩ quwfeq 00500 opeugedseg curcQee wl
:00:0609 Codwp 000CXC)069(:09 Cა65C66VყC 00000C6)ნ0ყლ9 wwl
“/C00%)ნყ§09 8600 ed cucdsowpe? 090009000 009CC0Cა06C 0C)00
·7ც090:ძ00059 იცლდიაCC 000005 #ა05009 600 00CCCა080 ‘Bwwes
-WECY “CDOCEPL WES eB eDQlSool qucF ChpCpcgew quadswepp ‘qlgDuweld
-QLoywe Mwy Cage ‘sDudgh C0Cა0:#ლ0 opglewOEe qeaslER od 0009010
oeleewe 00#0000 aSCEWA C000 qoOPglhe wadwwOguFeq ,,quaswoowd
‘eMweladepo ECEC qoqwpecg 005006)9 quecwe 09500 ow
–-0000ლ vcwl 06ა6) ‘eDgywpese “qeQuglDwew cwoulogep 00:000#6ა0C 0)CC)000
–0)000 ლ0800506ალ go@Dew “003C:0005006ლ ECHvF wlE c€Cughg 00000(ა06C
“C000305009 0006)ნყ09
00505%ა0C vglEy gC 06X) Coe ‘comPoHl Nyc 0ცლ00C ‘eGo DeePl Noasw«spp
ლია WoPCHoE opqlucHw9le ითლლი Cevgldpeew 096წC who wedde 0050ჩ# op
–0006ა)09C Ewe ‘cogypsly epudwospe Mwy) “C080ჩ0§ opPoadof ECAP wCk
I0050წ%აჩ 0000 CewOCewaduF qequw CHpwelude Zywlww 000)900 ‘oF
“wAguope Caweé
-0009 qudv€p go CggEPC CEqldad :eqghqegug ‘WoHwdvFoy 00036ა6) vgwelade
“ძ00Cთ0%% gadwespe ewpoed 086050900 queyw “0000 Nywlwy ‘oglgwHEo
"eDED ogol dle Covglapew
GCEwedqoug eCy “ა)ჩ00§000050ლ eDgl 005090350 ლ0506ჩ :C08ლჩ08 we 00006)
-00ჰლ0 Aquog C)0% 000)90ლ 'ლ00%ა00990 00C500-0509 woglyFog 00C06ა0850
“C0ჩ0009
8000 of gly ‘oeppocd 099C 0%აც “09010 vQlyhQuO&e whHofeuslgog oude&og
-00 OQWPgeped god 006ყ ·0010ჩ0§ owlgo? wu ‘vDoasECRAE qos 00 od
გემისთვის, რომელიც ხაიფადან ოცდაცხრა სექტემბერს, ნაშუადღევის სამ
საათზე გადიოდა. ამბობდნენ, რომ გემი ყოველთვის პუნქტუალურად მი-
მოდიოდა.
ახლა ვეღარაფერს შევცვლიდი. სიმწრის ფიალა ბოლომდე უნდა შე-
მესვა.
უეცრად მაღაზიიდან ყვირილი მომესმა. მოჩხუბრები გარეთ გამო-
ვიდნენ. ჩემ გვერდით მჯდომ ხნიერ და დარბაისლური გარეგნობის კაცს
ვკითხე, რა მოხდა–მეთქი.
ერთ არაბს თურმე ორი პიასტრის ხაჭო მოუთხოვია, ქალს ხუთი პიასტ-
რის ხაჭო მიუცია. ახლა არაბი ორი პიასტრის გადახდას აპირებდა, ხოლო
ქალი ხუთს ითხოვდა. ჩხუბი ძალიან გახურდა. არაბი ქალს ლანძღვა-გი-
ნებით იკლებდა. ბოლოს, იმ ქალის ქმარი გამოჩნდა, პოლიციაც მოვიდა
და ყველანი პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ ინციდენტზე ახსნა-გან-
მარტების დასაწერად.
მთელი ამ ხნის მანძილზე ავტობუსში ვისხედით და ვიცდიდით. კაცებს
მოთმინება აღარ ეყოთ და აჩოჩქოლდნენ. მძღოლს სთხოვდნენ, რომ გზა
დაუყოვნებლივ განგვეგრძო. ქალები წყნარად ისხდნენ და ხმას არ იღებ-
დნენ.
მინდოდა, რომ ის სამი პიასტრი მე გადამეხადა, რათა დრო აღარ დაგ-
ვეკარგა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ მომეხერხებინა. ჩემს მეზობელს
რჩევა ვკითხე. მან შემომხედა და მითხრა: „აქ დავა ფულზე კი არა, ღირ–
სებაზეა!“
როგორც იქნა, მგზავრობა განვაგრძეთ.
სადღაც შორს, უდაბნოში, შუქი მოჩანდა. ერთ არაბს რაღაც საქმე ჰქო-
ნოდა მოსაგვარებელი იქ ერთ კაცთან, რომელიც, ალბათ, კარავში ცხოვ-
რობდა. წავიდა და აღარ ბრუნდებოდა. ჩვენ კი უკვე ერთ საათს ვიცდიდით.
ბოლოს მგზავრთა ჯგუფმა მიაკითხა და სთხოვა, რაც შეიძლება, მალე
მოეგვარებინა თავისი საქმეები.
შემდეგ კიდევ ერთგან გავჩერდით, სადაც ლეღვის ყიდვა შეიძლებო-
და. რამდენიმე პიასტრის ლეღვი ვიყიდე. ფერმკრთალი ბიჭუნა, ბედუინის

186
სამოსის ქვეშ რომ იმალებოდა, თვალს არ მაშორებდა და მეც პატარა bg-
ლებში იმდენი ლეღვი ჩავუყარე, რამდენიც ჩაეტია.
ისევ უდაბნო.
ათს გადაცილებული იყო, ბნელოდა. უეცრად დავინახეთ ქვა, რომელ–
ზეც ეწერა, რომ ალეპომდე ას ოცი კილომეტრი იყო დარჩენილი. ღრმად
ამოვიოხრე. ერთმა არაბმა, ჩემ წინ რომ იჯდა და მიყურებდა, მითხრა:
„ხავაჯა საბაკთან“, რაც ნიშნავდა: „მიგატოვეს“.
ქრისტემ სწორედ ეს სიტყვა წარმოთქვა უდიდესი ტანჯვისას, ჯვარზე
გაკრულმა: „ელი, ელი, ლამა საბაკთანი!“? გამიხარდა, რომ ეს სიტყვა
ჯერ კიდევ ცოცხლობდა და ახლახან გაუნათლებელი არაბისგან, ალბათ,
ხელოსნისგან გავიგონე. სიხარული დამეუფლა. მაშ, ჩემს მოგზაურობას
დანტესეულ ღამეში უაზროდ მაინც არ ჩაუვლია!
თუმცაღა ჩვენი მგზავრობის დასრულებამდე კიდევ ძალიან შორს ვიყავით.
კიდევ ერთი ქალაქი. ეს იყო ჰომსი, ანუ ძველი, სახელგანთქმული ემე–
სა," აქ ცხოვრობდა ცნობილი ნემესიოს ემესელი,29? ავტორი ფილოსოფი–
ური თხზულებისა ადამიანის სულზე.220
ისევ ავტოფარეხში აღმოვჩნდით. ავტობუსი გაფუჭდა და მძღოლი და
მისი თანაშემწე არემონტებდნენ.
არცთუ ისე ტანადი მამაკაცი მომიახლოვდა. ალბათ, ისიც ერთ-ერ–
თი მგზავრი იყო. „ერთი შეხედეთ“, – მითხრა ფრანგულად და გაიცინა,
– „რკინისგან გაკეთებული მანქანის შეკეთება უნდათ და ჰგონიათ, რომ
ამას თოკებით შეძლებენ! თქვენ აქაური არ უნდა იყოთ, არა?“ – მკითხა
მცირედი დაყოვნების შემდეგ. „არა, ტურისტი ვარ. ქვეყანას ვათვალი–
ერებ“, – მივუგე მე.
„ხნიერი ქალი, მე რომ მახლავს, ამას უმალ მიხვდა, — განაგრძო უც–
ნობმა, – დეიდას ასაკის გამო ვეძახი, თუმცა მართლა დეიდაჩემი არ არის.

n
„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?”( მათე 27, 46; მარკ. 15, 34).
28
ჰომსი ანუ ემესა – ერთ-ერთი უძველესი ქალაქი სირიაში, მდებარეობს მდ. ასის ხეობაში.
29
ნემესიოს ემესელი (დაახლ. 390 წ.) – ემესიის ეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი.
220
ნემესიოს ემესელი, ბუნებისათვის კაცისა, ბერძნულიდან გადმოღებული იოანე პეტრიწის
მიერ, ს. გორგაძის გამოცემა, თბილისი, 1912.

187
ee SOF EMPIRE, St
წ Py Neh +. mh.
ს. cae i) ანე
i] ა

>
27.
ხვალ თურქეთში მიემგზავრება, ამიტომ ახლა ალეპოში, რკინიგზის სად-
გურამდე ვაცილებ. უმალ ამოგიცნოთ, – განაგრძო შესავლის შემდეგ, – და
მითხრა, რომ არაბი არ იქნებოდით, რადგან აქ აყალ-მაყალი ერთხელაც
არ აგიტეხიათ, თანაც გულკეთილი ხართ, რადგან ბიჭს ლეღვი მიეცით“.
ნეტავ რა ეროვნებისა იყო? არაბები არ მოსწონდა, მაშ, შესაძლოა, სო-
მეხი ყოფილიყო; მაგრამ სომხები ხომ საკმაოდ გულჩახვეულნი არიან და
თავიანთ აზრს უცხოს არასდროს გაანდობენ.
„სადაური ხართ?“ – შევეკითხე.
„ჩერქეზი“ ვარ, – მომიგო და როცა განცვიფრება შემატყო, სწრაფად
დაუმატა: – „ამ ქვეყანაში, ამ ხალხში ფიზიკურად გადავგვარდით. სადღა
არიან ჩვენ შორის თვალტანადი მამაკაცები, ვისზედაც ლეგენდებს ჰყვე-
ბიან?! თუმცა ჩვენ მათ სულიერებით, სიმარჯვითა და გამჭრიახობით აღ-
ვემატებით. მაგალითად, დეიდაჩემმა, რომელიც ჩემი ნამდვილი დეიდა
არ არის (მან იგივე გაიმეორა), თურქული და არაბული ძალიან მალე ის-
წავლა; ყაბარდოდან?? რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა“.
ვუთხარი, რომ მეც კავკასიელი, ქართველი ვიყავი და ახლა ვარშავაში
ვცხოვრობდი.
„იქ ერთი მეგობარი მყავს, – შემაწყვეტინა მან, – გამომცემელი ბაიტუ-
3060.3 პირადად არასდროს შევხვედრივართ, ერთმანეთს წერილებს
ვწერდით. კავკასიელ მთიელთა ჟურნალი, Simali L8IL85Vმ?“? მომდიოდა,
რომლის რედაქტორიც ის იყო. რამდენიმე წლის წინ სამი ახალი ხელმომ-
წერი აღმოვუჩინე. შემდეგ ავად გავხდი, ფულს ვეღარ ვაგზავნიდი. კარგა
ხანია, ის ჟურნალი აღარ მიმიღია“.
za
ჩერქეზები — ადიღეებისა და ყაბარდოელების საერთო სახელწოდება. ძირითადად, ცხოვ-
რობენ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლი-
კაში (რუსეთის ფედერაცია). წერილობით წყაროებში პირველად XIII ს-ში არიან მოხსენი-
ებულნი. საუბრობენ ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური
ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს.
ყაბარდო – ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია).
SBR

ბარასბი ბაიტუგანი (1899-1982) – ოსი პოლიტიკოსი და გამომცემელი.


ჯიმ! Kafkasya („ჩრდილოეთ კავკასია?) – ჟურნალი, რომელსაც ბარასბი ბაიტუგანი
ვარშავაში გამოსცემდა ექვს წელზე მეტხანს, 1934 წლის მაისიდან 1939 წლის აპრილამდე
(სულ გამოიცა 60 ნომერი).

190
შევპირდი, რომ ამაზე ვარშავაში ვიზრუნებდი და ჟურნალს გამოუგზავ–
ნიდნენ.
„ერთხელ სტატიაც დავწერე ჩერქეზულ ცხენებზე, მაგრამ არ დამიბეჭ–
დეს“, – განაგრძო მან. ეს კაცი, ამ სიშორეზე ასეთ თემებზე რომ მუშაობდა,
უყურადღებოდ არ უნდა დარჩენილიყო და შევპირდი, რომ მის ნამუშე–
ვარს ყურადღებას მიაქცევდნენ.
მან ბევრი რამ იცოდა კავკასიურ ფედერაციაზე და კავშირი ჰქონდა
ბევრ ჩერქეზთან, რომელთაც აქ მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ.
მათ შორის ბევრი მაღალი თანამდებობის პირი იყო. თითქმის მთელი
ფრანგული კავალერია, არმიის, პოლიციისა და ჟანდარმერიის თანამდებო-
ბები ჩერქეზებით იყო დაკომპლექტებული. არც სამოქალაქო თანამდებო–
ბებზე ჩამორჩებოდნენ ვინმეს. მათ მხოლოდ სომხები თუ შეეცილებოდნენ.
ეს კაცი კუნეიტრას”? ჩერქეზულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
„ადრე თქვენს სკოლაში ფრანგულს ერთი ქართველი ასწავლიდა. იც–
ნობდით?“ – შევეკითხე და ჩემი თანამემამულის სახელი ვუთხარი.
„კუნეიტრაში ასეთ კაცს არც მე ვიცნობ და სხვაც არავინ იცნობს“, – მო–
მიგო მან.
არაბი ბედუინების ჯგუფი მოგვიახლოვდა. ერთი მათგანი ალეპოში
ოჯახთან ერთად მიდიოდა. ყაბარდოელს ჩემზე ჰკითხეს, ვინ არის და
რას დაეძებსო. სამეცნიერო ან ტურისტულ მოგზაურობაზე წარმოდგენა
არ ჰქონდათ. მათი აზრით, ვინც სამშობლოდან უცხო ქვეყანაში მიდიოდა,
თავგადასავალთა მაძიებელი, მდიდარი და სულელი კაცი იყო. ამგვარი
რამ ახირებად მიაჩნდათ.
„თუ ალეპოში საქმე არა აქვს და იქ მხოლოდ ახირების გამო მიდის,
— თქვა ერთმა, – მაშინ ურჩევნია, ბეირუთში გაბრუნდეს. ეს ბოლო ად–
გილია, სადაც მატარებელში ჩაჯდომას შეძლებს. ამის იქით ტრანსპორტი
აღარ შეხვდება“.
მე კი, განსაკუთრებით ახლა, როცა საინტერესო თანამგზავრს შევხვდი,
მოგზაურობა აუცილებლად უნდა განმეგრძო.

2 კუნეიტრა – ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ სირიაში, გოლანის მთის ჩრდილო კალთაზე.

191
ჩემმა ახალმა ნაცნობმა მითხრა, ასე საშინლად ჯერ არასდროს მიმგ-
ზავრია, ვშიშობ, რომ დეიდაჩემი თურქეთის მატარებელს ვერ მიუსწრებს,
დილის ნ საათზე ალეპოდან რომ გადის. ხვალ კი ალეპოდან ბეირუთში
უნდა დავბრუნდე, რადგან იქ საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო, და შე-
მომთავაზა, იქითობასაც ერთად ვიმგზავროთო.
ავტობუსში ასვლის დროც მოვიდა. როგორც იქნა, ძრავა შეაკეთეს და
გზას გავუდექით.
ქალაქში სხვა მგზავრებიც შემოგვიერთდნენ. სანამ ყაბარდოელს ვე-
ლაპარაკებოდი, ერთი ბედუინი ჩემს ადგილზე დამჯდარიყო და აღარ
დგებოდა. ამის გამო დიდი ყვირილი და აყალ-მაყალი ატეხეს: ყაბარ-
დოელმაც, ჩემმა არაბმა მეზობელმაც, ევფრატზე მდებარე დეირ ეზ-ზო-
რიდან”? რომ იყო, და იმ არაბმაც, რომელმაც დიდებული და გასაოცარი
სიტყვა „საბაკთანი“ მითხრა. ისინი ცდილობდნენ, ბედუინი ჩემი ადგილი-
დან როგორმე აეყენებინათ.
„ეს ყველაზე ცუდი ადგილია, – მითხრა ყაბარდოელმა, – ყოველთვის
მძღოლის ახლოს უნდა დაჯდეთ, თუმცა ის ადგილები უფრო ძვირია, სა-
მოცდათხუთმეტი პიასტრი ღირს“.
„მე კი ჩემს ადგილზე ერთი გირვანქა სტერლინგი ანუ ასი პიასტრი გა–
დავიხადე“, – მივუგე მე. ძალიან აღმაშფოთა არაბების გაიძვერობის და-
მადასტურებელმა კიდევ ერთმა ამბავმა.
„როგორ არ რცხვენიათ, უცხოელს ასე უსინდისოდ რომ ატყუებენ?“ –
ჰკითხა მან იმ არაბს, ევფრატთან რომ ცხოვრობდა.
აი, უბედურება. ოცდახუთ პიასტრს ვინღა დამიბრუნებდა?! ისიც კარგი
იქნებოდა, ავტობუსიდან შუა გზაზე თუ არ ჩამომსვამდნენ!
ძლივს მივჩოჩავდით.
იმ არაბმა, სამი პიასტრის გამო ბევრი რომ იჩხუბა და ძალიან ღარიბი
მეგონა, ახლა ერთ არაბთან რაღაც საქმის გაჩარხვა დაიწყო და ჯიბიდან
ფულის დიდი დასტა ამოიღო. ჩემმა მეზობელმა ჩათვლიმა და ბედუინს

2 დეირ ეზ-ზორი – ქალაქი სირიაში, იგივე დასახელების გუბერნიის დედაქალაქი.

192
ზურგზე შემთხვევით შეეხო. Ob კი ხმამაღლა აყვირდა. ისევ ჩხუბი ატეხა.
ვერ ვიძინებდი. ავდექი და ჩემი ადგილი ევფრატელ არაბს დავუთმე.
ის ბედუინი, ადგილს რომ მეცილებოდა, კუთხეში ხვრინავდა და საწ–
ყალ პატარა ბიჭს ზედ აწვა. ბინძური იყო და პირიდან დორბლი ჩამოსდი–
ოდა.
ალეპოში, ხუთს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, მაშინ ჩავედით.

193
27 სექტქმბეჩი, პპიჩა

ალეპო. ალეპოს ქუჩები განათებული და მოსეირნეებით, დამთვალიე–


რებლებითა და შავმოსასხამიანი ქალებით იყო სავსე. ყველგან ხალისისა
და კმაყოფილების გამომხატველი შეძახილები გაისმოდა. ჩვენს ავტობუსს
მხიარულად ესალმებოდნენ და ტაშს უკრავდნენ. ალბათ, დელეგაცია ვე-
გონეთ. მგზავრებიც იცინოდნენ, ხელს უქნევდნენ ან ტაშს უკრავდნენ. არ
ვიცი, რატომ, მაგრამ უეცრად იმ ჭუჭყიან ბედუინს, რომელიც გუშინ ად-
გილს მეცილებოდა, სრულიად უმეტყველო ხელებზე, ნებისყოფა და ხასი-
ათის ნატამალი რომ არ აჩნდა, ხელი მოვკიდე და ტაში შემოვაკვრევინე.
გაოცებულმა ბედუინმა წამოიყვირა და ბინძური დორბლი გადააფრქვია
პატარა ბიჭს, რომელიც გვერდით ეჯდა. მე კი არაბი მიწოდა. ასე რომ, მისი
თანამემამულე გავხდი. ესმოდა კი, ეს რას ნიშნავდა?
ავტობუსი ავტოფარეხში გაჩერდა და ჩამოვედით.
ყაბარდოელმა რკინიგზის სადგურამდე წასასვლელად ეტლი დაიქი-
რავა და მითხრა, საათ-–ნახევარში დავბრუნდებიო.
დაღლილი ვიყავი და ოთახის ძებნას შევუდექი, მაგრამ ამაოდ, ყველა
ოთახი დაკავებული იყო.
ნაცნობ ყავახანაში შევედი. ნაცნობმა ოფიციანტმა ადგილი ძლივძლი-
ვობით მომინახა. ყავა შევუკვეთე. მგზავრობის შემდეგ ჭუჭყიანი ვიყავი,
მაგრამ იქ ხელ-პირის დაბანის საშუალება არ იყო.
ხალხის ნაკადს გავყურებდი და მათი სამოსის მშვენიერება და ფე–
რადოვნება მაოცებდა. ხალხი ფეხშიშველი მიმოდიოდა, ხელში ხმლები

194
ეკავათ. ზოგნი ძველი სკივრიდან ამოღებული, დაჟანგებული ხანჯლებით
დადიოდნენ.
უნებურად ეთიოპიელები გამახსენდნენ, იტალიელებს ამგვარი ხანჯ-
ლებით რომ შეუტიეს და მაღლა აღმართული ხმლებით თვითმფრინავებს
ემუქრებოდნენ.
უკან დაბრუნებაზე ზრუნვა დავიწყე. განრიგი არსად იყო, ამიტომ Hg0-
ნიგზის სადგურზე წავედი.
ალეპოში ორი სადგური იყო: მთავარი სადგური და მეორე, ქვესადგუ–
რი. მეორე უფრო ახლოს იყო, ამიტომ იქით გავწიე. გზაში ყაბარდოელი
შემომხვდა, ბარგით დატვირთული ეტლით დეიდასთან ერთად რომ მო–-
დიოდა. მთავარ სადგურში გაუგზავნიათ. თურქეთისკენ მიმავალი მატა–
რებლები თურმე მხოლოდ მთავარი სადგურიდან გადიოდა, რადგან იქ
საბაჟო ჰქონდათ. ვუთხარი, დროს ნუ დაკარგავთ, რომ არ დაგაგვიან–
დეთ-მეთქი.
განრიგის მიხედვით, ბეირუთისკენ მიმავალი მატარებელი ღამის ათ
საათზე გადიოდა. „შესაძლოა, დააგვიანდეს“, – მითხრა სადგურის უფ–-
როსმა. ეს ასე რომ იქნებოდა, მეც დარწმუნებული გახლდით. ვერც ის
მითხრა, მატარებელი ბეირუთში როდის ჩავიდოდა. ალბათ, ხვალ საღა–
მოს ან ზეგ დილას, ყოველ შემთხვევაში, იმ დროს მაინც არა, განრიგით
რომ იყო მითითებული.
როცა ყაბარდოელთან შესახვედრად მივეშურებოდი, ახალაშენებულ
მეჩეთს ჩავუარე, ჯერ კიდევ დაუმთავრებელს. შესასვლელ საფეხურებ-
თან სამი არაბი დაჩოქილიყო, თავზე ულამაზესი ფრიგიული აბრეშუმის
ქუდები ეხურათ და ფერადი მოსასხამები ოსტატურად შემოეხვიათ. მათ
გვერდით მოხუცი კაცი იჯდა. წინ დიდი თიხის ჯამი ედგა, შორიახლოს გა–
ჩერებული მაწანწალა ძაღლი მათ უცქეროდა.
ქუჩები ჯერ კიდევ დემონსტრანტებით იყო სავსე. მათ შორის იყვნენ
ყველა ქრისტიანული თემის წარმომადგენლები. კვირა დღე იყო, მაგრამ
არც ერთ ქრისტიანულ ტაძარში იმ დღეს წირვა არ ტარდებოდა. დღეს
ყველანი პოლიტიკაში იყვნენ ჩაბმულნი. ისინი ქმნიდნენ სწორედ იმ პო–

195
ლიტიკას, რომელიც მალე მათ წინააღმდეგვე შემოტრიალდებოდა, ახლა
კი მხოლოდ ერთი პლაკატი დაიბეჭდა, რომელზეც ნახევარმთვარით და-
ფარული ჯვარი იყო გამოსახული! საფრანგეთი საერთოდ არ ერეოდა
სხვადასხვა ქრისტიანულ თემთა საქმეებში.
ჩადრიანი ქალები ყოველ კუთხეში იდგნენ და თვალყურს ადევნებდ-
ნენ, მათ ირგვლივ რა ხდებოდა. ხანდახან ბრბოში ვიღაც ისე წამოიკივ-
ლებდა, თითქოს ჭიხვინებსო. ეს მათი „ბრავო“ გახლდათ. ცოტა ხნის შემ-
დეგ მივხვდი, რომ ქალები ყვიროდნენ.
რა თქმა უნდა, ამ ქალებს მომიტინგეთა მიმართ ენთუზიაზმით აღსავსე
მისალმების საფასურს უხდიდნენ.
ჩემი თანამგზავრი ყაბარდოელი ავტოფარეხში უკვე მისულიყო. ჩემ-
სავით დაღლილი და ჭუჭყიანი გახლდათ. იმ არაბსაც შევხვდით, მრავალ-
რიცხოვან ოჯახთან ერთად რომ მგზავრობდა. შემოგვჩივლა, წუხელ ჩან-
თა მომპარესო.
ავტოფარეხში არც სახელმწიფო ავტობუსი ჩანდა და არც კერძო. ერთ-
მა მძღოლმა მითხრა, შესაძლოა, ერთ საათში რამე გამოჩნდესო. ის ერთი
საათი ყავახანაში გავატარეთ, ის მძღოლი მერეც შეგვხვდა, მაგრამ თვა–-
ლი აგვარიდა.
ჩემი თანამგზავრი ტრანსპორტის მოსაძებნად წავიდა, ხოლო მე ყავა-
ხანაში ველოდებოდი. დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა.
„მატყუარები არიან, – ბუზღუნებდა იგი, — ვერავის ენდობი. ხან ამბო-
ბენ, ავტობუსები არისო, მერე გეტყვიან, არ არისო“.
ამ ქვეყანაში იყო დაბადებულ-გაზრდილი და ახლაღა შეამჩნია, რომ
აქ ხალხი ცრუობდა.
„სხვა გზა არა გვაქვს, საღამომდე უნდა მოვიცადოთ და მატარებელს
გავყვეთ“, – მითხრა ბოლოს ჩაფიქრებულმა და დამშვიდებულმა. რა-
ოდენ დიდი წუხილი და საზრუნავი იმალებოდა მისი გარეგნული სიმშ-
ვიდის მიღმა!
მოგვშივდა. ხუთ პიასტრად პური, ყველი და ყურძენი ვიყიდეთ, ქუჩის
კუთხეში მოვკალათდით და ჭამა დავიწყეთ. ამვლელ-ჩამვლელი არაბები

196
ჩვენ შემოგვცქეროდნენ. „ამის გამო ნუ ინაღვლებ, — მითხრა ჩემმა თანამ-
გზავრმა, – აქ მაინც არავინ გვიცნობს“.
შემდეგ ისევ სადღაც გაქრა და მერე რამდენიმე ჩერქეზთან ერთად
დაბრუნდა, რომელნიც ეროვნულ დღესასწაულზე იყვნენ ჩამოსულნი და
თავიანთი თანამემამულის მონახულებას აპირებდნენ, რომელიც აქ გავ–
ლენიანი კაცი იყო – მოსამართლე გახლდათ.
დაუბანელი, ჭუჭყიანი, დაღლილი და გაბრაზებული ვიყავი.
„მაგას სჯობს, ციტადელზე წავიდეთ, მაღალჩინოსანი მამლუქების
დარბაზი ვნახოთ და მათი მმართველობის ხანაში წარმოსახვით ვიმოგ–
ზაუროთ“, – შევთავაზე მე.
ჩემს ყაბარდოელს არც დრო ჰქონდა და არც ისტორიის დიდი სიყვა–
რული გააჩნდა, თანაც ეს ქვეყანა სძულდა. ევროპაში უნდოდა ცხოვრება,
სადაც, მისი აზრით, პატიოსნად ცხოვრობდნენ და წესებს ემორჩილებოდ-
ნენ, სადაც ხალხი მუშაობდა და ერთმანეთს არ ატყუებდა.
დავემშვიდობე. თავისი სახელი მითხრა, მაგრამ ძალიან დაღლილი
ვიყავი და კარგად ვერ გავიგონე. ერთ საათში მაინც დაბრუნდებოდა და
მერე მთელი ღამე ან, იქნებ მთელი დღე და ღამე ერთად უნდა გვემგზავ–-
რა. მის სახელსა და მისამართს მაშინ ჩავიწერდი.
ორი საათი ველოდე, ის კი არ ჩანდა. ამიტომ ქალაქში სახეტიალოდ
წავედი. სომხური სახლებისა და სასტუმროების გარდა ყველაფერი აღმო–
სავლურად ბრწყინავდა. სომხებს მხოლოდ რამდენიმე დროშა ჰქონდათ
გამოკიდებული, ხალიჩები და ეროვნულ გმირთა სურათები არსად ჩანდა.
უეცრად მომაფიქრდა, რომ ნაცნობ ინგლისელს ვწვეოდი და ცოტა და–
მესვენა.
პირველსავე ჟანდარმს საავადმყოფოს მისამართი ვკითხე. მან გზა მი-
მასწავლა და იქით გავეშურე.
რა კარგია, აქ ნაცნობი რომ მყავდა! კარგად დავისვენე და ახალ ამბებ–
ზეც ვისაუბრეთ.
„ალეპოში ამდენი ხალხი არასდროს ჩამოსულა, – მითხრა მან, – საინ–
ტერესოა, ამ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიდან, ახლა სიხარულის

197
გამოსახატავად ქუჩაში რომ არიან გამოსულნი, ნეტავ, ვინ ნახავს სარ-
გებელს დამოუკიდებლობით შეძენილი კულტურული განვითარებიდან
და კეთილდღეობიდან? ვის ექნება ხელისუფლება და სინამდვილეში ვინ
დატკბება დამოუკიდებლობით?“
სირია ეთნიკურად ჭრელი ქვეყანაა. აქ ცხოვრობენ მდიდარი და მარჯვე
სომხები, რომელთაც ფრანგებთან კარგი სახელი აქვთ მოპოვებული. მათ
გარდა აქ ჩერქეზებიც არიან. მათი რაოდენობა სომხებისას არ ჩამოუვარ-
დება ანუ ნახევარ მილიონამდე მაინც იქნებიან. ისინი ქვეყნის სამხრეთ-
აღმოსავლეთ მხარეში ცხოვრობენ, სომხები კი – ჩრდილო-აღმოსავლეთ
და ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. ჩერქეზები გამჭრიახნი, პატიოსნები და
კარგი მეომრები არიან. ფრანგები მათ ენდობიან. აქ მცხოვრები სირი-
ელები სამი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი არიან – ნესტორიანელე-
d0,”” იაკობიტები”ზ და მარონიტები??. და ბოლოს, აქაურ არაბთა ნაწილი
მაჰმადიანია, ნაწილი — ალავიტი, ნაწილი კი — დრუზი.2% ამას გარდა, აქ
ქრისტიანი არაბებიც არიან და ეს ქრისტიანები, თავის მხრივ, სხვადასხვა
აღმსარებლობას მიეკუთვნებიან. ზოგი მართლმადიდებელია, ზოგი კა-
თოლიკე (უნიატი) და ზოგიც პროტესტანტი.

2? ნესტორიანობა – მოძღვრება, რომელიც აღიარებს ქრისტეს ერთბუნებიანობას. მისი სა-


ხელწოდება წარმომდგარია კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნესტორის (428-431) სახელი-
დან. ამ მოძღვრების თანახმად, იესო ქრისტე არის მხოლოდ კაცი, რომელშიც სულიწმი-
დის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა ღვთისა (ლოგოსი). 431 წელს ეფესოს კრებაზე ნესტო-
რიანობა დაიგმო, როგორც ერესი.
იაკობიტები – სირიელ მონოფიზიტთა სახელწოდება. იაკობიტები აღიარებენ ქრისტეს
მხოლოდ ღვთიურ ბუნებას. სახელწოდება მათ მიიღეს იაკობ ბარადეუსისგან (500-578),
რომელიც იყო მღვდლის შვილი, დაიბადა ტელაში, ნისიბინის მახლობლად. 542 წელს გახ-
და ედესის ეპისკოპოსი.
მარონიტები – ლეგენდარული მარონის მიერ დაარსებული ეკლესიის მიმდევრები. ცხოვ-
რობენ უმთავრესად ლიბანში, ნაწილობრივ – სირიაში, ეგვიპტეში, ჩრდილოეთ და სამხ-
რეთ ამერიკაში, კვიპროსზე. მარონიტების ეკლესია შეიქმნა აღმოსავლური ეკლესიის გან-
ხეთქილების შედეგად, როგორც ერთ-ერთი აღმოსავლური ეკლესია. იგი ექვემდებარება
ვატიკანს.
დრუზები – მორწმუნეთა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა XI საუკუნეში, დასახ-
ლებულნი არიან ჩრდილოეთ სირიასა და პალესტინაში. დრუზების რწმენა მუსლიმური
სექტის სახეობაა, რომელიც განიცდის ქრისტიანობის ზეგავლენას, ასევე მოიცავს გნოსტი-
ციზმისა და ახლო აღმოსავლეთის უძველესი რწმენების ელემენტებს. მათი წმინდა წიგნე-
ბია: ყურანი, ახალი აღთქმა და საკუთარი რელიგიური თხზულებები.

198
661
'00000008
“WOME 90000ლ 'ს0(0006)0C C0C90ლ9 000000 – (aghelagePqu 00500090600301) oMCyyageqPlade ,,
"00:600560000 C00009C9C0#XC0 qog?
000500 CD ლ00106:0006)XC He 0%CXC6)0ლი 0906) Eww ‘wee? ი000 edweladspuly
WO CQWLAcy 00906) 009006) “00C000-09Cა)000 0C00#00 000C500%)C000 Cowwl
-WY “OLE oMwECHww? quOCQoquylSugl “00500ა09C “06)ლ0C08 ‘sdqywpudse
oglgwg ‘CooucplEo? cooPo eB who Seg vqeww quqwwHL. 006)0901ლ0 ‘Cqcou?
-0§09 “აჩი ocdSlQladphlp of culAdde qoalpgogog ‘eDwpquee oadslOgoowes
WQWRE 9090505ჩ ·00500310900:09 who C60000000:00 ogegued 0050010ლ0(ა0
ZO Dupe CC ლ06წ5C)#ი00 oadlelywlF
-ლეძლდ wucgog GughCEP 0C -wedddqe® odSegePwe-Dlwowwp wolyho
-00 UDEWLH-DewylH oD ecouglyoudegq Cაყიანლი quwlguply ‘cougl e&qqge?
ძლ900ლ ‘who we DucwwCeq 0050006)Xალ (აყიანლი 0000000)09 pww “090009500
‘LDA QR WE ogulLadeg 000900006) quEcoqoweeg 0866) ი0)0003ლ0 eHow
"WWOYUED DeloNeged qogwaduEpp ‘qeChACeds
egtwqew gQlOgeuk 000500 quelg&wuyl ლ0505ჩ 00001CC) ‘eDeoggeed qoquad
-Q°BvPEwped wdlayq qeowog Muy ‘Powe Dewl.gov¥PE owlQgewrfHeg
“ძლ000 DeLaoF 9C 00000
QW] CD YCAGSooW)eD 000109ლC)X0 vwgoewq vadege ‘ewdSspegle “00000
“00000 „,0010C(006)010ლ00003C
‘HoEHowAgl Coads€P ილლსძლითიუნლდ ი000C0აC5000ა0აწბილეი 005060 00060Cთ
HoadCewy “ილნყხალლ) vwolCulw BwuSwape 00§0009%6ა0 C00006)ლC068 eo og!
-BAwowp woddqqug ecwqudseg quelg&wul eEqqeadelqq cqewwhefe ‘wok vad
-EglolpAwed ‘gladfo4 cudwwcpe goDCho opeAvasl4 peg 0009000)თ Co
“00065:90009 aye “900CX)%ა09 CC0 0060.50CC)00 upegeCEP po ‘quae 9009%ა0)8000
og lay owECQE DacpFed Po “000CX)050000 0XC)06900%X)059 00600%აი dd 0000 "000
-AelRoge? ogogo qu C%)6 qegoBCEP ge -gPewepEurq 80000XC geo
"9EECQlPuly 00090 900:9ლCV 000603501 CC) (XC oqu ed 000090000
DeQlwECHpop ი0ძლ0ლი NoelaSpww “060000 90000C0)0) ი5Cა90C 01096)CC ილიჯ
-CER ·/დიანიი Decdgueeq 0C0ძ00C06%)X 900900500 C&eqlocquwp დ00»ძიძი 0C
სადგურის უფროსი ძალიან გულკეთილი აღმოჩნდა, თავისი ხელქ-
ვეითი გაგზავნა და დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთში ბილეთი ხელთ
მქონდა.
მატარებელი ბაქანზე უკვე ჩამომდგარიყო. ჩემი ადგილი დავიკავე და
უცბად შევამჩნიე, რომ ჩემს ბილეთს ერთი ფურცელი აკლდა. ტრიპოლში
მატარებლიდან ჩასვლას ვაპირებდი. შემდეგ გზა ავტობუსით უნდა გან-
მეგრძო. სხვაგვარად, შესაძლოა, დამგვიანებოდა და მერე ხაიფადან პო-
ლონეთისკენ მიმავალი გემისთვის ორი კვირა უნდა მეცადა. ავტობუსის
ბილეთი არ აღმომაჩნდა, თუმცაღა, სადგურის უფროსის ხელქვეითს სა-
იმისოდ ფული მივეცი.
ისევ სადგურში დავბრუნდი. უფროსი ვერ ვიპოვე და პირდაპირ სა-
ლაროსკენ გავემართე. სალაროს ზღვა ხალხი მიხვეოდა. ყველა რაღა–
ცას გაჰყვიროდა და ბილეთს ითხოვდა. მოლარე საშინელ დღეში იყო,
ღრიანცელისგან, ალბათ, თავი უსკდებოდა. ოფისს გვერდითა კარიც
ჰქონდა. კარის წინ ჟანდარმი იდგა. კართან მივედი და შიგნით შესვლა
დავაპირე, თან ჟანდარმს ვითომ არც ვამჩნევდი. მან გამაჩერა და არა–-
ბულად მითხრა, შესვლა აკრძალულიაო. მე თავი ისე დავიჭირე, ვითომ
ვერაფერი გავიგე და ფრანგულად ვუთხარი, რომ სადგურის უფროსისგან
მოვდიოდი და აუცილებელი საქმე მქონდა მოსაგვარებელი. ჟანდარმმა
მე შემიშვა და კარი მიხურა. ის არაბები კი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ
შიგნით შემომყოლოდნენ, ჯოხით გაყარა.

200
28 სექქტემბქეჩი, MABIBION

შუაღამე ახლოვდებოდა, როცა მატარებელი დაიძრა.


კუპეში რამდენიმე მგზავრი იყო: ორი ბედუინი და ერთი ნესტორიანე-
ლი, რომელიც ძველ ასირიელ დესპოტს ჰგავდა.
ბედუინებს ლამაზი კომბლები ჰქონდათ, კათოლიკე მღვდლების კვერთხს
რომ ჰგავდა. ძალიან მინდოდა, რომ მეყიდა და ნესტორიანელს ვთხოვე,
მათთვის ფასი ეკითხა,
“Mon VI6სX, – მიპასუხა მან, – II ne faut pas du tout parle avec eux, ce
sont des animaux”.””
მატარებელი ძალიან ნელა მიდიოდა, არადა უკვე აგვიანებდა. ჩავას-
წრებდი თუ არა? კუპეში უბერავდა, ამიტომ ფანჯრის დაკეტვას შევეცა-
დე, თუმცა ამაოდ. ვერც ნესტორიანელი გახდა რამეს. „კონტროლიორს
სთხოვეთ“, – მითხრა და ეშმაკურად გაიღიმა.
კონტროლიორი მოვიდა და მეც დახმარება ვთხოვე. „აზრი არა აქვს, –
ჩაიბუზღუნა მან, – გგონიათ, თქვენზე ღონიერი ვარ?“
ნესტორიანელმა ხმამაღლა გაიცინა: „თავი ევროპაში ხომ არ გგო-
ნიათ, – მითხრა მან, – იქ ხალხი თავაზიანია. ეს აზიაა, აზია!“ – ზიზღით
გაიმეორა და ვიგრძენი, რომ ევროპა ენატრებოდა, – „თუ ამ პირუტყვებს
დაემგზავრებით, – ბედუინებზე მანიშნა, – მატარებლიდან გადაგაგდებენ,
ყელს გამოგგრიან ან უდაბნოში ჩაგქოლავენ“.

2 ჩემო მეგობარო, მათ არ უნდა დაელაპარაკო, ცხოველები არიან“ – ფრანგ.

202
მატარებელი ერთ სადგურზე გაჩერდა. ნესტორიანელი და ბედუინები
ცოტა ხნით ჩავიდნენ. უეცრად ერთი არაბი ბიჭუნასთან ერთად კუპეში შე-
მოვარდა. ბიჭმა ერთი ბედუინის მოსასხამი ძირს ჩააგდო და მის ადგილზე
დაჯდა. აღვშფოთდი. იმდენი თავისუფალი ადგილი იყო! „ეს ბიჭი ბოროტ-
მოქმედად გაიზრდება“, – გავიფიქრე და მამამისს ვთხოვე, ბიჭუნას აღზრ-
დისთვის მეტი ყურადღება მიექცია (თავად თუ იყო კარგად აღზრდილი?).
მამამისი აყვირდა: „რა, ჩემი შვილი უფასოდ მგზავრობს? ბილეთი არა
აქვს თუ, რა?“
მაშ, რადგან საფასური გადაიხადა, ყველაფრის ნება უნდა ჰქონოდა.
ნესტორიანელმა ყვირილი გაიგონა და შემოვიდა. არაბი მყისვე ადგა
და ადგილი დაუთმო. არ იცოდა, ვინ იყო, მაგრამ მის მიმართ მეტი პა–
ტივისცემა გამოამჟღავნა. ნეტავ, რატომ? ნესტორიანელს ჩემზე უკეთ არ
ეცვა. სამაგიეროდ, მისი გარეგნობიდან ავტორიტეტულობა, ძლიერება,
ყველა მათგანის მიმართ მოურიდებლობა და ზიზღი გამოსჭვიოდა და
ამიტომ პატივს სცემდნენ.
თუმცაღა, ამგვარი დესპოტიზმი და თაყვანისცემა მხოლოდ ამ შო-
რეულ უდაბნოში არ გვხვდება!
ავტობუსი ტრიპოლში გვიცდიდა. მხოლოდ იმის დროღა მქონდა, რომ
სასტუმროში მივსულიყავი და ბარგი წამომეღო. ბეირუთის ავტობუსების
გარაჟში როცა მივედი, ხაიფასკენ მიმავალი სახელმწიფო ავტობუსის gob-
ვლამდე თხუთმეტი წუთიღა იყო დარჩენილი.
ხაიფას ასსამოცკილომეტრიანი გზა სიდონსა და ტიროსს შორის ზღვის
სანაპიროს მიუყვებოდა. ბედნიერი ვიყავი, რომ ყველაფერი ასე კარგად
დამთავრდა. მხოლოდ იმაზე ვწუხდი, რომ ყაბარდოელს ვეღარ შევხვ-
დი. რაღას ვიზამდი? ჩერქეზების საკითხი ძალიან საინტერესოა და ერთ
ღამეში, თანაც მატარებელში, მისი შესწავლა შეუძლებელია. ნამდვილად
ღირს, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდე აქ და ამ მნიშვნელოვან საკითხს
მეტი დრო დავუთმო. მათ წინაშე დიდი, ახალი პერსპექტივაა და უნდა
დავეხმაროთ. ერთ დროს, როცა ისინი ეგვიპტესა და მცირე აზიას განა–
გებდნენ, დიდი ამაგი დასდეს ქართულ კულტურას, რადგან ქართულ მო-

203
ნასტრებსა და ბერებს პატრონობდნენ. ხელთა მაქვს უცნობი საბუთები,
საიდანაც ჩანს, რომ მაჰმადიანი მამლუქები ქართულ მონასტრებს თან-
ხებს სწირავდნენ.
ახლა კი ჩვენი ჯერია! ვისი? ჩვენი ემიგრაციის... ჩემი ფიქრების მდინა-
რება შევაჩერე. რა მშვენიერი, რა საოცარი იყო აქაურობა, თითქოს სა-
მოთხეში მივემართებოდით. ხელმარჯვნივ ზღვა მოჩანდა, ხელმარცხნივ
— მთები, სოფლები და თვალწარმტაცი ბაღები. ყაბარდოელს კი აქედან
ევროპის დიდ ქალაქებში უნდა გაქცევა, სადაც თითქმის ნახევარი წელი-
წადი ზამთარი, ყინვა და ნისლია, სხეულში, ფილტვებში რომ გვეჭრება,
გვაჭლექებს, სულისა და ხასიათის უნატიფეს ფერებს, ჩვენს ეროვნულ
ფერებს, ჩვენი სამშობლოს ფერებს რომ გვართმევს...
205
ჩძესყტჩასიები

გრიგოლ ფერაძე, 1930-იანი წლები ვ


იერუსალიმი, წმ. სტეფანეს კარიბჭე, 1898 17
LC-DIG-ppmsca-18433

იერუსალიმი wo ზეთისხილის მთა, 1934 24-25


LC-DIG-matpc-04159

იერუსალიმი, 1898 39
LC-DIG-matpc-04868

იერუსალიმი, 1898 49
LC-DIG-ppmsca-13185

ბეთლემი, 1900 63
LC-DIG-matpc-06473

გეთსიმანიის ბაღი, 1925 70-71


LC-DIG-matpc-14754

მდინარე იორდანე, 1900 84-85


LC-DIG-ppmsca-18419-00012

ბეთლემის შემოგარენი, 1900 97


LC-DIG-matpc-05495
ბეთლემი, 1900 108-109
LC-DIG-matpc-12319

წმ. საბას მონასტერი, 1934 119


LC-DIG-ppmsca-18431-00036

წმ. საბას მონასტერი, 1936 131


LC-DIG-ppmsca-18431-00006

მკვდარი ზღვა, 1898 143


LC-DIG-matpc-07363

კესარია, 1938 154


LC-DIG-ppmsca-17414-00008

სირია, 1898-1946 177


LC-DIG-matpc-07218

ალეპო, 1898 188-189


LC-DIG-matpc-07185

იერუსალიმი, 1898 201


LC-DIG-matpc-11797

გრიგოლ ფერაძე ბონში, 1920-0060 წლები 207


იოგეს!
ითაობგთ re სLჯოო თ მეის

ებტეჩზ? „ნიტიი PPE


amor”

IIIIIIII
978 L-

You might also like