Professional Documents
Culture Documents
იგავი და იგავ-არაკი
იგავი და იგავ-არაკი
ვისია საჩუქარი?
იაპონიაში, ერთ პატარა დასახლებაში, ცხოვრობდა ბრძენი მოხუცი სამურაი.
ერთხელ,მოწაფეებით გარშემორტყმული, მშვენიერი ხის ქვეშ მყუდროდ
მოკალათებული, საუბრობდა თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. უცბად მას
მიუახლოვდა ახალგაზრდა, ძალიან ღონიერი სამურაი, რომელიც განთქმული იყო
სისასტიკითა და უხეშობით. ახალგაზრდა სამურაის საყვარელი ხრიკი იყო
მოწინააღმდეგის გამოყვანა წყობიდან – იწყებდა მის ლანძღვას, ამცირებდა, წყობიდან
გამოიყვანდა, გააგულისებდა და საბრძოლველად გამოიწვევდა. ბრაზისა და
წყენისგან გაალმასებულ მოწინააღმდეგეს ახალგაზრდა სამურაი ადვილად
ამარცხებდა, რადგან ის შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
ახალგაზრდა მიუახლოვდა მოხუცს და მის ლანძღვას მიჰყო ხელი. საზარელ
სიტყვებს უწოდებდა, იფურთხებოდა, კენჭებსა და ხის რტოებს ისროდა მოხუცის
მიმართულებით. მოხუცი კი მშვიდად განაგრძობდა საუბარს თავის მოწაფეებთან,
ყურადღებას არ აქცევდა ახაგაზრდა სამურაის და თავისას ჰყვებოდა. ასე გაგრძელდა
დღის ბოლომდე. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა სამურაის ძალა გამოელია,
გასავათებული ჩაიკეცა, ცოტა ხნის შემდეგ კი წამოდგა და შინისკენ გალასლასდა.
გაკვირვებულმა მოწაფეებმა ჰკითხეს მასწავლებელს:
-თქვენ ადვილად შესძლებდით ამ უზრდელის დამარცხებას. რატომ არ გამოიწვიეთ
ბრძოლაში? რად არ მოსთხოვეთ პასუხი შეურაცხყოფისთვის?
ბრძენმა სამურაიმ უპასუხა:
-ბუდა ასე ამბობდა: თუ ვინმე მოვა თქვენთან საჩუქრით, თქვენ კი არ მიიღებთ მას,
ვის დარჩება ეს საჩუქარი?
-იმას, ვისაც ეკუთვნის, იმას, ვინც ჩუქებას აპირებდა – უპასუხა ერთ-ერთმა მოწაფემ.
-იგივე ეხება შურს, შეურაცხყოფას, ბოღმას, ლანძღვას. თუ თავად არ მიიღებ ამ
„ძღვენს“, იმასვე დარჩება, ვინც ამას შენთვის არ „იშურებს“.
სულხან-საბა ორბელიანი, ,,ნალბანდი მგელი“
ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამობდა.
ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი
დამრჩა და იგი ამოიღეო!
მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა.
ვირი ვეღარ შეჭამა.
მგელმან თქვა: მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?