You are on page 1of 3

ბიოგრაფია

მისი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი


იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა .
იოანე ბატონიშვილის ცნობით კი იოანე პეტრიწი გურიიდან იყო.
ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში , სადაც მას
ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები : მიქაელ ფსელოსი და
იოანე იტალოსი.
იოანე პეტრიწმა სწავლა-განათლება საბერძნეთში, 1044-1047 წლებში იმპერატორ
კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ აკადემიაში მიიღო, რომელიც ელინთა
რენესანსის კერად გადაიქცა.
კონსტანტინოპოლში იოანე ჩაება იმ ფილოსოფიურ წრეში, რომლის მეთაურებადაც
მისი მასწავლებლები, ფსელოსი და იოანე იტალი ითვლებოდნენ. ამ უკანასკნელთან
ერთად, ის ფილოსოფიური მოძრაობისა და ბიზანტიური რენესანსის აქტიურ ძალად
შეიქმნა, რის გამოც მათთან ერთად მანაც დაიმსახურა დევნა – შევიწროება
ოფიციალური კონსერვატიული წრეებისგან. ხოლო როდესაც მიქაელ ფსელოსი
საზოგადოებრივი სცენიდან ჩამოვიდა, ხოლო სხვებს, ამ მოძრაობის მეთაურთ,
სერიოზული დევნა დაუწყეს, იოანე სამშობლოში დაბრუნდა.
იოანემ სამშობლოშიც ვერ ჰპოვა ის, რასაც დაეძებდა. დიდი თურქობის შემდეგ
(1080წ.) იგი კვლავ დაბრუნდა საბერძნეთში და ვინაიდან აღარ ეცხოვრებოდა
კონსტანტინოპოლში, საიდანაც 1082-84 წლებში გააძევეს, იოანე იტალი და მისი
თანამოაზრენი, ამიტომ ის დამკვიდრდა ბულგარეთში, ქართველთა პეტრიწონის
მონასტერში, რომელიც 1083 წელს ააშენა გრიგოლ ბაკურიანისძემ. მას იოანე
გაცნობია საბერძნეთში ან თვით საქართველოში, რადგან 1080 წლის ახლო ხანებში
გრიგოლი მოვიდა გიორგი მეფესთან დიპლომატიურ -პოლიტიკური მისიით
პეტრიწონის მონასტერში, სადაც სასულიერო სემინარიას ჩაუდგა სათავეში . იოანემ აქ
ოციოდე წელიწადი დაჰყო. ასე რომ, მისი სამწერლო მოღვაწეობის
უმნიშვნელოვანესი ხანა პეტრიწონის მონასტერთან არის დაკავშირებული . სწორედ
აქედან მიიღო მან პეტრიწის სახელწოდებაც.
ფილოსოფიური აზროვნების გამო იოანე აიძულეს სხვა ადგილი მოეძებნა. სწორედ ამ
დროს, დაახლოებით რუის-ურბნისის კრების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა
გელათში შექმნა სალიტერატურო ცენტრი, რომლისთვისაც ღირსეულ მოღვაწეებს
საზღვარგარეთიდან იწვევდა. XII საუკუნის პირველ ათეულში იოანე სამშობლოში
დაბრუნდა და დამკვიდრდა გაენათის ეკლესიაში, სადაც თარგმნა რამდენიმე
საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური თხზულება.
იოანე პეტრიწს, შოთა რუსთაველთან, სოლომონ დოდაშვილთან, ნიკოლოზ
ბარათაშვილთან, ილია ჭავჭავაძესთან, ვაჟა ფშაველასთან ერთად, განსაკუთრებული
ადგილი უკავია ქართულ ინტელექტუალურ კულტურაში. ეს სახელები გამოხატავენ
გარკვეული მსოფლმხედველობითი სტერეოტიპების გარღვევას, ტრადიციის
ჩარჩოებიდან გამოსვლას, ტრადიციის მოდიფიკაციას ახალი ცოდნისა და გამოცდილების
შუქზე. ნებისმიერი ტრადიცია, თუ არ ხდება მისი ახალი და ახალი შემოქმედებითი
გააზრება ამა თუ იმ ეპოქის მსოფლიო ინტელექტუალური პროცესების შუქზე, იქცევა
ინერციად, რომელიც აღარ ტოვებს სივრცეს აფეთქებისთვის და წრეზე იწყებს ბრუნვას.
პეტრიწისნაირ მოაზროვნეებს სწორედ ამგვარი წრეების გახსნას უნდა ვუმადლოდეთ;
კერძოდ, პეტრიწმა შემოიტანა საქართველოში ფილოსოფია ამ მცნების პირველადი,
ანტიკური გაგებით. ეს გაგება ითვალისწინებს ადამიანის ბუნებრივ სურვილს,
მისწრაფებას, წადილს გაიგოს და ახსნას სამყარო არა გარედან მიღებული სქემებით
(რელიგიური, იდეოლოგიური, კულტურული), არამედ საკუთარი აზროვნებით, საკუთარი,
თანდაყოლილი გონიერი პრინციპის ამოქმედებით. ამ ამოქმედებას ბერძნები
დიალექტიკას უწოდებდნენ და მას თავისი წესი და კულტურა აქვს.

ფილოსოფია და ღვთისმეტყველება

პეტრიწთან ფილოსოფია და ღვთისმეტყველება ერთ დიდ საერთო მიზანს


ემსახურება – დაუსახოს ადამიანს მართებული საერო და სასულიერო
ორიენტირები.
იოანე პეტრიწმა ანტიკური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს
მიმართა და თანამედროვეობას ანტიკური სიბრძნის ათვისების
აუცილებლობაზე მიუთითა. პეტრიწის ფილოსოფიური შემოქმედება
გვაჩვენებს, რომ ქრისტიანობას აუცილებლად სჭირდება „გარეშე სიბრძნე“,
ანუ პლატონი, არისტოტელე, პროკლე და ა.შ. ესე იგი, რწმენას აუცილებლად
სჭირდება ცოდნა, თუმცა ამგვარი პოზიცია შუა საუკუნეების ქართულ
აზროვნებაში დიდ შიშსაც იწვევდა. ამას ადასტურებს XIII საუკუნის ანონიმი
ავტორი, რომელმაც პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ იოანე
პეტრიწისეული თარგმანი და კომენტარი გადაწერა და თან მცირედი, მაგრამ
მეტად საყურადღებო შენიშვნაც დაურთო თავის ნაშრომს. პეტრიწის
კომენტატორული საქმიანობა, ამ უცნობი მოღვაწის აზრით, საფრთხესაც
შეიცავს. მას მიაჩნია, რომ პროკლეს ფილოსოფია ადამიანთათვის შეიძლება
„წარმწყმედი“ და საცთური აღმოჩნდეს; იგი ამიტომ მის „ბოროტად
გამოყენებას“ უფრთხის. პროკლეს ამ ნაშრომით ადამიანები შეიძლება
„წარიწყმიდონ“ ანდა „განათლდნენ“ (ე.ი. ღვთისმეტყველები გახდნენ).
: ის ფილოსოფიას ქრისტიანობის სამსახურში აყენებს, სურს ქრისტიანობა
ფილოსოფიურად დაასაბუთოს და გაამართლოს, როგორც შინაარსობრივად,
ისე ლოგიკურად. გამორიცხულია აზრი, თითქოს იოანე პეტრიწი ქრისტიანულ
დოგმებს უხვევდა, რადგან მან თარგმნა წმიდანთა “ცხოვრება”, შეთხზა
ოფიციალური საღვთისმსახურო წიგნებისათვის ლიტურგიკული ჰიმნები,
თარგმნა მისტიკური ხასიათის თხზულება “კლემაქსი”, რომელშიც მოცემულია
30 ხარისხი ადამიანის სულის ღვთაებრივი მიახლოებისა, მსგავსად ქრისტეს
ცხოვრების 30 წლისა.
იოანე პეტრიწი ისეთივე დამცველია ეკლესიური დოგმატიზმისა, როგორც მისი
წინამორბედნი თუ თანამედროვენი.ქართველი ფილოსოფოსის, საეკლესიო
მოღვაწის, ღირსი იოანეს თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული
სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.
მემკვიდრეობა
იოანე პეტრიწმა ფილოსოფიური ნაშრომების გარდა დაგვიტოვა მნიშვნელოვანი
თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: ბერძნულიდან
ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“).
ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული საკითხავები —
წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა
და მერკვირის „ცხოვრებანი“, ზოსიმესა და ბარბარეს „მარტვილობანი“),
აგრეთვე იოსებ ფლავიუსის საისტორიო შრომა „მოთხრობანი იუდაებრივისა
სიტყუადაასაბამობისანი“ („მსოფლიო ისტორის იოსიპოსისაჲ”), რომლის
თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და სხვა.
იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი
„სათნოებათა კიბე“, რომელსაც საფუძვლად დაედო „კლემაქსის“ ექვთიმე
მთაწმიდლისეული ქართული თარგმანი. გალექსა „სათვეო სჳნაქსარი“ ანუ
„გალობანი ყოველთა წმინდათანი“. მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ
ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.
იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე,
გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ
ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების
მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი
კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე
პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ფილოსოფიურ აზროვნებაზე,
საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე.“

იოანე პეტრიწმა ფილოსოფიური ნაშრომების გარდა დაგვიტოვა მნიშვნელოვანი


თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან
ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“).
ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული ჰაგუიგრაფიული საკითხავები —
წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი (მაგ., ცნობილია თეოდორა ალექსანდრიელისა და
მერკვირის „ცხოვრებანი“, ზოსიმესა და ბარბარეს „მარტვილობანი“), აგრეთვე იოსებ
ფლავიუსის საისტორიო შრომა „მოთხრობანი იუდაებრივისა სიტყუადაასაბამობისანი“
(„მსოფლიო ისტორის იოსიპოსისაჲ"), რომლის თხუთმეტმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია და
სხვა. იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ-მისტიკური პოეტური ტრაქტატი
„სათნოებათა კიბე“, რომელსაც საფუძვლად დაედო „კლემაქსის“ ექვთიმე
მთაწმიდლისეული ქართული თარგმანი. გალექსა „სათვეო სჳნაქსარი“ ანუ „გალობანი
ყოველთა წმინდათანი“. მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს,
რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია.
იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე,
გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ
ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით
უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი
კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა
დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა
და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.

You might also like