You are on page 1of 2

გელათში მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი და მისი მოღვაწეობის შესახებ მე-18

საუკუნეში ანტონ კათალიკოსი წერდა, რომ ფილოსოფოსთა მოძღვრება, სტოისკოსთა


და სხვათა სიბრძნე „გადმოაქართულა“, ქართლი ათენად აქცია, ანუ ათენი ამ
შემთხვევაში სიბრძნის, ღვთისმეტყველების კერად უნდა აღვიქვათ და გავიაზროთ.
გელათის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა- იერუსალიმი და
ათენი ერთად, ანუ რწმენა და ცოდნა.
ქრისტიანული აზრის ისტორიაში აღმოსავლური თეოლოგიის
ალექსანდრიული სკოლა და კაპადოკიური პატრისტიკა ერთვება.

გელათის სკოლის გამორჩეული თვითმყოფადი ენობრივი სტილი ხასიათდება:

1. სათარგმნ მასალად ფილოსოფიურ-თეოლოგიუტრი ეგზეგეტიკისა და დოგმატიკის


არჩევა და თარგმანის მნიშვნელობის განვრცობა, მრცელობა, მაქსიმალური
სიზუსტით ეთარგმნათ ამ ტიპის ნაწარმოებები და სრულყოფილად გადმოეცათ
საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ხედვები.
(დოგმატიკა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ღმერთის
გაგების და არსების, იდეური მხარის გარკვევას, დოგმატები ქრისტიანობის და სხვა
რელიგიების მთავარ დებულებებს წარმოადგენენ.
ეგზეგეტიკა (ძვ. ბერძნ. ἐξηγητικά, სიტყვიდან ἐξήγησις — „განმარტება“,
„გადმოცემა“) — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც მიზნად
ისახავდა ბიბლიური ტექსტების ახსნა-განმარტებას.)

2. გამოკვეთილი პოზიცია ბერძნული ენის, როგორც „გონიერ ხედვათათვის მომარჯვი“


ენისა, ხოლო მეორე მხრივ დასავლურ-ქართული, იგივე ხალხური კილოს, როგორც
მეცნიერულ-ლიტერატურული ენის გამდიდრების ძირითადი წყაროს მიმართ.

3. აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია გარკვეული ენობრივი ფორმებით ( მათ შორის


არქაულ-დიალექტურით) უტრირებისა, რაც სტილიზაციასა და მანერულობაში
გადაიზარდა.

4. შეგნებული პოზიცია სპეციალური ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ენის


გამომუშავებისა და ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის, როგორც
სისტემის, ჩამოყალიბების მიმართ.

ადეკვატური, ზედმიწევნითი თარგმანის პრინციპი

არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.

რწმენისა და ცოდნის ერთიანობა - გელათის სკოლის პრინციპი


ანტიკურ ფილოსოფიასა და ბიზანტიურ ნეოპლატონიზმს შეისწაცლიდნენ გელათში.
წმ. იოანე დამასკელმა არისტოტელეს „ლიგიკა“ დაამუშავა, მასზე დართული
ნეოპლატონიკოსთა კომენტარ-შენიშვნებით. (ეს ყოველივე ქრისტიანული
მსოფლმხედველობის დადასტურებას ისახავდა მიზნად).

მანგანას აკადემია(მოღვაწეობდნენ მიქაელ პსელოსი, იოანე ქსიფილინოსი და იოანე


ატალოსი). - კონსტანტინე მონომახი.
შუა საუკუნეების განათლების მოდელი, რომელიც გელათის სკოლაშიც მოქმენებდა,
იყო trivium-quadrivium(რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია დიალექტიკითურთ,
მათემატიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტროლოგია).

You might also like