You are on page 1of 2

ნაშრომის მოკლე შინაარსი

1. საკვლევი თემა და მისი აქტუალობის დადასტურება

საკვლევ თემად შეირჩა დისკუსია ქართულ პოლიტიკურ/საზოგადოებრივ


ჯგუფებში ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ 1860-იანი წლებიდან
1918 წლამდე.
თემის აქტუალობას განსაზღვრავს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში
არსებული, ხშირად პოპულარულ მითებზე დამყარებული პოზიცია
რელიგიური ტოლერანტობის საკითხზე საქართველოს ისტორიაში. კვლევის
მიზანია აჩვენოს, თანამედროვე ქართული ერის ჩამოყალიბების დროს, რა
როლი ენიჭებოდა რელიგიური ტოლერანტობის საკითხს და რამდენად
არსებობს რეალურად რელიგიური ტოლერანტობის ტრადიცია თანამედროვე
ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.

2. კვლევის კონკრეტული მიზანი და მთავარი საკვლევი კითხვა

კვლევის მიზანია, განსაზღვროს, თუ როგორ ვითარდებოდა დისკურსი


ინტერრელიგიურ ურთიერთობებზე ნაციონალისტური ნარატივების
ჩამოყალიბების პარალელურად. მთავარი საკვლევი კითხვაა, რამდენად
მიიჩნევდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები რელიგიურ ტოლერანტობას
თანამედროვე სახელმწიფოს აუცილებელ ნაწილად, იყო თუ არა ამ საკითხზე
მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კომპრომისი.

3. კვლევის მეთოდოლოგია

გავეცნობით საარქივო მასალებს, პირველი და მეორე დასის, სოციალ-


დემოკრატებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების პუბლიკაციებსა და საჯარო
დისკუსიებს, მოვახდენთ რელევატური საკითხების ანალიზს.

4. მოტივაცია, გამოცდილება

გვსურს შევიტანოთ წვლილი საჯარო დისკუსიის სივრცის გაჯანსაღებასა და


განვითარებაში. გვსურს, ვიყოთ ნაწილი დისკურსებისა, რომელიც
განსაზღვრავს საზოგადოებრივ პოზიციას აქტუალურ საკითხებზე.
ფილოსოფიის პროგრამამ მოგვცა საშუალება ცოდნა დაგვეგროვებინა როგორც
კონკრეტულად ფილოსოფიის, ისე რელიგიური და კულტურული კვლევების
კუთხით. მოგვცა უნარები, რომლებიც დაგვეხმარება როგორც კვლევის, ისე
ისტორიული ანალიზის თანამედროვე მეთოდების გამოსაყენებლად.
ამ ეპოქის კვლევა დავიწყეთ ილიას უნივერსიტეტში, უმაღლესი კვლევების
ცენტრში, სადაც ჩვენი საკვლევი საკითხი იყო აღნიშნულ პერიოდში
არსებული დისკუსიები ევროპულ ინტეგრაციაზე.

You might also like